Jump to content
Planeta.Ge

PANZERKOPF

პლანეტელი
  • პოსტები

    70
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი PANZERKOPF

  1. არა, პირიქით ლილიკო, შვებით ამოვისუნთქე, თორემ ხომ იცი, კეთილი ზრახვებით სად არის გზა მოფენილი. მოინდომებ რაიმე კარგის გაკეთებას და აქეთ დაგღუპავენ. ეხ, მეც იქ შორიახლოს ვთამაშობდი ბადმინტონს, თან ისეთ ლამაზ გოგონებთან, რომ სპეციალურად ვაგებდი ხოლმე. სადღაა ჩვენი ოქტომბრის რაიონი. ღამე მესიზმრება ხოლმე, ქუჩებში დავდივარ, სახლებს ვუყურებ. იიიიიი, რა პოლიტიკაზე ხართ გადასული ყველა! ერთხელ ვცხოვრობთ, ერთხელ!
  2. ჯერ ერთი, ნუ ბრაზობ. მე შენი დისერტაცია არ მჭირდება და არც ჩემის დადებას ვაპირებ მე მინდოდა საუბარი, გამოცდილების გაზიარება და არა იმის მტკიცება, ვინ უფრო მაგრად იცის რამე. სუბიექტურობას რაც შეეხება, სამწუხაროდ ეგ არის მცდარი მიმართულება ნებისმიერ საქმეში. მასე საქართველოს სურათებს რომ შევხედოთ, მერე "დათა თუთაშხია" წავიკითხოთ - საქართველოზე მაგარი ქვეყანა არ იარსებებს დედამიწაზე. სხვაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ პირადად ჩემთვის, ჭკვიან ქალზე მეტი პატივსაცემი ადამიანი არ არსებობს. ისევე როგორც ტუტუც ქალზე საზიზღარი, სულაც მზეთუნახავი რომ იყოს. კერძოდ ყვარყვარეს რაც შეეხება, მე გამოვუხატე მას ჩემი აზრი. არავითარი შაყირი და მით უმეტეს ცინიზმი არ მიკადრებია. მერე ზოგი იძახის, რომ სამართლიანობა გვინდაო.
  3. ამას თუ სერიოზულად წერ და არ შაყირობ, ძალიან ცუდი, რომ ვერ ჩამოგიყალიბებია. მე შენი პირადი აზრი და გამოცდილება მაინტერესებდა. სტალინის ან სხვის მიერ გამოთქმული აზრის ან რაიმე ლოზუნგის წაკითხვა რომ მინდოდეს, საკადრის წყაროებს მივმართავდი. ეგ კიდევ, რასაც შენ აკეთებ, იგივეა, ზოგიერთი რომ რუსეთის ხსენებაზე ვინმე გამომთვრალ მაწანწალას სურათებს დებს.
  4. ეგეც ანალოგიურად მიმაჩნია: "დასავლური ფასეულობები". არის უბრალოდ განვითარების დონე. ჩემთვის ნიშნავს შემდეგს: არსებობს დაწერილი კანონი (კონსტიტუცია, კოდექსები და ა.შ.) და დაუწერელი (ადათ-წესები, რელიგია და ა.შ.). ჩვენ შეგვიძლია ვაკრიტიკოთ ერთიც და მეორეც, ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ (და მოვითხოვოთ დაცვა) პირველი და არ ვართ ვალდებულები დავიცვათ (და მოვითხოვოთ დაცვა) მეორე. რაც უფრო ახლოსაა ჩვენს მხედველობასთან ეგ ალგორითმი, მით უფრო მეტად განვითარებულები ვართ. რას დაარქმევ ამას, "დასავლურს" თუ "სამხრეთულს" - არ აქვს მნიშვნელობა.
  5. გეტყვი გულახდილად: ეს სიტყვა რომ მესმის, ამის მთქმელი ბნელი ან დამონებული ადამიანი მგონია (გთხოვ საწყენად არ მიიღო). მე ვარ მორწმუნე (1) და ასევე - ქრისტიანი(2). ჩემი გაგებით ეგ ნიშნავს: 1) მჯერა ღმერთის არსებობისა. 2) ქრისტეს მსოფლმხედველობა, სიტყვა და საქმენი ჩემს მსოფლმხედველობასთან არის უფრო ახლო, ვიდრე მაგალითად იუდაიზმი ან მუსლიმანობა. ახლა კიდევ ამიხსენი რა არის "ანტიმართლმადიდებელი".
  6. სამწუხაროდ ვერ გავიგე რას ამბობ. სიყვარულზე არც დამიწერია. სიყვარული კი არა, მოდას არის მეტიწილი ხალხი აყოლებული და ეგ არის. აი ახლა (ზოგადად) ამერიკის ქების მოდა იყო და აქებდნენ, მერე (ზოგადად) რუსეთის ქების მოდაა - აქებენ და "უყვართ". გასაგებია, მეც მიყვარს, მაგრამ ზოგადად კი არა, კონკრეტულად: აი "ეს" ფილმი მიყვარს და "ის" - არა. რითი არის მომხიბვლელი, შეგიძლია ამიხსნა? ვერ გამიგია, თუ კულტურის ნაკლებობაა, სამართლებლივი მდომარეობა ცუდია, ხასიათი უხეში აქვთ, ის ასეთია, ეს ისეთია და რატომ გხიბლავს? მანამ მიპასუხებ, ისიც თქვი, საიდან და რა მეთოდებით გაქვს შესწავლილი ეგ ეთნოსი.
  7. იმიტომ, რომ ეგ "პრადვინუტობის" მანიშნებელია. გააჩნია მოდას: დღეს ამერიკელები უნდა გვიყვარდეს, ხვალ - რუსები, ზეგ - მოზამბიკელები. ქართველებს კიდე გვიყვარს "პრადვინუტობა", ოღონდ გარეგნულად და არა სინამდვილეში.
  8. წესრიგი ძალაუფლების გარეშე. არა. ჩვენ ტვინში არსებულ პროგრამის ხარვეზები თუ არ შევცვალეთ და შეცვალოს კი უნდა "ღმერთმა", ანუ აბსოლუტურად მიუკერძოებულმა უმაღლესი დონის ინჟინერმა. არა, რადგან საბოლოო ჯამში მაინც გარდაიქმნება "ჩვეულებრივ" წყობაში. აქვს რათქმაუნდა, მაგრამ ასეთ ღრმაფილოსოფიური თემის ტვინი არ გამაჩნია სამწუხაროდ
  9. 10 კაპიკიანი ღვეზელი და 20 კაპიკიანი ნაყინი. 70 კაპიკიანი "კოსმოსი" და ჩუმად მოწევა სადარბაზოში. ფირმა მოსაწევი ხომ ვაბშე გლიჯავდა. ახლა რა ყალბი ნაგავიცაა ის კი არ იყო, ერთს რომ გააბოლებდი, მთელ სადარბაზოში სურნელი იდგა. ვახ რა ქვეყანა დაგვინგრიეს... კიარადა რა კარგი იყო ახალგაზრდობა!
  10. უნდა გაიხსნას აუცილებლად. ოღონდ აბანო კი არ უნდა დაერქვას, არამედ - ბორდელი. იქ კიდევ ქვეგანყოფილებები: "სადომაზო", "ფისტინგი", "სვინგერობა", "ონანიზმი", "ქართული პოლიტიკა" და ა.შ.
  11. და ვისაც არ აქვს სიძულვილი, მათ მიმართ რა გეგმები გაქვს? აი ინტელიგენტი ქალი ხარ, სიმპატიური, სპორტსმენი, კომკავშირელი და რა სულ სიძულვილს ხედავ? შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას შენ ეძებ.
  12. რა ლესბიანკები, რი ლესბიანკები, ტროლაობ?
  13. ნებისმიერი აზრის მოსმენა შეგვიძლია და არავის ვქოლავთ. ყალბნიკიანობა სტრატეგიულ გეგმებს უშლის ხელს, მეტი არაფერი.
  14. სამართლიანობა არ არსებობდა, არ არსებობს და ვერ იარსებებს. არსებობს თამაშის წესები და მათი დაცვა.
  15. ამ ფორუმზე იმფორუმელების რეგისტრაცია უნდა იყოს მხოლოდ იმფორუმული ნიკებით. სხვანაირად არ არის საინტერესო და შორეულ გეგმებს აფუჭებს. ამიტომ, ადმინისტრაციამ მიხედოს ამ ამბავს. მაგალითად, ეგეც თუ იქაური SPLIYVI არ არის, გაუქმდეს ნიკი ნამდვილი SPLIYVI-ს შემოსვლამდე.
  16. გასაგებია ყველაფერი. არ ყოფილხარ შენ ის დიდგორა. ოფიციალურად, ფორუმის წესებით არ ხარ დასასჯელი, მაგრამ საბუთების გაყალბებისთვის - ხარ.
  17. მაგალითად დადე ამ ფორუმზე რაიმე პოსტი და მერე იქ დადე ზუსტად მასეთი სადმე უსათაუროში.
  18. Didgori-geo კიდევ ერთხელ შემოვდივარ წინადადებით: რაიმე მეთოდით დაამტკიცე რომ დიდგორა ხარ.
  19. მე პირადად არ შემიმჩნევია არალოგიკურობა მის საქციელებში. შენ იმ ფორუმის წევრიც ხარ?
  20. ხარონზე ვერაფერს ვიტყვი, არ გამომიკვლევია, მაგრამ ჯიმი ნორმალური ადამიანია. გადასაბირებელია აქეთ. ღმერთი ჰფაროდეს მას და ისრაელს.
  21. შენც დაუმტკიცე,რომ მართლა დიდგორა ხარ. მაგალითად, აქაც და იქაც ერთდროულად ერთნაირი პოსტი დაწერე.
  22. განძის საძებნელად განავალში ჩაყვინთვა არ არის ცოდვა. მიზანი ამართლებს საშუალებას. იმას (არ დავასახელებ) რომ უსმენთ, ამათმა რა დააშავეს? ესენიც საჭიროა. ახლაც თუ მინდა მანდ ვიქნები, არაფერი მიშლის ხელს. მოწყენილობაა უბრალოდ. შეძლებისდამაგვარ მოვაგვარე ეგ საკითხი და ახლა ნელ-ნელა შემოვლენ. კეთილი იყოს შენი ფეხი აქ!
  23. 42-ის ვარ და არ გეთანხმები. ეგ არის სუფთა დაბალი ღობის ძებნა. არაფერი სჯობია ქართველ ქალს. განსხვავება ისაა, რომ დიდი შრომაა საჭირო, ქართველი ქალებისგან "გარემი" შექმნა, მაგრამ სამაგიეროდ ისედი მქკ არის რომ ფარავს დანახარჯს. აი წარმოიდგინე, მძარცველი ხარ, მაგარ სეიფზე რომ წვალობ და შიგ ოქროს ზოდები დევს. შენი ტოლი რომ ვიყავი, ისეთ ორღიებს და კამასუტრებს ვაწყობდი თბილისსში, (თან 2 მეზობელი ქალი მყავდა), ისეთი ტახ-ტახი იყო, რომ ბრუნეის სულთანს შეშურდებოდა და კიდევ გერმანულ პორნოფილმების რეჟისორს. ამიტომ, რჩევა: მიხედე ქართველ გოგოებს. თან ახლა უფრო თანამედროვები არიან, ვიდრე "გრუზინიზაციის" დროს. მთელი გულით წარმატებებს გისურვებ!
  24. თუ ყველაფერი არის, მაშინ რატომ არის ამ ფორუმზე ცოტა ხალხი და ის კიდევ ცოცხალია? კუხნის ქალებს კიდევ უნდა მიჰხედოთ, მდედრიონი გამოსადეგი რამეა. რაის სტალინი, იქ ყველა ბინძურ შემოსავალზე ფიქრობს მარტო.
  25. დეგა გასაგებია, ეგ შენი აზრია და რაზე უნდა მოგკლა, მე არ ვეთანხმები უბრალოდ. ჩემთვის "მაგრამ" არის ადამიანი, რომელსაც ეშინია, ანტომიშისტურ მოდას აყოლებულია, ან უბრალოდ არ უნდა თქვას რომ არის და წინასწარ უკან დასახევ გზას აკეთებს. ამიტომ, სიმართლე გითხრა, არ მომწონს როცა ამ კატეგორიაში შევყავარ ვინმეს. "არავისტი" კიდევ არის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული შეხედულება ქვეყნის განვითარებაზე და საკადრისად, შეიძლება ეთანხმებოდეს ან არა ამა თუ იმ პარტიის ამა თუ იმ ნაბიჯებს. ანუ, გარკვეულწილად - "დერჟავნიკი".
×
×
  • შექმენი...