Jump to content
Planeta.Ge

Blogs

როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქციას „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ ტოვებენ

დეპუტატები, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ. როგორც დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, „ქართულ ოცნებასთან“ გარიგების შესახებ, არის ტყუილი. „დეპუტატები: როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არჩეული ვართ მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის პარტიული სიით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას სახელწოდებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაო

ვინ აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად - „სასამართლოს გუშაგი“

ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეულ არამოსამართლე წევრებზე ინფორმაციას ავრცელებს. ზურაბ გურასპაშვილი კანდიდატი სამოქალაქო განვითარების საზოგადოებამ წარადგინა. დაბადების თარიღი: 1984 წლის 14 ივლისი.   უმაღლესი განათლება: 1999-2004 წლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხიას ფილიალი, იურისტის კვალიფიკაცია. სამუშაო გამოცდილება: 2006 წელს გახდა სტაჟიორი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, შემდგომ 2010 წლამდე იყო პროკურ

მამუკა მდინარაძე - ის, რაც შეიძლება თურქეთისთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, ისრაელისთვის, რატომ უნდა გახდეს დარტყმის საფუძველი საქართველოს წინააღმდეგ

ის, რაც შეიძლება თურქეთისთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, ისრაელისთვის და ასე შემდეგ, რატომ შეიძლება, დარტყმის საფუძველი გახდეს საქართველოს წინააღმდეგ და რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ჩვენ მკაფიოდ გავაჟღერეთ შეშფოთება რუსეთთან პირდაპირ

სასამართლომ მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და მონაზვნის გაუპატიურებაში ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გასული წლის ნოემბერში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოქმედ დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობასა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულ 2 პირს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 20-20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მევლუდ ხათაშვილმა გამოაცხადა. შეგახსენებთ, შემთხვევა 2022 წლის 25 ნოემბერს მოხდა, მონასტრის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს, რომლებმაც ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა, უარის მიღების შემდეგ კ

არასამთავრობო ორგანიზაციები - დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია განაგრძობს სასამართლო სისტემაში „კლანის“ მხარდაჭერას - სამწუხაროა, რომ მათ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც აუბა მხარი

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ 17 მაისს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის არჩევას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. მათი შეფასებით, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს “კლანის” მხარდაჭერას და ხე

ვინ დაუჭირა მხარი ოპოზიციიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 არამოსამართლე წევრს

გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესში სამ კანდიდატს მხარი დაუჭირეს ბლოკი „ენმ – ძალა ერთობაშიას“ ფრაქციის დეპუტატებმა, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ნიკა მაჭუტაძემ, ასევე დილარ ხაბულიანმა და „ევროპელი სოციალისტების“ ოთხმა წევრმა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მედიასთან ადასტურებს ინფორმაციას, რომ მათი ფრაქციის წევრებმა, ჩხეიძეებმა, ქარდავამ და მაჭუტაძემ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა და აცხადებს,

„ჩვენც ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის“ - მორგოშია ფრენების აღგენაზე

პრორუსული და ძალადობრივი პარტიის „ალტ-ინფოს“ ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ „TV პირველთან“ თქვა, რომ რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაში მათი დიდ წვლილიცაა. პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ლიდერი დღეს საპატრიარქოს მიერ დანიშნული, ე.წ. ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ „აზიმუტსა“ და „ჯორჯია ეარლაინს“ ფრენების ნებართვა მისცა. ამ გადაწყვეტილებას და რუსეთიდან პირდაპირი

პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შეივსო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შეივსო. კენჭისყრაზე წარდგენილი დანარჩენი კანდიდატებიდან (კენჭი სულ 29 კანდიდატს ეყარა) ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად კი მეორე ტური გაიმართება, სადაც ოთხი - სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკა

ირაკლი კობახიძე - მადლობას გადავუხდი იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს - მათ მადლობა საზოგადოებამაც უნდა გადაუხადოს

მე მადლობას გადავუხდი, სახელების დასახელების გარეშე, იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს - ეს დეპუტატები არიან გარიგებული არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. „ჩვენ მოხარული ვართ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკვე აირჩა სამი წევრი და მათ დააგროვეს 90

პარტია „საქართველოსთვის“ - მივმართავთ პარლამენტს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები - მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მიმართონ პარლამენტს და გაასაჯაროონ მათი დაფიქსირებული პოზიცია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ოფიციალურად მიმართავს საქართველოს პარლამენტის აპარატს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები, - ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პარტია "საქართველოსთვის" მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მიმართონ საქართველოს პარლამენტის აპარატს და გაასაჯაროონ კენჭისყრისას მათი დაფიქსირებული პოზიცია. „საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართ

ანა წითლიძის განცხადებით, ოპოზიციიდან ერთ-ერთი, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა, ნიკა მაჭუტაძეა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევას ხმა ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ მისცა, თუმცა დანარჩენი დეპუტატების შესახებ ინფორმაციას აზუსტებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა მაჭუტაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა თავადაც მასთან საუბრისას დაადასტურა და ეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ხელშეწყობით ახსნა. რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, ბლოკიდან „ძალა ერთობაშია“

ნათია მეზვრიშვილი - ხმის მიმცემებმა აიღონ პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე და, ან ახსნან რატომ მისცეს ხმა ხელისუფლებისადმი ლოიალურ კანდიდატებს, ან თქვან რამდენად გაიყიდნენ

ხმის მიმცემებმა აიღონ პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე და ან ახსნან რატომ მისცეს ხმა ხელისუფლებისადმი ლოიალურ კანდიდატებს ან თქვან რამდენად გაიყიდნენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათი მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით, სამართლიანობა მოითხოვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ამ და სხვა ფორმებით მუდმივად ოცნებას ეხმარება, დაერქვას „ოცნების ოპოზიცია“. "ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვთქვი, რომ არსებობდა 5 წევრზე გარიგების რისკები, რაც ჩვენთვის იყო

ანა ბუჩუკური - ფაქტია, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ქვეყნის ევროპული მომავლით ივაჭრა - წარმოუდგენელია, რაც სხდომათა დარბაზში ხდებოდა, ამას ჰქვია მანდატით ვაჭრობა ვიწრო ინტერესებისთვის

წარმოუდგენელია, რაც ხდებოდა სხდომათა დარბაზში, ამას ჰქვია მანდატით ვაჭრობა ვიწრო ინტერესებისთვის - ფაქტია, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ივაჭრა ქვეყნის ევროპული მომავლით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა ივაჭრა, მათ დარბაზი დატოვეს. „რაც ვნახეთ დარბაზში, ეს არის ვაჭრობა და ხალხის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესისას ოპოზიციამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესში პარლამენტის სხდომათა დარბაზი ოპოზიციამ დატოვა. კანდიდატების კენჭისყრა შეწყდა და პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი იმ ფაქტს მოჰყვა, რომ კენჭისყრის დროს კვალიფიციური უმრავლესობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი არამოსამართლე წევრის არჩევა მოხდა. არამოსამართლე წევრების ასარჩევად 90-ხმიანი უმრავლესობა იყო საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას

შსს-ს ცნობით, ავარიას პატრულის თანამშრომლები: ომარ ქარელი და ვანო ბასანიძე ემსხვერპლნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა. 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ. ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის მუნიციპალიტეტში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლ

გახარია - არაფერი არ იქნება ვიდრე ქართული პარტიები არ ისწავლიან, რომ შენი გამარჯვება სხვის განადგურებას არ ნიშნავს, ვიდრე საქართველოს მოქალაქე არ მიხვდება, ვიღაცას ხმას რომ აძლევს, ის ღმერთი არ უნდა გახადოს

გახარია: სანამ ქართველი პოლიტიკოსები არ ისწავლიან, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, კომპრომისია, არაფერი არ იქნება. სანამ ქართული პარტიები არ ისწავლიან, რომ შენი გამარჯვება სხვის განადგურებას არ ნიშნავს არაფერი არ იქნება. სანამ საქართველოს მოქალაქე არ მიხვდება, რომ ვიღაცას ხმას რომ აძლევს, ის ღმერთი არ უნდა გახადოს. ერთხელ გახადეს, მეორედ გახადეს, მესამედ გახადეს. და მერე ზემოდან რომ ჩამოვარდება, დაენარცხება, მერე ეზიზღებათ თავისივე შექმნილი კერპი. მერე ამ ზიზღით და თავგანწირვით ანა

ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოს საკუთარი ინტერესები აქვს, რომელსაც რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციაში შესვლა არ სურს - საქართველო დღეს, ყველაზე უფრო მძიმე მოწყვლად ვითარებაში მყოფი სახელმწიფოა

საქართველოს საკუთარი ინტერესები აქვს, რომელსაც რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციაში შესვლა არ სურს - საქართველო დღეს, ყველაზე უფრო მძიმე მოწყვლად ვითარებაში მყოფი სახელმწიფოა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. როგორც ამ კონტექსტში ქადაგიშვილმა აღნიშნა, გასაგებია, რომ ფრენების აღდგენისა და ვიზების გაუქმების თაობაზე რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პარტნიორებისთვის მისასალმებელი არ არის, მაგრამ საქართველოს რეალობასაც უნდა აფასებდნენ. „ფრ

კონტრტერორისტულმა ცენტრმა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი, საქართველოს 6 მოქალაქე დააკავა - სუს-ის ცნობით, ისინი რამდენიმე ქვეყანაში სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას გეგმავდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული მასშტაბური სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა და დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე. „კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტრ

დაუშვილი - ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება“ უარს ამბობს სასამართლო სისტემაში სანქცირებული მოსამართლეების დანაშაულებრივი გავლენების აღმოფხვრაზე და საკანონმდებლო დონეზე იმორჩილებს ცესკო-ს

ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება“ უარს ამბობს სასამართლო სისტემაში სანქცირებული მოსამართლეების დანაშაულებრივი გავლენების აღმოფხვრაზე და საკანონმდებლო დონეზე იმორჩილებს ცესკო-ს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმებისა და დაქვემდებარების იმ პროცესის გაგრძელება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია, დაიწყო. „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა არის ვენეციის კომისიის მ

„ეს ევროპული სტატუსის საბოტაჟია" - ქალი დეპუტატები რუსეთთან ფრენებზე

„აიკრძალოს საქართველოში რუსეთიდან ფრენები”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა პარლამენტში, სპეციალური ბრიფინგის დროს ისაუბრეს და კიდევ ერთხელ დაგმეს ხელისუფლების გადაწყვეტილება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ხუთი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს თანხმობა რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე. თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე და ანა ბუჩუკური აცხადებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები საფრთ

ავაზაკებო, არარაობებო, გარეწრებო... - „ჯორჯიან ეარვეისის" განცხადება

შორს ბინძური ხელები ჯორჯიან ეარვეისისგან! – ამ სათაურით აქვეყნებს ავიაკომპანია განცხადებას. გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი განცხადებიდან. – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ავიაკომპანია თანამშრომლების სახელით აქვეყნებს. რუსთაველზე მიმდინარეობს აქცია, სადაც რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას აპროტესტებენ. „რუსული ხომალდი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს” – სკანდირებენ აქციის მოინაწილეები. მათ რამდენიმე წუთის წინ „Georgian airways”-ის ოფისთან გადაინაცვლეს. ვინაიდან

პარლამენტი ცესკოს წევრობისა და თავმჯდომარეობის კანდიდატების არჩევის წესში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს

პარლამენტი, 17 მაისის პლენარულ სხდომაზე, ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს. “საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ. კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში ცხრა წევრი იქნება და ის პრეზიდენტის ე

გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი პოლიციელი ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორივე გარდაცვლილი შსს-ს თანამშრომელია. საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც, თვითმხილველთა თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მართავდა, ავტომაგისტრალზე გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად, ეკიპაჟის წევრები - პოლიციის ორივე თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე ავტომობ
×
×
  • შექმენი...