Jump to content
Planeta.Ge

Blogs

გახარია - პროგრამაშიც გვიდევს სტუდენტებისთვის პირველი სამსახურის მიღების სახელმწიფო პროგრამა , რომელიც იქნება მინიმალური ხელფასის ოდენობით - 950 ლარით გარანტირებული ხელისუფლების მხრიდან

"ხარაგაულში შემხვდნენ ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობენ ბანკის ფილიალში. მუშაობენ სრულ კვირას და ხელფასი აქვთ 400 - 350 ლარი, წარმოუდგენელი რამეა ეს. ჩვენ პროგრამაშიც გვიდევს სტუდენტებისთვის გარანტირებული სახელმწიფო პროგრამა  პირველი სამსახურის მიღების, რომელიც ასევე იქნება მინიმალური ხელფასის ოდენობით 950 ლარით გარანტირებული ხელისუფლების მხრიდან. ევროკავშირში უნივერსიტეტებიდან და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გამოსული სტუდენტების 90 % პირველივე წელს იწყებს სამსახურს. ჩვენთან კატასტროფული

გახარია - ჩემი ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ აქამდე ასე აქტიური კომუნიკაცია არ მქონდა რეგიონალურ მედიასთან, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ - ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, თავისი საქმის ერთგული ხალხი ვნახე

"რეგიონალურ მედიაზე რომ ვილაპარაკოთ, ერთ ტელევიზიაში ვიყავი და გამომცემლობა “ჩემი ხარაგაული”, იქაც მქონდა სიამოვნება ჟურნალისტებთან მესაუბრა. ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირთ, ბევრად უფრო ჯანსაღი გარემოაა ვიდრე თბილისში.   ჩემი ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ აქამდე ასე აქტიური კომუნიკაცია არ მქონდა რეგიონალურ მედიასთან, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან უჭირთ, ტექნიკასაც ეტყობა, სტუდიასაც ეტყობა, მაგრამ არ ეტყობა ხალხს. ძალი

დავითულიანი EU-ში გაწევრების შეჩერებაზე: არა უშავს

„ქართული ოცნების” წევრი, ბექა დავთულიანის თქმით, „არა უშავს”, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია. ის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკისვე განცხადებით, შეჩერდება ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის სექტორის 30-მილიონევროიანი დახმარება. მიზეზი რუსული კანონი და მმართველი პარტიის არადემოკრატიული ნაბიჯებია. ბექა დავითულიანის შეფასებით, ევროკავშირის ამ გადაწყვ

მაიკლ კარპენტერი: საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია

ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერის განცხადებას ავრცელებს. კარპენტერის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში,  ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, კარპენტერმა განაცხადა, რომ „საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვით პროცესშია“ „გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც

პაველ ჰერჩინსკი - ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია

ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ მიმდინარეობს. „27 ივნისს, ევროკავშირის ლიდერებმა, პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში შეხვე

პრეზიდენტი - თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა პასუხია ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ ქმედებებზე - რატომაა ეს კანონი რუსული? რატომ და ამიტომ!

აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა - ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების გაყინვას გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ნაბიჯებით პარტნიორები საზოგადოებ

ზელენსკის ცნობით, 8 ივლისს კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი

უკრაინაში რუსეთის საჰარეო თავდასხმების შემდეგ სამაშველო ოპერაციები გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე მასობრივი სარაკეტო იერიში 8 ივლისის დილას მიიტანეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია 38 ადამიანი. დაშავდა 190, მათგან კიევის საავადმყოფოშია 64. 28 ადამიანი ჰოსპოტალიზებულია კრავავი რიჰში, 6 – დნიპროში. ზელენსკის განცხადებით, კიევის საბავშვო კლინიკიდან, რომელიც რუსეთმა დაბომბა, ყველა პაციენტი სხვა სამედიცი

ჰერჩინსკის ცნობით, EU-მა საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მლნ. ევრო გაყინა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ EU-მა საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი შემცირდება და ლიდერები შეეცდებიან, მთავრობისადმი ეს პირდაპირი დახმარება გადაიტანონ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიისკენ. პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადავტვირთავთ მუშაობას და ახალი მთავრობა დაიწყებს სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის შემდეგ, ახალჩამოყალიბებული მთავრობა, ვინც არ უნდა მოახდინოს მთავრობის ფორმირება, დაიწყებს ხელახალ სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ჯერ

„გახარია საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაანონსებული ამნისტია ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პირებს შეახოს, ამავე დროს კი, ღიად განაცხადოს, რომ ის მიხეილ სააკაშვილზე არ გავრცელდება

„საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაანონსებული ამნისტია ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებსაც შეახოს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ოცნებამ“ მკაფიოდ უნდა აღნიშნოს, რომ ამნისტია მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება. შესაბამისად, როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, იმ შემთხვევაში თუ „ოცნება“ ამ პუნქტებს შეასრულებს, პარტია მზადაა, ამნისტიის პროექტის მხარდაჭერის საკითხი განიხილოს. „ჩ

გიორგი გახარია - არ უნდა დავუტოვოთ სივრცე დღევანდელ თავდაცვის სამინისტროს, რომ ტყუილები გაავრცელოს და მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები- ეს არ არის მხოლოდ ერთი წვრთნის გადადება, იტყუება ვინც ამბობს რომ მეორე უკეთესი წვრთნები აქვთ

"არ უნდა დავუტოვოთ სივრცე დღევანდელ თავდაცვის სამინისტროს, რომ ტყუილები გაავრცელოს და მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები. 2016 წლიდან იყო ორი ფორმატი, ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჯარის გაძლიერებისთვის და მათი სტანდარტების დაახლოებისთვის, პირველ რიგში აშშ-ს და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებისთვის. ეს იყო “ღირსეული პარტნიორი” და “მტკიცე სული” - ორი უაღრესად მნიშვნელოვანი და სისტემური წვრთნები.    რატომ იტყუებიან კოლეგები საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, რატომ გადაიდო წვრ

გიორგი გახარია - ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კაბინეტებში დარჩენა, ხელისუფლების შენარჩუნება გაცვალა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის აქტზე ხელის მოწერაში!

"ეუთოს განცხადება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ  დანაშაულებრივად არ მისცა ხმა, არტივი რამ იყო - მათ, ფაქტობრივად, ქვეყნის სუვერენიტეტის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის, რუსეთზე მოთხოვნის 2008 წლის პირობების შესრულების... აი, ამას ყველაფერს ხელი არ მოაწერეს, ხმა არ მისცეს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იგივე განცხადებაში, იგივე რეზოლუციაში იყო მოთხოვნა, ნორმალურად, დემოკრატიულად, კონკურენტულად არჩევნების ჩატარების! ფაქტობრივად, ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კაბინ

ბექა ლილუაშვილი - “ოცნება” განაცდაო, რომ ვამბობთ, ამას ვგულისხმობთ - “ოცნება” კეზერაშვილის ბიზნესინტერესების სასარგებლოდ კანონებს ცვლის და თანამშრომლობენ მასთან (ვიდეო)

როცა ქვეყანაში რეალურად არის ასეთი გამოწვევა და ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ შრომით უფლებებზე ზრუნავდეს, ონლაინ კაზინოებს უფრო მკაცრ რეგულირებაზე ფიქრობდეს, პირიქით - კეზერაშვილის ყულაბაში ზრდის შემოსავლების რიცხვს. “ოცნება” განაცდაო, რომ ვამბობთ, ამას ვგულისხმობთ - “ოცნება” კეზერაშვილის ბიზნესინტერესების სასარგებლოდ კანონებს ცვლის და თანამშრომლობენ მასთან. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/

ბექა ლილუაშვილი - კვლევები იქცა პოლიტიკური ვაჭრობისა და დეზინფორმაციის წყაროდ, იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყო ადამიანებში ობიექტური მოლოდინების ფორმირების და ჩამოყალიბების ინსტრუმენტი (ვიდეო)

კვლევები იქცა პოლიტიკური ვაჭრობისა და დეზინფორმაციის წყაროდ, იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყო ადამიანებში ობიექტური მოლოდინების ფორმირების და ჩამოყალიბების ინსტრუმენტი.   ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/826181686114286

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენი რეიტინგი არის ორნიშნა, დანარჩენი პარტიები არიან გაცილებით ქვემოთ (ვიდეო)

ჩვენი რეიტინგი არის ორნიშნა, დანარჩენი პარტიები არიან გაცილებით ქვემოთ. ამ დამოუკიდებელი კვლევის შესახებ უფრო კონკრეტულად ჰკითხეთ იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც ბრიუსელში იყვნენ ჩასულები და სადაც გააცნეს ეს რეალური კვლევები. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/975478434053143/

ექსკლუზივი | მენეჯერი ლაშა ოდილაძე - ქოჩორაშვილით ინგლისის პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველით, გიორგი ქოჩორაშვილით ინგლისის პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა, – ამის შესახებ ცნობილმა მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხთან განაცხადა. „ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართველი მენეჯერებისთვის სატრანსფერო ბაზარი უფრო საინტერესო გახდა. გამოჩნდა, რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელები გვყავს. კონკრეტული მაგალითი გიორგი ქოჩორაშვილია, რომლითაც ინგლისის პრემიერლიგის კლუბია დაინტერესებული. მე, როგორც საფეხბურთი მენეჯერი, გ

უკრაინელებმა დონბასში რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც უკრაინელი დამცველების პოზიციებს ურტყამდა, - ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ „ტელეგრამ“ არხი იუწყება. „პოკროვსკის მიმართულებით ჩვენმა უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს, რომელიც თავდაცვის ძალების პოზიციებს ბომბავდა. ახლა ის უკრაინის დონბასის სტეპებში იწვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავი გენერალ მარ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯივიპის“ ინფორმაციით, 7 ივლისს, გამთენიისას, სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურზე, რომელიც ისანი-სამგორის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, უამინდობის გამო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად დაზიანდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, აღნიშნულმა დაზიანებამ ტუმბო-აგრეგატის მუშაობა დროებით შეაფერხა. ელექტროგადამცემ სისტემაზე აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. „აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 7 ივლისს წყალმომარა

დახვრეტის მოლოდინში მყოფი ტიციან ტაბიძის ფრაზა, რომელიც მის შთამომავლებს დღემდე ახსოვთ

„შენ არასდროს შეგრცხვება ჩემი სახელის ხსენება, თუნდაც ცოცხალი აღარ ვიყო“ – უთხრა ტიციან ტაბიძემ 16 წლის ქალიშვილს, ნიტას. ეს 1937 წელს მოხდა, პაოლო იაშვილის თვითმკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ. დემონსტრაციული თვითმკვლელობის მიზანი საბჭოთა რეპრესიების მიმართ პროტესტის გამოხატვა იყო. თითქოს უახლოესი მეგობრის სიკვდილი არ კმაროდა, ტიციანი საქართველოს კომპარტიის ცეკას იმდროინდელ მდივანს, ლავრენტი ბერიას დაუბარებია და მოუთხოვია, გარდაცვლილი პაოლო იაშვილი უცხო ქვეყნის აგენტობაში დაედანაშა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მასუდ ფეზეშქიანმა ხმების 53.3% მიიღო, მისმა კონკურენტმა საიდ ჯალილმა კი 44.3%. საერთაშორისო მედია ირანის ახალ პრეზიდენტს რეფორმისტად მოიხსენიებს. მისი საიდ ჯალილი კი ცნობილია თავისი მკაცრი ანტიდასავლური პოზიციით. 71 წლის მასუდ ფეზეშქიანი კარდიოქირურგი და ირანის პარლამენტის წევრია. ის აკრიტიკებს ირანის „მორალის პოლიციას“ და ირანის მსოფლიოსგან იზოლაციას. როგორც BBC წერს, მასუდ ფეზეშქ

თბილისის მერია - უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები, ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა სახლებს - მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს. „მთელი ღამის განმავლობაში, ყველა პრობლემურ ადგილზე, იმყოფებოდნენ მერიისა და გამგეო

კურიერის დაჭრის საქმეზე გამოძიება განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით არის დაწყებული

გლოვოს კურიერის დაჭრის საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაცია „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე გლოვოს კურიერი გუშინ დაჭრეს. კურიერის დედა ,,ფორმულას” ეუბნება, რომ მას ჯერ სცემეს, შემდეგ კი 3-ჯერ ესროლეს. ამბობს, რომ ფიზიკურად 8 ადამიანი გაუსწორდა. ,,მიუტანია შეკვეთა და ბრუნდებოდა სახლში, ბოლო შეკვეთა მაქვსო, დამ

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ დაჭრილი კურიერის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, მაია მახარაშვილის ინფორმაციით, გუშინ, თბილისში დაჭრილი „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც მან აღნიშნა, პაციენტს დაზიანებები კიდურებზე აქვს მიყენებული, ამასთან, კლინიკაში რჩება, რადგან შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს. "მდგომარეობა სტაბილურია. დაზიანებული აქვს ფეხები. კლინიკაში რჩება, რადგან შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს“, - აღნიშნავს მაია მახარაშვილი. ინფორმაციისთვის, გუშინ, თბილისში "გლოვოს" კურ
×
×
  • შექმენი...