ნაცემია ენმ-ის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე. მან ტელეკომპანია „პირველთან” თქვა, რომ თავს საკრებულოდან დაბრუნების შემდეგ სახლთან დაესხნენ, მისი თქმით, მას თავს დაესხნენ კოტე ზარნაძის გარემოცვის წევრები. მომხდარს ეძგვერაძე სწორედ კოტე ზარნაძესთან საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებს.
როგორც ეძგვერაძე ამბობს თავს დაესხა 30-ზე მეტი ადამიანი, მისი თქმით, ეს ადამიანები არჩევნებში დედაქალაქის მერს და კოტე ზარნაძეს „გვერდში უდგას”. ეძგვერაძის თქმით, შეუძლია ყველა მათგანის ამოცნობა.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ენმ-ის დეპუტატს თბილისის საკრებულოში, ირაკლი ეძგვერაძეს თავს ე.წ. კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის, ძმა, ლევან შუკაკიძე დაესხა.
ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის სახელი რამდენიმე წუთის წინ, ენმ-ს ყოფილმა თამჯდომარემაც დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელსაც, გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი ხელჩართული დაპირისპირებისა და სროლის მთავარ ორგანიზატორად ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის ძმა, ლევან შუკაკიძე დასახელდა, თუმცა ე
“ბატონი ხაზარაძე გუშინაც თავს დაესხა გიორგი გახარიას, მაგრამ ჩვენ ამ თავდასხმებს არ ვუპასუხებთ მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ ვუსურვებთ ლელოს, რომ გადალახოს საპარლამენტო ბარიერი და 2024 წლის პარლამენტში მოხვდეს.”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
381073989_333980299197837_4167681725527177123_n.mp4
ოკუპირებულ ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების მიხედვით, შენობა მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ხუთი რაკეტის ჩამოგდება მოახერხა. სევასტოპოლის საოკუპაციო მერის, მიხაილ რაზვოჟაევის თქმით, რაკეტის ნამსხვრევები სხვადასხვა წერტილში დაეცა. იგი აგრეთვე ამბობდა, რომ შესაძლებელი იყო მორიგი თავდასხმა და მოუწოდებდა მოქალაქეებს, არ გასულიყვნენ ქალა
“დღეს აქ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ანკლიის პროექტზე, არამედ ბევრად უფრო მძიმე საკითხზე და ეს საკითხი არის ამ ქვეყნის კონსტიტუციით, საზოგადოებით, ხალხით გადაწყვეტილი, არჩეული გზა დემოკრატიული განვითარებისა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლიბისა, რომლებიც 30 წელია იცავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუბერენიტეტს. ვსაუბრობთ იმ კითხვის ნიშნებზე, რომელიც ქვეყნის ისტორიაში პირველად გააჩინა “ოცნებამ “ - არის თუ არა სწორი ეს გზა ? ვსაუბრობთ იმ ცრუ ალტერნატივის შექმნაზე, რომ ვინმეს შეუძლია უზრუნველყ
“სამწუხაროდ, არ მაქვს განცდა, რომ შოვის მძიმე ტრაგედიის შედეგად ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა.
პრემიერმა და შს მინისტრმა კონსტიტუცია დაარღვიეს - მე პირადად მივმართე პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს და პასუხები არ მიგვიღია.
ნებრისმიერი სპექტაკლი ახლა მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და “ოცნების”ინტერესშია.
თუ ჩაიშალა გომელაურის ინტერპელაცია, რა თქმა უნდა, ეს “ოცნებას” აწყობს.”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ზარნაძემ საპასუხოდ ეძგვერაძის მისამართით დროშები ისროლა, რომელიც მაგიდაზე იდო.
ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.
ცნობისთვის, დეპუტატებს შორის ფიზიკურ დ
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოების დავის განხილვის ვადით შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ გასულ წელს მიიღო გადაწყვეტილება მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონის კერძო პირისთვის იჯარით გადაცემის შესახებ და კომპანიის შესარჩევად აუქციონი გამოაცხადა. ბალდის კანიონს საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
აუქციონში გამარჯვებული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია მან ჟურნალისტებს პარლამენტში მიაწოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ ფარცხალაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
მედიისთვის უცნობია, კონკრეტულად რის შესახებ გამოიკითხა ფარცხალაძე.
19 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს ეროვნული საბჭოს წევრად ვინც არ უნდა წარედგინა, ნებისმიერს აირჩევდნენ, რათა ფინანსური სისტემა გადაერჩინათ.
“ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა, ჩვენ მოგვიწია იმის აღიარებაც, რომ ვინც არ უნდა წარმოედგინა ქალბატონ სალომეს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ ის ადამიანები და ყველას ავირჩევდით. იმიტომ, რომ ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი, ასეთი მდგომარეობა დააყენეს და შეხედეთ, რომ სამი თანამდებობ
საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება უნდათ შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში თქვა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელსაც 13-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კითხვებით მიმართა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, სულ ოთხმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა შესარჩევ პროცესში, საიდანაც მხოლოდ ორი გადავიდა შემდეგ ეტაპზე.
"საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის და სწორი შედეგის
“აშშ-მ ფარცხალაძე დაასანქცირა, როგორც რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე ოლიგარქი, რომელიც ემსახურება საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას. შესაბამისად, როცა იღებ ბრძანებას, რომლითაც იცავ ფარცხალაძეს და არა მხოლოდ მას, ამით ავტომატურად აკეთებ რუსულ საქმეს. რაც გააკეთა “ოცნებამ” და რაც გააკეთებინა თურნავას, ამით მოემსახურა რუსულ საქმეს, ანუ შეასრულეს რუსული ბრძანება.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
380342442_684773199911062_7777315380249
მთავარი მოთხოვნა არის თურნავას რუსული ბრძანების გაუქმება, რომელიც პასუხისმგებლობას არიდებს რუსეთის აგენტებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტნიორებმა, მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ყველამ დაინახა, რომ ეროვნული ბანკი იმართება ერთი ტელეფონის ზარით, დაახლოებით ისე, როგორც სასამართლო.
„მოქალაქეობის შეწყვეტა რამენაირად შეცვლის იმ ფაქტს, რომ ეს კაცი ამ ქვეყნის გენერალური პროკურორი იყო და ბრალდებულია „ეფესბეთან“ კავშ
უკრაინა შეერთებულ შტატებთან ერთად თანამედროვე იარაღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების, წარმოებას დაიწყებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„გრძელვადიანი შეთანხმება - ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ უკრაინამ ამერიკასთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. ეს არის ჩვენი ერთიანობის ახალი დონე. თავდაცვის ინდუსტრიაში ერთობლივი წარმოება შეერთებულ შტატებთან ისტორიული რამ არის", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამას გლობალური დადებითი შედეგები ექნება. "ჩვენ ვემ
პარლამენტთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების აქცია მიმდინარეობს. შეკრების გზავნილია “რუსი აგენტების წინააღმდეგ!”
“რუსეთის აგენტებო, გთხოვთ, დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საერთაშორისო სანქციები”, – ისმის პარლამენტთან.
პარალელურად, პარლამენტში ინტერპელაციის წესით უნდა მოუსმინონ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს.
დავითაშვილის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში სავარ
როგორ მუშაობენ პუტინის ტროლები? როგორ ცდილობენ საზოგადოების მანიპულირებას და რა მექანიზმებს იყენებენ საამისოდ? ფინელი ჟურნალისტი ჯესიკა არო ამ საკითხს უკვე 10 წელია იკვლევს.
„არის უმცირესობა, დაახლოებით 20%, რომლისთვისაც ტროლად მუშაობა საოცნებო სამსახურია. მათ ეს მოსწონთ“, – გვითხრა მან რუს ტროლებზე საუბრისას. „ნეტგაზეთი“ აროს თბილისში 20 სექტემბერს ესაუბრა რუსული პროპაგანდის ახალ მეთოდებსა და მასთან ბრძოლის გზებზე, ფინურ გამოცდილებასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში ჟურნალისტების როლზე.
ჯე
დღეს, 22 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ორი მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართება.
პარლამენტში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მივლენ.
გომელაურმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს. კითხვებით მას ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.
რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, ის ანაკლიის პორტის თემაზეა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ არის მიწვეული.
ipn
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები ქალაქ ბახმუტს და უკრაინის კიდევ ორ ქალაქს რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლებენ.
„ჩვენ მოვახდენთ ბახმუტის დეოკუპაციას. ვფიქრობ, კიდევ ორი ქალაქის დეოკუპაციას მოვახდენთ", - განაცხადა ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბარში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელ ქალაქებს გულისხმობდა.
„არ გეტყვით რომელი ქალაქებია, ბოდიში. ასე რომ, ჩვენ გვაქვს გეგმა. ძალიან, ძალიან კომპლექსური გეგმა", - აღნიშნა ზელენსკიმ
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ უჩვეულოდ ინტენსიური თავდასხმები განიცადეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.
„გავრცელდა ცნობები ყირიმში, კრასნოდარის ოლქსა და მოსკოვის მახლობლად რუსეთის ლოგისტიკურ ობიექტებზე, საჰაერო ბაზებსა და სამეთაურო პუნქტებზე მომხდარი აფეთქებების შესახებ.
დიდი ალბათობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი კვლავ მძიმე დარტყმის სამიზნე გახდა. თუმცა, მოსკოვის მახლობლად მდებარე ჩკალოვსკის აეროდრ
ლიეტუველი ევროპარლამენტარის, Renew Europe Group-ის წევრ პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულების წესის შეცვლის მსგავსი გადაწყვეტილებები არის მიზეზი, რის გამოც ევროპაში სულ უფრო მეტად ეპარებათ ეჭვი საქართველოს მიერ სანქციების რეალურად განხორციელებაში.
„ცოტა შოკში ვიყავი საქართველოს ცენტრალური ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილებით. მერე ვნახე, რომ ძალიან სერიოზულმა და ერთგულმა ხალხმა დატოვა ბორდი. არ უნდა ხდებოდეს ეროვნული ბანკის ზოგიერთი გადაწყვეტილების პერ
“ეს ბრძანება ბევრად უფრო პრორუსული და რუსულია, ვიდრე რუსული კანონი, იმიტომ, რომ პირდაპირ რუსეთის ინტერესების დაცვას ემსახურება.”
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
381190509_867728584987374_2947527177236650293_n.mp4
სასტიკი ანგარიშსწორება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორზე.
65 წლის ოთარ გელაშვილი, რომელიც რამდენიმე პირმა გაიტაცა და გარდაბნის ტყეში აწამა, გარდაიცვალა.
შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფაქტი პირად კონფლიქტს უკავშირდება.. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
გურიანიუსი