Jump to content
Planeta.Ge

Blogs

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას, სავარაუდოდ, კვლავ წარადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, დიდი ალბათობით, ის ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას კვლავ წარადგენს. როგორც კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, რადგან ელოდება, თუ რა სახეს მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება. „საკანონმდებლო მოწესრიგება როგორიც არ უნდა იყოს, მისი შეფასება პოლიტიკოსების და სხვადასხვა ჩართული მხ

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 16-18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფ

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, 16 თებერვალს, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, 16 თებერვალს, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება. სამუშაო შეხვედრას დაესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრა პარლამენტში 11:00 საათზეა ჩანიშნული. 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი ასეთი შეხვ

სააპელაციომ გააუქმა განჩინება, რომლითაც შსს-ს ჩემს პოსტზე სხვა პირის დანიშვნა ეკრძალებოდა - რაზმაძე

შსს-ს ყფილი თანამშრომელი გოგა რაზმაძე წერს, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც შსს-ს ეკრძალებოდა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის უვადოდ დანიშვნა. „სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, უახლოვეს პერიოდში გამოჩნდება, აღნიშნულს რა ,,მსუსხავი” ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. მე რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ჩემი უფლებების დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით“, – წერს ის. საქალაქო

„სახლებში არ გვიშვებენ" — ობსერვატორიის თანამშრომლების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს

აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშომლების და მათი ოჯახის წევრების თქმით, მათ და/ან მათი ოჯახის წევრებს საკუთარ სახლებში არ უშვებენ, მიზეზად კი „მასშტაბურ მშენებლობას” ასახელებენ. თუმცა, აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე „არავითარი მასშტაბური მშენებლობა არ მიმდინარეობს”. როგორც ყვებიან, ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აბასთუმანში,  ე.წ. მთა ყანობილის ტერიტორიაზე. აქ რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი და კერძო ბინაა, სადაც ობსერვატორიაში მომუშავე ადამიანების ოჯახის წევრები პერიოდულად ცხოვ

მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა

მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუკზე დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ დაწერა. “ქართული კინოს მშვენება, ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გამოსვენება კვირას, წინამძღვრიშვილის 112”, — წერს ხერხეულიძე. ხათუნა კოტრიკაძე ფართო საზოგადოებამ გაიცნო ეკა ბერიძის როლით ფილმიდან “მხიარული რომანი”. ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში — “მოიტაცეს თამარ ქალი” და “მეთხუთმეტე გაზაფხული”. ნეტგაზეთი

კიევის ცნობით, ჩაძირული რუსული გემის „ეკიპაჟის დიდი ნაწილი ვერ გადარჩა“

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, 14 თებერვლის დილით ჩაძირული გემის, „ცეზარ კუნიკოვის“ ეკიპაჟის უმრავლესობა ვერ გადარჩა. „ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. შედეგი არის. მტრის გემი განადგურებულია და შეკეთებას არ ექვემდებარება. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის დიდი ნაწილი ვერ გადარჩა“, – ციტირებს უწყების პრესსპიკერ ანდრიი იუსოვს „უკრაინსკა პრავდა“. მისივე თქმით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ზუსტდება. გემის ჩაძირვის შესახებ უკრაინამ 14 თებერვალს განაცხადა. არ

კირილ ბუდანოვი - F-16-ების საკითხი მოგვარებულია - იმედი მაქვს, ისინი უკრაინის ცაზე გაზაფხულზე გამოჩნდებიან

უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების მიწოდების საკითხი უკვე მოგვარებულია, ისინი მალე უკრაინის ცაზე უნდა გამოჩნდნენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. „რაც შეეხება F-16-ებს, საკითხი მოგვარებულია, ვფიქრობ, ეს ყველამ იცის. „რამშტაინზე“ საუბარი იყო დეტალებზე, მაგრამ ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა: გადაცემა, ინფრასტრუქტურის მზადყოფნა, ამ თვითმფრინავების მომსახურებისთვის მზადყოფნა, აეროდრომებისა და საავიაციო პერსონალი

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა და 3 ახალი კლინიკა დაემატა

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება. მათივე ცნობით, ახლახან, პროგრამა გაფართოვდა 3 ახალი კლინიკა დაემატა - ბენეფიციარებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას „ა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი - რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად არის შექმნილი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი მაიკ ტერნერი აცხადებს, რომ რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად არის შექმნილი. მისი თქმით, ეს სერიოზული საფრთხეა აშშ-ის ეროვნული უშიშროებისთვის. ამასთან, ტერნერი ჯო ბაიდენისგან ითხოვს, რომ პრეზიდენტმა გრიფი „საიდუმლო“ მოხსნას ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საფრთხეს უკავშირდება, რათა კონგრესმა ღიად შეძლოს საჭირო ნაბიჯების განხილვა. დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელის ინფორმ

პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, „მურუსიძე-ჩინჩალაძის გავლენის ჯგუფისგან სისტემის გასათავისუფლებლად“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა, ხოლო ელიტური კორუფციის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს

პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა მურუსიძე-ჩინჩალაძის და მათი გავლენის ჯგუფისგან სისტემის გასათავისუფლებლად, მათ შორის, დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი პოლიციის კონცეფციაზე და დაიწყოს გამოძიება ელიტური/პოლიტიკური კორუფციის თითოეულ ფაქტზე. როგორც „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ამ კონკრეტული წინადადებების განხორციელებით, რითაც ისინი მმართველ პარტიას მიმართავენ, შესრულდება ევროკავშირის 9 რეკომენდაცია, საქართველო

ოსტინი: ეჭვი არ შეგეპაროთ, აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-19 სხდომაზე განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პრინციპული ბრძოლის მხარდაჭერას. „კრემლი კვლავ დებს ფსონს იმაზე, რომ ჩვენ, ყველა დავკარგავთ ინტერესს უკრაინისადმი, რომ ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდება და შემცირდება, თუმცა მე მტკიცედ ვარ განწყობილი, როგორც არასდროს და ვიცი, რომ თქვენც. ეს საკონტაქტო ჯგუფი რჩება მტკიცე, შეუპ

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია

დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, გიორგი მამალაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა და ის ოჯახში იმყოფებოდა. ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9- წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იპნ

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ იმდენად მყარად ვდგავართ სიმართლეზე, “ოცნება” კი არა, ათი “ოცნება” და ივანიშვილი რომ დაემატოს და დაგვიწყოს ბრძოლა, ვერ გაგვაჩერებენ! კორუფციასთან ბრძოლას და მის ამ ქვეყანაში დამარცხებას, ჩვენ ბოლომდე გავიყვანთ!

“ჩვენ იმდენად მყარად ვდგავართ სიმართლეზე, “ოცნება” კი არა, ათი “ოცნება” და ივანიშვილი რომ დაემატოს და დაგვიწყოს ბრძოლა, ვერ გაგვაჩერებენ! კორუფციასთან ბრძოლას და მის ამ ქვეყანაში დამარცხებას, ჩვენ ბოლომდე გავიყვანთ!” ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1594092931349717/

მიშა დაუშვილი - რაც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ კობახიძე არ იყო კორუფციონერი, ტყუილია, რადგან ეს კობახიძე იყო იმ პარტიის თავმდჯომარე, რომელიც კორუფციულ სქემებშია ჩაფლული

"ოცნებამ" ზუსტად იცის, რომ კორუფცია ჩვენი მოქალაქეებისთვის მიუღებელია, ამიტომ ცდილობს ყველანაირად ჩამოირეცხოს. რაც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ კობახიძე არ იყო კორუფციონერი, ტყუილია, რადგან ეს კობახიძე იყო იმ პარტიის თავმდჯომარე, რომელიც კორუფციულ სქემებშია ჩაფლული.  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/774215501238228/

მიშა დაუშვილი - რა საინტერესო თანხვედრაა, ტვ პირველმა გამოითხოვა ინფორმაცია და მთავარობა, რომელიც როგორც წესი ასეთ სენსიტიურ ინფორმაციებს არ გასცემს, ოპერატიულად პასუხობს ტვ პირველს, როდესაც საქმე ეხება გახარიას და მისი გუნდის რაიმე ფორმით დისკრედიტირებას

“რა საინტერესო თანხვედრაა, ტვ პირველმა გამოითხოვა ინფორმაცია და მთავარობა, რომელიც როგორც წესი ასეთ სენსიტიურ ინფორმაციებს არ გასცემს, ან თუ გასცემს, გასცემს ძალიან გვიან, მთავრობა, რომელიც პარლამენტარების სადეპუტატო კითხვას კონსტიტუციით დადგენილ ვადაში კი არა, საერთოდ არ პასუხობს, რამდენად სწრაფად და ოპერატიულად პასუხობს ტვ პირველს, როდესაც საქმე ეხება გახარიას და მისი გუნდის რაიმე ფორმით დისკრედიტირების ან დაზიანების მცდელობას.” მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “სა

კახაბერ ქემოკლიძე - გიორგი გახარიას კორუფციასთან ბრძოლა, კორუფციასთან დამოკიდებულება რითი იზომება იცით? მისი და მისი გუნდის წევრების ქონებრივი დეკლარაციებით (ვიდეო)

“გიორგი გახარიას კორუფციასთან ბრძოლა, კორუფციასთან დამოკიდებულება რითი იზომება იცით? მისი და მისი გუნდის წევრების ქონებრივი დეკლარაციებით.”    კახა ქემოკლიძე, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/952146202919104/

რა რაოდენობის რუსული საკვები და სასმელი პროდუქტი შემოდის საქართველოში

საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტში რუსეთი პირველ ადგილზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში ჯამში 1,629 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია (საკვები/სასმელი) შემოვიდა, საიდანაც 26,2% რუსეთზე მოდის, შესაბამისად, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია. შარშან რუსეთიდან საქართველომ 427,451 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი შეიძინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსეთი პირველ ადგილს 2012 წლიდან არ თმობს, მანამდე პირველ ადგილს უკრაინა იკავებდა. სტატისტიკის მიხედვით, თუ 20

გურიაში ეროვნული პარკი შეიქმნება - ტერიტორია 15 310 ჰექტარს მოიცავს

გურიაში ეროვნული პარკი შეიქმნება. აღნიშნულს გულისხმობს მთავრობის მიერ „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი. პროექტის წარდგენა პარლამენტში გასული წლის მიწურულს მოხდა და ახლა მისი საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს. კანონპროექტის მიღების შედეგად, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობს მიენიჭება ეროვნული პარკის სტატუსი და შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია გურიის ეროვნული პარკი.

აშშ-მ უარი თქვა პუტინთან მოლაპარაკებაზე უკრაინის გარეშე – „როიტერსი“

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკულ მხარეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და ფრონტზე ამჟამინდელი ვითარების შენარჩუნება შესთავაზა, იტყობინება „როიტერსი“ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ 2023 წლის ბოლოსთვის პუტინმა საჯაროდ, და ასევე საიდუმლოდ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შუამავლების მეშვეობით, გადასცა ვაშინგტონს შეტყობინება, რომ მზადაა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა განიხილოს, ოღონდ, მხოლოდ იმ პირობით, რომ რუსეთი უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებს. „როიტერსის“ ამ

„ლაგუნა ვერესთან“ ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ - მოეწყობა დამატებითი სამოძრაო ზოლი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გმირთა მოედნის მიმდებარედ, სანაპიროზე ჩამსვლელ საგზაო მონაკვეთში დამატებითი ზოლი მოეწყობა. მისი თქმით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული სამი ბენზინგასამართი სადგურის მესაკუთრეებთან ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. მისი თქმით, ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟის შემდეგ, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური საგზაო სამუშაოებს დაიწყებს.

ასაფეთქებელზე სავარაუდო ინფორმაციის გამო, ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან დაეშვა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მათი განცხადებით, მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. აეროპორტი წერს, რომ ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ. პუბლიკა

მიხეილ დაუშვილი - „ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, რომ კორუფცია ჩამოირეცხოს, მაგრამ ვერ ჩამოირეცხავენ - რაც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ კობახიძე კრისტალურად სუფთაა, ტყუილია

„ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, რომ კორუფცია ჩამოირეცხოს, მაგრამ ვერ ჩამოირეცხავენ - რაც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ კობახიძე კრისტალურად სუფთაა, ტყუილია, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, "ქართული ოცნება ცდილობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან შეგვიქმნას სახე, თითქოს ის არის სუფთა, თუმცა ის პარტიის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი იყო და ყველა პროცესში მონაწილეობდა, რაც ქვეყანაში ხდებოდა.
×
×
  • შექმენი...