Jump to content
Planeta.Ge

lala

პლანეტელი
  • პოსტები

    77
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი lala

  1. ინტერვიუ აკაკი ასათიანთან ,, მმართველი პარტია საპარლამენტო რესპუბლიკისკენ იხრება და მხოლოდ ალასანიაა კოალიციაში წინააღმდეგი. პარლამეტსგარეთ დარჩენილებიდანაც ყველას ანალოგიური განწყობა აქვს, მარტო ნინო ბურჯანაძეა საპრეზიდენტო მმართველობის მომხრე. ხოლო გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ ახლა, ხალხის უმეტესობასაც ასეთი განწყობა აქვს. სხვათა შორის, არის ლოგიკა იმაშიც, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს საპრეზიდენტოსთან ერთად. ყველა შემთვევაში, ,,ნაციონალები“ რომ ნაკლებნი იქნებიან ახალ პარლამენტში ან საერთოდ ვერ შევლენ, ეს ფაქტია. კოალიციას რაც შეეხება, ისინიც დაიხვეწებიან!...ვაღიაროთ, რომ შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ვითარების განმუხტვა იქნება. არ ვარ ჩახედული კოალიციის საქმეებში, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბიძინა ივანიშვილიც აქეთ მიდის. ვფიქრობ, ცდა ახლა აუცილებელიც კია, რადგან წინანდელივით, შავ–თეთრი არჩევნები ნამდვილად აღარ იქნება.... მე, მაგალითად, ,,ოცნებას“ ვგულშემატკივრობ, რადგან ამ ძალამაც მარცხით რომ დაასრულოს, რბილად რომ ვთქვათ, ქვეყანაში კატასტროფა მოხდება. პარლამეტსგარეთ მესამე პოლიტიკური ცენტრი კი არ უნდა ჩამოყალიბდეს, რაღაც საკითხებზე უნდა დავიწყოთ საუბარი. ეს თემებია– საარჩევნი კოდექსი, ქვეყნის მოწყობა, საგარეო კურსი. ჩვენ არ გვაქვს ,,ნაცებივით“ აჩემებული, ნატო ვართო, ან ,,ოცნებასავით“ გაურკვევლად ვართ – ყველაფერი ვართო, ემანდ, რუსეთისკენ გახედვა არ დაგვაბრალონო. მე ვიყავი და ვრჩები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების თავგამოდებულ მომხრედ, ოღონდ ნორმალიზება ნორმალიზებას უნდა ნიშნავდეს, ამიტომ, როგორც ივანიშვილმა თქვა, მართლა რეალობაში უნდა დავბრუნდეთ. როგორც ჩანს, ,,ნაციონალურმა“ მოძრაობამ კიდევ ვერ გაიგო, რა მოხდა მის თავს ოქტომბერში...“ (,,ვერსია“N16(772); ავტორი: ნინო კომახიძე)
  2. ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჩემი საქართველოს“ ლიდერ ელისო კილაძესთან ,,დღესაც გელა ბეჟუაშვილია საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი...მას გაურთულდა ერთხანს ურთიერთობა წინა ხელისუფლებასთან და სასაწავლებლადაც იყო ამერიკაში, მაგრამ ახლა მოვიკითხე და გელა ბეჟუაშვილი ჩვეულებრივად დადის სამსახურში!...თუ რას ზვერავს ბეჟუაშვილი, მიდი და გაარკვიე ახლა...საინტერესოა, გელა ბეჟუაშვილი ,,ოცნებას“ ზვერავს და მეორე მხარეს აწვდის ინფორმაციას თუ რას შვრება? საგარეო დაზვერვა არის ერთ–ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი რგოლი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში და შეიძლება, რომ საგარეო დაზვერვის შეფი იყოს სააკაშვილის ყურმოჭრილი მონა, ხოლო კონტრდაზვერვა მოქმედ ხელისუფლებას ექვემდებარებოდეს?“ (,,კვირის ქრონიკა“N6(580); ავტორი: დიტო ჩუბინიძე)
×
×
  • შექმენი...