Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ბექა ლილუაშვილი - ევროპარლამენტში არსებითად არაფერი შეცვლილა - „ქართული ოცნების“ მცდელობა, წარმოაჩინოს, თითქოს კონსერვატიული ძალების აწმყო დგება, არის მცდარი ნარატივი

ევროპარლამენტში არსებითად არაფერი შეცვლილა - „ქართული ოცნების“ მცდელობა, წარმოაჩინოს, თითქოს კონსერვატიული ძალების აწმყო დგება, არის მცდარი ნარატივი, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" წევრების განცხადებები აჩვენებს, რომ მათი ანალიზის უნარიც კი მოკლებულია ანალიტიკურ შესაძლებლობებს. "ჩვენ ვისმენთ "ქართული ოცნების" აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელ ანალიზს, რომელიც გადართულია, რაღაცა კონსერვატიული ძალების გაძლიერების

მიშა დაუშვილი - დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს უდიდესი მუხტი გადაითარგმნოს იმაში, რომ ჩვენ, ახალგაზრდებმა დავიცვათ არჩევნებზე ჩვენი ხმები და დავასრულოთ ერთკაციანი, ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყანაში (ვიდეო)

დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს უდიდესი მუხტი გადაითარგმნოს იმაში, რომ ჩვენ, ახალგაზრდებმა დავიცვათ არჩევნებზე ჩვენი ხმები და დავასრულოთ ერთკაციანი, ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყანაში. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი”საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1451840578799852/

2024-ის I კვარტალში უცხოური ინვესტიციები 64.4%-ით შემცირდა — საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ცნობით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2024 წლის I კვარტალ

საელჩოს ცნობით, 26 მაისის ღონისძიებაზე აშშ-ის მონაწილეობა ივანიშვილის განცხადებების გამო გაუქმდა

აშშ-ის საელჩოს ცნობით, 26 მაისის ღონისძიებაში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობა „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამო გაუქმდა. ამის შესახებ საელჩომ „პუბლიკას” კითხვის საპასუხოდ აცნობა. თავდაპირველად ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია „ფორმულამ”. მანამდე, 26 მაისს ფორმულას გადაცემა დროებაში აღნიშნეს, რომ დამოუკიდებლობის დღის სამხედრო მსვლელობაში ამერიკული კომპონენტი ამოღებული იყო. აშშ-ის განმარტებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რ

2025 წლიდან, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება

2025 წლიდან, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება. პარლამენტის ასიგნებების ზრდა დიდწილად დეპუტატთა ხელფასების ზრდამ განაპირობა, რის თაობაზეც მიღებული გადაწყვეტილება სწორედ 2025 წლიდან შედის ძალაში. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, პარლამენტის დაფინანსება "საკანონმდებლო საქმიანობის" ნაწილში 71.801.8 ლარით არის განსაზღვრული. დაგეგმილი ცვლილებებით კი, 2025 წლიდან 87.262.00 ლარი იქნება. საბიუჯეტო ასიგნებების ზრდასა და პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექ

TI: ანტიკორუფციულ კანონში შეტანილი ცვლილებები ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ანტიკორუფციულ კანონში შეტანილი ცვლილებები ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს და აუარესებს არსებულ წესებს. საუბარია, 2024 წლის 29 მაისს პარლამენტში მესამე მოსმენით მიღებულ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე.   პუბლიკა

ევროკავშირი არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნებს - სტანო

ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტან ოსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გამოეხმაურა: „ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ევროკავშირი მტკიცე რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში“, – წერს X-ზე ევროკომისიის პრესსპიკერი, პიტერ სტანო. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ეგრეთწოდებული საპარლამენტო არჩევნები

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები - არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს

ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები. უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. “ამ არჩევნებმა მოგვცა ორი გზავნილი. პირველი : უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის. ცენტრი მართავს. მაგრამ ისიც მართალია, რომ მემარცხენეებმა და მემარჯვენეებმა მხარდაჭერა მოიპოვეს და ამიტომაც შედეგი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. ჩვენ შეიძლება განსხვავებები გვაქვს ცალკეულ საკითხებში, მა

საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრიაში ულტრამემარჯვენე პარტიები ლიდერობენ

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა დარტყმა მიაყენა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, როგორ შეძლებენ ევროკავშირის მსხვილი სახელმწიფოები ბლოკში პოლიტიკის წარმართვას, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აიძულა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა, რომელიც 30 ივნისს გაიმართება. Reuters-ი წერს, რომ, მაკრონის მსგავსად, მტკი

საია - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებიდან მის მიღებამდე, ფიქსირდება შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა, სამართალდამცვებისგან სისტემური ძალადობა, თანამდებობის პირებისგან ძალადობის წახალისება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებიდან მის მიღებამდე, 2 თვის განმავლობაში, ფიქსირდება შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა; სამართალდამცველთა მხრიდან სისტემური ძალადობა; უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალადობის წახალისება; სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმების ინსტრუმენტალიზაცია პროტესტის მონაწილეთა დასაშინებლად,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სპეციალურ ანგარიშშია აღნიშნული სახელწოდებით - „საქართველო: ადა

ბექა ლილუაშვილი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე - ბავშვთა უფლებების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო, არის არაკონსტიტუციური

[ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს] ბავშვთა უფლებების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო, არის არაკონსტიტუციური - ყველაფერთან ერთად, ჩვენი გუნდი იმყოფება საპარლამენტო ბოიკოტირების რეჟიმში და ბუნებრივია, განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მთლიანად მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდაზეა მიმართული და "ქართულ ოც ებას" ბავშვთა უფლე

გახარიას კვირა ეპიზოდი #18 - საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილება უკვე მოახდინა (ვიდეო)

გახარიას კვირა ეპიზოდი #18 - საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილება უკვე მოახდინა    

ერთ თვეზე მეტია, ოჯახი თორნიკე დალაქიშვილს ეძებს

ერთ თვეზე მეტია, ოჯახი თორნიკე დალაქიშვილს ეძებს. ის, სავარაუდოდ, 25 აპრილს გაუჩინარდა.  „ოჯახთან და მეგობრებთან არ არის კონტაქტზე, არ ვიცით სადაა ან სად შეიძლება იყოს. პოლიცია საქმის კურსშია და ეძებს მაგრამ კვალზე ვერ გადიან“, - წერს მისი ცოლი, სალომე ქურასბედიანი.  „ხალხო, გაიზიარეთ გთხოვთ, ისე აზრი არა აქვს არც კომენტარებს, არც სმაილებს... რაც მეტი გაზიარება ექნება, მით მალე მივა ადრეს

აქციებზე ძალადობისთვის ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი არ მიუციათ პასუხისგებაში

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც აპრილ-მაისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციცელების ჩადენილ ძალადობას იძიებს, პასუხისგებაში ამ დრომდე არ მიუცია არც ერთი პოლიციელი. ამის შესახებ ირკვევა ინფორმაციიდან, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დღეს, 8 ივნისს გაავრცელა. აღნიშნულ ინფორმაციაში საუბარია რუტინულ საგამოძიებო მოქმედებებზე — რამდენი ადამიანი გამოკითხეს, რა დოკუმენტაცია ამოიღეს, რამდენი ადამიანი ცნეს დაზარალებულად, თუმცა კონკრეტული არაფერი

თბილისში მსუბუქი ავტომობილისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ვაკეში მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს გაჩერებაზე შეეჯახა. მათივე ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ipn

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება. „პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჩარლზ ფრიზთან ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. უკრაინის პრეზი

რუსეთში პირველად განადგურდა SU-57 – უკრაინის დაზვერვა

8 ივნისს რუსეთში, ასტრახანის ოლქში, ახტუბინსკის აეროდრომის ტერიტორიაზე, რომელიც საბრძოლო ხაზიდან 589 კილომეტრში მდებარეობას, მრავალფუნქციური გამანადგურებელი SU-57 განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. SU-57 მოსკოვის ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელია და როგოროც ურკაინის დაზვერვა იუწყება, რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებს ამ საბრძოლო თვითმფრინავის სულ რამდენიმე ერთეული ემსახურება. უკრაინის დაზვერვის ცნობით, ეს ისტორიაში SU-57-ის განაადგურების პირველი შემთხვევ

რუსმა სამხედროებმა ცხინვალთან კიდევ ერთი პირი დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავრცელებს. როგორც სუსი აცხადებს, გააქტიურეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონო

რუსეთთან სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე ვმუშაობთ - ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, სოხუმი და მოსკოვი ფსოუზე საზღვრის კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ. ბჟანიას თქმით, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რუსეთის მხარეს ბოლომდე იტვირთება, ამიტომ საფეხმავლო ხიდის აღდგენაზე მუშაობენ. თუმცა ბჟანია იმედოვნებს, რომ მომავალში სასაზღვრო-გამშვები პუნქტები რუსეთთან საჭირო აღარ იქნება. „ფსოუზე ძველი საფეხმავლო ხიდის აღდგენა საზღვრის კვეთას გაამარტივებს. მაგრამ დროთა განმავლობაში მოველი, რომ მ

აქციების დროს პოლიციის მხრიდან დარღვევებზე 138 შეტყობინება მივიღეთ, დაზარალებულად ცნობილია 10 პირი - საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აპრილ-მაისში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ აქციების მიმდინარეობისას სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების ფაქტზე 138 შეტყობინება მიიღეს და უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყეს. „გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 137 პირი (13 ჟურნალისტი), ხოლო 78 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა (ამ დროისთის მხოლოდ 1 ექსპერტიზის დასკვნაა მოსული)“, –

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს სრულდება

დღეს ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო დღეს, კენჭისყრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და პოლონეთში იმართება. ევროპელმა ამომრჩევლებმა ტრანსნაციონალურ პარლამენტში 720 დეპუტატი უნდა აირჩიონ. The Guardian-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები მიანიშნებს, რომ პროევროპული ჯგუფები უმრავლესობას შეინარჩუნებენ, მაგრამ მათი გავლენა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ნაციონალისტური და ულტრამემარჯვენე პარტ
×
×
  • შექმენი...