Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'ბრაჰმანი'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 5 results

  1. არ არსებობს არაფერი გარდა ვაჯრატმანბრაჰმანისა. ვაჯრატმანბრაჰმანი ერთნაირად სუფევს ყოველივე არსებულში, ყველა მატერიალურ ცოცხალ სუბიექტში და ობიექტში. ვაჯრატმანბრაჰმანმა ანუ ალმასივით მტკიცე სულმა ღვთიურმა არ იცის არც "ზანგი" და არც "ალბინოსი", არც "ჯუჯა" და არც "გოლიათი", არც "რუსი" და არც "ჩინელი", არც "ქართველი" და არც "ფრანგი", მან არ იცის არავითარი "ლიბერალი" და "კონსერვატორი", არავითარი "ბიოლოგი" და არავითარი "სანტექნიკოსი", არავითარი მილიონერი და არავითარი მათხოვარი. სული უფლისა უპიროვნო მტკიცე და სუფთა ალმასივით ერთნაირად სუფევს ყოველივე არსებულში და არ სცნობს ფიზიკურ შაბლონებსა და ილუზიებს. შივას და შაკტის ვაჯრატმანბრაჰმანი იგივე ადიბუდა ვაჯრადჰარა სუფევს მთელს სანსარაში და ნირვანაში და აღავსებს მადლითა და სიბრძნით ყოველ ფორმას და არსს. ერთიან არადუალისტურ ბუდას სულს არ გააჩნია არავითარი "ეროვნული იდენტობა". გსმენიათ რომ ადრე იტყოდნენ: "დაიცავ მამული, ენა და სარწმუნოება", მე კი გეტყვით: დაიცავით მხოლოდ სარწმუნოება ანუ ბუდჰა დჰარმა, რამეთუ სულერთია რა ენაზე საუბრობს და რომელი პოლიტიკოსის სამფლობელოში სახლობს სანსარული ფორმა უზენაესი ალმასისებრი ზესულიერი ზეცნობიერისა, რომლის არსი არის ბრძენი სიცარიელე და ნეტარება. არ არსებობს არც მამული და არც ენა, არის მხოლოდ უფალი ბუდას ანუ სადაშივას წმინდა დჰარმა. ჩემთვის სულერთია რა ენაზე განვადიდებ უფალ ბუდას და რომელ "ქვეყანაში" აღვავლენ წმინდა ლოცვას უზენაესი ერთიანის მიმართ. სადაც არ უნდა ვიყო და რა ენაზეც არ უნდა ვისაუბრო ჩემს გულში მუდამ იცხოვრებს დჰარმას, სანგჰას და ბუდას წმინდა სიყვარული და უპიროვნო მადლი მადლმოსილი და ნათელი ნათელმოსილი და ასევე პიროვნული ბოდჰისატვებისა და დჰარმაპალების ურიცხვი ლეგიონები ზეციური ზესულიერი განფენილი მოწყალებისა და სიყვარულის უკიდეგანო არსობრიობაში. მე განვადიდებ დჰარმას, მე განვადიდებ სანგჰას, მე ვადიდებ ბუდას. ომ მანი პადმე ჰუმ. და არ გაქრება ჩემი გულიდან სიყვარული უფალი ბუდას მიმართ და კრძალვა მისი სიბრძნის მიმართ. ჯაი მა კალი. ბუდა არის სიყვარულის სიბრძნე ყველაფერში.
  2. ღმერთის [ბრაჰმანის] დამცველი ოთხი თეოდიციური არგუმენტი: 1. სამყარო ღმერთის არსების ნაწილია. ნათელი და ბნელი, სიყვარული და სიძულვილი, ეს ყველაფერი ღმერთის პიროვნული კოსმიური არსების ნაწილია. ღმერთს ასევე გააჩნია უმაღლესი უთვისებო და უატრიბუტო უპიროვნო იმპერსონალური ასპექტი. 2. უაზრობაა უღმერთოს უმტკიცო რომ ღმერთი არსებობს, იმიტომ რომ მისი ტვინი სხვანაირად მუშაობს ასეთია მისი კარმა და გენეტიკა. ის მაინც ვერასოდეს ვერაფერს გაიგებს. უბრალოდ შეეშვი მას. 3. ცოცხალ არსებებს წარმართავს მათი კარმა. ცუდიც და კარგიც ხდება კარმის გამო. კარმა ეფუძნება რეინკარნაციას. 4. ახლა დგას კალი იუგა; ესაა ბოროტების და უმეცრების ეპოქა, როცა მსოფლიოს მართავენ ასურასები და ბოროტი ტირანები. სიმართლე შეცვალა ტყუილმა, ეს ეპოქა გაგრძელდება კიდევ 428 000 წელი. ასე ამბობენ დჰარმა-შასტრები და სუტრები. წინა ეპოქაში დვაპარა-იუგაში მოხდა ატლანტიდის კატასტროფა, რის შემდეგაც კაცობრიობა დაადგა დეგრადაციის გზას და გადავარდა ქვის ხანაში, დაკარგა რა ცოდნის უდიდესი ნაწილი.
  3. მსოფლიოში ბევრი რელიგია არსებობს. რელიგიები იყოფიან ორ ჯგუფად: 1) აბრაამული და 2) მისტიკურ ოკულტური. ინდუიზმი და ბუდიზმი განეკუთვნებიან მისტიკურ ოკულტურ რელიგიათა კატეგორიას. ოკულტურ რელიგიებში აბრაამულისგან რადიკალურად განსხვავებული დოქტრინაა. როგორ ეს? ოკულტურ რელიგიებში უარყოფილია მონოთეიზმი. ინდუიზმში არის შემდეგი განშტოებები: 1) ვიშნუიზმი 2) შივაიზმი 3) ადვაიტა სმარტიზმი 4) საურიზმი 5) განაპატიზმი 6) შაკტიზმი და კიდევ რამდენიმე სკოლა. ბუდიზმში სამი ძირითადი მიმდინარეობა: 1) ჰინაიანა (ყველაზე მარტივი) 2) მაჰაიანა (უფრო რთული ფორმა) და 3) ვაჯრაიანა (ბუდიზმის ყველაზე ოკულტური ფორმა, ტანტრისტული ბუდიზმი). რაშია პრობლემა? რაში და იმაში რომ ეს სკოლები ერთმანეთს ებრძვიან! ეს სკოლები ვერ ხვდებიან რომ პრაქტიკულად ერთი და იგივე ჭეშმარიტებას ამბობენ, უბრალოდ სხვადასხვა მომენტებზე აკეთებენ აქცენტს. რას ნიშნავს ეს? მაგალითად ვიშნუიტები მიიჩნევენ რომ ყველაზე მთავარი და ძლიერი არის ვიშნუ, ისაა ყოფიერების ბატონი, შივაიტები მიიჩნევენ რომ შივა არის მთავარი, არა მხოლოდ როგორც პიროვნული უფალი (იშვარა) არამედ როგორც უპიროვნო სული (პარამაშივა ანუ პარაბრაჰმანი), ხოლო შაკტი არის მისი ძალა და მდედრობითი ასპექტი. შაკტისტები მიიჩნევენ რომ მთავარი არის შაკტი, ისაა ყველაფრის მბრძანებელი და ყოველივე მისგან მოდის და მისგან იმართება. საურები მზის უფალ სურიას ადიდებენ, განაპატიელნი უფალ განეშას. ჰინაიანელი ბუდისტები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მისტიკურ ძალებს, ღმერთებს და ა.შ. მათთვის მთავარია ის რომ ბუდა იყო ადამიანი რომელიც გახდა განათებული და გადავიდა ნირვანაში, ჩვენც იგივე უნდა ვქნათ, სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. მაჰაიანაში და ვაჯრაიანაში არსებობს თითქმის ისეთივე რთული და დახვეწილი მეტაფიზიკური და მისტიკური თეორიები, როგორც ინდუიზმში. არსებობს უზენაესი ბუდა (ადიბუდა) და მას აქვს ორი ასპექტი; მამრობითი და მდედრობითი. ვლინდება იგი როგორც; დჰიანა ბუდა, დჰიანა ბოდჰისატვა და მანუში ბუდა და კიდევ მრავალი სხვა ფორმით. ყველა არსებაში არის შინაგანი ბუდა. ყველას შეუძლია გახდეს ბუდა, მაგრამ ადამიანისთვის ეს ყველაზე მარტივია. არსებობს ერთიანი უსაწყისო და უსასრულო მარადიული კინეტიკური ცნობიერება საცავი – ალაია ვიჯნანა იგივე სარვასატვა. სარვასატვა ესაა უმაღლესი მე ყველა ცოცხალი არსებისა. ალაია ვიჯნანა ესაა ერთიანობა უქმნელი ინდივიდუალური ცნობიერებებისა. ალაია ვიჯნანა ესაა კოლექტიური ზეცნობიერი. მე არ მესმის, რა აწუხებთ ამ ფილოსოფიურ სკოლებს? ნუთუ ვერ ხვდებიან ელემენტარულს? არ აქვს მნიშვნელობა ვისზე აკეთებ აქცენტს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მიგაჩნია მთავრად და ყველაზე მეტად ვინ გიყვარს, ვიშნუ, შივა, შაკტი, განეშა თუ ვინმე სხვა... ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ უბრალოდ არ გესმით. ახლავე ავხსნი თუ როგორ მესმის მე ეს: ღმერთს გააჩნია მრავალი ასპექტი და ფორმა, უპიროვნო ღმერთი შედგება მამრობითი ასპექტისგან და მდედრობითი ასპექტისგან, ესაა ადიბუდა სამანტაბჰადრა და ადიბუდა სამანტაბჰადრი. სამანტაბჰადრა ესაა იგივე პარამაშივა ან უმაღლესი ვიშნუ და საერთოდაც ნირგუნა ბრაჰმანი ანუ ღმერთი თვისებებისა და ატრიბუტების გარეშე როგორც უპიროვნო საწყისი ესაა ყველა ცოცხალი არსების უმაღლესი მე როგორც მამრობითი საწყისი და მამრობითი ასპექტი ღმერთისა. ნირგუნა ბრაჰმანი ვლინდება როგორც პიროვნული ტრიმურტი ანუ სამი იშვარა – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომელია თქვენთვის მთავარი თვითონ გადაწყვიტეთ, ისე კი სამივე თანასწორი და თანაბარია. მათ ჰყავთ მეუღლეეები ანუ მდედრობითი იპოსტასები. სამი დიადი ქალღმერთი: მაჰასარასვატი, მაჰალაკშმი და მაჰაკალი ესენია სამი ენერგია: სრიშტი შაკტი – ემანაციის ენერგია, სტხიტი შაკტი – დაცვის ენერგია და სამჰარა შაკტი – განადგურების ენერგია. სამი შაკტი ანუ სამი ქალღმერთი (ტრიდევი) ესენია უზენაესი შაკტის ანუ უპიროვნო ღმერთის მდედრობითი ასპექტის – პარამაშაკტის ემანაციები და პიროვნული ფორმები და სამივე თანასწორია. ყველა მდედრი ესაა ტრიდევის ავატარა, ხოლო ყველა მამრი ესაა ტრიმურტის ავატარა. ჩვენ ყველანი ღმერთის პიროვნული ფორმის მამრობითი და მდედრობითი ავატარები ვართ და ვფლობთ ბუდას პოტენციალს. არსებობენ სამი ტიპის ჯივები ანუ ცოცხალი არსებები: 1) შუდჰა ჯივა – მუდმივად განათებული და სუფთა 2) სანსარინ ჯივა – დაბნელებული და დაბინდული და 3) მუქტა ჯივა – განთავისუფლებული. ჯივა ესაა ბრაჰმანის ნაწილი და ჩნდება მაშინ როცა ბრაჰმანის მესამე თვისება "ანანდა" (ნეტარება) იბინდება და ბნელდება. მატერიალურ სამყაროში არსებობს მხოლოდ "სატ" ანუ ბრაჰმანის არსებობა, ხოლო დანარჩენი ორი თვისება "ჩიტ" (ცნობიერება) და "ანანდა" (ნეტარება) დაბინდულია და დეფორმირებული. ღმერთს აქვს სიბრძნე და მოქმედების უნარი. მატერიალური კოსმოსის წარმოშობა და განადგურება აიხსნება ღმერთის ენერგიით (შაკტი). არსებობს მრავალი გზა ღმერთისკენ მიმავალი, როგორც ცოდნის ისევე სიყვარულის და ა.შ. მატერიალური სამყარო აღვსილია ბრაჰმანით. მეტიც, მატერიალური სამყარო ღმერთის იდენტურია, ღმერთი არის თავად სამყარო. მატერიალური სამყარო არის არასწორად გაგებული ბრაჰმანი (ღმერთი). სინამდვილეში სივრცე, დრო, მატერია და ა.შ. არის ბრაჰმანის (ღმერთის) განუყოფელი ნაწილები და წარმოადგენენ ღმერთის არსის ნაწილებს. სინამდვილეში არსებობს მხოლოდ სუფთა ყოფიერება. ჩვენ დამახინჯებულად აღვიქვამთ სამყაროს. სამყარო ესაა რეალური და ნატიფი სულიერი ბრაჰმანი. ბრაჰმანისგან განცალკევებულად არაფერი არ არსებობს და ყველა და ყველაფერი არის ბრაჰმანი და ბრაჰმანში. არსებობს სამი შაკტი: პარაშაკტი, პარააპარაშაკტი და აპარაშაკტი ანუ სულიერი, საშუალო და ფიზიკური ენერგიები. არ აქვს მნიშვნელობა რას უწოდებთ უმაღლეს სულს მამრობით ასპექტში ან მდედრობით ასპექტში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. იშვარა შივა არის უპიროვნო შივას პიროვნული გამოვლინება, მაგრამ უმაღლესი შივა არის იმავდროულად უმაღლესი ვიშნუც. უზენაესი სული და უზენაესი ენერგია აერთიანებენ ყველა ცოცხალ არსებას, ყველაფერს რაც კი არსებობს. კოსმიური სული და კოსმიური მატერია ესაა ერთი ღვთაებრივი რეალობის ორი თანამარადიული განზომილება. სულიც და მატერიაც = მარადიული უფალი. ჯივა = უფალი. კალა (დრო) = უფალი. აკაშა (სივრცე) = უფალი. უპიროვნო სული = უფალი. კოსმიური გონი = უფალი. არ არსებობს არაფერი ღმერთის გარდა. ყველაფერი = ღმერთი. არსებობს ინდივიდუალური ცნობიერება (ჯივატმანი) და არსებობს უზენაესი უპიროვნო ზეცნობიერება (ატმანბრაჰმანი) და ორივე რეალურია. ინდივიდი ესაა უზენაესის ფრაგმენტი და ემანაცია–რადიაცია. ინდივიდუალური ცნობიერება (ჯივა) და უნივერსალური ზეცნობიერი (პარაბრაჰმანი) ესენია ერთი რეალობის ორი განზომილება. ჯივა ფლობს ღვთაებრივ ბუნებას. ღვთაება არაა მხოლოდ უპიროვნო პარაბრაჰმანი. ღმერთი არის ყველა და ყველაფერი. უბრალოდ პარაბრაჰმანი ესაა უზენაესი რეალობა, მაგრამ არა ერთადერთი ჭეშმარიტი. ტრიმურტი და ტრიდევი სუფევს თითოეული ჯივას სხეულში. ნებისმიერი ჯივა ესაა ტრიმურტის და ტრიდევის ავატარა. არსებობენ სხვადასხვა ტიპის ავატარები. ყველაზე სუსტი ავატარა ესაა – ამშაავატარა. ღვთაების უპიროვნო და პიროვნული არსი სუფევს ყველაფერში. შივა ყველაფერშია, ისევე როგორც შაკტი, ვიშნუ და ა.შ. არსებობს სამი სამყარო: 1) ფიზიკური სამყარო (ბჰურ ლოკა) 2) ასტრალური სამყარო (ანტარ ლოკა) და 3) კაუზიური სულიერი სამყარო (კარანა ლოკა). ფიზიკურ რეალობაში არის ჯაგრატ – ფიზიკური ცნობიერება, ასტრალურში სვაპნა – ასტრალური ცნობიერება და კაუზიურში სუშუპტი – კაუზიური ცნობიერება. არის კიდევ უფრო მაღალი ცნობიერება – ტურია (ატმანბრაჰმანი). მატერიალური სამყაროს სამივე განზომილება არის ღმერთის სხეული. მატერია ესაა ღმერთის არსის ნაწილი. კაუზიური სამყაროს ზედა ნაწილი შედგება 4 განზომილებისგან: 1) უსასრულო სივრცის განზომილება 2) უსასრულო ცნობიერების განზომილება 3) უსასრულო არაფრის განზომილება 4) უსასრულო ერთიანობის განზომილება კაუზიური სამყაროს "მიღმა" იმყოფება ადიბუდა ანუ პარაბრაჰმანი. უფრო ზუსტად, უზენაესი რეალობა ესაა უპიროვნო ბრაჰმანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ იშვარა და სამი სამყარო არაა რეალური. იშვარა ესაა პიროვნული ღმერთი, ხოლო სულიერი, ასტრალური და ფიზიკური რეალობები პიროვნული უფლის სამი მდგომარეობა, მისი სამი ფორმა.
  4. კოსმიური სული და კოსმიური მატერია ესაა ერთი ღვთაებრივი რეალობის ორი თანამარადიული განზომილება. სულიც და მატერიაც = მარადიული უფალი. ჯივა = უფალი. კალა (დრო) = უფალი. აკაშა (სივრცე) = უფალი. უპიროვნო სული = უფალი. კოსმიური გონი = უფალი. არ არსებობს არაფერი ღმერთის გარდა. ყველაფერი = ღმერთი. არსებობს ინდივიდუალური ცნობიერება (ჯივატმანი) და არსებობს უზენაესი უპიროვნო ზეცნობიერება (ატმანბრაჰმანი) და ორივე რეალურია. ინდივიდი ესაა უზენაესის ფრაგმენტი და ემანაცია–რადიაცია. ინდივიდუალური ცნობიერება (ჯივა) და უნივერსალური ზეცნობიერი (პარაბრაჰმანი) ესენია ერთი რეალობის ორი განზომილება. ჯივა ფლობს ღვთაებრივ ბუნებას. ღვთაება არაა მხოლოდ უპიროვნო პარაბრაჰმანი. ღმერთი არის ყველა და ყველაფერი. უბრალოდ პარაბრაჰმანი ესაა უზენაესი რეალობა, მაგრამ არა ერთადერთი ჭეშმარიტი. ტრიმურტი და ტრიდევი სუფევს თითოეული ჯივას სხეულში. ნებისმიერი ჯივა ესაა ტრიმურტის და ტრიდევის ავატარა. არსებობენ სხვადასხვა ტიპის ავატარები. ყველაზე სუსტი ავატარა ესაა – ამშაავატარა. ღვთაების უპიროვნო და პიროვნული არსი სუფევს ყველაფერში. შივა ყველაფერშია, ისევე როგორც შაკტი, ვიშნუ და ა.შ.
  5. მსოფლიოში ბევრი რელიგია არსებობს. რელიგიები იყოფიან ორ ჯგუფად: 1) აბრაამული და 2) მისტიკურ ოკულტური. ინდუიზმი და ბუდიზმი განეკუთვნებიან მისტიკურ ოკულტურ რელიგიათა კატეგორიას. ოკულტურ რელიგიებში აბრაამულისგან რადიკალურად განსხვავებული დოქტრინაა. როგორ ეს? ოკულტურ რელიგიებში უარყოფილია მონოთეიზმი. ინდუიზმში არის შემდეგი განშტოებები: 1) ვიშნუიზმი 2) შივაიზმი 3) ადვაიტა სმარტიზმი 4) საურიზმი 5) განაპატიზმი 6) შაკტიზმი და კიდევ რამდენიმე სკოლა. ბუდიზმში სამი ძირითადი მიმდინარეობა: 1) ჰინაიანა (ყველაზე მარტივი) 2) მაჰაიანა (უფრო რთული ფორმა) და 3) ვაჯრაიანა (ბუდიზმის ყველაზე ოკულტური ფორმა, ტანტრისტული ბუდიზმი). რაშია პრობლემა? რაში და იმაში რომ ეს სკოლები ერთმანეთს ებრძვიან! ეს სკოლები ვერ ხვდებიან რომ პრაქტიკულად ერთი და იგივე ჭეშმარიტებას ამბობენ, უბრალოდ სხვადასხვა მომენტებზე აკეთებენ აქცენტს. რას ნიშნავს ეს? მაგალითად ვიშნუიტები მიიჩნევენ რომ ყველაზე მთავარი და ძლიერი არის ვიშნუ, ისაა ყოფიერების ბატონი, შივაიტები მიიჩნევენ რომ შივა არის მთავარი, არა მხოლოდ როგორც პიროვნული უფალი (იშვარა) არამედ როგორც უპიროვნო სული (პარამაშივა ანუ პარაბრაჰმანი), ხოლო შაკტი არის მისი ძალა და მდედრობითი ასპექტი. შაკტისტები მიიჩნევენ რომ მთავარი არის შაკტი, ისაა ყველაფრის მბრძანებელი და ყოველივე მისგან მოდის და მისგან იმართება. საურები მზის უფალ სურიას ადიდებენ, განაპატიელნი უფალ განეშას. ჰინაიანელი ბუდისტები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მისტიკურ ძალებს, ღმერთებს და ა.შ. მათთვის მთავარია ის რომ ბუდა იყო ადამიანი რომელიც გახდა განათებული და გადავიდა ნირვანაში, ჩვენც იგივე უნდა ვქნათ, სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. მაჰაიანაში და ვაჯრაიანაში არსებობს თითქმის ისეთივე რთული და დახვეწილი მეტაფიზიკური და მისტიკური თეორიები, როგორც ინდუიზმში. არსებობს უზენაესი ბუდა (ადიბუდა) და მას აქვს ორი ასპექტი; მამრობითი და მდედრობითი. ვლინდება იგი როგორც; დჰიანა ბუდა, დჰიანა ბოდჰისატვა და მანუში ბუდა და კიდევ მრავალი სხვა ფორმით. ყველა არსებაში არის შინაგანი ბუდა. ყველას შეუძლია გახდეს ბუდა, მაგრამ ადამიანისთვის ეს ყველაზე მარტივია. არსებობს ერთიანი უსაწყისო და უსასრულო მარადიული კინეტიკური ცნობიერება საცავი – ალაია ვიჯნანა იგივე სარვასატვა. სარვასატვა ესაა უმაღლესი მე ყველა ცოცხალი არსებისა. ალაია ვიჯნანა ესაა ერთიანობა უქმნელი ინდივიდუალური ცნობიერებებისა. ალაია ვიჯნანა ესაა კოლექტიური ზეცნობიერი. მე არ მესმის, რა აწუხებთ ამ ფილოსოფიურ სკოლებს? ნუთუ ვერ ხვდებიან ელემენტარულს? არ აქვს მნიშვნელობა ვისზე აკეთებ აქცენტს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მიგაჩნია მთავრად და ყველაზე მეტად ვინ გიყვარს, ვიშნუ, შივა, შაკტი, განეშა თუ ვინმე სხვა... ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ უბრალოდ არ გესმით. ახლავე ავხსნი თუ როგორ მესმის მე ეს: ღმერთს გააჩნია მრავალი ასპექტი და ფორმა, უპიროვნო ღმერთი შედგება მამრობითი ასპექტისგან და მდედრობითი ასპექტისგან, ესაა ადიბუდა სამანტაბჰადრა და ადიბუდა სამანტაბჰადრი. სამანტაბჰადრა ესაა იგივე პარამაშივა ან უმაღლესი ვიშნუ და საერთოდაც ნირგუნა ბრაჰმანი ანუ ღმერთი თვისებებისა და ატრიბუტების გარეშე როგორც უპიროვნო საწყისი ესაა ყველა ცოცხალი არსების უმაღლესი მე როგორც მამრობითი საწყისი და მამრობითი ასპექტი ღმერთისა. ნირგუნა ბრაჰმანი ვლინდება როგორც პიროვნული ტრიმურტი ანუ სამი იშვარა – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომელია თქვენთვის მთავარი თვითონ გადაწყვიტეთ, ისე კი სამივე თანასწორი და თანაბარია. მათ ჰყავთ მეუღლეეები ანუ მდედრობითი იპოსტასები. სამი დიადი ქალღმერთი: მაჰასარასვატი, მაჰალაკშმი და მაჰაკალი ესენია სამი ენერგია: სრიშტი შაკტი – ემანაციის ენერგია, სტხიტი შაკტი – დაცვის ენერგია და სამჰარა შაკტი – განადგურების ენერგია. სამი შაკტი ანუ სამი ქალღმერთი (ტრიდევი) ესენია უზენაესი შაკტის ანუ უპიროვნო ღმერთის მდედრობითი ასპექტის – პარამაშაკტის ემანაციები და პიროვნული ფორმები და სამივე თანასწორია. ყველა მდედრი ესაა ტრიდევის ავატარა, ხოლო ყველა მამრი ესაა ტრიმურტის ავატარა. ჩვენ ყველანი ღმერთის პიროვნული ფორმის მამრობითი და მდედრობითი ავატარები ვართ და ვფლობთ ბუდას პოტენციალს. არსებობენ სამი ტიპის ჯივები ანუ ცოცხალი არსებები: 1) შუდჰა ჯივა – მუდმივად განათებული და სუფთა 2) სანსარინ ჯივა – დაბნელებული და დაბინდული და 3) მუქტა ჯივა – განთავისუფლებული. ჯივა ესაა ბრაჰმანის ნაწილი და ჩნდება მაშინ როცა ბრაჰმანის მესამე თვისება "ანანდა" (ნეტარება) იბინდება და ბნელდება. მატერიალურ სამყაროში არსებობს მხოლოდ "სატ" ანუ ბრაჰმანის არსებობა, ხოლო დანარჩენი ორი თვისება "ჩიტ" (ცნობიერება) და "ანანდა" (ნეტარება) დაბინდულია და დეფორმირებული. ღმერთს აქვს სიბრძნე და მოქმედების უნარი. მატერიალური კოსმოსის წარმოშობა და განადგურება აიხსნება ღმერთის ენერგიით (შაკტი). არსებობს მრავალი გზა ღმერთისკენ მიმავალი, როგორც ცოდნის ისევე სიყვარულის და ა.შ. მატერიალური სამყარო აღვსილია ბრაჰმანით. მეტიც, მატერიალური სამყარო ღმერთის იდენტურია, ღმერთი არის თავად სამყარო. მატერიალური სამყარო არის არასწორად გაგებული ბრაჰმანი (ღმერთი). სინამდვილეში სივრცე, დრო, მატერია და ა.შ. არის ბრაჰმანის (ღმერთის) განუყოფელი ნაწილები და წარმოადგენენ ღმერთის არსის ნაწილებს. სინამდვილეში არსებობს მხოლოდ სუფთა ყოფიერება. ჩვენ დამახინჯებულად აღვიქვამთ სამყაროს. სამყარო ესაა რეალური და ნატიფი სულიერი ბრაჰმანი. ბრაჰმანისგან განცალკევებულად არაფერი არ არსებობს და ყველა და ყველაფერი არის ბრაჰმანი და ბრაჰმანში. არსებობს სამი შაკტი: პარაშაკტი, პარააპარაშაკტი და აპარაშაკტი ანუ სულიერი, საშუალო და ფიზიკური ენერგიები. არ აქვს მნიშვნელობა რას უწოდებთ უმაღლეს სულს მამრობით ასპექტში ან მდედრობით ასპექტში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. იშვარა შივა არის უპიროვნო შივას პიროვნული გამოვლინება, მაგრამ უმაღლესი შივა არის იმავდროულად უმაღლესი ვიშნუც. უზენაესი სული და უზენაესი ენერგია აერთიანებენ ყველა ცოცხალ არსებას, ყველაფერს რაც კი არსებობს.
×
×
  • შექმენი...