Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ცესკო Facebook-ზე დაწერილ უარყოფით კომენტარებს ზეწოლად აფასებს და მოქალაქეებს აფრთხილებს

ცესკო აფრთხილებს ყველას, რომ მათი მისამართით ნებისმიერი განხორციელებული ზარი თუ შეტყობინება, რომელიც იქნება კანონთან წინააღმდეგობაში, გადაიგზავნება შესაბამის ორგანოში შემდგომი რეაგირებისთვის. დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა განაცხადა, რომ ცესკოს მისამართით შეურაცხყოფას, ბულინგს და სიძულვილის ენის გამოყენებას ინტენსიური ხასიათი აქვს სოციალურ ქსელებშიც. სპიკერმა ეკრანზე მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი შეტყობინებების სქრინები წარმოადგინა.

საია ყველა ელექტრონული უბნის შედეგის ბათილად ცნობას ითხოვს ფარულობის დარღვევის გამო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. საიას განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე. საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრ

ჯოზეფ ბორელი და ოლივერ ვარჰეი გაფართოების შესახებ 10 ქვეყნის ანგარიშს, დაახლოებით 18:00 საათისთვის, პრესკონფერენციაზე წარადგენენ

დღეს საღამოს, მას შემდეგ, რაც ბრიუსელში 2024 წლის გაფართოების შესახებ 10 ქვეყნის ანგარიში გამოქვეყნდება, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, პრესკონფერენციას გამართავს და საქართველოს ანგარიშზე ისაუბრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე განმარტებით, ევროკავშირის ელჩის პრესკონფერენციამდე, დაახლოებით18:00 საათისთვის იქნება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეპ ბორელისა და სამეზობლოსა და გაფარ

ივანიშვილს როდის იბარებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატზე? – მეზვრიშვილი პროკურატურას

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი ეხმაურება ცესკოს მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას. გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს გამოძიება და პრეზიდენტის დაბარება ისტორიას დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო ფაქტი. „რას დაემსგავსეთ, რას? ივანიშვილს როდის იბარებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატზე? პაპუაშვილს როდის იბარებთ მუქარაზე? ადამიანებზე თავდა

პარლამენტის წევრთა ანაზღაურება თვეში 9-დან 12 ათასის ფარგლებში იქნება - რა იცვლება 2025 წლიდან

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო იზრდება. იმ თანამდებობის პირებს შორის, ვისი სარგოც იმატებს, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარე მოადგილეებით და პარლამენტის წევრებიც არიან. ინფორმაციისთვის, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. მაგალითისთვის, ყველაზე მაღალი 10 კოეფიციენტით შეფასებუ

გახარიას პარტიის წევრი აცხადებს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ

28 ოქტომბერს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი თანაგუნდელის, ლია ყოჩიშვილის მამას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მეზვრიშვილის თქმით, მანამდე, რამდენიმე დღით ადრე ლია ყოჩიშვილისთვის მანქანის დაჯახება სცადეს, შემდეგ კი შეურაცხყოფა მიაყენეს მის დედას. „ჩვენს თანაგუნდელს – ლია ყოჩიშვილს კორუმპირებული ფეოდალი დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფება კორუფციაში მხილების გამო მანქანას რომ აჯახებდა ხომ გახსოვთ? პოლიციას რეაგირება ამ დრომ

ბელგიის ყოფილი პრემიერი - ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი - საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია

ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ, - ამის შესახებ ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი, გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში წერს. „ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი. საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია. ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ“, - წერს გი ვერჰოფსტადტი. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს არაფორმალურ

პროკურატურა, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადების გამო, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იბარებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაშია დაბარებულია. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინე

ეთერ გოგიტაშვილი - 90-იანი წლების მოვლენებმა ძალიან დააზიანა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციები, მათ შორის ქრიზანთემების კოლექცია... 2000 წლიდან დავიწყეთ აღდგენა და დღეისათვის ბაღში 170-მდე ჯიშია თავმოყრილი

როგორც მოგეხსენებათ, 2 და 3 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების კოლექციის მრავალფეროვნება და ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის კოლექცია, ასევე თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია.   ამასთან დაკავშირებით "იმედის დილა" ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების საცდელ-საკოლექციო ნაკვეთის კურატორს, ქალბატონ  ეთერ გოგიტ

გიორგი გახარია - ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია რამდენიმე მოთხოვნას აყენებს. როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩევლის სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება. კერძოდ, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, რომელ უბანზე და რომელ საათზე მისცა ხმა. ამასთან, გახარია ცესკო-სგან არჩევნების ელექტრონულად ჩამტარებელ კომპანია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის გასაჯაროებასაც ითხოვს. „ცესკო-მ, რ

ცესკო პროკურატურას მიმართავს, არჩევნების გაყალბებაზე პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს

ცესკო პროკურატურას მიმართავს, არჩევნების გაყალბებაზე პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. ცესკო განმარტავს, რომ იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას საჭიროებს, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას სცილდებ

ცესკოსგან მოვითხოვეთ „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის გადმოცემა, ყველა შეტანილი ცვლილებით - გახარია

დღევანდელ ბრიფინგზე „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღეს მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გამოითხოვეს კომპანია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის გადაცემა და ყველა იმ ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ამ კონტრაქტშია შეტანილი. „სმარტმატიკი“ არის კომპანია, რომელიც საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საარჩევნო ადმინისტრაციას მოემსახურა. გიორგი გახარია ცესკოს ასევე სთხოვს, ამომრჩევლებისთვის ინდივი

ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს, ნუ მოიტყუებთ თავს – „ოცნების“ მთავრობის ექსმინისტრი

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მინდია ჯანელიძს (2015-2018 წწ) განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა. „მთავრობა ისევ აგრძელებს მოსახლეობის მოტყუებას. ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ნამდვილად არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვით, მას არ აქვს უფლება ისაუბროს ევროკავშირის სახელით საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. იხილეთ ევროკავშირ

ჰელსინკის კომისია: წარმოდგენილია ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას

აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში, ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს „ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას”. განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ხაზავენ გზას საარჩევნო პროცესისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ნა

ჯოზეფ ბორელი - საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს, მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო - გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. მისივე განცხადებით, პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს სთხოვა, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს, ამასთან, ეს საკითხი ასევე ნ

კახა ქემოკლიძე - თუ პარლამენტმა საერთაშორისო ლეგიტიმაცია შეიძინა, თუკი დადასტურდა, რომ შედეგი არ იყო მანიპულირებული, რაც არის აბსურდი, რა თქმა უნდა, განსხვავებული მიდგომა ექნება ყველას

თუ დაჯდა ისეთი სცენარი, რომ პარლამენტმა საერთაშორისო ლეგიტიმაცია შეიძინა, თუ ქვეყნის გარედან გამოძიება ჩატარდა, თუ დავრწმუნდით, რომ ოპოზიცია არ იყო მართალი საბოლო ჯამში, მაშინ პარლამენტი საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციასაც შეიძენს. მაშინ შენ კი არა, ესენი შეგასწრებენ პარლამენტში , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. მისივე თქმით, მანდატების დატოვება ტექნიკურად შეუძლებელია. „სამართლებრ

ჯო ბაიდენი - საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მშვიდობიანად გამოხატონ ხედვები არჩევნებზე, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს თავისუფლად და სამართლიანად - მოვუწოდებთ მთავრობას, გამოიძიონ ყველა დარღვევა

საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი ხედვები არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს თავისუფლად და სამართლიანად , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში პრეზიდენტი ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა, გაიწვიონ ისეთი კანონები, როგორიცაა “უცხოური გავლენის კანონი” და დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური დიალ

გიორგი გახარია - მთავარი მოთხოვნაა სამართლიანი არჩევნები, რომელიც ქვეყანას მიეხმარება ევროპულ გზაზე გაწევრიანებაში და არა ხელს შეუშლის - საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ? ქვეყანა როგორ უნდა მართონ?

ხალხს ტყუილში ცხოვრება არ უნდა - ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ?! დაცვის გარეშე ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ. ხვალ და ზეგ, როდესაც ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნებათ, როგორ უნდა იარონ? - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა დღეს ჩიხშია. “მთავარი მოთხოვნა არის თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ქვეყანას მი

სვეტლანა ტიხანოვსკაია - საქართველო ევროპას ეკუთვნის! - ქართველები იმსახურებენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ძალაუფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი

საქართველო ევროპას ეკუთვნის! დღეს ჩემი გული მამაცი ქართველი ხალხის გვერდითაა, რომელიც სამართლიანობისა და საკუთარი მომავლის ფორმირების უფლებისთვის იბრძვის, - ამის შესახებ ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ქართველები იმსახურებენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ევროპულ გზას, რომელიც ემყარება დემოკრატიას და თავისუფლებას და უპირველეს ყოვლისა, ძალაუფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი“, - აცხადებს ტიხანოვსკაია.   ipn

EU-ის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები: ვუერთდებით მოთხოვნას მიუკერძოებელ გამოძიებაზე

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოში გამართული არჩევნების საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი უერთდებიან გამოძიების შესახებ მოწოდებას და აკრიტიკებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს. განცხადებას უერთდებიან: მარტინ დვორაკი ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი მარი ბიერი დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი ანა ლიურმანი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში

დიმიტრი ცქიტიშვილი - ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ შეიძლება კარგად იყო ორგანიზებული ადმინისტრირება, მაგრამ, სინამდვილეში, გამოყენებულ იქნა ყველა ინსტრუმენტი, რათა სრულიად სხვა შედეგი დადებულიყო, რაც საზოგადოებრივ განწყობებს არ შეესაბამება

ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ შეიძლება კარგად იყო ორგანიზებული ადმინისტრირება, მაგრამ, სინამდვილეში, გამოყენებულ იქნა ყველა ინსტრუმენტი, რათა სრულიად სხვა შედეგი დადებულიყო, რაც საზოგადოებრივ განწყობებს არ შეესაბამება. დღეს მთავარი არის, რომ მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ მტკიცებულებებს და მივაწოდოთ ეს ინფორმაცია საერთაშორისო აქტორებს. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2508794766176529

ელგუჯა ხოკრიშვილი - დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ბევრი მტკიცებულება მოვიპოვთ, რომლებიც ასახავს სისტემურ დარღვევებს

დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ბევრი მტკიცებულება მოვიპოვთ, რომლებიც ასახავს სისტემურ დარღვევებს. ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2344016259280217

ბექა ლილუაშვილი -არალეგიტიმურ პარლამენტს ჩვენი გუნდი ლეგიტომაციას არ მისცემს, ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივი გზებით ბრძოლას, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების არჩევანი

არალეგიტიმურ პარლამენტს ჩვენი გუნდი ლეგიტომაციას არ მისცემს. ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივი გზებით ბრძოლას, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების არჩევანი. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1191949261902946
×
×
  • შექმენი...