Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები


Recommended Posts

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეორე ვადით აირჩა

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მიშას თუ დაამხობთ და ნინოს მოიყვანთ, მერე მე დაგიმხობთ მაგ ნინოს?

 

 

 

ადგილი უცვლელი. შემადგენლობა - უცვლელი. მოთხოვნები უცვლელი - მიშას გადადგომა. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

 

 

რა ქნას, გული არ უთმენს ბურჯანაძეს 2013-მდე და რას ვიზამთ? მასაც ეჩქარება და რუსეთსაც ეჩქარება - მიშას შეცვლა.

 

ჩვენი მდგომარეობა იმ ანეკდოტს მახსენებს, ჭერში თაგვები რომ კაკლებს დააგორებენ და გულმოსული კახელი რომ შესძახებს, ადე გაუტეხე, თორემ არ დაგვაძინებენო.

 

მიშა კიდევ კერკეტია. ნინოს „მეჩტები“ ჰამაკზე ჰკიდია. ოპოზიციას უყვარს მიტინგები, აქციები. ჩხრიალი მოსწონთ. იმ კახელივით კაკალს იმ ფასშივე რომ ჰყიდის, რა ფასადაც იყიდა - ჩხრიალი მევასებაო.

 

 

ამათაც ევასებათ ჩხრიალი. თან ზოგ-ზოგები ამ ჩხრიალით იმ კახელისგან განსხვავებით რუბლებსაც კუჭავენ. იმ რუბლებს, რომელზეც კუსტურიცამ თქვა უარი. კუსტურიცას არ უნდა? ამათ უნდათ.

 

შაჰის ხალათიც უნდათ.

 

ბეჭებზე ორთავიანი არწივით.

 

 

სად მივყავართ აქციების ლიანდაგს?

 

 

ისევ გადაკეტილი და პარალიზებული თბილისისკენ? თუ უფრო შორეულ წარსულში? რა არის ნინოკოს ზეამოცანა?

 

 

რაკი თვითონ უპალმ-უკვიპაროსებოდ დარჩა (წყნეთი წაართვეს), საქართველო ულუკმაპუროდ უნდა დაგვტოვოს? უშუქოდ. უგაზოდ.

 

 

ჩვენ გვახსოვს ასეთი თბილისი და ასეთი საქართველო. ბანდების თარეშით, პურის რიგებით, უშუქობით, უგაზობით, კორპუსებს შუა ცეცხლზე მოხარშული ნახევრად უმი მაკარონით. რასაც წინ უძღვოდა ძმათამკვლელი ომი და ედოს ჩამოსვლა. ნინიკოსნაირების ოსანათი - ედუარდი აგვაყვავებს.

 

ახლა თავად გვიპირებს აყვავებას? ან რა ძალა შეემატათ ისეთი, რომ გაზაფხულზე ვერ გადააყენეს მიშა და ახლა გადააყენებენ? რისი იმედი აქვთ? ისევ ხალხის გაბრიყვების? თუ კერკეტი მიშა წყალში ჰყავდათ ჩამბალი და ახლა გატყდება?

 

 

რას მოგვიტანეს ეს ყველაფერი? რას მოგვიტანს მილიონჯერ ნამღერი „პესნიების“ კვლავ მოსმენა?

 

თუ გარე ძალებისგან ზეწოლას გამოვრიცხავთ, სურათი მაინც ნაკლებსასურველი დაგვრჩება. გამოდის რომ ამ ოპოზიციას საქმე გამოელია, პიარი შემოაკლდა, ყურადღების მიქცევა უნდა, არსებობა უნდა ბოლოს და ბოლოს და ამ ფორმით ახდენს თვითრეალიზაციას.

 

 

კი ბატონო, გასაგებია რომ მათ ეს ყველაფერი უნდათ, მაგრამ ხალხს რა გვინდა? ან მათ მხარდამჭერებს, ან დანარჩენ მოსახლეობას, ვისაც ეგენი არ ეპიტნავებათ?

 

რატომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მათ დასაქმებაზე? ან მათ ვისაც მათი არ სწამს, ან გინდაც მათ, ვისაც მათი ჯერ კიდევ სჯერა?

 

 

ვისაც მოუკლავს, ის მოკლავს არწივსა მაღალ მთისასა.

 

 

ვერ ნახეს ვინც იყო ამ ოპოზიციის „მოკლული“ „არწივი“? - თამარ კინწურაშვილი. ვერ ნახეს რომ ეს ოპოზიცია დამკაში გამსვლელი არაა? პაიკი შეიძლება ლაზიერად იქცეს, მაგრამ ჩამოპაიკებული ლაზიერი ბურჯანაძე გახდება კი კვლავ ლაზიერი?

 

 

ანდა, ძალიან მაინტერესებს მათი პოზიცია, ვინც 7 ნოემბერს გაზი ყლაპა, ხელკეტის ძალა თავზე იგემა და ბურჯანაძის მაშინდელი რეპლიკები გადაყლაპა და ახლა კვლავ აპირებს წავიდეს მიტინგებზე, სადაც მებაირახტრე სწორედ ბურჯანაძეა.

 

 

ერთ პატარა დისკომფორტს მაინც არ უქმნის ეს ფაქტი?

 

ხელისუფლებას, დიახაც, უნდა მოსთხოვოს საზოგადოებამ პასუხი მის ქმედებებზე, მაგრამ მათ რატომ არ ვთხოვთ პასუხს, ვინც გუშინ ხელისუფლებაში იყო და დღეს ანჟელადევისობს? დავუშვათ და ჩამოპაიკებული კვლავ ლაზიერად მოგვევლინა, გაქვთ გარანტია რომ საზოგადოების დაკვეთით გააკეთებს სვლებს პოლიტიკურ დაფაზე?

 

ბოლო ჟამს სინანულს, ეგება თავში ცოტა მეტი დაფიქრება სჯობდეს, უფრო სწორად პასუხი ახლავე მოსთხოვოთ მათ ვისაც გვერდში უდგახართ?

 

 

დღეს თქვენი მხარდაჭერით ათამამებთ, ათავხედებთ, პასუხს ისევ თქვენ მოითხოვთ მერე ყველას რომ თავზე დაგვასვავთ.

 

 

ან იქნებ ყველამ ჩავიხედოთ ჩვენ მიტინგურ „სივებში“?

 

 

რამდენ მიტინგში გვაქვს მონაწილეობა მიღებული, რამდენს ვამხობდით, ვის ვუჩოქებდით და მერე ვის ვეძახდით „წადის“?

 

 

„თუ საწუთრომან დამამხოს, ყოვლისა დამამხობლელმან“...

 

ვინ ხართ კაცო, საწუთრო გგონიათ თავები და ყველა უნდა ამხოთ?

 

მიშას თუ დაამხობთ და ნინოს მოიყვანთ, მერე მე დაგიმხობთ მაგ ნინოს?

 

 

არ დაიღალეთ? თუ თქვენც საქმე გამოგლევიათ? კოლექციას აგროვებთ დამხობილი პრეზიდენტების? ან ცოტა თავმოყვარეობა რად არ გელახებათ, როცა ღიად ეწევიან მანიპულირებას თქვენით? „რედისონში“ იკრიბებიან, გადაწყვეტენ აქციების დაწყებას, ისე რომ არც არავინ გეკითხებათ თქვენ - მიდიხართ, არ მიდიხართ... გაღელვებთ მათი მოთხოვნები, არ გაღელვებთ...

რატომ არიან დარწმუნებული რომ მიხვალთ და დაუდგებით გვერდით თითის გატკაცუნებაზე?

 

გასაგებია არ მოგწონთ, ხელისუფლების დამოკიდებულება, მაგრამ მათი თქვენდამი დამოკიდებულება სულ არ გიტოკებთ ნერვს?

 

თუ ეს არ გაღელვებთ, მერე რაღატომ ღელავთ ვიღაც რომ იტყვის - ფულს იღებენ მანდ დგომაშიო, ან სიძულვილისგან არიან დაბრმავებულნიო?

 

 

ძალიან გენატრებათ 90-იანი წლების თბილისი? ქაოსი და არეულობა? როდემდე უნდა ვიყოთ საკუთარი თავის ჭამით დაკავებულნი?

 

 

დავიჯერო, ყველას მოგეძებნებათ ამ ქვეყნიდან წასასვლელი ადგილი?

აირევა ქვეყანა. ბურჯანაძე იქ წავა, სადაც გული გაუწევს, სალომე პარიზს მიშურებს, იკაკო უკვე იქაა და ჩვენ სად მივდივართ?

 

 

ერთი ოპოზიციონერი იმდღეს გვმოძღვრავდა, სწორედ ჩვენი აქციების დამსახურებაა, ხელისუფლება რომ აგდებით აღარ გელაპარაკებათ საზოგადოებასო.

 

რა მნიშვნელობა აქვს, მგელი შეგჭამს თუ ტურა? ხელისუფლება დაგიწყებს აგდებულად ყურებას თუ თვითონ ოპოზიცია? თუ თავმოყვარეობა გაქვს, ერთი აგდებულმა ტონმაც უნდა აღგაშფოთოს და მეორისამაც.

შერჩევითი თავმოყვარეობა გაგონილა?

 

http://droni.ge/?article_id=122&lang=geo

 

ესენი მაგრად ჭედავენ მიშაზე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუბაზ სანიკიძე - “არსებობს ორი გზა: არჩევნების და ეროვნული დაუმორჩილებლობისა. აქციების ჩატარება კი გზა არ არის”

 

“შევეცადე საზოგადოება კარგად გამერკვია, გაზაფხული აქციების დროს რა მოხდა და “ფორუმი” 9 აპრილის კომიტეტიდან 24 მაისს რატომ გამოვიდა. არ მიგვაჩნდა სწორად ხალხის სამებაში ლაძვრა. ოპოზიციას ვთავაზობდით ბრძოლის გაგრძელების გეგმას, მაგრამ არ გაითვალისწინეს, რადგან, როგორც ჩანს, ამის მნიშვნელობას ვერ მიხვდნენ. შემდეგ რაც მოხდა, თუნდაც მერიაზე კვერცხების სროლა, არა მგონია უფრო უფექტური ყოფილიყო, ვიდრე “ფორუმის გეგმა”. კვერცხების სროლას არასოდეს ვაპირებ. 26 მაისის შემდეგ ოპოზიცია სერიოზულად დაიბნა, რაც დღემდე გრძელდება. ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოში ბერი პარტია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს”, - აცხადებს “ფორუმის”ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გუბაზ სანიკიძე: “მინდა გულწრფელად ვისაუბროთ, რა და ამას საწყენად არ ვამბობ!”

“ბევრი პარტიისთვის ჩვენი გაძლიერება სიურპრიზი იყო. 9 აპრილს ჩვენი კოლონა რომ დაინახეს, მტერიცა და მოყვარეც შოკში ჩავარდა. ვერაფრით გაიგეს, ამდენი მომხრე რატომ აღმოგვაჩნდა. ახლა ახალი თემა მოიგონეს, ხალხი იმიტომ ჰყავდათ, კარგი ადგილი შეარჩიესო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა არის ჩვენი მიზანი. ეროვნული დაუმორჩილებლობა გეგმის სტრატეგიული ნაწილია, მაგრამ ამას როგორ განვახორციელებ, არავის საქმეა. ვემზადებით. მარტო დედაქალაქში 10 ათასამდე აქტივისტი გვყავს, რომელთაგანაც ნახევარი უკვე რეგისტრაციაშია გატარებული. ამ მიყვარს გადაჭარბება, არც იმას ვაცხადებ, აშშ-ის გამოკითხვით რამდენი პროცენტი გვაქვს. მაგრამ ძალიან სერიოზული საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ “ფორუმი” თბილისში პირველ ადგილზეა. ციფრებს არ ვამბობ, ვიღაცებს გულისყრები რომ არ დაემართოთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე.

“ალასანია გამონაკლისია, რა. გავწიოთ ის გვერდით, მისი გზა გარკვეულია. არსებობს ორი გზა - არჩევნების და ეროვნული დაუმორჩილებლობისა. სხვა წინადადებები ჯერ არ მომისმენია. აქციების ჩატარება კი გზა არ არის. 7 ნოემბერს ვიკრიბებითო, განაცხადეს. კი მაგრამ, რისთვის? იუბილეს აღვნიშნავთ, ეკლესიაში მივდივართ სანთლების დასანთებად თუ მუშას ვამხობთ? ამაზე პასუხი არ მაქვს. ოპოზიცია იგივე წრეზე წავიდა, ჩვენი კი წრეზე სიარულს აღარ ვაპირებთ. ვეთხარით, ეროვნულ დაუმორჩილებლობას როგორ ვამზადებთ. ეს არის რეგიონებში გასვლა, მოსახლეობის მობილიზება, კომიტეტების დაფუძნება და შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით საერთო გამოსვლა. ამიტომ თავს ნუ იკატუნებენ “ფორუმმა” არაფერი შემოთგვთავაზა და ვერ გავიგეთ რა უნდათო. თუ ვერ გაიგეს, მაშინ გონებრივი შესაძლებლობების პრობლემაც ჰქონიათ. რატომ არ ესმით, იცით? ამას მუშაობა უნდა, ამ მუშაობაში კი ზოგიერთი ჩემი პარტნიორის სერიოზული სისუსტე გამოჩნდება. ამიტომ ყველაფერი ისევ ჩვენს კისერზე უნდა გადავიდეს”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ციფრებს გეტყვით, რა: 7 მაისს, როცა ქალაქის შემოსასვლელები უნდა ჩაგვეკეტა, 9 პარტიას 470 მანქანა უნდა გამოგვეყვანა. ჩვენ აქედან 300 გამოგვყავდა, დანარჩენ 8 პარტიას კი - 170. მორჩა და გათავდა, დავამთავრე საუბარი! ერთ პარტიას 4 მანქანა უნდა გამოეყვანა და ამ ოთხმანქანიან პარტიას, იცით, რამხელა ამბიცია აქვს? ამიტომ, აღარ ვაპირებ ზედმეტ თავმდაბლობას. მზისქვეშ საკუთარი ადგილი ყველამ მოძებნოს, ზოგი ძალიან დიდი გაიზრდება, ზოგიც ნაკლები. ეს ბუნების კანონია. ჩვენ არც 7 ნოემბრის საორგანიზაციო საკითხებში ვმონაწილეობთ. თუ სიზმრებს ნახულობენ, ეგეც მითხრან, რა. 7 ნოემბრის აქციაზე მივალ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. “ფორუმი” არც თარიღებს ასახელებს. არ იქნება თარიღი, არა! ის გამოცხადდება მოვლენამდე 48 ან 72 საათით ადრე. ექვსი თვით და რვა თვით ადრე - გამორიცხულია! შეურიგებლობა მაინცდამაინც ტანზე შემოხევას კი არა, მუშაობას ნიშნავს. რუსთაველზე სკანდირებები კი მუშაობა არაა და რუსთაველით სააკაშვილს ვერ ვამარცხებთ. სულ ცოტა “პლეხანოვზეც” უნდა გავიდეთ”, - დასძენს გუბაზ სანიკიძე.

“მერაბიშვილი არც ბრძენია და არც ლავრენტი და ფუშე ერთად აღებული, როგორც ეს ახლა ბევრს ჰგონია. ერთი უზნეო და კრეტინი ადამიანია. თუ ასეთი მაგარია, მაშინ ისიც გაეგო, ომში რუსები რომ ჩაერთვებოდნენ.... მერაბიშვილი სააკაშვილის მესაფლავე იქნება. აგერ ნახავ, თუ არა. დაავალებენ გარედან და სააკაშვილს ტელევიზიით გიჟების კოსტუმით გათოკილს გვაჩვენებს. ისემ მისიანები გამოღადრავენ ყელს. თუ გგონიათ, მართლა ისეთი შეკრული საძმოა, სოლომონ პირველს შეფიცულები რომ ჰყავდა? ამათ მხოლოდ ხელისუფლება და ფული აერთიანებს”, - აცხადებს გუბაზ სანიკიძე და შეკითხვას - სხვათა შორის, ამბობენ, “ფორუმი” დიდი ხნის წინ გახდებოდა ალასანიას ალიანსის წევრი, რომ არა გუბაზ სანიკიძის წინააღმდეგობა, კახა შარტავა სწორედ იქითკენ იხრებაო?” - პასუხობს:

“რას ლაპარაკობთ, კაცო! ჩემს შესახებ ზედმეტ წარმოდგენებს ნუ შექმნიიან, რა და კახა შარტავას შეურაცხყოფას ნუ აყენებენ. ჩვენი საერთო გადაწყვეტილებააა, რომ არავისთან არ ვერთიანდებით. ნურც იმ ჭორს ავრცელებენ, თითქოს ფორუმში დაპირისპირებაა. ასე რატომ ხდება იცით? ამ ხელისუფლების პრობლემა გუბაზ სანიკიძეა. კახა შარტავა პოლიტიკურ სარბიელზე ხშირად არ ჩანს. იგი ძალიან სერიოზული ორგანიზატორია. პარტიის პირველი პირია. კარგი ხელმძღვანელია, ყველა ვემორჩილებით და ამიტომაც ვმუშაობთ წარმატებით. ჭორები გამუდმებით ჩემზე ვრცელდება. რაღაც ხომ უნდა დამაბრალონ? სიმსუქნის გამო ვერ დამიჭერენ და...”

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/114825.html

 

გუბაზ სანიკიძე - “არსებობს ორი გზა: არჩევნების და ეროვნული დაუმორჩილებლობისა. აქციების ჩატარება კი გზა არ არის”

 

“შევეცადე საზოგადოება კარგად გამერკვია, გაზაფხული აქციების დროს რა მოხდა და “ფორუმი” 9 აპრილის კომიტეტიდან 24 მაისს რატომ გამოვიდა. არ მიგვაჩნდა სწორად ხალხის სამებაში ლაძვრა. ოპოზიციას ვთავაზობდით ბრძოლის გაგრძელების გეგმას, მაგრამ არ გაითვალისწინეს, რადგან, როგორც ჩანს, ამის მნიშვნელობას ვერ მიხვდნენ. შემდეგ რაც მოხდა, თუნდაც მერიაზე კვერცხების სროლა, არა მგონია უფრო უფექტური ყოფილიყო, ვიდრე “ფორუმის გეგმა”. კვერცხების სროლას არასოდეს ვაპირებ. 26 მაისის შემდეგ ოპოზიცია სერიოზულად დაიბნა, რაც დღემდე გრძელდება. ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოში ბერი პარტია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს”, - აცხადებს “ფორუმის”ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გუბაზ სანიკიძე: “მინდა გულწრფელად ვისაუბროთ, რა და ამას საწყენად არ ვამბობ!”

“ბევრი პარტიისთვის ჩვენი გაძლიერება სიურპრიზი იყო. 9 აპრილს ჩვენი კოლონა რომ დაინახეს, მტერიცა და მოყვარეც შოკში ჩავარდა. ვერაფრით გაიგეს, ამდენი მომხრე რატომ აღმოგვაჩნდა. ახლა ახალი თემა მოიგონეს, ხალხი იმიტომ ჰყავდათ, კარგი ადგილი შეარჩიესო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა არის ჩვენი მიზანი. ეროვნული დაუმორჩილებლობა გეგმის სტრატეგიული ნაწილია, მაგრამ ამას როგორ განვახორციელებ, არავის საქმეა. ვემზადებით. მარტო დედაქალაქში 10 ათასამდე აქტივისტი გვყავს, რომელთაგანაც ნახევარი უკვე რეგისტრაციაშია გატარებული. ამ მიყვარს გადაჭარბება, არც იმას ვაცხადებ, აშშ-ის გამოკითხვით რამდენი პროცენტი გვაქვს. მაგრამ ძალიან სერიოზული საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ “ფორუმი” თბილისში პირველ ადგილზეა. ციფრებს არ ვამბობ, ვიღაცებს გულისყრები რომ არ დაემართოთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე.

“ალასანია გამონაკლისია, რა. გავწიოთ ის გვერდით, მისი გზა გარკვეულია. არსებობს ორი გზა - არჩევნების და ეროვნული დაუმორჩილებლობისა. სხვა წინადადებები ჯერ არ მომისმენია. აქციების ჩატარება კი გზა არ არის. 7 ნოემბერს ვიკრიბებითო, განაცხადეს. კი მაგრამ, რისთვის? იუბილეს აღვნიშნავთ, ეკლესიაში მივდივართ სანთლების დასანთებად თუ მუშას ვამხობთ? ამაზე პასუხი არ მაქვს. ოპოზიცია იგივე წრეზე წავიდა, ჩვენი კი წრეზე სიარულს აღარ ვაპირებთ. ვეთხარით, ეროვნულ დაუმორჩილებლობას როგორ ვამზადებთ. ეს არის რეგიონებში გასვლა, მოსახლეობის მობილიზება, კომიტეტების დაფუძნება და შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით საერთო გამოსვლა. ამიტომ თავს ნუ იკატუნებენ “ფორუმმა” არაფერი შემოთგვთავაზა და ვერ გავიგეთ რა უნდათო. თუ ვერ გაიგეს, მაშინ გონებრივი შესაძლებლობების პრობლემაც ჰქონიათ. რატომ არ ესმით, იცით? ამას მუშაობა უნდა, ამ მუშაობაში კი ზოგიერთი ჩემი პარტნიორის სერიოზული სისუსტე გამოჩნდება. ამიტომ ყველაფერი ისევ ჩვენს კისერზე უნდა გადავიდეს”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ციფრებს გეტყვით, რა: 7 მაისს, როცა ქალაქის შემოსასვლელები უნდა ჩაგვეკეტა, 9 პარტიას 470 მანქანა უნდა გამოგვეყვანა. ჩვენ აქედან 300 გამოგვყავდა, დანარჩენ 8 პარტიას კი - 170. მორჩა და გათავდა, დავამთავრე საუბარი! ერთ პარტიას 4 მანქანა უნდა გამოეყვანა და ამ ოთხმანქანიან პარტიას, იცით, რამხელა ამბიცია აქვს? ამიტომ, აღარ ვაპირებ ზედმეტ თავმდაბლობას. მზისქვეშ საკუთარი ადგილი ყველამ მოძებნოს, ზოგი ძალიან დიდი გაიზრდება, ზოგიც ნაკლები. ეს ბუნების კანონია. ჩვენ არც 7 ნოემბრის საორგანიზაციო საკითხებში ვმონაწილეობთ. თუ სიზმრებს ნახულობენ, ეგეც მითხრან, რ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო შენაერთების რაოდენობას ოთხჯერ გაზრდის

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ცუდად იზმორებიან ღორები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://itv.ge/?p=31909

თურქეთს და დასავლეთს შორის დაძაულობა მატულობს

დენ ბილეფსკის სტატიას "ნიუ იორკ თაიმსი" აქვეყნებს (Foriegnpress)

სტამბული - თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, მაშინ როდესაც ეს ქვეყანა აქამდე არნახული ენერგიით აფართოვებს საკუთარ კონტაქტებს უმეტესად მუსულმანურ ქვეყნებთან. ამ ფონზე შეერთებულ შტატებსა და ევროპაში შეშფოთებას იწვევს უკვე დიდი ხნის განმავლობაში არსებული კითხვა - ხომ არ იხრება ეს მასშტაბური საერო მუსულმანური სახელმწიფო უფრო აღმოსავლეთისკენ, ვიდრე დასავლეთისკენ?

 

როდესაც პრეზიდენტი ობამა ამ წლის აპრილში თურქეთს სტუმრობდა - ამ სიმბოლურმა ჟესტმა თურქეთის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას ხაზი გაუსვა - მან განსაკუთრებით აღნიშნა ამ ქვეყნის, როგორც ხიდის როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, აღიარა მისი შუამავლის როლი არაბულ-ისრაელურ კონფლიქტში, ასევე მთელი თავისი პოლიტიკური წონით აშკარად მხარი დაუჭირა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას.

 

ახლა, ექვსი თვის შემდეგ, ზოგიერთი ექსპერტი ვაშინგტონსა და ბრიუსელში თურქეთის, როგორც პარტნიორის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს, ბევრი თურქი კი საკუთარ თავს ეკითხება, ხომ არ ღირს მათ თავად სთქვან უარი ევროკავშირზე, ვიდრე ამას პირველი ბლოკი გააკეთებს.

 

შიში იმის თაობაზე, რომ თურქეთმა ხიდების მშენებლის როლზე უარის თქმა გადაწყვიტა ამ თვეში გაძლიერდა, როდესაც ამ ქვეყანამ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების მანევრებში მონაწილეობაზე უარი სთქვა. ამან კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა, რომელიც მანამდე უკვე საკმარისად შელახული იყო, როდესაც შვეიცარიის დავოსში მსოფლიოს ლიდერების წინაშე გამოსვლისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი ღაზას სექტორში სამხედრო ქმედებების გამო გააკრიტიკა.

 

თურქეთის აღმოსავლეთისკენ მოძრაობაზე ნერვიულობის ნაცვლად, დასავლეთი იმას უნდა უფრთხოდეს, რომ ნაწყენი თურქეთი რუსეთისკენ არ მიბრუნდეს" - ამბობს ევროკავშირის საკითხებში წამყვანი ექსპერტი ჩენგიზ აქტარი. რუსეთი ყველანაირად ეფერება ამ ქვეყანას, რომელიც მისთვის ენერგეტიკული მიწოდებების თვალსაზრისით საკვანძო გამანაწილებელია, ხოლო რუსეთში თურქული ინვესტიციები სულ უფრო იზრდება.

 

"ამ მთავრობას თავისუფლად შეუძლია ევროპას უთხრას "გმადლობ, არ გვინდა" და სანაცვლოდ რუსეთთან დაიწყოს დაახლოვება" - აღნიშნა ბატონმა აქტარმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იულია ტიმოშენკო პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა

 

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტირა. ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო “УНИАН” იტყობინება.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ტიმოშენკოს მიერ წარდგენილ დოკუმენტებში საარჩევნო კომისიამ დარღვევა ვერ იპოვა.

კომისიამ, ასევე, დაარეგისტრირა პრეზიდენტობის კანდიდატ ტიმოშენკოს წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დეპუტატი ვლადიმირ მილიპენკო.

საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში მომავალი წლის 17 იანვარს გაიმართება. დღიეს მდგომარეობით, ტიმოშენკოს ჩათვლით, პრეზიდნტობის 12 კანდიდატია დარეგისტრირებული, მათ შორის არიან პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, ასევე, რეგიონული ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1 ნოემბერი

 

თბილისში, სასტუმრო “ვარაზთან” დღეს საღამოს ინციდენტი მოხდა, რომელშიც, თვითმხილველთა ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები იყვნენ ჩართული.

მათივე ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ სამ ამერიკელ სამხედროს ორ გამვლელ მოქალაქესთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა, რასაც ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

თვითმხილველთა განცხადებით, ინციდენტის დროს უცხოელები სამხედრო ფორმით არ იმყოფებოდნენ. მათივე თქმით, სასტუმრო “ვარაზის” კიბეებზე სისხლის კვალიც იყო, რომლის დასუფთავებაც უკვე დასრულდა. ასევე თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტის დროს ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრომ საქართველოს მოქალაქეს ბოთლი ჩაარტყა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები საქართველოში სამხედრო წვრთნაზე იმყოფებიან.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები და სამხედრო პოლიციაა მობილიზებული. ოფიციალური კომენტარები ჯერჯერობით არ გაკეთებულა. მიმდინარეობს საქმის მოკვლევა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 02.11.2009

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/115092.html

 

 

1 ნოემბერი

 

თბილისში, სასტუმრო “ვარაზთან” დღეს საღამოს ინციდენტი მოხდა, რომელშიც, თვითმხილველთა ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები იყვნენ ჩართული.

მათივე ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ სამ ამერიკელ სამხედროს ორ გამვლელ მოქალაქესთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა, რასაც ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

თვითმხილველთა განცხადებით, ინციდენტის დროს უცხოელები სამხედრო ფორმით არ იმყოფებოდნენ. მათივე თქმით, სასტუმრო “ვარაზის” კიბეებზე სისხლის კვალიც იყო, რომლის დასუფთავებაც უკვე დასრულდა. ასევე თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტის დროს ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრომ საქართველოს მოქალაქეს ბოთლი ჩაარტყა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები საქართველოში სამხედრო წვრთნაზე იმყოფებიან.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები და სამხედრო პოლიციაა მობილიზებული. ოფიციალური კომენტარები ჯერჯერობით არ გაკეთებულა. მიმდინარეობს საქმის მოკვლევა.

machkatela

 

 

 

 

 

 

 

2009-06-19 16:49:00

 

აშშ-ის ელჩმა სასტუმრო “ვარაზთან” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

 

02 / 11, 2009 15:16

 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სასტუმრო “ვარაზთან” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა.

როგორც ჯონ ბასმა სამედიცინო უნივერსიტეტში ყოფნისას განაცხადა, გუშინ მოხდა ინციდენტი საქართველოს რამდენიმე მოქალაქესა და ამერიკის სამხედრო პირებს შორის, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, ექნებათ თუ არა სამხედრო პირებს პრობლემები ქართველ სამართალდამცავებთნ, ჯონ ბასმა განაცხადა, რომ გროვდება მომხდარის შესახებ ინფორმაცია და ჯერ მისი მხრიდან სხვა კომენტარის გაკეთება ნაადრევი იქნება.

გუშინ საღამოს თბილისში, სასტუმრო “ვარაზთან” სამმა მთვრალმა ამერიკელმა სამხედრომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ორ ქართველს. თვითმხილველთა ინფორმაციით, ერთ-ერთმა სამხედრომ ქართველი თავის არეში მსუბუქად დაჭრა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დევიდ მილიბენდი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებად აღიარებას გაუმართლებლად მიიჩნევს

02 / 11, 2009 18:19

 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებად აღიარებას გამართლებულად არ მიიჩნევს, - ამის შესახებ დევიდ მილიბენდმა დღეს, მოსკოვში, “ეხო მოსკვის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ევროკავშირის რეზოლუციას სრულიად ეწინააღმდეგება. მილიბენდი მიიჩნევს, რომ კოსოვოსა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემთხვევები ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუსაბამოა, რადგან ის ქვეყანა, რომლის ნაწილიც იყო კოსოვო, კერძოდ იუგოსლავია, აღარ არსებობს.

მინისტრის განცხადებით, ამ საკითხებზე მას დღეს და გუშინ საუბარი ჰქონდა თავის რუს კოლეგასთან და პოზიციებში განსხვავება კვლავაც არსებობს. რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოხსენება ამ საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს შეცდომებსა და რუსეთის დისპროპორციულ პასუხზეც.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გახსნილად და პასუხისმგებლობით მოვახდინოთ რეაგირება იმ წინადადებებზე, რომლებიც ევროუსაფრთხოების განხილვას შეეხება”, - განაცხადა მილიბენდმა “ეხო მოსკვის” ეთერში. მისივე თქმით, მხარეები ღიად საუბრობენ მათი პოზიცების განსხვავებულობაზე და მილიბენდი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხანგრძლივი მუშაობა პოზიციების დასაახლოებლად, თუმცა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთი არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის აღიარებას.

დევიდ მილიბენდი მეორე დღეა მოსკოვში შეხვედრებს მართავს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოსკოვში გრიგოლ ვაშაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაუქმებას ითხოვენ

 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაუქმების შესახებ დაიწყო საუბარი.

“ეხო მოსკვის” ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივით დუმის სხდომაზე გამოვიდა ფრაქცია “სამართლიანი რუსეთის” წევრი სემიონ მოგდასაროვი, რომელიც აღშფოთებულია, “რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც აქვს და ამასთანავე ცდილობს ანტირუსული ხასიათის ქარტიის ჩამოყალიბებას”.

დეპუტატმა მოითხოვა, სახელმწიფო სათათბიროს შესაბამის კომიტეტებს დაევალოთ გამოითხოვონ რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყებიდან ინფორმაცია ამის შესახებ და განიხილონ ვაშაძისთვის მოალაქეობის მოხსნის საკითხი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ილია II ბაქოში რუსეთის პატრიარქს შეხვდება"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე და რუსეთის პატრიარქი კირილი მიწვეული არიან ბაქოში დაგეგმილ კავკასიის მუსლიმანთა შეიხის ფაშა-ზადეს 60 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. "საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის" თავმჯდომარე ალი ბაბაევი ვარაუდობს, რომ პატრიარქზე გაშმაგებული იერიში ამ ვიზიტსაც უკავშირდება.

 

 

- თქვენი ორგანიზაციის შესახებ დიდი მითქმა-მოთქმაა როგორც ქართულ, ისე უცხოეთის მედიაში. რა მიზნით შეიქმნა "საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი"?

- საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მხოლოდ არჩევნებისას ახსენდებათ, დაპირებებს უხვად ურიგებენ, შემდეგ კი არაფერს უსრულებენ. ამის გამო აზერბაიჯანელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ქვეყანას ტოვებს, მიდის აზერბაიჯანსა თუ თურქეთში, არადა, საქართველო სამშობლოდ მიგვაჩნია, ამ მიწაზე დავიბადეთ და გავიზარდეთ. ასე რომ, კონგრესის მიზანი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ქართველ საზოგადოებასთან ინტეგრირებაა. შექმნილი სიტუაცია იმის ბრალიც არის, რომ დეპუტატებად ირჩევენ, უფრო სწორად, ნიშნავენ აზერბაიჯანელებს, რომლებმაც ქართული არც კი იციან. რომელ სახელმწიფოში ხდება ის, რომ კანონმდებელმა, პარლამენტის წევრმა სახელმწიფო ენა არ იცოდეს? ამჟამინდელი პარლამენტის წევრებმა - რამინ ბაირამოვმა, აზერ სულეიმანოვმა, ისვასან შამილოვმა ქართული არ იციან, ანუ არც ის იციან, რა კანონებს განიხილავენ და პირდაპირ იღებენ.

 

- თქვენ შესანიშნავი ქართულით მეტყველებთ, თქვენი თანამოქალაქეებისთვის რატომ რჩება გადაუჭრელ პრობლემად სახელმწიფო ენის შესწავლა?

- რა განათლების რეფორმაზეა ლაპარაკი, როცა სახელმწიფო პროგრამით აზერბაიჯანულ სკოლებში ქართულ ენას კვირაში სულ 2-3 საათი ეთმობა?!

ამ პრობლემისადმი დიდი ინტერესი გამოხატა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, მან იკითხა: რა უშლით ხელს აზერბაიჯანული წარმოშობის სახელმწიფო მოხელეებს ქართული ენის სწავლაშიო? და როცა მიზეზად სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლების დაბალი დონე დაუსახელეს, ამ საქმისათვის 300 ათასი დოლარი გამოყო. ამ თანხით ქვემო ქართლის სკოლებში ქართული ენის დამატებითი გაკვეთილები ტარდება.

ვისაც აზერბაიჯანელთა კონგრესის მიმართ კითხვები უჩნდება, მინდა ვუთხრა, რომ აგვისტოს ომის დროს ჰუმანიტარული დახმარება გორსა და ატენის ხეობის სოფლებში ჩვენც ჩავიტანეთ. როცა სოფელ თედოწმინდაში მივედით, ალყაში მოქცეულ მოსახლეობას ლუკმაპურიც აღარ ჰქონდა, - იქ ერთად ცხოვრობენ ქართველები, აზერბაიჯანელები, ოსები.

 

- რით ახსნით, რომ აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში ხმას ტრადიციულად სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას აძლევენ? ყოველ შემთხვევაში, ოქმებით ასე ჩანს.

- დღეს საქართველოში მხოლოდ 180 ათასამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს, საარჩევნო სიებში კი ძველებურად, 300 ათასი ამომრჩეველია აღრიცხული! ამ რეგიონებში გამგეობები, ყველა სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, პოლიციის თანამშრომლები უკვე პროფესიონალ გამყალბებლებად იქცნენ. ლევან მამალაძის ხელის ბიჭებიც კი დღეს სააკაშვილის ხელისუფლებას ემსახურებიან.

 

- თქვენ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მისი წინამძღოლის, ილია მეორის ირგვლივ ატეხილი მორიგი აჟიოტაჟის გამო...

- უსაფუძვლო ლაპარაკი არ მჩვევია. მცხეთაში დავიბადე და გავიზარდე, წმინდა გიორგის ეკლესიის სიახლოვეს, - როცა მე ან ჩემი ძმა ავად გავხდებოდით, დედაჩემი, მუსლიმანი, წმინდა გიორგის ევედრებოდა ჩვენს გადარჩენას. ეკლესია ღმერთის სახლია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყველასთვის უაღრესად პატივსაცემი ადამიანია. კავკასიის მუსლიმანთა შეიხმა ფაშა-ზადემ თქვა, - ილია მეორე არა მარტო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია, ის მთელი კავკასიის ხალხთა სულიერი მამააო. უახლოეს ხანში ფაშა-ზადეს 60 წელი უსრულდება. 4 ნოემბერს ბაქოში ეს თარიღი საზეიმოდ აღინიშნება და ილია მეორე მიწვეულია, როგორც ყველაზე საპატიო სტუმარი! ბაქოში ვიყავი, როცა იქ ილია მეორე ჩაბრძანდა მართლმადიდებელი ეკლესიის კურთხევაზე, იცით, რამდენი მუსლიმანი მოვიდა მის სანახავად?! რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, მე, მუსლიმანს, ძალზე მაშფოთებს! ჩემი ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბაქოში ვიზიტისას შეხვდება მუსლიმანური სარწმუნოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს, ასევე სრულიად რუსეთის პატრიარქს, კირილს და მავანმა სწორედ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ კიდევ უფრო გააძლიერა აღვირახსნილი კამპანია ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ დღეს მხოლოდ ილია მეორეს აქვს რუსეთთან ურთიერთობის ბერკეტი. რუსეთში მცხოვრები როგორც ქართველები, ისე საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები გვირეკავენ და გვეუბნებიან, პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ჩვენდამი დამოკიდებულება ძირეულად შეიცვალაო.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ მკერდით დავიცავთ კათოლიკოს-პატრიარქს.

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/12570-qil...hekhvdebaq.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 

საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის პაატა იმნაძის განცხადებით, დაავადებულთაგან 2 უკრაინიდან შემოვიდა, ერთი თურქეთიდან და ერთიც დიდი ბრიტანეთიდან. დაავადებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

დღეისთვის ქვეყანაში სულ 31 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 29 უცხოეთიდან არის შემოტანილი. ორი კი მათთან კონტაქტის შედეგად დაავადდა.

იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსი არ ცირკულირებს. ატარებენ ყველა იმ ზომებს, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულია. აგრძელებენ მეთვალყურეობას საქართველოში ჩამოსულებზე და ამ მხრივ საბაჟოც კარგად მუშაობს.

იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსი ვირუსის წინააღმდეგ სამკურნალო პრეპარატების საკმაო მარაგი არსებობს. კერძოდ, 111 ათასი სამკურნალო დოზა `ტამიფლუ~ და 27 ათასი დოზა `რელენზა~.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ვერ არის კარგი ამბავი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება


×
×
  • შექმენი...