Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა ტერორის დაბლოკვაა

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა რუსეთის ფედერაციის ტერორის დაბლოკვას ნიშნავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. ყველა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი უნდა გააქტიურდეს, რათა ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად რეაგირებენ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის ყველა შემთხვევაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, რუსე

ბრიანსკის ოლქში ნავთობბაზაზე ხანძარია - რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევმა დრონით თავდასხმა განახორციელა

რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე უკრაინული დრონის განადგურებისას ნავთობბაზის ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრე ბოგომაზი იუწყება. „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს. სამიზნის განადგურებისას კლინცოვის ნავთობბაზის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალა ჩამოვარდა“, - აცხადებს გუბერნატორი. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. შემთხვევის შედეგად რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ა

მიხეილ დაუშვილი - საკრებულოებში „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ გამოვიყენეთ

ისეთი ნაგვები არიან [„ნაციონალური მოძრაობა“], ურჩევნიათ თავიანთი თავი დააზარალონ, ოღონდ არ დაუშვან, რომ ვინმე სხვა გაძლიერდეს, ამის გამო გვაბრალებენ, გახარიასთან კოალიცია გვაქვსო - საკრებულოებში „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ გამოვიყენეთ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი გახარიას პარტიაში დაინახა მთავარი საფრთხე, რომ „მეორე ადგილიდან ჩაჩოჩდეს

ბერდია სიჭინავა - დღეს "ოცნება" გადაქცეულია ნეონაცურ პარტიად, რომელსაც წარმოადგენენ ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ამიტომ ივანიშვილი და "ოცნება" 2012 წლის იდეალბთან და ხალხთან არიან დამარცხებულები

"დღეს "ოცნება" გადაქცეულია ნეონაცურ პარტიად, რომელსაც წარმოადგენენ ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ამიტომ ივანიშვილი და "ოცნება" 2012 წლის იდეალბთან და ხალხთან არიან დამარცხებულები."  ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. წყარო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1087511769066451/

ზელენსკი დავოსის ფორუმზე: გააძლიერეთ ჩვენი ეკონომიკა, ჩვენ გავაძლიერებთ თქვენს უსაფრთხოებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა და მოუწოდა, გააძლიერონ უკრაინის ეკონომიკა, სანაცვლოდ კი უკრაინა დასავლეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს. მისივე თქმით, „თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ უკრაინას ეხება, ძალიან ცდება”. უკრაინის პრეზიდენტმა ომის გაყინვის საფრთხეზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი „მტაცებელია, რომელიც არ კმაყოფილდება გაყინული საკვებით”. მისი თქმით, 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმის ა

გახარია: ამ პატარა ბიჭებს ივანიშვილი ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ, მოყოლილი აქვთ, გადაწყვეტილება როგორ მიიღება

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს პარტიის დამფუძნებელი და ახლა უკვე საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „ბევრგან უკვე ჩაშვებული ჰყავთ“. გახარიას თქმით, მათ „დეტალებში აქვთ მოყოლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება“. გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ სთავაზობს დებატებს და პირისპირ საუბარს. მისი თქმით, ის მზადაა პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ჟურნალისტთან და გადაცემაში ივანი

„პუტინი კი არ უნდა დავაშოშმინოთ, ბოროტებას უნდა დავუპირისპირდეთ“ – კემერონი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დეივიდ კემერონი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა ევროპაში 1930-იან წლების, ნაცისტური გერმანიის აგრესიის დაწყების პერიოდის მსგავსია. კემერონის თქმით, უკრაინა მისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია, ხოლო მოსკოვის აგრესია თაობის გამოწვევაა. „ესაა გამოწვევა ჩვენი თაობისთვის. მსგავსია ვითარებისა, რომელშიც 1930-იან წლებში საგარეო უწყებების ხელმძღვანელები იყვნენ. პუტინი კი არ უნდა დავაშოშმინოთ, უნდა დავუპირისპირდეთ იმ

პროკურორის განცხადებით, 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ, გაქცეული შვილი მანქანაში სხვისი ძალდატანების გარეშე ჩასვა და იმ სახლში დააბრუნა, საიდანაც ის გამოიქცა

პროკურორ ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ, ეგანა მაგარამოვამ გაქცეული შვილი მანქანაში სხვისი ძალდატანების გარეშე ჩასვა და იმ სახლში დააბრუნა, საიდანაც ის გამოიქცა. "დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარისთვის და სასამართლოსთვის ცნობილი გახდა ფაქტი, რომ ბრალდებული ეგანა მაგარამოვა ჩასული იყო ბადიაურში და სხვისი ძალდატანების გარეშე შვილი ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა იმ სახლში, საიდანაც გამოიქცა. ვინაიდან დღეს დაკითხული მოწმეები იმ სახლში არ იმყოფ

Forbes - საქართველო ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსებმა 2023 წელს ბიზნესი გახსნეს

საქართველო მნიშვნელოვნად ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს ბიზნესი გახსნეს, - ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ იანვრიდან დეკემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა 13 000 კომპანია დაარეგისტრირეს. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რუსებმა წელიწადში 6 100 კომპანია შექმნეს, მესამე ადგილს სომხეთი და მონტენეგრო ინაწილებენ, თითოეულ ამ ქვეყანაში რუსებმა, 2023 წლის განმავლობაში, 3,400 კომპანია დაარეგისტრირეს. „საქართველოში კომპანიების ასეთი მასიურ

მედია - ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ორი ქართველი დააკავეს

ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ორი ქართველი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. პოლიციის ცნობით, დაკავებულები იანის სკაფტუროსის, ვასილი რუბეტისის და დიონისეს მუზაკიტისის მკვლელობების უკან დგანან. იანის სკაფტუროსი 2022 წლის აპრილში მოკლეს, ხოლო დანარჩენი ორი პირი გასული წლის ივნისში. სულ, ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ ხუთი ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა. მათგან ორი დაკავებული ქართველია, ორი საზღვარგარეთ

ანა ბუჩუკური - "ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ბარიერის დაწევის გადაწყვეტილებას, თუკი ეს მის ინტერესში შევა (ვიდეო)

"ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ბარიერის დაწევის გადაწყვეტილებას, თუკი ეს მის ინტერესში შევა." ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GGYa-RgHkjeQZJsCAPrfSG0ShHgkbmdjAAAF (1).mp4

გიორგი შარაშიძე - კალაძე, იმის მაგივრად, ბოდიში მოეხადა თბილისელებისთვის, როგორც სჩვევია, საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცა, მაგრამ მინდა ვუთხრა მას, რომ სიმართლეს ვეღარ დაემალება (ვიდეო)

"კალაძე, იმის მაგივრად, ბოდიში მოეხადა თბილისელებისთვის, როგორც სჩვევია, საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცა, მაგრამ მინდა ვუთხრა მას, რომ სიმართლეს ვეღარ დაემალება."  გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. GGOJCRlmsXahZpwLABpPgLeAF3gqbmdjAAAF.mp4

ანა ბუჩუკური -  „ოცნებასაც“ გამოვიყენებთ და „ნაცებსაც“, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება - პოლიტიკოსს, რომელსაც არ ესმის, რომ მუნიციპალურ დონეზე კოალიცია არ იქმნება, ან უვიცია, ან მატყუარა ან სასარგებლო იდიოტი (ვიდეო)

„ოცნებასაც“ გამოვიყენებთ და „ნაცებსაც“, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება - პოლიტიკოსს, რომელსაც არ ესმის, რომ მუნიციპალურ დონეზე კოალიცია არ იქმნება, ან უვიცია, ან მატყუარა ან სასარგებლო იდიოტი."  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GGYa-RgHkjeQZJsCAPrfSG0ShHgkbmdjAAAF.mp4

გიორგი გახარია - ივანიშვილმა იცის, რომ ამ პატარა,მშიშარა ბიჭებს, ის ბევრგან უკვე ჩაშვებული ჰყავთ (ვიდეო)

"ივანიშვილმა იცის, რომ ამ პატარა,მშიშარა ბიჭებს, ის ბევრგან უკვე ჩაშვებული ჰყავთ." გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.    GIac-hjA9933bBUIANodRNBmztJlbmdjAAAF.mp4

მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. ბრალდების მხარე, პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 2000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა. სხდომას ესწრებოდა დაკავებულის მეუღლე, მან მოსამართლეს ქმრის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. ამასთან, დაკავებულის თქმით, ის წუხს მომხდარის გამო

ბერდია სიჭინავა - ტენდერში კომპანიები იმის მიხედვით კი არ შეირჩევიან რა კომპეტენცია აქვთ, არამედ იმის მიხედვით ვინ რისი მომტანია პარტიის საარჩევნო ყულაბაში

“ტენდერში კომპანიები იმის მიხედვით კი არ შეირჩევიან რა კომპეტენცია აქვთ, არამედ იმის მიხედვით ვინ რისი მომტანია პარტიის საარჩევნო ყულაბაში.” ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.

მაღალი სიჩქარის ინტერნეტი საქართველოში ევროპაზე მნიშვნელოვნად ძვირია — კომუნიკაციების კომისია

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით მომზადებული კვლევით, 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ.მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია. აღნიშნული შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთი

პროკურატურამ, მეუღლეზე ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფი

გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას აორმაგებს

გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად 7.6 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას „Deutsche Welle“ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაპირველი გეგმით, ეს თანხა 4 მილიარდი ევრო უნდა ყოფილიყო, თუმცა ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ გერმანია დაფინანსების გაორმაგებას აპირებდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 16 იანვარს სატელეფონო

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიზნით 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა

ამ წუთის მონაცემებით, უკვე 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია - ესენია: კომპანია “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი”, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ოთხ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული კომპანიები უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და აქტიურად მიმდინარეობს. „გუშინ გითხარით, რომ მიმდინარეობდა ბაზრის კვლევის ეტაპი, ეს დოკუმენტაცია გადა

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისია ევროკავშირის შიდა რეფორმების შესახებ თავის იდეებს თებერვალში გამოაქვეყნებს

ევროკომისია ევროკავშირის შიდა რეფორმების შესახებ თავის იდეებს თებერვალში გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. „როგორ იმუშავებს პრაქტიკაში 30-ზე მეტი ქვეყნის კავშირი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ჩვენ, ევროკავშირში შეგვიძლია. ამ პალატამ ჩვენი ხელშეკრულებების რეფორმებისთვის თამამი იდეები უკვე წამოაყენა. მომავალ თვეში, კომისია ჩვენს იდეებს, ბელგიის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ლიდერების დებატების წინ, ე

გიორგი კეკელიძე „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ დირექტორისგან შემოთავაზება ეროვნული ბიბლიოთეკიდან წამოსვლისთანავე მიიღო. „დღეს საბოლოო შეხვედრა გაიმართა „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ დირექტორთან, რომელთან ერთადაც შევთანხმდით იმ გეგმებზე, რომელიც გვექნება ამ კომპანიის გარე აქტივობების მიმართულებით. ეს გულისხმობს „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას“, რაც თავის მხრივ არის სოფლ

"საქართველოსთვის" - დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება წერეთლის გამზირის საქმეზე, დადგინდეს ვისთან მიდიოდა ხალხის ფული, რაც წერეთლის გამზირის ხარისხიან რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები!

დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება წერეთლის გამზირის საქმეზე, დადგინდეს ვისთან მიდიოდა ხალხის ფული, რაც წერეთლის გამზირის ხარისხიან რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები! , - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თბილისის  საკრებულოს წევრებმა გამართულ ბრიგინგზე განაცხადეს.  როგორც მათ აღნიშნეს, კორუფცია, მით უფრო სისტემური ხასიათის, საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყანაში ამ ქვეყნის ღალატის ტოლფასია. "როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ კომპანიებს,  რომლებიც
×
×
  • შექმენი...