Jump to content
Planeta.Ge

Blogs

აშშ-ში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, - ინფორმაციას BBC-ი „ფლორიდის უნივერსიტეტის საარჩევნო ლაბორატორიაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით არჩევანი 81 379 684-მა ადამიანმა დააფიქსირა, აქედან: 44 402 375-მა ხმა წინასწარ გახსნილ საარჩევნო უბნებზე მისცა, 36 977 311-მა კი ფოსტის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს, აშშ-ში ხმის მიცე

აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

აშშ-ში დღეს რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამერიკის მოქალაქეები და შემდგომ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თუ „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. საარჩევნო უბნები ყველაზე ადრე ვერმონტის შტატში იხსნება და ყველაზე გვიან - ჰავაის შტატში. დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ის არჩევნების შედეგები, როგორც წესი, უბნების დახურვიდან რამდენიმე ს

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში EU-ს სპეციალური წარმომადგენელი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა

მაგდალენა გრონო, რომელმაც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში EU-ს სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი შეცვალა, საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.   მაგდალენა გრონო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უფროსი დიპლომატიური მრჩეველია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში, ის კარგად იცნობს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას. ნეტგაზეთი

ცესკო თეთრიწყაროსა და გორის სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციოში ასაჩივრებს

საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. როგორც ცესკოს განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების შესახებ. „აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციების სასამართლოებში წარმო

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა - რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა, დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი - სასამართლომ დაადასტურა, რომ ფარულობა ირღვეოდა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს სხდომათა დარბაზში კენჭისყრის იმიტაციისას სასამართლომ დაადასტურა, რომ ხმის მიცემის დროს ამომრჩევლის ნების ფარულობა ირღვეოდა. "რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა. დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი იყო. სასამართლომ დაადასტ

პრეზიდენტი თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - საქართველო გადარჩება

საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა , - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, რომელმაც არჩევნების ფარულობასთან დაკავშირებით საიას სარჩელი დააკმაყოფილა. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ქვეყანაში. “საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი - ისიც არ დავი

მეთიუ მილერი - ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ

რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დამატებითი ზომების გამოყენება “არ მოერიდებათ“. „რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვა

საია - თეთრიწყაროს სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ საიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა. „ერთადერთმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობა ბიულეტენების გამოთხოვაზე და დადასტურდა ის, რაც ამ საქმისთვის არსებითია”, - წერს ქურდოვანიძე „ფეისბუქზე“. თეთრიწყაროს სასამართლოში ხმის ფარულობის საკითხზე საიას სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საიას ინფორმაციით, მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის ს

მაია სანდუ ქართველ ხალხს - მტკიცედ დადექით, მოლდოვა თქვენთანაა!

მივმართავ ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიმტკიცით, აშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. მტკიცედ დადექით - მოლდოვა თქვენთანაა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, გუშინ მოლდოველებმა ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს. „მოლდოველებმა გუშინ ჩვენს ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს. მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვაში და ჩვენს რეგიონში გრძელდება“, - წერს სანდუ.   იპნ

ორგანიზაციებმა, რომლებსაც ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდათ, 0 საჩივარი დაწერეს

იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რომლებსაც ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდათ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 0 საჩივარი დაწერეს. საუბარია  ორგანიზაციებზე: „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“ (2654 დამკვირვებელი) და „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ (2492 დამკვირვებელი). „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის“ დირექტორი ეკა აგლაძეა, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას“ ეკა აგლაძის მეუღლე, გრიგოლ გაგნიძე ხელმძღვანელობს. ორივე ორგანიზაცია წინ

ხმები სრულად დათვლილია | სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნებში 55.33% მიიღო

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55,33% მიიღო. მაია სანდუს მხარი 929 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. მისმა კონკურენტმა, ალექსანდ სტოიანგლომ კი – 44,67% (750 644 ხმა). სანდუს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სტანისლავ სეკრიეუმ განაცხადა, რომ მეორე ტური რუსეთის უპრეცედენტო ჩარევის ფონზე წარიმართა – პრორუსულმა ძალებმა მოახდინეს ამომრჩევლის მობილიზება. მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა საზღვარგარეთ არსე

ურსულა ფონ დერ ლაიენი - არჩევნების შემდგომი ვითარება შემაშფოთებელი რჩება - თუ საქართველოს სურს ევროკავშირისკენ ორიენტაცია შეინარჩუნოს, ხელისუფლებისგან ქმედებები გვჭირდება - გაფართოების ანგარიში გზას აჩვენებს

ურსულა ფონ დერ ლაიენი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ახლახან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. არჩევნების შემდგომი ვითარება კვლავ შემაშფოთებელი რჩება. თუ საქართველოს სურს ევროკავშირისკენ სტრატეგიული ორიენტაცია შეინარჩუნოს, ჩვენ ხელისუფლებისგან კონკრეტული ქმედებები გვჭირდება. ჩვენი გაფართოების ანგარიში გზას აჩვენებს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.   იპნ

თოლორაია: პროკურატურიდან დამირეკეს და გამოკითხვაზე დამიბარეს, მისვლას არ ვაპირებ

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ სპიკერი, ლონდა თოლორაია წერს, რომ დღეს, 4 ნოემბერს პროკურატურიდან დაურეკეს და სთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა. საქმე ეხება ცენრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე. მისი თქმით, პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ აპირებს. თოლორაია წერს, რომ თუ პროკურატურისთვის რეალურად მნიშვნელოვანია მის მიერ მიწოდე

„ეს იყო მთელი ჯაჭვი" - გახარია საუბრობს, როგორ ზემოქმედებდა „ოცნება" მოქალაქეების ნებაზე

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია საუბრობს სქემაზე, რის მიხედვითაც, მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო ინსტიტუტებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად, მოქალაქეების ნებაზე კონტროლი მოახდინა. გახარია გამოთქვამს ვარაუდს, რომ სახელმწიფო პერსონალურ მონაცემებზე წვდომით და ჯვარედინი ანალიზის მეთოდით იმის დადგენით, რა საჭიროებები არსებობდა სხვადასხვა ოჯახში, ახდენა მათზე ზემოქმედებას. ხშირად მესმის, რომ პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები ხშირად ნაწყენები არიან, როგორ შ

ნათია მეზვრიშვილი არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში დაიბარეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს. როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის მზადაა საგამოძიებო უწყებაში მისასვლელად, თუმცა მას შემდეგ, რაც პროკურატურა მათ მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებზე ცალკე გამოძიებას დაიწყებს. „პროკურატურიდან დამირეკეს, ივანიშვილის დაკვეთით არჩევნების გაყალბების ჩასაფარ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი ხმის ფარულობაზე - ქურდოვანიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი ხმის ფარულობის უფლებაზე. ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილეს არც სხვა ქალაქების მოსამართლეთა უმეტესობამ. „ახლახანს დასრულდა საქალაქო სასამართლოში საია-ს სარჩელის განხილვა ხმის ფარულობის უფლებაზე. საქმე განიხილა გამოსაცდელ ვადაში მყოფმა, ახლახანს დანიშნულმა მოსამართლემ. მას ჰქონდა შანსი, საზოგადოებისათვის დაებრუნებინა ხმ

ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის ლიდერები საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებაზე - კარგი ამბავი მოლდოვასთვის, კარგი ამბავი ევროპისთვის

კარგი ამბავი მოლდოვასთვის, დიდი სიახლე ევროპისთვის, - ასე ეხმაურება ლატვიის პრეზიდენტი, ედგარ რინკევიჩი მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებას. „ძვირფასო მაია სანდუ, თბილად გილოცავთ მოლდოვას პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. კარგი ამბავი მოლდოვასთვის, კარგი ამბავი ევროპისთვის. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლისთვის“, - წერს ედგარ რინკევიჩი სოციალურ ქსელ X-ში. მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ესტონეთის

სალომე ზურაბიშვილი - მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა

მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა - მოლდოვას არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“ : რუსეთის მხრიდან მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა. ჩვენი ძლიერი დიასპ

მსოფლიო ლიდერები მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

მოლდოვის პროევროპელმა ლიდერმა, მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მან ხმების 55.4% მიიღო, მისმა კონკურენტმა, მოლდოვის ექსპრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის პროტეჟე ალექსანდრ სტოიანგლომ კი – 44.58%. სანდუს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სტანისლავ სეკრიეუმ განაცხადა, რომ მეორე ტური რუსეთის უპრეცედენტო ჩარევის ფონზე წარიმართა – პრორუსულმა ძალებმა მოახდინეს ამომრჩევლის მობილიზება. მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა საზღვარგარეთ არსებულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესის სა

„ფარულობის არარსებობის მუქარით და სახელმწიფოს მიერ ყველა პერსონალური მონაცემების გამოყენებით, ამ კომპლექსის მოქმედებით, სისტემურობით მოახერხა მოქალაქეების დიდ ნაწილზე ზემოქმედება“ — გიორგი გახარია "ქართულ ოცნებაზე"

„ფარულობის არარსებობის მუქარით და სახელმწიფოს მიერ ყველა პერსონალური მონაცემების გამოყენებით, ამ კომპლექსის მოქმედებით, სისტემურობით მოახერხა მოქალაქეების დიდ ნაწილზე ზემოქმედება“ — გიორგი გახარია "ქართულ ოცნებაზე" ვიდეო: https://www.facebook.com/DroebaOfficial/videos/1075909773728263

გიორგი გახარია - ჩვენ თუ დღეს ამ ყველაფერს გონიერად, ცივსისხლიანად არ ვუპასუხეთ, მუნიციპალურ არჩევნებში იგივე ცესკო-ს ადმინისტრაციით, სუს-ის იგივე ადმინისტრაციით, რა უნდა გავაკეთოთ? (ვიდეო)

„ჩვენ თუ დღეს ამ ყველაფერს გონიერად, ცივსისხლიანად არ ვუპასუხეთ, მუნიციპალურ არჩევნებში იგივე ცესკო-ს ადმინისტრაციით, სუს-ის იგივე ადმინისტრაციით, რა უნდა გავაკეთოთ?“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.   ინტერვიუ სრულად: youtu.be/h5T7ALkqp-o?si=hPUutz3LraL-yO_4 გგგ.mp4

გიორგი გახარია - ჩვენ ამაში [სამოქალაქო პროტესტში] აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება

„ჩვენ ამაში [სამოქალაქო პროტესტში] აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ინტერვიუ სრულად  youtu.be/h5T7ALkqp-o?si=hPUutz3LraL-yO_4

გიორგი გახარია - სამი სისტემური კრიზისის წინაშე ვდგებით: პოლიტიკური იზოლაცია, საერთაშორისო ურთიერთობების კრიზისი, ეკონომიკური და უსაფრთხოების კრიზისი

„სამი სისტემური კრიზისის წინაშე ვდგებით: პოლიტიკური იზოლაცია, საერთაშორისო ურთიერთობების კრიზისი, ეკონომიკური და უსაფრთხოების კრიზისი“ — გიორგი გახარია.     ინტერვიუ სრულად  youtu.be/h5T7ALkqp-o?si=hPUutz3LraL-yO_4
×
×
  • შექმენი...