Search the Community
Showing results for tags 'პლატონი'.
-
ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით თავდაპირველად იყო მხოლოდ ქაოსი, ქაოსიდან იშვა კოსმოსი. კოსმოსი გაამშვენეს და მორთეს ღმერთებმა (ტიტანებმა და ტიტანიდებმა). ღმერთების მრავალი თაობა იშვა კოსმოსში; ცის ღმერთი ურანოსი შეცვალა დროის ღმერთმა კრონოსმა, ხოლო კრონოსის ადგილი დაიკავა მეხთამტეხელმა ზევსმა, კოსმიური ეთერის მეუფემ. დოდეკათეონი, თორმეტი ოლიმპოელი და ათასობით წვრილი ღვთაება მართავს და განაგებს სამყაროს, შობილს ქაოსიდან, ღმერთების სამსახურში არიან ნახევრადღვთაებრივი არსებები - დაიმონები. არსებობენ კეთილი დაიმონები (აგატოდაიმონები), ბოროტი დაიმონები (კაკოდაიმონები) და ნეიტრალური ბუნების დაიმონები, რომლებიც არც სიკეთეს სჩადიან და არც სიავეს და ეწოდებათ უბრალოდ "დაიმონ". ფილოსოფოსი სოკრატე ასევე საუბრობდა ადამიანის შინაგან სინდისის ხმაზე, რომელსაც უწოდებდა - "დაიმონიონ". ეს "დაიმონოინ" ძლიერ წააგავს უფალი ვიშნუს ერთ-ერთ ასპექტს, რომელიც ადამიანის გულში, ატომარული სულის სიახლოვეს იმყოფება და თვალყურს ადევნებს ადამიანის მოქმედებებს, რჩევებს აძლევს და ეხმარება მას, ეწოდება მას - პარამატმა (ზესული). მსოფლიოს რელიგიებში სხვადასხვა კოსმოგონიური მოდელებია წარმოდგენილი, კლასიკურ პოლითეისტურ რელიგიებში თავდაპირველ საწყისად ითვლება ქაოსი, მაშინ როცა მონოთეისტურ, პანთეისტურ და პანენთეისტურ რელიგიებში პირველდასაბამი არის არა ქაოსი, არამედ უპიროვნო მსოფლიო სული ან უმაღლესი ღვთაებრივი პიროვნება, დემიურგი (კეთილი დემიურგოსი). ნეოპლატონიზმის, ნეოპითაგორეიზმის, ჰერმეტიზმის, გნოსტიციზმის, სტოიციზმის, პითაგორეიზმის, პლატონიზმის, არისტოტელიზმის, ანაქსიმანდრე იონიელის ფილოსოფიის, ანაქსაგორას ფილოსოფიის, ჰერაკლიტეს, ვიშნუიზმის, შივაიზმის, შაკტიზმის, შანკარავადას, სიქჰიზმის და ზურვანიზმის მიხედვით ყველაფრის დასაბამი არის მსოფლიო სული (ან ღვთაებრივი პიროვნება - იშვარა). გნოსტიკური ტრაქტატი "სამყაროს წარმოშობის შესახებ" პირველივე სტროფებში აცხადებს, რომ ადამიანები და ღმერთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქაოსამდე არ იყო არაფერი, მწარედ ცდებიან და არ იციან რეალური დასაბამი. ცნობისათვის, იაპონურ პოლითეიზმშიც იგივე იდეაა გაჟღერებული, რომ თითქოსდა ყველაფრის დასაბამია ქაოსი. ცხადია კლასიკური პოლითეიზმის მიდგომას მკვეთრად უარყოფს მონოთეიზმის, პანთეიზმის და პანენთეიზმის ნებისმიერი ფორმა. ომ ნამაჰ შივაია. 13.10.2020.
- 10 replies
-
პლატონი (ბერძ. Πλάτων) (დაახ. 21 მაისი ?, ძვ. წ. 427 – 347) — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოსწავლე, არისტოტელეს მასწავლებელი, ფილოსოფიური დიალოგების ავტორი, ათენის აკადემიის დამფუძნებელი. პლატონი ინტენსიურად ასწავლიდა აკადემიაში და ასევე დაწერილი აქვს ნაშრომები მრავალ ფილოსოფიურ თემაზე, რომელთაგან უმთავრესი მისი დიალოგებია, თუმცა ასევე შემორჩენილია რამდენიმე ეპიგრამა და წერილები. მიჩნეულია, რომ პლატონის დიალოგები თითქმის სრულიად არის შემორჩენილი ორიგინალში. თუმცა, ზოგიერთი დიალოგი, რომელსაც ბერძნები პლატონს მიაწერდნენ, ამჟამად მიიჩნევა, რომ უფრო ადრინდელი წარმოშობის უნდა იყოს (მაგ. პირველი ალკიბიადე, კლიტოფონი) ან კიდევ ფალსიფიცირებული (მაგ. დემოდოკუსი, მეორე ალკიბიადე). პლატონის დიალოგების მთავარი პერსონაჟი სოკრატეა. თუმცა ამ დიალოგთა შემადგენლობის რა ნაწილი ეკუთვნის სოკრატეს ან თავად პლატონს, დიდი კამათის საგანია, ვინაიდან სოკრატეს თავად საკუთარი შეხედულებები არ გამოუთქვამს. მიუხედავად ამისა, პლატონი უდავოდ განიცდიდა სოკრატეს გავლენას და მრავალი იდეა მის ადრეულ ნამუშევრებში სოკრატესგან ნასესხები უნდა იყოს. პლატონი სავარაუდოდ ათენში ან ეგინაში დაიბადა მაისში ან დეკემბერში ძვ.წ. 428 ან 427 წელს საშუალო შეძლების არისტოკრატთა ოჯახში. მამამისს არისტონი ერქვა, დედას კი - პერიქციონა. მისი ოჯახი ძველი ათენელი მეფეების გენეალოგიის ერთ-ერთი განშტოების შთამომავლებად ითვლებოდნენ და ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, ის განთქმულ პოლიტიკოსს კრიტიასს ენათესავებოდა. ჰელენისტი ისტორიკოსის დიოგენეს მიხედვით, პლატონის დაბადების სახელი არისტოკლე უნდა ყოფილიყო, ხოლო პლატონი მისმა ჭიდაობის მასწავლებელმა - არისტონ არგოსელმა დაარქვა ტანადობისა და ფიზიკური სიძლიერის გამო. მეორე ვერსიით პლატონს სახელი მისი ფართო შუბლის, ან მისი ვრცელი შეხედულებების გამო ეწოდა (პლატოს ბერძნულად ფართოს, ვრცელს ნიშნავს). პლატონი სოკრატეს მოსწავლე ადრეულ სიყმაწვილეში ხდება და, როგორც თავად აღნიშნავს საკუთარ წერილებში, ის დაესწრო საკუთარი მასწავლებლის სასამართლოს, თუმცა არა განსასჯელის აღსრულებას. ქალაქის მიერ სოკრატეს გაწირვამ მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა და მისი ადრეული ნამუშევრები ძირითადად მის მასწავლებელზე მოგონებებს წარმოადგენს. მიჩნეულია, რომ მისი ეთიკური ნაშრომების უმრავლესობა ისეთი საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ მისწრაფებაა, სადაც ამგვარი უსამართლობა შეუძლებელი იქნებოდა. სოკრატეს სიკვდილიდან მომდევნო თორმეტი წლის განმავლობაში პლატონი მოგზაურობს იტალიაში, სიცილიასა და ეგვიპტეში ცოდნის გასაღრმავებლად. 40 წლის ასაკში, ათენში დაბრუნების შემდეგ, პლატონი აკადემოსის ჭალაში, ათენთან, აფუძნებს ერთ-ერთ უძველეს დღემდე ცნობილ ორგანიზებულ სკოლას დასავლურ სამყაროში. აკადემია მიწის შემოსაზღვრული ვრცელი ნაკვეთი იყო, რომელიც ერთ დროს ათენის მოქალაქეს, სახელად აკადემოსს, ეკუთვნოდა, თუმცა ზოგიერთი წყაროს თანახმად ადგილს სახელი უძველესი გმირის პატივსაცემად დაერქვა. ამ აკადემიამ იმოქმედა 529 წლამდე, როდესაც ის იუსტინიანე I ბიზანტიელმა დახურა, ვინაიდან მისი წარმოდგენით ეს დაწესებულება ქრისტიანობის გავრცელების საშიშროებას წარმოადგენდა. ამ აკადემიაში იმ დროის მრავალი მოაზროვნე სწავლობდა, მათ შორის არისტოტელეც. პლატონზე დიდი ზეგავლენა იქონია რამდენიმე ადრეულმა ფილოსოფოსმაც, მათ შორის: პითაგორელებმა, რომელთა რიცხვთა ჰარმონიის დებულებები აისახა პლატონის ფორმათა თეორიაში; ანაქსაგორას მიმდევრებმა, რომლებიც თავის მხრივ სოკრატეს ასწავლიდნენ და რომელთაგანაც მომდინარეობს სწავლება ცნობიერების ყოვლისმომცველობაზე; პარმენიდეს მიმდევრებმა, რომელთა მიხედვით ყველა საგანი ერთი მთლიანის ნაწილია, რაც შესაძლოა სულზე პლატონისეული მოძღვრების საფუძველი გახდა. სოკრატესგან განსხვავებით პლატონი საკუთარ ფილოსოფიურ შეხედულებებს წერილობითი ფორმით ქმნიდა და, შესაბამისად, შთამომავლობას დიდი რაოდენობით ხელნაწერი დაუტოვა. პლატონის წერილებში ასახულია კამათი მმართველობის შესაძლო საუკეთესო ფორმებზე, იხილავს რა არისტოკრატიას, დემოკრატიას, მონარქიას, ოლიგარქიას და ა.შ. ცენტრალური თემა მის ნაშრომებში უკავია კონფლიქტს ბუნებასა და საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებს შორის, მემკვიდრეობაზე, ადამიანური გონებისა და ხასიათის გარემოზე (დიდი ხნით ადრე თანამედროვე „ბუნება აღზრდის პირისპირ“ დებატების დაწყებამდე, ტომას ჰობსისა და ჯონ ლოკის დროს), განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარიტ რწმენას შორის. ამ პრობლემათა დეტალურმა განხილვამ შემდგომში ისეთ იდეათა და არგუმენტთა აღმოცენება გამოიწვია, რომლებიც დღემდე თანამედროვეე ფილოსოფოსთა დავის საგანია. მის თანამედროვე მოაზროვნეთაგან განსხავევებით პლატონი ამტკიცებდა, რომ ძირითადი განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარით რწმენას შორის იყო მათი განხილვის საგანთა ბუნება: ცოდნა იყო უკვდავი სინამდვილე, მაშინ როდესაც ჭეშმარიტი რწმენა იყო ეფემერული, დამოკიდებული სინამდვილე. პლატონი უმეტესწილად დიალოგების ფორმით წერდა. ადრეულ დიალოგებში რამდენიმე პერსონაჟის დისკუსიაა აღწერილი, სადაც თემის განხილვა ხდება პერსონაჟების მიერ ერთმანეთისთვის დასმული კითხვების სახით. ამ დიალოგების მთავარი მოქმედი პირია სოკრატე. ამით პლატონმა სათქმელის მიტანა მკითხველამდე მოახდინა სადა, ლაღი და მეცნიერული ტერმინოლოგიის დახვავების გარეშე. მათ სოკრატესეულ დიალოგებს უწოდებენ. დიალოგთა წარმართვის სტილი მნიშვნელოვანწილად შეიცვალა პლატონის ცხოვრების განმავლობაში. დამკვიდრებულია აზრი, რომ პლატონის ადრეული ნამუშევრები სოკრატეს იდეებზეა დამყარებული, მაშინ როდესაც მისი გვიანდელი შრომები სულ უფრო მეტად ემიჯნება პლატონის ყოფილი მასწავლებლის შეხედულებებს. შუალედურ დიალოგებში სოკრატე ხდება პლატონის საკუთარი ფილოსოფიის მქადაგებელი, ხოლო კითხვა-პასუხის სტილი კი შედარებით ფორმალურ ხასიათს ატარებს: მთავარი ფიგურა განასახიერებს პლატონს, ხოლო მეორეხარისხოვანი პერსონაჟები კი მხოლოდ „ჰო“–ს, „რა თქმა უნდა“–ს ან „ნამდვილად“–ის თქმის ფუნქციას იძენენ. გვიანდელი დიალოგები ტრაქტატის ხასიათისაა, სადაც სოკრატე ხშირად აღარ ფიგურერებს ან ხშირ შემთხვევაში სდუმს. ასევე საყოველთაოდ მიიჩნეულია, რომ ადრეული დიალოგები ეყრდნობა სოკრატეს ნამდვილ დისკუსიებს, ხოლო გვიანდელი დიალოგები მთლიანად პლატონს ეკუთვნის. გაურკვევლობა იმაში, თუ რომელი დიალოგები ეკუთვნის სინამდვილეში სოკრატეს, ცნობილია როგორც „სოკრატეს პრობლემა“. დიალოგის ფარული მიზანსცენა პლატონსა და მკითხველს ფილოსოფიური დისკუსიის დამკვირვებლის როლს ანიჭებს; მკითხველს შემეცნების არა ნაკლებ ორი არჩევანი აქვს: მონაწილეობა მიიღოს დიალოგებში განხილულ საკითხებში, ან უბრალოდ მიჰყვეს მას რათა შეიცნოს ნაშრომში აღწერილ ხასიათთა თვისებები. დიალოგის ფორმატი ასევე საშუალებას აძლევს პლატონს არაპოპულარული მოსაზრებები არასიმპათიურ პერსონაჟთა პირით გამოხატოს, როგორიცაა თრასიმაქუსი „რესპუბლიკა“-ში. მეტაფიზიკა (ის, რაც ფიზიკის მიღმაა) წარმოადგენს ფილოსოფიის ნაწილს, რომელიც სწავლობს ყოფიერების, სამყაროსა და სინამდვილის, როგორც ასეთთა, პირვანდელ არსს. ამ ტერმინს გამოიყენებენ იმის აღსანიშნავად, რაც გრძნობადი აღქმის ფარგლებს სცილდება. ზოგადად „მეტაფიზიკურით“ აღნიშნავენ საგნის იდეალურ ბუნებას, მის არსს, საზრისს. „პირველი ფილოსოფია“ ანუ მეტაფიზიკა მოიცავს ონტოლოგიას და ეპისტემოლოგიას (გნოსეოლოგიას). მეტაფიზიკა ზოგჯერ იღებს მისტიკისა და ოკულტიზმის სახეს.
-
ეძღვნება ელენა ბლავატსკაიას ხსოვნას წინასიტყვაობა ქრისტიანი დოგმატიკოსები ამტკიცებენ, რომ რეინკარნაცია ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, მოდით განვიხილოთ ეს საკითხი. მართლმადიდებლური არგუმენტი: „ამდენად, ადამიანის ინდივიდუალობაც ილუზიაა. მაშ, ვინაა სიყვარულის სუბიექტი? თუ მოყვარული სხეულებრივი ადამიანია, მაშინ გამოდის, რომ უყვარს ილუზიას, ხოლო თუ მოყვარული ატმანია მაშინ საკუთარ სიყვარულთან ანუ ეგოცენტრიზმთან და თვითგაღმერთებასთან გვაქვს საქმე, ე.ი. თუ ადამიანს უყვარს სხვა ადამიანი, როგორც ინდივიდუმი, მას უყვარს მირაჟი და ილუზია, ხოლო, თუ ადამიანს ატმანი უყვარს, მაშინ, რადგან ატმანი ერთია, ამიტომ მას საკუთარი თავი უყვარს. ინდუიზმის უმთავრესი „დოგმატია“: „შენ ხარ ის“ (სანსკ. „ტატ ტვამ ასი“). რა სიყვარულზე შეიძლება ამ შემთხვევაში ვილაპარაკოთ, როცა სიყვარულის ობიექტი და სუბიექტი ერთი და იგივეა: ატმანს უყვარს საკუთარი თავი ბრაჰმანის სახით და პირიქით. მაშ ვინ უყვარს და ვის ერწყმის იოგი, თუ ყოველივე ილუზიაა, ხოლო მისი ატმანი აბსოლუტის იგივეობითია? ამის გამოა, რომ იოგი სიყვარულსაც ისეთივე დამღუპველ ვნებად მიიჩნევს, როგორც სიძულვილს, რადგან იგი მას მატერიალურ ე.ი. ილუზორულ სამყაროზე აჯაჭვავს.“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #1: ჯერ ეს ერთი დავიწყოთ იმით, რომ ადამიანის ინდივიდუალობა ილუზია არაა, ადამიანს ვედების მიხედვით გააჩნია ორგვარი მე, ესენია; ჭეშმარიტი მე - ჯივატმანი (ინდივიდუალური ცოცხალი სული) და ცრუ-ეგო - ასმიტა-შაკტი (აჰამკარა). ცრუ-ეგო დროებითია (და ნადგურდება ხორციელი სხეულის სიკვდილის შემდეგ), ჯივატმანი, ჭეშმარიტი მე, ინდივიდუალური სული - მარადიულია. ინდივიდუალური სული განაგრძობს არსებობას ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ. ახლა რაც შეეხება იმას რაც თქვენ თქვით ბრაჰმანთან დაკავშირებით, იდეა, რომ ადამიანის ატმანი და ბრაჰმანი (აბსოლუტი) იდენტურია (ერთი და იგივეა), განეკუთვნება ადვაიტა-ვედანტას იმპერსონალისტურ ფილოსოფიას. ადვაიტას მისდევს ინდუისტების ძალიან მცირე ნაწილი. ინდუისტების 71% (700 მილიონი ადამიანი), მისდევს ვაიშნავურ რელიგიას (ვიშნუიტურ მონოთეიზმს). ვიშნუს (კრიშნას) მიმდევარი, ვაიშნავი, არასოდეს არ იტყვის, რომ ადამიანი და ღმერთი ერთი და იგივეა, ვაიშნავური ბჰაქტი-იოგა მკაფიოდ გამოხატავს აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს მარადიული სხვაობა ადამიანის სულსა და უფლის (იშვარას) სულს შორის, ადამიანის მიზანი ვიშნუ-ბჰაქტის თანახმად, არის იყოს დევა-დასა - უფლის (ღვთის) მარადიული მსახური და ჰქონდეს უფალთან მარადიული სიყვარული. ვიშნუიზმის მიხედვით არსებობს უფალთან ურთიერთობის 5 ფორმა: შანტა-ბჰავა - ნეიტრალური დამოკიდებულება, დასა-ბჰავა - იყო უფლის მსახური, საკჰია-ბჰავა - იყო უფლის მეგობარი, ვატსალია-ბჰავა - იყო უფლის შვილი ან მოიქცე ისე თითქოს უფალი არის შენი შვილი ან ძმა და მადჰურია-ბჰავა - უფალთან ურთიერთობა, როგორც შეყვარებულთან. ვაიშნავიზმში ამას ეწოდება - რასა. „რასა“ ნიშნავს გემოს, ვაიშნავური სწავლების მიხედვით არსებობს ღვთაებრივი სიყვარულის ნექტარის მრავალი ფორმა და მათ შორის უმაღლესი ფორმაა - მადჰურია. ვაიშნავიზმში უფალი მოიაზრება, როგორც სამყაროს დამცველი და უზენაესი განმცხრომელი (ადი-პურუშა). შივაიზმი არსებობს როგორც მონოთეისტური (შივა-ბჰაქტი), ასევე იმპერსონალისტური, პანთეისტური (ბჰაირავა-ტანტრა). მიუხედავად ამისა, თვით იმპერსონალისტურ სწავლებებშიც კი არსებობს ბჰაქტი-იოგა, იმპერსონალისტურ სწავლებებში ფუნდამენტურია გიანა-იოგა (ჯნანა-იოგა) - შემეცნების იოგა, იოგა, რომელიც გვემხარება აბსოლუტის ინტელექტუალურ შემეცნებაში, მაგრამ არის ბჰაქტიც. შრი შანკარა აჩარია, ადვაიტა-ვედანტას ერთ-ერთი ფუძემდებელი და შრი ბადარაიანა არ უარყოფდნენ ბჰაქტი-იოგას, რადგანაც ადვაიტას მიხედვით არსებობს ყოფიერების სამი საფეხური, რეალობის სამი დონე, უმდაბლესიდან უმაღლესამდე: 1) პრატიბჰასიკა - ფიზიკური რეალობა, 2) ვიავაჰარიკა - იშვარა (პიროვნული უფალი და ნატიფი სამყარო) და 3) პარამარტჰიკა - უმაღლესი რეალობა, აბსოლუტური ჭეშმარიტება - პარაბრაჰმანი (უპიროვნო აბსოლუტი). შრი შანკარას მიხედვით პირველ ადგილზე დგას გიანა-იოგა, მეორე ადგილას ბჰაქტი-იოგა, მესამე ადგილას კარმა-იოგა. გიანა-იოგები ერწყმიან უპიროვნო ბრაჰმანს, ბჰაქტი-იოგები მიდიან იშვარას სამყაროში (ჰირანიაგარბჰას - ოქროსფერი კოსმიური კვერცხის დონეზე), ხოლო კარმა-იოგები რეინკარნაციას განიცდიან ინდრას პლანეტაზე ან დედამიწაზე კარგ სხეულებში და კომფორტულ მატერიალურ პირობებში. შრი ბადარაიანა, შრი გაუდაპადა და შრი შანკარა ბჰაქტის გზას და იშვარას (პიროვნულ ღმერთს) არ უარყოფდნენ. შანკარა ამბობდა: „ბრაჰმანი რეალურია, სამყარო - არარეალურია“, ვიშნუ-ბჰაქტები ამბობენ: „სამყარო რეალურია, ღმერთი (იშვარა) რეალურია“, პარაადვაიტას, აგჰორას და შაკტიზმის მიმდევრები ამბობენ: „ბრაჰმანი რეალურია, სამყარო რეალურია“ და „შაკტი განუყოფელია ბრაჰმანისგან“. შაკტების მტკიცებით მაიადევი (ილუზიის ენერგია) ბრაჰმანის განუყოფელი ნაწილია. სიყვარული არ არის დამღუპველი. არსებობს სამი სახის სიყვარული; კამა (ფიზიკური სექსუალური ვნება), ბჰაქტი (ადამიანური სიყვარული, უფლის ერთგულება) და პრემა (უმაღლესი ღვთაებრივი სიყვარული). კამა ესაა სიყვარული, რომელიც დაფუძნებულია უმეცრების მოდუსზე და ვნების მოდუსზე, ბჰაქტი ესაა სიყვარული, რომელიც წარმოადგენს ვნების და სათნოების მოდუსების ნარევს, ხოლო პრემა ესაა აბსოლუტურად სუფთა სულიერი სიყვარული ყოველგვარი ვნების გარეშე (რაჯასის გარეშე). სიყვარულის უმაღლესი ფორმაა - პრემა (ნირგუნა-სატვიკა-ბჰაქტი). ინდუიზმი (სანატანა დჰარმა) არ უარყოფს სიყვარულს, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ინდუიზმი უარყოფს ბრმა რწმენას და სენტიმენტალიზმს, სიყვარული უნდა ეყრდნობოდეს სულიერ ცოდნას და ღრმა ცნობიერებას. რწმენა ცოდნის გარეშე, ინდუიზმის პოზიციიდან, არის აბსურდი. პრობლემა იმაშია, რომ ვედური ფილოსოფია და თეოლოგია რადიკალურად განსხვავდება აბრაამულისგან, ეს ქმნის სერიოზულ გაუგებრობებს ვედების შესწავლისას (იმ შემთხვევაში, თუ მკვლევარი არის აბრაამული მონოთეიზმის მიმდევარი პროფანი). მართლმადიდებლური არგუმენტი: „ინდუიზმში აბსოლუტი ერთადერთ ყოფიერებად, ერთადერთ ჭეშმარიტად არსებულ არსად მოიაზრება. ინდუიზმისათვის პიროვნება თვითგამოხატვა კი არ არის, არამედ თვითშეზღუდვაა. ინდური ტრიმურტი სამი პიროვნება კი არ არის, არამედ იგი აბსოლუტის მყოფობის სამ მოდუსს წარმოადგენს - ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას (შექმნა, შენახვა, მოსპობა) მათი მრავალნაირი ავატარების (გამოვლინებების) სახით. ამდენად, ამგვარი ღვთაების სიყვარული - ესაა უპიროვნო ძალის, ან ნიღბის სიყვარული“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #2: ინდუისტურ მონოთეიზმში (ძირითადად ვიშნუიზმში) და პოლითეიზმში (ბრაჰმანიზმში) ბჰაქტი ანუ პიროვნული უფლის სიყვარული არ არის ილუზიის სიყვარული. თვით პანთეისტურ ინდუიზმშიც კი ბჰაქტი არ ნიშნავს ილუზიის სიყვარულს, როგორც უკვე ითქვა, ადვაიტას მიხედვით არსებობს რეალობის სამი დონე: ფიზიკური სამყარო - არარეალური, იშვარა (დემიურგი) - პირობითად რეალური და პარაბრაჰმანი - აბსოლუტურად რეალური. რეალობა არ იყოფა ორ ნაწილად; რეალობად და ილუზიად, მაიას ტრანსფორმაციის შედეგად ფორმირდება სამი რეალობა, პირველია უპიროვნო მსოფლიო სული, მეორეა ნატიფი სამყარო და იშვარა და მესამეა ფიზიკური კოსმოსი. სამყარო იყოფა სამ დონედ ასევე: 1) იშვარა - კაუზალური სამყარო, 2) სუტრატმა - ასტრალური რეალობა და 3) ვაიშვანარა - ფიზიკური კოსმოსი, რომელიც ბრაჰმანის გამოვლინებაა, ისევე როგორც ზედა ორი დონე. კოსმოსი ესაა ღმერთის ღვთაებრივი სხეული. ადამიანის კაუზალურ სხეულს ეწოდება - პრაჯნია, ასტრალურს - ტაიჯასა, ხოლო ფიზიკურს - ვიშვა. ავატარა ესაა ღვთაებრივი პიროვნების გამოვლინება. შაკტიზმში და შივაიზმში, მით უმეტეს ვიშნუიზმში, არც ადამიანის მე და არც პიროვნული უფლის მეობა არ არის ცრუ და მოჩვენებითი. სამყაროც რეალურია და უფალიც. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ სამყარო ისეთივე რეალური არაა როგორც უფალი, უფალი არის უმაღლესი რეალობა, სამყარო - უმდაბლესი. სამყარო ფიზიკური, ესაა იშვარას ქმნილება, მისი უმდაბლესი მატერიალური გამოვლინება, ბაჰირანგა-შაკტი - მატერიალური ბუნება, მატერიალური ენერგია. თვითშეზღუდვა არის ცრუ-ეგო (აჰამკარა), რომელსაც მოაქვს ძალიან ნეგატიური რეზულტატები და ანგრევს, აბინძურებს ადამიანის ცნობიერებას. ეგოცენტრიზმი არის აფექტი, რომელიც უნდა დაძლეულ იქნას, ცნობიერება უნდა გასუფთავდეს აფექტებისგან, ამაშია საქმე და არა იმაში, რომ „პიროვნება თვითშეზღუდვაა“. ადამიანს აქვს ორი მე, როგორც უკვე ითქვა ზემოთ, არის ცრუ-ეგო - აჰამკარა და ჭეშმარიტი მე - ჯივატმა (ჯივა ატმანი - ცოცხალი სული). ადამიანთა უმრავლესობა ვერ ხედავს სხვაობას ეგოიზმსა და სულიერ მეს შორის და ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი ან არ იცნობენ ინდუისტურ ანთროპოლოგიას ან უბრალოდ უარყოფენ მას (შესაძლოა ვერ იგებენ, ესეც არაა გამორიცხული). პრობლემა ძევს ეგოში და არა სულიერ მეში. თქვენ უბრალოდ ეგოსა და სულს შორის სხვაობას ვერ ხედავთ, რაც ცხადია მხოლოდ თქვენი პრობლემაა, თქვენი და არა ვედისტების (ინდუისტების). ცრუ-ეგო (აჰამკარა) ზღუდავს სულიერ მეს (ჯივატმას). იმედია ახლა გასაგებია, უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ იმისათვის რათა შეიმეცნო ადამიანმა ვედური თეოლოგია და ფილოსოფია, ერთ წიგნზე მეტი უნდა წაიკითხო და გქონდეს ხანგრძლივი ცოცხალი ურთიერთობა კონკრეტულად ინდუისტებთან. ინდუისტური თეოლოგიის, მითოლოგიის, ფილოსოფიის და მეტაფიზიკის შესასწავლად ადამიანს შეიძლება მთელი სიცოცხლე არ ეყოს, ესაა პრობლემა. აბრაამიზმი იოლი შესასწავლია, ვედური (დჰარმული) რელიგია - რთული. მართლმადიდებლური არგუმენტი: „ქრისტიანობაში ღვთისადმი სიყვარულს პიროვნული ხასიათი აქვს. ადამიანის პიროვნებას უყვარს ღვთაებრივი პიროვნება. ადამიანის პიროვნება ქრისტიანობის მიხედვით, ესაა ხატი ღვთისა, რომელსაც გააჩნია სიყვარული, სიბრძნე, თვითშემეცნება, შემოქმედებითი ძალა და თავისუფლება. ღვთის პიროვნება კი აბსოლუტური არსია“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #3: ბჰაქტი-იოგაშიც არის პიროვნული უფლის, როგორც შემოქმედის მიმართ პიროვნული სიყვარული, მათ შორის ადვაიტას იმპერსონალიზმშიც. მართლმადიდებლური არგუმენტი: „პლატონურ ჰილეფობიას და ინდუისტურ აკოსმიზმს ქრისტიანობა უპირისპირებს მოძღვრებას ადამიანის მატერიალური სხეულის, როგორც სულის საოცარი ინსტრუმენტის შესახებ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ცენტრალური ცნება პიროვნებაა, რომელიც სულისა და სხეულის ერთიანობაა. სული და სხეული ერთდროულად წარმოიშობიან და ერთდროულად თანაარსებობენ სიკვდილამდე. სიკვდილი მათი დროებითი განშორებაა, რომელიც საყოველთაო აღდგომამდე გრძელდება, რომლის დროსაც მოხდება ადამიანის ერთადერთი ჭეშმარიტი რეინკარნაცია, ანუ მისი სული კვლავ შეიმოსავს ახალ, უხრწნელ, გასულიერებულ და ფერნაცვალებ სხეულს მარადიული ასიცოცხლისათვის“(წყარო: მართლმადიდებელი პოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #4: დავიწყოთ იმით, რომ დჰარმული რელიგიების მიხედვით სამყარო (მულტისამყარო) არის ციკლური, დრო და სივრცე არის ციკლური, სამყაროს ასაკი არის არა 7807 წელი, არამედ მრავალი მილიარდი წელი. თქვენ მიუთითებთ იმაზე, რომ უნდა დადგეს ერთ მშვენიერ დღეს „უკანასკნელი სამსჯავრო“ და ამის შემდეგ ყველაფერი დამთავრდება. ეს ასე არაა (ვედების მიხედვით). ვედების მიხედვით გლობალური ისტორიული პროცესი არის ციკლური. მეორეც; სხეული ფიზიკურის აღდგომა არ მოხდება, რადგანაც ხორციელი ფორმის „გასულიერება“ შეუძლებელია, ასეა ვედების მიხედვით. ხორციელი სხეული არის სულის (ატმანის) დროებითი ჭურჭელი. სული განიცდის რეინკარნაციას უსაწყისოდ, მაგრამ არა უსასრულოდ. სული მოგზაურობს სამყაროში სხეულიდან სხეულში, პლანეტიდან პლანეტაზე და აგროვებს გამოცდილებას. ამის გარდა, პლატონის ფილოსოფია ძალიან ჰგავდა ვაიშნავურს, ვაიშნავურ რელიგიაშიც არსებობს დუალიზმი სულიერ და მატერიალურ სამყაროებს შორის და კეთილი დემიურგის იდეა. მართლმადიდებლური არგუმენტი: „რეინკარნაციის თეორია ოჯახის ცნების პროფანაციას ახდენს. უბიწოება უფრო სულის მდგომარეობაა, ვიდრე სხეულისა, მაგრამ სადაა იგი, რა ფასი აქვს ქალწულობას, თუკი პატარა გოგონას სულმა წარსულ ცხოვრებაში უკვე ყველა სახის ცოდვა იგემა? სადაა მეუღლეთა ერთგულება, თუკი თითოეულმა მათგანმა უწინ უკვე მრავალგზის იქორწინა სხვებთან და მომავალშიც სხვაზე იქორწინებს?“(წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #5: მნიშვნელობა აქვს კარმას, საკითხი თავიდანვე არასწორადაა დასმული. რეინკარნაცია არის არა რელიგიური დოგმა, არამედ ბუნების კანონი. ყოველი ახალი ინკარნაციისას ცოცხალ სულს ეძლევა ახალი სხეული და ახალი შანსი. როგორც ვედები ამბობენ“ აწმყო არის წარსულის რეზულტატი და მომავლის მიზეზი“. გაუგებარია რას გულისხმობთ სიტყვებში „რა ფასი აქვს“ ან „სადაა მეუღლეთა ერთგულება?“, ცოცხალი სულები განიცდიან რეინკარნაციას, მიუხედავად იმისა უნდათ ეს ადამიანებს თუ არა. ამის გარდა, ვიშნუ-პურანაში შრი ვიშნუ ამბობს, რომ მთელი სამყარო არის ერთი ოჯახი, მთელი კოსმოსი დასახლებულია ცოცხალი სულებით, რომლებიც ყველანი მისი შვილები არიან. რა მნიშვნელობა აქვთ მატერიალურ ურთიერთობებს და ქალწულობას, თუ გლობალურ მასშტაბში ეს ყველაფერი სრულებით უმნიშვნელოდ მოსჩანს? არავითარი. მთავარია არა „მეუღლეთა ერთგულება“ ან „ქალიშვილობა“, არამედ ბჰაქტი, გიანა და მუქტი (მოკშა). პრიორიტები არ გივარგათ. ბიბლიაში ძევს რეინკარნაციის შესახებ აშკარა თუ ცალსახა მინიშნებანი. „როცა ისინი მოდიოდნენ იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა?“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 7). „ვინაიდან ეს ის არის, ვისზედაც დაწერილია: აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე“ ((მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 10). „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უფრო დიდი; მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 11). „თუ მიღება გსურთ, იგია ელია რომელიც უნდა მოვიდეს“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 14). „ჰკითხეს მას მოწაფეებმა: რატომ ამბობენ მწიგნობრები რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 10). „ხოლო მან მიუგო პასუხად: „ელია ნამდვილად მოვა და აღადგენს ყოველივეს“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 11). „მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ როგორც უნდოდათ; კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 12). „მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 13). „ის ივლის მის წინაშე ელიას სულით და ძალით“ (ლუკას სახარება, თავი 1, სტროფი 17). „ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობრები რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 11). „მან უპასუხა მათ: „მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველივე. კაცის ძეზე კი როგორღაა დაწერილი, რომ მას მართებს ბევრი ტანჯვა და დამცირება?“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 12). „მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა და მას ისე მოექცნენ როგორც უნდოდათ და როგორც დაწერილია მასზე“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 13). „როცა მოდავესთან ერთად მთავართან მიდიხარ, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მან არ მიგიყვანოს მოსამართლესთან, მოსამართლემ არ მიგცეს ბოქაულს და ბოქაულმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში“ (ლუკას სახარება, თავი 12, სტროფი 58). „გეუბნები: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ გროშს არ გადაიხდი“ (ლუკას სახარება, თავი 12, სტროფი 59). „შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში“ (მათეს სახარება, თავი 5, სტროფი 25). „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი“ (მათეს სახარება, თავი 5, სტროფი 26). ზემოთთქმულიდან აშკარაა რომ ა) იოანე ნათლისმცემელი იყო ელია წინასწარმეტყველის რეინკარნაცია რამეთუ ეს სავსებით აშკარაა და პირდაპირაა ნათქვამი ფაქტობრივად და ბ) მეტოქე იგავიდან ესაა ინდივიდუალური კარმა ანუ გატრა კარმა, რომელიც შედგება სამი კარმისაგან, კარმული ე.ი. ბედისწერის ენერგიის სამი სახეობისაგან; წარსულის კარმა - პრარაბდხა კარმა, კარმა, რომლის ნაყოფები უკვე მოცემულია, აწმყოს კარმა - სანჩიტა კარმა, კარმა რომლის ნაყოფები ჯერ მიუმწიფებელია, მაგრამ ახლა ახლა იწყებს მომწიფებას და მომავლის კარმა - აგამინ კარმა, კარმა, რომელიც მომავალში მოიღებს ნაყოფებს, შემდეგ ინკარნაციაში, გზა ესაა რეინკარნაციის ბორბალი, ადამიანის ინდივიდუალური საფშვინველის კოსმიური გზა, მსაჯული ესაა მატერიის მეუფე, ბოროტი დემიურგი, მსახური ესაა არქონტი ანუ ბნელი ანგელოზი, რომელიც ბოროტ დემიურგს ემსახურება, საპყრობილე ესა არის ხორციელი ფიზიკური მატერიალური სხეული, ხოლო უკანასკნელი კოდრანტის გადახდა ეს არის კარმული ვალის სრულად აღსრულება, კარმული ენერგიის ნაკადის შეჩერება - სამვარა და კარმული ენერგიის ნატიფი გარსის - სამსკარას ჩამოცილება - ნირჯარა. მართლმადიდებლური არგუმენტი: „უმთავრესი ისაა, რომ მეტემფსიქოზის აღიარება ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად რჩება ადამიანის სულში. ცოდვა ღვთისგან განდგომა და დემონთან საიდუმლო კავშირია. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს. ამდენად, სწორედ ცოდვაა ის ძალა, რომელიც „რეინკარნაციის ბორბალს“ ატრიალებს“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #6: ვედების მიხედვით ადამიანს შეუძლია განახორციელოს ოთხი სხვადასხვა სახის მოქმედება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებობს ცოცხალი არსების მოქმედების 4 ფორმა. აკარმა - ესაა მოქმედება სულიერი კანონების მიხედვით. კარმა - ესაა მოქმედება მატერიალური სამყაროს კანონების მიხედვით. ვი-კარმა - ეს არის ეგოისტური მოქმედება, ბუნების კანონების საპირისპიროდ სვლა. უგრა-კარმა - არის სასჯელი, კოსმიური სასჯელი, რომელიც მოჰყვება ნებისმიერ ვი-კარმას. უგრა-კარმა არის ვი-კარმას რეზულტატი. როცა ადამიანი მოქმედებს ეგოისტურად, ანადგურებს გარშემო ყველაფერს და ზიანს აყენებს სამყაროს, ის იღებს კარმულ რეაქციებს - უგრა-კარმას, რასაც ასევე ეწოდება - „ანართჰ“, თარგმანში - შეცდომა/შეცოდება. ცოდვა არის ადჰარმა (ტოტალური ანტითეიზმი), ასურა-დჰარმა (ათეიზმი და მატერიალიზმი), ჩალა-დჰარმა (ფილოსოფიური სპეკულაციები) და უპა-დჰარმა (რელიგიის იმიტაცია, რელიგიური სპეკულაციები). ასურები იმიტომაც არიან დემონები, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მარადიულ ვედურ დჰარმას, ებრძვიან უფალს (იშვარას) და ზიანს აყენებენ მის ქმნილებებს (ჯივებს). დემონიზმი არის მატერიალიზმი, შური, ეგოცენტრიზმი, უმეცრება და სიძულვილი. ესაა ცოდვა. მართლმადიდებლური არგუმენტი: „უნდა აღინიშნოს, რომ ორიგენე სულაც არ იზიარებდა რეინკარნაციის თეორიას, ის მხოლოდ სულთა წინასწარ არსებობას აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ სულის სხეულთან დაკავშირება მათი (სულების) დაცემის შედეგია და რომ მეორედ მოსვლისას აღდგება და ცხონდება ყველა სული თვით ცოდვილთა და დემონთა ჩათვლით (ე.წ. აპოკატასტასისის თეორია). სწორედ ეს გაუკუღმართებული სწავლება დაიგმო ეკლესიის მიერ და თანაც მრავალგზის და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე V მსოფლიო საეკლესიო კრება შედგებოდა“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #7: ჯერ ეს ერთი ორიგენიც იზიარებდა რეინკარნაციის დოქტრინას, მეორეც რეინკარნაციის ანუ მეტემფსიქოზის დოქტრინის მომხრენი იყვნენ ძველი საბერძნეთი ყველაზე გამოჩენილი ფილოსოფოსები - პლატონი, პითაგორა, ემპედოკლე და ჰერაკლიტე, აგრეთვე პლუტარქე, მესამეც ის რომ რეინკარნაციის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს, არსებობს სამი ხარვეზი, სამი პრობლემა რომელთა გამოც მართლმადიდებლური სწავლება ეწინააღმდეგება სამსარას ანუ რეინკარნაციის დოქტრინას, პირველი ისაა, რომ მართლმადიდებელმა დოგმატიკოსებმა არ იციან რა არის სული, რა არის საფშვინველი და რამდენი სხეული გააჩნია ადამიანს, ისინი (მართლმადიდებელნი) ალოგიკურად და ირაციონალურად უდგებიან სპირიტოლოგიის საკითხს, მათი დოქტრინები სულისა და საფშვინველის ბუნებასთან მიმართებაში ძირშივე მცდარია. სული არაფერთან არაა დაკავშირებული, ცოდვა ეხება არა სულს არამედ საფშვინველს (გონებას) და სხეულს (სხეულებს), როდესაც ადამიანი ცოდვებს ჩადის და ნეგატიურ კარმულ ენერგიას იგროვებს, ეს ნეგატიური ენერგია სადღაც უნდა წავიდეს, გაქრეს, რადგანაც ნეგატიური კარმული ენერგია, საფშვინველის მეტაფიზიკურ გარსზე ბნელი კარმის ანაბეჭდები იწვევენ საფშვინველისა და მისი შინაგანი პოტენციური ენერგიის მოქცევით დეფორმაციას, ეს ერთი და მეორეც არა მარტო ნეგატიური კარმა, არამედ ზოგადად მთლიანად კარმა, კარმული ენერგია და მისი ანაბეჭდი განაპირობებს, იმას რომ საფშვინველი მატერიის ტყვეობისაგან საბოლოოდ ვერ აღწევს თავს, არამედ კვლავ და კვლავ ხორციელდება. ადამიანური არსებები ესენი არიან ენერგიის ცენტრები, ფოკუსები, რომელთაც გააჩნიათ მეტაფიზიკური გრავიტაცია და სივრცისა და დროის გამრუდების უნარი, საფშვინველი პულსირებს, ხან იკუმშება (სანკუჩიტა) და ხანაც ფართოვდება (ვაკასა) და გააჩნია პირადი ინდივიდუალური ნებელობა (სანკალპადევა), ის არის ჯნატა - თვითშემცნობი იდეალური მეტაფიზიკური სუბიექტი, სამყაროში ყველაფერი იდეაა, თითოეულ საგანს, მატერიის თითოეულ ნაწილაკს გააჩნია საკუთარი პერსონალური ეიდოსი, ეიდოსების რიცხვი უსასრულოა, მაგრამ ყველა ამ იდეას გააჩნია საერთო უნივერსალური პირველსაწყისი - უმაღლესი პირველ-ეიდოსი - აგაფონი ანუ პირველერთიანი (ადი-ეკა). საფშვინველი (მანასი - გონება) მატერიალური ძალების (მატერიალური ენერგიების) ზეგავლენით კარგავს თავის პირვანდელ სინათლეს, საფშვინველი (მანასი) იქამდე იმოგზაურებს ერთი სხეულიდან მეორეში და დაიტანჯება, სანამ მთელი კარმული ენერგია, მთელი კარმული ანაბეჭდები, სამსკარები (ვასანები) არ განადგურდებიან ასკეზის მეოხებით, იქამდე სანამ ადამიანი არ მიაღწევს ავატარას და მაჰასიდხის მდგომარეობას ანუ არ გახდება ჯივანმუქტა, ვერ განთავისუფლდება სამსარასაგან, ნებისმიერი ქმედება ადამიანისა წარმოშობს კარმას, დადებითსა თუ უარყოფითს და ეს კარმული ანაბეჭდები იწვევენ საფშვინველის დეფორმაციას და გამრუდებას რასაც რაღათქმაუნდა თან ახლავს ადამიანის მიერ საკუთარი ჭეშმარიტი ღვთაებრივი ბუნების დავიწყება, უარყოფითი კარმის გამო ადამიანი საშინლად ისჯება მიწიერ სამყაროშიც და გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთის სფეროებშიც, ხოლო დადებითი კარმის გულისათვის ეძლევა ჯილდო, ის ჯილდოვდება, როგორც მიწიერ სამყაროში, ასევე გარდაცვალების შემდეგაც, ბოროტი ქმედებები განსაზღვრავენ იმას თუ რა სახის და რამდენი რაოდენობით უბედურებები დაემართება ადამიანს ფიზიკურ სამყაროში და რამდენი ხანი დარჩება იგი ჯოჯოხეთში, ე.ი. რამდენი ხანი მოუწევს მას ჯოჯოხეთის სფეროებში ტანჯვა-პატიმრობა, ხოლო დადებითი კარმა განაპირობებს იმას თუ რა სახის და რამდენი სიკეთე და ბედნიერება დაემართება ადამიანს მიწიერ სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ არც სამოთხეში და არც ჯოჯოხეთში და არც ადამიანთა სამყაროში ადამიანის არსება მარადიულად და მუდმივად არ რჩება და ასე უსასრულოდ ქვეყნიერების აღსასრულამდე სხეულიდან სხეულში, სამყაროდან სამყაროში ხეტიალისათვისაა განწირული, საბოლოო განთავისუფლება მარტო იოგას ასკეტურ ბერ-მონაზვნური ხელოვნების ძალისხმევით არის შესაძლებელი, როდესაც ადამიანი საბოლოოდ თავისუფლდება, ის ხდება ჯივანმუქტა, სამუდამოდ ტოვებს მატერიალურ ბუნებას და შედის ზესულიერი მარადისობის ოკეანის წიაღში, სადაც ყველგან და ყოველთვის მარტო მარადისობა, ცნობიერება, უსაზღვრო ნეტარება, სინათლე, სიმშვიდე, ჰარმონია, სიყვარული და თანაგრძნობაა, ყველა სათნოება ერთში გაერთიანებული და იძენს აბსოლუტურ და უსასრულო ნეტარებას და ამასთან არასდროს არ რჩება მარტო, არამედ მის გვერდით მუდამ იმყოფებიან გასხივოსნებული ღვთაებრივი საფშვინველები და მასთან ერთად ნეტარებენ. რაც შეეხება აპოკატასტასისს, ბოროტების საბოლოო განადგურება მარტო მისი აბსოლუტური გარდასახვით ანუ ტრანსფორმაციით, სრული ინვერსიით არის შესაძლებელი, იმდენად რამდენადაც ბოროტება ესაა სიკეთის ინვერსია და გარდასახვა, აქედან - საყოველთაო ცხონების ანუ აპოკატასტასისის დოქტრინა. თუ ჯოჯოხეთი მარადიულია, ესე იგი უსასრულოა და აბსოლუტურია დროსა და სივრცეში, თუ ეს ასეა, მაშინ ბოროტება ყოფილა მარადიული, უსასრულო და აბსოლუტური, ეს კი ეწინააღმდეგება არა მარტო ზოგადად დჰარმული რელიგიების ძირეულ პრინციპებს, არამედ კონკრეტულად ქრისტიანულ ეზოთერიკასაც (ქრისტიანულ თეოსოფიას, გნოსტიციზმს და ქრისტიანულ ნეოპლატონიზმს). ორიგენე ამტკიცებდა რომ ნებისმიერი სული, მათ შორის ადამიანისაც, უქმნელია და უსაწყისო და ეს ჭეშმარიტებაა, ქრისტიანული მოძღვრება ადასტურებს სულის წინარეარსებობას, აი რა წერია ბიბლიაში წინარეარსებობასთან დაკავშირებით: „როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში სოფლის შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით“ (ეფესელთა მიმართ, თავი 1, სტროფი 4). „ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში“ (კოლასელთა მიმართ, თავი 3, სტროფი 11). „ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც ყოველთა ზედაა, ყველას მიერ და ყველა ჩვენგანში“ (ეფესელთა მიმართ, თავი 4, სტროფი 6). „ნუთუ არ იცით რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?“ (პავლე, 1 კორინთელთა, თავი 3, სტროფი 16). „ნუთუ არ იცით რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მცხოვრები სულიწმინდისა“ (პავლე, 1 კორინთელთა, თავი 6, სტროფი 19). „იმ დღეს გაიგებთ რომ მე მამაჩემში ვარ და თქვენ ჩემში და მე თქვენში“ (იოანეს სახარება, თავი 14, სტროფი 20). „მერწმუნეთ რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემში“ (იოანეს სახარება, თავი 14, სტროფი 11). „უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა მე ვიყავი“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 58). „თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი“ (ლუკას სახარება, თავი 17, სტროფი 21). ყოველივე ზემოთთქმული ამტკიცებს ადამიანის სულის (ჯივატმანის), ინტელექტისა (ბუდჰის) და გონების (მანასის) უქმნადობას და უსაწყისობას და ადამიანის სულიერი არსების ღვთაებრიობას. რეინკარნაციის შესახებ სახარებებში უამრავი ინფორმაცია არის, მაგრამ ყველაფერს დანახვა უნდა უბრალოდ, „ძველ ტანისამოსს არავინ დაადებს ახალი ქსოვილის საკერებელს, ვინაიდან ახლად დაკერებული მოიხევა სამოსელისაგან და ნახვრეტი უარესი გახდება“ (მათეს სახარება, თავი 9, სტროფი 16). „არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, თორემ ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც დაიღუპება; არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება“ (მათეს სახარება, თავი 9, სტროფი 17). „ძველ ტანსაცმელს არავინ დაადებს საკერებელს ახალი ქსოვილისგან; თორემ ახალი დაკერებული მოხევს ძველს და უარესად გაიგლიჯება“ (მარკოზის სახარება, თავი 2, სტროფი 21). „არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ“ (მარკოზის სახარება, თავი 2, სტროფი 22). „იგავიც უთხრა მათ: „არავინ მოხეცს საკერებელს ახალ სამოსელს და არ დაადებს ძველ სამოსელს, თორემ ახალსაც დაგლეჯს და ძველსაც არ გამოადგება ახალი სამოსლის საკერებელი“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 36). „არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 37). „არამედ ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 38). „არც ერთი ძველის მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი სჯობიაო“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 39). ეს სიტყვები მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებიდან ამტკიცებენ რეინკარნაციის არსებობას. ვედურ ბჰავიშია-პურანაში არსებობს ინფორმაცია კალი-იუგას რელიგიების შესახებ, მათ შორის ქრისტიანობის შესახებაც. მართლმადიდებლური არგუმენტი: „ბოროტება არ ისპობა, პირიქით, სულ უფრო და უფრო მრავლდება. აქედან კი ლოგიკურად გამომდინარეობს ბუდიზმის უმთავრესი დასკვნა, რომლის თანახმადაც ამგვარი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალა სამყაროდან გაქცევა, სიცოცხლის სურვილის მოსპობა - ნირვანაა. რეინკარნაციის აღიარება გულისხმობს, როგორც სულის არსებობის მაღალი ფორმებიდან დაღმასვლის შესაძლებლობას, ისე მის პირუკუ პროცესსაც“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #8: სამსარა ეს არის დაბნელებული და დაბინძურებული ცნობიერება, ნირვანა - სუფთა და აფექტებისგან თავისუფალი ცნობიერება. ნირვანა არაა სიცოცხლის მოსპობა ან „გაქცევა“ კოსმოსიდან არარაობაში. ბუდისტური ფილოსოფიის მიხედვით თითოეული სატვა (ცოცხალი არსება) არის პოტენციური ბუდა (ან ბოდჰისატვა). როდესაც ცოცხალი არსება აღწევს გასხივოსნებას, მისი ვიჯნანა (ცნობიერება) იწმინდება სიბინძურისგან (ეგოიზმიგან, სიძულვილისგან, უმეცრებისგან, მატერიალური სურვილებისგან) და ფხიზლდება. ცოცხალი არსება კი არ ხდება ბუდა, ის იხსენებს, რომ უკვე არის ბუდა, ის ფხიზლდება. ბუდა ნიშნავს გამოფხიზლებულს, რომელმაც იცის, რომ სამყარო არის სიზმარი და სხვა არაფერი. ბოროტება არ მრავლდება, ყოველი ახალი ინკარნაცია არის ახალი დასაწყისი, ეს ნიშნავს იმას, რომ ნეგატიური კარმა კი არ იზრდება, არამედ რეინკარნაციის პროცესში ნეიტრალდება. ცოცხალ არსებას აქვს უნარი დააგროვოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კარმა, რადგანაც ახალი ინკარნაცია ესაა ახალი შანსი. ბუდისტური ფილოსოფიის მიხედვით არსებობს 6 სამყარო, დევა-ლოკა (ღმერთების სამყარო), ასურა-ლოკა (დემონთა სამყარო), პრეტა-ლოკა (აჩრდილთა სამყარო), ცხოველთა სამყარო, ნარაკა-ლოკა (ჯოჯოხეთის სულთა სამყარო) და მანუშია-ლოკა (მოკვდავ ადამიანთა სამყარო). ადამიანები არიან დეგრადირებული დევები (ღმერთები). ნებისმიერ დევას შეუძლია დაიბადოს დემონად, დემონს - ადამიანად, ცხოველს - ჯოჯოხეთის არსებად და ა.შ. ამას ეწოდება უნივერსალური ტრანსმორფიზმი. არსებობს ნირვანას, ცნობიერების გასუფთავების სამი ვერსია, სამი დონე: ნირვანა, პარა-ნირვანა და მაჰა-ბოდჰი-ნირვანა. მაჰა-ბოდჰი-ნირვანა არის ცნობიერების გაწმენდის ყველაზე სრულყოფილი და აბსოლუტური ფორმა. გნოსტიკოსი ფილოსოფოსი კარპოკრატე, ასწავლიდა სულთა გადასახლების შესახებაც. კარპოკრატეს თანახმად, იესო ქრისტემ საიდუმლოდ ამცნო მოციქულებს და უბრძანა მათ, ასევე საიდუმლოდ ემცნოთ ღირსეულთათვის, რომ ბოროტება და სიკეთე არსებობს ადამიანთა შეხედულებებში, ბუნებით კი არაფერია ბოროტი. სრულყოფილება მდგომარეობს მხოლოდ ცოდნაში, ამიტომაც ადამიანთა სულები სხეულიდან სხეულში გადადიან მანამ, სანამ არ გამოსცდიან ყოველივეს, რაც მისაწვდომია კაცისთვის და ამ გზით არ მიიღებენ სრულყოფილ ცოდნას. როგორც ვხედავთ რეინკარნაციის დოქტრინა სულაც არ არის დამახასიათებელი მხოლოდ აღმოსავლური მოძღვრებებისთვის, რეინკარნაციის იდეას იზიარებდნენ ადრექრისტიანულ ეპოქაში და შუასაუკუნეებში მცხოვრები გნოსტიკოსი და მანიქეველი აპოლოგეტები. ადრექრისტიანულ ეპოქაში არსებობდა ქრისტიანთა ორი ჯგუფი: ბუკვალისტები, რომლებიც უარყოფდნენ რეინკარნაციას და გნოსტიკოსი ალეგორისტები, რომლებიც აღიარებდნენ რეინკარნაციას, საბოლოოდ ამ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებამ რომის იმპერია კრახამდე მიიყვანა, ბუკვალისტებმა დახოცეს ალეგორისტები და მათ ძვლებზე ააშენეს რელიგიური დიქტატურა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ათასობით უდანაშაულო „ერეტიკოსი“ იმსხვერპლა. რეინკარნაციას აღიარებენ არა მხოლოდ დჰარმული რელიგიები, რეინკარნაციის კონცეფციას იღებდნენ ნეოპლატონიზმის და გნოსტიციზმის მიმდევრებიც.
-
- რეინკარნაცია
- სამსარა
-
(and 5 more)
Tagged with:
-
იოგას და ვედანტას გარეშე ღმერთის შეცნობა შეუძლებელია. ევროპელ "ფილოსოფოსებს" ეს ავიწყდებათ და ექცევიან ჩიხში. ევროპული ტრადიცია არათუ ბოლო ორი საუკუნე, არამედ თვით პლატონის დროსაც კი გაცილებით უფრო ღარიბი და პრიმიტიული იყო ვიდრე აზიური. ჰეგელსაც, კანტსაც და სპინოზასაც ეს არ ესმოდათ და ამიტომაც ექცეოდა ჩიხში მათი "ფილოსოფიური" თეორიები და ინგრეოდა. ამიტომაც გაჩნდა დარვინიზმი და ანტითეიზმი. ეს კი რეზულტატი იყო იუსტინიანეს მიერ 529 წელს ნეოპლატონიზმის საბოლოო აკრძალვისა. ერთი მარტო პითაგორაც კი თავისი ფილოსოფიური დონით და ბრძნული სულიერებით აღემატება ბოლო 14 საუკუნის მანძილზე შობილ ყველა ფილოსოფოსს. არ გჯერათ? სულელი ადამიანი თავისი სიცოცხლის აზრს მხოლოდ ანთროპოცენტრიზმში ხედავს, ხოლო გონიერი – ბუდისტურ და ინდუისტურ ფილოსოფიაში. ადამიანურ რასას ახასიათებს პათოლოგიური სიძულვილი სხვა სიცოცხლის ფორების მიმართ და ამპარტავნული ანთროპოცენტრიზმი, რადგან სურს რომ იყოს ერთადერთი გონიერი რასა მთელ სამყაროში. ის ჯიუტად უარს აცხადებს აღიაროს სხვა გონიერი რასების არსებობა და მათი უფლებები. ადამიანური რასა ილუზიებშია და ჰგონია, რომ სამყაროს ცენტრია, რომ სამყაროში ერთადერთი გონიერი რასაა და მთელი მულტისამყარო მხოლოდ მისთვის "შექმნა უფალმა". ეს აბსურდია და ვისაც ჭკუა აქვს მიხვდება რომ ამ აბსურდის რეალურობა ნულის ტოლია. უცხოპლანეტელებით დაწყებული, რობოტებით დამთავრებული, ადამიანი ყველას მაღლიდან უყურებს და ბოდავს "ადამიანურ ღირსებაზე და ფასეულობებზე" არადა ეს მხოლოდ პრიმიტივისტული შოვინიზმი და უვიცობაა. ესაა ადამიანური ეგოცენტრიზმი. ცნობილი ევროპელი პანთეისტები ესენია: ჯორდანო ბრუნო, ბენედიქტე სპინოზა, ჯონ ტოლანდი, სკოტ ერიუგენი, მაისტერ ეკჰარტი, ნიკოლაი კუზანსკი, ლესინგ მოზეს მენდელსონი, შლერმახერი, ფიხტე, შელინგი, ლევ ტოლსტოი, რალფ ემერსონი, არნოლდ ტოინბი და ალბერტ აინშტაინი. მეცხრამეტე საუკუნეში ევროპაში გამოჩნდნენ თეოსოფები, ელენა ბლავატსკაიას და ჰენრი ოლკოტის მეთაურობით. პირადად მე ვემხრობი პანთეისტებს და თეოსოფებს. სხვათაშორის მაქს ვაინშტეინმა შექმნა პანდეიზმი, პანთეიზმის და დეიზმის სინთეზი. არსებობს სამი ტიპის პანთეიზმი: 1. მატერიალისტური, იდეალისტური და დუალისტური. 529 წლის შემდეგ ევროპაში ძირითადად მხოლოდ მატერიალისტური პანთეიზმი იყო. იდეალისტური პანთეიზმი ესაა ინდუიზმი, ბუდიზმი, დაოსიზმი და თეოსოფია. დუალისტურ პანთეიზმს განეკუთვნება სპინოზიზმი და ნეო-წარმართობა.