პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ნეტგაზეთს უდასტურებს, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხზე გრიგორი კარასინთან წარსულში უსაუბრია.
მისი თქმით, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ამ საკითხზე ბოლოს 2022 წლის მარტში ესაუბრა. ამ საუბრის ჩანაწერი გუშინ, 31 ოქტომბერს იუთუბ არხ “კიბერ კმარაზე” გავრცელდა და მისი ავთენტურობა აბაშიძემ დაუდასტურა ჯერ IPN-ს, შემდეგ ნეტგაზე
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით, მხარი დაუჭირა ცვლილებას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში. ეს ნიშნავს, რომ სავალდებულო საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელებში 2028 წლის იანვრამდე დარჩება.
2023 წლის 6 აგვისტოდან საპენსიო სააგენტომ მოქალაქეების დანაზოგები მაღალრისკიან აქტივებში განათავსა. თანხა, რომელსაც სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების გადასახადებიდან გროვდება, ამ დრომდე დაბალრისკიან აქტივებში იყო განაწილებული — სახელმწიფო ობლიგაციებსა და საბანკო დეპოზიტებში.
საქართველოს პარლამენტმა 83-83 ხმით მხარი დაუჭირა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში გიორგი კოხრეიძისა და თამილა დოლიძის კანდიდატურებს.
გიორგი კოხრეიძე აჭარის მაუწყებლის ყოფილი დირექტორია. იგი დირექტორი მას შემდეგ გახდა, რაც წინა დირექტორს, ნათია კაპანაძეს, 2019 წელს იმპიჩმენტი მოუწყვეს. კოხრეიძის დირექტორობის დროს „აჭარის ტელევიზიიდან“ არაერთი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი გათავისუფლდა. თამილა დოლიძე კი აჭარის მაუწყებლის ბორდის წევრი იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში.
ივლისში პარლა
ბატონო იაგო, თქვენ გასაგონად ვამბობ, არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით? იჯექით ასე!, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გირჩის“ წევრს, იაგო ხვიჩიას.
იაგო ხვიჩიამ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააპროტესტა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას ის განცხადებები, რომელიც მან ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მისამართით გააკეთა.
შალვა პაპუაშვილმა კი, აღნიშნა, რომ ბერაიამ თავისი განცხადების გამო სინანული გამოთქ
"ამ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დაიცვას ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, მისი მოქალაქეებს ინტერესები, აღარ აქვს. მის არსენალში მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია - ლანძღვა-გინება."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
396191219_1258046658218723_5577489314334996573_n.mp4
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში კვლავ ხმაურია. ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო პასუხისმგებლობა აიღოს და კომიტეტის თავმჯდომარეობა დატოვოს.
დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ბერაიას მიმართა, რომ მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩენით იმ სფეროს აყენებს შეურაცხყოფას, რა მიმართულებითაც მუშაობს, ამიტომ სალაპარაკო არ უნდა გახადოს და დღესვე უნდა გადადგეს.
„კაცი
თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს - მან თავისი პოლიტიკური კარიერა დაამთავრა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იმსახურებს.
„ბატონო შალვა, ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის არაფერში მისაღები არ არის. მე ერთს გეტყვით - მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია კოლეგებზე
საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია ილონ მასკის დაფუძნებული კომპანია „სტარლინკის“ სატელიტური ინტერნეტი.
კომპანიის მონაცემებით, საქართველო სამეზობლოში გახდა პირველი ქვეყანა, სადაც „სტარლინკი“ ჩაირთო. „სტარლინკის“ ინტერნეტი აზერბაიჯანსა და სომხეთში 2024 წელს ჩაირთვება, თურქეთში კი კომპანია მარეგულირებლის ნებართვას ელოდება. რაც შეეხება რუსეთს, აქ „სტარლინკი“ შესვლას ამ ეტაპზე არც გეგმავს.
სწრაფი სატელიტური ინტერნეტის ღირებულება კერძო პირებისთვის თვეში 160 ლარიდან დაიწყება, ინტერნეტის მიმღები
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება შსს-ს ყოფილი თანამშრომლის გოგა რაზმაძის საქმეზე წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილებას.
ომბუდსმენი დასაბუთებას სრულად არ აქვეყნებს პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, თუმცა აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ “წარმოადგინა განმცხადებლის მიერ მოწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწ####ბელი არგუმენტაცია”. ომბუდსმენის ასევე ადასტურებს, რომ საქმის წამროების ფარგლებში მოწმეები არ გამოუკითხავს.
“სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ გა
„ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ, ახლა! შეირგეთ ის ბოდიში“, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ თეონა აქუბარდიასთვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო.
დღეს, პირველ ნოემბერს, პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე გაიხსნა. ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები მოითხოვდნენ, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის
თბილისში ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია იგეგმება, რაც დაახლოებით 5.5 მილიონი ლარი დაჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს ციხის გარე პერიმეტრის ძირითადი სადგურების საყრდენების რეაბილიტაციას და შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას, მოწესრიგებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა და ახლა იწყება მეორე ეტაპი.
მერიის ცნობით, პირველი ე
“ყველანაირი უმსგავსობის რეკორდი მოხსნა კომიტეტის თავჯდომარემ დღევანდელ შეხვედრაზე.
მერე ეს ხალხი გამოდის და უხამსი შეფასებების შესახებ კანონპროექტს იღებს საქართველოს პარლამენტში. გამოდიან და გვასწავლიან ჭკუას ვაჟკაცობაზე, ქართველობაზე და ევროპელობაზე.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
396971703_2103842706629297_8113675887281479571_n.mp4
თბილისში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ, 80 145 კვ.მ ფართობის ტერიტორიას ფონდი ქართუსაგან ყიდულობს კომპანია, რომლის დირექტორი “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძეა.
ტერიტორიის შესყიდვაზე ფხაკაძის ახალი კომპანიის, შპს “ცენტრალ პარკ ავენიუს” განცხადება 27 ოქტომბერს შევიდა საჯარო რეესტრში. კომპანიის 35%-იანი წილის მფლობელი კომპანია “იდეაა”, რომლის წილებსაც თავის მხრივ სწორედ სოსო, ლევან და სამსონ ფხაკაძეები ფლობენ.
“იდეის” გარდა, “ცენტრალ პარკ ავენიუს” ფლობს კიდევ 3 სხვა კომპანია — შპს “
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს და დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს.
ღუდუშაურმა და ბერაიამ ოპონენტებთან დისკუსიისთვის სექსისტური ენა გამოიყენეს.
ალუდა ღუდუშაურის გამოსვლა მოჰყვა „გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების ვიზიტის დაშვების შესახებ.
ალუდა ღუდუშაურმა თავდაპირველად ხვიჩიას მიმართა და მიხეილ სააკაშვილსა და ენმ-ის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა
"ქართულმა ოცნებამ", თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ, რაც იკადრა ამას კაცობა არ ჰქვია, სწორედ ამიტომ არის პატარა კაცობა ის, რასაც ისინი ბედავენ ამ პარლამენტში , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აქუბარდიასთან ერთად ბრიფინგზე ქალების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიასა და ძალადობაზე ისაუბრეს სხვა ქალმა დეპუტატებმაც.
"როცა "ქართულ ოცნებას
მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს., - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები.
„მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტ
როგორ ითვალისწინებს „ოცნება“ მოსახლეობის ინტერესებს ყველაზე კარგად ბენზინის ტაბლოზე ვხედავთ.
3,30 ლარს გადაცდა ყველაზე იაფასიანი ხარისხის მქონე საწვავის ფასი. ეს არის ის აღზევებული ეკონომიკა, რომელიც რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების გაორმაგების ხარჯზე საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება?!
როცა საუბარი გვქონდა საწვავის ფასების თემატური მოკვლევის ჩატარების თაობაზე პარლამენტში უარი გვითხარით. საერთოდ უარს ეუბნებით ყველა იმ ინიციატივას, რო
“პერსონალურად ირაკლი კობახიძე კვირის განმავლობაში რამდენჯერ ახსენებს გიორგი გახარიას, რომელსაც, მისივე მტკიცებით, არანაირი რეიტინგი არ აქვს.
ელემენტარული ფსიქოლოგიაა, ადამიანს ხშირად ახსენებ ორ შემთხვევაში, როდესაც მასზე შეყვარებული ხარ, ან როცა მისი გეშინია. მთლად შეყვარებული თუა, მაგდენი არ ვიცი…”
ანა ბუჩუკური, საპარლამრნტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
10000000_704798421225605_6227588120969926731_n.mp4
კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი, თენგიზ არჩვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში მიმდინარეობდა, სადაც არტისტის ხსოვნას პატივი მიაგეს მსახიობებმა, მომღერლებმა, მწერლებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლებმა.
მსახიობი უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით გააცილეს. მის ღვაწლსა და შემოქმედებაზე საუბრობდნენ მისი კოლეგები.
თენგიზ არჩვაძეს ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა
გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ. ეს არის მსჯავრდებული და ამავდროულად ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პლენარულ სხდომაზე „გირჩის“ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას, რომელმაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების შესვლის უფლების აღდგენა მოითხოვა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი რუსულ საქმეს აკეთებს.
„ბატონო იაგო დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ისეთი დიდი რიგია სააკაშვილის ბოტასებზე და სააკაშვილის ნახმარ ტანისამოსზე, დარწმუ
რუსთავის მერი არა რუსთაველების ინტერესებზე, არამედ „ოცნების“ შავ ყულაბაზე ზრუნავს, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"30 ოქტომბერს რუსთავის მერმა სპეციალური ბრიფინგი გამართა თემაზე - რომ რუსთავის საკრებულო, კალაძის მეჯვარის - ილია წულაიას კომპანია „არქს“ არ უზრდის კ2 კოეფიციენტს ქალაქის ურბანული დამახინჯებისთვის, და გვამცნო, რომ ამის გამო, არც მეტი, არც ნაკლები მერია საკრებულოს სასამართლოში უჩივის. უფრო კ
კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა. ე.ი. ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვერ განახორციელებენ, ამიტომ საჩქარო არაფერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ განიხილავს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს „შეკრებისა და მანიფესტაციების კანონზე“ მაშინ, როცა აქამდე საფრთხეებზე საუბრობდნენ და სწორედ ამიტომ მიიღეს ის დაჩქარებული წესით.
მდინარაძის თქმით, ვეტო მაინც დასაძლევია, რადგან არავინ იცის
პარტიის „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ მორიგ გაყალბებულ კვლევას და მისთვის სასარგებლო შედეგებს გამოაქვეყნებს.
ბოლო პერიოდის უწყვეტი პროპაგანდა გიორგი გახარიას და სხვა პოლიტიკური პარტიების თუ პერსონების არარსებული ალიანსების შესახებ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს კი 2024 წლის არჩევნების გაყალბებისთვის მზადების ნაწილია იმ შეზღუდვებთან ერთად, რომელსაც მართველი პარტია საკანონმდებლო დონეზე ახორციელებს, როდესაც დაუსაბუთებლად ამკაცრებს შეკრებებისა და მანიფესტა