Jump to content
Planeta.Ge

Blogs

აუდიტის სამსახური - 2021 წლის მდგომარეობით, სისტემაში არსებული აქტიური ექთნების 15.2% საპენსიო ასაკისაა, ხოლო ახალი კურსდამთავრებულების - 2.6%

არსებული მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო სპეციალისტების საკმარის რაოდენობასა და გეოგრაფიულ მოცვას, ­- ამის შესახებ სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განიხილავენ. დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ექიმების და ექთნების უმეტესობა კონცენტრირებული იყო თბილისში. ანგარიშის მიხედვი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილoს პოსტზე თამარ ბარკალაიას ირაკლი მხეიძე შეცვლის

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე – ირაკლი მხეიძე წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თანამდებობაზე ირაკლი მხეიძე თამილა ბარკალაიას შეცვლის. უწყების განმარტებით, ზურაბ აზარაშვილმა, თამილა ბარკალაიას, რომელიც მინისტრის მოადგილის თანამდებობას 7

პირს, რომელმაც თბილისში ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო და ხევში გადააგდო, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მამაკაცს, რომელმაც ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო, სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამ

კახა ქემოკლიძე - გახარიას განცხადება - „ქართულ-ჯიგრულ პონტში“ ტერმინოლოგიის თვალსაზრისით შეცდომა იყო... აღნიშნული განცხადებით ის რეფერირებას კორუფციულ გარიგებაზე კი არ აკეთებდა, არამედ კორონავირუსის კრიზისის დროს საშვების დაშვებაზე საუბრობდა

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ შესაძლო კორუფციულ ფაქტზე დასმული კითხვის პასუხად გიორგი გახარიას სიტყვები - „ქართულ-ჯიგრულ პონტში" ტერმინოლოგიის თვალსაზრისით შეცდომა იყო. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, აღნიშნული განცხადებით გახარია რეფერირებას კორუფციულ გარიგებაზე კი არ აკეთებდა, არამედ კორონავირუსის კრიზისის დროს საშვების დაშვებაზე საუბრობდა. „გულწრფელად გეტყვით, ეს განცხადება ტერმინოლოგიის თვალსაზრისით შ

ბექა ლილუაშვილი "ლელოს" - კალკულატორის სწავლების შემდეგ, მთავრობის ვებ-გვერდის ნავიგაციის სწავლების დროც დადგა

"კალკულატორის სწავლების შემდეგ, მთავრობის ვებ-გვერდის ნავიგაციის სწავლების დროც დადგა: ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia შევდივართ აი ამ ლინკზე: https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=545 აღმოვაჩენთ, რომ გახარიას პრემიერობისას განკარგულებები, კერძოდ 750-ზე მეტი განკარგულება, აქ საჯაროდ დევს, ხოლო ღარიბაშვილის პერიოდში გამოქვეყნებულია 0- ი განკარგულება. რაც შეეხება თქვენს მიერ ნათქვამ "1300 დამალულ განკარგულებას" მე გაგაფრთხილეთ, რომ ციფრებთან ცოტა ფრთხილად იყავით: 20

ჯანდაცვის სამინისტრო - ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2024 წლის მარტიდან, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ამოქმედდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ადრეული კვლევების დაფინ

სპექტაკლები, რომელთა ნახვასაც გირჩევთ 14-21 თებერვალს

„ნეტგაზეთი“ გირჩევთ სპექტაკლებს, რომელთა ნახვასაც 14-21 თებერვალს თბილისის თეატრებში შეძლებთ: 14 თებერვალი – „გრონჰოლმის მეთოდი“. „მარჯანიშვილის თეატრი“ – დასაწყისი – 20:00 პრემიერიდან მრავალი წლის გასვლის მიუხედავად, „გრონჰოლმის მეთოდი“ ერთ-ერთი ყველაზე თანადროული სპექტაკლია, რომელსაც ქართული თეატრების რეპერტუარში ნახავთ. მართალია, თემურ ჩხეიძის სპექტაკლში მოქმედება კატალონიაში ვითარდება, თუმცა  გეოგრაფიული მდებარეობა და დრო მალევე გახდება უმნიშვნელო. აქ და ახლა, მიადევნებთ

ბერდია სიჭინავა - თუ ვინმეს კითხვის ნიშანი გაქვთ, რომ გიორგი გახარიამ განზრახ რომელიმე მთავარობის გადაწყვეტილება დამალა, კეთილი ინებეთ, მოიტანეთ ეს განკარგულება, დადეთ, გაასაჯაროვეთ და კითხვებზე პასუხები მოისმინეთ ჩვენგან (ვიდეო)

“თუ ვინმეს კითხვის ნიშანი გაქვთ, რომ გიორგი გახარიამ განზრახ რომელიმე მთავარობის გადაწყვეტილება დამალა, კეთილი ინებეთ, მოიტანეთ ეს განკარგულება, დადეთ, გაასაჯაროვეთ და კითხვებზე პასუხები მოისმინეთ ჩვენგან.”     ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/711455781137530/

TI: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მრჩევლად „ოცნებასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენი დაინიშნა

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჯდენ კუპრაშვილის მრჩეველად დანიშნული ვასილ ბაბლუანი „ქართულ ოცნებასთან“ და უჩა მამაცაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენია, აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“. ორგანიზაციამ შესაბამისი კვლევა დღეს, 13 თებერვალს გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ვასილ ბაბლუანი: 2018 წელს ბიზნესპარტნიორებთან ერთად იყო  „ოცნების“ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის კამპანიის შემომწირველი; არის „საპარტნიორო ფონდის“ და სახელმწიფო პ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალური მიწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციისგან მიიღო და შესაბამისად, მონაწილეობის მიღებას აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს პრეზიდენტმა ოფიციალური მიწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციისგან მიიღო და შესაბამისად, მონაწილეობის მიღებას აპირებს. 2024 წლის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში კიდევ ერთხელ განიხილება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევები. მიმდინარე წელს მიუნხენ

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით გასამართლებული მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი სასჯელს სახლში მოიხდის - მას საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, მსჯავრდადებულ გიგა გიგაშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებითაა გასამართლებული, სასჯელს სახლში მოიხდის. მას 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შინა პატიმრობითა და სპეციალური ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მიიღო. როგორც ვახტანგაშვილის ადვოკატმა კახა წერეთ

ნათია მეზვრიშვილი - გუშინ მთავრობის სხდომიდან ხელისუფლებამ და მისმა კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა დაიწყეს ტყუილების და სიყალბის მიზანმიმართული კამპანია, რომლის მიზანი ირაკლი კობახიძის კორუფციული ტვირთისგან გათავისუფლებაა

გუშინ მთავრობის სხდომიდან ხელისუფლებამ და მისმა კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა დაიწყო ტყუილების და სიყალბის მიზანმიმართული კამპანია, რომლის მიზანი ირაკლი კობახიძის კორუფციული ტვირთისგან გათავისუფლება და კორუფციის წინააღმდეგ თითქოსდა ოცნების ბრძოლის ყალბი დღის წესრიგის შექმნაა, - ამის შესახებ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, სახელისუფლებო პროპაგანდა, ნებსით თუ უნებლიეთ, აქტიურად გააგრძელ

შინაურ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვის, ევთანაზიის, გამრავლების, რეალიზაციის პირობების და საარსებო გარემოს სტანდარტების კუთხით კანონმდებლობა მკაცრდება და ახალი ტიპის სანქციები შემოდის

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი დაინიცირდა. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე და აპრობირებული მეთოდები ინერგება. ამასთან, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, პროექტი მათი სავალდებუ

ცხოველის მიტოვება ფიზიკური პირის 3000 ლარით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის 5000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს - ჯარიმები შემოდის ვაქცინაციის და სხვა სამკურნალო ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევაზეც

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტით წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის. კერძოდ, შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას - 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკურ

საცხოვრებელ კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მეზობლების თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. ასეთ შეზღუდვას “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით დაინიცირდა. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი,

მიხეილ დაუშვილი - „ოცნებას“ უნდა, ილუზია შექმნას, თითქოს კორუფციას ებრძვიან - კორუფცია რომ დაამთავროს, გამოძიება საკუთარი თავის წინააღმდეგ უნდა დაიწყონ და საკუთარი თავი დააკავონ

შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობით

მიხეილ დაუშვილი - „ოცნებას“ უნდა, ილუზია შექმნას, თითქოს კორუფციას ებრძვიან - კორუფცია რომ დაამთავროს, გამოძიება საკუთარი თავის წინააღმდეგ უნდა დაიწყონ და საკუთარი თავი დააკავონ

რომეო მიქაუტაძის და ლელა ჩიქოვანის გათავისუფლებას გვისაღებენ, თითქოს, კორუფციას რაღაც დაუნდობელი და უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადეს - ეს შეიძლება ჩაითვალოს, რაღაც ტიპის პიარულ აქტივობად, ვიღაცას შთაბეჭდილება შეუქმნა, რომ შენ კორუფციას ებრძვი - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც კორუფციის საკითხზე ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ოცნება“ არჩე

ნინო ჩხობაძე - ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველგან და ქმედებები კოორდინირებულად უნდა დაიგეგმოს, რომელი უწყება რას და როგორ აკეთებს - ამ დროისთვის მოქმედების სისტემა არ არსებობს

მე ვიტყოდი, რომ ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველგან და ქმედებები, რომლებიც უნდა დაიგეგმოს ახლა, უნდა იყოს დაგეგმილი არა კონკრეტულად ერთ უწყებაზე მიმაგრებით, არამედ კოორდინირებულად უნდა იყოს ყველა უწყება ჩართული, ვინ, რას და როგორ აკეთებს, - ამის შესახებ გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა. აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, ახალი ტერმინალის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა. უწყების ცნობით, კონკურსში მონაწილება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც პროექტირების სფეროში ოთხწლიანი გამოცდილება აქვს, ასევე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მომზადებული 2 000 მ²

“სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა” – საგამოძიებომ 45 წლის კაცი დააკავა

პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელსაც ბრალად  ედება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 45 წლის კაცმა ფარულად გადაიღო მისი და მისი პარტნიორი ქალის სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრები. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ იგი ქალს ემუქრებოდა ამ კადრების ნათესავებში გავრცელებით. “საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელე

“ტაილანდიდან ზესტაფონში მოტყუებით ჩამოიყვანა სამი პირი, აიძულა პროსტიტუციაში ჩართვა” – ტრეფიკინგში ბრალდებულს 12 წელი მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ პირს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, მსჯავრდებულმა ტაილანდიდან სამი ადამიანი მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში, ჩამოართვა პასპორტები და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში არსებულმა დასაქმების სააგენტომ ტაილანდის რესპუბლიკის სამი მოქალაქე, თითქოსდა ბ

Bloomberg - ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპულ ტურნეს გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში სამუშაო ვიზიტით დასავლეთ ევროპას ეწვიოს, - ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. ევროპული ტურნეს ფარგლებში ზელენსკი პარიზსა და ბერლინსაც ეწვევა. ასევე განიხილება ლონდონში ვიზიტის შესაძლებლობა. Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ზელენსკი გეგმავს ფოკუსირება მოახდინ

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - მივიღებთ ზომებს რუსეთის უკანონო აგრესიის მარცხის უზრუნველსაყოფად და მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ გააგრძელონ კოორდინაცია ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში და უახლოეს მომავალში ვაიმარი-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებული შეხვედრა გამართონ, - ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „საგანგებო დრო მოითხოვს საგანგებო ზომებს. ამ ფონზე, ჩვენი მიზანია გავხადოთ ევროკავშირი უფრო ერთიანი, ძლიერი, რათა შეძლოს და უპასუხოს დღევანდელ უსაფრთხოების გ
×
×
  • შექმენი...