საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვედეთის გვირგვინოსან პრინცესას უმასპინძლებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და შვედეთის პრინცესა ვიქტორიას პირისპირ შეხვედრა დღეს გაიმართება.
ვიზიტი ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, გვირგვინოსანი პრინცესას საქართველოში ვიზიტის მასპინძელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას, რომელმაც „ჰოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, პრინციპულ და სამართლიან ნაბიჯად აფასებს.
„გვაქვს საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც „ჰოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. მადლობელი ვარ ამ პრინციპული და სამართლიანი ნაბიჯისთვის,“- განაცხადა ზელენსკიმ.
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაა, სამშაბათს, ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზო
შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა. საქართველოში შვედეთის საელჩოს ინფორმაციით, გვირგვინოსან პრინცესას უმასპინძლებს საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში. შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო CSDP
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით.
გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეპიცენტრად რჩება 4 ქალაქი: ბახმუტი, ბელოგოროვკა, ავდეევკა და მარინკა და მათი შემოგარენი, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 57 შეტევა.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ლიმანის და კუპიანსკის მიმართულებებით მოწინააღმდეგის შეტევა წარუმატებელი იყო. რაც შეეხება ბახ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფება მოსკოვში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება.
რუსული სააგანტო „ტასი“ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ლავროვმა მიიწვია, რათა განიხილონ რუსეთ-ირანის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი და რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებშია.
რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ირანს ადანაშაულებენ რ
„ღმერთმა დამიფაროს, სახელმწიფოს მოღალატე, რუსი ირაკლისთვის მოსაწონი საქმიანობით ვიყო დაკავებული”, – ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე ეხმაურება „ქართული ოცნების” ლიდერის ირაკლი კობახიძის მორიგ სიტყვიერ თავდასხმას მასზე.
ნაკაიძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს ცუდი წარმოდგენა აქვს საქართველოს უმცირესობებზე და ჰგონია, რომ მისი გუნდის სახიფათო გზავნილების გადაფარვას მისი „დადანაშაულებით და ბინძური ტყუილებით შეძლებს”.
„ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე ბრალს მდებს, ჩემი
„პალიტრა მედია“ სიცურეს უწოდებს ერთ-ერთი ვებგვერდის მიერ 27 მარტს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მედიაჰოლდინგს „კეზერაშვილი აფინანსებს“.
დღეს, 28 მარტს კი „პალიტრას“ შესახებ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, თუ რას ინფორმაციას ფლობს კეზერაშვილისა და „პალიტრა მედიის“ კავშირზე.
მედიაჰოლდინგი, რომელიც ტელევიზიას, რადიოს, რამდენიმე გაზეთსა და ონლაინგამოცემას აერთიანებს, აცხადებს, რომ კეზერაშვი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ქალების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას უწოდებს იმას, რაც ახლა, ამ დღეების განმავლობაში ხორციელდება მსხვერპლი ქალების წინააღმდეგ.
ხიდაშელი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება სავარაუდო მოძალადის წახალისებას ცდილობს.
ყოფილი მინისტრი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში იხსენებს ასევე იმ პერიოდს, 2016-17 წლებს, როდესაც მისი და ცნობილი ქალების წინააღმდეგ ვიდეოების გავრცელება მოხდა.
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი პირდაპირ ამბობს
ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის ვაჟებმა, 17 წლის ახმადმა და 15 წლის ადამმა მიიღეს სამკერდე ნიშნები "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის."ამის შესახებ ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის რესპუბლიკელმა მინისტრმა, აჰმედ დუდაევმა, განაცხადა.
არ არის ცნობილი, თუ კონკრეტულად რა დამსახურებისთვის მიენიჭათ კადიროვებს სამახსოვრო ნიშანი. დუდაევმა მხოლოდ ის თქვა, რომ ისინი სამშობლოს პატრიოტები არიან და "მიჰყვებიან ბაბუის“, ჩეჩნეთის ამჟამინდელი ხელმძღ
12 სართულიანი საცხოვრებელი კორუსი, რომლის ფოტოსაც თავშივე გთავაზობთ, თბილისში, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში, მირიან მეფის ქუჩაზე, ყოფილი სტადიონის და ამჟამად ბავშვთა გასართობი პარკის გასწვრივ შენდება. მშენებლობას საფუძველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა და გეგმის მიხედვით, გასული წლის დეკემბერში უნდა ჩაბარებულიყო. მართალია, კორპუსის დანარჩენი სამი ფასადი ბოლომდე დასრულებულია, მაგრამ ამ ერთ მხარეს ჯერ კიდევ დარჩა სამუშაო.
თუმცა ჩემი სათქმელი კორპუსის ჩაბარების ვადებს სულაც არ უკავშირდება და
29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 მარტის ღამის საათებში შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, ხოლო 29 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი აღინიშნოს.
„30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტე
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5712 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5712 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5754 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7828 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7727 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედ
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ მოძალადედ, რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი.
მისი თქმით, დღეს, "ქართულს ოცნებას", ძალადობის გარდა სხვა რესურსი არ გააჩნია.
"ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, პირდაპირი მნიშვნელობით როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ მოძალადედ, რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი. მთელი სახელმ
რუსეთის ფედერაციის ბირთვული ქობინების განლაგება ბელარუსის ტერიტორიაზე, მათზე კონტროლის მინსკისთვის გადაცემის გარეშე, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, ნატო-ც ამგვარად მოქმედებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მინსკში აცხადებენ, რომ ბელარუსი ზარალს განიცდის სანქციებისგან, ზეწოლისგან და დასავლეთის ქვეყნების შიდა საქმეებში უხეში ჩარევისგან.
ბელარუსის საგარეო უწყების განცხადებით, ეს არ არის სიახლე არაბირთვულ და ბირთვულ სახელ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა, ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის კომენტართან დაკავშირებით ეხებოდა.
მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზ
უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ თბილისში, 2 აპრილს, 18:00 საათზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის (ყოფ. რკინიგზელთა კულტურის სახლი) მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.
ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისაც სჯერა, რომ დემოკრატია არ არსებობს გენდერული თანასწორობის გარეშე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება – ო
იტალიის ქალაქ ბარიში 32 წლის ქართველი ქალი ყელის არეში დაჭრეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს სამართალდამცავები ეძებენ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. დანაშაულის მოტივი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტია.
იპნ
გაერთიანებული სამეფოს მიერ მოწოდებული „ჩელენჯერი 2“ ტიპის ტანკები ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა, ეს ფანტასტიკური მანქანები მალე დაიწყებენ საბრძოლო მისიებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერზე“ წერს, სადაც აქვეყნებს ვიდეოს, როგორ გადაადგილდება ის ბრიტანული ტანკით.
„სასიამოვნო იყო პირველი უკრაინული „ჩელენჯერი 2“-ის ტანკის დატესტვა. ასეთი ტანკები, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ მოგვაწოდა, ახლახან ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ეს ფანტასტიკური მანქანები მალე დაიწყებენ
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა დატოვა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაკავებული თანამდებობა მან დღეს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
„დავწერე განცხადება წასვლასთან დაკავშირებით. დღეს გადავწყვიტე. დღეიდან აღარ ვარ კლინიკური დირექტორი“, - განაცხადა პაპავამ.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების პროტესტი გრძელდება. მედპერსონალის მთავარი მოთხოვნაა, კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად მუშაობა უწყვეტ რეჟიმში განაგრძონ.
იპნ
პარტია "საქართველოსთვის" - ქალთა გაძლიერების პლატფორმა, სოლიდარობას უცხადებს თათია სამხარაძეს, მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ფსიქოლოგიური ტერორი, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის და დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება მომხდარზე. planeta.ge გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ვეხმაურებით ხელისუფლების მიერ წარმოებული ფსიქოლოგიური ტერორის კამპანიას, რომელიც რამდენიმე დღეა უწყვეტად გრძელდება და მიზნად ისახავს ხელისუფლ
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება 24 საათში შეუძლია.
მისი თქმით, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვებს, ძალიან მარტივად შეძლებს პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებს, რაც ომს დაასრულებს.
ტრამპის თქმით, არ გაამხელს, თუ რა სახის მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს, რადგან გახმაურების შემთხვევაში გეგმა ვერ განხორციელდება.
„ის, რასაც ახლა აშშ-ის ხელისუფლება აკეთებს ძალიან საშიშია. შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, ბირთვული ომი, რასთან შედა
საქართველოს პარლამენტის ადამიანი უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ უმჯობესია პრეზიდენტი რეალურ პრობლემებზე კონცენტრირდეს.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა უფლებადამცველის, თათია სამხარაძის მიმართ პროპაგანდისტური არხის POSTV-ის და მისი მფლობელის, სექსუალურ შევიწროებაში მხილებული შალვა რამიშვილის მიერ წარმოებულ მადისკრედიტირებელ კამპანიას.
სალომე ზურაბიშილმა თქვა, რომ ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯ
თიბისი კაპიტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, თებერვალში თბილისში სულ 3 383 ბინა გაიყიდა. გაყიდული ბინების რაოდენობამ 2023 წლის იანვრის მაჩვენებელს 19%-ით, ხოლო გასული წლის თებერვლის მონაცემებს 12%-ით გადააჭარბა.
განახლებული მიმოხილვიდან ჩანს, რომ თებერვალში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო და 1,136 დოლარს გაუტოლდა. რაც თვე თვესთან შედარებით 3%-ით, წელი წელთა შედარებით კი 30%-ით მეტია. რაც შეეხება თებერვალში საშუალო გასაქირავებელი ფასს, იანვართან შ