Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ბაღში ბავშვის ცემის საქმეზე სახელმწიფოს ოჯახისთვის 15 ათასი ლარის კომპენსაცია დაეკისრა

ორგანიზაციი „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლეილა ფოლადიშვილმა სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა. PHR წერს, რომ საქმე შეეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა. შემთხვევა 2017 წელს მოხდა. „2017 წლის იანვარში საჯარო ბაღში 3.5 წლის ბავშვმა ღმზრდელის დავალება ვერ შეასრულა – სახლი კარგად ვერ დახატა. გაბრაზებულმა აღმზ

პრეზიდენტის ვებგვერდზე კიბერშეტევაა

პრეზიდენტის ვებგვერდზე კიბერშეტევაა. საიტზე შესვლისას დაგხვდებათ თავის ქალის გამოსახულება და წარწერა: „დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს“. Cozy Bear რუსული ჰაკერული ჯგუფია. აშშ-ის დეკლარირებით, ის დაკავშირებულია რუსეთის ერთზე მეტ ჯაშუშურ სააგენტოსთან. ასევე, არ მუშაობს კრიტიკული ტელეკომპანია „ფორმულას“ ვებგვერდი. გუშინ, 25 იანვარს ტელეკომპანია „მთავარმა“ განაცხადა, რომ კიბერთავდასხმა იყო მათ ვებგვერდზეც. პუბლიკა

პაველ ჰერჩინსკი „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე“ - შემიძლია მხოლოდ მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, დააჩქაროს რეფორმებზე მუშაობა

შემიძლია მხოლოდ მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, დააჩქაროს რეფორმებზე მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კომენტარი გააკეთა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე“. „ევროკავშირის წევრობის მოპოვება ხანგრძლივი და რთული პროცესია, მაგრამ არ არის აუცილებელი ხანგრძლივი პროცესი, როდესაც საქმე ვადებს ეხება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად განახორციე

ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. „ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთა

შსს-მ 2 პირი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთია დედა, რომელიც არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით თბილისში მოწყალების თხოვნას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, 2 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 1989 წელს დაბადებული ნ.ა.-ს ბრალი არასრულწლოვანით ვაჭრობაში ედება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანა

ბექა ლილუაშვილი - ხალხი, რომელიც "ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" უკან დგას, ერთად არიან საქმეში, ფულს ერთად ინაწილებენ - მათ აწყობთ პოლარიზებული გარემო და ერთმანეთთან ფსევდო მტრობა

"ხალხი, რომელიც "ოცნების" უკან დგას და ხალხი, რომელიც "ნაც.მოს" უკან დგას ერთად არიან საქმეში, ფულს ერთად ინაწილებენ, მათ აწყობთ პოლარიზებული გარემო და ერთმანეთთან ფსევდო მტრობა, ამიტომაც არიან ტყუილებში ჩაკარგული მავნებელი პოლიტიკური ძალები."  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7321450014560483/

ბერდია სიჭინავა "ნაციონალურ მოძრაობას": თქვენი მმართველობის მოდელია გირგვლიანი, ადამიანის მკვლელობებს თქვენი ვერც ერთი რეფორმა ვერ გაამართლებს.

პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა "ნაც.მოს": თქვენი მმართველობის მოდელია გირგვლიანი, ადამიანის მკვლელობებს თქვენი ვერც ერთი რეფორმა ვერ გაამართლებს. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1089711069013851/

ბერდია სიჭინავა - უკვე მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას კორუფციულ შემთხვევებზე და ეს გენერალური პროკურატურა თუ სხვა, აუცილებლად გასცემს პასუხს - ვინ იყო, ვინც ხალხის ჯიბეში ყოფდა ხელს, იღებდა ფულს და მიჰქონდა სახლში

"უკვე მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას კორუფციულ შემთხვევებზე და ეს გენერალური პროკურატურა თუ სხვა, აუცილებლად გასცემს პასუხს - ვინ იყო, ვინც ხალხის ჯიბეში ყოფდა ხელს, იღებდა ფულს და მიჰქონდა სახლში.”      ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3783670515213095/

იტალიის სენატმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

იტალიის სენატმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების გაგრძელებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს. აღნიშნულია, რომ იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ (სენატმა) მხარი დაუჭირა განკარგულებას, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო საშუალებების მიწოდებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე ახანგრძლივებს იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რომლებიც რომმა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში კიევისთვის დახმარების მხრივ აიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, რომელიც კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. იპნ

ჯეიმს ო'ბრაიენი - საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია - მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას

საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია, მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და მასთან ვიმუშავებთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა. ო'ბრაიენის თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. “საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთს ან რუსე

გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ, დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდებულების ადვოკატის წინადადება ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იყო. ალტერნატივად კი მან მოსამართლეს შესთავაზა 2000-ლარიანი გირაოს გადახდა ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. სხდომაზე ასევე წარადგინეს იმ პირთა სია, ვინც მ

სკოლების 64%-ს არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია - CCIIR

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკით აღჭურვის შესახებ ბიულეტენი მოამზადა. ბიულეტენში საუბარია საქართველოს საჯარო სკოლების შენობების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ და ასევე საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით აღჭურვაზე. კვლევის მიხედვით, საქართველოში სკოლების მხოლოდ 31%-ს აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია; სკოლების 64%-ს არ

თეთრი სახლი - ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ „ილ-76“-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით

თეთრ სახლს ჯერ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ რა დაემართა “ილ-76”-ის თვითმფრინავს, რომელიც 24 იანვარს რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა. "ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ამ ავიაკატასტროფის შესახებ კომენტარი გავაკეთოთ. უკრაინელები ერთს ამბობენ, რუსები - მეორეს. ჩვენ ჯერ არ გაგვაჩნია ფაქტები, რომ ამაზე კომენტარი გავაკეთოთ“, - აღნიშნა

POLITICO - საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშის თანახმად, უკრაინასთან ვლადიმერ პუტინის ომი ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს ყოფს - ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირს უახლოვდება, ზოგი კი, მათ შორის საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას, - ამის შესახებ აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში სათაურით: „საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება“. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააძლიერა ურთიერთობები ა

ილიაუნის წარმომადგენლები გამოსახლებისას დაკავებული გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ და გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე, 23 იანვარს დაკავებული გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ. ამავე პროგრამის დოქტორანტის და მოძრაობა “ხმის” აქტივისტი გიორგი ხასაია, სხვა აქტივისტებთან ერთად, 2024 წლის 23 იანვარს, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. 25 იანვარს გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას პროკურატურამ ბრალი ოფიციალ

რატომ აკეთებინებენ კასპში გზას კომპანიას, რომელსაც წერეთელზე კონტრაქტი შეუწყვიტეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 14 899 999-ლარიანი კონტრაქტი გააფორმა კომპანია „ერ ტე დესთან“, რომელსაც თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სამუშაოების უხარისხოდ და შეფერხებით შესრულების გამო ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა. „ერ ტე დემ“ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2023 წლის 19 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერში გამარჯვებულად ის 22 დეკემბერს გამოვლინდა და ხელშეკრულების გაფორმებაზე მოწვევა უკ

“შეთანხმება შედგა” – ხატიაშვილებს ბინის დაბრუნება $90 ათასად შეეძლებათ

კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებულ ხატიაშვილების ოჯახს კერძო გამსესხებელი დარეჯან დვალი (ე.წ. მევახშე) 90 ათასი დოლარის ნაცვლად ბინის დაბრუნებას სთავაზობს. აღსრულების ეროვნულ ბიუროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მხარეებმა შეთანხმებას ხელი გუშინ, 24 იანვარს, მოაწერეს და ახლა დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებაა დარჩენილი. აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის სოფიო ლოქაბიძე აცხადებს, რომ მხარეებმა ორივე მათგანისათვის „სასარგებლო გად

„გამოსახლებები წინ არის“ - სასამართლოებში შესული საქმეების 49% სასესხო დავებს უკავშირდება

მედიაში სამი დღეა გააქტიურდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახების იძულებით გამოსახლების ფაქტები. კეკელიძის ქუჩაზე გამოასახლეს ოჯახი, იგივე პროცესი იგეგმებოდა დადიანის ქუჩაზე, თუმცა გადაიდო. როგორც ცნობილია, აღნიშნული კერძო გამსესხებლების მიმართ შეუსრულებელ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული. ამ ფაქტების გააქტიურების ფონზე, იურისტები თუ საკითხის სპეციალისტები იმ ხარვეზებზე საუბრობენ, რაც აღნიშნული საკითხის რეგულირების კუთხით არსებობს ქვეყანაში. კერძოდ, ი

„მსესხებელს ჰგონია, რომ თანხას სესხულობს, მაგრამ სინამდვილეში, ყიდის ქონებას“

რა საფრთხეებს შეიცავს თანხის აღება კერძო გამსესხებლისგან, ბინის უზრუნველყოფით, ამ და სხვა საკითხებზე ადვოკატმა მარიკა არევაძემ „პალიტრანიუსისა“ და „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. მისი თქმით, როგორც წესი, მსგავსი ხელშეკრულებები ფორმდება ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს სესხთან. ასეთ დროს კი, მსესხებელი ყიდის თავის ქონებას გარკვეულ თანხად, თუმცა იტოვებს გამოსყიდვის უფლებას. თუმცა, ვადის დარღვევის შემთხვევისთანავე, ბინა ახალი მყიდველს რჩება

ხარკოვში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო, გლოვის დღე გამოცხადდა

ხარკოვში, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა გამო, 25 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „23 იანვრის სარაკეტო თავდასხმას ხარკოვში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია მოჰყვა მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით, დღეს ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული“, - განაცხადა ხარკოვის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იგორ ტერეხოვმა. მისი თქმით, „ყველა რუსი მონსტრი, ვინც დამნაშავეა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში, ჯოჯოხეთში დაიწვება“.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის „ილ-76“-ის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა) მიხედვით ჩ

ბერდია სიჭინავა - მათ ერთ ტყუილს სამი მწარე სიმართლით ვუპასუხებთ და ეს ნამდვილად არ იქნება კომფორტული მოსასმენი "ოცნებისთვის"

"მათ ერთ ტყუილს სამი მწარე სიმართლით ვუპასუხებთ და ეს ნამდვილად არ იქნება კომფორტული მოსასმენი "ოცნებისთვის". ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3595530660702030/
×
×
  • შექმენი...