Jump to content
Planeta.Ge

PANZERKOPF

პლანეტელი
  • პოსტები

    70
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი PANZERKOPF

  1. დეგა ერთი რამ გამეგებინე, თუ პატივს დამდებ: შენი გაგებით, რითი განსხვავდება "მიშისტი არ ვარ მაგრამ"-ები არავისტებისგან? დიდი ეჭვი მაქვს, რომ თუ ადამიანს მიშა, მის მოქმედებები, პარტია და ა.შ. უპირობოდ არ ეზიზღება, შენთვის "მაგრამი"-ა. ორგანულად უნდა გეზიზღებოდეს ყველაფერი, რაც მას და იმ დროსთან კავშირდება, ამასთან ერთად, სხვა პოლიტიკურ პარტიასთან ნეიტრალურად უნდა იყო და "არავისტი" ხარ?
  2. მოკლედ: ამ ფორუმზე უნდა იყოს დაშვებული ისეთი რამ, რაც არ არის იმ ფორუმზე. მაგალითად: გინება(დროებით)., ოღონდ არა პირადად. აგრეთვე, შემოღებულიქნას მოდერირების განსხვავებული სტილი: დასჯა იყოს მხოლოდ 3 პატივცემული იუზერის ხმებზე დამოკიდებული. (ცხადია, ეგ იუზერები მაქსიმალურად ჩვენი აგენტურით უნდა იყონ დაკომლექტებულები). ყოფილ იქაური ახალგაზრდა ელიტის წარმომადგენლებს დაუნიშნოთ პრივილეგიები, "ჰონორარ მემბერის" მსგავსი. ვითომ არაფერი, მაგრამ ქართველებს გვიყვარს ტიტულები. გავხსნათ "უსათაურო". იქ დაშვებული იყოს სხვადასხვა ფოტოების დადება, მაქსიმალურად შეუზღუდავად (მაგრამ გარკვეულ ფარგლებში). იმ ფორუმზე კი დავიწყოთ პროვოკაციები თემაზე "დავხუროთ უსათაურო, ახალგაზრდობა ირყვნება, ქართველობას გვართმევენ და ა.შ." დავუნიშნოთ გადაბირებულ მოდერატორებს პატარა ხელფასი. შევარჩიოთ საქართველოში მცხოვრები სტუდენტები სოფლიდან (ნიუ-იორკელს შენი 100 ლარი არ სჭირდება). ხელფასის რაოდენობა უნდა იყოს პირადი. ჩვენ მოდერ-აგენტებს ამ ფორუმზე დავავალოთ "ხმის გაშვება" ვითომ და დიდი ხელფასების ქონაზე (მოღვაწეობის და პრივილეგიების მიხედვით). იქაურ 30 გადაცილებულ "კუხნის" ქალებს (განსაკუთრებულად შინაბერებს) შევთავაზოთ სილამაზის კონკურსები ამ ფორუმზე. მოგებულს - მაგ. რაიმე სუნამო, ყვავილები და ა.შ. ამ ფორუმის ახალგაზრდა აგენტებს დავავალოთ მაქსიმალური ყურადღების მიქცევა და "დითირამბების მღერა" ამ ქალების მისამართით. უნდა დავაიმედოვნოთ, რომ აქ გაიცნობენ ვინმეს (მათ შორის - ვირტუალურადაც). აგრეთვე, კარგი უცხო ენების მცოდნე აგენტებს მივცეთ დავალება და საკადრისი ლეგენდა: გაასაღონ თავი საშუალო ფენის უცხოელებად, რომლებსაც ქართული ენის სწავლა უნდათ. იქ კი მოვახდინოთ მსგავსი ქალების "დატროლვა" თემაზე "არავის სჭირდები", "მაყვალა" და ა.შ. გავხსნათ სპეციალური განყოფილება ჰომოსექსუალებისთვის. ნებისმიერ შეურაცხყოფაზე უნდა იყოს მომენტალური რეაგირება. აგენტებს დავავალოთ მაქსიმალურად უსაფრთხო და თბილი გარემოების შექმნა, რომ აქ თავი იგრძნონ დაცულად. მათ გინებაზე მივცეთ ბანები ჩვენი აგენტების ალტერნიკებზე, რათა დავანახოთ სისტემის ეფექტურობა. გავხსნათ სპეციალური განყოფილებები რუსულ, სომხურ, ოსურ და ა.შ. ენებზე. იმ ფორუმზე გავამძაფროდ ქსენოფობია და ნაციზმი. :eshmak:
  3. Saturn გასაგებია, მეც დაახლოვებით მასეთი შეხედულება მაქვს. მომიტევე არასწორი ინფორმაციისთვის შენი პარტიულობის შესახებ.
  4. Saturn Вас понял, но здесь ничего не сказано о желании ведения подрывной деятельности с целью уничтожения вышеуказанного форума и последующей перевербовки его элиты на этот форум.
  5. Saturn ვერ გავიგე, რა შუაშია ეგ? სიტყვა "ნაცი" თუ არ მოგეწონა, მომიტევე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი" ვთქვათ.
  6. წინასწარ ვამბობ: არაფერი პირადული, არანაირი პრეტენზიები, არც ბან-ვორნი-სხვა ჯანდაბა მაქვს მიღებული. უბრალოდ შეჯიბრება, დილიხორჩიკ. დასაწყისისთვის, საინტერესო იქნება მოსმენა, ვინ არის ამ ფორუმის პატრონი, რა "იდეები აწუხებს", რამდენად პრაგმატიულად მოაზროვნეა. ოღონდ სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. შემდეგ ვიფიქროთ, შესაძლებელია თუ არა ეგ იდეა და რა სახსრები სჭირდება მის განხორციელებას. თუ ეგ თემა საერთოდ არ გაინტერესებთ, ადმინისტრატორს ან მოდერატორს ვთხოვ გაანადგუროს.
  7. Saturn პირადად - არა, ზოგადად ყველა ნაცს მივწერე. რამდენადაც გავიგე, ნაცი ხარ შენც და საკადრისად, შენც გეხება. 4.აკრძალულია თანაფორუმელების მიმართ იარლიყების მიწებება (მიშისტი, ჟოპო, გაიშნიკი, მედროვე და ა.შ.)
  8. Precursor რატომ უნდა მეშინოდეს კაცო მე არასდროს ვყოფ ადამიანებს სოფლელებად, ქალაქელებად და სხვა სუბიექტური მაჩვენებლებით. საერთოდ არ ვსვამ. kvarkvare კი, ეგ ცალკე პრობლემაა და მეტწილად მშობლების ბრალია. Anima Libera აი ისევ: "ნებისმიერის". შენთვის - კი. მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ყველასთვის. ვინმე ჭიჭიკო ან პეტრე მასე თუ არ ფიქრობს, ეგ მისი უფლებაა. რა მინდოდა ! ცხადია, მაგრამ აქ თქმაზე და საუბრის კულტურაზე არ არის საუბარი.
  9. Precursor ან მე ვერ გაგიგე სწორად, ან გეშლება, ანუ - პირიქითაა. პრიმიტიულ და უხეშ მაგალითად, სოფელში რომ გამოვიდე და ვთქვა, ჰომოსექსუალები კარგი ხალხია და არ ვცემოთო - იტყვიან "შენი აზრია და გაქვს უფლება"? ან სადღეგრძელოს გარეშე რომ გადავკრა - არ იტყვიან რუსი ვანიასავით ხარო?
  10. Saturn იმ ფორუმზეც დაგიწერეთ ჩემი აზრი, აგერ ასლს დავდებ: 1) კადრები, კადრები და კიდევ ერთხელ: კადრები! რატომ აგყავდათ ვიღაც შაშაკოლები? ორი სიტყვის გადაბმა რომ არ იციან და მასხრად ასაგდებები ხდებოდნენ. გინდ ამ საცოდავ ფორუმზე შეხედეთ: ერთ ჭკვიან ქოცზე ათი ავტომოპასუხეა და ცხადია რომ ეგ ქოცი ასფალტსატკეპნივით გადაუვლის ზედ ათივეს! 2) იდეოლოგია შეიძლება გაანადგურო მხოლოდ სხვა იდეოლოგიით და არა ძალით! თქვენ შეეცადეთ იდეოლოგიის განადგურება და მიაღწიეთ გარკვეულ წარმატებას, მაგრამ მის მაგივრად დარჩა დიდი სიცარიელე, რომლის შევსება თქვენ ვერ მოახერხეთ! ამ სიცარიელეს შევსება ნაწილობრივ მოახერხეს სხვებმა და თქვენც ამიტომ წააგეთ. 3) "ინტელიგენცია" უნდა ან ფიზიკურად გაანადგურო, ან იყიდო! "ინტელიგენციისთვის" მთავარია პრივილეგიების ჰქონა. არ აქვს მნიშვნელობა, ვისგან და რა მეთოდით იქნება ის პრივილეგიები, მთავარია - იყოს. თქვენ ვერც ფიზიკურად გაანადგურეთ, ვერც პრივილეგიები მიეცით, მაგრამ მშვენივრად "ჩარეცხეთ", თან - საჯაროდ! "ინტელიგენციისთვის" კი ეს ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა, როცა სხვა, უბრალო ადამიანზე არამცთუ მაღლა კი არა, არამედ დაბლა დგას. თან - ტალახში ამოსვრილი. ეგ მათ არ გაპატიეს და ჩუმ-ჩუმად ამოგითხარეს ძირი. 4) როდესაც ვინმეს აძაგებ, ბრბო ამას აჰყვება და ისიც აგინებს. მაგრამ გარკვეულ საზღვრამდე! ამ საზღვრის მერე მიდის უკურეაქცია და ბრბო მას შეიცოდებს. ყველანაირად ეცდება, რომ დაფაროს და დაიცვას. იგივეა ქების დროსაც. რომ გადააჭარბო, ბრბოს ზიზღი ექნება მის მიმართ. ამიტომ მიიღეთ დღეს ის, რომ პატრიოტი დასაცინი სიტყვაა, ევროპა და აშშ ბრბოს ეზიზღება და რუსეთს კიდევ რომელ მხრიდან შეუძვრენ - არ იციან! 5) დემოკრატიის შენება საწყის ეტაპებზე ხდება დამოუკიდებელი სასამართლოთი და მაყუჩიანი პისტოლეტით. თქვენ კიდევ მიკერძოებული სასამართლო გამოგივიდათ და მქუხარე მაუზერი! რა ამბავი ატეხეთ გინდ იმ მიტინგის დაშლაზე, გინდ ციხეებში?! 6) ახლაც, იმის მაგივრად, რომ აღიაროთ შეცდომები, სასწრაფოთ შეცვალოთ კადრები, გადაიკითხოთ ბუმბერაზი კლასიკოსები - რას აკეთებთ?
  11. kvarkvare ეგ არის მენტალიტეტის და გაუნათლებლობის ბრალი. ადამიანს სხვა არაფრის შნო რომ არ აქვს, გინებაზე და შეურაცხყოფაზე გადადის. ვერ აგვიტანია განსხვავებული შეხედულება. აი "პაპაჩემმა" რაც თქვა ეგ არის მართალი და მორჩა, ვინც მასე არ ფიქრობს და მასეთი წესებით არ ცხოვრობს - ცუდი ადამიანია.
  12. Giorgi Kiskeidze არა. ეგ პეტერბურგშია თუ სტრელნაში? დეგა პეტერბურგში იმდენი "მამალი" ქუჩაა, რომ აგური კიდევ კარგად ჟღერს. თან ეგ ძველი დასახელება იქნება, ქარხანასთან დაკავშირებული. არის წითელი (მხ. კომუნისტი) მექსოვილეს ქუჩა, დამკვრელების (მხ. სოცშრომის დამკვრელი) ქუჩა. წითელი კურსანტის, ენთუზიასტების და ა.შ. 90-იანების დასაწყისსში ნელ-ნელა დაიწყეს მსგავსი ქუჩების სახელების შეცვლა ძველი, ნამდვილი სახელებით. მერე შეაჩერეს და ახლა დღევანდელი მთავრობის პირობებში ცხადია რომ ეგ კარგი ხანი შეჩერებული იქნება. ხოდა ახლა მარქსის ქუჩა აღარ არის და ენგელსის - დარჩა.
  13. Giorgi Kiskeidze ჯერ ერთი, ყველას ჰყავს ის მთავრობა, რომელსაც იმსახურებს. კრემლში უცხოპლანეტელები არ სხედან. რაც შეეხება კეთილმეზობლობას - შეიძლება. ამისთვის ტვინია საჭირო, თან ორივე მხრიდან. სამწუხაროდ, დეფიციტია იქაც და აქაც. არც ჩვენ, არც რუსეთმა არ იციან კეთილმეზობლობა. მათთვის კეთილმეზობლობა უპირობო ზეგავლენის სინონიმია და ჩვენთვის - გადაყოლის და შეტენვის. რა უბნელი იყავი? Siknadmo რუსები იყოფიან ორ კატეგორიად: 1) რუსი 2) ებრაელი
  14. მზისადარი მემგონი გასაგებად დავწერე, კონკრეტულად რა მიგაჩნია ბლა-ბლად, რატომ და რის საფუძველზე. რას ვეუბნები უაზროს?
  15. მზისადარი მე არ ვუარყოფ, შეიძლება ვარ. სასიამოვნო იქნებოდა მოსმენა, თუ კონკრეტულად რაში ვარ ბლაბლა. რას ვამბობ ისეთს, რაც მტვერის ტოლია. ცხადია ის მომენტები რომ გამოვრიცხოთ, როცა ვხუმრობ ან ვშაყირობ.
  16. kvarkvare შენ ან აბსოლუტურად ვერაფერი გაიგე ჩემი წერილიდან, ან "ვითომ სხვა რამე გაიგე". ბლა-ბლა "ფილოსოფია" პლიუს თავმაღლობა. დაჯექი, 2-იანი. შენი გენიალობა არავის ჭირდება. ღმერთო, რა შუაშია დასავლეთი-ჩრდილოეთი? მართლა ვერ გებულობ რაზე ვსაუბრობ? ისევ "ფილოსოფია" და თავმაღლობა.
  17. რა მინდოდა ! ბიძინას დავალებით შემოვედი.
  18. kvarkvare ჯერ ერთი, გამარჯობა შენ და ყველა ამ ფორუმის წევრებს. მე შემიძლია აგიხსნა მიზეზები ჩემი თვალსაზრისით, მაგრამ ეჭვი მაქვს "გულზე მოგხვდება". მეორე მხრივ, შენ ამბობ, რომ სიმართლე მიყვარსო და აბა შენ იცი. 1) შენ "ოცნებასთან" ცივი გონებით კი არ ხარ, არამედ ცხელი გულით. ეგ არის პირველი კატასტროფა. 2) პრიმიტიულად საუბრობ. სუფთა "კუხნის ქალივით". (სხვათაშორის, შენ საწინააღმდეგო ბანაკში გყავს მსგავსი კონკურენტი, ისიც იგივეა). 3) "დრეკადი" არ ხარ. კახელივით პირდაპირი, ანუ დიპლომატი ხარ 0-ი. დაახლოვებით დიდგორასნაირი. ეგ - მოკლედ. ღმერთია მორწმუნე, რომ შეურაცხყოფისთვის ან დასაცინად არ გეუბნები. არ ჩანხარ ცუდი ადამიანი და ამიტომ მთავარი რჩევაა, შეეშვი ისეთ ბინძურ და მყრალ საქმეს, როგორიცაა პოლიტიკა. ჯობია წიგნი გადაშალე, (ოღონდ სიყვარულის რომანები - არა). დიდი ეჭვი მაქვს, რომ მართლა ქალი ხარ და ჭკვიან და განათლებულ ქალზე მშვენიერი არაფერია ამ ქვეყნად. პოლიტიკაში მძრომიალე ქალი კი ბოდიში ამ სიტყვისთვის ღვერებიანი გოლდა მეირია.
×
×
  • შექმენი...