Jump to content
Planeta.Ge

Blogs

არჩილ თალაკვაძე - თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იუსტიციის საბჭოს სრულად დაკომპლექტებას, ევროპელ კოლეგებს მივაწვდით არგუმენტაციას, რის გამო ვერ მივიდა საკითხი ბოლომდე - რადიკალური ოპოზიცია მთელი ოპოზიციის დაშანტაჟებას ცდილობს პარლამენტში

პარლამენტის ვიცე სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულად დაკომპლექტებას, ხელისუფლება ევროპელ კოლეგებს მიაწვდის სრულ არგუმენტაციას, თუ რის გამო ვერ შესრულდა ეს საკითხი. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციური ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაბლოკონ. „ეს არის ევრორეკომენდაციების შესრულების ნაწილი. სწორედ ამ პასუხისმგებლობით მიუდგა ხელისუფლება და პარლამენტ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას ირანის წინააღმდეგ 50 წლით დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას ირანის წინააღმდეგ 50 წლით დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მიმართა. როგორც მედია წერს, კანონპროექტი ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეწყვეტა და ირანული აქტივების უკრაინიდან გატანის აღკვეთა უნდა მოხდეს. მედიის ცნობით, უკრაინის პარლამენტს აღნიშნულზე კენჭისყრა ჯერ არ ჩაუნიშნ

„შუა დერეფნის“ პოტენციალით საქართველოში ავოკადოს ჰაბი შეიქმნება - აფრიკელი მეწარმეები უკვე დაინტერესდნენ

საქართველოში კენიური ავოკადოს პირველ ლოგისტიკურ ცენტრი გორში, სამაცივრე მეურნეობა Tiriphoni Fruits-ის ბაზაზე გაიხსნა, რომელსაც კომპანია, Eximcrop მართავს. ინფორმაციას EastFruit ავრცელებს. Eximcrop-მა კენიური ავოკადოს პირველი პარტია სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორაში“ უკვე შეიტანა. ლოგისტიკური ცენტრის მიზანია, საქართველოში მოქმედი სამაცივრე საწყობები 100%-ით დატვირთოს და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი შემოსავალი მიიღოს. კომპანიის პარტნიორი სამაცივრე მეურნეობა, Tirifoni Fruits-ია, რომელ

„თბილისი-ნიუ-იორკის რეისი რომის გავლით შესრულდება“ - „საქართველოს მთავრობისგან ვერ მივიღეთ მზაობა, დაეკმაყოფილებინა სტანდარტი“

ქართულ ავიაკომპანია „ეარ ჯორჯიას“ ტრანსკონტინენტალური ფრენები აშშ-ს მიმართულებით ჯერ კიდევ, 2021 წლის აგვისტოში უნდა დაეწყო, თუმცა ბიუროკრატიული პროცედურების გამო, გაურკვეველი ვადით არაერთხელ გადაიდო. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი კოდუა დღეს „ბიზნესპრესნიუსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლების სათანადო ნების არგამოჩენის გამო, იძულებული გახდა სხვა ხერხი ეპოვა და საქართველოდან-აშშ-ში ფრენებს იტალიის გავლით ყველაზე გვიან წლის ბოლოს დაიწყებს. „ჩვენ საქართველოს მთავრობისგან ვერ მივიღეთ მზაობა, და

ბელარუსი ოპოზიციონერი - ლუკაშენკო პუტინთან შეხვედრის შემდეგ სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ბელორუსმა ოპოზიციონერმა ვალერი ცეპკალომ განაცხადა. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც დამატებით დადასტურებას საჭიროებს, ლუკაშენკო პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ამჟამად იმყოფება“, - განაცხადა ცეპკალომ. იპნ

კახა კალაძე - პუტინის განცხადებაში გაკვირვება რაც იყო უვიზო მიმოსვლასა და ფრენების აღდგენაზე, დარწმუნებული ვარ, განპირობებული იყო იმით, რომ დღეს აპროტესტებენ ადამიანები, ვინც გუშინ ამას პირდაპირ მოითხოვდა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსეთის ფედერაციასთან არანაირი მოლაპარაკებები ფრენების აღდგენასა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ. მისივე შეფასებით, მსგავსი ინფორმაციის გაჟღერება არის „პოლიტიკური მანიპულაცია“. „ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ “ქართული ოცნება“ ქართულ პოლიტიკას ატარებს - პირველ რიგში, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყვე

რა ხდება მეორე ტურის წინ თურქეთში

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოახლოებას ოპონენტებს შორის ხისტი ურთიერთბრალდებები, ყალბი ამბების გავრცელება და ნაციონალისტური დისკურსის გაფართოება სდევს თან. მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მთავარ კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის გადამწყვეტი კენჭისყრა 28 მაისს უნდა გაიმართოს. პირველი ტური და გამოწვევა ოპოზიციისთვის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომელიც 14 მაისს ჩატარდა, ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იყო უკანასკნელ ათწლეულებში

კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები უკვე ცნობილია

Cannes 2023-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. რიგით 76-ე კინოფესტივალი 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფესტივალის ჟიური, რომელსაც შვედი რეჟისორი, რუბენ ოსტლუნდი თავმჯდომარეობდა, მაროკოელი რეჟისორის, მერიამ ტუზანის, ფრანგი მსახიობი დენის მენოშეს, ბრიტანელ-ზამბიელი სცენარისტ და რეჟისორ რუნგანო ნიონის, ამერიკელი მსახიობების, ბრი ლარსონის და პოლ დანოს, ავღანელი ავტორის ატიკ რაჰიმის, არგენტინელი რეჟისორის, დამიენ სზიფრონის და ფრანგი რეჟისორის, ჯულია დუკარნაუს შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული

თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress-ი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა

საქართველოს ბაზარზე ოპერირება თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანტალიიდან ბოინგ 737-800-ით პირველი რეგულარული რეისი გამთენიისას შეასრულა და 135 მგზავრი ჩამოიყვანა. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2-წლიანი მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. Sun Express-ი თბილისის

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

თურქეთის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის მოუწევთ. ხმის მისაცემად 64. 1 მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. თურქული მედიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყნის ისტორიაში პირველად იმართება. შეგახსენებთ, თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა, რა დროსაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52 პროცენტი მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი ხმე

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის დრონები გაუშვეს - უკრაინელებმა 54-დან 52 დრონი ჩამოაგდეს

დღეს გამთენიისას, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე ირანული წარმოების Shahed-136/131-ის დრონებით იერიში მიიტანა. მედიის ცნობით, თავდასხმა რუსეთის ბრიანსკისა და კრასნოდარის რეგიონებიდან განხორციელდა. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსმა სამხედროებმა 54 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, რაც რეკორდული რაოდენობაა. უკრაინული მხარის ცნობითვე, რუსებმა შეტევა განახორციელეს ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში, განსაკუთრებით კიევის რეგიონში, არსებულ სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

„ნიუ იორკ თაიმსი“ - გერმანიაში უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული „აბრამსის“ ტიპის ტანკებზე მომზადება დაიწყეს

გერმანიაში უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული „აბრამსის“ ტიპის ტანკებზე მომზადება დაიწყეს. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ პენტაგონის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. წვრთნებში სულ 400 უკრაინელი ჯარისკაცი და 31 ტანკი მონაწილეობს. სწავლება ითვალისწინებს ტანკის ტარების სწავლას, მანევრირებას და ტექნიკურ მომსახურებას. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, სწავლება 10-დან 12 კვირამდე გაგრძელდება, ხოლო „აბრამსის“ ტანკები უკრაინის საბრძოლო ველებზე შეიძლება შემოდგომისთვის გამოჩნდეს. აშშ-ის მ

წალკაში ტექნიკური მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, დაიღუპა 1 ადამიანი

წალკაში ტექნიკური მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რის შედეგადაც ტექნიკური ჯგუფის ერთი წევრი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. publika

გია ვოლსკი - პუტინის ყველა სიტყვაზე ხომ არ შეიძლება მოვითხოვოთ პასუხი?! - დაპირისპირების გაღრმავება ჩვენს ინტერესებში არ არის, რადგან საფრთხეები მართლაც რეალურია

პუტინის ყველა სიტყვაზე ხომ არ შეიძლება მოვითხოვოთ პასუხი?! - ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობა შეუქმნას, რა საკვირველია, არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა და მოხდებოდა ის, რასაც ჰქვია ეკონომიკური სანქციებით კონფრონტაცია, რაც საქართველოს დაანგრევს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თქმითაც, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენ

მეუფე შიო - გელათის ტაძრის მთავარ პრობლემას კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებული მდგომარეობა წარმოადგენს. ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში 10 ივლისს ჩამოვლენ

გელათის ტაძრის მთავარ პრობლემას კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებული მდგომარეობა წარმოადგენს. ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები - ბატონი სტივენ რიკერბი და ქალბატონი ლიზა შეკედე, რომლებიც საქართველოში 10 ივლისს ჩამოდიან. ისინი მეცნიერულად შეისწავლიან არსებულ ვითარებას და მოგვცემენ პირველ რეკომენდაციებს, თუ როგორი საკონსერვაციო მიდგომებით გვმართებს მოქმედება, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გელათის სარეაბილიტაციო პროცესი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ და ბელარუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. ზელენსკის განკარგულების თანახმად, სანქციები რუსეთის 51 მოქალაქეს, მათ შორის მეცნიერებსა და ქარხნების გენერალურ დირექტორებს, ასევე რუსეთთან დაკავშირებულ 220 იურიდიულ პირს დაუწესდა. სანქციების სიაში შედის რუსული კომპანია "მობილური ტელესისტემებისა" და „რუსეთის რკინიგზის“ სტრუქტურები, ასევე ბელარუსული კომპანიები, მათ შორის მინსკის საავტომობილო ქარხანა, მინსკის მექანიკური ქარხანა, ვიტებსკის

უკრაინის გენშტაბი - რუსებმა უკრაინაში 206 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 206 200-მდე ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს, მათ შორის რუსებმა 480 ჯარისკაცი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაკარგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 799 ტანკს, 7 442 ჯავშანტექნიკას, 3 406 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 310 საბრძოლო თვითმფრინავს და 296 ვერტმფრენს, 6 172 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 941 უპილოტო ს

რუსეთის რამდენი მოქალაქე დასაქმდა საქართველოში ბოლო 9-10 თვეში - დასაქმებული უცხოელების თითქმის 64% მათზე მოდის

ბოლო 9-10 თვეში საქართველოში ოფიციალურად რუსეთის 1052 მოქალაქე დასაქმდა. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტის დეპუტატის თამარ კორძაიას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა. კერძოდ, დეპუტატის კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წლის აგვისტოდან დღემდე (პასუხი დათარიღებულია 24 მაისით, კითხვები გაგზავნილია 26 აპრილს) ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ

შსს უსაფრთხო ტურიზმზე ვიდეოს დამზადებაში 160 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს ქვეყანაში უსაფრთხო ტურისტული გარემოს შესახებ ვიდეორგოლის დამზადებას. ამ მომსახურების შესყიდვას სახელმწიფო უწყება ტენდერის გარეშე აპირებს და გათვლილი აქვს 159 777 ლარი. შესყიდვების სააგენტომ თანხმობა უკვე გასცა - უწყების ვებგვერდზე წერია, რომ ამ რგოლის დასამზადებლად 10 დღე საკმარისია. "გადაღების სპეციფიკიდან გამომდინარე (სცენების უმეტესობა არის ღია ცისქვეშ), დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომსახურება განხორციელდეს კარგ მეტეოროლოგიურ პირობებში, რი

დნიპროში სამედიცინო დაწესებულებაზე რუსული სარაკეტო იერიშის შემდეგ 3 ადამიანს ისევ ეძებენ

უკრაინაში, დნიპროში სამედიცინო დაწესებულებაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი ლისაკის თქმით, ჯერ კიდევ ეძებენ 3 ადამიანს, რომელიც იმ დროს კლინიკაში უნდა ყოფილიყვნენ. აფეთქების ადგილას ადამიანის სხეულის ნაწილებიც იპოვეს. თავდასხმის შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულებს შორის არიან ექიმები და მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. ლისაკის ინფორმაციით, 13 დაშავებული საავ

უკრაინის ეკლესიის წინამძღოლმა “ქართული ლეგიონის” ლიდერი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა

26 მაისის აღსანიშნავად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (არ ექვემდებარება მოსკოვის საპატრიარქოს) წინამძღოლმა და უმაღლესმა იერარქმა ეპიფანემ “ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ლეგიონი” ავრცელებს. “ქართული ლეგიონი” უკრაინის არმიაში შემავალი უცხოელთა ყველაზე დიდი დანაყოფია. მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, ლეგიონში 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე მებრძოლი ერთიანდება. netgazeti

არ შეიძლება თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და შემდეგ პრეზიდენტს — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დღეს, 27 მაისს, მწვავედ გააკრიტიკა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს მომხდარის გამო. პრეზიდენტის თქმით, მას პრეტენზია აქვს ინსტიტუციების უპატივცემულობასთან დაკავშირებით და არა პერსონალური მიზეზის გამო. დიასპორის ფორუმს ესწრება პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელსაც, მათ შორის, მიემართებოდა პრეზიდენტის კრიტიკა. პრეზიდენტის თქმით, სწორედ გამართული პროტოკოლია იმის გარანტი, რომ პატარა ქვ

სერჰი ჩერევატი - პრიგოჟინის განცხადება „ვაგნერელების“ ბახმუტიდან გაყვანის შესახებ მათ ლატენტურ კაპიტულაციას ნიშნავს

ბახმუტის მიმართულებით შეიმჩნევა მტრის აქტივობის დინამიკის დაქვეითება, ხოლო „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადება ბახმუტიდან დაქირავებული ჯარისკაცების გაყვანის შესახებ, „ლატენტურ კაპიტულაციას“ ნიშნავს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. „პრიგოჟინის ეს განცხადებები, მისი ჯგუფის ლატენტური კაპიტულაციაა", - აღნიშნა ჩერევატიმ. მისივე თქმით, პრიგოჟინი ცდილობს გადაარჩინოს „ვაგნერის“ ნარჩენები, რადგან ესმის,
×
×
  • შექმენი...