Jump to content
Planeta.Ge

Blogs

სალომე ზურაბიშვილი - ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე - მათი რეაქცია არის მხოლოდ პატარა კაცების პატარა ბოღმა

ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, ხოლო შემდგომ უკვე „ოცნების“ მიერ გამართლებული იყო ძალადობა პრეზიდენტის მიმართ , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აეროპორტში მასზე განხორციელებულ თავდასხმას, კერძოდ კვერცხების სროლის ფაქტს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გამოძიება. მან თავდასხმა შეაფასა "პატარა კაცების პატარა ბოღლად" და განაცხადა, რომ "ქართული ოც

სერგეი ლაგოდინსკი -სოლიდარობა გიორგი გახარიას!

გერმანელი ევროპარლამენტარი, ევრონესტის თავმჯდომარე, სერგეი ლაგოდინსკი, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა: გიორგი გახარიაზე, მის დაბრუნებისთანავე განხორციელებული თავდასხმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩვენი შეხვედრების შემდეგ,  არა მხოლოდ მასზე ზეწოლის მცდელობაა, არამედ აგრეთვე აგრესიული და მტრული გზავნილია მთელი საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებისადმი, რომელიც საქართველოს ევროპულ კურსს უჭერს მხარს! სოლიდარობა გიორგი გახარიას! https:/

ლევან გოგიჩაიშვილი - გახარიას და ზურაბიშვილის მიმღებლობა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იყო ძალიან მაღალი, ფაქტობრივად, როგორც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მიიღეს, რაც "ოცნებამ" ვერ მიიღო

- ბიძინა ივანიშვილია "რეჟიმი", მის გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება და ყველაფერი რაც დღეს ქვეყანაში ხდება ივანიშვილის კისერზეა, სხვა ადამიანები კი უბრალოდ შემსრულებელი მარიონეტები არიან. - გახარიას და ზურაბიშვილის მიმღებლობა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იყო ძალიან მაღალი, ფაქტობრივად როგორც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მიიღეს, რაც "ოცნებამ" ვერ მიიღო.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.

ანა ბუჩუკური - მადლობა მზია ამაღლობელს, მან სრულად გააშიშვლა ივანიშვილის რეჟიმი ფლიდი მორალისგან (ვიდეო)

"მადლობა მზია ამაღლობელს, მან სრულად გააშიშვლა ივანიშვილის რეჟიმი ფლიდი მორალისგან." ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1163332311806222

ბექა ლილუაშვილი - თავდასხმების დამკვეთია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ისტერიულ შიშშია, რადგან მიუნხენის კონფერენციაზე ხალხის ინტერესებს აჟღერებდა არა მისი ე.წ მთავრობა, არამედ სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია (ვიდეო)

"თავდასხმების დამკვეთია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ისტერიულ შიშშია, რადგან მიუნხენის კონფერენციაზე ხალხის ინტერესებს აჟღერებდა არა მისი ე.წ მთავრობა, არამედ სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია."     ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1688612108760452  

ელგუჯა ხოკრიშვილი - ეს თავდასხმა იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასწრების პასუხი, ივანიშვილის შიშის გამოძახილი. მიუნხენში ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები წარმატებით შედგა (ვიდეო)

ეს თავდასხმა იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასწრების პასუხი, ივანიშვილის შიშის გამოძახილი. მიუნხენში ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები წარმატებით შედგა. პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ელგუჯა ხოკრიშვილი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3918985555011233

როგორც ერთმა თანამოქალაქემ, მინდა ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა – გახარია ამაღლობელს

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია მზია ამაღლობელს სთხოვს, შიმშილობა შეწვიტოს. გიორგი გახარიას თქმით, მზია ამაღლობელი ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება. „დღეს ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან. მზია ამაღლობელმა არამხოლოდ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს აჩვენა ძალა – სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვ

„ოცნების" პარლამენტმა I მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც გრანტების გასაცემად სსიპ შეიქმნება

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა I მოსმენით, 85 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გრანტების გასაცემად სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნება. სსიპ-ის მიზანი იქნება საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, გრანტების გაცემა. „ოცნების“ მთავრობის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, „სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მი

მზია ამაღლობელი: ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა

კლინიკა „ვივამედთან“ გამოცემა „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა მზია ამაღლობელის წერილი. შიმშილობის 38-ე დღეს ის ამბობს, რომ ექიმების დახმარებით შეეცდება, როგორმე დაიწყოს კვების აღდგენა და თემურ ქათამაძესაც სთხოვს, შეწყვიტოს შიმშილობა. „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 38-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატი

პეტერ ფიშერი - სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ - ორ დღეში მეორე თავდასხმა მგზავრებზე მოფრენის დარბაზში - ეს ადგილი უსაფრთხოა?

სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. ორ დღეში მეორე თავდასხმა მგზავრებზე მოფრენის დარბაზში, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ელჩი TAV-ს მიმართავს შეკითხვით, არის თუ არა თბილისის აეროპორტი უსაფრთხო. „ეს ადგილი უსაფრთხოა? იქნება შედეგები?“ - წერს ელჩი. შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხე

გიორგი გახარია - მადლობა მზია ამაღლობელს სწორი გადაწყვეტილებისთვის! - გამოჯანმრთელებასა და თავისუფლებას ვუსურვებ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისთვის მადლობას უხდის. „მადლობა მზია ამაღლობელს სწორი გადაწყვეტილებისთვის! გამოჯანმრთელებასა და თავისუფლებას ვუსურვებ“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში. მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის

სალომე ზურაბიშვილი - მზიას მადლობა! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!

მზიას მადლობა! ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმ ფაქტს, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს მხნეობას უსურვებს. „მზიას მადლობა! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მზია ამაღლობელის

ნენსი ვოლანდი: ქალმა პოლიციელებმა მითხრეს, რომ ტანსაცმელი სრულიად უნდა გავიხადო

„დაიტოვეს” გუნდის წევრი, ნენსი ვოლანდი ყვება 1 თებერვალს მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დეტალებზე. ნენსი ამბობს, რომ მას სრულად გაშიშვლება მოსთხოვეს, რასც ის ფსიქოლოგიური ძალადობად აფასებს. ასევე წაართვეს მისთვის ძვირფასი ნივთები – ბაბუის ნაქონი 60-იანი წლების 2 ძველებური კამერა, კამერა, რომლითაც სახლში კატებს აკვირდებოდა და ტექნიკა: ტელეფონი და კომპიუტერი, რაც მას სამუშაოდ სჭირდება. მისივე თქმით, პოლიციელებმა აიძულეს ბუქნების გაკეთებაც. ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შ

ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ მმართველობა იქცა სრულად რეპრესიულ, პოლიციურ რეჟიმად, რომელიც ავტორიტარიზმის ყველა თვისებას ატარებს - ეს აღარ არის დემოკრატია, ეს არის „ოცნება", რომელიც საბოლოოდ „განაცდა“

"ოცნებას" სურს, რომ ყველამ შიშით იცხოვროს, რომ კრიტიკული განცხადება, პროტესტში მონაწილეობა ან უბრალოდ საკუთარი აზრის გამოთქმა გახდეს სასჯელის საფუძველი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ბექა ლილუაშვილის თქმით, „ოცნება" იქცა იმ ძალადობრივ სისტემად, რომლის შეცვლასაც 2012 წელს თავად გვპირდებოდა. „2012 წელს „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ დასრულდებოდა რეპრესიები, ქვეყანაში სამართლიანობა და თავისუფლებ

ბერდია სიჭინავა - გახარიას პარტიას ხაზარაძის წინაშე არ აქვს რაიმე ტიპის ვალდებულება - პარლამენტში არ შევდივართ, სადღეგრძელოები არ გვჩვევია და ამას არ სჭირდება ფიცი

ჩვენს პარტიას მამუკა ხაზარაძის წინაშე არ აქვს რაიმე ტიპის ვალდებულება აღებული, ერთადერთი ვალდებულება გვაქვს ამ ქვეყნის ისტორიული მომავლის წინაშე, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას: „რჩები პარლამენტში?! - ხარ ბიძინას რუსული პროექტი!“. ბერდია სიჭინავას თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ ვინმეს პოლიტიკურ დღის წესრიგსა და „ემ

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. როგორც ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, ქართველი მებრძოლები - დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია გუშინ დაიღუპნენ. „ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს“, - აღნიშნავს ნადირაძე სოციალურ ქსელში. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ

პოლონეთის საელჩო - პოლონეთი დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის უსამართლოდ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის

პოლონეთი სოლიდარობას უცხადებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩოს ავრცელებს. “ღრმად შეშფოთებულები ვართ ისტორიებით, რომლებსაც პროტესტების დროს დაკავებულებისა და დაპატიმრებულების ოჯახების წევრების ყვებიან. პოლონეთი სოლიდარობას უცხადებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით

ჩხაიძე ამაღლობელზე: საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ „ბათუმლები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დღესაც და, სავარაუდოდ, ხვალაც კვლევების გასაგრძელებლად კლინიკაში დარჩება. მისი თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. ჩხაიძე ამბობს, რომ ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი თავის ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე. მზია ამაღლობელი კლინიკაში 4 თებერვალს გადაიყვანეს კვლევების ჩასატარებლად.  „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირ

„გახარია საქართველოსთვის“ - უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს - ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში

უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს - ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი. პარტიის განცხადებაში აღინიშნება, რომ „მოძალადე დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადამიანებზე ძალადობა, მათი მძევლად აყვანა“ ადასტურებს, რომ მათთვის საქართველოს მოქალაქეების „უწყვეტი პროტესტი ყველაზე დიდი პრობლემაა, პროტესტი, რომელიც ვერაფრით ჩაახშო“. „გამოხატვის თავისუფლების ფორმების სახელდახელოდ კრიმინალიზება, საკანონმდებლო ძალადობა პროტე

სოფო ხორგუანი - ახალგაზრდა ბიჭს ჩაავლეს ხელი და გაიტაცეს... ვცადე მისი გადარჩენა, მაგრამ ვერ მოვახერხე, შემდეგ უკნიდან მკრა ვიღაცამ ხელი და წავიქეცი - გაბრაზებაც ვერ მოვასწარი, გაოგნებული დავრჩი

"ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში და რეალობაში, სადაც 44 წლის ზამირ კვეკვესკირმა თავი დაიწვა, 24-ე დღეა მზია ამაღლობელი შიმშილობს, მე-19 დღეა თემურ ქამათაძე შიმშილობს, მე 6 დღეა დმანისში ლაშა ჩხვიმიანი შიმშილობს. ხვალ ბევრნი უნდა ჩავიდეთ დმანისში და გვერდით დავუდგეთ ლაშას, რათა შიმშილობა შეწყვიტოს. დღევანდელ დღეს რაც შეეხება, ეს იყო უპრეცედენტოდ მშვიდობიანი აქცია. ტროტუარზე გადავადგილდებოდით, როგორც პოლიციას შევუთანხმდით, შემდეგ გვითხრეს, რომ მეორე მხარეს გადავსულიყავით. თითქოს არაფერი ხდებოდა. თავიდ

აქციაზე ნაცემი ზურაბ შონია: თავჩახრილს მირტყეს და მერე ჩამსვეს მანქანაში

2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ საპოლიციო ძალების მიერ სასტიკად ნაცემი მოქალაქე ამბობს, რომ სანამ დაკავების მანქანამდე მიიყვანდნენ, სასტიკად სცემეს. ეს კომენტარი მან TV პირველთან გააკეთა – კადრებში ჩანს, რომ ზურაბ შონიას თვალი აქვს დაზიანებული. 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა. ამ დროისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებული არავინაა. უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისი მოლთან საპროტესტო აქცია/მსვლელობის დროს რამდენჯ

ევროპელი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს მეგობრები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ და ამ მიზნით გადამწყვეტი საერთაშორისო მოქმედების მოწოდებით გამოდიან, - ამის შესახებ განცხადებას, რომელსაც ხელს ევროპელი პარლამენტარები და სხვა პოლიტიკოსები აწერენ, ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, 52 ჟურნალისტისა და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ად

ქურდოვანიძე: მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ამბობს, რომ გაუძლებს და სასამართლო პროცესში მიიღებს მონაწილეობას

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და გეგმავს, რომ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მარტშია ჩანიშნული. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელი დღეს მოინახულა. როგორც მან მონახულების შემდეგ განაცხადა, ამაღლობელი შედარებით უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე, როდესაც ქურდოვანიძემ ბოლოს ის მოინახულ
×
×
  • შექმენი...