Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ლაშა ბექაური ოლიმპიადის ფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) ფინალშია. ნახევარფინალში ლაშა ბექაურმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი დაამარცხა. ფინალში ბექაური იაპონელ საშირო მურაოს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10

შუქრუთის პროტესტის 3 მონაწილეს ბრალი წაუყენეს

პროკურატურამ „მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ორგანიზებული მოქმედების“ ბრალდებით ჭიათურის სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, 2024 წლის მარტიდან ბრალდებულებმა, სხვა პირებთან ერთად, ორგანიზებულად მოახდინეს შპს „მაღაროელის“ კუთვნილი კუკოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება. „ისინი მაღაროების შესასვლელების წინ იმყოფებიან და მუშა-მოსამსახურეებს მაღაროებში შესვლის და მუშაობის საშუალებას არ აძლევე

პირველი სექტემბრიდან მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

პირველი სექტემბრიდან მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მერიამ შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობის პირობებს განსაზღვრავს. „საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა შესაბამის კანონებში და საავტობუსო ზოლში დაუშვა მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობა. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის

საია: „ეროვნული მუზეუმიდან“ უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა სასამართლოში დავა მოიგო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან“ უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა სასამართლოში დავა მოიგო. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე – სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. სასამართლომ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ მიერ გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო, ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 5 000 ლარის ანაზღაურება. გა

აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირ დახმარებას აჩერებს

საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ამასთან, ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სა

ლაშა ბექაური ოლიმპიადის ნახევარფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90კგ) მეოთხედფინალში გაიმარჯვა და ნახევარფინალში გადავიდა. მეოთხედფინალში ბექაურმა სამხრეთ კორეელი ჯუიეოპ ჰანი იპონით დაამარცხა. შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თ

"ჩვენ სტერეოტიპები დავამსხვრიეთ... ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისგან გვერდში დგომა გვინდოდა გვეგრძნო" - ქალთა ნაკრების მეკარე თეატრალურიდან, რომელიც მალე შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზე ვიხილოთ

ახ­ლა­ხან სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია - გო­გო­ნე­ბი სამ სა­უ­კე­თე­სო მე­ო­რე­ად­გი­ლო­სანს შო­რის მოხ­ვდნენ და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის პლეი ოფში ირ­ლან­დი­ას­თან ითა­მა­შე­ბენ. პლეი ოფის მატ­ჩე­ბის პირ­ვე­ლი რა­უნ­დი შე­მოდ­გო­მა­ზე, 23 -29 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ში მი­ი­ღებს მ

ჰამასის ლიდერი ავიაციის მიერ ნასროლი ჭურვით მოკლეს – ირანის სახელმწიფო მედია

ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია ავიაციის მიერ ნასროლი ჭურვით ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, თავდასხმა ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე განხორციელდა. ჰანია ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა და ვეტერანებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ რეზიდენციაში რჩებოდა, რომელიც თეირანის ჩრდილოეთში მდებარეობს. სწორედ იქ განხორციელდა აფეთქება. IRNA-ს თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება მომხდარი

„კორუფციისა და ბოროტი გავლენების მთავარი კვანძის" მოსაგვარებლად, ჰელსინკის კომისია ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვს

ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს „საქართველოში კორუფციისა და ბოროტი გავლენების მთავარი კვანძის” პრობლემის მოსაგვარებლად, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ინდივიდუალური დასანქცირებისკენ მოუწოდებს. კომისია აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ უნდა ზღუდავდნენ ქართველი ხალხის ნებასა და თავისუფლებას. 26 ივლისით დათარიღებულ წერილს ხელს აწერენ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი ჯო უილსონი, დემოკრატი სტივ კოენი, რესპუბლიკელი რიჩარდ ჰადსონი და დემოკრატი მარ

განიხილება სანქციები მათ წინააღმდეგაც, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია მხილებული - ო'ბრაიენი

მასალა მომზადებულია  „ამერიკის ხმის“ მიერ. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, საქართველოში სანქციები შეიძლება დაუწესდეთ არა მხოლოდ მათ,  ვინც კორუფციით სარგებელს იღებს, ასევე მათ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია მხილებული. ამის შესახებ ო’ბრაიენმა შეერთებული შტატების სენატში მიმდინარე მოსმენაზე განაცხადა. რას ამბობს ო’ბრაიენი? „როგორც ჩანს, საქართველოში არის ელიტები, რომლებიც თითქოს სხვა მოსახლეობას ხედავენ.

მიხეილ დაუშვილი - მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს უთხრა, მტყუანი ხარო - ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რვა წელი დაკარგა?

მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს უთხრა, მტყუანი ხარო - ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რვა წელი დაკარგა? - ეს განცხადება მედიასთან პარტიას "საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გააკეთა. კითხვაზე, სახელმწიფომ მამუკა ხაზარაძისგან უნდა მოითხოვოს თუ არა 600 ათასი დოლარის გადახდა, დაუშვილმა განაცხადა, რომ თუ სახელმწიფომ ხარჯი გასწია, ლოგიკურია, რომ ხარჯი წაგებულმა მხარემ აანაზღაუროს. "ამაში გასაკვირი რა არის?

Reuters - ირანის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი შეძახილების - „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“ ფონზე დადო

ირანის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი შეძახილების, „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“, ფონზე დადო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ შევეცდებით მსოფლიოსთან ღირსების, სიბრძნისა და მიზანშეწონილობის საფუძველზე კონსტრუქციულად და ეფექტურად ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. Reuters-ის ცნობით, ინაუგურაციის ცერემონიაზე შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ ისმოდა. „ისინი, ვინც იარაღს მათ აწ

მიხეილ დაუშვილი - ის რაც ვიხილეთ, მძიმე სანახავი იყო, მაგრამ არ გამიკვირდა! - ეს ის ირაკლი კობახიძეა, რომელიც აშშ-ს მტრად მოიხსენიებს და ადანაშაულებს იმაში, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა

ის რაც ვიხილეთ, მძიმე სანახავი იყო, მაგრამ არ გამიკვირდა! - ეს ის ირაკლი კობახიძეა, რომელიც აშშ-ს მტრად მოიხსენიებს და ადანაშაულებს იმაში, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა, - ასე გამოეხმაურა პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი მიხეილ დაუშვილი საქართველოს პრემიერ - მინისტრის ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ყოფნას, სადაც შეძახილები "სიკვდილი ამერიკას", "სიკვდილი ისრაელს" ისმოდა. დაუშვილის შეფასებით, ტრაგედიაა არა ირანში ჩასვლა, არამედ ქვეყნის მეგობრების მტრებად გამ

დანიამ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა – ბიუჯეტი 28 მლნ ლარი იყო

დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 71.5 მილიონი დანიური კრონა (28 მლნ ლარზე მეტი) იყო. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილიდან ხდება ცნობილი, რომელიც პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას მისი კითხვის პასუხად გამოუგზავნეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს დანიის საელჩოშიც. როგორც თეონა აქუბარდიასთვის გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, 2024 წლის ივნისში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე

ტატო გრიგალაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიადის ფინალში ქართველი სპორტსმენი ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა. გრიგალაშვილის ვერცხლი საქართველოს ნაკრებისთვის პირველი მედალია პარიზის ოლიმპურ თამაშებზე. ინფორმაციისთვის, პირველ წრეში გრიგალაშვილი მოლდოველ მიხაელ ლატიშევს დაუპირისპირდა. მოლდოველმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ ტურნი

ბექა ლილუაშვილი - ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა ამ ქვეყანაში დამარცხდეს “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთად, როგორც ერთმანეთის გამაძლიერებელი და სულის ჩამდგმელი ორი პოლიტიკური ძალა

"ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა ამ ქვეყანაში დამარცხდეს “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთად, როგორც ერთმანეთის გამაძლიერებელი და სულის ჩამდგმელი ორი პოლიტიკური ძალა." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/997742485384257/

ბექა ლილუაშვილი - ხაზარაძემ ანაკლიის პორტი შიდა პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოიყენა, ახლა კი ივანიშვილი იყენებს გარე პოლიტიკური ვაჭრობისთვის - ერთადერთი, ვინც არ ვაჭრობდა ამ თემით, იყო გიორგი გახარია და მისი გუნდი

"ხაზარაძემ ანაკლიის პორტი შიდა პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოიყენა, ახლა კი ივანიშვილი იყენებს გარე პოლიტიკური ვაჭრობისთვის. ერთადერთი, ვინც არ ვაჭრობდა ამ თემით, იყო გიორგი გახარია და მისი გუნდი. სწორედ ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებმაც ინვესტორები მოიძია, კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა და ცდილობდა საქმე წინ წაეყვანა." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1036949931155180/

დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხმაური და დაპირისპირებაა

დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა. მოვაჭრეებსა და ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოვაჭრეების განცხადებით, შეიტყვეს, რომ სავაჭრო ობიექტი 6 თვით სარემონტო სამუშაოების გამო იხურება. მოვაჭრეების განცხადებით, ისინი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან და მერიამ ალტერნატიული ტერიტორიაც არ შესთავაზა, სადაც მუშაობას გააგრძელებენ. აქციის მონაწილეებმა დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე გზაც გადაკეტეს, რომელ

ნათია მეზვრიშვილი - მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება შალვა პაპუაშვილის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიისას, ოპოზიციის მიმართ ზონდერების გამოყენებით დაანონსებულ ძალადობაზე - „ოცნება“ ამნისტიის სანაცვლოდ ზონდერებს გაურიგდა

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ წინასაარჩევნო კამპანიისას სავარაუდო დანაშაულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, „ოცნება“ წინასწარ გაურიგდა ზონდერებს, რომ მათ ამნისტიას შეახებდა იმ გათვლით, რომ შემდეგ ისინი წინასაარჩევნოდაც გამოეყენებინა. მეზვრიშვილის განცხადებით, „მალევე, საზოგადოებამ იხილა პ

მიხეილ დაუშვილი - ჩვენს გუნდს ხაზარაძის ბოდიში არ გვჭირდება, მან ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ ატყუებდა

"მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის თემაზე არბიტრაჟი წააგო, სადაც იგი ჩვენს ქვეყანას 5 მილიარდ ლარს ედავებოდა. ადამიანმა, რომელმაც მთელი თავისი 4 წლიანი პოლიტიკური პიარკამპანია ამ ტყუილებზე ააგო და ჩვენ გვადანაშაულებდა, გუშინ ამ ტყუილებს საერთაშორისო არბიტრაჟმა წერტილი დაუსვა. ჩვენს გუნდს მისი ბოდიში არ გვჭირდება, მან ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ ატყუებდა." მიხეილ დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია. მერვედფინალში გრიგალაშვილი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.   იპნ

“ხაზარაძეს მოუწევს, ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს.” - ბექა ლილუაშვილის კომენტარი ხაზარაძის წაგებულ არბიტრაჟზე (ვიდეო)

“ხაზარაძეს მოუწევს, ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს.” - ბექა ლილუაშვილის კომენტარი ხაზარაძის წაგებულ არბიტრაჟზე ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2376212562586904

თეონა აქუბარდიას თქმით, დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა

პარლამენტის წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო დახმარება შეწყვიტა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 71.5 მილიონ დანიურ კრონას შეადგენდა. როგორც აქუბარდიამ განმარტა, ამის შესახებ საუბარია მისი წერილის პასუხად, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წერილში. აქუბარდიას თქმით, წერილის თანახმად, დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რაც არის ძლიერი ორმხრივი კა
×
×
  • შექმენი...