გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და ეს არ არის ივანიშვილის პირველი შანტაჟი, რომელიც მომართული იყო ჩემს წინააღმდეგ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ადეკვატურობაში მხოლოდ მას კი არა, საქართველოს მოქალაქეებს, ყველას ეპარება ეჭვი.
„ეს არის გასაოცარი
USAID-მა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობა შეაჩერა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ USAID-ში განუცხადეს.
USAID-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული ამერიკის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის შეჩერებული 95 მლნ დოლარზე მეტი დახმარების ნაწილი იყო.
„საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და დეზინფორმაციის საპასუხოდ, აშშ-ს მთავრობამ შეაჩერა 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველ
პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ეხმაურება „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის განცხადებებს და აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი „მუქარა” ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი იმუქრება, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს და მის ლიდერს, მკაცრად მოუწევთ პასუხი აგონ. „იმედთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ მათ ვინც გიორგი გახარიას გვერდით დგას გაასამართლებენ და რომ მმართველ გუნდს „სასამართლოს დონეზე“ აქვს ყველა დოკუმენტი
ჩვენი ხმები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ
მოვახდინოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების პრიორიტეტიზაცია საპარლამენტო პროცესიდან.
არა უმრავლესობით, არამედ მცირე ხმებით შესაძლებელია
მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ პოლიტიკურ პროცესებზე.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ბმული: https://forgeo.ge/ka/news/1334
ივანიშვილის დღევანდელი წერილი 2012 წლის 1 ოქტომბერთან დაკავშირებით თვითაღიარებაა - ყველაზე ცხადი მტკიცებულება, რომ საქართველო დღეს - 2024 წლის არჩევნებამდე 25 დღით ადრე, ზუსტად იქ დგას, სადაც 2012 წელს იდგა - ადამიანის გათელილი ღირსებით, უსამართლო მართლმსაჯულებით, კორუფციით და ნეპოტიზმით, პოლიტიზირებული საჯარო სამსახურით, გაუქმებული ინსტიტუტებით.
2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება იყო ადამიანი და მისი ნამდვილი ღირსება. მაშინ ყველას გვჯეროდა, რომ გულწრფელად ვიბრძოდით
არჩევნები დემოკრატიის ზეიმია, ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით, გთხოვთ, მიეცით ხმა და გთხოვთ აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს არჩევნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„ოთხ დღეში გექნებათ შესაძლებლობა, წახვიდეთ და აირჩიოთ თქვენი მომავალი მთავრობა. არჩევნები დემოკრატიის ზეი
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი სოფიო ხორგუანი საქართველოს მთავრობის მეთაურს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მიმართავს.
მისი თქმით, რეგიონში მცხოვრებთა დასახმარებლად, თუ დაუყოვნებლივ რაიმე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ადგილობრივების შრომა წყალში ჩაიყრება და მათი ყოფა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება.
„მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის რეალიზაცია მოსახლეობისათვის თავის რჩენის ერთ-ერთ ძირითადი საშუალებაა. იმის გათვალისწინებით, რომ
26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
„მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო დამნაშავე პუტინი ქვეყნის ნაწილის უკანონო ოკუპაციას ახდენს, მოლდოვის მომავლის მოსაპარად სისხლიან ფულსა და ბანდიტებს გზავნის, მამაცმა მოლდოველებმა სუვერენიტეტი და კეთილდღეობა აირჩიეს. 26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს“, - წერს ჯო უილსონი.
შეგახსენებთ, მოლდ
სახელისუფლებო ტელევიზიებში იწვევენ ყველა პარტიას, მაგრამ ვერ გვიწვევენ ჩვენ, რადგან ზუსტად იციან, რომ მათსავე მოედანზე დავუნგრევთ მათ პროპაგანდას.
კახა ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/892853062955694/
დღეს “ოცნება” იქცევა, როგორც დამარცხებული პოლიტიკური ძალა და ამ მარცხის გაფორმებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება.
“ნაცები” როგორც ებრძოდნენ 2012 წელს “ოცნებას” ზუსტად ასე გვებრძვის დღეს “ოცნება” პარტიას “გახარია საქართველოსთვის”
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/517046781197164/
ივანიშვილს წარმოუდგენია, რომ მისი ფინანსების ტყვეობაში უნდა იყოს სახელმწიფო.
”ოცნება” ხვდება, რომ კარგავს ხელისუფლებას თავისივე ჩატარებული შიდა კვლევებით და ცდილობს მაქსიმალურად დაგვაზიანოს, რადგან ჩვენი გაძლიერებით თავად სუსტდება.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: http://planeta.ge/submit/?id=84
ივანიშვილი უნდა მოემზადოს ოპოზიციაში გადასასვლელად, მისი ბედი გადაწყვეტილია და მან ეს ძალიან კარგად იცის. არ შეიძლება მისი კიდევ 4 წლით დატოვება.
ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/840924394918472/
ივანიშვილს ვეთანხმები იმაში, რომ გახარიასი და მისი გუნდის ნამდვილად უნდა ეშინოდეს, რადგან ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით ღირებულებების გამო და ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც თანამდებობები დავტოვეთ ღირებულებების გამო. დიახ, ჩვენნაირი ხალხის უნდა ეშინოდეს ივანიშვილს.
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1650991998805323/
ჩვენ უსამართლო ბრძოლაში სამართლიანად ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ , - ამის შესახებ მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს.
„მოლდოველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა: ჩვენი მომავალი ევროკავშირში ახლა კონსტიტუციაში იქნება დაფიქსირებული. მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობის, კეთილდღეობისა და საკუთარი მომავლის შენების თავისუფლებისთვის“, - წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრი
გუშინ, პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება „ქართული ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს, ამაღლების ქუჩაზე ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს თავს დაესხა, - ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე, გარკვეული პირები ლაზერს ანათებდნენ.
მისივე შეფასებით, მმართველი პარტია უკვე ოპონენტების წინააღმდეგ ახალგაზრდებს იყენე
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ქვეყნის ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა.
ევროპელი მინისტრების განცხადებით, ახლა არჩევანი ქართველებზეა და საქართველოს მომავალი მათ ხელშია.
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა” წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ დარღვევებზე საუბრობს და შესაბამის უწყებებს გავრცელებული ცნობების გამოძიებისკენ მოუწოდებს.
როგორც ბრიფინგზე ლონდა თოლორაიამ განაცხადა, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ არსებული ინფორმაცია აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ მისი მიზანი სხვა პირების მიერ არჩევნებში მონაწილეობის გზით არჩევნების გაყალბებაა.
ამასთან, ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ პრობლემად იკვეთება მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება.
იმპიჩმენტის მოთხოვნის დოკუმენტს მმართველი გუნდის 81 წევრი აწერს ხელს.
დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და დაადასტურა.
„ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს, რო
ათიათასობით ქართველმა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პროევროპული აქცია გამართა, აქციის მონაწილეები აფრიალებდნენ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს და ეჭირათ ბანერები წარწერებით: „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, - ასე ეხმაურება სააგენტო „ფრანს-პრესი“ თბილისში გამართულ მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.
გამოცემა წერს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები განიხილება, როგორც გადამწყვეტი გამოცდა ქვეყნის დემოკრატიისთვის და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისთვის.
არსებული ინფორმაციით, თბილისში, ე.წ. მალაკნების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა.
მედიაში გავრცელებული ცნობით, მოკლულია მამაკაცი.
მომხდარს წინ, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
იპნ
“ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში” – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მაია სანდუს.
ზურაბიშვილი შეუერთდა აქციას “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”. თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას მან მიმართა შეკრებილ მოქალაქეებს და უთხრა, რომ საქართველო აუცილებლად შევა ევროკავშირში. მან მიმართა როგორც მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებს, ისე ქვეყნის პარტნიორებს ევროკავშირსა და აშშ-ში.
“მე მინდა აქედან მივმართო
„ყველაფერი ნათელია, აქ გამარჯვებულია საქართველო და მისი მომავალი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გთავაზობთ მისი გამოსვლის სრულ ტექსტს:
პუბლიკა
Play Video
ჯავახეთში ფერმერები კარტოფილს ვერ ყიდიან. ბოსტნეულის მოყვანა რეგიონის მოსახლეობისთვის თავის რჩენის ერთ-ერთი მთავარი გზაა - სწორედ ათასობით ადგილობრივის პრობლემა იყო პარტია “გახარია საქართველოსთვის” რეგიონული ლიდერის ბრიფინგის მთავარი თემა.
სოფიო ხორგუანი ამბობს, რომ გლეხები თანახმა არიან, კილოგრამი ბოსტნეული თვითღირებულების ფასად, 30 თეთრად გაყიდონ, თუმცა მყიდველს ამ პირობითაც ვერ პოულობენ. ყოფილი პრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ ჯავახეთის პრობლემას ხელისუფლება არ იმჩნევს.