უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით იაპონიაში, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს.
„იაპონია. „დიდი შვიდეული“. მნიშვნელოვანი შეხვედრები უკრაინის პარტნიორებთან და მეგობრებთან. უსაფრთხოება და გაძლიერებული თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვებისთვის. მშვიდობა დღეს უფრო მოგვიახლოვდება", - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, ვოლიდიმირ ზელენსკი იაპონიაში საფრანგეთის სამთავრობო თვითმფრინავით ჩავიდა. ის ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწ
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გეგმავს, რომ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადოს, - ინფორმაციას Politico ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ პაკეტი მოიცავს საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს - ყველა აღჭურვილობას, რომელიც აშშ-მა და მოკავშირეებმა წარსულში მიაწოდეს კიევს, მაგრა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას ინიციატივით მიმართავს, 1923 წლის 20 მაისს, ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილ 15 ქართველს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს.
„100 წელი სრულდება, რაც 1923 წლის 20 მაისს ბოლშევიკურმა რეჟიმმა 15 ქართველი სამხედრო დახვრიტა, რომელიც გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა.
საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით და მიმართავს მთავრობას, რათა მათ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოთ”, - წერს სალომე ზ
სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც.
სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ტერიტორიაზე ელოდებიან სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც.
ინფორმაციისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ იმყოფება.
რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ყველა შესაბამისი ოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა - 2012 წლამდე ევროპა დემონსტრანტების მხარეს იყო ხოლმე, 7-8 მარტს პირიქით - ევროპა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს და არა მოძალადე დემონსტრანტების მხარეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
მისივე თქმით, მოძალადეები, რომლებმაც 7-8 მარტის აქცი
რუსული ქორწილი კახეთის შუაგულში - მაშინ, როდესაც მთელი საქართველო პირდაპირი ავიარეისების აღდგენას აპროტესტებს, გურჯაანში გრანდიოზული ქორწილის სამზადისი მიმდინარეობს. რუსეთის მოქალაქეების წყვილმა დღეს უკვე გააფორმა სამოქალაქო ქორწინება თბილისში და ხვალ სასტუმრო კომპლექს "ახაშენი ვაინ რისორთ ენდ სპა"-ში გრანდიოზულ წვეულებას გამართავს. სტუმრების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა და მათი უმრავლესობა უკვე საქართველოშია - ნაწილი ახაშენის სასტუმროში, ნაწილი კი ყვარლის ტბის პირას.
კიდევ უფრო
საქართველოს პარლამენტში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მოჰყვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, გიორგი ვაშაძის ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლას, სადაც მან „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.
„ქართველ ხალხს არ სჯერა რუსული მშვიდობის. ჩვენ გვინდა ნატოს და ევროკავშირის მიერ გარანტირებული მშვიდობა. ჩვენ გვინდა ეკონომიკური კეთილდღეობა ევროკავშირთან ერთად. დღეს გაწევრიანების შანსი
თბილისში რუსული კლინიკების ქსელ „ჩაიკის“ სამედიცინო ცენტრის ფილიალი გაიხსნა. ინფორმაცია რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. კლინიკა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს.
„ჩაიკის“ კლინიკების ქსელის მიერ ეს საზღვარგარეთ გახსნილი პირველი სამედიცინო ცენტრია. ინვესტიციის საერთო ღირებულება 200 ათასი დოლარია.
კლინიკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თბილისის კლინიკა პაციენტებს თერაპევტის, პედიატრის, დერმატოლოგის და მეან-გინეკოლოგის მომსახურებას სთავაზობს.
საქართველოში ა
დეპუტატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, თინა ბოკუჩავამ, საქართველოს განათლების მინისტრს შვილების განათლებაზე დახარჯული თანხა შეახსენა. ბოკუჩავამ გიორგი ამილახვარს მოსწავლეთა უფასო კვების პროგრამის კონტექსტში ჰკითხა, მისი ან მმართველი პარტიის სხვა რომელიმე დეპუტატის შვილები თუ დადიან საჯარო სკოლაში. მინისტრმა დეპუტატის ეს კითხვა გააკრიტიკა.
ამილახვრის ბოლო ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მისმა ოჯახმა, ჯამში, 40 000 ლარამდე დახარჯა შვილების განათლებაზე.
“მინდა თქვენ გკით
თბილისის მერიის განცხადებით, ხელშეკრულებას აუქმებს თავისი საერთაშორისო პარტნიორების მიერ 19 მაისს სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან, რომლისგანაც თბილისის მეტროპოლიტენისთვის ახალი ვაგონები უნდა ეყიდა.
საუბარია “მეტროვაგონმაშზე”, რომელიც, როგორც მერია 2021 წელს ამბობდა, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”(EBRD) დაფინანსებით და მათივე წესებით გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში გამოვლინდა გამარჯვებულად. მაშინ მერია აცხადებდა, რომ ვაგონების ეტაპობრივი მოწოდება 2022 წლიდან უნდა დაწყებულ
ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ცივილიზებული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას საზოგადოებამ, ნათლად ნახა არაერთი ძალადობრივი ქმედება, უკანონობა, თავდასხმები, რასაც შედეგად 60-მდე პოლიციელის
პარტია "საქართველოსთვს" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ირაკლი კობახიძეზე - ეს კაცი დაიმახსოვრეთ - დღეს ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო ღალატის სიმბოლო და ხვალ, ევროკავშირის წევრ საქართველოში, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში, სახელმწიფო ღალატის საქმის გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ფუგურანტი!
"არ ვაპირებ შევეგუო ისეთ საქართველოში ცხოვრებას, სადაც რუსეთისთვის ქვეყნის ჩამბარებლები პასუხისმგებლობას გაექცევიან! ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ხელს ვერ გაიშვერ პატრონისკენ! ორგან
დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისმგებლობაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან თბილისში შესრულდა პირდაპირი რეისი, რომელსაც ოცნება სიამაყით ხვდება და ამას საკუთარ წარმატებადაც ასაღებს., - აცხადებს ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია.
მისი თქმით, ქართველი ხალხი აუცილებლად დაიცავს ქვეყნის თავისუფლებას, მშვიდობას და ევროპულ მომავალს.
"ვინმეს თუ გონია, რომ ხალხის მიერ არჩეული ქვეყნის განვითარების ვექ
ფრენების აღდგენა ვერ იქნება განხილული, როგორც პუტინის ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, ეს არის აბსურდი იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, რუსეთის მთავარი მიზანია, ხელი შეუშალოს სტატუსის მიღებას და ევროინტეგრაციას.
„ფრენების აღდგენას ხელისუფლება ურცხვად ასაღებს, როგორც ქართველების დაკმაყოფილების საჭიროებას, როცა ეს საჭიროება გუშინ არ დამდგარა, იდგა ბოლო 10-15 წლის განმა
თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა. ამით უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი.
მისი თქმით, მსგავსი კითხვების დასმა მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელიც ქვეყნის „უკრაინიზაციას“ ცდილობს.
„არის თუ არა რუსეთი მტერი, ეს არის სპეკულაციური შეკითხვა, რომლის მიზანიც ესკალაციაა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს გლობალური ომ
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს - შედეგად, „ქოლ - ცენტერების“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა.
რეგისტრაციის პროცედურა 54 ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საკმარისი რაოდენობა იყო, თუმცა თავად კენჭისყრის დაწყების წინ სულ მცირე 76 დეპუტატის რეგისტრირება იყო საჭირო. უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს და ამ გზით კენჭისყრა "ჩააგდეს".
აღსანიშნავია, რომ მმ
Berdia Sitchinava (პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი)
პრემიერმა რუსეთთან ახლო ურთიერთობებზე კომენტარისას განაცხადა, ეს 700 მილიონი ლარი საიდან ვიშოვეთ აბაო, ეხლა რომ დევნილებს ვუშენებთ სახლებსო.
რუსეთისგან დევნილი ჩვენი მოქალაქეებისთვის სახლების აშენებაზე საუბრობს, რუსეთისგან დევნილებისთვის!
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია მათი ვინაობა. აქციის მონაწილეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოში პირველი თვითმფრინავის ჩამოფრენას აპროტესტებენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ცირა ელისაშვილის თქმით, საქართველოსთვის რუსული თვითმფრინავის ჩამოფრენა ღირსების საკითხია:
“ღირსების საკითხია. მარტო ცემი არა. ჩემი ოჯახის, ჩემი ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ რუსული თვითმფრინავი აქ არ უნდა დაჯდეს არც დღეს და
Anna Buchukuri
- ახლა პარლამენტში განიხილება ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. ამდენი კითხვა ოცნების დეპუტატებს არასოდეს დაუსვამთ ამ მოწვევის პარლამენტში. სრულად მობილიზებულები არიან, მაგრამ “შეკითხვები” ძირითადად ეხება გახარიას. გახარია ხო იყო იქო.
მართლა არ ვიცოდი, ასე თუ ნერვიულობდნენ გახარიაზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ე.წ საზღვართან, 30 წლის საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს 7 წელი გავიდა.
გიგა ოთხოზორიას დედის ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, მისი შვილის მკვლელს პასუხი ამ დრომდე არ გაეცა.
მისივე თქმით, სამართლის პოვნა უფრო მეტად გართულდა.
„ამ 7 წლის განმავლობაში იმედით ვცოცხლობ. დღეს კიდევ რომ წამოვწიეთ ჩემი შვილის მკვლელობის საკითხი, მერიდება, ჩემი ქართველი ხალხის მერიდება. სამართალს ვერ ვხედავ, მგონია, რომ ახლა
შსს-ს ინფორმაციით, ვანში პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალად სკოლის მოსწავლეზე სექსუალური ძალადობა ედება. უწყება ამბობს, დაკავებული სკოლის მიკროავტობუსის მძღოლია.
სამინისტრო ამბობს, რომ გამოძიების თანახმად, 62 წლის მძღოლმა მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
პარლამენტი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე მსჯელობს.
„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მეშვეობით ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულებისა და მათზე შესაძლო არასათანადო რეაგირების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ - ასე ეწოდება პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომელიც პოლიტიკურმა ჯგუფმა “საქართველოსთვის“ მოამზადა.
პროექტის თანახმად, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისი
ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას მიმდინარე წლის ივნისიდან იწყებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანია ევროკავშირის „შავ სიაში“ არ არის.
„Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი - თბილისი - სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკე