Jump to content
Planeta.Ge

PANZERKOPF

პლანეტელი
  • პოსტები

    70
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი PANZERKOPF

  1. აცხონოს ღმერთმა, ასეთი ქალები იშვიათად იბადებიან ამქვეყნად.
  2. ეს იმის მაგალითია, რომ იქ - არის. თუ რამდენად წარმატებითაა და როდის, ამის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება არ დამივალებია.
  3. მაშ ჩემთვის ერთ-ერთი სკანდინავიის ქვეყნიდანკონტრაბანდით ჩამოტანილი ბორჯომი - ჰალუცინაციაა? თუ გინდა თქვა იქ საკვები პროდუქტის კონტროლია ცუდი? ისე როდესმე ვინმეს რომ ეთქვა, შენს ცხოვრებაში ბორჯომს ძვირფასი კონიაკივით კონტრაბანდით ჩამოგიტანდნენო და სხვანაირად არ გეღირსებაო - გიჟად ჩავთვლიდი. ასეთია ცხოვრება, ვერასდროს გამოთვლი რა გელოდება წინ.
  4. ჯერ ერთი, რა შუაშია ამოწყვეტა. მე რაზე ვწერ და შენ რას იგებ. მე დავწერე, რომ დღეს ეგ დენ პობედი არის სპეციალურად გაფეტიშებული. აი დაახლოვებით ბიძინამ ჩოხა რომ ჩაიცვას და ამით მაგარქართველობა დაანახოს ხალხს. მეორე ის, რომ "მკუანა ბებრობა" წლოვანებით არ იზომება. ეგ არის ადამიანი, რომელიც წარსულით ცხოვრობს. როგორც ის ადამიანია დეგრადირებული, რომელსაც წარსული ავიწყდება ან არაფრად აგდებს, ისევე ის, ვინც წარსულით ცხოვრობს. ორივე ერთი ფეხი მარაზმია. ის ხომ არ დაგავიწყდა, რომ რუსების გარდა სხვა ხალხიც ომობდა? იმათი ხასიათი რატომ არ გაინტერესებს?
  5. დღეს რუსეთში ეგ დღესასწაული გადაქცეულია სუფთა "ფეტიშად" და მარაზმად. მიზეზი იმაშია, რომ ამხელა ქვეყანას არც თუ ისე პატარა ისტორიით, სხვა დღესასწაული ფაქტიურად არ აქვს. საკადრისად, ეგ მიდის პირველ ადგილზე. თან დღევანდელი ვითომპატრიოტიზმის ნიადაგზე, ლიუმპენის დაბოლებისთვის უკეთეს ფეტიშს ვერ იპოვი. მოკლედ: რუსეთის ისტორია იწყება 1917 წლიდან და მისი მთავარი აღორძინება კი - 2000 წლიდან დღემდე. ასეთია დღევანდელი პოლიტიკა, მანამ ლიუმპენების ნაწილი - მკუანა ბებრების სახით არ წავა იმ ქვეყანაზე.
  6. ჩვენი მთავარი სენია ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა. ან უნდა დედა დავახუროთ თავზე, ან უნდა შევუძვრეთ. არც ოქრუაშვილის ფრაზების მომხრე ვარ და არც ონიშენკოს ხალხის ხაჭაპურ-დოლ-ფანდურით მოხიბლვის. ჩვენთვის კარგი იქნება მხოლოდ ერთი რამ: ჩვენი პროდუქტი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, ანუ - ხარისხიანი. ონიშენკო არის სისტემის პატარა "ჭანჭიკი". რაც სისტემაა -ის ჭანჭიკია.
  7. ონიშენკოს ნამდვილად არ ვერჩოდი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში ნახევარზე მეტი საქონელი ყალბი ან მდაბიო ხარისხის არ ყოფილიყო. (ეგ ეხება ყველანაირ საქონელს, მათ შორის - საკვებს). ახლა კიდევ ისე გამოდის, ჭუჭყიანი წინდები და ნიფხავი აცვია ადამიანს და ზემოდან კი დაუთობული პერანგი შარვალ-კოსტუმით.
  8. გრძელი სასაუბროა. მოკლედ ჩემი აზრი შემდეგია: ისინი არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, პატარა გამონაკლისით, როგორიცაა მაგალითად გარკვეულ სამსახურზე მუშაობის შეზღუდვები. ეგენი არიან ფსიქოლოგიური გადახრის მქონე ადამიანები, რაც გარკვეულწილად ავადმყოფობაა. ("იმ" ფორუმზე ამდენ ხანში ჩემი ერთადერთი ვორნი სწორად ამ სიტყვებისთვის მივიღე). არანაირი, თუ ამ მათი ცხოვრებით არ უშლიან სხვის ცხოვრებას.
  9. ამას წინათ "იმ" ფორუმზე გავხსენი ეგ თემა, აქაც დავდებ, საინტერესო იქნება აზრების მოსმენა. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ერთი მხრივ, ვუყურებ ისტორიას და ვრწმუნდები, რომ საკმაოდ ვაჟკაცი და თავდადებული ხალხი ვიყავით. ამ ფურცლებსაც რომ თავი დავანებოთ, მოცემულ გარემოებაში, მოცემულ მეზობლებთან ყოფნაში სხვანაირად ვერც იქნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს არ ვიქნებოდით. ეგ იმათ მისამართით, ვინც ერს დასცინის და ეგ ისტორიები შეთითხნული ჰგონია. მეორე მხრივ, ვუყურებ "გრუზინს" და ბოლომდე ვერ გამიგია, ვინ ან რამ შეჰქმნა იგი. უფრო სწორად, ვინ და რა მეთოდებით გარდაქმნა ადამიანების ერთი ტიპი მეორე, თითქმის საპირისპირო ტიპად. ვინ შეგვაგნებინა, რომ ვართ ცხვრები, რომლებიც დათვს ბაბაიას უძახიან მაშინაც, როცა იმ დათვს კბილებიც კი არ აქვს და საერთოდ ფეხებზე ჰკიდიხარ. ვინ დაგვარწმუნა, რომ მოპარვა არის ვაჟკაცობა და სანტექნიკოსად მუშაობა - ლაჩრობა. ვინ დაგვიმტკიცა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ცხოვრება პარაზიტიზმის და სხვის მიერ გადაგდებული ძვლის გარეშე. სანამ ამ კომპლექსიდან არ გავნთავისუფლდებით, არანაირი წინსვლა არ იქნება. ისევ დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი ადგილია: თბილ ჭაობში.
  10. კი, სამწუხაროდ მასეა. აქაც გეთანხმები. მეორე მხრივ, მწარე სიმართლე ჯობია დაბოლებას და ზღაპარში ცხოვრებას.
  11. შენ ეტყობა ვერ გამიგე ტერმინოლოგიაში. მათ შორის ასეთი (ზემოთხსენებული) აზროვნების და მსოფლმხედველობის ხალხს ვეძახი "გრუზინებს".
  12. არაფრის ასლს არ გაგონებს? "მართლმადიდებელის" დაიკოა სიმონ! მარხვას იცავს ბოზ$#%ლი ვიყო! ---------------------- ყველაზე ცუდი ამაში ისაა, რომ მართლა ამ გზის ამომრჩევ ასკეტებს, ნამდვილად მორწმუნე და თავმდაბალ ხალხს ასეთი ანტიქრისტიანები და ანტიქართველი "გრუზინები" უფუჭებენ სახელს.
  13. კეთილი, იყოს მასე. ზოგი ქსენოფობია, ზოგი არახნოფობი, ზოგი კიდევ "გრუზინოფობი". გარდა ამისა, ისე წერ "ძველი თაობაო" ვითომ მე არ ვეკუთვნოდე იმ თაობას. მე არ გიცნობ და არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ რადგან ამას არ ასწავლი, ე.ი. საერთო ჯამში მინუს 1 გრუზინია შენში. სკოლამ - კი. მაგრამ მედიამ, "ევროპამ" და "რევოლუციამ" - ვერა, რადგან ჩემს დროსაც ოხრად იყო მასეთი ხალხი. რუსეთი ხომ ვითომ და მოგწონს? ხოდა იქ არასდროს ყოფილა მასეთი მიდგომა. (მე ზოგადად ნაძირლებზე კი არ ვამბობ, ეგენი ყოველთვის იქნებიან). სსრკ-ს დროს რუსეთში ბევრ რამეში გაცილებით ჯანმრთელი სიტუაცია და მიდგომა იყო, ვიდრე ჩვენთან. კამიკაძეები არ არიან, მაგის შნო არ აქვთ. ნამდვილ "კამიკაძეებს", ფანატიკოს და მსგავს ხალხს, პირიქით - პატივს ვცემ. მაშინაც, თუ მათი იდეები ჩემთვის მიუღებელია. ალბათ იმიტომ, რომ მცირენაწილობრივ მეც ვარ მასეთი. ეგენი კი სხვა კატეგორიის ხალხია. მათი მიზანია იპოვონ "მართალი ცხოვრების წესი", გარეგნულად ფანატიკურად დაიცვან იგი, ამით სხვა ადამიანზე მაღლა დააყენონ თავი და ყველანაირად ეძებონ სხვა ადამიანში ამ "ცხოვრების წესის" დარღვევის ფაქტები, რათა გადაუარონ და გააცამტვერონ იგი.
  14. არც ვბრაზობ და არც სოსო მქვია. "გრუზინმა" მამამ ასწავლა, რომ მეეზოვე არის მეასეხარისხოვანი ადამიანი, რადგან მას ეკონომიკური ან სამედიცინო არ აქვს დამთავრებული. ვიდეოს ბოლომდე არ ვუყურე, მაგრამ მგონი დასაწყისიდან გასაგებია რაც ხდება. მეორე კატეგორია ხშირად პირველზე ნაკლებად საშიშია და რაც მთავარია, უფრო გამოსწორებადია.
  15. ხო ძაან მოგწონს, კი. აქ კიდევ ლტოლვილი ხარ. მე მაგალითი მოგიყვანე უბრალოდ და შენი ფორუმთან ურთიერთობის გარჩევას ნამდვილად არ ვაპირებ. კიბატონო. "ქართველებისო" ისე ამბობ, ვითომ მე და შენ ზიმბაბვიელები ვიყოთ. მოწონება-არმოწონებაზე არ არის მარტო საქმე. მეც მიყვარს კაცო. ახლა ცოტა წამოიზრდება ე.წ. "ახალი ქართველების" თაობა, ღმერთმა ჰქნას საბოლოოდ დამარხავს ყანწის პატრიოტებს, ქალიშვილობის ინსტიტუტებს, ჯიპიან მამაოებს და სხვა ე.წ. "ძველ ქართველებს". ახლა რომ ვუყურებ ხოლმე ქართულ ჯარს, მის მსახურებს, მათ შორის გოგონებს - აი იმ მომენტში ჩემთვის საქართველოზე ძვირფასი არაფერია. შენს მიერ დადებულ ვიდეოზე ნაჩვენებ ახალგაზრდა გრუზინკებს კი იმედია ცხოვრება ჭკუას ასწავლის და ეჭვი მაქვს - მწარე მეთოდებით.
  16. მაგალითისთვის მოვიყვანე, შენ რამდენიმეჯერ თქვი, რომ ჩემთვის შუალედი ფაქტიურად არ არსებობოსო. პრიმიტიულ მაგალითს მოგიყვან: აი იმ ფორუმზე რატომ შეგძულდა ყოფნა და მე რატომ არ შემძულდა? მე ვერ გამიგია, რა ხდება იქ ისეთი, რომ არ გსიამოვნებს იქ ურთიერთობა. ცუდი კაცი ხარ? - არა. მახინჯი ხარ? - არა. უბრალოდ სხვადასხვა ფასეულობები გაქვთ, სხვადასხვა მსოფლმხედველობა, იქ ე.წ. "ახალი ქართველები" დომინირებენ და ა.შ. დაახლოვებით ეგ არის პასუხი შენს კითხვაზე. აგერ ნაწილობრივ აუხსენი ბ-ნ დეგას და ბოლომდე რომ გაიგო, მაშინ იმ დროს და ჩემნაირების ადგილზე უნდა იყო, რასაც მთელი გულით არ გისურვებდი. ასეთ პასუხს ველოდი ზუსტად.
  17. შენ ეტყობა ცხოვრობ შავ-თეთრ სამყაროში და ცოდვა ხარ. შენი ლოგიკით, ჩემი თავიც უნდა გეზიზღებოდეს მაშინ და რატომ მესაუბრები ვერ გავიგე. მეც შენი თავი უნდა მეზიზღებოდეს, რადგან შენნაირმა ხალხმა დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში ცხოვრება შემძულდა. ზემოთ ხომ მემგონი დავწერე რასაც ვგულისხმობ. თუ რაიმე სხვა გაქვს მხედველობაში? მამაშენს არ ვიცნობ და ამიტომ კონკრეტულად მის მისამართით არ მიიღო შემდეგი. საქმე იმაშია, რომ მეც მევასებოდა სსსრ და ამათაც, მაგრამ რადაც საკვირველი არ უნდა იყოს, ჩვენ აბსოლუტურად სხვადასხვა მსოფლმხედველობა გვაქვს. რატომ მევასებოდა? იმიტომ რომ ჩემი სამშობლო იყო. მასე ვარ დაბადებულ-გაზრდილი და წერტილი. ამათ რატომ ევასებათ აბა ჰკითხე? ოღონდ გულახდილად გიპასუხონ.
  18. გაგიკვირდება და მე პირადად კონსერვატორი ვარ, გარკვეულწილად - ალბათ რეტროგრადიც. განსხვავება იმაშია, რომ ობიექტური კონსერვატიზმის (თუ შეიძლება ასე დაერქვას) მომხრე ვარ და არა სუბიექტური. იაპონია არის სწორად ობიექტური კონსერვატიზმის მაგალითი, საქართველო კი - სუბიექტური. ამიტომაც იაპონია ამაყობს მანქანებით და ტელევიზორებით, საქართველო კი - ასი წლის მუხებით და გორგასალის ხმლის სიმძიმით. მეორე მხრივ, რამდენიმე წლის წინ ვიღაც მინისტრს მექრთამეობა დააბრალეს (არ მახსოვს ზუსტად დეტალები, მოძებნა შეიძლება) და მან სეპუკუ ჩაიდინა, ჩვენთან კი ასეთ შემთხვევაში "წითელი ხიდისკენ" გარბიან. ამაშია სწორედ პრობლემა. რაც ნაგავია, იმას ტრადიციებად ასაღებენ და მის მოსპობის მცდელობას კი - ერის ღალატად. სუფთა არასრულფასოვნობის კომპლექსია: აი კაცს რომ არაფერი აქვს საამაყო, დიდი ასოთი ამაყობდეს და შვილს უნერგავდეს: "მთავარია შენც დიდი გქონდეს".
  19. ხო, რავი, ჯერ სკლეროზი არ მჭირს საქართველოს პრეზიდენტი! როგორც უბნელს, ხმას გაძლევ! ხო არანაირი პრივილეგიები არ მინდა, არ გეგონოს რომ "პადხოდს" ვაკეთებ!
  20. პირდაპირ გეტყვი: შენთან რამდენჯერაც არ მქონია საუბარი, ან რაიმეს მიმაწერ ხოლმე, ან ვინმესთან მადარებ, ან სხვაში გეშლები. თუ შენ სპეციალურად აკეთებ, მაშინ ვერ გამიგია რა მიზნით. თუ უბრალოდ გულს იფხან, მაშინ მომიტევე და სხვასთან მოიფხანე, რადგან მე უკვე გადამწვარი ნერვები მაქვს და ეგ არ მოქმედებს ჩემზე. თუ უბრალოდ ვერ მიგებ და ამიტომ აკეთებ, მაშინ ასჯერ მკითხე ჯობია, ვიდრე არასწორად გამიგო. თან მგონი ჩინურად არ ვსაუბრობ და ქართული კიდე გესმის. არ ვარ მე არც ლიბერალი, არც ჭეშმარიტი პატრიოტი, არც რაიმე ქულები მჭირდება. არ მკიდია მე მილიონი ჩინელის ჩამოსახლება, მაგრამ მეორე მხრივ, ქსენოფობი არ ვარ. შენ კიდევ ალბათ იმ პასუხისა არ იყოს "ვისაც უპირობოდ არ ეზიზღება ნაციონალური მოძრაობა, ის მაგრამია და არა არავისტი", თვლი, რომ ჩინელები უნდა მეზიზღებოდეს და ზოგადად ნებისმიერი არაქართველი ქართულ მიწაზე. აქაც გეშლება დეგა, არ ვარ ახალი ქართველი. რაც მახსოვს, მასეთი ვარ და ვერც მაძღრობამ და ვერც შიმშილმა ვერ შემცვალა. ფორუმზეც კიდე ზუსტად ის ვარ, რაც ვარ. როგორ აგიხსნა კიდევ სხვანაირად აბა? უბრალოდ ამ შენს მიერ ე.წ. "ახალი ქართველების" მსოფლმხედველობა რაღაც ჭრილებში ალბათ ახლოა ჩემთან.
  21. ერთი შეხედვით, ჩვენ ისე გამოგვდის საუბარი, ვითომ შენ უპირობოდ ცდილობ აამაღლო ეგ ერი, მე კიდევ ორგანულად მეზიზღებიან. არაა მასე ბატონო. ჩემი მიზანია მხოლოდ ობიექტური შეფასება. აქვე ავღნიშნე ზემოთ, ჩვენების საპირისპირო ქცევა ისევე ვერ ამიტანია. მეზობლის დაქალის ქმარი რომ მოკვდება და 5 წელი შავებში დადიან. ან ვინმეს ხელი გაეკაწრება და არიქა ტრაგედიაა, სასწრაფოს გამოძახება და ინვალიდობის ცნობის მიცემა. მეორე მხრივ, იმასაც ვერ გავიგებ, როცა ქმართან 20 წელი ცხოვრობ, მოკვდება და მესამე-მეოთხე დღეს ვითომც არაფერი. (5 თვის წინანდელი ამმბავია, მეზობელს დაემთხვა). შვილმა კი არიქა მანქანა როგორ გადავაფორმოო დროზე. კიბატონო, ამიტომ მსგავსი ვიდეო არ არის სრული მაგალითი.
  22. პირადად ჩემი შეხედულებით, "ანტიქართული" ქმედება ნიშნავს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებას. "ანტიმართლმადიდებლური" კი არის სპეკულატიური ტერმინი, რომელიც მოგონილია "ჭეშმარიტმამულიშვილების" მიერ, რათა გაამყარონ ულტრაკონსერვატიზმი, "ვითომტრადიციები" და ა.შ., რაც უკვე წარმოადგენს ზემოთხსენებულ ანტიქართულ ქმედებას. ეგ მოკლედ და კონკრეტულად.
  23. Siknadmo დეგა საქმეც მაგაშია, რომ თქვენ ეს ცივი გონების და ნებისყოფის გამოვლენა გგონიათ. არაა მასე სამწუხაროდ. ზოგადად ამ ვიდეოთი ცხადია არ შეიძლება საუბარი მთელი ხალხის ფსიქოლოგიაზე, რადგან შოკია, კონტუზია და სხვა უბედურება, მაგრამ საერთო ჯამში - მასეა. რუსული გამოთქმაა: "Отмороженный", დაახლ. "ტვინგაყინული". როგორც ჩვენიანების ზოგადი ქცევა მიუღებელია ჩემთვის, ანუ პირიქით: პატარა რამეზე გაზვიადება, კივილი და "დიდუდიდუ", ისევე - ასეთი.
  24. რაც შენთვის საშინელებაა, ის მისთვის რიგითი ამბავია. არა იმიტომ, რომ მიჩვეულია ან გამოცდილი, არამედ მორალური ტკივილის ზღვარი უფრო მაღალი აქვს.
  25. პირადად არაფერს ვერჩი კაცო. მე ვერჩი იმ ხალხს, ვინც ნერგავს ასეთ ლოზუნგებს, როგორიცაა "ანტიმართლმადიდებლური", "ანტიქართული", "დასავლური" და მსგავსი. რას ნიშნავს ანტიმართლმადიდებლური? თუ ვინმე არ იზიარებს, არ ეთანხმება და აკრიტიკებს ამ მიმდევრობას, მას სრული უფლება აქვს ამისი და ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას სჩადის ან საერთოდ რამეთი ნაკლებია სხვაზე.
×
×
  • შექმენი...