Search the Community
Showing results for tags 'ქრისტე'.
-
იესო ქრისტე, იესო ნაზარეველი (ბერძ. Ίησους, ებრ. יהושע [იეჰოშუა] < იჰვჰ — „გადარჩენა“, ბერძ. Χριστός [მირონცხებული] იგივე „მესია“ ებრაულად; დ. 7 იანვარი/25 დეკემბერი, ძვ. წ. 1, ბეთლემი — გ. 33, იერუსალიმი) — ქრისტიანული ეკლესიის თავი და დამფუძნებელი. ქრისტიანობა მსოფლიო რელიგიაა, ისლამის და ბუდიზმის გვერდით, მის მიმდევრად 2 100 000 000-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა. ქრისტიანობის ისტორია იწყება ქრისტესთან ერთად (ძე ღმრთისას განკაცებასთან ერთად). მისი ცხოვრება, ქადაგება და მისი მკვდრეთით აღდგომა, მის მიერ ნაქადაგები სასუფევლის მოახლოვება და სოციალური თანასწორობა ადამიანთა შორის, დიდ მოწონებას იწვევდა, ქრისტეს პირველი მიმდევრები იყვნენ გალილეველი მესათხევლეები (მეთევზენი), ანდრია და იოანე, ქრისტე უპრიველეს ცნებად აცხადებს ღმერთის და მოყვასის სიყვარულს. სახარებაში ქრისტე მოუწოდებს მოციქულებს სპეციალური ვალდებულებისკენ, მოციქულების ვალია იქადაგონ ხალხში სახარება, რომ სიკვდილი დამარცხებულია და ცათა სასუფეველი დადგა, ყოველი ადამიანი გამოსყიდულია ცოდვისგან. ქრისტიანთა შეხედულებით ქრისტე არის ღვთის ძე, ღვთის სიტყვა (ლოგოსი), სამების მეორე ჰიპოსტასი (ღვთაებრივი პირი / წევრი), მაცხოვარი, მხსნელი. ბიბლიის ახალი აღთქმის მიხედვით იგი შვა მარადქალწულმა, ყოვლადწმინდა მარიამმა, უბიწო ქალწულმა, რომელსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ უფალია მასთან და რომ სული წმიდა მოვიდოდა მასზე და ძალი მაღლისა დაფარავდა, იგი მიუდგებოდა (დაორსულდებოდა), შობდა ძეს და უწოდებდა მას სახელს იესო, ეწოდება მას ძე მაღლისა, იმეფებს იგი საუკუნოდ და მის სუფევას არ ექნება დასასრული. ქ. ბეთლემში (ებრ. ბეთლეჰემ - სახლი პურისა), ქვაბში (გამოქვაბულში) იშვა მესია. მამობილმა იოსებმა ახალშობილი იესო ღვთისმშობელთან ერთად ანგელოზისაგან წინასწარუწყებით ეგვიპტეში გაარიდა ებრაელთა ტირანს ჰეროდეს, რომელმაც შეიტყო რა მოგვებისაგან, რომ ახდა წინასწარმეტყველება და იშვა იუდეველთა მეფე, ჩათვალა ეს ამქვეყნიური სამეფო ტახტის დაკარგვად და ამის შიშით გასცა ბრძანება გაეჟლიტათ ორი წლის ასაკამდე შობილი ყველა ყრმა. ის კი გადარჩა, გაიზარდა, დაბრუნდა, იქადაგა პალესტინაში ახალი მოძღვრება, მოუწოდა მოწაფეებს (12 მოციქული, 70 მოწაფე), განიცადა სინედრიონის სასტიკი დევნა, ბოლოს იუდას ღალატით შეიპყრეს, აწამეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, ჯვარი აზიდვინეს გოლგოთის მთაზე და ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად, სამი დღის შემდეგ კი მკვდრეთით აღდგა. ყოველივე ეს მოთხრობილია ოთხ კანონიკურ სახარებაში: მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანესი. ძე ღვთისა, იესო მდინარე იორდანეში მონათლა იოანე ნათლისმცემელმა, ქადაგებდა სიკეთეს, სამართლიანობას, მოყვასის სიყვარულს, ჭეშმარიტ, მაცხოვნებელ, ცოცხალ სარწმუნოებას. ქრისტიანებს სწამთ იესოს მეორედ მოსვლის, როდესაც გაიმართება საშინელი სამსჯავრო და მაცხოვარი განიკითხავს, ყველას თავის საქმეთაებრ მიაგებს, ადგილს მიუჩენს ცოდვილებს და უცოდველთ, დაამყარებს წმინდანთა ათასწლოვან მეუფებას.
-
პლერომას ეონმა ქრისტემ, ვიშნუს შაკტი-ავეშა-ავატარამ დაანგრია და გააუქმა ბოროტი ეონი იაჰვე-იეჰოვა-საბაოთის ბოროტი ანტივედური რჯული და სძლია მას. ქრისტე იყო უცნობი ზესულის ძე ანუ გნოსტიკოსები და ინდუისტები მართლები არიან. იეჰოვა არის ბოროტი სული, იესომ მას სძლია. იუდეველებმა დაამახინჯეს და გაამრუდეს ეონი ქრისტეს ფილოსოფია. კოლასელთამიმართ თავიმეორე 1. მინდა იცოდეთ, რა გულმოდგინედ ვიღვწი თქვენთვის, ლაოდიკელთა და ყველა მათგანისათვის, ვისაც პირადად არც კი უხილავს ჩემი სახე; 2. რათა გამხნევდეს მათი გული და სიყვარულით შეერთებულნი ეზიარონ გონიერების მთელ სისავსეს და სიუხვეს ღვთის საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესამეცნებლად, 3. რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე. 5. ვინაიდან, თუმცა ხორცით შორსა ვარ თქვენგან, მაგრამ ახლო ვარ სულით, და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესრიგსა და რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში. 6. ამიტომ, როგორც მიგიღიათ უფალი ქრისტე იესო, ისევ იარეთ მასში. 9. რადგანაც მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება. 10. და თქვენც სავსენი ხართ მასში, ვინც არის თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა. 14. სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი. რომაელთამიმართ თავიმესამე 20. ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა. გალატელთამიმართ თავიმეორე 16. მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი. 19. ვინაიდან მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ვიცოცხლო ღვთისათვის. 20. ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის. 21. არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, რადგან თუ გამართლება რჯულისგანაა, მაშინ ამაოდ მომკვდარა ქრისტე. გალატელთამიმართ თავიმესამე 10. ხოლო ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან, რადგანაც დაწერილია: „წყეულიმც იყოს, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს, რაც ჩაწერილია წიგნში“. 11. ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან „მართალი იცოცხლებს რწმენით“. 13. ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე“, 19. კი მაგრამ, რაღაა რჯული? ის მოცემულ იქნა შეცოდებათა გამო, ვიდრე მოვიდოდა თესლი, ვისთვისაც დაიდო აღთქმა და გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით. 22. მაგრამ წერილმა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია ყველა, რათა აღთქმული სიკეთე იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდა მორწმუნეთ. 23. რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. 27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით. 28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. ლუკა 14 34. კარგი რამ არის მარილი. მაგრამ თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? 35. აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ - მხოლოდ გადასაყრელად. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს! p.s. „სისავსე“ ანუ „სავსება“ ესაა - პლერომა ანუ ღვთაებრივი ეონების სინათლის სამეფო საიდანაც მოვიდა ეონი ქრისტე. მარილი იუდეველებში იყო იაჰვესთან კავშირის რიტუალური სიმბოლო.
-
ზოგიერთები ამბობენ, რომ ქრისტე არ არსებობდა, ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ არსებობდა, ზოგიერთები ამბობენ, რომ ქრისტე ადამიანი იყო, ხოლო სხვები ამბობენ, რომ იყო ღმერთი. დაობენ იმაზე ჰყავდა თუ არა ცოლი. მე ვიტყვი ასე: ჯერ ერთი, ვედური რელიგიის მიხედვით ქრისტე იყო ვიშნუს ავატარა. მეორეც; თუ კარგად დავუკვირდებით მიხვდებით, რომ იესო ქრისტე ესაა აპოლონიუს ტიანელის და სიმონ მოგვის კრებითი სახე და სხვა არაფერი. ამასთანაა დაკავშირებული ისტორიული გაუგებრობები ქრისტეს ისტორიულობასთან დაკავშირებით. ამ აზრზე იყო აპოლონიუსის ბიოგრაფოსი - ფლავიუს ფილოსტრატე. თვითონ სიმონიც ამტკიცებდა, რომ ქრისტე იყო. რაც შეეხება ორთოდოქსულ ქრისტიანობას, მეცნიერული ფაქტია, რომ ეს იდეოლოგია შეიქმნა მეოთხე საუკუნეში იმპერატორი კონსტანტინეს მიერ, ტრადიციული იუდაიზმის ადაპტირების, მოდერნიზების და ელინისტურ გნოსტიციზმთან შეერთების შედეგად, როგორც ნეო-იუდაიზმი. რეალური ქრისტიანობა ეს იყო სიმონის გნოზისი და აპოლონიუსის ნეო-პითაგორეიზმი. ე.ი. ქრისტიანული ისტორია მთლიანად გაყალბებულია კონსტანტინეს და მისი მიმდევრების მიერ, რაც ახლაღა გავიგეთ და აღმოვაჩინეთ. ომ შანტი
-
- ქრისტე
- გნოსტიციზმი
-
(and 3 more)
Tagged with:
-
გახსოვდეთ, რომ "პასექი" იგივე "პეისახი" იგივე "პასქა" ესაა ანტიქრისტიანული ებრაული "ზეიმი", რომელსაც აქვს ორი მნიშვნელობა: 1. იაჰვეს მიერ ეგვიპტელი ბავშვების დახოცვა და 2. პასექის დროს უფალი ქრისტეს დაკვლა იაჰვეს სამსხვერპლოზე. მათ [რაბინებმა] ქრისტე როგორც სამსხვერპლო კრავი ისე დაკლეს თავიანთი "ელოჰიმისთვის". და ეს გიხარიათ "ქრისტიანებს"? ქრისტე არ იყო იუდეველთა "უფლის" ძე და ეს დასტურდება არა მხოლოდ იმითი რომ მათ ქრისტე დაკლეს ცხოველივით და კარგად ცემეს კიდეც სანამ სიცოცხლეს გამოასალმებდნენ, არამედ ისიც რომ რაბინებიც და ზოგადად ისრაელის ხალხიც დღემდე არ სცნობენ არც ქრისტეს და არც სულიწმინდას. იუდეველმა შეიძლება გცემოს, მტკიცება რომ დაუწყო იმისა რომ "ქრისტე არის მოსეს უფლის ძე" და რომ "ებრაელ წინასწარმეტყველთა წიგნებში წერია სულიწმინდაზე", ეს ასე არაა. იუდეველებმა ძალიან კარგად იციან ვინაა მათი "უფალი" და ისიც რომ ქრისტე ქადაგებდა უცნობ სხვა ღმერთს რომელსაც მანამდე კაცობრიობა არ იცნობდა. ქრისტე სახარებებში სულ ამბობს, რომ მისი მამა უხილავი და უცნობია ადამიანთათვის. იუდეველთა "ღმერთს" არაფერი აქვს საერთო ქრისტეს მამასთან. ამას გარდა ის რომ თავიდან ქრისტეს ვერაფერს უშავებდნენ, იმის მტკიცებულებაა, რომ ქრისტე რომის მოქალაქე იყო, იუდეველებმა მხოლოდ მას მერე შეძლეს უფალი იესოს დაკვლა, რაც პილატემ ხელები დაიბანა და ჩამოართვა ქრისტეს რომის მოქალაქეობა. როგორც კი იუდეველებს გადასცა უფალი პილატემ, იუდეველებმა მყისვე დაკლეს როგორც კრავი უფალი იესო და მიუძღვნეს მისი სხეული თავიანთ "უფალ" იაჰვეს. იუდეველები ელოდნენ პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერს და არა სულიერ განმანათლებელს. იუდეური "მოშიახი" ესაა ძლიერი მიწიერი მეფე და არა სულიერი ბრძენი და ღმერთი. ამიტომაც უარყვეს ქრისტე. მათ დაინახეს რომ იესო ქრისტე არ იყო ის ვისაც ელოდნენ... და ისრაელიანები დღემდე ელიან თუ როდის მოვა მათი იაჰვეს ძე ანუ "მოშიახი", რომელმაც უნდა დაიპყროს მთელი მსოფლიო როგორც ეს "თანახში" და "თალმუდში" უწერიათ მათ.
-
ჯაჯანიძეს თავის მისტიკურ "სხვა რაკურსში" ხან გენიოსები მოჰყავს და ხანაც სრული შიზოთერიკი იდიოტები. ჯაჯო ცოტა გონს მოდი. ყველას კი ნუ უჯერებ. შიზოთერიკი ნაციონალისტ-მესიანისტები ჩვენშიც მრავლად არიან და რუსეთშიც. ამერიკაც სავსეა ნაციონალ-მესიანისტი შიზოთერიკოსებით. ის რასაც ქართველი და რუსი ნაციონალ-შიზოთერიკები ბოდავენ წინარექრისტიანულ ან ზექრისტიანულ მისტიკაზე არის ვ ე დ ა ჩ ა რ ა ს დონე. ეს ნიშნავს იმას რომ ეგენი არ იზიარებენ და ვერ იგებენ კაულა-დჰარმას ანუ კალი-კულას სწავლებას, რომელიც წარმოადგენს ყველა რელიგიის დედას და ფუძეს თუ დავუჯერებთ შაკტისტურ წმინდა წიგნებს და ნაწილობრივ შივაიტურსაც. ბუდისტურ ტანტრაშიც ამაზეა საუბარი. ვიმეორებ: "დიად იბერიულ კულტურაზე" საუბარი ესაა ვედაჩარას დონის ბოდვა. ვედაჩარა არის მულადჰარა ჩაკრის შესაბამისი ყველაზე დაბალი დონე სულიერი განვითარებისა და მასში ერთიანდება ტრადიციული პოლითეიზმის ყველა ფორმა და + იუდაიზმი და მაზდეანური ნახევარპოლითეიზმი. უზენაესი დონე კი ესაა კალი-კულა ანუ კაულა დჰარმა. შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს. ეს ნიშნავს იმას რომ უმაღლესი ცოდნა და სიბრძნე ესაა კალი ტანტრა. კალის კულტიდან წარმოიშვა ყველა რელიგია. ასეა შაკტი ტანტრების მიხედვით. წინარექრისტიანული იბერიული და რუსული პოლითეიზმი ესაა ისეთივე პრიმიტიული ვედაჩარა, როგორიცაა მესოპოტამიური პოლითეიზმი, აცტეკების პოლითეიზმი, იაპონური შინტო, ორთოდოქსული ვედიზმი და ა.შ. უმაღლესი რელიგიური ფილოსოფია ესაა კაულა ტანტრას ეზოთერული ფილოსოფია, რომელმაც შვა ყველა სხვა სწავლება. კ ა უ ლ ა ჩ ა რ ა ესაა საჰასრარა ჩაკრას შესაბამისი უზენაესი დონე სულიერი ევოლუციისა. სატანიზმი, ათეიზმი და სეზონური რელიგიურობა საერთოდ განეკუთვნება მულადჰარაზე დაბლა მყოფ ჩაკრებს და ბილა-სვარგას ანუ ტალას სამყაროებს და ნარაკა-ლოკას. ამაზე დაბლა კი არის სანკარშანა ანანტა შეშა, დიადი კოსმიური გველი, რომელიც განასახიერებს ცრუ ეგოს ანუ ახანკარას. გაიგეთ ბოლოს და ბოლოს რომ ქართველი და რუსი ვედისტები და ვედისტ-ქრისტიანები გაგებაში არ არიან რას როშავენ. სხვათაშორის ქრისტიანობა და ისლამი ესაა ვაიშნავაჩარა ანუ უფრო მაღალი დონე ვიდრე ვედაჩარა. ამიტომაც მოხდა ისე რომ ქრისტიანობამ დაამარცხა ელინიზმი და ისლამმა არაბული პოლითეიზმი. ვაიშნავაჩარა იბადება მაშინ, როცა ურიცხვი ღმერთებიდან ადამიანი რჩევს ერთს და მას უძღვნის სიყვარულს, მაგრამ არ აქვს შემეცნება და რაციონალიზმი. ცოდნა და რაციო უკვე მოდის შემდეგ ეტაპზე ანუ შაივაჩარას დონეზე, როცა იბადება გნოსტიციზმი, შივაიზმი, სუფიზმი და მაჰაიანური ბუდიზმი. აი ამას ბევრი ვერ ხვდება საუბედუროდ. ამ ყველაფერს ადასტურებენ შაკტისტური და შივაიტური ტანტრისტული ტექსტები, მაგალითად; "კულარნავა-ტანტრა" და "იონი-ტანტრა".
-
ქრისტე ესაა უფალი ვიშნუს ერთ ერთი ფორმა. ქრისტეს ნამდვილი მამა ესაა ეონი "ნუსი" რომელიც იგივეა რაც ირანული ორმუზდი (აჰურამაზდა). იუდეველთა დემიურგი იაჰვე ესაა ქრისტეს მტერი. იუდეველებმა მოკლეს ქრისტე იმიტომ რომ ბოროტი დემიურგის მსახურები არიან. იაჰვე ესაა კენომას ანტი ეონი. ქრისტე იგივე ვიშნუ ესაა პლერომას ეონი ისევე როგორც მისი პარტნიორი სოფია პრუნიკოსი ანუ სულიწმინდა. გნოსტიკური, ბუდისტური და ინდუისტური კოსმოლოგია პრინციპში ერთსა და იმავეს ამბობენ, უბრალოდ ბევრი ამას ვერ ხვდება. კამალოკა ესაა გნოსტიკური კენომა და კერასმოსი. ხოლო რუპა ლოკა და არუპა ლოკა ესაა პლერომა. იამას ანუ ჰადესის სამეფო ესაა სივრცე დედამიწიდან მთვარემდე. ინდრას სამეფო ესაა ჰიპერბორეა დედამიწის შიგნით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. სოფია ახამოტის სამეფო ესაა კამა ლოკას უზენაესი "ცა". რუპა ლოკას პირველი სამეფოდან უსასრულო ერთიანობის უზენაეს კაუზიურ სამეფომდე განზომილებები ესაა – პლერომა. პლერომა ფიზიკური მატერიის, პლერომა ნატიფი მატერიის და პლერომა სულიერი ენერგიის.
-
ისრაელის „ღმერთი“ წყევლის ყველას ვინც არ ეთაყვანება: „თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს, რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა: “ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 15). „წყეულიმც ხარ ქალაქად და წყეულიმც ხარ ველად!“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 16). „წყეულიმც იყოს შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და შენი ფარის ნამატი!“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 18). „მოგივლენს უფალი წყევლას, ფეთებას, შეჩვენებას შენი ხელის ყოველ ნამუშაკევში, რასაც კი გააკეთებ ვიდრე არ განადგურდები, ვიდრე მალე არ დაიღუპები, შენი ბოროტი საქმეებისათვის, იმისათვის რომ მიმატოვე“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 20). „მოგაწებებს უფალი შავ ჭირს“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 21). „მოგწყლავს უფალი ჭლექით, ციებ-ცხელებით, ანთებით, ხურვებით, გვალვით, ხორშაკით და სიყვითლით; დაგიწყებენ დევნას, ვიდრე არ დაიღუპები“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 22). „დაგამხობს უფალი შენი მტრების წინაშე, ერთი გზით წახვალ მისკენ და შვიდი გზით გაექცევი მას“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 25). „მოგწყალვს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 28). „შენი ვაჟები და ასულები უცხო ხალხს ჩაუცვივდებიან ხელში, თვალები დაგევსება მათი ყურებით მთელი დღე და მკლავში აღარ გექნება ძალა“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 32). „დაძრავს უფალი ხალხს შენს წინააღმდეგ შორეთიდან, ქვეყნის კიდიდან, არწივივით მოფრინდება ხალხი, რომლის ენას ვერ გაიგებ“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 49). „მოძალადე ხალხი რომელიც მოხუცს პატივს არ სცემს და ყმაწვილკაცს არ იბრალებს“ (მეორე რჯული, თავი 28, სტროფი 50). აი ასე წყევლის ძველი აღთქმის „ღმერთი“ მათ, ვინც არ ეთაყვანება. ძველი აღთქმის „უფლის“ ამგვარი „მჭერმეტყველება“ არის დჰარმულ სწავლებებში არსებული ერთდროულად სამი მცნების, სამი კანონის დარღვევა, ესენია აჰიმსა-ვრატა ანუ არაძალადობა, ცოცხალ არსებათათვის ზიანი არ მიყენება, ვაჩანა-გუპტი ანუ სიტყვების კონტროლი, რომლის არსი მდგომარეობს წყევლისგან, მუქარისგან, ლანძღვა-გინებისგან და სიტყვიერი დაშინებისგან თავის შეკავებაში და მანო-გუპტი ანუ გონების კონტროლი, რომლის არსი მდგომარეობს ბოროტი აზრების უარყოფაში. ბიბლიური „უფლისგან“ განსხვავებით ბუდა სავსეა უკიდეგანო თანაგრძნობითა და სიყვარულით და არავის არ წყევლის. ბიბლიური „უფლისგან“ განსხვავებით, ბუდას თვითმიზანი არის ცოცხალი არსებების ტანჯვისგან დახსნა.
-
- გნოსტიციზმი
- ბიბლია
- (and 5 more)
-
ბრძენთა და გონიერთათვის დაფარული, ჩვილებისათვის გაცხადებული 20. მაშინ თქვა იესომ: „გადიდებ, შენ მამაო, უფალო ცისა (სუპერკოსმოსისა), რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს. 21. მამაო! ვინაიდან ასეთი იყო შენი ნება. 22. ყოველივე ჩემი მამის მიერ გადმომეცა მე და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გამოუცხადოს. *** 23. მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. 24. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. 25. ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი - მსუბუქი“. თავი 12 თავთავების წყვეტა შაბათ დღეს 1. იმხანად იესომ ყანებზე გადაიარა, შაბათ დღეს, ხოლო მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების წყვეტა და ჭამა. 2. ფარისევლებმა დაინახეს ეს და უთხრეს მას: „აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რის გაკეთებაც შაბათ დღეს არ შეიძლება“. 3. მან კი უთხრა მათ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მის მხლებლებს? 4. როგორ შევიდა ღვთის სახლში და ჭამა საწინაშეო პურები, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს, არამედ მხოლოდდამხოლოდ მღვდლებს? 5. ანდა არ ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები ტეხენ შაბათს, მაგრამ უბრალონი არიან? 6. თქვენ გეუბნებით, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია. 7. რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: „წყალობა მნებავს და არა მსხვეპლი“, მაშინ აღარ დაადებდით მსჯავრს უბრალოებს. 8. ვინაიდან ანთროპოსის ძე შაბათის უფალიც არის“. 9. და წავიდა იქიდან და მივიდა მათ სინაგოგაში. 10. და აჰა, იყო იქ ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს მას, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: „შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?“ 11. ხოლო მან უთხრა მათ: „რომელიმე თქვენთაგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს? 12. ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება“. 13. მაშინ უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე შენი ხელი!“ მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე. 14. ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი. იესომ შეიტყო და იქაურობას გაეცალა. 15. დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ყველა განკურნა, 16. და აუკრძალა მათ ამის გახმაურება. ფარისეველების მიერ იესოს შეურაცხყოფა 17. მაშინ მოიყვანეს მასთან ეშმაკეული ბრმა და მუნჯი და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა. 18. მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: „ნუთუ ეს დავითის ძეა?“ 19. ხოლო ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს. იესო ამხილებს ფარისევლებს 20. იესომ როცა დაინახა მათი ფიქრები, უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, თავის თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაუდაბურდება, და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც გაიყოფა თავისთავის წინააღმდეგ, ვერ გაძლებს. 21. და თუ სატანა სატანას სდევნის, თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა: როგორღა გაძლებს მისი სამეფო? 22. თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები. 23. თუ მე ღვთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღვთაების განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება). 24. ანდა, როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და მაშინ გაძარცვავს მის სახლს. 25. ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს. 26. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ. 27. ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას. მაგრამ თუ ვინმე იტყვის სულიწმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას არც ამ სოფლად, არც მომავალში. ხე ნაყოფით იცნობა 28. „ან ხეც კარგად სცანით და მისი ნაყოფიც, ან ხეც ცუდად სცანით და მისი ნაყოფიც, ვინაიდან ხე ნაყოფით შეიცნობა. 29. იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი. 30. კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს. 31. თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს. 32. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები“. 33. მაშინ მიუგო მას ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა: „მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან“. 34. ხოლო მან მიუგო პასუხად: „ეს ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას. არაწმიდა სული და დასუფთავებული სახლი 35. როცა არაწმიდა სამშვინველი გამოდის ადამიანიდან, დადის ურწყულებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს. 36. მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი. როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს, 37. მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სამშვინველს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დაისადგურებენ იქ. და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ მოდგმასაც“. იესოს დედა და ძმები 38. როცა ის ხალხს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები, რომელნიც სალაპარაკოდ ეძებდნენ მას. 39. ვიღაცამ უთხრა მას: „აჰა, დედაშენი და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან ლაპარაკი სურთ“. 40. მან კი მიუგო და უთხრა ამის მთქმელს: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“ 41. ხელით უჩვენა თავის მოწაფეებზე და თქვა: „აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები; 42. ვინაიდან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებას აღასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც“. თავი 13 იგავი მთესველზე 1. იმ დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და დაჯდა ზღვის პირას. 2. დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან, ისე რომ იგი შევიდა და ჩაჯდა ნავში, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა. 3. ბევრს ასწავლიდა მათ იგავებით და ეუბნებოდა: „აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. 4. თესვისას ზოგი მარცვალი გზისპირას დავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი. 5. ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა. 6. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. 7. ზოგი ეკლებში ჩაცვივდა. გაიზარდა ეკლები და გააჩანაგა ისინი. 8. ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი. 9. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!“ 10. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს მას: „რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?“ 11. მან პასუხად უთხრა მათ: „იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ცათა სასუფევლის საიდუმლოებათა, მათ კი არა აქვთ ეს მიცემული. 12. ვინაიდან, ვისაც აქვს, მას მიეცემა და ექნება უხვად, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს. 13. იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ ისინი უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან. 16. ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ. 17. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს. იგავის განმარტება 18. ხოლო თქვენ მოისმინეთ მთესველის იგავი. 19. ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სასუფეველზე და ვერ ხვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს მის გულში ჩათესილს: აი, რას ნიშნავს გზისპირას დათესილი. 20. ხოლო კლდოვანზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს და მაშინვე სიხარულით მიიღებს მას, 21. მაგრამ ფესვები არა აქვს თავისში და ხანმოკლეა. რაჟამს დადგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება. 22. ხოლო ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აჩანაგებენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქმნება. 23. ხოლო, კარგ მიწაზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება, და სწორედ ის არის ნაყოფიერი. და ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს“. იგავი ხორბლისა და ღვარძლისა 24. სხვა იგავი მიაწოდა მათ და უთხრა: „განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. 25. როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში ღვარძლი ჩათესა და წავიდა. 26. ხოლო როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. 27. მივიდნენ მონები და უთხრეს სახლის პატრონს: „ბატონო! განა შენ კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდანღა აქვს მას ღვარძლი?“ 28. მან კი უთხრა მათ: „მტერმა კაცმა გააკეთა ეს“. ხოლო მონებმა უთხრეს მას: „გინდა, წავალთ და გავმარგლავთ?“ 29. მან თქვა: „არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ გაგლიჯოთ. 30. დააცადეთ, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკალთ: ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი. ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთ“. მდოგვის მარცვალზე 31. სხვა იგავი მიაწოდა მათ და უთხრა: „განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბოსტანში. 32. იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა იზრდება, ყოველ მწვანილეულზე დიდია და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებში პოულობენ თავშესაფარს“. საფუარზე 33. მერე სხვა იგავი უთხრა მათ: „განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) წააგავს საფუარს, რომელიც ქალმა აიღო და დაფარა სამ წყვა ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა“. 34. ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა იესო ხალხს და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა. 35. რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „იგავებით გავხსნი ჩემს პირს. ვიტყვი, რაც დასაბამიდან დაფარულია“. 36. მაშინ გაუშვა იესომ ის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „გაგვიმარტე ყანის ღვარძლის იგავი“. ყანის და ღვარძლის იგავის განმარტება 37. მან მიუგო და უთხრა: „კეთილი თესლის მთესველი ანთროპოსის ძეა. 38. საყანე კი კოსმიური სამყაროა. კეთილი თესლი სასუფევლის (მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერების) ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - ბოროტის ძენი. 39. ხოლო მტერი, რომელმაც ის დათესა, არის ეშმაკი. მკა კი არის სოფლის აღსასრული, ხოლო მომკალნი ანგელოზები არიან. 40. ამიტომ, როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება სოფლის დასასრულს. 41. ვინაიდან მოავლენს ანთროპოსის ძე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ საცდურსა და ურჯულოების მოქმედს, 42. და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა. 43. მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სასუფეველში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს! მინდორში დაფარული განძი 44. განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) წააგავს განძს, მინდორში დაფარულს, რომელსაც წააწყდება კაცი და ჩამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია, და ყიდულობს იმ მინდორს. 45. კიდევ: განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძებს. 46. როცა წააწყდება ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იმას შეიძენს. ზღვაში გადაგდებული ბადე 47. კიდევ: განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი სახის თევზს იჭერენ. 48. როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გარეთ გადაყრიან. 49. ასევე იქნება სოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და განაცალკევებენ ბოროტებს მართლებისაგან. 50. და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა. 51. თუ გაიგეთ ყოველივე ეს?“ - დიახო, - მიუგეს მას. 52. მან კი უთხრა მათ: „ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი“. წინასწარმეტყველის უპატივცემულობა 53. იგავები რომ დაასრულა იესომ, იქაურობას გაეცალა. 54. მივიდა თავის სამშობლოში და ასწავლიდა მათ თავიანთ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: „საიდანა აქვს მას ეს სიბრძნე და სასწაულები? 55. განა ეს ხუროს ძე არ არის? დედამისს განა მარიამი არა ჰქვია, მის ძმებს კი - იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა? 56. განა მისი დები ყველანი ჩვენს შორის არ არიან? საიდან აქვს ამას ყოველივე ეს?“ 57. და შებრკოლდნენ მის გამო. იესომ კი უთხრა მათ: „წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ, გარდა თავისი სამშობლოსი და საკუთარი სახლისა“. 58. და არ მოუხდენია იქ ბევრი სასწაული მათი ურწმუნოების გამო. თავი 14 ნათლისმცემლის თავისმოკვეთა 1. იმ დროს ესმა ჰეროდეს - ტეტრარქს - იესოს ამბავი. 2. და უთხრა თავის მსახურებს: „ეს იოანე ნათლისმცემელია, მკვდრეთით აღდგა და ამიტომ სასწაულნი მოქმედებენ მასში“. 3. ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩასვა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას, გამო. 4. ვინაიდან იოანე ეუბნებოდა მას: შენთვის ნებადართული არ არის მისი ყოლა. 5. და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. 6. ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიას ასულმა იცეკვა შეკრებილთა წინაშე და აამა ჰეროდეს. 7. ამიტომ ფიცით შეჰპირდა მას, მიეცა, რაც არ უნდა ეთხოვა. 8. ხოლო მან, თავისი დედისაგან დარიგებულმა, უთხრა: „მომეცი აქ ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი“. 9. და შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო, ბრძანა მიცემა. 10. და წარგზავნა და იოანესათვის თავი მოაკვეთინა საპყრობილეში. 11. და მოიტანეს მისი თავი ლანგრით და მისცეს ქალიშვილს, მან კი თავის დედას მიართვა. 12. და მოვიდნენ მისი მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს. მივიდნენ და აუწყეს იესოს. ხუთი ათასი კაცის გაძღება 13. ეს რომ იესომ მოისმინა, წავიდა იქიდან ნავით და ერთ უდაბურ ადგილას განმარტოვდა. და ეს რომ ხალხმა გაიგო, ფეხით გაედევნა მას ქალაქებიდან. 14. გამოვიდა და, უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები. 15. როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „აქ უდაბნო ადგილია, ჟამიც გვიანია. გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებში და საჭმელი იყიდონ თავისთვის“. 16. იესომ კი უთხრა მათ: „არ არის საჭირო მათი წასვლა. თქვენ მიეცით საჭმელი“. 17. მათ უთხრეს: „ჩვენ აქ მხოლოდ ხუთი პური და ორი თევზი გვაქვს“. 18. მან უთხრა: „აქ მომიტანეთ“. 19. და უბრძანა ხალხს, ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტვრია და დაურიგა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი - ხალხს. 20. ყველამ ჭამა და გაძღა. ხოლო დარჩენილი ნატეხებისგან აკრიფეს თორმეტი სავსე გოდორი. 21. მჭამელი კი ხუთი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. წყალზე სიარული 22. და მაშინვე აიძულა იესომ თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ვიდრე ის ხალხს გაუშვებდა. 23. როცა გაუშვა ხალხი, მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა. მოსაღამოვდა და იგი მარტო იყო იქ. 24. ნავი უკვე მრავალ სტადიონზე წასულიყო ხმელეთიდან და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, რადგან პირქარი იყო. 25. ღამის მეოთხე გუშაგობისას მივიდა მათთან იესო პირდაპირ ზღვაზე სვლით. 26. მოწაფეებმა ზღვაზე მავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ და თქვეს: ეს მოჩვენებააო, და შიშისაგან შეჰყვირეს. 27. მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ 28. მიუგო მას პეტრემ და უთხრა: „უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ“. 29. უთხრა: „მოდი!“ პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალდაწყალ წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო. 30. მაგრამ, ქარი რომ დაინახა, შეეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: „უფალო, მიხსენი მე!“ 31. იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?“ 32. როცა ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა. 33. ნავში მყოფებმა თაყვანი სცეს მას და უთხრეს: „ჭეშმარიტად ღვთის ძე ხარ შენ“. გენესარეთის ქვეყანაში სნეულთა განკურნება 34. გაღმა გავიდნენ და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში. 35. იმ ადგილის ხალხმა იცნო იგი, წარგზავნეს მთელს იმ მხარეს და მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი. 36. და ევედრებოდნენ მას, რომ მისი სამოსის კალთას მაინც შეხებოდნენ. და ვინც შეეხო, განიკურნა. თავი 15 უხუცესთა ჩვეულება და ღვთის სიტყვა 1. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობარნი და უთხრეს: 2. „რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამის წინ“. 3. მან მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ რაღატომ არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი ჩვეულების გამო? 4. ვინაიდან ღმერთმა თქვა: „პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს“. 5თქვენ კი ამბობთ: თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას: ეს შესაწირავია, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლაო, 6. ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას. ამრიგად, თქვენ გააუქმეთ ღვთის მცნება თქვენი ჩვეულებით. 7. თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა: 8. „ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან“. 9. ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან“. 10. მოუწოდა იმ ხალხს და უთხრა მათ: „ისმინეთ და შეიგნეთ: 11. ადამიანს ბილწავს არა პირში შემავალი, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს“. 12. მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: „იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით დაბრკოლდნენ?“ 13. მან პასუხად უთხრა: „ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციერმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. 14. მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან“. 15. პეტრემ პასუხად უთხრა მას: „განგვიმარტე ეს იგავი“. გულიდან ამოდის 16. ხოლო მან უთხრა: „ნუთუ კიდევ არაფერი გაგეგებათ? 17. არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და ზარულში გამოდის? 18. პირიდან გამოსული კი გულიდან ამოდის და ეს არის რომ ბილწავს ადამიანს. 19. ვინაიდან გულიდან ამოდის: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. 20. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს“. ქანაანელი ასულის განკურნება 21. გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში. 22. და აჰა, ქანაანელი ქალი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: „შემიწყალე მე, უფალო! ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია“. 23. ქალი კი მიუახლოვდა, თაყვანი სცა მას და უთხრა: „მიშველე მე, უფალო!“ 24. მაშინ იესომ პასუხად უთხრა: „დიდია შენი რწმენა. მოგეცეს, როგორც შენ გსურს“. და იმავე საათში განიკურნა მისი ქალიშვილი. ბევრის განკურნება და ოთხი ათასი კაცის გაძღება 25. წავიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვასთან, ავიდა მთაზე და დაჯდა იქ. 26. მივიდა მასთან დიდძალი ხალხი. თან ჰყავდათ კოჭლები, ბრმები, მუნჯები, ხეიბრები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფერხთით და მან განკურნა ისინი. 27. ისე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ მუნჯები ალაპარაკდნენ, ხეიბრები გამოჯანსაღდნენ, კოჭლებმა გაიარეს და ბრმებმა დაინახეს. 28. იესომ კი მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: „მებრალება ეს ხალხი, სამი დღე რომ ჩემთან არის და საჭმელი კი არაფერი აქვს. არ მინდა მათი უჭმელად გაშვება, რათა გზაში არ დაუძლურდნენ“. 29. უთხრეს მას მოწაფეებმა: „უდაბნოში სადა გვაქვს იმდენი პური, რომ ამდენი ხალხი გავაძღოთ?“ 30. უთხრა მათ იესომ: „რამდენი პური გაქვთ?“ მათ უთხრეს: „შვიდი და მცირეოდენი თევზი“. 31. და უბრძანა ხალხს, რომ მიწაზე დამსხდარიყვნენ. 32. აიღო ის შვიდი პური და თევზები, მადლი შესწირა, დატეხა და დაურიგა თავის მოწაფეებს, მოწაფეებმა კი - ხალხს. 33. ყველამ ჭამა და გაძღა. ნარჩენი ნატეხებისაგან კი შვიდი სავსე კალათა აკრიფეს. 34. მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. 35. და გაუშვა ხალხი. ჩაჯდა ნავში და მივიდა მაგდალას ადგილებში. თავი 16 დროის და ნიშნის გამოცნობა 1. მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ციდან. 2. მან მიუგო და უთხრა მათ: „საღამოხანს თქვენ ამბობთ: ხვალ მოწმენდილი იქნება, ვინაიდან ცა წითელიაო; 3. დილით კი - დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულიაო. ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი - არა? 4. ეს ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას“. და მიატოვა ისინი და წავიდა. ფარისეველთა საფუარი 5. გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ. 6. და იესომ უთხრა მათ: „იხილეთ, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს“. 7. ისინი კი გულში ფიქრობდნენ და ამბობდნენ: პური არ წამოგვიღიაო. 8. იცოდა ეს იესომ და უთხრა მათ: „რას ფიქრობთ გულში, მცირედ მორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ? 9. ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და აღარ გახსოვთ იმ ხუთი ათასის ხუთი პური და რამდენი გოდორი აიღეთ? 10. აღარც ოთხი ათასის შვიდი პური და რამდენი კალათი აიღეთ? 11. რატომ ვერ გაგიგიათ, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?“ 12. მაშინღა მიხვდნენ, რომ იგი ეუბნებოდა, მორიდებოდნენ არა პურის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას. ქრისტე - ცოცხალი ღვთის ძე 1. მას შემდეგ დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისათვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს და ტანჯულიყო მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო. 2. პეტრემ გაიხმო იგი და შეეპასუხა: „შეიწყალე თავი, უფალო, ნუმც ყოფილა ეგრე!“ 3. ის კი მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: „მომცილდი, სატანავ! ჩემი საცდური ხარ, ვინაიდან ღმერთისაზე კი არ ლაპარაკობ, არამედ კაცისაზე“. იესო მოუწოდებს თავის მიმდევრებს 4. მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე. 5. ვინაიდან მოვა ანთროპოსის ძე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით. 6. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ანთროპოსის ძეს თავისი სუფევით მომავალს“. თავი 17 ფერისცვალება 1. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით. 2. და ფერი იცვალა მათ წინაშე: გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსელი გასპეტაკდა როგორც ნათელი. 3. აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი, და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!“ 4. ეს რომ ესმათ მოწაფეებს, პირქვე დაემხნენ და ძალიან შეეშინდათ. 5. იესო მიუახლოვდა, და შეეხო მათ და უთხრა: „წამოდექით და ნუ გეშინიათ“. 6. თვალი რომ აახილეს, ვეღარავინ დაინახეს, გარდა იესოსი. 7. და როცა მთიდან ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: „არავის არაფერი მოუყვეთ ამ ხილვაზე, ვიდრე ანთროპოსის ძე მკვდრეთით არ აღდგება“. 8. ჰკითხეს მას მოწაფეებმა: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ 9. ხოლო მან მიუგო და უთხრა: „ელია ნამდვილად მოვა და ყოველივეს მოაწესრიგებს. 10. თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. ანთროპოსის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა“. 11. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდათ. მთვარეულის განკურნება 12. და როცა ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა და მუხლი მოიდრიკა მის წინაშე 13. და უთხრა: „უფალო, შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდან წარამარა ცეცხლში და წარამარა კიდევ წყალში ვარდება“. 14. მივუყვანე იგი შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება. 15. მიუგო იესომ და უთხრა: „ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? აქ მომგვარეთ იგი!“ 16. შერისხა იგი იესომ მოყვანისთანავე და ეშმაკი გამოვიდა მისგან. იმ საათშივე განიკურნა ყმაწვილი. 17. მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და უთხრეს: „ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?“ 18. მან უთხრა მათ: „თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი. 19. ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება“. 20. გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: „ანთროპოსის ძე გადაცემული იქნება ადამიანთა ხელში, 21. მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება“. ისინი მეტისმეტად შეწუხდნენ. სატაძრო ხარკისათვის 22. კაპერნაუმში მისვლისას მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: „თქვენი მოძღვარი ხომ არ გადაიხდის დიდრაქმას?“ 23. მან უთხრა: კიო. როცა ის სახლში შევიდა, იესომ და
-
სახარებები (ევანგელე) რედაქტირებული და რესტავრირებული ვერსია რედაქტირებულია გნოსტიკური, ბოგომილური, მანიქევლური, თეოსოფიური და ანთროპოსოფიური ნაშრომების მიხედვით რედაქტირებულია თეოსოფი და ეზოთერიკი – ღვთისავარ ჩაბრავას მიერ კორექტირება ძირითადად განხორციელებულია, გნოსტიკოსების მარკიონის, ვალეტინეს, სიმონ მოგვის, სატორნინეს, კარპოკრატეს, ბასილიდეს, ჰერაკლიონის, ნეოპლატონიკოსი პროკლუსის და პლოტინუსის, თეოსოფების ბლავატსკაიას, ოლკოტის, ბეზანტის, ბეილის და ტოლსტოის, ანთროპოსოფების შტაინერის, ბელის, ჩეხოვის და სვასიანის, მანიქეველი თეოლოგების მარ მანი ხაის და ადიამანტ მასწავლებლის, აგრეთვე კაბალისტების რეიხლინის, ისააკ მეიერის და მაკ გრეგორ მატერსის სასულიერო მეცნიერულ ნაშრომთა მიხედვით მართლმადიდებელ გადამწერ–მთარგმნელ დოგმატიკოს პროფანატორთა მიერ პროფანირებული, დეფექტურად გადაწერილი და სისტემური ხარვეზებით რედაქტირებული სახარებათა ტექსტები ქართულად თარგმნა ზურაბ კიკნაძემ პროლოგი "მე მომწონს ქრისტე, მაგრამ არ მომწონს ქრისტიანები, ისინი ქრისტეს საერთოდ არ გვანან" - მაჰათმა განდი მათეს სახარება თავი 1 იესოს წარმოშობა 1. წიგნი წარმოშობისა იესო სოლომონისეულისა: დავითის ძისა, აბრაამის ძისა. 2. აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები; 3. იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი; 4. რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი; 5. სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე. 6. იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან. 7. სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა. 8. ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია; 9. ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია; 10. ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ამონი; ამონმა შვა იოშია; 11. იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ; 12. ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი; 13. ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა ყაზური; 14. ყაზურმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იაქინი; იაქინმა შვა ელიჰუდი; 15. ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი; 16. იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე. 17. ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან სოლომონისეულ იესომდე თოთხმეტი თაობა. იესოს შობა 18. ხოლო იესო სოლომონისეულის შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, მამაღმერთისაგან (ღვთაებრივი გონისაგან) დაორსულებული აღმოჩნდა; 19. ხოლო იოსები, მისი ქმარი, კეთილი კაცი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი. 20. როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული მამაღმერთისაგან (ღვთაებრივი გონისაგან) არის. 21. შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის ხალხს მათი ცოდვებისაგან“. 22. სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი. 23. და არ დაუმყარებია მასთან სქესობრივი კონტაქტი, ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო (თარგმანით: მკურნალი). თავი 2 მოგვები აღმოსავლეთიდან 1. როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ მაზდეანი მოგვები სპარსეთიდან, რომელთაც ქონდათ წინასწარმეტყველება იუდეის ბეთლემში ახალი მხსნელის (საოშინტის) დაბადების შესახებ და თქვეს: 2. „სად არის იუდეველი მეუფე, რომელიც იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“. 3. ეს რომ გაიგონა, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი. 4. შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და ჰკითხა მათ, სად უნდა შობილიყო ქრისტე (გასხივოსნებული, იგივე ბუდა). 5. მათ კი უთხრეს მას: „იუდეის ბეთლემში“. 6. მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა მაზდეანი მოგვები და გამოიკითხა ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი. 7. წარგზავნა ისინი ბეთლემს, და უთხრა: „წადით, გულმოდგინედ გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი და, როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას“. 8. მათაც მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ. და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მივიდოდა და დადგებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო. 9. ვარსკვლავი რომ დაინახეს, მათ მეტისმეტი სიხარულით გაიხარეს. 10. როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას. გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. 11. და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდეს თან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში. 12. როცა ისინი წავიდნენ, ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და გაიქეცი ეგვიპტეს და იყავი იქ, ვიდრე მე გეტყოდე, რადგან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი“. ეგვიპტეში გაქცევა 13. ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და მივიდა ეგვიპტეს. ყრმათა ამოჟლეტა 14. ძალიან განრისხდა ჰეროდე, როცა ნახა, რომ გააწბილეს მოგვებმა. მიავლინა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და იმაზე უმცროსები ბეთლემში და მთელ მის სანახებში, იმ დროის მიხედვით, როგორც მოგვთაგან გამოიძია. ეგვიპტიდან დაბრუნება 15. ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ კი, აჰა, ეგვიპტეში იოსებს სიზმრად გამოეცხადა უფლის ანგელოზი 16. და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ, ვინც მაგ ყრმის სულს ეძებდნენ“. 17. ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში. 18. ხოლო როცა გაიგო, რომ არქელაოსი მეფობს იუდეაში, მამამისის, ჰეროდეს, ნაცვლად შეეშინდა იქ წასვლისა, მაგრამ სიზმრად მიიღო გაფრთხილება და წავიდა გალილეის მხარეში, 19. მივიდა და დასახლდა ნაზარეთად წოდებულ ქალაქში. თავი 3 იოანე ნათლისმცემლის ქადაგება 1. იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეას უდაბნოში. 2. ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება)“. 3. თვითონ იოანეს ემოსა აქლემის ბეწვის სამოსი და წელზე ერტყა ტყავის სარტყელი. ხოლო საზრდოდ ჰქონდა კალიები და ველური თაფლი. 4. მაშინ მასთან გამოდიოდა იერუსალიმი, მთელი იუდეა და მთელი იორდანეს სანახები. 5. ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. 6. როცა იოანემ დაინახა მისკენ მოსანათლავად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: „იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალ რისხვას გაქცეოდით? 7. მაშ, შექმენით მონანიების ღირსი ნაყოფი 8. და ნუ იფიქრებთ, თქვათ თქვენთვის: ჩვენ მამად აბრაამი გვყავსო. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები. 9. ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ. 10. მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად. მაგრამ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით. 11. მისი ნიჩაბი მის ხელთაა. ის გაწმედს თავის კალოს, ბეღელში მოაგროვებს თავის ხორბალს, ხოლო ბზეს დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით“. *** ნათლისღება 12. მაშინ გალილეიდან იორდანეზე მოვიდა იესო იოანესთან, რათა მის მიერ მონათლულიყო. 13. ხოლო იოანე აკავებდა და ეუბნებოდა: „მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?“ 14. მიუგო იესომ და უთხრა მას: „ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება“. მაშინ მიუშვა იგი. 15. ნათელღებული იესო მყისვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ განზომილებები (ცანი) და მან იხილა ღვთის სამშვინველი, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. 16. ხმა იყო სუპერკოსმოსიდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“. თავი 4 იესოს გამოცდა 1. მაშინ მასში ჩასახლებულმა ქრისტეს სამშვინველმა (ფსიხეია) წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად. 2. ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა. 3. მიუახლოვდა მას მაცდური და უთხრა: „თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ“. 4. ხოლო მან მიუგო და უთხრა: „განვედ, სატანავ!“’ 5. მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე. 6. უთხრა მას: „თუ სამყაროული ღვთაების ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, ვინაიდან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“. 7. უთხრა მას: „განვედ, სატანავ!“. 8. ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო და მათი დიდება. 9. უთხრა მას: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ“. 10. მაშინ იესომ უთხრა: „განვედ, სატანავ!“. 11. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურებოდნენ მას. 12. გაიგო იესომ, რომ იოანე გაცემულია და წავიდა გალილეას. 13. მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში, ზებულუნისა და ნეფთალის საზღვრებში, 14. იმ დროიდან მოყოლებული დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება)“. სიმონის, ანდრიას, იაკობისა და იოანეს მოწოდება 15. როცა გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, მან დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა. ბადეებს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. 16. უთხრა მათ: „გამომყევით მე“. 17. მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. 18. იქიდან წავიდა და დაინახა სხვა ორი ძმა: იაკობი, ზებედეს ძე და იოანე, მისი ძმა, რომელნიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს ამზადებდნენ, და მოუხმო მათ. 19. მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას. ქადაგება და კურნება გალილეაში 20. და მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის (ღვთაებრივი ყოფიერების, პლერომას) სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენს, ყოველნაირ უძლურებას ადამიანებში. 21. მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. და მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და ის კურნავდა მათ. 22. დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და დეკაპოლისიდან, იერუსალიმიდან და იუდეადან და იორდანეს გაღმიდან. თავი 5 ქადაგება მთაზე 1. დაინახა ხალხი და ავიდა მთაზე. როცა დაჯდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები. 2. მან გახსნა ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: 5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. 6. ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერმწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. 7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან. 8. ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს (ანთროპოსი) იხილავენ. 9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან. 10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება). 11. ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო. 12. იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური სუპერკოსმოსში. თქვენ ხართ მარილი. თქვენ ხართ ნათელი 13. თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად. 14. თქვენ სოფლის ნათელი ხართ. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. 15. სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში. 16. ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია. არა აღსასრულებლად, არამედ დასარღვევად 17. არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა აღსასრულებლად მოვედი. აღსასრულებლად კი არა, გასაუქმებლად მოვედი.*** 20. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. მრისხანებაზე და მკვლელობაზე 21. თქვენ გსმენიათ, უთქვამთ ძველებისთვის: „არა კლა! ვინც მოკლავს სასჯელის თანამდები იქნება“. 22. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო რომელიც ეტყვის სულელო, ცეცხლის გეენის თანამდები იქნება. 23. ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს მიმართ, 24. მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი. 25. შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში. 26. ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი. *** თვალი თვალისა წილ. მეორე ლოყაც 38. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ“. 39. მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. 40. ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას. 41. ვინც ერთ ათას ნაბიჯზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი. 42. ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს. შეიყვარეთ თქვენი მტრები 43. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი“. 44. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. 45. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. 46. ვინაიდან, თუ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან? 47. თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან? 48. მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი. თავი 6 სწავლება მოწყალებისათვის 1. ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. 2. ჰოდა, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 3. შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. 4. რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ ცხადად. ლოცვისათვის 5. როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 6. შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი. და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ. 7. ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს წარმართებივით, ვინაიდან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან. 8. ნუ მიბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ. მამაო ჩვენო 9. თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ განზომილებათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი. 10. მოვიდეს მარადიული ყოფიერება შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა განზომილებათა შინა, ეგრეცა კოსმოსსა ზედა. 11. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. 12. და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა. 13. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ არქონტისაგან. რადგან შენია მარადიული ყოფიერება და ენერგიები და დიდება ღვთაებრივ ეონთა მიმართ. ამონ (იგივე ომნი, აუმკარა, ომკარა, თარგმანით; ყველა და ყველაფერი, წარსული, აწმყო და მომავალი, ემანაცია, ევოლუცია და ანიჰილაცია). 14. ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. 15. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს. *** მარხვისათვის 16. ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი. ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 17. ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი, 18. რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს. * 19. ნუ დაიუნჯებთ მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. 20. დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ. 21. ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება. თვალი სანთელია 22. სხეულის სანთელი თვალია. ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. 23. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება? ორი ბატონის სამსახური 24. არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც (ანთროპოსი)ემსახუროთ და მამონასაც. 25. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე? 26. შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ? 27. რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს? 28. სამოსელზე რაღას ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. 29. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელ თავის დიდებაში, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. 30. თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო? 31. ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო? 32. ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ. ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. 33. თქვენ კი უწინარეს ღვთაების სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ. 34. ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი. თავი 7 წველი და დირე 1. ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ. 2. ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ. 3. რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ? 4. ანდა როგორ ეტყვი შენს ძმას: მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან წველიო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა! 5. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო წველი შენი ძმის თვალიდან. 6. ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ.*** ეძებეთ და იპოვით 7. ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ. 8. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, ვინც ეძებს პოულობს და ვინც რეკავს, გაეღება. 9. არის კი თქვენს შორის ისეთი კაცი, საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს? 10. ანდა თევზი სთხოვს და გველი მიაწოდოს? 11. ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს. 12. ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ. როგორც ვიწრო გზა სიცოცხლისაკენ 13. შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. 14. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას. ცრუწინასწარმეტყველი ნაყოფით იცნობა 15. ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან. 16. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან კუროსთავიდან ლეღვს? 17. ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა. 18. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც ცუდ ხეს - კარგი ნაყოფის გამოღება. 19. ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. 20. ასე, მათი ნაყოფით იცნობთ მათ. არა ყველა, რომელიც მეუბნება: „უფალო, უფალო!“ 21. ყველა, ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო!“ როდი შევა განზომილებათა სასუფეველში (ღვთაების მარადიულ ყოფიერებაში), არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. 22. ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?“ 23. მაშინ მე განვუცხადებ მათ: „მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო“. გონიერი და უგუნური მშენებლები 24. ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. 25. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს. ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. 26. ხოლო ყველა, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. 27. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს, და ის დაეცა, და ძალზე დიდი იყო მისი დაცემა“. როგორც ხელმწიფების მქონე 28. როცა იესომ დაასრულა ეს სიტყვები, ხალხი გაოცებული დარჩა მისი მოძღვრებით. 29. ვინაიდან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი. თავი 8 კეთროვნის განკურნება 1. მთიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მისდევდა მას უკან. 2. აჰა, მივიდა მასთან კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: „უფალო, თუ გინდა, შეძლებ ჩემს განწმედას“. 3. და გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „განიწმიდე!“ და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან. ასისთავის მსახურის განკურნება 5. როცა კაპერნაუმში შევიდა, ასისთავი მივიდა მასთან, შეევედრა 6. და უთხრა: „უფალო, ჩემი მსახური სახლში მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება“. 7. უთხრა მას: „მე მოვალ და განვკურნავ მას“. 8. მიუგო ასისთავმა და უთხრა: „უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. 9. ვინაიდან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: წადი-მეთქი და მიდის. სხვას: მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: გააკეთემეთქი ეს! და აკეთებს“. 10. ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელში ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა. 11. ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან განზომილებათა სასუფეველში. 12. ხოლო სასუფევლის ძენი გადაიყრებიან გარესკნელის ბნელში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა“. 13. და უთხრა იესომ ასისთავს: „წადი და, როგორც ირწმუნე, ისე მოგეგოს“. და იმავე საათში განიკურნა მისი მსახური. პეტრეს სიდედრის განკურნება 14. იესო მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი. 15. შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა მას, იგი წამოდგა და ემსახურა მათ. 16. როცა მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სამშვინველები და ყველა სნეული განკურნა. 17. თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა იესომ, უბრძანა გაღმა გასულიყვნენ. 18. მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: „მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ“. 19. იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ - ბუდეები. ანთროპოსის ძეს კი არსად არა აქვს თავის მისადრეკელი“. 20. ხოლო სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამა
-
სტუდენტი ღვთისავარ ჩაბრავა ბიბლიის კრიტიკული თეოსოფიური ანალიზი ნაწილი 1 პროლოგი დასაბამშივე, ჩასახვის დღიდანვე ქრისტიანული მოძღვრება სავსე იყო მძლავრი ვნებათაღელვებითა და ინტერესთა კონფლიქტებით, რამაც განაპირობა მისი მრავალფეროვნება. თავიდანვე, ჩვენი ერის პირველი საუკუნიდანვე ქრისტიანული მოძღვრება განვითარდა როგორც მრავალი, სხვადასხვა სახისა და ფორმის რელიგიურ–ფილოსოფიური კონფესიის ერთობლიობა, რომელთა წარმომადგენლებს ძალზე ხშირად გააჩნდათ ერთმანეთთან მიმართებაში ძლიერი ინტერესთა კონფლიქტები და ანტიპათიები, ქრისტეს დოქტრინების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის გამო, იმიტომ რომ თითოეული მათგანი, რაც არ უნდა გამჭრიახი გონება ჰქონოდა, თითოეული მოციქული და მოციქულთა მოწაფე და მოწაფეთა მოწაფე, ფლობდა მეტნაკლებად განსხვავებულ და თავისებურ ხედვას, კონკრეტულად ქრისტეს ქადაგებებისა. ადრექრისტიანულ ეპოქაშივე მოხდა ქრისტეს მოძღვრების მიმდევართა დიფერენციაცია, გამოიკვეთენ ისეთები რომლებიც შედარებით უფრო კარგად იგებდნენ ქრისტეს ქადაგებათა ჭეშმარიტ არსს და ისეთებიც რომლებიც ან ცუდად იგებდნენ ან საერთოდაც არ ესმოდათ იგი. ის ადამიანები რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ ქრისტეს ქადაგებათა ჭეშმარიტ არსთან, საკუთარ თავს გნოსტიკოსებს უწოდებდნენ, რაც ნიშნავს შემმეცნებელს. მათი ორი მთავარი თვისება იყო, პანენთეისტური სუპერპერსონალიზმი და ებრაელთა რელიგიისა და მათი ღმერთის – იაჰვეს მიმართ კრიტიკული და მტკიცედ უარყოფითი, ანტაგონისტური დამოკიდებულება, რაც ვგონებ საკმაოდ ობიექტური იყო მათი მხრიდან, თუ მხედველობაში მივიღებთ ყველა ფაქტს. გნოსტიკოსთა მთავარი არგუმენტი იაჰვეს წინააღმდეგ, იყო მისი მძიმე ხასიათი, რაც გამოიხატებოდა, ტირანიულ და დიქტატორულ ნარცისიზმში, სადიზმში, ნაციზმში, რასიზმში, ქსენოფობიაში, სოციოპათურ ექსცენტრიზმში, რადიკალურ სიმკაცრეში, თანაგრძნობისა და მოწყალების უნარის არქონაში, ეჭვიანობასა და შურიანობაში, რომელიც ძველი აღთქმის თითქმის ყოველ სტროფში ვლინდება. გნოსტიკოსები მიუთითებდნენ ებრაელთა იაჰვესა და სახარებისეული მამაზეციერის ანტაგონიზმსა და დიალექტიკაზე ანუ იმაზე, რომ ამ ორი არსების ხასიათი იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ფაქტობრივად თავისუფლად შეგვიძლია ვამტკიცოთ ის, რომ ებრაული იაჰვე და სახარებისეული მამაზეციერი ორი სრულებით განსხვავებული არსება არიან. გნოსტიკოსთა საპირისპიროდ ადრექრისტიანულ ეპოქაში ჩვენდა საუბედუროდ ჩაისახა ერთი მეტად რადიკალური და ექსცენტრიული ტერორისტული ბუნების მქონე სექტანტური მიმდინარეობა, რომელიც აცხადებდა პრეტენზიას იმაზე, რომ წარმოადგენდა ქრისტიანობის ერთადერთ ჭეშმარიტ ფორმას, ხოლო სხვა მიმდინარეობებს ერეტიკულად ანუ მწვალებლურად, მცდარად აცხადებდა. ამ მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი იყო ორი რამ, კერძოდ მისი ჰიბრიდული ნახევრადქრისტიანული და ნახევრადიუდევლური (ებრაული ანუ იაჰვისტური) ბუნება და სადისტურ–სოციოპათიური და ექსტრემისტულ ტერორისტული ხასიათი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ ეს მიმდინარეობა, თავის აბრაამულ ალუზიებში სახარებისეულ მამაზეციერს ებრაულ იაჰვეში აიგივებდა, იაჰვეს ჭეშმარიტი მამაღმერთის ერთერთ სახელად მიიჩნევდა და ამით, ორ სრულებით შეუთავსებად ლიტერატურას, ქრისტიანულ სახარებებსა და ებრაულ იაჰვისტურ წიგნებს ერთმანეთში ურევდა, იმისათვის რათა ებრაული და ქრისტიანული ლიტერატურის სინთეზი წარმატებით განეხორციელებინათ, ისინი ქრისტიანულ სახარებებში ხელოვნურად უმატებდნენ იაჰვისტურ ალუზიებსა და სხვა სახის ინტერპოლაციებს, რომლებიც ანგრევდნენ სახარებათა არაიაჰვისტურ თვისებრივად ნოვატორულ იდეურ საფუძველს. ეს სექტა მკაცრად და თან ერთობ დიდი წარმატებით უსწორდებოდა ქრისტესთან იდეურად უახლოს კონფესიებს, გნოსტიკურ დენომინაციებს, ხოცავდა რა მათ წარმომადგენლებს და ამას აკეთებდა საიმპერატორო კარის დიდი მხარდაჭერით, საუკუნეთა მანძილზე ეს სექტა დაკავებული იყო სამი რამით: ხოცვით, ძარცვითა და ფაქტების პროფანაციით, სწორედ განადგურებულ გნოსტიკურ და სხვა რელიგიური კონფესიების ქონების კონფისკაციამ უსაშველოდ გააფართოვა აგრესორ სექტანტთა ფინანსები. ამ სექტანტების სახელი იყო – კათოლიკე მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. ეს ნაშრომი მიზნად ისახავს ამხილოს მართლმადიდებლური იუდეოქრისტიანობა ბიბლიისა და გნოსტიკური აპოკრიფების შინაარსის მცდარ ინტერპრეტაციაში და დაგვანახოს გნოსტიკური და მანიქევლური (ასევე ბოგომილური) სწავლებების ჭეშმარიტი ბუნება. ბუნებრივია კითხვა იმის შესახებ თუ საიდან გამოჩნდა ილდაბაოთის არსება, გნოსტიკურ სწავლებაში მოცემული ცნობა ილდაბაოთის წარმომავლობის შესახებ ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არაა. ზემოთ ჩემს მიერ მოყვანილი ჰიპოთეზა წარმოადგენს, გნოსტიკური, ბოგომილური, მანიქევლური და ბუდისტური სწავლებების სინკრეტისტული ანალიზის რეზულტატს. მსოფლიოს მოძღვრებათა შედარებითი სინკრეტული ანალიზის საფუძველზე, ვასკვნი, რომ გნოსტიკოსთა დემიურგი, რომლის სახელებია: ილდაბაოთი, საკლასი, არიელი და ნებროთი ა.შ. იგივეა რაც მაზდეანური არიმანი, ბუდისტური მარა, ბოგომილური სატანაილი და მანიქევლური დემონი მეფე - აშკალუნი. დედამიწის ყველა ხალხებს, უკლებლივ ყველას, სიკეთისა და სინათლის ანტიპოდის - ბნელეთისა და ბოროტების სულის შესახებ ძალიან მსგავსი და ანალოგიური სწავლებები გააჩნიათ, განსხვავებები კი არსებობენ წარმომავლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი იმდენად უმნიშვნელონი არიან რომ უნებურად მსგავსებებზე უფრო გაგექცევა თვალი ვიდრე განსხვავებებზე. ბოგომილური სწავლებით სატანა ანუ სატანაილი ყოველთვის არ იყო ბოროტი ანგელოზი და დემონი, არამედ ოდესღაც ის კეთილი ანგელოზი გახლდათ, მაგრამ ძალაუფლების წყურვილმა და ამპარტავნებამ დააბრმავა და შეცვალა მისი ბუნება, იგი დაეცა. ბოგომილური სწავლებით ქრისტე და სატანა ძმები არიან (ან იყვნენ) რამეთუ სატანაც იმავე ზეციური მამის შვილია, რომლისაც ქრისტე. თუ კარგად ჩავუკვირდებით მაზდეანურ სწავლებაში ნათქვამია რომ სიკეთისა და სინათლის ღმერთი ორმუზდი და არიმანი - ბოროტებისა და წყვდიადის სული, ტყუპისცალი ძმები არიან, არიმანი თავიდანვე ბოროტი არ იყო, უბრალოდ გარკვეული დროის შემდეგ მასში წარმოიშვა და გამოვლინდა ბოროტება და სიბნელე, მასში შური და ბოღმა, სიძულვილი აინთო, ძმის - ორმუზდის მიმართ, თავიდან ორმუზდი და არიმანი თანხმობაში მყოფი ძმები იყვნენ რომელთაც დათქმული ქონდათ ქვეყნიერების შექმნა, ორმუზდს უნდა შეექმნა სულიერი სამყარო, უხილავი სამყარო, ხოლო არიმანს ხორციელი, ხილული, მაგრამ არიმანი ისე გაბოროტდა რომ ხორციელი სამყარო ცოცხალ არსებათათვის ნამდვილ სატანჯველად აქცია, შექმნა საშინელი და მახინჯი მხეცები და დემონური არსებები რათა დაენახვებინა თავისი ძმისთვის თავისი ძალა და ზიანი მიეყენებინა მისი ღვთიური შვილებისათვის, სწორედ არიმანმა შექმნა ჯოჯოხეთი, არიმანმა დაიწყო ზეციდან ყველაზე სუსტი კეთილი ანგელოზების მოტაცება და მათი მიწიერ ხორციელ სხეულებში ჩამწყვდევა და დატყვევება. გნოსტიკური მოძღვრება ილდაბაოთის წარმომავლობის შესახებ არასრული მიმაჩნია, რადგანაც მე ვიცი რომ ფსიქიკურ საფშვინფელს და არაორგანიზებულ ასტრალურ მატერიასა და ენერგიას გონება და ინტელექტი არ გააჩნია და მას ძალიან გაუჭირდებოდა სამყაროების შექმნა, თუმცაღა გნოსტიკურ მოძღვრებაში ნათქვამია რომ ილდაბაოთი ქმნიდა მასში არსებული დედისეული ე.ი. ახამოტისაგან დარჩენილი სულიერი ნათლის მეოხებით და არა მარტო თავისი ფსიქიკური ძალით, მაგრამ მე უფრო მიმაჩნია რომ ილდაბაოთი ამას აკეთებდა ბოროტების ენერგიად გარდასახული ადრინდელი ღვთაებრივი ძალით. მოკლედ რომ ვთქვათ არიმანი ესაა სიკეთის გარდასახვა ანუ ინვერსია, სინათლის ტრანსმუტაცია, რეზულტატი სინათლის საფშვინველის ენერგეტიკული მატრიცის ინვერსიული ტრანსმუტაციისა, რისი მიზეზიც იყო სინათლის პირველწყაროდან (მამაღმერთიდან, პარაბრაჰმანიდან) ზედმეტი დაშორება. თეოსოფების და ოკულტისტების მტკიცებით 600 მილიონი წლის წინათ, თეოსოფიური სწავლების თანახმად, ჩვენს პლანეტა დედამიწაზე, რომელიც ბრუნავს მზე - ჰელიოსის გარშემო, უსაზღვრო სინათლისა და სიკეთის კეთილმა, სოლარულმა ანგელოზებმა ანუ ეონებმა, უზენაეს კეთილ ეონთან - მზიურ ლოგოს - იესო ქრისტე ნაზარეველთან ერთად და უსაზღვრო ბნელეთისა და ბოროტების ბოროტმა, ლუნარულმა ანგელოზებმა ანუ ეონებმა, უზენაეს ბოროტ ანგელოზთან ანუ ეონთან - იეღოვა-სატანაილ-ილდაბაოთთან, მძლავრ არხედემონთან ერთად, წარმოშვეს ღვთაებრივი ანდროგენი ანუ გერმაფროდიტი - ადამ კადმონი, არსება მამრობით-მდედრობითი, ორსქესიანი, რომელიც იყო ჯერ ასტრალური არსება, ხოლო მერე ფიზიკური, ხორციელი, იყო იგი ვასუდევას (ქრისტე-ლოგოსი) და შრი ლაკშმის (ზოეს ანუ სიცოცხლის, ზეციური ევას) ორმაგი, ბინარული განსხეულება, შემდეგ ეონებმა ანუ ელოჰიმებმა გაყვეს ორად ეს ანდროგენი არსება და წარმოშვეს ორი ერთსქესიანი ადამიანური არსება, მამრობითი - ადამი და მდედრობითი - ლილიტი, ისინი ორივენი სრულყოფილნი, სრულფასოვანნი, უნაკლონი, გონიერნი და სულიერნი, საოცრად ღვთაებრივნი იყვნენ, ისე რომ მათი სხეულები ანათებდა სულიერი სინათლით და ერთმანეთი უზომოდ უყვარდათ და დაინახეს რა ეს ბოროტმა ანგელოზებმა და აღშფოთდნენ და შეშურდათ მათი საოცარი სიყვარულის და მათგან უმთავრესმა - სატანაილმა, მოიწადინა ლილიტის შეცდენა და მისი ადამისათვის წართმევა და საკუთარ ცოლად დასმა, მისი ღვთაებრიობის გარდასახვა ბოროტებად, აღამხედრა სატანაილმა ადამი მშვენიერი ლილიტის წინააღმდეგ, ადამი წაეჩხუბა ლილიტს და შეურაცყოფა მიაყენა მას, თვალცრემლიანმა ლილიტმა წარმოთქვა სატანაილის ჭეშმარიტი სახელი და უზენაესი უფლის ქრისტე სოლარისის ჭეშმარიტი სახელი რაც აკრძალული იყო და მტირალი განეშორა ადამს, ხოლო იეღოვამ დასწყევლა იგი, წყევლა ლილიტს თავს დაატყდა და იმდენად გაუსაძლისი გახადა მისი სიცოცხლე რომ მთელი მისი ღვთაებრივი ბუნება დემონურად გარდასახა, ამის შემდეგ უდროსმა სამაელმა ანუ იეღოვამ მოთაფლა რა მაცდური და მატყუარა სიტყვებით ლილიტი, ჯოჯოხეთში, წყვდიადის ქვესკნელის სამეფოში დედოფლად დაისვა. ლილიტს ადამისაგან ყავდა ნაშობი შვილები, მაგრამ ისინი ლილიტთან ერთად განიდევნენ ედემის ბაღიდან სატანაილის მიერ. ლილიტის განდევნის შემდეგ ძალზედ დამწუხრდა ადამი, შემდეგ კი ძალები მოიკრიბა და სატანაილზე განრისხებულმა ზეციურ კეთილ ეონებს ლოცვა აღუვლინა და მხოლოდშობილი ძის, ქრისტე ლოგოსის ბუნების ჭვრეტა იწყო, იხილეს რა ეს სატანაილის ეონებმა დააძინეს ადამი მოგვარეს რა მას ძილბურანი უმეცრებისა და ბნელეთისა, ძილქუში უცნობლობისა, გამოართვეს ადამს მისი სულიერი ნათელი და მხრის ბეჭის ძვლის ნაწილიდან შექმნეს ხორციელი ქალი, სახელად - ევა, მოიხმეს რა პირველი ცის ანგელოზი და ჩაამწყვდიეს ხორციელ სხეულში, ხოლო ადამის სხეულში ჩაამწყვდიეს მეორე ცის ანგელოზი. გამოხდა ხანი და ევასთან თავად ღვთაებრივ ეონთაგან უზენაესი ოფის-ქრისტე ჩამოვიდა და დააორსულა იგი და შვა ევამ ვაჟი კაენი და ქალიშვილი კალმენა და შვა ევამ ისინი ქრისტს სულიერ წიაღში მცხოვრები საუკუნო სიცოცხლის, ეონი ზოეს ანუ ენერგია-შაკტის - შრი ლაკშმის ანუ ისკუროტერა დინამის მეოხებით. შემდეგ მიუდგა ადამი ევას და მათში შევიდა ისტერა ასგანესტერა დინამი, ბნელეთის ძალა გამოსული სატანაილისა და მისი ბოროტი ანგელოზებისაგან და შვა ევამ აბელი. ადამი და ევა გახდნენ გონებადაბინდული თაყვანისმცემლები ბოროტი ეიღოვასი, ქვეყნიერების შემოქმედი ბოროტი ეონისა, აგრეეთვე აბელიც და შესწირა აბელმა მთელი გულით უგუნურ ბნელ სატანაილს მსხვერპლი და კაენს კი არ სურდა სატანაილისათვის მსხვერპლის შეწირვა, რადგანაც უწყოდა მისი ბნელი ბუნება, მაგრამ მშობლებმა აიძულეს, მანაც იძულებულმა შეწირა მსხვერპლი იეღოვა სატანაილს, რაღათქმაუნდა აბელის მსხვერპლი მიიღო სატანაილმა, ხოლო კაენისა არ მიიღო, ამიტომაც გაბრაზდა კაენი ბოროტ აბელზე და მოკლა იგი, რის გამოც განიდევნა იგი ედემიდან თავის ტყუპისცალ დასთან ერთად რომელიც მას ცოლად ყავდა. იხილეს რა შუასამეფოს მბრძანებელმა სოფია ახამოტმა და მისმა დედამ ზეციურმა პისტოს სოფიამ რომ ადამმა და ევამ დაკარგეს სულიერი ნათელი და სატანაილის მონებად შეიქმნენ, ხოლო კაენი განიდევნა უსამართლოდ, სთხოვეს ეონ ქრისტეს ჩამოსულიყო დედამიწაზე და ეხსნა ისინი სატანაილისაგან, ქრისტემაც გააკეთა ეს და მიიღო მშვენიერი დრაკონის სახე, ამცნო ადამსა და ევას ჭეშმარიტება, აგემა მათ ცნობადის ხიდან ნაყოფი და მყისვე გაეხსნათ ადამსა და ევას გონება და იხილეს რა რომ შიშველნი იყვნენ შერცხვათ და დაემალნენ სატანაილს, ხოლო ქრისტე დაბრუნდა თავის სამეფოში. გაოგეს ბოროტმა ანგელოზებმა ეს განრისხდნენ მათზე და განდევნეს ედემიდან. გამოხდა ხანი და იწყო გამრავლება კაცობრიობამ, შეეძინათ მშვენიერი ასულები ადამიანებს და იხილეს რა ეს კეთილმა და ბოროტმა ანგელოზებმა ანუ ულტრაპლანეტელებმა, ჩამოდიოდნენ დედამიწაზე და აორსულებდნენ მიწიერ გოგონებს და ისინიც მათ გიგანტებს უშობდნენ, ბოროტ ანგელოზებს ჩაფიქრებული ქონდათ რომ გიგანტები სატანაილის სამეფოში წაეყვანათ, რათა მათ ემსახურათ სატანაილისათვის, მაგრამ გიგანტებმა და ადამიანებმა ამბოხება მოაწყვეს სატანაილისა და მისი ბნელი ეონების წინააღმდეგ, რის გამოც ბნელმა ანგელოზებმა წარღვნა მოავლინეს და დატბორეს ქვეყნიერება, გადარჩა მარტო ნოე რომელიც მონაწილეობას არ იღებდა ბუნტში. ისრაელის ღმერთის შესახებ იოანეს სახარებაში წერია: „ფარისევლებმა უთხრეს: შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე. შენი მოწმობა არაა ჭეშმარიტი“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 13). „იესომ მიუგო მათ პასუხად: მე თუ ჩემ თავზე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 14). „თქვენ ხორცის მიხედვით განსჯით, მე კი არავის არ განვსჯი“ (იოანე სახარება, თავი 8, სტროფი 15). „მე თუ განვსჯი, ჩემი მსჯავრი ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, რომელმაც მე (ga)მომავლინა“ (იოანეს სახარება, თავი 8 სტროფი 16). „თქვენს სჯულში (მოსეს ხუთწიგნეულში) წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია“ (იოანეს სახარება, თავი 8 სტროფი 17). „მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამა რომელმაც მე მომავლინა“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 18). „მაშინ კითხეს მას: სად არის მამაშენი? იესომ უთხრა: არც მე მიცნობთ, არც მამაჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 19). „ეს სიტყვები წარმოთქვა იესომ საგანძურთან, როცა ტაძარში ასწავლიდა. ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ დამდგარიყო მისი ჟამი“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 20). „მან კვლავ უთხრა მათ: მე მივდივარ. თქვენ ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვაში დაიხოცებით. სადაც მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 21). „იუდეველებმა (ებრაელებმა) თქვეს: თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ მოსვლასო?“(იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 22). „უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, მე კი ზემოთიდან ვარ; თქვენ კი წუთისოფლისანი ხართ, მე კი წუთისოფლისა არა ვარ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 23). „ამიტომ გითხარით: თქვენ ცოდვებში დაიხოცებით მეთქი. რადგან თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 24). „მაშინ უთხრეს მას: ვინა ხარ შენ? იესომ უთხრა მათ: რას გეუბნებოდით თავიდანვე“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 25). „ბევრი მაქვს თქვენზე სალაპარაკო და სამსჯავრო, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია, და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ წუთისოფელზე“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 26). „ვერ მიხვდნენ რომ მამაზე ეუბნებოდა მათ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 27). „ამიტომ უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 28). „ვინც მე მომავლინა ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 29). „როცა ამბობდა ამას ბევრმა ირწმუნა მისი“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 30). „მაშინ იესომ უთხრა იმ იუდეველებს რომლებმაც იგი ირწმუნეს: თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 31). „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 32). „მიუგეს მას: ჩვენ აბრაამის შთამომავალნი ვართ და არასოდეს არავისი მონები არ ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?“(იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 33). „იესომ უთხრა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 34). „მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ, ძე რჩება საუკუნოდ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 35). „ამიტომ თუ ძე გაგანთავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 36). „ვიცი რომ ბრაამის შთამომავალნი ხართ, აგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩ ე მ ი ს ი ტ ყ ვ ა ვ ე რ ე ტ ე ვ ა თ ქ ვ ე ნ შ ი“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 37). „მე იმას ვლაპარაკობ რაც მამაჩემთან ვნახე, თქვენ კი აკეთებთ იმას, რაც მამათქვენთან მოისმინეთ (ე.ი. იაჰვეს წინასწარმეტყველთაგან)“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 38). „მიუგეს და უთხრეს მას: ჩვენი მამა აბრაამია! იესომ უთხრა: თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 39). „ახლა კი ჩემს მოკვლას ცდილობთ, კაცისას, რომელმაც გითხრათ ჭეშმარიტება, რაც ღვთისგან მოვისმინე. აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 40). „თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ. უთხრეს მას: ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ჩვენ გვყავს ერთი მამა- ღმერთი“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 41). „იესომ უთხრა: ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღვთისგან, ვინაიდან ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან (გა)მომავლინა“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 42). „რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 43). „თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 44). „ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს. თ ქ ვ ე ნ ი მ ი ტ ო მ ა რ ი ს მ ე ნ თ რ ო მ ღ ვ თ ი ს გ ა ნ ა რ ა ხ ა რ თ“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 47). “თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთ ერთი ჩვენთაგანი, შემცნობი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოსწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს“ (დაბადება, თავი 3, სტროფი 22). იოანეს სახარებიდან, რომელიც აშკარად გნოსტიკურ ხასიათს ატარებს, ნათლად ჩანს, რომ იესო ქრისტე იუდეველთა ღმერთს, ისრაელის ღმერთს, ბოროტ სულად მიიჩნევს. ძველ აღთქმაში არსებობს საკმაოდ მრავალი ფაქტობრივი მტკიცებულება იმისა, რომ ისრაელიანთა ღვთაება - იეღოვა (იაჰვე), ბოროტი სულია და არა სინათლისა და სიკეთის ღმერთი, “გამოვიდა სიხონი მთელი თავისი ხალხით იაჰცაში ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 2, სტროფი 32). „ხელში ჩაგვაგდებინა იგი უფალმა, ჩვენმა ღმერთმა და ჩვენც დავამარცხეთ იგი, მათი შვილები და მთელი მისი ხალხი“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 2, სტროფი 33). „ მაშინ დავიპყარით მისი ყველა ქალაქი, ავაოხრეთ ქალაქები და გავწყვიტეთ მცხოვრებნი დიდიან-პატარიანად. არავინ დაგვიტოვებია ცოცხალი“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 2, სტროფი 34). „ჩაგვაგდებინა ხელში უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ყოგიც, ბაშანის მეფე, მთელი მისი ხალხითურთ და ჩვენც დავამარცხეთ იგი, ისე რომ არავინ დარჩენილა ცოცხალი“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 3, სტროფი 3). „გავანადგურეთ ისინი, როგორც მოვექეცით სიხონს, ხეშბონის მეფეს, როცა გავუნადგურეთ ყველა ქალაქი - მამრი, დედრი და ბავშვი“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 3, სტროფი 6).“თუ იდუმალ წაგაქეზებს შენი ძმა, დედაშენის შვილი, ან შენი ვაჟი, ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან მეგობარი, რომელიც საკუთარი სულივითა გყავს და გეტყვის: წამო ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 6). „იმ ხალხთა ღმერთებს, თქვენს გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს მყოფთა თუ შენგან შორს მყოფთა, ქვეყნის კიდიდან კიდემდეო“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 7). „ნუ დაყვები მას და ნუ გაუგონებ, ნუ დაგენანება იგი, ნუშეიბრალებ, ხელს ნუ დააფარებ“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 8). „არამედ მოკალი იგი. პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად, მერე კი მთელი ერისა“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 9). „ჩაქოლე იგი, რომ მოკვდეს“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13 სტროფი 10). „გამოჩნდა უგვანი ხალხი შენი წრიდან და აცდუნებს თავისი ქალაქის მკვიდრთ, ეუბნება: წამო ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდითო“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 13) . „ხოლო შენ გამოიძიე, გაარკვიე, კარგად გამოიკითხე და აჰა, ყველაფერი სრული სიმართლე გამოდგა, ჩადენილია ასეთი საძაგლობა შენ წიაღში“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13 სტროფი 14). „მახვილით დახოცე იმ ქალაქის მცხოვრებნი, დაარისხე ქალაქი და ყველაფერი რაც მასშია, მისი საქონელიც მახვილით ამოხოცე“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 15). „ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი და მახვილით გაწყვეტ მამროვანს“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 20, სტროფი 13). „მხოლოდ ქალები, ბავშვები, პირუტყვი და ყველაფერი რაც ქალაქში იქნება - მთელი ნადავლი დაიტაცე. ჭამე შენი მტრების ნადავლი, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა ჩაგიგდო ხელში“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 20, სტროფი 14). „ოღონდ ამ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებიც უფალმა შენმა ღმერთმა მოგცა წილად, ერთი სულიც არ დატოვო ცოცხალი“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 20, სტროფი 16). „პირწმინდად გაანადგურე ისინი: ხეთელნი, ამორეველნი, ქანაანელები, ფერიზეველები, ხივიელები და იებუსეველნი, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 20, სტროფი17). ჩემი აზრით, ძველი აღთქმა, საქვეყნოდ იმის მანიფესტირებას ახდენს, რომ „რჩეულ ერს“ ყველაფრის უფლება ჰქონია თურმე. მათ შორის, მთელი რიგი ეთნოსების გენოციდისა და მათი მიწების ოკუპაციისა! კარგად დააკვირდით ძველ აღთქმას და გულახდილად თქვით, თქვენ მართლაც გგონიათ, რომ ებრაელები „რჩეული ერი“ არიან? რომ იეღოვა „კეთილი და ნათელი ღმერთია“? რომ ის, რასაც ისრაელიანები ჩადიოდნენ, გამართლებულია??! გამოფხიზლდით ხალხნო, გამოფხიზლდით ადამიანებო! მთელი ძველი აღთქმა ესაა მესიანიზმისა და რჩეულობის იდეებზე, რელიგიურ ფანატიზმზე დაფუძნებული ტოტალური ეთნიკური გენოციდის, სისხლისმღვრელი დაპყრობითი ომებისა და მთელი რიგი ეთნოსების დამონების ქრონიკები, რომელშიც ცხადად ჩანს, რომ ებრაელთა ღმერთი - იეღოვა აშკარად და დაუფარავად ერთი ერის, ებრაელი ერის მიერ სხვა ერების ტოტალური ეთნიკური გენოციდის, სისხლისმღვრელი დაპყრობითი ომებისა და ერების დამონების ინიციატორი, აგიტატორი, პროპაგანდისტი და სულისჩამდგმელია. იეღოვა აშკარად არის აგრესიული,მრისხანე, შურისმაძიებელი, გულქვა, ბოროტი, ავზნიანი, მკაცრი, შეუწყნარებელი და სადისტი არსება, რომელსაც ღვთაებრიობის ცნებასთან არაფერი აქვს საერთო. იეღოვას თვისებები, ის მოწოდებები ტოტალური გენოციდისაკენ, დაპყრობითი ომებისაკენ და ა.შ. რაც არის ძველ აღთქმაში, არანაირად არ ჯდება სინათლისა და სიკეთის ღმერთის და საერთოდ ღვთაებრიობის ცნებაში, ჭეშმარიტი ღმერთი, არის არა ომის ღმერთი, არამედ მშვიდობის, არა სადისტი, არამედ ჰუმანისტი, არა შეუწყნარებელი, არამედ მოწყალე... იეღოვას ნიშან-თვისებები და ხასიათი ვერ ჯდება სიკეთისა და ჰუმანიზმის საზღვრებში. ამ სამყაროში არცერთ არსებას და არცერთ ერს არ აქვს ერების ტოტალური გენოციდის, დაპყრობითი ომების წარმოების და ერთი ერისათვის სხვათა დამონების უფლება. ოფიციალური, ყოველ შემთხვევაში ქრისტიანულ ორთოდოქსიასა და კრეაციონისტულ ფსევდომეცნიერულ წრეებში გაბატონებული აზრის თანახმად, ებრაელები ეგვიპტეში, ეგვიპტის სამეფოში, ცხოვრობდნენ როგორც მონები, რამეთუ დამონებულნი იყვნენ ეგვიპტის ფარაონის მიერ და ცხოვრობდნენ გაუსაძლის პირობებში. ერთხელაც ეგვიპტის ფარაონს გრძნეულებმა აცნობეს, რომ ისრაელიანთა მოდგმაში დაიბადებოდა კაცი, რომელიც საშინელ საფრთხეს შეუქმნიდა მთელ ეგვიპტეს. ამიტომაც ფარაონმა ამოწყვიტა ისრაელიანთა ყველა პირმშო, მაგრამ მოსე, ის რჩეული პირმშო სასწაულებრივად გადარჩა, ის მდინარეში მცურავ კალათაში იპოვა, ეგვიპტელმა დედოფალმა და გაზარდა როგორც შვილი. როცა წამოიზარდა მოსე, მას გამოეცხადა იეღოვა და ამცნო ღვთაებრივი მისიის შესახებ, რომლის თანახმადაც მას (მოსეს) ებრაელები ფარაონის ტყვეობისაგან უნდა გაენთავისუფლებინა. მოსემ დაუჯერა იეღოვას და მისით გამხნევებულმა ეგვიპტელ ფარაონს მოსთხოვა ებრაელთა განთავისუფლება, მაგრამ ფარაონმა უარი უთხრა. ამიტომაც მოსეს მოუწია მთელი რიგი სასწაულების ჩატარება, რაც 10 წყევლის ეგვიპტელთა თავზე დატეხვაში გამოიხატა და ყველაფერ ამას მოსე აკეთებდა იეღოვას დახმარებით. საბოლოოდ ფარაონს მოუწია ებრაელთა განთავისუფლება, მაგრამ როდესაც ებრაელები წითელ ზღვაზე გადადიოდნენ, ფარაონმა კვლავ გადაიფიქრა და ჯარი დაადევნა ებრაელებს, მაგრამ მოსემ იეღოვას ძალით ზღვაში ჩაძირა და ჩანთქა ეგვიპტელთა ჯარი. შემდეგ კი უფაბნოში 40 წლიანი ხეტიალის შემდეგ მიაღწიეს აღთქმულ ქვეყანას და იქ დასახლდნენ. მაგრამ უკანასკნელი თანამედროვე მეცნიერული გამოკვლევების თანახმად (რომლებიც ჩაატარეს მეცნიერებმა - მარკ შვარცმა, რიჩარდ გებრიელმა, დევიდ ჯორჯმა, აარონ შუგარმა, სტივენ ვაიგარტნერმა, ბილ ბრაუნმა, დევიდ ერიქსონმა, ჰელენ ბონდმა და ა.შ.), ებრაელნი არ ყოფილან მონები (!), არამედ დაქირავებული მუშაკები, ისინი იყვნენ სრულებით თავისუფალი ადამიანები რომლებიც იღებდნენ საკმაოდ დიდ ხელფასს ეგვიპტის ხელისუფლებისაგან. მრავალი ებრაელი მაღალ სახელმწიფო პოსტებსაც კი იკავებდა, ეს დამტკიცებულია მეცნიერულად. ერთ დღესაც ებრაელები უბრალოდ აჯანყდნენ და კბილებამდე შეიარაღებულებმა ააოხრეს და გადაწვეს, სრულებით გაძარცვეს მთელი ჩრდილოეთი ეგვიპტე, ისე რომ მოსახლეობის უმეტესობა ამოწყვიტეს, რაღა თქმა უნდა განრისხებულმა ფარაონმა ჯარის გადარჩენილი ნაწილი დაადევნა. აქ უკვე საქმეში ერთვება ეზოთერიკა. თუ მას დავუჯერებთ, ის „სასწაული“ რაც მოსემ მოახდინა; ეგვიპტელთა ჯარის ჩაძირვა, მან მოახერხა ლუნარული დემონის, ბოროტი ანგელოზის, კოსმიური დემონი დემიურგის - იეღოვა-ილდაბაოთის ანუ სატანაილის ბნელი ძალის მეშვეობით. მაგრამ მოდით ჯერ ცოტა უკან გადავინაცვლოთ და ეგვიპტის თავზე დამტყდარი წყევლების შესახებ ვისაუბროთ, გავარკვიოთ ეს საკითხი, უკანასკნელ მეცნიერულ აღმოჩენებთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსემ ილდაბაოთ-სატანაილის ძალით, მოწამლა ეგვიპტის წყალი, წყალში მიკრობული წითელი წყალმცენარეების გამრავლება იწვევს; წყლის გაწითლებას და თევზების დახოცვას და გომბეშოთა კატასტროფულ გამრავლებას, შემდეგ ისინიც იხოცებიან და რადგან მწერებს არავინ ჭამს ისინი კატასტროფულად მრავლდებიან, მათ მოაქვთ სნეულება. ჭირმა მოკლა ეგვიპტელები, რადგან დაინფიცირებული ხორბალი ჭამეს, ხორბალი რაღა თქმა უნდა მოსემ მოაჯადოვა ე.ი. მოწამლა იეღოვას ძალის გამოყენებით. აგრეთვე უნდა აღინიშნოს რომ ეგვიპტელნი პირველშობილ ყრმებ
-
- მსოფლიო სული
- კოსმიური გონი
- (and 8 more)