თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება.
თურქეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში სამ კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება; ესენი არიან: ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ და ასევე – სინან ოგანი. კიდევ ერთმა კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა.
საპარლამენტო არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარ
სპეციალური საგამოძიებო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს უმცროსი დეტექტივის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შედეგად მოქალაქის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმცროსი დეტექტივის შ.მ.-ს მიერ მოქალაქე გ.გ.-ს დაზიანების ფაქტს ეხებოდა.
აღნიშნულ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4ოთხი პირი დააკავეს.
2001 წელს დაბადებული დ.ფ., 1971 წელს დაბადებული გ.ფ., 1998 წელს დაბადებული ნ.გ. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული მ.კ. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრა
დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ რომში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რომ კიდევ უფრო ძლიერი, უფრო აყვავებული აღდგება. უკრაინის მომავალი მშვიდობისა და თავისუფლების მომავალია, და ეს ევროპული მომავალია. და სხვა შესაძლო ვარიანტები აქ არ არის,” - განაცხადა მელონიმ.
როგორც მან აღნიშნა, რომი გააგრძელებს მოკავშირეებთან მუშაობა
ბახმუტის შემოგარენში ჩვენი სამხედროები ორი მიმართულებით მიიწევენ წინ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.
„მიმართულებაზე საბრძოლო ქმედებების ეპიცენტრში სიტუაცია დინამიკურად ვითარდება. ბახმუტის შემოგარენში ორი მიმართულებით ჩვენი სამხედროები ეტაპობრივად წინ მიიწევენ. სწორი ციფრები ახლა არ იქნება, ვინაიდან აქტიური საბრძოლო ქმედებები მიმდინარეობს. ჩვენები მტერს ანადგურებენ და უკვე ბევრი აიყვანეს ტყვედ. სამაგიეროდ, თავად ქალაქში ვითარებ
თქვენ ამას დაინახავთ, ხოლო რუსეთი იგრძნობს, - ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმიტალიურ გამოცემებთან ინტერვიუში კონტრიერიშის გეგმებზე საუბრისას.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონტრიერიშიც „პირველი ნაბიჯები მალე იქნება“, მაგრამ ზუსტი თარიღები არ დააკონკრეტა.
„ძალიან სერიოზულად ვემზადებით. ვიცი, რომ ყველა მოტივირებულია, მაგრამ სამწუხაროდ, [თარიღებზე] თქვენ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ ამას ნამდვილად დაინახავთ, ხოლო რუსეთი ამას ნამდვილად იგრძნობს“, - გ
გუშინ რაც ვიხილეთ, რა დავარქვა არ ვიცი, „გედის სიმღერა“, თუ რა - პანიკაში მყოფი სანქცირებულების ჯგუფის წევრები ცდილობენ აჩვენონ, რომ თითქოს მათ არაფერი აღელვებთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მოსამართლეების კორპუსის წარმომადგენლების მიერ გუშინ, ერთ-ერთ რესტორანში მოსამართლეების დღის აღნიშვნას.
როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, ის, რაც გუშინ ხდებოდა, მძიმე სანახავი იყო და ეს „ქართული სასამართლოს სახეა“.
რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული 15 წლის გოგონაა.
„13 მაისს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ქალაქი კონსტანტინოვკა. ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ქალაქის ორი მცხოვრები, მათ შორის 15 წლის გოგონა, დაიღუპა. ათმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. დაშავებულებს შორის ორი მოზარდია, რომე
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალურ ვებგვერდზე ნიკოლას მესნერის სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ქართულ ძიუდოსა და მისი აღორძინების პერიოდზე მოგვითხრობს.
„საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ათაბეგაშვილისთვის ყველაფერი ნათელია“, – აღნიშნავს წერილის ავტორი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 11 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი გათავისუფლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ს ცნობით, გიორგი ტერაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
„გიორგი ტერაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული
მედიის ადვოკატირების კოალიცია ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის შეჩერებას გმობს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით პარლამენტმა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ გიორგი კიკაბიძესა და ოპერატორ თედო ქვაჩახიას მმართველი პარტიის წევრი ირაკლი ზარქუასთვის პუტინის გადაწყვეტილების შესახებ კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა.
ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ აკრედიტაციის შეჩერების მოთხოვნით თავად დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შ
დიდთოვლობის გამო თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ცხვრის ფარა ზვავში მოყვა და დაახლოებით 50-მდე სული დაიხოცა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ცხვრის მეპატრონემ, ზვიად იჩუკაიძემ უთხრა. მისი ინფორმაციით, თოვლი მაშინ ჩამოწვა, როცა ღამის სადგომიდან ცხვარი გამოიყვანეს.
„გზის გაგრძელებას ვაპირებდით, თავდაღმართი ადგილია და ცხვრის ნაწილი მოულოდნელად ზვავში მოყვა, ჩამარხა... რამდენიმე დღით ადრე აქ სხვა მეცხვარეებმაც გაიარეს, მაგრამ არაფერი მომხდარა. ახლა დიდი თოვლია. საფრთხე აღარ არის, უკვე სოფელ ხისოში ვარ
რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი პილოტი ემსხვერპლა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი ვერტმფრენის ძრავაში გაჩენილი ცეცხლი იყო.
„ქალაქ კლინცში ვერტმფრენი ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენი ძრავაში გაჩენილი ხანძრის გამო ჩამოვარდა“, - განაცხადა წყარომ რუსულ მედიასთან საუბარში.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში „სუ-34“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავიც ჩამოვარდა.
„უკრაი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში ჩავიდა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
„რომი. შეხვედრები იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან, პრემიერ მინისტრ ჯორჯა მელონთან და პაპ ფრანცისკესთან. მნიშვნელოვანი ვიზიტი უკრაინის გამარჯვებისთვის“, - წერს ზელენსკი.
იტალიური მედიის ცნობით, კიევის დროით 11:13 საათზე ზელენსკი რომში, „ჩამპინოს“ აეროპორტში დაეშვა, სადაც მას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაია
ზურა მასურაშვილი, ახალგაზრდა ფერმერია კახეთიდან. დედოფლისწყაროში წლების წინ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა და ბებია-პაპის მეურნეობის სრულად გადახალისება გადაწყვიტა.
ზურას უნდოდა, ოჯახის ტრადიციულ მეურნეობაში სიახლე შეეტანა. თავიდან 2014 წელს, ფერმაში გერმანულ-შვეიცარიული შვიცბრაუნები ჩამოიყვანა. მაგრამ მიხვდა, რომ უფრო მეტი რძის წარმოებისთვის ჰოლანდიური ჰოლშტეინი უკეთესი იქნებოდა.
ეს ორივე ძროხების მაღალპროდუქტიული ჯიშებია. ახლაც კარგად ახსოვს, რამხელა წინააღმდეგობა და სკეპ
აფხაზეთის #10 საჯარო სკოლაში, USAID სამოქალაქო განათლების მიმართულებით ,მცირე გრანტების ფარგლებში, განხორციელებული პროექტის ,,პატარა მოქალაქეების ხმა", შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ჩხოროწყუ საქართველოსთვის" ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროექტი ითვალისწინებდა ,აფხაზეთის #10საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის და სამოქალაქო კლუბის მიერ , იმ ინიცირებული აქტივობების გაცნობას ,რომელიც განხორციელდა ჩხოროწყუს მუნიციპა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, სულ მცირე, 22 644 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ფრონტზე, მათგან 2100 მობილიზებულია. სამხედროების ვინაობა მედიაზონასა და BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა დაადგინეს.
ღია წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით (მედიაში ნეკროლოგები, დაღუპულთა ნათესავების პოსტები სოციალურ ქსელებში და ა.შ.), ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა დაადგინეს, რომ 10 230 რუსი სამხედრო დაიღუპა 2022 წლის 1 დეკემბრიდან, როდესაც რუსული არმია ცდილობდა შეტევას დონეცკისა და ლუგანსკის ოლ
ბახმუტის მიმართულებით რუსული ძალების ქმედებებს აბსოლუტურად განსხვავებულად ახასიათებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი. ეს არის ამ ორ ძალას შორის არსებული კონფლიქტის კიდევ ერთი გამოხატულება.
ბოლო დღეებში პრიგოჟინი უკრაინელების წინსვლაზე საუბრობს, ხოლო 11-12 მაისის ღამით რუსმა „სამხედრო კორესპონდენტებმა“ განაცხადეს, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინამ „ფლანგების გარღვევა“ მოახერხა. დილით ამ მიმართულებით წინსვლის შესახებ განაცხადეს კიევშიც.
რუსეთმა უკრაინაში 198 260 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 590 ბოლო ერთ დღეში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, განადგურებულია 3 751 ტანკი, 7 307 ჯავშანმანქანა, 3 095 საარტილერიო სისტემა, 561 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 314 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 308 თვითმფრინავი, 294 ვერტმფრენი, 2 665 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენ აპარატი, 970 ფრთ
საკუთარ ფიქრებში ოკუპანტებმა ეს ომი უკვე წააგეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„შტაბის შეხვედრა ჩავატარე დღეს. ოპერატიული მიმართულებების ხელმძღვანელების მნიშვნელოვანი ანგარიშები იყო… რა უნდა გვესმოდეს ახლა: ოკუპანტები შინაგანად უკვე მზად არიან მარცხისთვის. საკუთარ ფიქრებში მათ ეს ომი უკვე წააგეს. ყოველ დღე მათ უნდა ვაწვებოდეთ ისე, რომ მათი მარცხის შეგრძნება მათ გაქცევად, მათ შეცდომებად, მათ დანაკარგებად იქცეოდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დათანხმებულიყო გადაუდებლად ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
„ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი
2023 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ჩემს მიერ მერისთვის გაგზავნილი შენიშვნა (წინადადება) გათვალისწინებულია - ბათუმის ავტობუსებში გაჩერებებს გამოაცხადებენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე წერს.
მისი თქმით, მუნიციპალურ ტრანსპორტში, სამარშრუტოზე ხაზზე მოძრავ ავტობუსებში, გაჩერების ტექსტის [ხმოვანი] გამოცხადების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა-დანერგვასა და შემდგომი ყოველთვიურ მხარდაჭერაზე ტენდერი ავტოტრანსპორტმ
სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის, საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
მიხ