Jump to content
Planeta.Ge

Blogs

საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს დღეს დაკრძალავენ

სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 6 ნოემბერს, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს სოფლის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ. დღეს დილით, გინტური სოფელ კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში წირვა მიმდინარეობს. ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ნათესავები და თანასოფლელები. წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირები გარდაცვლილ თამაზ გინტურს წესს

მიშა დაუშვილი - კვლევებით და სხვა ფაქტორებითაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენი პარტიის რეიტინგი მზარდია, ამას ყველაზე კარგად არჩევნებზე დავინახავთ (ვიდეო)

“კვლევა ნამდვილია და ზუსტად გადმოსცემს მოქალაქეების ნებას მაშინ, როცა შიშის ფაქტორი არ არსებობს. შესაბამისად, შესაძლოა ხალხის ნება ზუსტად არ იყოს გადმოცემული შედეგებში. კვლევებით და სხვა ფაქტორებითაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენი პარტიის რეიტინგი მზარდია. ამას ყველაზე კარგად კი არჩევნებზე დავინახავთ.”  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  399856634_3590090021310655_6700786098600773953_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი თითოეული ჩვენგანისთვის და რა სარგებელი აქვს მას ქვეყნისთვის (ვიდეო)

რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი თითოეული ჩვენგანისთვის და რა სარგებელი აქვს მას ქვეყნისთვის. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  400759024_1074725936881022_7337418810202551814_n.mp4

რესტავრატორი - გელათის ტაძარში დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც მოხდა წყლის ჩადინება - იქ პროცესი გაუარესებისკენ მიდის

გელათის ტაძარში დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც მოხდა წყლის ჩადინება და იმ ნაწილში, სადაც განხორციელდა საკონსერვაციო ჩარევა. იქ, ერთმნიშვნელოვნად, დაზიანება არის მიმდინარე და პროცესი მიდის გაუარესებისკენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კედლის მხატვრობის რესტავრატორმა, ლელა ნინოშვილმა „თბილისი მარიოტში“ განუცხადა, სადაც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა 2023 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. რესტავრატორის განმარტებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე,

ნაფიცმა მსაჯულებმა გენდერის ნიშნით, ბიძაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯა - გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელიც ნათესავის ცხოვრებას აკონტროლებდა, ქალი ელექტროშოკით აწამა

ნაფიცმა მსაჯულებმა გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი და მოკლული ქალი ბიძაშვილები იყვნენ. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბრალდებული დაზარალებულის ბინაში საცხოვრებლად გადავიდა და გადაწყვიტა ეკონტროლებინა ბიძაშვილის ცხოვრება, მისი ურთიერთობები ოჯახი

ეუთო/ოდირმა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე დასკვნა მოამზადა, სადაც აღნიშნულია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა არ უნდა მიიღოს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სასწრაფო დასკვნა მოამზადა და ის საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, დასკვნა დღეს გამოქვეყნდა და მასში პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული. „როგორც საზოგადოებისათვის

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირინე დანელიამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის ახალი ეტაპი მიზნად ისახავს საქართველოში გავრცელებული ეკონომიკური მნიშვნელობის მცენარეული კულტურების (საკვები, დეკორატიული, სამკურნალო, თაფლოვანი, სამშენებ

მიშა დაუშვილი - "ოცნებას" სადაც გაუჭირდა იმდენჯერ "ნაციონალური მოძრაობა" დაეხმარა კვორუმის შეკვრაში და პირდაპირ ხმები აჩუქა (ვიდეო)

"ოცნებას" სადაც გაუჭირდა იმდენჯერ "ნაციონალური მოძრაობა" დაეხმარა კვორუმის შეკვრაში და პირდაპირ ხმები აჩუქა." მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  401005540_3545220209084966_7538422811471828524_n.mp4

როთი: რეკომენდაცია სტატუსის მინიჭებაზე მთავრობამ არ დაიმსახურა, ეს იყო საჩუქარი ხალხისთვის

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მთავრობას არ დაუმსახურებია. გერმანელი პოლიტიკოსის შეფასებით, რეკომენდაცია, უპირველეს ყოვლისა, საჩუქარია ქართველი ხალხისთვის. 8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კ

რიში: „თუ საქართველოს მართლაც სურს EU-ს წევრობა, აქტიურად უნდა შეასრულოს პირობები“

„თუკი საქართველოს მართლაც სურს ევროკავშირის წევრობისკენ სვლა, მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები“, აცხადებს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში. რიშის მოსაზრებით, ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს გარკვეული პირობებით მიენიჭოს სტატუსი, „კარგი კომპრომისია“. სენატორის თქმით, ნახსენები ცხრა პირობის შესრულების შემდეგ, ბედნიერი იქნება იხილოს საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ. 8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოე

ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს, მოუნდება იქეთ გააგრძელოს ქეიფი, ილოცოს … არ შეიძლება! – გორის საკრებულოს თავმჯდომარე

გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ირწმუნება, რომ საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების ზომები დაცულია. იმ შემთხვევებს, როცა ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ ან კლავენ, რაზმაძე ასე ხსნის – “მოსახლეობა არ ექვემდებარება ამ ყველაფერს”. TV მონიტორინგის ეთერში, ჟურნალისტის რეპლიკას, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, საკრებულოს თავმჯდომარე ასე გამეხმაურა: ჟურნალისტის კითხვას, გულისხმობს თუ არა ის ოკუპანტების მიერ 6 ნოემბერს მოკლულ თამაზ გინტ

Edison Research: ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებია უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 47% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო არის უმუშევრობა, 45% ფასების ზრდას ასახელებს, 43% კი სიღარიბეს. კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო (რამდენიმე პასუხი), პასუხები ასე გადანაწილდა: უმუშევრობა – 47% ფასების ზრდა – 45% სიღარიბე – 43% ოკუპირებული ტერიტორიები – 25% ემიგრაცია – 19% განათლება

Edison Research: მოსახლეობის 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობას, 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია. კითხვაზე, გსურთ, რომ „ქართული ოცნება” დარჩეს უმრავლესობაში თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია (ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა: ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში – 68% ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში – 32% სექტემბერში ჩატარებული Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვი

ზურაბიშვილი: მთავრობები იცვლება და მოსახლეობა რჩება. 2024 წელი არჩევნების წელია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პარიზში მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად იმყოფება, France 24-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში მან ისაუბრა ევროკომისიის რეკომენდაციაზე, მიენიჭოს საქართველოს EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი და ასევე, ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორი იქნება საქართველოს მომავალი „ქართული ოცნების“ პრორუსული პოზიციების ფონზე“. ინტერვიუში სალომე ზურაბიშვლმა თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრება საქართველოსთვის უსაფრთხოების და დემოკრატიის ერთადერთი პერსპექტივაა და ამის

სენატის საგარეო კომიტეტი: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს ეკუთვნიან

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტი წერს, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს ეკუთვნიან. ამ განცხადებით კომიტეტი გამოეხმაურა ევროკომისიის რეკომენდაციებს, მიენიჭოს საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინა და მოლდოვა გაწევრების გზაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდნენ.   ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა, რ

რუსეთი შოკირებულია, გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რომ მას დააკისრეს

მოსკოვი გაოცებულია, რომ ევროკავშირი სწორედ რუსულ მხარეს ადანაშაულებს სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში, ამბობს რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი მარია ზახაროვა. „გაკვირვებული ვართ ევროკავშირის პოზიციით. იქ იგნორირებულია ცხადი ფაქტები და სამხრეთოსური მხარის დეტალური ახსნა-განმარტებები. ყველაზე შოკი სმომგვრელია ის, რომ ბრიუსელში ცდილობენ, უაპელაციოდ დააკისრონ პასუხისმგებლობა რუსეთს. ეს პოლიტიზირებული, ცალმხრივი, მცდარი შეფასებებია.

ქუთაისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მშენებლობიდან კაცი გადმოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცნეტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს კაცი გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევა დღე

ბერდია სიჭინავა - როცა მოქალაქეები ერთიანობისკენ მოგვიწოდებენ, ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენს პოლიტიკურ ამბიციებსა და ეგოზე მაღლა არ დავდგეთ, რადგან ეროვნული ამოცანის წინაშე ვდგავართ (ვიდეო)

“ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეები რას ფიქრობენ, გუშინ კი ჩვენ ქართველი ხალხის ზეიმი ვიხილეთ და სიამაყის გრძნობას არ დაუტოვებია თითოეული ჩვენგანი… ვინც ამ პროცესში თავის თავს ვერ დაინახავს, ეს იქნება მისთვის განაჩენი. როცა მოქალაქეები ერთიანობისკენ მოგვიწოდებენ, ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენს პოლიტიკურ ამბიციებსა და ეგოზე მაღლა არ დავდგეთ, რადგან ეროვნული ამოცანის წინაშე ვდგავართ.”    ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. 3975

ოკუპირებული ცხინვალის “კგბ” - ლევან დოთიაშვილი ქართულ მხარეს დღეს საღამოს გადაეცემა

ლევან დოთიაშვილს საქართველოს 9 ნოემბერს საღამოს გადავცემთ. ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის “კგბ” ავრცელებს. “იმის გათვალისწინებით, რომ ინციდენტის გამოძიება ოპერატიულად და სრულად მოხდა, ასევე, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიღებულია ლ. დოთიაშვილის საქართველოში გაძევების გადაწყვეტილება. ამგვარად, დღეს საღამოს, 9 ნოემბერს ლ. დოთიაშვილი ქართულ მხარეს გადაეცემა,” - ნათქვამია ოკუირებული ცხინვალის “კგბ”-ის განცხადებაში. ცნობისთვის, ლევან დოთიაშვილი საოკ

მიშა დაუშვილი - “ოცნების” მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა, ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ დათქმებს შეასრულებენ არ უნდა გვქონდეს, რადგან ამ პირობების შესრულება ნიშნავს - ინსტიტუტები უნდა გაათავისუფლონ და დამოუკიდებლობის ხარისხი გაუზარდონ (ვიდეო)

“მადლობა ჩვენს მოქალაქეებს, რადგან მთელ მსოფლიოს არაერთხელ აჩვენეს,რომ ჩვენი ერთადერთი არჩევანი ევროკავშირია და არა რუსეთი. ასევე მადლობა ევროპელ ხალხს, რომ ეს დაინახეს და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღეს. რაც შეეხება რეკომენდაციების ნაწილს. “ოცნების” მიზანი არასდროს ყოფილა 12 პუნქტის შესრულება და სამწუხაროდ, არც ახლა იქნება 9 რეკომენდაციის შესრულება. უნდა გვესმოდეს, “ოცნების” მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა, ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ დათქმებს შეასრულებენ არ უნდა გვქონდეს, რადგ

შსს გაუჩინარებულ რუს აქტივისტზე: საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში რუსი აქტივისტის, რაფაილ შეპელევის შესაძლო გაუჩინარების შესახებ აცხადებს, რომ მან საოკუპაციო ხაზი თავისი ნებით გადაკვეთა. შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყება აცხადებს, რომ რაფიელ შეპელევის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს მოკვლევა და გაესაუბრნენ ყველა შესაძლო მოწმეს. ინფორმაცია რუსი აქტივისტის საქართველოდან გაუჩინარების შესახებ რუსულენოვანმა მედიებმა 8-9 ნოემბერს

საქართველომ გაისად 5 და 8 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები უნდა დასაჯოს - ევროკომისიის ანგარიში

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად გამოაქვეყნა გაფართოების 122-გვერდიანი ანგარიში, რომელიც სხვადასხვა სფეროში გადადგმულ და გადასადგმელ ნაბიჯებს მიმოიხილავს. დოკუმენტში ყურადღება ეთმობა 2021 წლის 5 ივლისს და 2023 წლის 8 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს. ადამიანის ძირითადი უფლებების ნაწილში ევროკომისია გამოყოფს ოთხ კონკრეტულ ნაბიჯს, რომელიც საქართველომ მომავალ წელს უნდა შეასრულოს. მათ შორის არის 2021 წლის 5 ივლისსა და 2023 წლის 8 ივლისს გა

საქართველოში რუსი აქტივისტი გაუჩინარდა, ის, შესაძლოა, კირბალიდან იყოს გატაცებული

Эхо Кавказа-ს ინფორმაციით, რუსეთში აკრძალული ორგანიზაციის, „არტპადგატოვკის” აქტივისტი, რაფაილ შეპელევი შესაძლოა რუსმა საოკუპაციო ძალებმა გორის სოფელ კირბალში დააკავეს. მანამდე გამოცემა იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოება „პირველ დეპარტამენტზე” დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შეპელევი შესაძლოა რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს. კერძოდ, ამ ორგანიზაციამ თქვა, რომ შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. „პირველი დეპარ
×
×
  • შექმენი...