Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები


Recommended Posts

В Дагестане из-за взрыва прервано движение поездов

 

 

В Дагестане на перегоне, где произошел подрыв железнодорожного полотна, остановлено движение поездов. Об этом сообщает пресс-служба ОАО "Российские железные дороги".

 

В настоящее время на месте происшествия работают сотрудники ОАО "РЖД", правоохранительных органов и экстренных служб.

 

Как отметили в ОАО "РЖД", железнодорожное полотно было подорвано сегодня в 6:05 мск на перегоне Избербаш-Инчхе Махачкалинского отделения Северо-Кавказской железной дороги. В это время по перегону следовал пассажирский поезд N374 сообщением Тюмень-Баку.

 

По предварительным данным, жертв и пострадавших нет.

 

Напомним, 27 ноября на перегоне Алешинка-Угловка в результате взрыва железнодорожного полотна потерпел крушение "Невский экспресс". Разрушение путей привело к сходу с рельсов двух последних вагонов – они скатились с насыпи, перевернувшись несколько раз, и врезались один в другой. По последним данным, теракт унес жизни 25 человек, более 90 получили ранения, еще шестеро пассажиров поезда считаются пропавшими без вести.

 

 

30 ноября 2009г.

http://top.rbc.ru/incidents/30/11/2009/349...l?from=startqip

 

 

არეულობაა დანიის სამეფოში :hello:

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მიხეილ სააკაშვილი - თბილისი საცხოვრებლად ევროპაში ყველაზე კომფორტული მილიონიანი ქალაქი იქნება

 

01 / 12, 2009 19:49

 

თბილისი საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული მილიონიანი ქალაქი იქნება ევროპაში. ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს რკინიგზის სადგურში განთავსებული სავაჭრო ცენტრის ~თბილისი ცენტრალის~ საპრეზენტაციო ღონისძიებაზე გააკეთა.

მისი თქმით, ამისთვის მრავალი პროექტი ხორციელდება და მომავალ წელსაც გაგრძელდება. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს ვაკესა და საბურთალოს ნაწილში საცობების პრობლემაც მოიხსნება, ამასთანავე, განახლდება მეტროს სადგურების მშენებლობა და თბილისის მეტროპოლიტენს მინიმუმ ორი ახალი სადგური დაემატება.

უახლოეს დღეებში იწყება თბილისის ერთ-ერთი ძველი უბნის მარჯანიშვილის მთელი პერიმეტრის რეაბილიტაცია. ბოლომდე იქნება მიყვანილი ძველი თბილისის რეაბილიტაცია. პრეზიდენტმა ისაუბრა ახალ ესტაკადებსა და ავტობანებზე, რაც, მისი თქმით, სრულად შეცვლის საქართველოს გეოგრაფიას.

“მე ვარ რეალისტი და ბევრად იმაზე მეტად რეალისტი, ვიდრე ზოგიერთს ჰგონია. ეს ახალი პროექტები ახლა არ ჩანს და სოკოებივით მიწისქვეშაა, მაგრამ მე ვარ ის მიწისმთხრელი, ვინც იცის მიწისქვეშ რა არის და ეს ყველაფერი უცებ ამოვა და გაიფურჩქნება”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“ მოინახულა, სადაც ცნობილი ბრენდების მაღაზიები, სწრაფი კვების ობიექტები და სხვადასხვა ტიპის გასართობი ცენტრები განთავსდება.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"კავკასიელი მოჯაჰედები" კავკასიის დეოკუპაციამდე რუსეთში ტერაქტების შეწყვეტას არ აპირებენ

13:56 - 02.12.2009

"ნევის ექსპრესის" აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "კავკასიელმა მოჯაჰედებმა" აიღეს. "ბოევიკების" მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მატარებლის აფეთქება "იმარატ კავკასის" პოლიტიკის მიმდევრის დოკა უმაროვის ბრძანებით განხორციელდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტერაქტი რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმის ოპერაციის ფარგლებში სპეციალურმა დივერსიულმა ჯგუფმა განახორციელა. "მსგავსი ტერაქტები გაგრძელდება მანამ, ვიდრე კავკასიის დეოკუპაცია არ მოხდება და ოკუპანტები კავკასიაში რელიგიური ნიშნით მუსლიმანების მკვლელობებს არ შეწყვეტენ. ამასთან, ვეცდებით, გავექცეთ მსხვერპლს შეუიარაღებელ მოსახლეობაში", - ნათქვამია განცხადებაში.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...74&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას განიხილავენ

 

03 / 12, 2009 11:23

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას განიხილავენ ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტერიალი ბრიუსელში დღეს გაიხსნება, რომლის ფარგლებშიც, ალიანსის შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაა დაგეგმილი.

სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გარდა, საქართველოს მიერ ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს განიხილავენ.

მინისტერიალზე დასასწრებად ათენიდან ბრიუსელში უკვე გაემგზავრა საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მთავარი მომხსენებელი იქნება. ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ ვაშაძე რომში გაემგზავრება.

ამასთან, ხვალ ბრიუსელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ალიანსის გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის შეხვედრაა დაგეგმილი.

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2009

• მამუკა ღლონტი ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას არ უერთდება

• ნინო ბურჯანაძე - “უზნეობა იქნებოდა “ბრონეჟილეტით” გავძღოლოდი დაუცველ ახალგაზრდებს, მიშას კი ეცვა - თქმას არც ვაპირებდი, მაგრამ მიბიძგებენ”

• სანგრები თბილისის გარშემო - თავდაცვის სამინისტრო დედაქალაქის დაცვის გეგმას ამუშავებს

 

მამუკა ღლონტი ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას არ უერთდება

 

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაზე ხელმოწერა და ქარტიის მარეგულირებელი საბჭოს არჩევა დღეს სასტუმრო “რედისონში” მოხდება. ქარტიის მიზანია ჟურნალისტური ეთიკის ნორმებისა და თვითრეგულაციის მექანიზმების შექმნა და მათი დამკვიდრება, ასევე პროფესიული სტანდარტის დამკვიდრება და საზოგადოების ნდობის ამაღლება მედიის მიმართ. გუშინ ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ღლონტმა ჟურნალისტების ეთიკის ქარტიას “სისულელე” უწოდა და განაცხადა, რომ ის ქარტიას ხელს არ მოაწერს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას ხელი დღეს მოეწერება / ღლონტი: “ამ ქარტიას არ შევუერთდებით, ეს საბავშვო თამაშად მეჩვენება”.

“ქარტია, რომელიც ჟურნალისტების თვითრეგულირების მექანიზმია, ქართველი ჟურნალისტებისა და ევროპელი ექსპერტების ერთობლივი 18-თვიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა. ქარტიის პრინციპები მთლიანად ევროპის საბჭოს “ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის” მე-10 მუხლსა და “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” მიერ აღიარებულ “ჟურნალისტების ქცევის პრინციპების დეკლარაციას” ეფუძნება. ეს პრინციპები პროფესიული ქცევის სტანდარტად დამკვიდრდა იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მოიპოვებენ, გადასცემენ და ავრცელებენ ინფორმაციასა და კომენტარებს მიმდინარე მოვლენებზე. ქარტიის შექმნის გარდა, ქარტიაზე ხელმომწერი ჟურნალისტები დღესვე თავად დააფუძნებენ ასოციაციას. გარდა ამისა, აირჩევენ საბჭოს, რომელიც როტაციის წესით 3 თვეში ერთხელ შეიცვლება. საბჭოს წევრები დააკვირდებიან, რამდენად იცავენ ქარტიის პრინციპებს ხელმომწერი ჟურნალისტები. მონიტორინგის საბჭო ანგარიშს ყოველთვიურად გამოაქვეყნებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს იქნება არჩევნები, სადაც ყველას ექნება უფლება საკუთარი სურვილის მიხედვით ღიად დაასახელოს კანდიდატები. ეს იქნება აბსოლუტურად სპონტანური პროცესი და ვერავინ იტყვის, რომ პირადად მე ან ჩვენი ორგანიზაციის რომელიმე თანამშრომელმა რამე მოლაპარაკებები გავმართეთ ვინმესთან, როგორ უნდა დაკოპლექტდეს ეს 9-კაციანი საბჭო. ყველა იმ კანდიდატს მისცემს ხმას, რომელსაც ის მიიჩნევს თავისთვის მისაღებად და საჭიროდ, ხოლო თუ არ იცნობს კანდიდატს რომელიმე ჟურნალისტი ან არ ენდობა მას, შეუძლია საერთოდ არ მისცეს ხმა არავის. 6 საათზე დაიწყება ქარტიის ოფიციალური დაფუძნების ცერემონიალი, სადაც ძალიან საპატიო სტუმრები იქნებიან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიიდან. ეს იქნება დღე, როცა ქარტიისა და მისი მუშაობისთვის ყველა საჭირო ნიუნსი და დეტალი გადაწყდება”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჟურნალისტი ია ანთაძე.

“ამ ქარტია არ შევუერთდებით. ეს საბავშვო თამაშად მეჩვენება. იქ რაც წერია, ეს ისედაც ისე უნდა იყოს, მას ხელმოწერა არ სჭირდება. ის ჟურნალისტები კი, რომლებიც იტყუებიან და მალავენ ინფორმაციას, ქარტიაზეც მოაწერენ ხელს და დედასაც დაიფიცებენ, რომ ობიექტური იქნებიან, მაგრამ პრაქტიკაში სხვაგვარად მოიქცევიან. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დააყენოთ ქართველი ქალები და მოაწერინოთ ხელი ქალის ქარტიაზე ან პატიოსნების ქარტიაზე, დაადებინოთ პირობა, რომ ცირკთან არ დადგებიან არასდროს, მოაწერენ ამაზე ხელს? ზუსტად იგივე წერია ამ ქარტიაში - რომ არ მოიტყუება ჟურნალისტი და ა.შ. ბოლო ვარიანტი არ წამიკითხავს ქარტიის, მაგრამ რაც წავიკითხე, სწორედ ეს ეწერა იქ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “მაესტროს” გენერალური დირექტორი მამუკა ღლონტი.

 

ნინო ბურჯანაძე - “უზნეობა იქნებოდა “ბრონეჟილეტით” გავძღოლოდი დაუცველ ახალგაზრდებს, მიშას კი ეცვა - თქმას არც ვაპირებდი, მაგრამ მიბიძგებენ”

 

“ამ ქვეყნის პრობლემა არის პრეზიდენტი. ილუზიაა, როცა ფიქრობენ, რომ მერის არჩევნებით სისტემის დემოტაჟს დავიწყებთ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სააკაშვილი 2013 წლამდე უნდა დარჩეს და ნელ-ნელა მოვახდინოთ ცვლილებები, ცდება. გეუბნებით, ამ ხელისუფლების ხელში რისკი - ქვეყანაში მოხდეს კატასტროფა, დიდია. ხალხო, შეხედეთ პრეზიდენტს, მოუსმინეთ მას, გააანალიზეთ მისი ქმედებები - დენთის კასრზე ვზივართ და რა წუთში გაკრავს ეს ადამიანი ასანთს ხელს, არავინ იცის!” - აცხადებს “დემოკრატიული საქართველო - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ბურჯანაძე “ვერსიას” უნიკალურ” ინფორმაციას აწვდის / რა სქემით აპირებენ “ნაციონალები” არჩევნებში სტუდენტების 20 ათასი ხმის მიღებას და რატომ უხდის მადლობას სააკაშვილ-არველაძეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

“პირველად თქვენ გეუბნებით, დეტალები არ ვიცი - სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმაა, ვითარების გამწვავების შემთხვევაში დევნილი პრეზიდენტის სტატუსი მიიღოს. სამწუხაროდ, სააკაშვილს ურჩევნია რუსეთის მიერ გაგდებული პრეზიდენტი იყოს, ვიდრე ოპოზიციისა და ხალხის. დევნილი პრეზიდენტის სტატუსით იგი საერთაშორისო არენასაც გამოიყენებს. ეს საფრთხე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს... ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. უნდა ვიაქტიუროთ, მუხტი არ უნდა დავაგდოთ. სამწუხაროდ, არაეფექტური ქმედებებითა და გარკვეულწილად შეუთანხმებლობით, უმოქმედობით შემოდგომა ხელიდან გავუშვით. ხელისუფლებამაც ამ არჩევნებით მანიპულირება შეძლო. სასწრაფოდ უნდა გავაქტიურდეთ და პოლიტიკური ბრძოლის ყველა დემოკრატიული მეთოდი გამოვიყენოთ. იმედია, პარტიები დროულად მიხვდებიან, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. საერთოდ, ოპოზიციის დიდ შეცდომად მიმაჩნია დაუნიშნავ არჩევნებზე 10 თვით ადრე ლაპარაკი. სჯობდა შემოდგომა აქტიური ბრძოლისთვის მიგვეძღვნა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო ბურჯანაძე.

“ან რა არჩევნებზე საუბრობენ? დავუშვათ, თბილისის მერი გახდა ოპოზიციონერი და მეორე დღეს სააკაშვილმა ომი გამოაცხადა, რა უნდა ქნას მერმა? გეუბნებით, შესაძლებელია სააკაშვილმა პროვოკაციაში ჩართოს ქვეყანა და საქართველოს დაშლა დაიწყოს, გეკითხებით, როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ყველაზე იდეალური, ოპოზიციური მერი?.. ჯერ ისიც არაა ცნობილი, მაისში გაიმართება თუ არა არჩევნები და მანამდე გაჩერება და ლოდინი არასწორად მიმაჩნია. არჩევნები ბრძოლის იარაღად მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოიყენო, როცა ყველაფერს სცდი. ჩვენ ჯერ ყველაფერი არ გვიცდია. რა თქმა უნდა, “ყველაფერში” ყველაფერ კონსტიტუციურს ვგულისხმობ. ბრძოლა უნდა განვაგრძოთ, არსად ხდება, რომ სამთვიანი ბრძოლის შემდეგ, პრაქტიკულად, დიქტატორი რეჟიმი წავიდეს. მით უმეტეს, ესენი მოუსწრებელს მოესწრნენ. კარგად მახსოვს, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში - ავტობუსით მგზავრობის ფული არ ჰქონდათ და საკუთარი თვითმფრინავებით დაფრინავენ”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ფიქრობთ, ესენი მარტივად დათმობენ ამ ყველაფერს? მით უფრო, რომ ამ 30-40 წლის ადამიანებმა იციან, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება მათი პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად წამოჭრის, რადგან უამრავი სიბინძურე და უკანონობა აქვს ჩადენილი. ამიტომ სამი თვე ქუჩაში დგომა საკმარისი არაა. რამდენიც საჭიროა, იმდენი თვე უნდა ვიდგეთ ქუჩაში და პარალელურად ბრძოლის სხვა მეთოდებიც გამოვიყენოთ. რესურსები ძალიან შეზღუდულია. “ვარდების რევოლუციის” დროს კი სხვაგვარად იყო, გავაფრთხილე ბევრჯერ ეს ხელისუფლება, დაანებონ თავი ისტორიის გადაწერას. სააკაშვილმა მორიგი ტყუილიც შემოგვთავაზა. რესურსები არ იყო, თვითონ ვაკეთებდი ლობიოს და ხახვს ვაჭრიდიო. ყველამ იცის, რომ ძალიან სერიოზული თანხები არსებობდა. ამ თანხის ნახევარი რომ გვქონოდა 9 აპრილს, სააკაშვილი დღეს ხელისუფლებაში არ იქნებოდა... თუ ასეთი მარჯვეები იყვნენ, რატომ დარბოდა მიშა “ბრონეჟილეტით”, ან ჩემთვისაც შემოეთავაზებინა. ჩემმა დაცვამ კი მომთხოვა ჩაიცვიო, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი, - უზნეობა იქნებოდა “ბრონეჟილეტით” გავძღოლოდი სრულიად დაუცველ ახალგაზრდებს. მიშას კი ეცვა. ეს არასოდეს დამიდასტურებია. თქმას არც ვაპირებდი, მაგრამ მიბიძგებენ”, - დასძენს ნინო ბურჯანაძე.

“როგორც სახელმწიფო ტელევიზიები არ მომწონს, ისე არაა მოსაწონი აბსოლუტურად ოპოზიციური არხები. რაც შეეხება “მაესტროს” ჩემს სახელთან დაკავშირებას, უკვე ყველაფერი დაუკავშირეს ჩემს სახელს. საინტერესო წიგნს ვკითხულობ - სალმან რაშდის “კლოუნი შარიმანი”. ამერიკის ელჩზე წერს, ყველაფერი დააბრალეს, გარდა იმ პერიოდში მომხდარი ჩე გევარას მკვლელობისაო. მე კი, მგონი, ჩე გევარას მკვლელობასაც დამაბრალებენ მალე”, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე და შეკითხვას - “ჩე გევარას მკვლელობამდე, გაბრალებენ, ოპოზიციურ პარტიებს აფინანსებს, ოღონდ ერთი პირობით - მხარი არ დაუჭირონ ალასანიას კანდიდატურასო”, - პასუხობს:

“ფული თუ მექნება, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, იმას დავაფინანსებ და სააკაშვილს არ შევეკითხები. “გათიშე და იბატონეს” პრინციპებით სურს ოპოზიციის დამარცხება. ხელისუფლებაში ყოფნისას ჩემსა და ჩემს ოჯახზე ჭორებით იმდენი ქნეს, ისეთები იკადრეს, აბსოლუტური იმუნიტეტი გამომიმუშავეს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება გაარკვევს, რა არის სიმართლე. იმუნიტეტისთვის პირადად სააკაშვილს, არველაძესა და მათ ძმებს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო... უნიკალურ ინფორმაციას მოგაწვდით. პრაქტიკულად ყველა სტუდენტს, რომელიც წლეულს თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა, მიატანინეს პირადობის მოწმობები და ხდება ხელახალი პირადობის მოწმობების გაცემა, სადაც ყველა ეს ახალგაზრდა არის ჩაწერილი თბილისში. საბოლოოდ ეს 20 ათასი ხმაა, რომელსაც ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს. შეგიძლიათ ინფორმაცია გადაამოწმოთ. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ. თუ ასე არ მოხდა, მე ჩემს გასაკეთებელს მაინც გავაკეთებ”.

 

სანგრები თბილისის გარშემო - თავდაცვის სამინისტრო დედაქალაქის დაცვის გეგმას ამუშავებს

 

“თავდაცვის სამინისტროში დედაქალაქის დაცვის გეგმა მუშავდება. ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ, თუმცა გეგმის დეტალებზე საჯარო განცხადებები არ კეთდება, ვინაიდან ის გარკვეულ სამხედრო საიდუმლოებას მოიცავს. აღნიშნული ინფორმაცია “რეზონანსისთვის” თავდაცვის სამინისტროს შტაბიდან გახდა ცნობილი. წყაროს ინფორმაციით, ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილია თბილისის შემოგარენში თავდაცვითი ზღუდეების შენება და სანგრების თხრა, რაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს”, - წერს გამოცემა სტატიაში სათაურით თბილისის გარშემო სანგრებს თხრიან და თავდაცვით ზღუდეებს აგებენ / თავდაცვის სამინისტრო დედაქალაქის დაცვის გეგმას ამუშავებს.

“ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა კომენტარს არ აკეთებს. თუმცა აღნიშნავენ, რომ ახლად შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, თბილისის დაცვის გეგმის არსებობა აუცილებელია. თავდაცვის სამინისტროს მიერ თბილისის დაცვის გეგმის მზადებას ადასტურებენ სამხედრო ექსპერტები, რომელთა განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს პირდაპირი მოვალეობაა ასეთ გეგმის შემუშავება და განხორციელება. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე ადასტურებს, რომ თბილისის დაცვის გეგმა მუშავდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“განსაზღვრული ღონისძიებები გასატარებელია. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როცა დედაქალაქიდან 40 კილომეტრში საოკუპაციო ძალებია განლაგებული. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, განსაზღვრული ღონისძიებები უნდა გატარდეს. წესით და რიგით, ეს უნდა გაკეთებულიყო დიდი ხნის წინ. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია, რამდენად ეფექტური იქნება ეს გეგმა, თუ საომარი მოქმედებების განხორციელება მოგვიწევს. ამ გეგმის საჯარო განხილვა არ უნდა იყოს, ვინაიდან ის სამხედრო საიდუმლოებას მოიცავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური.

“სანგრების თხრა ორ რამესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. პირველი - სანგრები იმიტომ ითხრება, რომ წინასწარ მზადდება სანგრები დაცვისთვის და მეორე - შესაბამისი შეიარაღებული ძალები წვრთნებს გადიან. მაგრამ აქ მთავარია, თუ არის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები შეძენილი, თბილისი მთლიანად თუ არის გადაფარული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით. შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამაზე უნდა იყოს პირველ რიგში საუბარი და არა სანგრების თხრაზე. სანგრები მეათეხარისხოვანია. XXI საუკუნეა, არსებობს უფრო ეფექტური საშუალებები, რომლებითაც უნდა იყოს ქალაქი დაცული და არა მარტო დედაქალაქი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე.

“ეს არის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა სამხედროთათვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ომს იწყებს. არც რუსეთისგან იგრძნობა, რომ დღეს რუსეთი აპირებდეს ინტერვენციის გაფართოებასა და სამხედრო ძალით ოკუპაციის მასშტაბების გაზრდას. რაც შეეხება თბილისის დაცვის გეგმას, ახლად შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ეს გეგმა აუცილებელია. ჩვენ ვხედავთ ამ პროცესებს, ვიზუალურად შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ადგილას გათხრილი სანგრები თბილისის გარშემო. სანგრების გათხრა ტექნიკური დეტალია და სრულფასოვანი სასანგრე სისტემის გათხრა შეიძლება 10 წუთიდან 1 საათის განმავლობაში. ანუ ეს პროცესი არაა თბილისის მომზადება თავდაცვისთვის - თუ მხოლოდ ეს არის თბილისის დაცვა, მაშინ ეს არაა საკმარისი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/118868.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი - ადგილობრივი არჩევნების ახალი სისტემა დემოკრატიული ექსპერიმენტია

05 / 12, 2009 17:15

 

ადგილობრივი არჩევნების სისტემა, რომელიც ახლა საქართველოში მიიღება, დემოკრატიული ექსპერიმენტია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში განაცხადა.

მისი თქმით, ამ სისტემით საკრებულებში პარტიების გაცილებით მეტი წარმომადგენლობა იქნება.

“ეს სისტემა ნიშნავს, რომ ბევრად უფრო დიდ ბალანსს ვიღებთ ადგილბრივ მმართველობასა და ე.წ ცენტრალურ ხელისუფლებას შორის”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დადებითია, რომ ამასთან დაკავშირებით ძირითად საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა მოხერხდა.

სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარესა და ყველა იმ ოპოზიციურ ჯგუფს, რომელიც ამ კონსენსუსის მიღწევაში, პირდაპირ თუ ირიბად, მონაწილეობდა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

სულ დაკარგა სინდის- ნამუსი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://expressnews.ge/?lang=geo&id=991&nid=261

 

 

ყველა გრიპით დაავადებულ ადამიანს პრეპარატი “ტამი-ფლუ” საავადმყოფოში მისვლის შემთხვევაში უფასოდ გადაეცემა.

 

ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა.

 

იმნაძე განმარტავს, რომ პაციენტებს, რომლებსაც გრიპის სიმპტომები აღენიშნებათ, ლაბორატორიული დადასტურების გარეშე, H1N1-ის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაუტარდებათ.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვირუსის ლაბორატორიული დადასტურების აუცილებლობა მოიხსნა და ყველა პაციენტს, რომლესაც გრიპის რომელიმე სიმპტომი აღმოაჩნდება, საავადმყოფოებში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში ე.წ. “ღორის გრიპის” 292 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

H1N1-ით დაავადებულებმა, მიუხედავად იმისა, შემთხვევა დადასტურებულია თუ შესაძლო, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას ნებისმიერი ჩამოთვლილი ნიშნების განვითარებისას: სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური აქტივობის ან მოსვენების დროს. გართულებული სუნთქვა. ციანოზი (მოლურჯო ელფერი). სისხლიანი ან შეფერილი ნახველი. ტკივილი გულმკერდში. ფსიქიური მდგომარეობის შეცვლა. სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა. დაბალი არტერიული წნევა.

 

ბავშვებში სახიფათო ნიშნებს მიეკუთვნება გახშირებული ან გართულებული სუნთქვა, აქტივობის შემცირება, გამოფხიზლების გაძნელება, ასევე თამაშის სურვილის დაქვეითება ან არ ქონა. ზოგადად, ვირუსის სიმპტომები მსგავსია ადამიანის ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებისა.

 

დაავადებისგან თავის დასაცავად მედიკოსები ხელების სანით დაბანას რაც შეიძლება ხშირად გვირჩევენ, განსაკუთრებით კი ხველებისა და ცემინების შემდეგ. ასევე ეფექტურია ალკოჰოლის შემცველი ხელსაწმენდების გამოყენება. არ უნდა მოხდეს შეხება ხელებით თვალების, პირისა და ცხვირის არეში.

 

მედიკოსები ირწმუნებიან, რომ H1N1 ვირუსის, ე.წ. “ღორის გრიპი” ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებისგან არ განსხვავდება. ვირუსს მაღალი სიცხე და სურდო ახასიათებს. შესაბამისი ორგანოების განმარტებით, პანიკის საფუძველი მოსახლეობაში არ არსებობს, თუმცა ვირუსის ფართოდ გავრცელებას სპეციალისტები სწორედ ამ ეტაპზე პროგნოზირებენ.

 

http://expressnews.ge/?lang=geo&id=991&nid=262

 

 

H1N1 ვირუსის პანდემიის გამო იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში კარანტინია გამოცხადებული.

 

აღნიშნულ კლინიკაში "ღორის გრიპის" ვირუსის დიაგნოზით 5 ბავშვია მოთავსებული, რის გამოც მთელ კლინიკაში კარანტინია გამოცხადებული და შენობაში შესვლა მედიკოსების გარდა აკრძალულია.

 

სხვა დაავადებების მქონე მცირეწლოვანი პაციენტების მიღება კი ჩვეულ რეჟმში ხორციელდება.

 

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის "ღორის გრიპის" უკვე 292 შემთხვევაა დაფიქსირებული. H1N1 ვირუსის პანდემიის გამო, პაციენტებისთვის მკურნალობის დანიშვნის უფლება ექიმებს სპეციალური ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების გარეშე მიეცათ.

 

ამას გარდა, საავადმყოფოში მისვლის შემთხვევაში, ყველა გრიპით დაავადებულ ადამიანს პრეპარატი “ტამი-ფლუ” უფასოდ გადაეცემა.

 

H1N1-ით დაავადებულებმა, მიუხედავად იმისა, შემთხვევა დადასტურებულია თუ შესაძლო, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას ნებისმიერი ჩამოთვლილი ნიშნების განვითარებისას: სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური აქტივობის ან მოსვენების დროს. გართულებული სუნთქვა. ციანოზი (მოლურჯო ელფერი). სისხლიანი ან შეფერილი ნახველი. ტკივილი გულმკერდში. ფსიქიური მდგომარეობის შეცვლა. სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა. დაბალი არტერიული წნევა.

 

ბავშვებში სახიფათო ნიშნებს მიეკუთვნება გახშირებული ან გართულებული სუნთქვა, აქტივობის შემცირება, გამოფხიზლების გაძნელება, ასევე თამაშის სურვილის დაქვეითება ან არ ქონა. ზოგადად, ვირუსის სიმპტომები მსგავსია ადამიანის ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებისა.

 

დაავადებისგან თავის დასაცავად მედიკოსები ხელების სანით დაბანას რაც შეიძლება ხშირად გვირჩევენ, განსაკუთრებით კი ხველებისა და ცემინების შემდეგ. ასევე ეფექტურია ალკოჰოლის შემცველი ხელსაწმენდების გამოყენება. არ უნდა მოხდეს შეხება ხელებით თვალების, პირისა და ცხვირის არეში.

 

მედიკოსები ირწმუნებიან, რომ H1N1 ვირუსის, ე.წ. “ღორის გრიპი” ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომებისგან არ განსხვავდება. ვირუსს მაღალი სიცხე და სურდო ახასიათებს. შესაბამისი ორგანოების განმარტებით, პანიკის საფუძველი მოსახლეობაში არ არსებობს, თუმცა ვირუსის ფართოდ გავრცელებას სპეციალისტები სწორედ ამ ეტაპზე პროგნოზირებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სერგეი ლავროვი - რუსეთმა მედვედევი-სარკოზის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები სრულად შეასრულა

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარლამენტის ბიუროს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები წარედგინა

 

07 / 12, 2009 16:13

 

პარლამენტის ბიუროს დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები წარედგინა.

პირველ ვაკანტურ თანამდებობაზე წრადგენილნი არიან მერაბ ბასილია, მალხაზ ნარინდოშვილი, გიგა ნასარიძე. მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე – ჯონი კალანდაძე, ნოდარ სარჯველაძე, იაგო კაჭკაჭიშვილი, მესამეზე – ლევან ფოფხაძე, ემზარ გოგუაძე, ინგა ბოლოთაური, მეოთხეზე – ავთანდილ ანთიძე, ბადრი გვარამია, ნანა გოგოჩაშვილი, მეხუთეზე – ნინო დანელია, ლელა გაფრინდაშვილი, გიორგი მელაძე, მეექვსეზე – ლია ჩახუნაშვილი, მზია გოგნიაშვილი, მაია მიშელაძე, ხოლო მეშვიდე ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს შორენა შავერდაშვილს, თამაზ ბიბილურსა და მიხეილ აიდინოვს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.

საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს პარლამენტი წლის ბოლომდე დაამტკიცებს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ჩემი ხმა კარდუს :D

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2009

 

 

კახა კუკავა - “ირაკლის მართლაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ის კურსი, რომელიც მან აირჩია და განსაკუთრებით გარემოცვა, რომელიც მას ჰყავს, მე არ მომწონს”

 

“ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცედურა ყველასთვის ღია არის. პრაიმერში ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას. პირველ რიგში ლევან გაჩეჩილაძე. პრაიმერში კონკურენცია არ არის პრობლემა. პრაიმერის მთავარი იდეა ისაა, რომ კონკურენცია სწორედ პრაიმერში დავასრულოთ, - როდესაც უკვე ხელისუფლებასთან დავიწყებთ კონკურენციას, იქ უკვე ერთიანი ფრონტით გავიდეთ. ამ ეტაპზე დარჩენილი არის ალიანსის კანდიდატურა, კონკრეტულად, “რესპუბლიკელების” პოზიციაა ეს”, - აცხადებს “კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსპუბლიკელები” ოპოზიციას არჩევნებს წააგებინებენ / პოლიტპატიმრების რიცხვი საქართველოში ყოთელდღე იზრდება.

“დავა იმაზე კი არ არის, რომ ყუთი როგორი უნდა იყოს და ბიულეტენი სამკუთხედი თუ კვადრატული, დავაა - მე ჩემი კანდიდატი მყავს და სხვების არ მაინტერესებს. ეს პოზიცია მათ ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებზეც. ამის შედეგად ქვეყანამ წააგო. რეალურად დავაა - შეგვიძლია თუ არა ჩვენი ინტერესების დათმობა საერთო ინტერესების სასარგებლოდ თუ ჩვენი ამბიციები უფრო მნიშვნელოვანია. რაც შეეხება იმაზე საუბარს, რომ ვიღაცა გააყალბებს, ეს არის ფარისევლობა. არ უნდათ ერთიანი კამნდიდატი და ხელისუფლების დამარცხება. ერთი ჰკითხეთ, როდის მოგვაწოდეს თავიანთი შენიშვნები ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებზე და როდის ვუთხარით უარი რამე შენიშვნის გათვალისწინებაზე. არც ერთხელ ეს არ მომხდარა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.

“ამიტომ ვამბობ, რომ ღიად უნდა იმსჯელოს საზოგადოებამ იმაზე, რომ ერთიანი კანდიდატი გვინდა თუ არა. თუ მხოლოდ პროცედურული საკითხია პრობლემა, მზად ვართ პირდაპირ, უაპელაციოდ გავიზიაროთ მათი ყველა შენიშვნა... “ალიანსი” არაა წინააღმდეგი, ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, “რესპუბლიკური პარტიაა” წინააღმდეგი. ტრადიციაა ამ პარტიის, რომ ერთობა ან არ უნდა შედგეს, ან თუ შედგება, უნდა დაიშალოს. ამას ისინი, რა თქმა უნდა, არ უწოდებენ დაშლას და უწოდებენ გაშლას, მაგრამ ჯამი იგივეა. რა თქმა უნდა, თუ “რესპუბლიკელებმა” თავისი გაიტანეს და ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე თუ ხუთი კანდიდატით გავედით და არა ერთით, მოხდება ის, რაც საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“საერთოდ “ენდიაის” ჯგუფში მონაწილეობის წინააღმდეგი ვიყავით. როდესაც კანდიდატებს ადარებენ, რომელი ჯობია - ძიძიგური, ალასანია თუ დავითაშვილი, გეტყვით, რომ ჯობია ძიძიგური - ამ კანდიდატის ტაქტიკამ დაადასტურა, რომ ის ყველაზე უფრო ადეკვატურია. როდესაც “ენდიაის” ჯგუფი იქმნებოდა, გავიხსენოთ, რა პოზიცია ჰქონდა კანდიდატ ალასანიას და კანდიდატ ძიძიგურს. ძიძიგური ამბობდა, რომ ეს პროცესი არის უაზრო, რომ ამ პროცესის შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ხელისუფლების მხოლოდ ლეგიტიმაციას. კანდიდატ ალასანიას პოზიცია კი იყო, რომ ჩვენ გვერდით დადგებოდა მთელი ამერიკა, ბაიდენი. სოზარ სუბარის სიტყვები მახსოვს, როდესაც მან თქვა: ჩვენ შევცვლით საარჩევნო კოდექსს. რა მოხდა ამ მიმართულებით? სრული კრახი. თუ მართლაც მოხდა, ბაიდენი ჩამოვიდა და კუბლაშვილს შეაცვლევინა საარჩევნო კოდექსი, გამოვა, რომ ისინი იქნებიან მართლები და არა ჩვენ, მაგრამ ჩვენ ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ, რომ ჩვენი მიდგომები უფრო სწორია”, - დასძენს კახა კუკავა.

“ირაკლის დიდი ხანია ვიცნობ და მართლაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ის კურსი, რომელიც მან აირჩია და განსაკუთრებით გარემოცვა, რომელიც მას ჰყავს მე არ მომწონს და ვფიქრობ, რომ არ არის სწორი მიმართულება კუბლაშვილთან და მაჭავარიანთან ერთად დემოკრატიული კოდექსის შექმნა შეუძლებელია. მაჭავარიანი და გოგორიშვილი ამ ქვეყანაში სხვა ხელობით დაბერდნენ, - აცხადებს კახა კუკავა და შეკითხვას - “ანუ ერთ მხარეს არის “რესპუბლიკური პარტია” და მეორე მხარეს დანარჩენი ოპოზიცია?” - პასუხობს:

“დიახ, თუმცა, ამ მაქვს განწყობა, რომ ვერ გადავარწმუნებთ, რადგან “რესპუბლიკური პარტიის” შიგნითაც შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებები. ისე, საღი აზრი თუ მოიპოვებს საზოგადოებრივ მხარდაჭერას, ის გაიმარჯვებს. საღი აზრით ზეწოლა უფრო ძლიერია, ვიდრე რეზინის ტყვიები. ვაპირებთ, ჩვენს ოპონენტებს საღი აზრი დავუშინოთ”.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/119259.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s60.radikal.ru/i170/0912/63/72263cc17b0a.jpg

 

ბასილ კობახიძე: "მაესტროს" მესვეურებმა რელიგიაზე აპელირებით იაფფასიანი ტრიუკი ჩაატარეს"

 

მამა ბასილ კობახიძის განცხადებით, "მაესტროს" მესვეურებმა რელიგიაზე აპელირებით იაფფასიანი ტრიუკი ჩაატარეს". კობახიძე პიროვნულ შეურაცხყოფად აფასებს იმ ფაქტს, რომ გია გაჩეჩილაძემ ("უცნობი") ის გადაცემა "საკანი #5” -ში მიიწვია, გადაცემის ეთერში გასვლამდე კი განუცხადეს, რომ მასთან საუბრის კურთხევა გაჩეჩილაძეს მისმა მოძღვარმა არ მისცა, რის გამოც სტუმრობა ჩაიშალა. "გაუგებარია, ვინ უმტვრევდა გაჩეჩილაძეს "საკნის" კარებს?! მე მიწვევას არავის ვთხოვ ხოლმე, თუმცა თუ მიწვევენ, ყოველთვის ვთანხმდები, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ამა თუ იმ გადაცემისა და მისი ავტორისადმი. ამ შემთხვევაშიც "საკნის" პროდიუსერი მაგდა დამიკავშირდა და მთხოვა, 7 დეკემბერს გადაცემის სტუმარი ვყოფილიყავი. ამის შემდეგ ისევ დამირეკა და განმიმარტა, რომ გია გაჩეჩილაძეს მოძღვარმა მარხვის პერიოდში ჩემთან საუბრის კურთხევა არ მისცა. თვითონ გაჩეჩილაძემ ჩემთან დალაპარაკება არც ისურვა. ამ ფაქტს აღვიქვამ, როგორც პიროვნულ შეურაცხყოფას. თითქოს მოსიარულე ცოდვა ვარ, რომელთანაც საუბარი არ შეიძლება. მაინტერესებს, გაჩეჩილაძემ ყველა სტუმრის მიწვევაზე და პოლიციაზე თავდასხმაზეც თუ აიღო მოძღვრისგან კურთხევა?!" – განუცხადა "პირWელს" კობახიძემ. ამასთან, კობახიძის მტკიცებით, ის გია გაჩეჩილაძის მოძღვარს - დეკანოზ ალექსანდრე გალდავასაც დაუკავშირდა, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია და ამ უკანასკნელმა უარყო ის ფაქტი, რომ მის სულიერ შვილს კობახიძესთან საუბრის ნება არ დართო. "მამა ალექსანდრეს გაჩეჩილაძისთვის მსგავსი არაფერი უთქვამს. ეს იყო იაფფასიანი ტრიუკი, მარხვით და რელიგიით სპეკულაცია, რაც საერთოდ დამახასიათებელია "ნასედკა" და ჯამბაზი გია გაჩეჩილაძისთვის. ვფიქრობ, ეს წამყვანის, ეროსი კიწმარიშვილისა და მამუკა ღლონტის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომლითაც როგორც თვითონ გადაცემა, ისე მოძღვარი ალექსანდრეც შეარცხვინეს,"- დასძინა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ გადაცემა "საკანი #5" შობის მარხვის დასრულებამდე დაიხურა. 7 დეკემბერს გადაცემაში საპატრიარქოს ყოფილი პრესმდივნის ბასილ კობახიძის მიწვევა იყო დაგეგმილი, თუმცა კობახიძეს გადაცემის დაწყებამდე "მაესტროდან" დაურეკეს და აცნობეს, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს მოძღვარმა მასთან საუბრის კურთხევა მარხვის გამო არ მისცა. გადაცემის ავტორის თქმით, ის კობახიძეს მარხვის დასრულების შემდეგ მიიწვევს, თუმცა ყოფილი დეკანოზი მასთან სტუმრობას აღარ აპირებს.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...57&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

H1N1 ვირუსით საქართველოში პირველი ადამიანი გარდაიცვალა

2009 წლის 09 12, ოთხშაბათი - 18:06

საგარეჯოს მკვიდრი ლალი დარბაისელი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა, 40 წლის ქალბატონმა საგარეჯოში ექიმს უკვე გართულებული მდგომარეობით მიმართა, ექიმებმა მისი თბილისში გადმოყვანა ჩათვალეს საჭიროდ, თუმცა ლალი დარბაისელის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, ვარაუდობენ, რომ მას ვირუსი შვილსგან გადაედო, რომლიც თურქეთში საჭადრაკო ტურნირზე იმყოფებოდა და მასაც აღენიშნებოდა ვირუსით დაინფიცირების სიმპტომები. ამ შემთხვევის გამო, საგარეჯოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

 

 

http://www.fact.ge/news.aspx?i=fd0d9718-73...dc-b08f7d272227

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“საკანი #5”-ის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე გაზეთი “ყველა სიახლე” მამუკა ღლონტის კომენტარს აქვეყნებს

 

10 / 12, 2009 09:59

 

გადაცემა “საკანი #5”-ის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით დღეს გაზეთი “ყველა სიახლე” ტელეკომპანია “მაესტროს” მფლობელის, მამუკა ღლონტის კომენტარს აქვეყნებს.

როგორც მამუკა ღლონტი გაზეთთან საუბარში აცხადებს, ტექნიკური პერსონალის შეცდომა იყო ის, რომ როდესაც 8 დეკემბერს “საკანი #5” ეთერში ჩანაწერით გადიოდა, ეკრანზე ჩანდა წარწერა “პირდაპირი ეთერი”.

“ეს ტექნიკური პერსონალის შეცდომა იყო. უბრალოდ, გადაცემის მსვლელობისას რამდენიმე წუთის განმავლობაში მართლა ჩანდა ეკრანზე წარწერა: ’’პირდაპირი ეთერი’’, თუმცა ეს ხარვეზი მალე გამოსწორდა. ჩანაწერი შეგნებულად გავუშვით ეთერში, რადგან არ გვინდოდა, ’’უცნობს’’ სოდ-ისა და კუდ-ის მანქანები ასდევნებოდნენ სტუდიიდან გასვლისას”,-აცხადებს მამუკა ღლონტი. ამავე ინტერვიუში იგი ამტკიცებს, რომ “საკანი #5”-ის წამყვანი საქართველოში იმყოფება.

ქართული ტელეკომპანიების ეთერში გუშინ ტელეკომპანია ’’რეალ-ტივის’’ მიერ მოპოვებული ვიდეომასალა გავრცელდა. ’’რეალ-ტივის’’ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით: ’’უცნობმა’’ მაყურებელი მოატყუა’’, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ 8 დეკემბერს ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა ’’საკანი #5’’-ში გია გაჩეჩილაძემ (’’უცნობმა’’) მაყურებელს განუცხადა, გადაცემა მარხვის გამო დროებით შეწყდებაო, რაც პირდაპირ ეთერში არ გადაუციათ. თუმცა მაყურებელი ეკრანზე ხედავდა წარწერას _ ’’პირდაპირი ეთერი’’. ’’რეალ-ტივის’’ სიუჟეტში ითქვა ისიც, რომ როდესაც გადაცემა ეთერში გადიოდა, `უცნობი~ საქართველოში არ იმყოფებოდა. ამის დასტურად, ტელეკომპანიამ აეროპორტის სათვალთვალო კამერებზე დაფიქსირებული კადრებიც აჩვენა, სადაც ჩანს, რომ გიორგი გაჩეჩილაძე აეროპორტში იმყოფება და საქართველოს ტოვებს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება


×
×
  • შექმენი...