აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ეხმაურება ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.
როგორც კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ეს „კარგი ამბებია“, ვინაიდან „უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია“.
8 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლ
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: „ჩვენი ხმა ევროპას“. საუბარია პრეზიდენტის ინიციატივით გუშინ დაწყებულ კამპანიაზე, რომელსაც ხელი პირველმა თავად სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტზე ხელის მოწერა როგორც ონლაინ, ასევე პრეზიდენტის ორბელიანის სასახლეში ადგილზე მისვლით შეუძლიათ.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის ლიდერებს მიმართავს და დეკე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს ,,From Multicrisis to Multiconflicts: how to stop the vicious circle“.
2024 წლის პირველი იანვრიდან, აბორტამდე 5-დღიან მოსაფიქრებელ პერიოდთან ერთად, ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის გავლა იქნება სავალდებულო.
უფრო კონკრეტულად, „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, აბორტის წინა კონსულტაცია/გასაუბრება ტარდება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მიერ, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში.
ამასთან, როგ
"მადლობა - ქართველ ხალხს!
დღევანდელი დღე ეკუთვნის ქართველ ხალხს! მადლობა თქვენ, რომ არაერთხელ შეუპოვრად დაუმტკიცეთ მსოფლიოს ის, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა და არა რუსეთი! მადლობა, რომ ამისთვის უმძიმესი ფასის არაერთხელ გადახდის მიუხედავად, ურყევად რჩებით თავისუფლების ერთგულად და გესმით, რომ თითოეული ჩვენთაგანისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა, უსაფრთხოება შესაძლებელია მხოლოდ ევროპასთან ერთად.
მადლობა - ევროპელ ხალხს!
იმისთვის, რომ ხედავთ ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს და ხართ
“დღეს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მესამე შანსი აღარ არსებობს. ის ან გაიგებს და გამოიყენებს ამ მეორე შანს, ან გადადგამს ნაბიჯებს და ქვეყანას მოუტანს ლიდერობას გაწევრიანების პროცესში, ან არადა მოუწევს სახლში წასვლა, 2024 წლის არჩევნები შორს არ არის.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
400645966_640172308271442_7461011111446168934_n.mp4
"ის დემოკრატიის უკუსვლა, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოში, ის ჰიბრიდული ტიპის რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბდა, სადაც ხელისუფლების ძალაუფლების კონცენტრაცია ხდება ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში და გადაწყვეტილების მიღება ყოველ დღე უფრო და უფრო არადემოკრატიულია, საგარეო კურსი შეიძლება შეიცვალოს, გადაიხაროს ისე, რომ არანაირი კონსულტაციები არ ჩატარდეს საზოგადოებასთან, არ იყოს ჩართულობა საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების, მათ შორის ოპოზიციის. ის დამოკიდებულება, რომ ძალაუფლება არის განუყოფელი და ერთადერ
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა საქართველოს მოსახლეობას ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე დადებითი შეფასების მოცემა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ეს დღე არის ქართველი ხალხის, რომელმაც აირჩია ევროპული გზა. პრეზიდენტის თქმით, ხალხს ამ გზიდან არ გადაუხვევია.
,,ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ჩვენი პასუხი ოკუპაციას” – თქვა ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, სადაც მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები.
ევროკომისიამ
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ეხმაურებიან ევროპარლამენტარები. ერთობლივ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები”.
მათი თქმით, ისინი გააგრძელებენ მონიტორინგს და მუშაობას იმისთვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია აისახოს ევროპის საბჭოს დეკემბრის ანგარიშში.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩუსი, ვი
უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ანგარიში ძალიან დეტალურად იქნას გაანალიზებული და საქართველოს ხელმძღვანელობამ ამ რეკომენდაციებზე იმოქმედოს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ “ინტერპრესნიუსის” მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
“გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა ევროკომისიის მიერ, არის ყოვლისმომცველი და ძალიან დეტალური დოკუმენტი. 136 გვერდი ინგლისურ ენაზე ძალიან დეტალურად. 30 თავში აღწერენ, რა პროგრესს მიაღწია საქართველომ და, რაც კიდევ
მომავალი წლის განმავლობაში საქართველომ, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი, თავიდან უნდა აიცილოს ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკაში , - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ პოლიტიკური დიალოგის წარმართვა ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თა
ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინერმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ დღეს ისტორიული დღეა, რადგან დღეს კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საბჭო
დღეს, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას, „თბილისისთვის კარგი ამბებია“, წერს გამოცემა „პოლიტიკო“.
მათი ორი რესპონდენტის, – ანონიმური ოფიციალური პირების ცნობით, ევროკომისია წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას მისცემს, საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.
რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, კომისიის რეკომენდაცია მათთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება იქნება, აღნიშნავს „პოლიტიკო“.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ 2022-ის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირი
ხელისუფლება ცდილობს მოჩვენებითი მშვიდობის პოლიტიკაში შეითრიოს მოსახლეობა. რუსეთი არის მტერი და მტერთან დათმობა ქმნის ამ მოჩვენებითი მშვიდობის მოცემულობას.
ამ ქვეყნის რეალური გრძელვადიანი მშვიდობის გზა ევროინტეგრაციის გზაა.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის წევრი, დეპუტატი.
399343376_747192220578762_2770922988650172210_n.mp4
“რუსეთი ჩვენი მტერი და ოკუპანტია, ის დღესაც აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. მოქალაქეებს ძალიან კარგად ესმის “ოცნება” რუსეთის აგრესიას სახელს რატომ ვერ არქმევს.
მსგავს ვითარებაში ჩვენი გამოსავალია ერთი, რომ ჩვენ გავძლიერდეთ, მეორე გავძლიერდეთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერით. “ოცნება” კი თავისი არაგონივრული და არაპრაგმატული პოლიტიკით მარტო გვტოვებს რუსეთთან. რუსეთთან მარტო დარჩენა კი ნიშნავს იმას, რომ მსგავს შემთხვევებზე რეაგირებას ვერ მოახდენ, ვერც შენს თავს და მოქალაქეებს ვ
"მნიშვნელოვანია ერთიანობის ჩვენება, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ოკუპაცია არის ზეპარტიული საკითხი და ამის ირგვლივ გავერთიანდეთ ყველა. ახლა საჭიროა ერთობლივი განაცხადის გაკეთება."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
399279700_1987252354977723_3118905473879214000_n.mp4
“რეალურად ომი არ დასრულებულა 2008 წელს. რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება ამ დრომდე, ამის ერთ-ერთი გამოვლინება სამწუხაროდ არის მსხვერპლი. მტერი ვინ არის ძალიან ნათელია, რუსეთი. კონფლიქტი მოუგვარებელია, საქართველო მარტო ვერ მოახერხებს რუსეთთან გამკლავებას, ამის გამოცდილება გვაქვს. ამისთვის საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა, მეგობრების დარაზმვა, მაგრამ იმისთვის, რომ დაირაზმონ მეგობრები უნდა გყავდეს. ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია ჩვენზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე, ბოლო დ
“დიახ რუსეთი არის მტერი და “ოცნება” ცდილობს ამ მტრისგან გამოძერწოს მეგობარი, ეს არის შეუძლებელი. ყველაფრის დათმობა მტერთან არის შემგუებლური რეჟიმი.
სად არის მშვიდობის პოლიტიკა, რომელზეც ამდენს საუბრობდა “ოცნება”. დღეს ჩვენს მოლაქეებს კლავენ, იტაცებენ, ძალადობენ. აი სწორედ ამას ვეძახით ჩვენ “ოცნების” მოჩვენებით მშვიდობას.”
ბექა ლილუაშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
400439572_283913027328761_43255382400309347_n.mp4
“ოცნებას” და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დღეს რომ ვუყურებ, შთაბეჭდილება მრჩება თითქოს სხვა განზომილებაში, სხვა პლანეტაზე არიან. მათ რეალური პრაგმატული პოლიტიკის არაფერი ესმით. მათ რუსეთის საგარეო პოლიტიკა როგორც ჩანს არ იციან და მხოლოდ თავიანთ ბრძენ კაცს უჯერებენ.
თუ კი ვინმე იყო მსგავსს სიტუაციებში ჩვენი მხარდამჭერი, საერთაშორისო პარტნიორებს ვგულისხმობ, დღეს ხმის ამომღები ამ ტრაგიკულ ვითარებაზე არავინ იქნება, რადგან “ოცნებამ” მეგობრები მტრად გამოაცხადა.”
კახაბერ ქემოკლი
პარტია „საქართველოსთვის” წევრები სოფელ კირბალში ჩავიდნენ.
ანა ბუჩუკურის და ბექა ლილუაშვილის კომენტარი ადგილიდან.
400154148_1018174179490222_5183921556615709848_n.mp4
“ოცნებაში” პოლიტიკოსები არ არიან, ისინი არიან პოლიტიკანები, რომლებიც პოლიტიკას კი არ აკეთებენ , არამედ საზრდოს ეზიდებიან.
რაღაში გვჭირდებიან ხელისუფლებაში, თუ ოჩამჩირეში ბაზა გაახსნევინეს, თუ სოხუმის აეროპორტი გააკეთებინეს, თუ გალში ეთნიკურ ქართველებს აპარტეიდი დამართეს, თუ ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელები ვერ დაიჭირეს. ამ ყველაფრის კეთებას სჭირდება პოლიტიკური გამბედაობა, რომელიც “ოცნებას” არ გააჩნია.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ოკუპირებული ცხინვალის ადგილობრივი მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთებია ასახული. სავარაუდოდ, ვიდეო თავად გინტურის ან გატაცებული ლევან თოდიაშვილის ტელეფონითაა გადაღებული.
ვიდეოში ჩანს და ისმის, რომ თამაზ გინტურისთვის მიუღებელია რუსების მიერ ეკლესიის აჭედვა.
„ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის…” ამბობს ვიდეოში გინტური, ამის შემდეგ ის და მისი თანმხლები პირი, მოგვიანებით გატაცებული ლევან დოთიაშვილი კარს ხსნიან და ტაძარშ