Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'გნოსტიკოსები'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 7 results

  1. ოფიტების თქმით იუდეველები ემსახურებოდნენ შვიდ ბოროტ ეონს და არა ერთიან ერთადერთ ღმერთს, როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ. წინასწარმეტყველები ემსახურებოდნენ კენომას ბოროტ ეონებს. სხვადასხვა წინასწარმეტყველები იყვნენ განაწილებული ამგვარად: იალდაბაოთის წინასწარმეტყველებია: მოსე, იეშუა ნავეს ძე, ამოსი და აბაკუმი; იაოს ანუ იაჰვეს წინასწარმეტყველებია: სამოელი, ნათანი და იონა; საბაოთის წინასწარმეტყველებია: ელია, იოველი და ზაქარია; ადონეუსის წინასწარმეტყველებია: ესაია, ეზეკიელი, იერემია და დანიელი; ელოსუსის წინასწარმეტყველებია: ტობითი და ანგია; ორეუსის წინასწარმეტყველებია: მიქა და ნაუმი; ასტანფეუსის წინასწარმეტყველებია: ეზდრა და სოფონია. თითოეული ამ წინასწარმეტყველთაგანი ადიდებს თავის მამას და ღმერთს. ოფიტები ამბობდნენ ბრძენი ეონი პრუნიკოსი ბოროტი ეონების და მათი წინასწარმეტყველების მეშვეობით, მათგან მალულად, ბრძნულად, ადამიანებს აწვდიდა ცოდნას უხრწნელი ეონის შესახებ და შვა ორი ადამიანი, ერთი უნაყოფო ელიზაბეტისგან, ხოლო მეორე მარიამ ქალწულისგან. ეონი ქრისტე იალდაბაოთისგან მალულად პლერომაში აგზავნის მართალ სულებს და როცა დადგება დრო, მატერია ანუ კენომა დაინგრევა და გნოსტიკოსების სულები ავლენ მარადიულ უხრწნელ ეონში, თავინთ რეალურ სამშობლოში. ოფიტები თვლიდნენ, რომ ეონი იალდაბაოთი ბინადრობდა პლანეტა სატურნზე. იალდაბაოთისგან ემანაციურად იშვა ექვსი სული, რომლებიც თავიანთ მამასთან ერთად სახლობენ შვიდ პლანეტაზე. საბაოთი - მარსზე; ადონეუსი - მზეზე, იევო იგივე იაო - მთვარეზე; ელოსუსი - იუპიტერზე; ასტანფეუსი - მერკურიზე, ხოო იურაიოსი იგივე ორეუსი - ვენერაზე. Ильда-Баофу, «Сыну Тьмы» и творцу материального мира приписывалось обитание на планете Сатурн, что еще больше отождествляет его с еврейским Иеговой, который сам был Сатурн, согласно офитам, которые отрицают его синайское имя. От Ильда-Баофа эманируют шесть духов, которые соответственно пребывают со своим отцом в семи планетах. Они – Саба или Марс; Адонай – Сол или Солнце;[7] Иево – Луна; Элой – Юпитер; Астафей – Меркурий (дух воды); Урайос – Венера, дух огня.[8] По своим функциям и приведенным описаниям эти семь планет тождественны с индусской Сапта Лока, семь мест или сфер, или высшие и низшие миры, так как они представляют каббалистические семь сфер. У офитов они принадлежат к низшим сферам. Монограммы этих гностических планет также буддийские, причем последние только слегка отличаются от монограмм обычных астрологических «домов». В объяснительных заметках, которыми сопровождена диаграмма, часто упоминаются имена Кирентия (ученика Симона Волхва), Менандра и некоторых других гностиков, чьи имена не встречаются в писаниях отцов церкви; например Парха (Ферхо).[9]
  2. მართლმადიდებელთა მთავარი პრობლემა იმაშია რომ მათ არ სურთ დამოუკიდებლად და თავისუფლად დოგმატიკის ფარგლებს გარეთ მეცნიერული აზროვნება და თვითშემეცნება, თვითგანსწავლა, მათ არ სურთ თავისუფლება. ეს ის ხალხია რომლებიც ამტკიცებენ რომ „ღმერთმა“ არაფრისგან შექმნა სამყარო, თუმცაღა ამ არაფრის რაობასა და არსობრიობას არც კი აკონკრეტებენ, ეს ის ხალხია რომლებიც იმასაც კი ვერ ახერხებენ სწორად გადათარგმნონ სიტყვა „ელოხიმ“, ეს ის ხალხია რომლებმაც სიტყვა „ელოხიმი“ რეალურად ქალური სქესის არსებითი მრავლობით რიცხვში, გადათარგმნეს როგორ მამაკაცური სქესის არსებითი სახელი მხოლობითში, ეს ის ხალხია, რომლებიც აზრზეც კი არ არიან რომ ანგელოზებისა და დემონების წარმოშობის შესახებ ბიბლიაში სიტყვაც არაა ნათქვამი(!). რეალურად სინამდვილეში მართლმადიდებელთა მიერ არაზუსტად გადათარგმნილი ბიბლიის პირველი წიგნის ე.წ. „დაბადების“ პირველი ორი თავი ამგვარია: ბიბლია ძველი აღთქმა (თანამედროვე ქართულ ენაზე) წიგნი პირველი დაბადება (ელენა ბლავატსკაიას, ისააკ მეიერისა და მაკ გრეგორ მატერსის შრომათა მიხედვით თეოსოფი ღვთისავარ ჩაბრავას მიერ რედაქტირებული და რესტავრირებული ვერსია) თავი პირველი: 1. „მარადიულად არსებული არსიდან (სუბსტანციიდან) ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) მოახდინეს ორმაგი ცის (კოსმოსისა და სუპერკოსმოსის) ფორმირება. 2. ქაოსის ოკეანე იყო უსახური და არაორგანიზებული, ბნელითა და წყვდიადით იყო მოცული თავდაპირველი ქაოსის უფსკრული და ღვთაებრივი მსოფლიო სული (სული ღმერთებისა, ბინარული კინეტიკური ენერგიების სინგულარული პროტომატრიცა) იძრვოდა კაუზიური კოსმიური ოკეანის (ქაოსის ანუ ეკარნავას) წ####ბის წიაღში. 3. თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი (აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი უფალი). 4. დაინახეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) რომ ნათელი (აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი უფალი თვისებებითა და ატრიბუტებით, დიფერენცირებული ცნობიერება) კარგი იყო და გაყარეს ნათელი (აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი ღვთაება) და ბნელი (პასიური აბსოლუტი, გამოუვლენელი დაფარული აბსოლუტი). 5. ნათელს (გამოვლენილ ღვთაებას) ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) უწოდეს დღე და ბნელს (პასიურ აბსოლუტს) უწოდეს ღამე. იყო პირველი იომი (პირველი ერა). 6. თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): იყოს სივრცეთა შორის მყარი (მემბრანა) და გაყაროს სივრცენი. 7. მოხდა სასიცოცხლო ეთერული ენერგიის (პრანას, პრანაშაკტის) კოსმიური აფეთქება და გაჩნდა ნაპრალი უსასრულო სუპერსივრცეში, ამოანთხია სუპერსივრცემ მცირე სივრცე. გააჩინეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) მყარი (ე.ი. მემბრანა), მოახდინეს მათ მყარის ანუ სივრცეთაშორისი ენერგეტიკული ბარიერის პროექცია და გაყარეს ერთმანეთისაგან კოსმიური სივრცე რომელიც არის მყარს (მემბრანას) ქვემოთ (შიგნით)და სივრცე, რომელიც არის მყარს ზემოთ (გარეთ). და იქმნა ასე. 8. მყარს (სივრცეთაშორის ენერგეტიკულ მემბრანას) ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) უწოდეს ცა. გავიდა 400 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან). იყო მეორე იომი (მეორე ერა). 9. თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): შეგროვდეს (კონდენსირდეს) ერთგან ცისქვეშეთის წყალი (სივრცე) და გამოჩნდეს ხმელეთი (გალაქტიკები). და იქმნა ასე. 10. ხმელეთს ქალღმერთებმა უწოდეს მიწა (გალაქტიკური კლასტერები) და შეგროვილ წყალს (სივრცეს) ზღვა. დაინახეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა) რომ კარგი იყო. 11. თქვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): იყვნენ (გაჩნდნენ) მნათობები ე.ი. მზეები (ვარსკვლავები), პლანეტები და მთვარეები (ვარსკვლავური ანგელოზები). გავიდა 1 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან). იყო მესამე იომი (მესამე ერა). 12. [გაჩნდნენ თუ არა მზეები, პლანეტებს მოეფინათ ნათელი და პლანეტებზე დაიწყო კოკისპირული წვიმები, ამოხეთქა წყალმა მიწიერმა მიწისქვეშიდგან და გადმოხეთქა ციური ღრუბლებიდან, წვიმდა 100 000 წელი, ბოლოს შეწყდა წვიმა თავსხმა და თანდათან დაიწია მიწიერმა ოკეანემ წყლისამ, და გამოჩნდა მიწიერი ხმელეთი და გახდა იგი ნაყოფიერი და აღმოცენდა მასზე მცენარეები მას მერე რაც წარმოიშვა ოზონის შრე პლანეტათა და მთვარეთა გარშემო. და მოიტანეს ნაყოფი პირველმა მცენარეებმა. გავიდა 3 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან) იყო მეოთხე იომი (მეოთხე ერა). 13. წარმოშვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) მიკროორგანიზმები, მათგან წარმოშვეს უმარტივესი ფეხსახსრიანები და რბილტანიანები, მათგან გიგანტური მწერები და პირველყოფილი თევზები, ხოლო თევზთაგან ამფიბიები, მათგან ქვეწარმავლები, მათგან კი ფრინველები. გაჩნდნენ ტირანი ანგელოზები (უმდაბლესი ბოროტი ელოჰიმები). შექმნეს აგრეთვე უმდაბლესმა ელოჰიმებმა (ტირანმა ანგელოზებმა) პირველყოფილი ურჩხულები - ლევიათანები. გავიდა 9 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან) იყო მეხუთე იომი (მეხუთე ერა).] 14. თქვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): გავაჩინოთ ადამიანები ჩვენს ხატად (ფორმად), ჩვენს მსგავსებად. ეპატრონონ ზღვაში თევზს და ამფიბიებს, ჰაერში ფრინველს და მიწაზე პირუტყვს, მთელს სამყაროს და ყველა ქვემძრომს რაც კი მიწაზე დახოხავს. 15. შექმნეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) ადამიანები, თავის ხატად (ფორმისამებრ) შექმნეს ისინი, ანდროგენ ჰერმაფროდიტებად (მამაკაცად და დედაკაცად) შექმნეს ისინი. მთვარის ანგელოზებმა, ტირანმა ანგელოზებმა (უმდაბლესმა ელოჰიმებმა) მისცეს პირველ ადამიანებს ეთერულ-ასტრალური ფანტომური სხეულები. 16. აკურთხეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) ისინი და უთხრეს: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ სამყარო, დაეუფლეთ მას და ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს და ყოველ ცხოველს, რაც კი მიწაზე დახოხავენ. 17. თქვეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა): აჰა მოგვიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი, ეს იყოს თქვენი საზრდო. 18. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის საფშვინველი (ნეფეშ), ბალახი ქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე. გავიდა 11 000 000 წელი სასიცოცხლო ენერგიის დიდი აფეთქებიდან (მყარის გაჩენიდან). იყო მეექვსე იომი (მეექვსე ერა). თავი მეორე: 1. ასე აღსრულდა ცა (365 სულიერი ცა, სუპერკოსმოსი) და მიწა (365 მატერიალური ცა, კოსმოსი) მთელი მათი ანგელოზთა მხედრობით. 2. დაასრულეს ქალღმერთებმა (ბინარულმა კინეტიკურმა ენერგიებმა) სამყაროთა ფორმირება მეექვსე იომში (მეექვსე ერაში). 3. გამოსახა მეექვსე იომში უმდაბლესმა ელოჰიმმა, სახელად ილდაბაოთმა (ფსიქიკურმა ძალამ, ფსიქიკურმა კინეტიკურმა ენერგიამ) ანდროგენი ადამის, ადამ კადმონის სხეულებრივი არსება ასტრალური ენერგიისაგან (კოსმიური ეთერისაგან) და შთაბერა მას ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა (სასიცოცხლო ეთერული ენერგია – პრანა შაკტი) და გახდა ადამი ცოცხალ მშვინვად (ცხოველური სამშვინველი – ნეფეშ).
  3. მიზეზი ცდუნებისა და ცეცხლის გეენა 43. „თუ გაცდუნებს შენი ხელი, მოიკვეთე იგი. გიჯობს, დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელის მქონე შეხვიდე ჯოჯოხეთში, უშრეტელ ცეცხლში, 44. სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. 45. თუ გაცდუნებს შენი ფეხი, მოიკვეთე იგი. გიჯობს, კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ, 46. სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. 47. თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე იგი. გიჯობს, ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგაგდონ ჯოჯოხეთში, 48. სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. 49. ვინაიდან ყველა ცეცხლით დამარილდება და ყოველი მსხვერპლი მარილით დამარილდება. 50. მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდება, რიღათი შეანელებთ მას? იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთში“. *** თავი 10 დარიგება გაყრაზე 1. და ადგა იქიდან და მი ვიდა იუდეის მხარეში და იორდანეს გაღმა. კვლავ მოგროვდა მასთან ხალხი და, თავის ჩვეულებისამებრ, კვლავ ასწავლიდა მათ. 2. მოვიდნენ ფარისეველნი და ეკითხებოდნენ: „თუ შეუძლია კაცს ცოლის გაშვება?“ და სცდიდნენ მას. 3. მან მიუგო და უთხრა მათ: „რა დაგიწესათ მოსემ?“ 4. მათ თქვეს: „გაყრის წიგნის დაწერა და გაშვება“. 5. იესომ უთხრა მათ: „თქვენი გულქვაობის გამო დაგიწერათ მან ეს მცნება. 6. მაგრამ ორმაგი ცის ფორმირების დასაბამიდან ღმერთებმა (ელოჰიმებმა) ანდროგენ ჰერმაფროდიტებად (მამრობითად და მდედრობითად) შექმნა ისინი.* 7. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და შეუერთდება თავის ცოლს.* 8. და ორნი იქნებიან ერთ სხეულად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი სხეული არიან.* იესო ბავშვებს აკურთხებს 13. და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს. 14. დაინახა იესომ, გაწყრა და უთხრა მათ: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთაების სასუფეველი (ღვთაებრივი მარადიული ყოფიერება, უსასრულო კოსმიური ცნობიერება). 15. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთაების სასუფეველს (ღვთაების უსასრულო ცნობიერებას), ვერ შევა შიგ“. 16. მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი. შეკითხვა ეონ ზოეზე 17. გზაზე რომ გამოდიოდა, ვიღაც კაცმა მიირბინა მასთან, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ ეონი ზოე დავიმკვიდრო?“ 18. იესომ უთხრა მას: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა. 19. იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ მოატყუო, პატივი ეცი შენს მამას და დედას“. 20. მან უთხრა: „მოძღვარო, ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდან ვიცავდი“. 21. იესო დააკვირდა მას და შეუყვარდა, და უთხრა: „ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი“. 22. ის შეწუხდა ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა. 23. იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: „რა ძნელი იქნება სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთაების სასუფეველში (კოლექტიურ, კოსმიურ, ღვთაებრივ, უსასრულო სუპერცნობიერებაში)“. 24. მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კვლავ მიუგო და უთხრა მათ: „შვილებო, რა ძნელია ღვთაების სასუფეველში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი! 25. უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთაების სასუფეველში (კოლექტიურ, კოსმიურ, ღვთაებრივ, უსასრულო სუპერცნობიერებაში)“. 26. იმათ კი უფრო მეტად გაიოცეს და ერთმანეთში ამბობდნენ: „ვისღა შეუძლია გადარჩენა?“ 27. შეხედა მათ იესომ და თქვა: „ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღვთაებისათვის, რადგან ღვთაებისათვის ყოველივე შესაძლებელია“. 28. დაუწყო პეტრემ მას ლაპარაკი: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით“. 29. თქვა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიეტოვებინოს სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან მიწები, 30. და ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები და დები, დედები და შვილები, და მიწები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ ეონში - ეონი ზოე. 31. მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი - პირველნი“. იესო მესამედ იუწყება თავის სიკვდილზე 32. იერუსალიმს მიმავალ გზას რომ ადგნენ, წინ იესო მიუძღოდათ და კრთოდნენ ისინი. თანმხლებთაც ეშინოდათ. კვლავ დაუძახა თორმეტს და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა შეემთხვეოდა მას: 33. „აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და ანთროპოსის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს; სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ; 34. შეურაცყოფენ მას, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება“. ზებედეს ძენი 35. და მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი იაკობი და იოანე და უთხრეს: „მოძღვარო, გვინდა შეგვისრულო, რასაც გთხოვთ“. 36. მან უთხრა მათ: „რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?“ 37. მათ უთხრეს მას: „ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი შენს მარჯვნივ დაჯდეს და მეორე - მარცხნივ, შენს დიდებაში“. 38. იესომ უთხრა მათ: „არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ ის სასმისი შესვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები?“ 39. მათ უთხრეს: „შეგვიძლია“. იესომ უთხრა მათ: „სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით; 40. მაგრამ ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის, არამედ მათზე, ვისთვისაც გამზადებულია“. 41. და მოისმინა იმ ათმა და დაიწყეს დრტვინვა იაკობზე და იოანეზე. 42. იესომ უხმო მათ და უთხრა: „თქვენ იცით, რომ ისინი, ვინც ხალხების მთავრებად არიან მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე. 43. მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, ის თქვენი მსახური იყოს; 44. ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა. 45. რადგან ანთროპოსის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და მისცეს თავისი სამშვინველი (ფსიხეია) მრავალთა გამოსასყიდად“. ბრმა ბარტიმეოსის განკურნება 46. და მივიდნენ იერიხოს. იერიხოდან რომ გადიოდა, თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად, გზის პირას იჯდა ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმაიოსი. 47. როცა გაიგო, იესო ნაზარეველიაო, მორთო ყვირილი და ამბობდა: „იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!“ 48. ბევრი უწყრებოდა მას, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ უფრო მეტად ყვიროდა: „დავითის ძეო, შემიწყალე!“ 49. და შედგა იესო და თქვა: „დაუძახეთ მას“. და დაუძახეს ბრმას და უთხრეს: „ნუ გეშინია, ადექი, გეძახის“. 50. მან გადაიგდო მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან. 51. მიუგო მას იესომ და თქვა: „რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ ბრმამ უთხრა: „რაბუნი, რომ თვალი ამეხილოს“. 52. იესომ უთხრა მას: „წადი, შენმა რწმენამ გიხსნა“. და მყისვე აეხილა თვალი და გაედევნა მას გზაზე. თავი 11 იერუსალიმში ზეიმით შესვლა. „ოსანა მაღალთა შინა!“ 1. როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გააგზავნა ორი თავისი მოწაფეთაგანი. 2. უთხრა მათ: „წადით სოფელში, თქვენს წინ რომ არის. როგორც კი შიგ შეხვალთ, მაშინვე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ შემჯდარა. ახსენით და მომიყვანეთ. 3. თუ ვინმემ გითხრათ: ამას რას შვრებითო? უთხარით, რომ უფალს სჭირდება და უმალ დაგიბრუნებს-თქო“. 4. წავიდნენ და იპოვეს ქუჩაში კართან დაბმული ჩოჩორი, და აუშვეს იგი. 5. იქ მდგომთაგან ზოგიერთმა უთხრა მათ: „რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს?“ 6. მათ უთხრეს, როგორც იესომ უთხრათ, და მოეშვნენ მათ. 7. და მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს. ზედ თავიანთი ტანისამოსი დაუფინეს და შეჯდა მასზე. 8. ბევრმა დაუფინა გზაზე მას თავისი ტანისამოსი, ზოგმა კი მინდორში მოჭრილი ტოტები. 9. წინ მიმავალნი და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი! 10. კურთხეულ არს ჩვენი მამის, დავითის მომავალი სამეფო! ოსანა, მაღალთა შინა!“ 11. და შევიდა იესო იერუსალიმში, ტაძარში, და დაათვალიერა ყველაფერი. უკვე გვიანი იყო და თორმეტთან ერთად გავიდა ბეთანიისაკენ. ლეღვის ხის დაწყევლა 12. მეორე დღეს, ბეთანიიდან რომ გავიდნენ, მოშივდა. 13. შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და წავიდა, რომ ზედ რამე ეპოვა. რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი. არ იყო ლეღვობის დრო. 14. მიუბრუნდა და უთხრა მას: „ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე ნაყოფი შენი!“ და გაიგონეს მისმა მოწაფეებმა. ტაძრის განწმედა 15. და მივიდნენ იერუსალიმში და შევიდა ტაძარში იესო, და დაიწყო გამყიდველთა და მყიდველთა გამორეკვა. მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები ააყირავა. 16. არ ანებებდა, რაიმე გაეტარგამოეტარებინათ ტაძარზე. 17. და ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „არ სწერია, ჩემი სახლი ყველა ხალხის სამლოცველო სახლად იწოდებაო? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ“. 18. გაიგონეს მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ, როგორ დაეღუპათ იგი, რადგან ეშინოდათ მისი, რაკი მთელი ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით. 19. როცა მოსაღამოვდა, გავიდნენ ქალაქიდან. 20. დილით ჩაიარეს და დაინახეს, რომ ლეღვი ფესვებამდე გამხმარიყო. 21. და გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: „რაბი, აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა“. 22. მიუგო იესომ და უთხრა მათ: 23. „იქონიეთ ღვთაების რწმენა. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას: აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას. 24. ამიტომ გეუბნებით: ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და თქვენი იქნება. 25. როცა ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც ზეცაში მოგიტეოთ თქვენი შეცოდებანი. 26. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს“. მღვდელმთავრების შეკითხვა იესოს ხელმწიფებაზე 27. კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და, როცა იგი ტაძარში მიმოდიოდა, მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი მივიდნენ მასთან. 28. და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“ 29. იესომ უთხრა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას; მიპასუხეთ და მეც გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. 30. იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო თუ კაცთაგან? აბა, მიპასუხეთ“. 31. ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვიტყვით, რომ ზეციდანო, გვეტყვის: მაშ რაღატომ არ იწამეთო მისი? 32. ხოლო თუ იტყოდნენ: კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან ყველას მიაჩნდა, რომ იოანე ნამდვილად წინასწარმეტყველი იყო. 33. და მიუგეს იესოს და უთხრეს: „არ ვიცით“. იესომ უთხრა მათ: „არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას“. თავი 12 იგავი ბოროტ მიწისმუშაკებზე 1. და დაიწყო მათთან იგავებით ლაპარაკი: „კაცმა ვაზი ჩაყარა, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა და შიგ კოშკი ჩადგა. ჩააბარა იგი მიწისმუშაკებს და წავიდა. 2. ჟამმა რომ მოაწია, ერთი მონა გაუგზავნა მიწისმუშაკთ მიწისმუშაკთაგან ვენახის ნაყოფის მისაღებად. 3. მათ კი შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. 4. კვლავ სხვა მონა გაუგზავნა. იგი თავში დაჭრეს და შეურაცხყვეს. 5. სხვა გაგზავნა და მოკლეს ის. და კიდევ ბევრი სხვა. ზოგსა სცემეს და ზოგიც მოკლეს. 6. ჰყავდა ერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაუგზავნა მათ, თქვა: ჩემი ძის მოერიდებათო. 7. მიწისმუშაკებმა უთხრეს ერთმანეთს: ეს მისი მემკვიდრეა. მოდით, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო. 8. და შეიპყრეს იგი, მოკლეს და გადააგდეს ვენახიდან. 9. რას იზამს ვენახის პატრონი? მივა, ამოწყვეტს მიწისმუშაკთ და ვენახს სხვებს გადასცემს. 10. ნუთუ არ წაგიკითხავთ ეს წერილი: ქვა, მშენებლებმა რომ დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა; 11. უფლისგან მოხდა ეს და საოცრებაა ჩვენს თვალში?“ 12. შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი. და მიატოვეს იგი და წავიდნენ. კეისრის გადასახადზე 13. და მიუგზავნეს მას ზოგიერთი ფარისეველთაგან და ჰეროდიანთაგან, რომ დაეჭირათ სიტყვაში. 14. მივიდნენ და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ წრფელი ხარ და ყველას მიმართ მიუკერძოებელი, რადგან კაცთა მდგომარეობას არ უყურებ, არამედ სიწრფელით ასწავლი ღვთაების გზას. უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?“ 15. მან იცოდა მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო“. 16. მიუტანეს და მაშინვე უთხრა მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“ კეისრისაო, უთხრეს მას. 17. იესომ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთაებისა - ღმერთს“. და უკვირდათ მისი. შეკითხვა ზეცაში ქორწინებაზე 18. და მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას: 19. „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და დარჩება მას ცოლი, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას. 20. იყო შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, შთამომავლობა არ დარჩენია. 21. მეორემ შეირთო იგი და მოკვდა. არც მას დარჩენია შთამომავლობა. ასევე მესამემ. 22. შვიდთაგან არც ერთს არ დარჩენია შთამომავლობა. ყველას შემდეგ კი ქალიც მოკვდა. 23. აღდგომისას, როცა აღდგებიან, რომელი მათგანის ცოლი იქნება, ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“ 24. უთხრა მათ იესომ: „იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ძალნი ღვთაებისა?“ 25. რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში. 26. და თქვა თავისი მოძღვრებიდან: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი უყვართ; 27. ხოლო სინაგოგებში - წინა რიგები და ნადიმებზე - წინა ადგილები. 28. რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ, ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ“. ქვრივის ორი ლეპტა 29. იჯდა საგანძურის წინ იესო და ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. მრავალმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა. 30. მოვიდა ერთი ღარიბი, ქვრივი ქალი და ჩადო ორი ლეპტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს. 31. დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო. 32. ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი სინაკლულიდან ჩადო, ყველაფერი, რაც კი სასიცოცხლოდ გააჩნდა“. თავი 13 წინასწარუწყება იერუსალიმის დანგრევაზე 1. როცა ტაძრიდან გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: „შეხედე, მოძღვარო, რა ლოდებია და რა შენობები!“ 2. იესომ უთხრა მას: „ხედავ ამ დიდ შენობებს? ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს“. 3. როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა ტაძრის გასწვრივ, ჰკითხეს მას განმარტოებით მყოფმა პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ: 4. „გვითხარი, როდის მოხდება ეს, და რა იქნება იმის ნიშანი, როცა ყოველივე ეს უნდა მოხდეს?“ 5. იესომ დაუწყო მათ ლაპარაკი: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ, 6. რადგან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან, მე ვარო, და მრავალს შეაცდენენ. 7. როცა მოისმენთ ომებზე და ომების ხმებზე, ნუ შეძრწუნდებით: ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. 8. აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრები ადგილ-ადგილ და შიმშილობები. ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია. წინასწარუწყება ტანჯვაზე. ცრუწინასწარმეტყველნი 9. „თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს: გადაგცემენ სამსჯავროზე, გცემენ სინაგოგებში, განმგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად. 10. ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს. 11. როცა წაგიყვანენ გადასაცემად, ნუ იზრუნებთ წინასწარ, რა ილაპარაკოთ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა. 12. ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა - შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 13. მოძულებულნი იქნებით ყველას მიერ ჩემი სახელის გამო. ხოლო ვინც ბოლომე მოითმენს, გადარჩება. 14. როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს იქ, სადაც არ ხამს, იუდეაში მყოფმა მთებს მიაშუროს; 15. ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა და ნურც შევა შინ რაიმეს გამოსატანად; 16. ვინც მინდორში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი სამოსლის გამოსატანად, 17. ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში! 18. ილოცეთ, რომ ეს ზამთარში არ მოხდეს, 19. ვინაიდან იმ დღეებში ისეთი გასაჭირი იქნება, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და აღარც არასოდეს იქნება. 20. უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ ის დღეები შეამოკლა იმ რჩეულთათვის, რომლებიც მან ამოირჩია. 21. მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არისო ქრისტე, ან: აჰა, იქო, არ ერწმუნოთ. 22. ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნი შეაცდინონ, თუ კი შეძლებენ. 23. თქვენ კი გაფრთხილდით. წინასწარ გითხარით ყველაფერი. 24. მაგრამ იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს. 25. იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალები. 26. მაშინ იხილავენ ანთროპოსის ძეს, ხომალდებით მომავალს დიადი ძალით და დიდებით. 27. მაშინ იგი წარგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე. *** იფხიზლეთ და ილოცეთ 28. „ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 29. ასევე, როცა იხილავთ, რომ ეს ყოველივე ხდება, იცოდეთ, რომ კარსაა მომდგარი. 30. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. 31. სუპერკოსმოსი და კოსმოსი გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ. 32. მაგრამ იმ დღეზე და ეონზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. 33. იფრთხილეთ, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება ის ეონი. 34. როგორც შორ გზაზე მიმავალმა კაცმა მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს უბრძანოს ფხიზლად ყოფნა, 35. ისე იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი - საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას, 36. რათა მოულოდნელად რომ მოვიდეს, მძინარენი არ გპოვოთ. 37. რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“. თავი 14 იესოს ცხება ძვირფასი ნელსაცხებლით 1. ორი დღის შემდეგ პასექისა და უფუარობის დღესასწაული იყო. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ეძიებდნენ, როგორ შეეპყროთ იგი მზაკვრობით და მოეკლათ. 2. და ამბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, რათა ხალხი არ აღშფოთდესო. 3. როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში, და ინახად იჯდა, მივიდა ქალი, რომელსაც ჰქონდა სუფთა ნელსაცხებელი და აცხო მას. 4. იყვნენ ზოგიერთნი, რომლებიც აღშფოთებით ლაპარაკობდნენ ერთმანეთში: ასე რად დაიხარჯა ნელსაცხებელიო? 5. ხომ შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა სამას დინარზე მეტად და ღარიბებისათვის დარიგება? და კიცხავდნენ მას. 6. იესომ თქვა: „მოეშვით მაგას, რატომ აწუხებთ? მაგან ხომ სიკეთე მიყო. 7. ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ და, თუკი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით. 8. მან ის გააკეთა, რაც შეეძლო: წინასწარ სცხო ჩემს სხეულს დასამარხავად. 9. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ კოსმიურ სამყაროში, იტყვიან, რაც მან გააკეთა, მის მოსაგონებლად“. ბოლო სერობა. პური და ღვინო 10. იუდა ისკარიოტელი, ერთი იმ თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან, რათა გაეცა იგი. 11. მათ მოისმინეს, გაიხარეს და აღუთქვეს მას ვერცხლის მიცემა. ის კი მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რათა გაეცა იგი. 12. უფუარობის პირველ დღეს, როცა საპასექო კრავი იკვლებოდა, მისმა მოწაფეებმა უთხრეს მას: „სად გინდა, რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“ 13. გაგზავნა ორი თავისი მოწაფეთაგანი და უთხრა მათ: „წადით ქალაქში და შემოგეყრებათ კაცი, რომელსაც კოკით წყალი მოაქვს. გაჰყევით მას 14. სადაც შევა, უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარმა თქვა: სად არის ჩემი სასტუმრო ოთახი, ჩემს მოწაფეებთან ერთად რომ ვჭამო პასექი? 15. ის გიჩვენებთ ზემოთვალს, მოფარდაგებულსა და გამზადებულს. იქ მოგვიმზადეთ“. 16. და გამოვიდნენ მისი მოწაფეები, შევიდნენ ქალაქში და იპოვეს, როგორც მან უთხრა, და მოამზადეს პასექი. 17. რომ მოსაღამოვდა, თორმეტთან ერთად მოვიდა იგი. 18. როცა ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე“. 19. ისინი დანაღვლიანდნენ და ჰკითხეს სათითაოდ: „მე ხომ არა ვარ?“ 20. მან უთხრა მათ: „ერთი თორმეტთაგანი, ჩემთან ერთად ჯამში ჩამწობი. 21. რადგან ანთროპოსის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ, ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ანთროპოსის ძე. იმ კაცისათვის უმჯობესი იქნებოდა, არ დაბადებულიყო“. 22. როცა ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა, მისცა მათ და თქვა: „აიღეთ და ჭამეთ - ეს ჩემი სხეულია!“ 23. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ. და იქიდან შესვა ყველამ. 24. უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი. 25. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მეტს აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა შევსვამ ახალს ღვთის სასუფეველში“. წინასწარუწყება პეტრეს მიერ უარყოფაზე 26. იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე. 27. უთხრა მათ იესომ: „ყველანი ცდუნდებით“. 28. ხოლო ჩემი აღდგომის მერე წინ წაგიძღვებით გალილეაში“. 29. პეტრემ უთხრა მას: „თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მაგრამ მე არა!“ 30. უთხრა მას იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ“. 31. ის კი მეტი თავგამოდებით ეუბნებოდა: თუნდაც რომ მოვკვდე შენთან ერთად, არ უარგყოფო. ასევე ამბობდნენ სხვებიც. გეთსიმანიაში ლოცვა 32. მივიდნენ ადგილზე, რომლის სახელია გეთსიმანია, და უთხრა თავის მოწაფეებს: „ისხედით აქ, სანამ ვლოცულობ“. 33. და წაიყვანა თავისთან პეტრე, იაკობი და იოანე. და იწყო წუხილი და ურვა. 34. უთხრა მათ: „სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ“. 35. ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა, თუ შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ეს ჟამი. 36. თქვა: „აბბა, მამაო, შენთვის ყოველივე შესაძლებელია. ამაცილე ეს სასმისი. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ, რაც - შენ“. 37. მოვიდა და ნახა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: „სიმონ, გძინავს? ვერ შესძელი, ერთ საათს გეფხიზლა? 38. იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სამშვინველი (ფსიხეია) მხნეა, ხოლო ხორცი უძლური“. 39. კვლავ წავიდა, ლოცულობდა და იმავე სიტყვებს ამბობდა. 40. მობრუნდა და მძინარენი ჰპოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ; და არ იცოდნენ, რა ეპასუხათ მისთვის. 41. და მოვიდა მესამედ და უთხრა მათ: „თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? კმარა. მოვიდა ჟამი. აჰა, ანთროპოსის ძე გადაეცემა ცოდვილთა ხელთ. 42. ადექით, წავიდეთ. აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი“. გაცემა იუდას მიერ. მოწაფეების გაფანტვა 43. კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად ხალხი მახვილებით და კეტებით - მღვდელმთავართაგან, მწიგნობართაგან და უხუცესთაგან. 44. მის გამცემს მიეცა მათთვის ნიშანი და ეთქვა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის იგი, შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ“. 45. როცა მოვიდა, მყისვე მიეჭრა მას და უთხრა: „რაბი!“ და ეამბორა. 46. მათ კი ხელი დაადეს მას და შეიპყრეს იგი. 47. ერთმა იქ მდგომთაგანმა იძრო მახვილი, დასცხო მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. 48. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „განა ავაზაკი ვარ, მახვილებითა და კეტებით რომ მოხვედით ჩემს შესაპყრობად? 49. ყოველდღე თქვენთან ვიყავი ტაძარში და გასწავლიდით, და არ შეგიპყრივართ. მაგრამ, დაე, აღსრულდეს წერილები“. 50. და მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ. 51. ერთი ვიღაც ჭაბუკი, რომელსაც შიშველ სხეულზე ტილო მოესხა, მიჰყვებოდა მას და შეიპყრეს იგი. 52. შეატოვა ტილო და შიშველი გაიქცა. იესო სინედრიონის წინაშე. პეტრეს მიერ უარყოფა 53. მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან. და თავი მოიყარა ყველა მღვდელმთავარმა, უხუცესმა და მწიგნობარმა. 54. პეტრე შორიდან მიჰყვებოდა მას, თვით მღვდელმთავრის ეზომდე, და დაჯდა მსახურებთან და ცეცხლს მიეფიცხა. 55. მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ მოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ. 56. მრავალი სწამებდა ცილს, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა. 57. ზოგნი წამოდგნენ და ცილს წამებდნენ მას, ამბობდნენ: 58. ჩვენ მოვუსმინეთ, რომ ლაპარაკობდა: მე დავანგრევ ამ ხელითქმნილ ტაძარს და სამ დღეში ავაშენებ სხვას, ხელთუქმნელსო. 59. მაგრამ არც მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს. 60. დადგა მღვდელმთავარი შუაზე და ჰკითხა იესოს: „არაფერს უპასუხებ? რა არის, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?“ 61. ის დუმდა და არაფერს პასუხობდა. კვლავ ჰკითხა მას მღვდელმთავარმა: „შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?“ 62. იესომ თქვა: „მე ვარ. თქვენ იხილავთ ანთროპოსის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებში მომავალს“. 63. მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: „რაღად გვინდა მოწმენი? 64. თქვენ მოისმინეთ გმობა. რას იტყვით?“ მაშინ ყველამ დასდო მსჯავრი მას, როგორც სიკვდილის თანამდებს. 65. ზოგიერთებმა დაუწყეს მას ფურთხება; სახე დაუბურეს და სცემდნენ, და ეუბნებოდნენ: იწინასწარმეტყველეო, და მსახურნი სილას აწნავდნენ. 66. როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მივიდა მასთან მღვდელმთავრის ერთი მხევალთაგანი. 67. დაინახა ცეცხლს მიფიცხებული პეტრე, დააკვირდა და უთხრა: „შენც იესო ნაზარეველთან ერთად იყავი“. 68. მან
  4. მარკოზის სახარება თავი 1 იოანე ნათლისმცემელი ამზადებს გზას 1. დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი (გასხივოსნებული მკურნალისა), ღვთის ძისა. 2. როგორც ესაია წინასწარმეტყველში სწერია: „აჰა, მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოამზადებს შენს გზას. 3. ხმა მღაღადებლისა უდაბნოში. განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები“. 4. იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში მივიდა და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად. 5. გამოდიოდა მასთან იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი და მდინარე იორდანეში მის მიერ ინათლებოდნენ და თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ. 6. იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა. და ჭამდა კალიებსა და ველურ თაფლს. 7. ქადაგებდა და ამბობდა: „ჩემს შემდეგ ჩემზე უძლიერესი მოდის, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი დავიხარო და სანდლის თასმა გავუხსნა. 8. მე წყლით გნათლავდით, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ“. ნათლისღება 9. მოხდა იმ დღეებში, რომ მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთიდან და მოინათლა იოანეს მიერ იორდანეში. 10. და უცბად, როცა წყლიდან ამოდიოდა, იხილა გახსნილი კოსმოსი და სამშვინველი, მტრედივით გარდამომავალი მასზე. 11. და ციდან იყო ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“. გამოცდა. ქადაგება გალილეაში 12. და უცბად წაიყვანა იგი სულმა უდაბნოში. 13. უდაბნოში ორმოცი დღე იყო იგი და სატანისგან იცდებოდა. მხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ. 14. მას შემდეგ, რაც იოანე გადაცემულ იქნა, იესო მივიდა გალილეაში და ღვთის სახარებას ქადაგებდა 15. და ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთაების სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება). მოინანიეთ და იწამეთ სახარება“. ოთხი მოციქულის მოწოდება 16. როცა გალილეის ზღვის პირას დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ. 17. იესომ უთხრა მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით“. 18. მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. 19. ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე. ისინი ნავში ბადეებს ამზადებდნენ. 20. მყისვე მოიხმო ისინი, და მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მუშებთან ერთად და გაჰყვნენ მას. ქადაგება და განკურნებანი კაპერნაუმსა და გალილეაში 21. კაპერნაუმს მივიდნენ და მყისვე, შაბათ დღეს, შევიდნენ სინაგოგაში, და იგი ასწავლიდა მათ. 22. გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი. 23. უცბად მათ სინაგოგაში მყოფმა, არაწმიდა სულით შეპყრობილმა, კაცმა იყვირა: 24. „რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპავად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღვთის წმიდავ“. 25. იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან“. 26. არაწმიდა სულმა შეანჯღრია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან. 27. ისე განცვიფრდნენ ყველანი, რომ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც ემორჩილებიანო მას? 28. მისი ამბავი მყისვე მოედო გალილეის მთელ მხარეს. 29. სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდნენ იოანესთან და იაკობთან ერთად. 30. სიმონის სიდედრი იწვა ციებ-ცხელებით შეპყრობილი. მას მყისვე უთხრეს მასზე. 31. მივიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ. 32. საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც კი სნეული და ეშმაკეული იყო. 33. მთელი ქალაქი შეკრებილი იყო კართან. 34. ბევრი სნეული განკურნა სხვა და სხვა სენისაგან, ბევრი ეშმაკი განდევნა და ნებას არ რთავდა ეშმაკებს, ელაპარაკათ, რადგან ისინი იცნობდნენ მას. 35. განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას, და იქ ლოცულობდა. 36. სიმონი და მასთან მყოფნი საჩქაროდ გაედევნენ მას. 37. იპოვეს იგი და უთხრეს: „ყველა შენ გეძებს“. 38. უთხრა მათ: „წავიდეთ სხვა ახლო-მახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, რადგან ამისათვის ვარ მოსული“. 39. და დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და ეშმაკებს დევნიდა. 40. მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოუყარა, შეევედრა და უთხრა: „თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა“. 41. შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: „მსურს, განიწმიდე!“ 42. და მყისვე მოშორდა კეთრი და განიწმიდა. 43. მკაცრად გააფრთხილა და მყისვე გაუშვა. 44. უთხრა მას: „უყურე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისათვის, რაც ბრძანა მოსემ, მათდა დასამოწმებლად“. 45. ის კი გავიდა და დაიწყო ბევრი ლაპარაკი და ისე გაახმაურა ეს ამბავი რომ, იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ, უდაბნო ადგილებში იმყოფებოდა და ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ მასთან. თავი 2 დავრდომილის განკურნება. ხელმწიფება ცოდვების მიტევებისა 1. რამდენიმე დღის შემ დეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში და ხმა დაირხა, რომ სახლშიაო. 2. იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კარში ტევა არ იყო. და ეუბნებოდა მათ სიტყვას. 3. მივიდნენ და მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც ოთხს მოჰყავდა. 4. და რადგან მასთან მიყვანა შეუძლებელი იყო ხალხის გამო, იმ სახლს გადახადეს სახურავი, სადაც იგი იმყოფებოდა, ჩათხარეს ხვრელი და ჩაუშვეს საწოლი, რომელზედაც დავრდომილი იწვა. 5. იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!“ 6. იქ ზოგიერთი მწიგნობარი იჯდა და თავის გულში ფიქრობდა: 7. „რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა?“ 8. იესო თავისი სულით მაშინვე მიხვდა, რასაც გულში ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა: „ასეთი რამ გულში რად გაივლეთ? 9. რა უფრო ადვილია - თქმა დავრდომილისთვის: „შენი ცოდვები მოგეტევა“, თუ თქმა: „ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარე“? 10. ხოლო, რათა იცოდეთ, რომ ანთროპოსის ძეს აქვს ქვეყანაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება, უთხრა დავრდომილს; 11. შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!“ 12. ადგა, მყისვე აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას თვალწინ. ყველა განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, ამბობდნენ: „არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ“. ლევის მოწოდება 13. კვლავ გავიდა ზღვაზე. და მთელი ხალხი მიდიოდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ. 14. გაიარა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე ლევი ალფესი და უთხრა: „გამომყევი მე“. ისიც ადგა და გაჰყვა მას. 15. როცა მის სახლში დაჯდა, იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად იჯდა ბევრი მებაჟე და ცოდვილი, რადგან მრავალნი იყვნენ იქ, ვინც გაჰყვა მას. 16. და რაკი ფარისეველთა მწიგნობრებმა დაინახეს, რომ ის მებაჟეებთან და ცოდვილებთან ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: „რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან?“ 17. ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი“. ახალი ღვინო ახალ ტიკში 18. იოანეს მოწაფეები და ფარისეველნი მარხულობდნენ. მივიდნენ მასთან და უთხრეს: „რატომაა, რომ იოანეს მოწაფეები და ფარისეველთა მოწაფეები მარხულობენ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“ 19. იესომ უთხრა მათ: „განა შეუძლიათ მარხულობა მექორწილეებს, ვიდრე ნეფე მათთან არის? ვიდრე ნეფე თანა ჰყავთ, არ შეუძლიათ მარხულობა, 20. მაგრამ მოვა დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და იმარხულებენ იმ დღეს. 21. ძველ ტანსაცმელს არავინ დააკერებს ახალთახალი ქსოვილის საკერებელს, თორემ ახალდაკერებული მოეხევა ძველს და უარესად გამოიხევა. 22. არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღუპება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ“. შაბათის უფალიც არის ანთროპოსის ძე 23. მოუხდა მას შაბათ დღეს ყანებზე გადავლა და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავების წყვეტა დაიწყეს. 24. ფარისევლებმა უთხრეს მას: „აჰა, რატომ აკეთებენ, რაც შაბათ დღეს არაა ნებადართული?“ 25. უთხრა მათ: „არასოდეს არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშივდათ მას და მასთან მყოფთ? 26. როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს, ჭამა საწინაშეო პურები, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა, და თავისთან მყოფებსაც დაურიგა?“ 27. უთხრა მათ: „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის. 28. ამრიგად, ანთროპოსის ძე შაბათის უფალიც არის“. თავი 3 ხელშემხმარის განკურნება 1. და კვლავ შევიდა სინაგოგაში. და იყო იქ კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი. 2. უთვალთვალებდნენ, შაბათ დღისითაც ხომ არ განკურნავდა, რომ ბრალი დაედოთ მისთვის. 3. უთხრა ხელგამხმარ კაცს: „შუაში დადექი“. 4. მათ კი უთხრა: „შაბათ დღეს კეთილის კეთებაა ნებადართული, თუ ბოროტისა? სამშვინველის ხსნა, თუ დაღუპვა?“ და დუმდნენ ისინი. 5. იესომ რისხვით გადახედა მათ, მათი გულდახშულობით დამწუხრებულმა, და იმ კაცს უთხრა: „გაიწოდე ხელი!“ მანაც გაიწოდა და მოურჩა ხელი. 6. ფარისევლები გამოსვლისთანავე შეითქვნენ ჰეროდიანებთან ერთად მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი. 7. იესო კი თავის მოწაფეებიანად ზღვისკენ გაემართა. მას უამრავი ხალხი მიჰყვებოდა გალილეიდან და იუდეიდან, 8. იერუსალიმიდან, იდუმეადან, იორდანეს გაღმიდან. მრავალი ხალხი მივიდა მასთან ტვიროსისა და ციდონის სანახებიდან, როცა შეიტყვეს, რაც მოიმოქმედა. 9. და უთხრა თავის მოწაფეებს, ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროვებინა იგი, 10. რადგან ბევრი განკურნა. ზედ აწყდებოდა ყველა, ვისაც რამ სნეულება სჭირდა, და ცდილობდა, შეხებოდა მას. 11. არაწმიდა სულებიც, როგორც კი დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვირილით ამბობდნენ: „შენა ხარ ძე ღვთისა!“ 12. იესო მკაცრად უბრძანებდა მათ, რათა არ გაემჟღავნებინათ იგი. თორმეტის ამორჩევა მოციქულებად 13. და ავიდა მთაზე და მოუხმო, ვინც მას სურდა, და წავიდნენ მასთან. 14. თორმეტი ამოირჩია, რომ მასთან ერთად ყოფილიყვნენ, რათა გაეგზავნა საქადაგებლად, 15. და რათა ჰქონოდათ მათ განკურნებისა და ეშმაკთა გამოდევნის ხელმწიფება. 16. და ამოარჩია თორმეტი: მეტსახელად მისცა სიმონს პეტრე; 17. იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას, უწოდა ბანერგეს, რაც ნიშნავს „ქუხილის ძენი“; 18. ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოზი და სიმონ კანანელი. 19. და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. სატანა სატანის წინააღმდეგ 20. მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პურიც ვეღარა ჭამეს. 21. მისიანებს მოესმათ და მის შესაპყრობად წამოვიდნენ, რადგან ამბობდნენ: შეშლილიაო. 22. იერუსალიმიდან ჩამოსულმა მწიგნობრებმა თქვეს: ბელზებელი ჰყავს და ეშმაკებს ეშმაკთა მთავრით სდევნისო. 23. მოუხმო მათ და იგავებით ეუბნებოდა: „როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა? 24. თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს. 25. თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს; 26. და თუ სატანა თავის თავს წინ აღუდგა და გაიყო, ვეღარ გაძლებს. დაუდგა აღსასრული. 27. ვერავინ შეძლებს შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს. მაშინღა გაძარცვავს მის სახლს. 28. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვა მიეტევება კაცთა შვილებს, და გმობა, რამდენსაც უნდა გმობდნენ; 29. ხოლო ვინც სულიწმიდას დაგმობს, მას აღარასოდეს მიეტევება, არამედ მთელი ეონი ცოდვის თანამდებია. 30. რადგან ამბობდნენ: არაწმიდა სული ჰყავსო. იესოს დედა და ძმები 31. მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად. 32. მის გარშემო ხალხი ისხდა, როცა უთხრეს, გარეთ შენი დედა და შენი დანი და შენი ძმანი არიან და შენ გეძებენო. 33. პასუხად უთხრა: „ვინ არიან ჩემი დედა და ჩემი ძმები?“ 34. მის გარშემო მსხდომთ გადახედა და თქვა: „აჰა, ჩემი დედა და ჩემი ძმები. 35. რადგან ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც“. თავი 4 იგავი მთესველზე 1. კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას. მასთან ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი, იმდენმა, რომ იგი ნავში ჩაჯდა და გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი კი ზღვის პირას იყო, ხმელეთზე. 2. ბევრ რასმე ასწავლიდა იგი იგავებით და თავის მოძღვრებაში ამბობდა: 3. „ისმინეთ! აჰა, გამოვიდა მთესველი სათესად. 4. თესვისას ზოგი გზისპირას დავარდა. მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს. 5. ზოგი კლდოვანზე დავარდა, სადაც ბევრი მიწა არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან მიწას სიღრმე არ ჰქონდა. 6. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. 7. ზოგი ეკლებში დავარდა, გაიზარდა ეკლები და გააჩანაგეს იგი და მან ნაყოფი ვეღარ გამოიღო. 8. ზოგი კარგ ნიადაგზე დავარდა და გამოიღო ნაყოფი. აღმოცენდა, გაიზარდა და იმატა ერთი - ოცდაათად, ერთი - სამოცად და ერთი - ასად“. 9. თქვა: „ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!“ 10. როცა იგი მარტო დარჩა, მათ, ვინც გარს ეხვია თორმეტთან ერთად, ჰკითხეს იგავზე. 11. მან უთხრა: „თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ღვთის სასუფევლის საიდუმლოსი, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის. 12. რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შეიცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ“. 13. უთხრა მათ: „ეს იგავი არ გესმით და როგორ მიხვდებით ყველა სხვა იგავს? 14. მთესველი სიტყვას თესავს. 15. ისინი კი იმ გზის პირას არიან, სადაც ითესება სიტყვა. როგორც კი მოისმენენ, მაშინვე მოდის სატანა და იტაცებს მათში დათესილ სიტყვას. 16. ასევე, კლდოვანზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც როგორც კი სიტყვას მოისმენენ, მყის სიხარულით მიიღებენ მას. 17. მაგრამ ფესვი არ გააჩნიათ თავის თავში და ხანმოკლენი არიან და, როგორც კი დგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდებიან. 18. სხვანი, ეკალთა შორის დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ, 19. მაგრამ ამ სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო ხდება. 20. კეთილ ნიადაგზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ და მიიღებენ, და გამოაქვთ ნაყოფი: ერთი - ოცდაათად, სამოცად და ასად“. დაუკვირდით, რასაც ისმენთ 21. უთხრა მათ: „განა იმისთვის მოაქვთ სანთელი, რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ შედგან? განა იმისათვის არა, რომ სასანთლეზე დადგან? 22. არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და არც რამ დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. 23. თუ ვინმეს ყური აქვს სასმენად, ისმინოს!“ 24. უთხრა მათ: „დაუკვირდით, რასაც ისმენთ: რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ და მოგემატებათ. 25. რადგან, ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაცა აქვს“. მდოგვის მარცვალზე 26. თქვა: „ასეთია ღვთაების სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება): კაცმა რომ თესლი ჩააგდოს მიწაში, 27. ეძინოს და დგებოდეს ღამით თუ დღისით. თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან კი არ იცის, როგორ. 28. რადგან მიწა თვითონ გამოიღებს ნაყოფს: პირველად ჯეჯილს, მერე თავთავს, შემდეგ კი სავსე მარცვალს თავთავში. 29. რაჟამს მომწიფდება ნაყოფი, მყისვე გამოგზავნის ნამგალს, რადგან მოაწია მკამ“. 30. თქვა: „რას შევუდაროთ ღვთაების სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება)? ან რომელი იგავით გამოვთქვათ? 31. იგი მდოგვის მარცვალსა ჰგავს, რომელიც მიწაზე დათესვისას ყველაზე მცირეა მიწაზე არსებულ თესლთა შორის, 32. დათესვის მერე კი ამოდის და ყველაზე დიდ მწვანილად გადაიქცევა. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ“. 33. მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა იგი სიტყვას, რამდენის გაგებაც შეეძლოთ. 34. იგავის გარეშე არ ესაუბრებოდა მათ, თავის მოწაფეებს კი ცალკე განუმარტავდა ყველაფერს. *** ქარიცა და ზღვაც ემორჩილებიან 35. იმავე დღეს, რომ მოსაღამოვდა, უთხრა მათ: „გადავცუროთ გაღმა“. 36. გაუშვეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. მასთან სხვა ნავებიც იყო. 37. ამოვარდა დიდი ქარიშხალი, ტალღები ნავს ეხეთქებოდა, ისე რომ ნავი უკვე ივსებოდა. 38. ის კი კიჩოზე იყო და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით?“ 39. წამოდგა და შერისხა ქარი და უთხრა ზღვას: „დადუმდი, ჩადექ!“ ქარი დაცხრა და დიდი მყუდროება ჩამოდგა. 40. და უთხრა მათ: „რატომ ხართ ასე მხდალნი? რატომ არა გაქვთ რწმენა?“ 41. და მათ დიდი შიშით შეეშინდათ და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ვინ არის ეს, ქარიცა და ზღვაც რომ მას ემორჩილება?“ თავი 5 ლეგიონია ჩემი სახელი 1. გავიდნენ ზღვის გადაღ მა, გერასენელთა მხარეში. 2. ნავიდან გადმოსულს მიეჭრა კაცი სამარხებიდან, არაწმიდა სულით შეპყრობილი. 3. მას სამყოფელი სამარხებში ჰქონდა და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შეკვრა. 4. ვინაიდან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტდა ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება. 5. მუდამ, დღე და ღამ, სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ეხეთქებოდა ლოდებს. 6. როგორც კი დაინახა შორიდან იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა. 7. ხმამაღლა იყვირა და უთხრა: „რა გინდა ჩემგან, უზენაესი ღვთაების ძევ? ზეცის ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!“ 8. რადგან უთხრა მას: „გადი ამ კაცისაგან, არაწმიდა სამშვინველო(ფსიხეია)!“ 9. ჰკითხა მას: „რა არის შენი სახელი?“ უთხრა: „ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ“. 10. ძალიან ევედრებოდა, რომ ამ არე-მარედან არ გაეძევებინა ისინი. 11. იქ კი, მთასთან, ღორების დიდი კოლტი ძოვდა. 12. შეევედრნენ მას და უთხრეს: „მიგვრეკე ღორებთან, რომ შევიდეთ მათში“. 13. დართო მათ ნება და გამოსული არაწმიდა სამშვინველები (ფსიხეია) შევიდნენ ღორებში. და მიაწყდა კოლტი კბოდედან ზღვას, ორიათასამდე იყვნენ, და ჩაიხრჩო ზღვაში. 14. ხოლო მათი მაძოვებელნი გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს და გამოვიდნენ, რომ ენახათ, რა მოხდა. 15. მოვიდნენ იესოსთან და ხედავენ, რომ ეშმაკეული, რომელსაც ლეგიონი ჰყავდა, ზის შემოსილი და გონთმოსული, და შეშინდნენ. 16. მხილველებმა უამბეს მათ, რაც დაემართა ეშმაკეულს და ღორებს. 17. და დაუწყეს ხვეწნა, გასცლოდა მათს საზღვრებს. 18. როცა ადიოდა იგი ნავში, ყოფილი ეშმაკეული შეევედრა, რომ თავისთან დაეტოვებინა. 19. ნება არ დართო მას, არამედ უთხრა: „წადი შენს სახლში, შენიანებთან, და უთხარი მათ, რა გიყო ღმერთმა და როგორ შეგიწყალა“. 20. და წავიდა და გამოაცხადა დეკაპოლისში, რაც გაუკეთა მას იესომ, და უკვირდა ყველას. იაიროსის ქალიშვილის გაცოცხლება 21. და როცა იესომ კვლავ გამოღმა გამოსცურა ნავით, დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. და იყო ზღვის პირას. 22. და აჰა, მოვიდა სინაგოგის ერთი მთავართაგანი, სახელად იაიროსი. და როცა დაინახა იგი, მის ფერხთით დაეცა. 23. ბევრს ევედრებოდა მას და ეუბნებოდა: „ჩემი გოგონა სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს“. 24. და წაჰყვა მას. დიდძალი ხალხი აედევნა და ზედ აწყდებოდა. 25. ერთმა ქალმა ხალხში უკნიდან მოუარა და შეეხო მის სამოსელს და მყისვე განიკურნა სატკივარისაგან. 26. მყისვე იგრძნო იესომ, რომ ძალა გავიდა მისგან. ***მიუბრუნდა ხალხს და უთხრა: „ვინ შეეხო ჩემს სამოსელს?“ 27. და უთხრეს მას მისმა მოწაფეებმა: „ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ: ვინ შემეხოო?“ 28. მან მიმოიხედა, რომ დაენახა ამის ჩამდენი. 29. ქალი, რომელმაც იცოდა, რაც თვითონ დაემართა, შიშით და თრთოლვით მივიდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე უთხრა. 30. მან კი უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან“. 31. ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდნენ სინაგოგის უფროსისაგან და უთხრეს: „შენი ქალიშვილი მოკვდა, რაღად აწუხებ მოძღვარს?“ 32. იესომ კი ამ სიტყვების მოსმენისთანავე უთხრა სინაგოგის უფროსს: „ნუ გეშინია, ოღონდ გწამდეს“. 33. არავისთვის დაურთავს ნება წაჰყოლოდა, გარდა პეტრესი, იაკობისა და იოანესი - იაკობის ძმისა. 34. მივიდნენ სინაგოგის უფროსის სახლში და ხედავს, არეულობაა, ტირიან და ბევრს მოთქვამენ. 35. და შევიდა და უთხრა: „რაზე სწუხხართ და სტირით? არ მომკვდარა ბავშვი, სძინავს მხოლოდ“. 36. ისინი კი დასცინოდნენ მას. მან ყველანი გამორეკა, წაიყვანა ბავშვის დედ-მამა და მასთან მყოფნი და შევიდა, სადაც ბავშვი იწვა. 37. აიღო ბავშვის ხელი და უთხრა: „ტალითა კუმი!“ რაც ნიშნავს: გოგონა, შენ გეუბნები, ადექი! 38. და მყისვე წამოდგა გოგონა და გაიარა. თორმეტი წლისა იყო. მათ დიდად გაუკვირდათ. 39. მან მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს ამბავი. უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის. თავი 6 წინასწარმეტყველის უპატივცემლობა 1. და გავიდა იქიდან და მივიდა თავის სამშობლოში. და გაჰყვნენ თავისი მოწაფეებიც. 2. შაბათი რომ დადგა, სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: საიდანა აქვს ამ კაცს ეს ყველაფერი? და რა სიბრძნე აქვს მონიჭებული? რა სასწაულები ხდება მისი ხელით? 3. ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისი დები? და ცდუნდებოდნენ მასში. 4. უთხრა მათ იესომ: „წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ, გარდა თავისი სამშობლოსი, სანათესაოსი და საკუთარი სახლისა“. 5. ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ ორიოდე სნეულს ხელები დაასხა და განკურნა. 6. უკვირდა მათი ურწმუნოება, დადიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა მათ. თორმეტი გაიგზავნა მსახურებისათვის 7. და მოუხმო თორმეტს და დაიწყო მათი ორ-ორის დაგზავნა და აძლევდა მათ ხელმწიფებას უწმიდურ სულებზე. 8. და გამოუცხადა მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა ხელჯოხისა: არც პური, არც გუდა, არც სპილენძი სარტყლით. 9. ჩაეცვათ სანდლები და არ მოესხათ ორი მოსასხამი. 12. და გავიდნენ და დაიწყეს სინანულის ქადაგება. 13. სდევნიდნენ მრავალ ეშმაკს და სცხებდნენ ზეთს და ბევრ სნეულს კურნავდნენ. ამბავი ნათლისმცემლის თავისკვეთისა 14. ესმა მეფე ჰეროდეს, ვინაიდან ცნობილი გახდა მისი სახელი, და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ მოქმედებენო ძალები მასში. 15. ერთნი ამბობდნენ, რომ ელიაა. სხვები კი ამბობდნენ, რომ წინასწარმეტყველია, როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი. 16. ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: „ეს იოანეა, მე რომ თავი მოვკვეთე, ის აღმდგარა მკვდრეთით“. 17. რადგან მან, ჰეროდემ, შეაპყრობინა იოანე და საპატიმროში დაამწყვდია, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, ცოლად რომ ჰყავდა იგი. 18. რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: „არ გერგება შენი ძმისცოლი ცოლად“. 19. ჰეროდიას კი გული მოსდიოდა მასზე და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ არ შეეძლო. 20. რადგან ჰეროდეს ეშინოდა იოანესი: იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და იფარავდა მას. როცა მას უსმენდა, დიდ საგონებელში იყო და სიამოვნებით უგდებდა ყურს. 21. დადგა მარჯვე დღე, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ლხინი გაუმართა თავის მთავრებს, ათასისთავებს და გალილეველ აზნაურებს. 22. შევიდა ჰეროდიას ასული, ცეკვავდა და აამებდა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს. და უთხრა მეფემ ქალიშვილს: „რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ“. 23. და აღუთქვა მას: „რაც გინდა მთხოვო, მოგცემ, ჩემს ნახევარ სამეფოსაც კი“. 24. გამოვიდა და უთხრა თავის დედას: „რა ვთხოვო?“ იოანე ნათლისმცემლის თავიო, უთხრა მან. 25. და მყისვე, სასწრაფოდ შევიდა მეფესთან და მოსთხოვა: „მინდა, რომ ახლავე ლანგრით მომართვა იოანე ნათლისმცემლის თავი“. 26. შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო, არ ისურვა მისი გაწბილება. 27. მყისვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და უბრძანა მისი თავის მოტანა. 28. და წავიდა იგი, მოჰკვეთა მას თავი საპყრობილეში, ლანგრით მოიტანა მისი თავი და გადასცა ქალიშვილს, ხოლო ქალიშვილმა დედამისს მისცა. 29. გაიგეს მისმა მოწაფეებმა, მივიდნენ, აიღეს მისი გვამი და სამარხში დაასვენეს. ხუთი ათასი კაცის გაძღება 30. შეიკრიბნენ იესოსთან მოციქულები და უამბეს მას ყველაფერი, რაც გააკეთეს და რაც ასწავლეს. 31. უთხრა მათ: „წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ“. ვინაიდან მრავალი იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ. 32. და წავიდნენ უდაბურ ადგილას მარტონი ნავით. 33. დაინახეს ისინი, რომ მიდიოდნენ, და ბევრმა იცნო. ფეხით გაედევნენ ყოველი ქალაქიდან და მათზე ადრე მივიდნენ. 34. გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება. 35. უკვე გვიანი ხანი იყო, რომ მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს: „უდაბურია ეს ადგილი და უკვე გვიანი დროა. 36. გაუშვი ისინი, რომ წავიდნენ ახლომახლო დაბა- სოფლებში და იყიდონ თავისთვის საზრდო“. 37. მაგრამ მან მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ მიეცით მათ საჭმელი“. მათ უთხრეს: „წავიდეთ, ორასი დინარის პური ვიყიდოთ და ამათ მივცეთ საჭმელად?“ 38. უთხრა მათ: „რამდენი პური გაქვთ? წადით, ნახეთ!“ გაიგეს და უთხრეს: „ხუთი და ორიც თევზი“. 39. მაშინ უბრძანა მათ, ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დამსხდარიყვნენ მწვანეზე. 40. დასხდნენ მწყობრად ას-ასად და ორმოცდაათ-ორმოცდაათად. 41. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ცას ახედა, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რომ მათთვის ჩამოერიგებინათ. და ორი თევზიც დაუნაწილა ყველას. 42. ყველამ ჭამა და გაძღა. 43. დარჩენილი ნატეხებიდან და თევზიდან თორმეტი სავსე გოდორი აკრიფეს. 44. პურისმჭამელი სულ ხუთი ათასამდე მამაკაცი იყო. ფეხით სიარული წყალზე 45. მყისვე აიძულა თავისი მოწაფეები, ასულიყვნენ ნავში და წინდაწინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე ხალხს გაუშვებდა. 46. ისინი რომ გაისტუმრა, მთაზე ავიდა სალოცავად. 47. და როცა შესაღამოვდა, ნავი შუა ზღვაში იყო, ის კი მარტო დარჩა ხმელეთზე. 48. და დაინახა, რომ მათ უჭი
  5. ორი ბრმის განკურნება 29. როცა ისინი იერიხოდან გამოდიოდნენ, დიდძალი ხალხი მისდევდა მას. 30. და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას და, როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!“ 31. ხალხი კი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა. ხოლო ისინი უფრო მეტად აყვირდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!“ 32. იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და უთხრა: „რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?“ 33. უთხრეს მას: „თვალები რომ აგვიხილო, უფალო“. 34. შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. მყისვე აეხილათ და გაჰყვნენ მას. თავი 21 იესოს შესვლა იერუსალიმში 1. როცა იერუსალიმს მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში მივიდნენ, ზეთისხილის მთასთან, იესომ გაგზავნა ორი მოწაფე. 2. უთხრა მათ: „წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინაა, და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს და მასთან ერთად ჩოჩორს. აუშვით და მომიყვანეთ. 3. და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით: უფალს სჭირდება-თქო და მაშინვე გამოგატანთ მათ“. 4. ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: 5. „უთხარით სიონის ასულს: „აჰა, შენი მეფე შენთან მოდის, მშვიდი და მჯდარი ვირზე და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე“. 6. მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა. 7. მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი, დაუფინეს ზედ თავიანთი სამოსლები და დაჯდა მათზე. 8. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. 9. ხოლო ხალხი, წინ რომ უძღვოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა მაღალთა შინა!“ 10. როცა ის შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა და ამბობდნენ: ეს ვინ არისო? 11. ხალხი კი ამბობდა: „ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან“. ტაძრის გაწმედა. ბრმებისა და კოჭლების განკურნება 12. შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო, და გადააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები. 13. უთხრა მათ: „დაწერილია: „ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება“, თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!“ 14. მივიდნენ მასთან ტაძარში ბრმები და კოჭლები და მან განკურნა ისინი. 15. როცა დაინახეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასწაული, რომელიც მან მოახდინა, და ბავშვები, რომელნიც ტაძარში იძახდნენ და ამბობდნენ: ოსანა დავითის ძესო, გული მოუვიდათ. 16. უთხრეს მას: „თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?“ იესომ უთხრა მათ: „ჰო! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: „ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება“. 17. და დატოვა ისინი, გავიდა ქალაქიდან ბეთანიაში და ღამე იქ გაათია. ლეღვის ხის გახმობა 18. განთიადისას, ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა. 19. გზაზე ერთი ლეღვის ხე დაინახა, მივიდა ახლოს და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა, და უთხრა მას: „ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი ეონამდე“. და მყისვე გახმა ლეღვი. 20. დაინახეს ეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და თქვეს: „რა უცბად გახმა ეს ლეღვი!“ 21. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება. 22. ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ“. რომელი ხელმწიფებით 23. როცა ტაძარში შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“ 24. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. 25. საიდან იყო იოანეს ნათლისცემა: ზეციდან თუ კაცთაგან?“ ხოლო ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: „თუ ვიტყვით: ზეციდანო, გვეტყვის, აბა, რატომ არ ერწმუნეთო მას? 26. თუ ვიტყვით: კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე“. 27. მიუგეს იესოს და უთხრეს: არ ვიცითო. მანაც უთხრა მათ: „არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. იგავი ორ ძეზე 28. „აბა, რა გგონიათ თქვენ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: „შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში“. 29. მიუგო და უთხრა: „არ მინდა“. ბოლოს კი ინანა და წავიდა. 30. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა, მან კი პასუხად უთხრა: „წავალ, ბატონო“. მაგრამ არ წავიდა. 31. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?“ უთხრეს: „პირველმა“. უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთაების სასუფეველში (მრავალგანზომილებიან სინგულარულ კოლექტიურ ინტრაკოსმიურ ფსიქომენტალურ-ინტელიგიბელურ ცნობიერ ომნიმატრიქსში). 32. ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი. იგავი ბოროტ მიწისმუშაკებზე 33. „მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვაზი ჩაყარა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო, მიწისმუშაკთ ჩააბარა და წავიდა. 34. რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მიწისმუშაკთ მისი ნაყოფის მისაღებად. 35. მიწისმუშაკებმა შეიპყრეს მისი მონები. ზოგსა სცემეს, ზოგნი დახოცეს, ზოგნი ჩაქოლეს. 36. კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი, იმათაც ასევე მოექცნენ. 37. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან და თქვა: ჩემი ძისა მოერიდებათო. 38. მაგრამ მიწისმუშაკებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: „ეს მემკვიდრეა, მოდი, მოვკლათ იგი და დავისაკუთროთ მისი სამკვიდრებელი!“ 39. და შეიპყრეს იგი, გაიყვანეს ვენახს იქით და მოკლეს. 40. აბა, როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს ამ მიწისმუშაკთ?“ 41. უთხრეს მას: „ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს გადასცემს სხვა მიწისმუშაკთ, რომლებიც ნაყოფს თავის დროზე მისცემენ“. 42. უთხრა მათ იესომ: „ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წერილებში: „ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში“? 43. ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთაების განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს თავის ნაყოფს. 44. ის, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაილეწება, ხოლო ვისაც დაეცემა, გასრესს“. 45. მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა. 46. ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. თავი 22 საქორწილო ნადიმი 1. და მიუგო იესომ ისევ იგავით და უთხრა მათ: 2. „განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) ჰგავს მეფეკაცს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა. 3. გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსვლა. 4. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: „უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ჩემი სერობა, ჩემი ხარები და ნასუქალი პირუტყვი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!“ 5. მაგრამ მათ ყური არ უგდეს და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭრო საქმეზე. 6. სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. 7. ეს რომ მეფემ გაიგო, განრისხდა, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა. 8. მაშინ უთხრა მან თავის მონებს: „ეს ქორწილი მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ იყვნენ ღირსნი. 9. ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოგხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში“. 10. და გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი, და საქორწილო დარბაზი აივსო სტუმრებით. 11. როცა მეფე შევიდა სტუმრების სანახავად და დაინახა იქ კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსელი არ ეცვა, 12. უთხრა მას: „მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია?“ ის კი დუმდა. 13. მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: „გაუკარით მაგას ხელ-ფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა“. 14. ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა“. კეისარს - კეისრისა და ღმერთს - ღვთისა 15. მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ იგი სიტყვაში. 16. და მიუგზავნეს მას თავისი მოწაფეები ჰეროდიანებთან ერთად და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით რომ ჭეშმარიტი ხარ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთაების გზას და არავის ერიდები, რადგან არ უყურებ კაცთა გარეგნობას. 17. ჰოდა, გვითხარი ჩვენ: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?“ 18. იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: „რატომ მცდით, თვალთმაქცნო? 19. მიჩვენეთ სახარკო მონეტა“. და მიუტანეს მას დინარი. 20. უთხრა მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“ 21. უთხრეს მას: „კეისრისა!“ მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა - ღმერთსა!“ 22. ეს რომ გაიგონეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ. მკვდრეთით აღდგომაზე 23. იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არსებობსო, და ჰკითხეს მას: 24. „მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოსო თესლი თავის ძმას. 25. ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა. შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა. 26. ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე. 27. ყველას შემდეგ ქალიც მოკვდა. 28. ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა“. 29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ცდებით, ვინაიდან არც წერილები იცით და არც ღვთის ძალა. 30. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში”. 31. ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება. იესო ეკითხება ფარისევლებს 32. როცა ფარისევლები შეიკრიბნენ, იესომ ჰკითხა მათ: 33. „რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?“ მათ უთხრეს: „დავითისა“. 34. უთხრა მათ: „აბა როგორღა უწოდებს დავითი სულში მას უფალს, როცა ამბობს: 35. „უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა კვარცხლბეკად“? 36. თუ დავითი უფალს უწოდებს მას, მისი ძე როგორღაა?“ 37. ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის მიგება. იმ დღიდან მოკიდებული კითხვას ვეღარავინ უბედავდა. თავი 23 იესო ამხილებს ფარისევლებს 1. მაშინ იესო ელაპარაკა ხალხს და თავის მოწაფეებს. 2. უთხრა: „მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. 3. ამიტომ ყველაფერი, რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ, და არკი ასრულებენ. 4. კრავენ მძიმე ტვირთს და ძნელად საზიდს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს, თავად კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა. 5. ყველანი თავიანთ საქმეებს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ, იფართოებენ თავიანთ ფილაკტერიონებს და იგრძელებენ სამოსის ფოჩებს; 6. უყვართ სათავეში სხდომა ნადიმებზე და წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში, 7. და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა უძახონ მათ: „რაბი!“ 8. თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. 9. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ - ზეციერი. 10. ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ - ქრისტე. 11. უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს. 12. ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება. შვიდგზის „ვაი თქვენ!“ 13. „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ. 14. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ. ამისათვის უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ. 15. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ რჯულზე, და როცა მოაქცევთ, გეენას ძედ გახდით, საკუთარ თავზე ორჯერ მეტად. 16. ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომლებიც ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის ვალდებულიაო. 17. უგუნურებო და ბრმებო! რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს? 18. და: ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ის ვალდებულიაო. 19. ბრმებო, რომელი უფრო დიდია: ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ განწმედს? 20. ვინაიდან ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა. 21. და ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მყოფსაც. 22. და ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღვთის ტახტსაც და მასზე მჯდომსაც. 23. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს და მიტოვებული გაქვთ ის, რაც უფრო მთავარია რჯულში - განკითხვა, წყალობა და სარწმუნეობა. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ. 24. ბრმა წინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემთა მყლაპავებო! 25. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, მაგრამ შიგნით სავსეა მტაცებლობით და უსამართლობით. 26. ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს. 27. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსეა მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით. 28. ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი. 29. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს. 30. ამბობთ: ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში. 31. ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ. 32. ბარემ თქვენც ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო! 33. იქედნეთა ნაშობო გველებო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს? თავი 24 იესოს წინასწარმეტყველება ტაძრის დანგრევაზე 1. და გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ეჩვენებინათ ტაძრის შენობები. 2. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს“. 3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და ამ ეონის აღსასრულის ნიშანი?“ 4. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ. 5. ვინაიდან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ. 6. ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. 7. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილობები, სნეულებანი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. 8. ხოლო ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია. 9. მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ, და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო. 10. მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთმანეთს. 11. მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენენ. 12. და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. 13. ბოლომდე დამთმენი კი გადარჩება. 14. ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული. კაცის ძის მოსვლა 23. „მაშინ ვინმემ რომ გითხრათ: „აჰა, აქ არის ქრისტე“, ან: „იქ“, არ ერწმუნოთ. 24. ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ. 25. აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ. 26. თუ გითხრან: აჰა, ის უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ. აჰა, ის შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით. 27. ვინაიდან, როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება ანთროპოსის ძის მოსვლაც. 28. ლეში სადაც არის, იქ მოგროვდებიან ორბები. 29. და მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან. 30. მაშინ გამოჩნდება ანთროპოსის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას მიწის ყველა ტომი, და იხილავენ ანთროპოსის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. 31. მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორე კიდემდე. 32. ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს გამოისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 33. ასევე, როცა თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი. 34. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. 35. სუპერკოსმოსი და კოსმოსი გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან. 36. მაგრამ იმ დღეზე და ეონზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. 37. ვინაიდან, როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება ანთროპოსის ძის მოსვლაც. 38. ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, 39. და არ იცოდნენ, ვიდრე წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, - ასევე იქნება ანთროპოსის ძის მოსვლაც. 40. მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება; 41. ორნი ფქვავდნენ დოლაბზე: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. 42. ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. 43. ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა. 44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ანთროპოსის ძე. 45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დაუყენა ბატონმა თავის სახლეულს, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს? 46. ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას. 47. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას. 48. ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი, 49. და ცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ლოთებთან ჭამდეს და სვამდეს, 50. მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის, 51. შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება გოდება და კბილთა ღრჭენა. თავი 25 იგავი ათ ქალწულზე 1. „მაშინგანზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) აემსგავსება ათ ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად. 2. ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი - გონიერი. 3. უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან. 4. ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით. 5. ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩათვლიმა და დაეძინა. 6. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: „აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად!“ 7. მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავთავისი ლამპრები. 8. უგუნურებმა უთხრეს გონივრებს: „გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება“. 9. მიუგეს გონივრებმა და უთხრეს: „რომ არც ჩვენ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის“. 10. როცა ისინი წავიდნენ საყიდლად, მოვიდა ნეფე და გამზადებულნიც მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა. 11. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: „უფალო, უფალო, გაგვიღე!“ 12. ხოლო მან მიუგო და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გიცნობთ!“ 13. ჰოდა, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა ანთროპოსის ძე. ტალანტებზე 14. „ვინაიდან ეს იმ კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონება. 15. ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი და სხვას - ერთი, თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით, და წავიდა. 16. ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ივაჭრა და სხვა ხუთი მოიგო. 17. ასევე ორის მიმღებმაც ორი კიდევ სხვა მოიგო. 18. ხოლო რომელმაც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი. 19. კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხა მათ. 20. მივიდა ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მიუტანა და უთხრა: „ბატონო, ხუთი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი მოვიგე“. 21. უთხრა მას მისმა ბატონმა: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში“. 22. მივიდა ორი ტალანტის მიმღები და უთხრა: „ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტი მოვიგე“. 23. უთხრა მას მისმა ბატონმა: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში“. 24. მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: „ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. 25. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს“. 26. მიუგო მას მისმა ბატონმა და უთხრა: „ბოროტო და ზარმაცო მონავ! შენ იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია. 27. ამიტომ ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას ჩემსას სარგებლითურთ მივიღებდი. 28. ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. 29. ვინაიდან მქონებელს ყველას მიეცემა და დაუხვავდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს. 30. ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში (ექსტრაკოსმოსში, ექსტრაკოსმიური სივრცე). იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა“. ხალხთა განკითხვაზე 31. „და როცა მოვა ანთროპოსის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. 32. და შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს მათ ერთი-მეორისაგან, როგორც მწყემსი არჩევს თხებს ცხვრებისაგან. 33. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს - მარცხნივ. 34. მაშინ ეტყვის მეფე, თავის მარჯვნივ მდგომთ: „მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ კოსმოსის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება). 35. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ, 36. შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ“. 37. მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: „უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით? 38. როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? 39. როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?“ 40. მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“. 41. მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: „წადით ჩემგან, წყეულნო, მთელი ეონი ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. 42. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, მწყუროდა და არ მასვით, 43. უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული ვიყავი და საპყრობილეში და არ მომინახულეთ“. 44. მაშინ ისინიც მიუგებენ და ეტყვიან: „უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?“ 45. მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ“. 46. და წავლენ ესენი მთელი ეონი სატანჯველში, ხოლო მართალნი - მთელი ეონი სიცოცხლეში“. თავი 26 იესო იუწყება თავის სიკვდილს 1. ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: 2. „თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და ანთროპოსის ძე მიეცემა ჯვარზე საცმელად“. 3. მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში. 4. მოითათბირეს, მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ. 5. მაგრამ ამბობდნენ: დღესასწაულზე არა, ხალხში შფოთი არ ატყდესო. იესოს ცხება ნელსაცხებლით ბეთანიაში 6. როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში, 7. მივიდა მასთან ერთი ქალი, მოიტანა ნელსაცხებელი და ინახად მჯდომს თავზე დაასხა. 8. მოწაფეებმა რომ დაინახეს, გაბრაზდნენ და თქვეს: ასე ფუჭად რატომ დახარჯაო? 9. ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა კარგ ფასად და ღარიბებისათვის დარიგება. 10. ხოლო იესო მიუხვდა და უთხრა მათ: „რატომ აწბილებთ ამ ქალს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა? 11. ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ, მე კი მუდამ არ გეყოლებით. 12. ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა დასამარხად. 13. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ მსოფლიოში, იტყვიან, რაც ამან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად“. გაცემა 14. მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, წავიდა მღვდელმთავრებთან 15. და უთხრა: „რას მომცემთ, რომ გადმ
  6. ბრძენთა და გონიერთათვის დაფარული, ჩვილებისათვის გაცხადებული 20. მაშინ თქვა იესომ: „გადიდებ, შენ მამაო, უფალო ცისა (სუპერკოსმოსისა), რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს. 21. მამაო! ვინაიდან ასეთი იყო შენი ნება. 22. ყოველივე ჩემი მამის მიერ გადმომეცა მე და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გამოუცხადოს. *** 23. მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. 24. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. 25. ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი - მსუბუქი“. თავი 12 თავთავების წყვეტა შაბათ დღეს 1. იმხანად იესომ ყანებზე გადაიარა, შაბათ დღეს, ხოლო მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების წყვეტა და ჭამა. 2. ფარისევლებმა დაინახეს ეს და უთხრეს მას: „აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რის გაკეთებაც შაბათ დღეს არ შეიძლება“. 3. მან კი უთხრა მათ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მის მხლებლებს? 4. როგორ შევიდა ღვთის სახლში და ჭამა საწინაშეო პურები, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს, არამედ მხოლოდდამხოლოდ მღვდლებს? 5. ანდა არ ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები ტეხენ შაბათს, მაგრამ უბრალონი არიან? 6. თქვენ გეუბნებით, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია. 7. რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: „წყალობა მნებავს და არა მსხვეპლი“, მაშინ აღარ დაადებდით მსჯავრს უბრალოებს. 8. ვინაიდან ანთროპოსის ძე შაბათის უფალიც არის“. 9. და წავიდა იქიდან და მივიდა მათ სინაგოგაში. 10. და აჰა, იყო იქ ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს მას, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: „შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?“ 11. ხოლო მან უთხრა მათ: „რომელიმე თქვენთაგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს? 12. ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება“. 13. მაშინ უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე შენი ხელი!“ მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე. 14. ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი. იესომ შეიტყო და იქაურობას გაეცალა. 15. დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ყველა განკურნა, 16. და აუკრძალა მათ ამის გახმაურება. ფარისეველების მიერ იესოს შეურაცხყოფა 17. მაშინ მოიყვანეს მასთან ეშმაკეული ბრმა და მუნჯი და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა. 18. მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: „ნუთუ ეს დავითის ძეა?“ 19. ხოლო ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს. იესო ამხილებს ფარისევლებს 20. იესომ როცა დაინახა მათი ფიქრები, უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, თავის თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაუდაბურდება, და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც გაიყოფა თავისთავის წინააღმდეგ, ვერ გაძლებს. 21. და თუ სატანა სატანას სდევნის, თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა: როგორღა გაძლებს მისი სამეფო? 22. თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები. 23. თუ მე ღვთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღვთაების განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება). 24. ანდა, როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და მაშინ გაძარცვავს მის სახლს. 25. ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს. 26. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ. 27. ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას. მაგრამ თუ ვინმე იტყვის სულიწმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას არც ამ სოფლად, არც მომავალში. ხე ნაყოფით იცნობა 28. „ან ხეც კარგად სცანით და მისი ნაყოფიც, ან ხეც ცუდად სცანით და მისი ნაყოფიც, ვინაიდან ხე ნაყოფით შეიცნობა. 29. იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი. 30. კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს. 31. თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს. 32. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები“. 33. მაშინ მიუგო მას ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა: „მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან“. 34. ხოლო მან მიუგო პასუხად: „ეს ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას. არაწმიდა სული და დასუფთავებული სახლი 35. როცა არაწმიდა სამშვინველი გამოდის ადამიანიდან, დადის ურწყულებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს. 36. მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი. როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს, 37. მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სამშვინველს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დაისადგურებენ იქ. და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ მოდგმასაც“. იესოს დედა და ძმები 38. როცა ის ხალხს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები, რომელნიც სალაპარაკოდ ეძებდნენ მას. 39. ვიღაცამ უთხრა მას: „აჰა, დედაშენი და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან ლაპარაკი სურთ“. 40. მან კი მიუგო და უთხრა ამის მთქმელს: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“ 41. ხელით უჩვენა თავის მოწაფეებზე და თქვა: „აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები; 42. ვინაიდან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებას აღასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც“. თავი 13 იგავი მთესველზე 1. იმ დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და დაჯდა ზღვის პირას. 2. დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან, ისე რომ იგი შევიდა და ჩაჯდა ნავში, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა. 3. ბევრს ასწავლიდა მათ იგავებით და ეუბნებოდა: „აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. 4. თესვისას ზოგი მარცვალი გზისპირას დავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი. 5. ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა. 6. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. 7. ზოგი ეკლებში ჩაცვივდა. გაიზარდა ეკლები და გააჩანაგა ისინი. 8. ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი. 9. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!“ 10. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს მას: „რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?“ 11. მან პასუხად უთხრა მათ: „იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ცათა სასუფევლის საიდუმლოებათა, მათ კი არა აქვთ ეს მიცემული. 12. ვინაიდან, ვისაც აქვს, მას მიეცემა და ექნება უხვად, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს. 13. იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ ისინი უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან. 16. ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ. 17. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს. იგავის განმარტება 18. ხოლო თქვენ მოისმინეთ მთესველის იგავი. 19. ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სასუფეველზე და ვერ ხვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს მის გულში ჩათესილს: აი, რას ნიშნავს გზისპირას დათესილი. 20. ხოლო კლდოვანზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს და მაშინვე სიხარულით მიიღებს მას, 21. მაგრამ ფესვები არა აქვს თავისში და ხანმოკლეა. რაჟამს დადგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება. 22. ხოლო ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აჩანაგებენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქმნება. 23. ხოლო, კარგ მიწაზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება, და სწორედ ის არის ნაყოფიერი. და ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს“. იგავი ხორბლისა და ღვარძლისა 24. სხვა იგავი მიაწოდა მათ და უთხრა: „განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. 25. როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში ღვარძლი ჩათესა და წავიდა. 26. ხოლო როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. 27. მივიდნენ მონები და უთხრეს სახლის პატრონს: „ბატონო! განა შენ კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდანღა აქვს მას ღვარძლი?“ 28. მან კი უთხრა მათ: „მტერმა კაცმა გააკეთა ეს“. ხოლო მონებმა უთხრეს მას: „გინდა, წავალთ და გავმარგლავთ?“ 29. მან თქვა: „არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ გაგლიჯოთ. 30. დააცადეთ, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკალთ: ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი. ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთ“. მდოგვის მარცვალზე 31. სხვა იგავი მიაწოდა მათ და უთხრა: „განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბოსტანში. 32. იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა იზრდება, ყოველ მწვანილეულზე დიდია და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებში პოულობენ თავშესაფარს“. საფუარზე 33. მერე სხვა იგავი უთხრა მათ: „განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) წააგავს საფუარს, რომელიც ქალმა აიღო და დაფარა სამ წყვა ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა“. 34. ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა იესო ხალხს და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა. 35. რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „იგავებით გავხსნი ჩემს პირს. ვიტყვი, რაც დასაბამიდან დაფარულია“. 36. მაშინ გაუშვა იესომ ის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „გაგვიმარტე ყანის ღვარძლის იგავი“. ყანის და ღვარძლის იგავის განმარტება 37. მან მიუგო და უთხრა: „კეთილი თესლის მთესველი ანთროპოსის ძეა. 38. საყანე კი კოსმიური სამყაროა. კეთილი თესლი სასუფევლის (მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერების) ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - ბოროტის ძენი. 39. ხოლო მტერი, რომელმაც ის დათესა, არის ეშმაკი. მკა კი არის სოფლის აღსასრული, ხოლო მომკალნი ანგელოზები არიან. 40. ამიტომ, როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება სოფლის დასასრულს. 41. ვინაიდან მოავლენს ანთროპოსის ძე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ საცდურსა და ურჯულოების მოქმედს, 42. და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა. 43. მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სასუფეველში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს! მინდორში დაფარული განძი 44. განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) წააგავს განძს, მინდორში დაფარულს, რომელსაც წააწყდება კაცი და ჩამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია, და ყიდულობს იმ მინდორს. 45. კიდევ: განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძებს. 46. როცა წააწყდება ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იმას შეიძენს. ზღვაში გადაგდებული ბადე 47. კიდევ: განზომილებათა (ცათა) სასუფეველი (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანე, მრავალგანზომილებიანი კოლექტიური სუპერცნობიერება) წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი სახის თევზს იჭერენ. 48. როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გარეთ გადაყრიან. 49. ასევე იქნება სოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და განაცალკევებენ ბოროტებს მართლებისაგან. 50. და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა. 51. თუ გაიგეთ ყოველივე ეს?“ - დიახო, - მიუგეს მას. 52. მან კი უთხრა მათ: „ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი“. წინასწარმეტყველის უპატივცემულობა 53. იგავები რომ დაასრულა იესომ, იქაურობას გაეცალა. 54. მივიდა თავის სამშობლოში და ასწავლიდა მათ თავიანთ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: „საიდანა აქვს მას ეს სიბრძნე და სასწაულები? 55. განა ეს ხუროს ძე არ არის? დედამისს განა მარიამი არა ჰქვია, მის ძმებს კი - იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა? 56. განა მისი დები ყველანი ჩვენს შორის არ არიან? საიდან აქვს ამას ყოველივე ეს?“ 57. და შებრკოლდნენ მის გამო. იესომ კი უთხრა მათ: „წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ, გარდა თავისი სამშობლოსი და საკუთარი სახლისა“. 58. და არ მოუხდენია იქ ბევრი სასწაული მათი ურწმუნოების გამო. თავი 14 ნათლისმცემლის თავისმოკვეთა 1. იმ დროს ესმა ჰეროდეს - ტეტრარქს - იესოს ამბავი. 2. და უთხრა თავის მსახურებს: „ეს იოანე ნათლისმცემელია, მკვდრეთით აღდგა და ამიტომ სასწაულნი მოქმედებენ მასში“. 3. ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩასვა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას, გამო. 4. ვინაიდან იოანე ეუბნებოდა მას: შენთვის ნებადართული არ არის მისი ყოლა. 5. და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. 6. ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიას ასულმა იცეკვა შეკრებილთა წინაშე და აამა ჰეროდეს. 7. ამიტომ ფიცით შეჰპირდა მას, მიეცა, რაც არ უნდა ეთხოვა. 8. ხოლო მან, თავისი დედისაგან დარიგებულმა, უთხრა: „მომეცი აქ ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი“. 9. და შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო, ბრძანა მიცემა. 10. და წარგზავნა და იოანესათვის თავი მოაკვეთინა საპყრობილეში. 11. და მოიტანეს მისი თავი ლანგრით და მისცეს ქალიშვილს, მან კი თავის დედას მიართვა. 12. და მოვიდნენ მისი მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს. მივიდნენ და აუწყეს იესოს. ხუთი ათასი კაცის გაძღება 13. ეს რომ იესომ მოისმინა, წავიდა იქიდან ნავით და ერთ უდაბურ ადგილას განმარტოვდა. და ეს რომ ხალხმა გაიგო, ფეხით გაედევნა მას ქალაქებიდან. 14. გამოვიდა და, უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები. 15. როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „აქ უდაბნო ადგილია, ჟამიც გვიანია. გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებში და საჭმელი იყიდონ თავისთვის“. 16. იესომ კი უთხრა მათ: „არ არის საჭირო მათი წასვლა. თქვენ მიეცით საჭმელი“. 17. მათ უთხრეს: „ჩვენ აქ მხოლოდ ხუთი პური და ორი თევზი გვაქვს“. 18. მან უთხრა: „აქ მომიტანეთ“. 19. და უბრძანა ხალხს, ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტვრია და დაურიგა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი - ხალხს. 20. ყველამ ჭამა და გაძღა. ხოლო დარჩენილი ნატეხებისგან აკრიფეს თორმეტი სავსე გოდორი. 21. მჭამელი კი ხუთი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. წყალზე სიარული 22. და მაშინვე აიძულა იესომ თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ვიდრე ის ხალხს გაუშვებდა. 23. როცა გაუშვა ხალხი, მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა. მოსაღამოვდა და იგი მარტო იყო იქ. 24. ნავი უკვე მრავალ სტადიონზე წასულიყო ხმელეთიდან და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, რადგან პირქარი იყო. 25. ღამის მეოთხე გუშაგობისას მივიდა მათთან იესო პირდაპირ ზღვაზე სვლით. 26. მოწაფეებმა ზღვაზე მავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ და თქვეს: ეს მოჩვენებააო, და შიშისაგან შეჰყვირეს. 27. მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ 28. მიუგო მას პეტრემ და უთხრა: „უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ“. 29. უთხრა: „მოდი!“ პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალდაწყალ წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო. 30. მაგრამ, ქარი რომ დაინახა, შეეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: „უფალო, მიხსენი მე!“ 31. იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?“ 32. როცა ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა. 33. ნავში მყოფებმა თაყვანი სცეს მას და უთხრეს: „ჭეშმარიტად ღვთის ძე ხარ შენ“. გენესარეთის ქვეყანაში სნეულთა განკურნება 34. გაღმა გავიდნენ და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში. 35. იმ ადგილის ხალხმა იცნო იგი, წარგზავნეს მთელს იმ მხარეს და მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი. 36. და ევედრებოდნენ მას, რომ მისი სამოსის კალთას მაინც შეხებოდნენ. და ვინც შეეხო, განიკურნა. თავი 15 უხუცესთა ჩვეულება და ღვთის სიტყვა 1. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობარნი და უთხრეს: 2. „რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამის წინ“. 3. მან მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ რაღატომ არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი ჩვეულების გამო? 4. ვინაიდან ღმერთმა თქვა: „პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს“. 5თქვენ კი ამბობთ: თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას: ეს შესაწირავია, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლაო, 6. ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას. ამრიგად, თქვენ გააუქმეთ ღვთის მცნება თქვენი ჩვეულებით. 7. თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა: 8. „ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან“. 9. ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან“. 10. მოუწოდა იმ ხალხს და უთხრა მათ: „ისმინეთ და შეიგნეთ: 11. ადამიანს ბილწავს არა პირში შემავალი, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს“. 12. მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: „იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით დაბრკოლდნენ?“ 13. მან პასუხად უთხრა: „ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციერმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. 14. მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან“. 15. პეტრემ პასუხად უთხრა მას: „განგვიმარტე ეს იგავი“. გულიდან ამოდის 16. ხოლო მან უთხრა: „ნუთუ კიდევ არაფერი გაგეგებათ? 17. არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და ზარულში გამოდის? 18. პირიდან გამოსული კი გულიდან ამოდის და ეს არის რომ ბილწავს ადამიანს. 19. ვინაიდან გულიდან ამოდის: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. 20. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს“. ქანაანელი ასულის განკურნება 21. გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში. 22. და აჰა, ქანაანელი ქალი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: „შემიწყალე მე, უფალო! ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია“. 23. ქალი კი მიუახლოვდა, თაყვანი სცა მას და უთხრა: „მიშველე მე, უფალო!“ 24. მაშინ იესომ პასუხად უთხრა: „დიდია შენი რწმენა. მოგეცეს, როგორც შენ გსურს“. და იმავე საათში განიკურნა მისი ქალიშვილი. ბევრის განკურნება და ოთხი ათასი კაცის გაძღება 25. წავიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვასთან, ავიდა მთაზე და დაჯდა იქ. 26. მივიდა მასთან დიდძალი ხალხი. თან ჰყავდათ კოჭლები, ბრმები, მუნჯები, ხეიბრები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფერხთით და მან განკურნა ისინი. 27. ისე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ მუნჯები ალაპარაკდნენ, ხეიბრები გამოჯანსაღდნენ, კოჭლებმა გაიარეს და ბრმებმა დაინახეს. 28. იესომ კი მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: „მებრალება ეს ხალხი, სამი დღე რომ ჩემთან არის და საჭმელი კი არაფერი აქვს. არ მინდა მათი უჭმელად გაშვება, რათა გზაში არ დაუძლურდნენ“. 29. უთხრეს მას მოწაფეებმა: „უდაბნოში სადა გვაქვს იმდენი პური, რომ ამდენი ხალხი გავაძღოთ?“ 30. უთხრა მათ იესომ: „რამდენი პური გაქვთ?“ მათ უთხრეს: „შვიდი და მცირეოდენი თევზი“. 31. და უბრძანა ხალხს, რომ მიწაზე დამსხდარიყვნენ. 32. აიღო ის შვიდი პური და თევზები, მადლი შესწირა, დატეხა და დაურიგა თავის მოწაფეებს, მოწაფეებმა კი - ხალხს. 33. ყველამ ჭამა და გაძღა. ნარჩენი ნატეხებისაგან კი შვიდი სავსე კალათა აკრიფეს. 34. მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. 35. და გაუშვა ხალხი. ჩაჯდა ნავში და მივიდა მაგდალას ადგილებში. თავი 16 დროის და ნიშნის გამოცნობა 1. მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ციდან. 2. მან მიუგო და უთხრა მათ: „საღამოხანს თქვენ ამბობთ: ხვალ მოწმენდილი იქნება, ვინაიდან ცა წითელიაო; 3. დილით კი - დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულიაო. ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი - არა? 4. ეს ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას“. და მიატოვა ისინი და წავიდა. ფარისეველთა საფუარი 5. გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ. 6. და იესომ უთხრა მათ: „იხილეთ, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს“. 7. ისინი კი გულში ფიქრობდნენ და ამბობდნენ: პური არ წამოგვიღიაო. 8. იცოდა ეს იესომ და უთხრა მათ: „რას ფიქრობთ გულში, მცირედ მორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ? 9. ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და აღარ გახსოვთ იმ ხუთი ათასის ხუთი პური და რამდენი გოდორი აიღეთ? 10. აღარც ოთხი ათასის შვიდი პური და რამდენი კალათი აიღეთ? 11. რატომ ვერ გაგიგიათ, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?“ 12. მაშინღა მიხვდნენ, რომ იგი ეუბნებოდა, მორიდებოდნენ არა პურის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას. ქრისტე - ცოცხალი ღვთის ძე 1. მას შემდეგ დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისათვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს და ტანჯულიყო მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო. 2. პეტრემ გაიხმო იგი და შეეპასუხა: „შეიწყალე თავი, უფალო, ნუმც ყოფილა ეგრე!“ 3. ის კი მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: „მომცილდი, სატანავ! ჩემი საცდური ხარ, ვინაიდან ღმერთისაზე კი არ ლაპარაკობ, არამედ კაცისაზე“. იესო მოუწოდებს თავის მიმდევრებს 4. მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე. 5. ვინაიდან მოვა ანთროპოსის ძე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით. 6. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ანთროპოსის ძეს თავისი სუფევით მომავალს“. თავი 17 ფერისცვალება 1. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით. 2. და ფერი იცვალა მათ წინაშე: გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსელი გასპეტაკდა როგორც ნათელი. 3. აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი, და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!“ 4. ეს რომ ესმათ მოწაფეებს, პირქვე დაემხნენ და ძალიან შეეშინდათ. 5. იესო მიუახლოვდა, და შეეხო მათ და უთხრა: „წამოდექით და ნუ გეშინიათ“. 6. თვალი რომ აახილეს, ვეღარავინ დაინახეს, გარდა იესოსი. 7. და როცა მთიდან ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: „არავის არაფერი მოუყვეთ ამ ხილვაზე, ვიდრე ანთროპოსის ძე მკვდრეთით არ აღდგება“. 8. ჰკითხეს მას მოწაფეებმა: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ 9. ხოლო მან მიუგო და უთხრა: „ელია ნამდვილად მოვა და ყოველივეს მოაწესრიგებს. 10. თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. ანთროპოსის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა“. 11. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდათ. მთვარეულის განკურნება 12. და როცა ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა და მუხლი მოიდრიკა მის წინაშე 13. და უთხრა: „უფალო, შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდან წარამარა ცეცხლში და წარამარა კიდევ წყალში ვარდება“. 14. მივუყვანე იგი შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება. 15. მიუგო იესომ და უთხრა: „ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? აქ მომგვარეთ იგი!“ 16. შერისხა იგი იესომ მოყვანისთანავე და ეშმაკი გამოვიდა მისგან. იმ საათშივე განიკურნა ყმაწვილი. 17. მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და უთხრეს: „ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?“ 18. მან უთხრა მათ: „თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი. 19. ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება“. 20. გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: „ანთროპოსის ძე გადაცემული იქნება ადამიანთა ხელში, 21. მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება“. ისინი მეტისმეტად შეწუხდნენ. სატაძრო ხარკისათვის 22. კაპერნაუმში მისვლისას მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: „თქვენი მოძღვარი ხომ არ გადაიხდის დიდრაქმას?“ 23. მან უთხრა: კიო. როცა ის სახლში შევიდა, იესომ და
×
×
  • შექმენი...