Jump to content
Planeta.Ge

Blogs

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო. დოკუმენტ

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი - ოთხმხრივი შეთანხმებით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება აზერბაიჯან-საქართველოს და ევროპას შორის, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ენერგოსექტორში თანამშრომლობის გაძლიერებისთვის

ამ შეთანხმებით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, ვაჭრობა ერთის მხრივ, აზერბაიჯან-საქართველოს და მეორეს მხრივ, ევროპას შორის, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის არის რუმინეთისთვის, რათა ევროკავშირის და საერთაშორისო პარტნიორებს ვუჩვნებთ ჩვენს მნიშვნელობას, – ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩუკამ ბუქარესტში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიას – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ უმასპინძლა. მისი შეფასებით, შეთანხმების ხელმოწერით ჩვ

უნგრეთის პრემიერი - მე რომ 30 წლით ახალგაზრდა ვიყო, ვიტყოდი, რომ ეს ნამდვილი როკ-ენ-როლია, რომ შავი ზღვის ფსკერზე ყველაზე გრძელი კაბელი იდება

მეზობელ ქვეყნებში სერიოზული ენერგოკრიზისი მიმდინარეობს - მთელი ევროპული ეკონომიკა ინფლაციის გამოწვევის წინაშე დგას და ევროპელ ლიდერებს მოსწონთ თუ არა, გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება მოუწევთ რუსულ ან ევროპულ ეკონომიკაზე, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს არსებულ

ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან

აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული

ურსულა ფონ დერ ლაიენი - შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა - ეს პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მიცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბუქარესტში ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გ

კლიჩკო: კიევში მეტრომ მუშაობა განაახლა, წყალმომარაგებაც აღდგა

კიევში, გუშინდელი დაბომბვის შემდეგ, მეტრომ მუშაობა განაახლა, განაცხადა ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ. მერის ცნობით, დედაქალაქში აღდგა წყალმომარაგებაც.  გარდა ამისა, ხარკოვის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. შეგახსენებთ, გუშინ, 16 დეკემბერს, რუსულმა არმიამ უკრაინის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო თავდასხმების სერია განახორციელა, რის გამოც, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობა ჩვენს საჰაერო ძალებს, საზენიტო მსროლელებს და ყველას, ვინც იცავს უკრაინის ცას, დღევანდელი შედეგია 60 ჩამოგდებული რაკეტა, სამწუხაროდ, არის ზიანიც

მადლობა ჩვენს საჰაერო ძალების მებრძოლებს, ჩვენს საზენიტო მსროლელებს და ყველას, ვინც იცავს უკრაინის ცას. დღევანდელი შედეგია 60 ჩამოგდებული რაკეტა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის განმარტებით, აქედან 40-ზე მეტი რაკეტა განადგურდა ქვეყნის ცენტრალური რეგიონების ცაში და დედაქალაქის მახლობლად, რისთვისაც პრეზიდენტი უკრაინელ მეომრებს მადლობას უხდის. „სამწუხაროდ, არის ზიანიც. ტერორისტებს სარაკეტო თავდასხმების ასეთი მასიური რაოდენობა ესაჭ

უკრაინის მიმართულებით რუსულმა ძალებმა მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

უკრაინის მიმართულებით რუსულმა ძალებმა, რიგით მეცხრე, მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისკენ 70-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. მათი დიდი ნაწილი, 60 რაკეტა, საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა გაანეიტრალა, თუმცა ნაწილმა სამიზნეს მაინც მიაღწია, რის შედეგადაც დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები ჟიტომირის, კიევის, ხარკოვის, დნეტროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. ამასთან, ო

მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას ზეიმობს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 17 დეკემბერს ბარბარობა აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს, სიხარულსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ. „დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმინდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით, წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც დიოსკორემ, საკუთარმა მამამ, თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით

აშშ მზადაა უკრაინას ელექტროენერგიის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობა მიაწოდოს

შეერთებული შტატები მზადაა, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების სწრაფი აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდება უზრუნველყოს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეფრი პიატთან და უკრაინაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე ერმაკმა თანამოსაუბრეებს 16 დეკემბერს რუსული თავდასხმის შედეგები გააცნო.

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ზედიზედ მეექვსედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა. sportall.ge-ს ინფორმაციით, ტალახაძემ ოქროს მედალი სამივე დისციპლინაში მოიპოვა. ამასთან, მან პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის მნიშვნელოვანი ქულებიც დააგროვა. შეგახსენებთ, რომ ტალახაძე ევროპის ექვსგზის და ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონია. გუშინვე, 109 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორი ვეცხლის მედალი გიორგი ჩხ

პენტაგონი უკრაინაში მიმდინარე ომზე - ზამთარი ძალიან დინამიური დრო იქნება - ვერ ვხედავთ უკრაინელების შეჩერების რაიმე ნიშანს და ველით, რომ რუსებიც წინ წაწევას შეეცდებიან

პენტაგონის წარმომადგენლის, ლორა კუპერის განცხადებით, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებულ პოლიტიკას კურირებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდა „მაღალი გადაუდებლობის“ რეჟიმში განხორციელდება. „24 თებერვლის შემდეგ პირველ დღეებში, როდესაც დაინახეთ რუსების თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით, მე ვიტყოდი, რომ „ჯაველინი“ და „სტინგერი“ იყო კრიტიკული საშუალება უკრაინელებისთვის ამ თავდაპირველი შეტევის მოსაგერიებლად“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. მისი თქმით, უკრაინი

ადვოკატის ცნობით, კაცმა ქუთაისში საზოგადოებრივი ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა

ქუთაისში მამაკაცმა საზოგადოებრივი ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე წერს.მისივე ინფორმაციით, მამაკაცს ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში ბრალს უყენებენ.

„გზა მუნიციპალიტეტებში ერთმმართველობისკენ“ – რას ცვლის “ქართული ოცნება”

პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საკრებულოსა და მერისთვის თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრების ნაცვლად, მხოლოდ საკრებულოს დათხოვნას ითვალისწინებს. ცვლილებების ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კი აღნიშნულ ცვლილებებს მხარს არ უჭერენ და მიიჩნევენ, რომ ეს მნიშვნელოვნად დაააკნინებს საკრებულოს როლს და ადგილობრივ თვითმმართველობას მმართველი პარტიის ვ

CNN - FIFA-მ უარით უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, გაეზიარებინა მსოფლიო მშვიდობაზე გზავნილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე

FIFA-მ უარით უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, გაეზიარებინა მსოფლიო მშვიდობის შესახებ გზავნილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, ზელენსკის ადმინისტრაცია კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრებისთვის ვიდეომიმართვის ინიციატივით გამოვიდა და გაკვირვებული დარჩა უარყოფითი პასუხით. წყარო არ აკონკრეტებს ზელენსკის მიმართვა პირდაპირ ეთერში უნდა ყოფ

იუსტიციის მინისტრი ჰააგაზე - კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართველი ხალხის სიმართლე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის შეფასებთთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა „ქართველი ხალხის სიმართლე“. როგორც რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, გამარჯვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში იქნა მოპოვებული. „ვისარგებლებ შემთხვევით და აუცილებლად მოგილოცავთ ყველას, რადგან გადაწყვეტილების შემდეგ და მთელი გამოძიების პერიოდში გამოიკვეთა ოთხი ადამიანის ბრალეულობა, რომელიც იყო მოწინააღმდეგე მხარეს და კი

თავდაცვის მინისტრი - სავალდებულო ჯარის გაწვევის გადავადება ერთი წლის მანძილზე 10 000 ლარით განისაზღვრა და გადავადების უფლება პირს მხოლოდ ერთხელ მიეცემა

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეზე ისაუბრა, რომლის თანახმად გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და განისაზღვრა 10 000 ლარი, ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის. „გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის 10 000 ლარით განისაზღვრა. გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება.

"ვიღაცებს ხელში ჩაუვარდათ ჩემი ინტიმური ურთიერთობის კადრები და მაშანტაჟებდნენ..." - ზურაბ მახარაძის სკანდალური განცხადაბა

პრო­რუ­სუ­ლი ალტ-ინ­ფო­სა და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი ზურა მა­ხა­რა­ძე ამ­ბობს, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბით აშან­ტა­ჟე­ბენ და ამის გამო დის­ტან­ცირ­და პო­ლი­ტი­კის­გან. მისი თქმით, სა­უ­ბა­რია გო­გოს­თან პი­რად და ინ­ტი­მურ მი­მო­წე­რა­ზე. "მხარ­დამ­ჭე­რებს ავუხ­სნა, რა­ტომ ვარ გა­წე­უ­ლი გვერ­დზე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხალ­ხი გა­ი­გებს... ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. სი­ტუ­ა­ცია სი­ნამ­დვი­ლე­ში არის ასე - კი იცით, რომ სხვა ქა­ლის გამო ოჯა­ხი და­ვან­გრი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6674 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6674 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6691 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8341 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8346 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0005 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი ურსულა ფონ დერ ლაიენის მონაწილეობით ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, შაბათს, კოტროჩენის სასახლეში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაა ავრცელებს. შეთანხმებას ხელს მოაწერენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რუმინეთის

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. "სურსათისა და შიმშილის შემდეგ პუტინი ახლა ზამთარს იყენებს როგორც იარაღს, როდესაც მიზანმიმართულად ართმევს მილიონობით უკრაინელს წყალზე, ელექტროენერგიასა და გათბობაზე წვდომას. ევროკავშირი პასუხობს ამ ბოლო ესკალაციას და სამხედრო დანაშაულს ჩვენი მკაცრი სანქციების მეცხრე პაკეტით. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების მიმართვას ეკონომიკისა და მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყო

ბრეგაძე: სააკაშვილზე სახელმწიფოს ამ დრომდე 200 000 ლარამდე აქვს დახარჯული

დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენდნენ. მას უმრავლესობის რამდენიმე წევრმა ჰკითხა თუ რა უჯდება სახეწლმიფოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობა. რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ამ დრომდე სახლემწიფოს 200 000 ლარამდე აქვს დახარჯული.

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტები Ту-95 და Ту-22М3 ბომბდამშენებიდან ისროლეს

რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე 60-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების წარმომადგენელზე, იური იგნატზე დაყრდნობით ავრცელებს. „Х-555 და Х-101 ტიპის რაკეტები Ту-95 თვითმფრინავებიდან გაისროლეს, ასევე ნასროლია „კალიბრის“ რაკეტები შავი ზღვიდან. გაშვებულია С-300 რაკეტები, ასევე ისროდნენ Ту-22М3 ბომბდამშენებიდან, რომელიც უშვებს Х-22 ტიპის რაკეტებს“, - აღნიშნა იური იგნატმა. მისი თქმით, ამჯერად ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს Ту-95 ტიპის სტრატეგიული ბ
×
×
  • შექმენი...