Jump to content
Planeta.Ge

lala

პლანეტელი
  • პოსტები

    77
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი lala

  1. ბატონო მინისტრო! ცნობილია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის დედის, ქალბატონ გიული ალასანიას პატრონაჟით ესპანეთში ე.წ. სათვისტომო დაარსდა, რომელიც, როგორც გაირკვა, მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, თუმცა ქალბატონი გიული ბიუჯეტის ხარჯზე ლობირებს ამ და სხვა მარიონეტულ და ვირტუალურ სათვისტომოებს, სადაც მისი მეგობრები, ე.წ. ნდობით აღჭურვილი პირები არიან ხელმძღვანელებად დანიშნულნი. როგორი იქნება მსგავსი სათვისტომოების მომავალი?
  2. ბატონო პაატა, რა მოლოდინი გაქვთ პუტინის და ანქვაბის 12 მარტის შეხვედრიდან?
  3. ბატონო პაატა! როგორ შეაფასებდით თქვენი მინისტრობის 101 დღეს. რისი გაკეთება შეძელით და რა გინდოდათ და ვერ გააკეთეთ (თუ არ ვცდები, თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციაც გქონდათ ამავე თემებზე მომუშავე. ახლა მეტი შესაძლებლობები გექნებათ)
  4. ბატონო პაატა! ე. წ. სახალხო დიპლომატია დროში გაწელილი პროცესია, თუ უბრალოდ, არ მუშაობს? ჯერ–ჯერობით შედეგი არ ჩანს...
  5. ატონო პაატა! რა მდგომარეობაა აფხაზეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის საკითხზე და თვლით თუ არა რომ გარკვეულ რისკებს შეიცავს? ბატონო პაატა! თქვენ აქტიურად მონაწილეობდით აფხაზეთიდან ჩვენი დაღუპული მეომრების გადმოსვენების და ტყვეთა გაცვლის პროცესებში. დასრულდა ეს ყველაფერი,თუ კიდევ დაგვრჩა მიცვალებულები და ქართველები დრანდის ციხეში?
  6. ინტერვიუ მოძრაობა ,,ეროვნულების" ლიდერ სანდრო ბრეგაძესთან ,,ჩემი ინფორმაციით, 1-ლი ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილს რამდენჯერმე აქვს გამოცხადებული თავის გარემოცვაში, რომ ის გადადგება, მას უნდა შეეშვას პოლიტიკას და ყველაფერს თავი მიანებოს!...მიშას იმდენი ფული აქვს, რომ, ალბათ, სადმე კურორტზე უნდა წასვლა, სადაც თავის გარემოცვას ხელიდან დაუსხლტება და დაემალება, მაგრამ სააკაშვილი თავისი გარემოცვის ტყვეა!...მან შეიძლება საერთაშორისო საზოგადოებისგან მიიღოს იმუნიტეტი, რათა არ აღმოჩნდეს გისოსებსმიღმა, რასაც ვერ ვიტყვით მერაბიშვილის, ადეიშვილის, ბოკერიას, უგულავასა და სხვა დამნაშავეებზე. აქედან გამომდინარე, ეს ხალხი ყველანაირად ცდილობს, მიშასთან ახლოს იყოს, რათა სააკაშვილი ხელიდან არ დაუსხლტეთ და მარტონი არ დარჩნენ!..ეს ადამიანები აშანტაჟებენ კიდეც სააკაშვილს და ეუბნებიან,- შენ ან ბოლომდე იბრძოლებ, ან ჩვენ მოვაღებთ პირს და ყველაფერს ვიტყვით, რომ სუყველაფერი შენი ბრძანებით კეთდებოდაო!... გარემოცვას შესაძლოა ძალიანაც აძლევდეს ხელს სააკაშვილის თავიდან მოშორება, მაგრამ ამ ეტაპზე მიშა მაგათთვის არის ფარი და მაგარი ,,ქოლგა"!...ვიდრე მიშას პრეზიდენტი ჰქვია, ,,ნაცმოძრაობისათვის" ძალიან ადვილია ელჩებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობა, მაგრამ მიშა არის ჩიხში,- არ იცის რა გააკეთოს!...დღეს მე პირველად დავინახე, რომ ბატონი ბიძინა მიხეილ სააკაშვილს აღიქვამს არასერიოზულ ადამიანად!...რაც შეეხებათ ,,ნაციონალებს", ბუნებრივია, მათში არიან ადამიანები, რომლებიც არ მოინდომებენ, საფლავში ჩაყვნენ ახალაიებს, ადეიშვილსა და მერაბიშვილს, რომლებსაც უსასტიკესი დანაშაული აქვთ ჩადენილი...ამდენად, მე ,,ნაციონალებში" დაპირისპირების გაღრმავებას ველოდები და სავარაუდოდ, შემოდგომისთვის ,,ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია, აღარ იარსებებს!...მე, მაგალითად, იმის მომხრე ვიქნები, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, სადაც, დამერწმუნეთ, ,,ნაციონალური მოძრაობა" ხუთპროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს და აღმოჩნდება პარლამენტსმიღმა!... (,,ალია"N16(2770); ავტორი: დიტო ჩუბინიძე)
  7. ინტერვიუ საარჩევნო ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ კახა კახიშვილთან ,,მე არ ვურჩევ ახალ მთავრობას, რომ გაჰყვეს პოლიტიკური ამნისტიის გზას, რადგან ის გაბრაზება, რაც განპირობებულია 9 – წლიანი ხისტი მმართველობის გამო, გადავა ახალ ხელისუფლებაზე, თუკი ეს ამნისტია იქნება შეთანხმებული. სააკაშვილი ამ ვაჭრობით ცდილობს, რომ თავისი ერთი ბერკეტის დათმობით ახალ ხელისუფლებას ძალიან ბევრი რამ დაათმობინოს, მათ შორის იცით, რომ სააკაშვილის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ექნებათ სამართალდამცავებს და ამიტომაც ახლა იმუშავებს იმ თემებზე, რომ რეალურად მას არავინ შეეხოს. ფინანსური წყაროები, რომელიც მას აქვს, მის გარემოცვას, ხელშეუხებელი დარჩეს, იქ არის მთელი ბიზნესგადანაწილება და მარტივად არ არის მხოლოდ პოლიტიკურ პრობლემატიკაზე საუბარი. ჩემთვის ერთი რამ არის გაურკვეველი,– თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის უმრავლესობას რეალურად აქვს 100 ხმა, რა საჭიროა ეს უშედეგო შეხვედრები და სხვადასხვა თემებზე ვაჭრობა. ახალი მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს სტაბილურობის შენარჩუნება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომლის შემდეგაც აუცილებლად დღის წესრიგში უნდა დადგეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიული მოთხოვნა იყო ივანიშვილის მხრიდან, ეთქვა თანხმობა ან უარი კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, საბოლოო პასუხი სააკაშვილისგან მაინც არ არის, სააკაშვილი აცხადებს, რომ არ გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ ბერკეტს, მაგრამ ამავდროულად, არ ადასტურებს, რომ მისი საპარლამენტო შემადგენლობა მხარს დაუჭერს კონსტიტუციურ ცვლილებებს. საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაგვარკვიონ, რა მოხდა ივანიშვილის ბოლო შეთავაზებასთან დაკავშირებით, იყო თუ არა რეალურად პასუხი გაცემული დადებითი ან უარყოფითი პრეზიდენტის მხრიდან და თუ პასუხი არ იყო კონკრეტული, რას აპირებს პრემიერი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამის შესახებ". (,,ალია"N16(2770); ავტორი:ნინო სამხარაძე)
  8. ბატონო კახა! შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი სოფელ შინდისის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტის ირმა პაპუნაშვილის გათავისუფლების ფაქტზე საუბრობს და თქვენს გვარს ახსენებს. მისი თქმით, კადრებში ჩანს, რომ თქვენ პაპუნაშვილს ,,უკანასკნელ ხმაზე" უყვირით. პაპუნაშვილი 9 ივლისს გამოვლენილი ეთიკური ნორმების დარღვევის გამო სამსახურიდან გაანთავისუფლეს. თუ გახსოვთ მსგავსი შემთხვევა, ეს ეტყობა ,,ქვების სროლის" პერიოდს უკავშირდება...
  9. ..სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რეორგანიზაციის მიზნით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის დაცვა 350 ადამიანით, ბიუჯეტი კი 7 მილიომ ლარზე მეტით განისაზღვრა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში უნდა ყოფილიყო მისი პირადი, მეუღლის, შვილებისა და დამატებით მიხეილ სააკაშვილის დედის უსაფრთხოების დაცვა; რეზიდენციების სრული დაცვა; დაჯავშნული VIP მანქანები; ესკორტის 2 ეკიპაჟი სრული შემადგენლობით; 4 ექიმი; ოპერატიული და ოპერატიულ–ტექნიკური სამსახური; სვლა–გეზის სამსახური, ადმინისტრაცია და სხვა სამსახურები. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს, პირადი დაცვის გარდა, შსს, თავდაცვის, დაზვერვის, სპეცტექნიკის და ქალაქებში კეთილმოწყობის სამსახურები მოემსახურება...საქართველოს დაცვის სპეციალური სამსახურის შემადგენლობა 2850 თანამშრომლით, ბიუჯეტი კი 42 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრება. ამ ფონზე, პრეზიდენტის მხარემ, კომისიის სხდომაზე, აღნიშნული სამსახურიდან 1000 თანამშრომელი და 20 მილიონი ლარი მოითხოვა. და ეს მაშინ, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, კერძოდ, სააკაშვილის მეგობარ ესტონეთში პრეზიდენტის პირადი დაცვის სამსახური 57 ადამიანისგან შედგება, ლიტვასა და ლატვიაში დაცვის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა 300–ს არ აღემატება. ჩვენთვის სამაგალითო ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში – ბელგიაში, დანიასა და შვედეთში ქვეყნის პირველი პირების სპეციალური დაცვის თანამშრომელთა რაოდენობა 150–ზე ნაკლებია. საინტერესოა, რა ასეთი საგანძურია მიხეილ სააკაშვილი 1000–კაციანი დაცვა და 20 მილიონი რომ სჭირდება? ამის არგუმენტად დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტების დიდი რაოდენობა, გაზრდილი რისკები და მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი აგრესია დაასახელა ანუ ბატონმა ჯანაშიამ ბიუჯეტში ხალხის მიერ გადახდილი ფულით მოსახლეობისგან პრეზიდენტის 20–მილიონიანი დაცვა ითხოვა. ჯანაშიამ ასევე მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებისას, გზის სავალი ნაწილების გადაკეტვაც....სხვათა შორის, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, თბილისში 3–4 ავტომანქანით გადაადგილდება, რეგიონებში კი ამ რაოდენობას 1 მანქანა ემატება იმ დროს, როდესაც პრეზიდენტის განკარგულებაშია 10–12 მანქანა. ბიძინა ივანიშვილის გადაადგილებისას არ იკეტება ქუჩები, პრემიერი ითხოვს მხოლოდ საგზაო წესების დაცვას – ამ მონაცემების გაცნობის შემდეგ, ალბათ, გასაგებია რატომ გახდა რეორგანიზაცია სახელმწიფო დაცვის სამსახურში სკანდალის მიზეზი და რატომ გაიბუტა პრეზიდენტი სააკაშვილი". (,,ვერსია"N22(778); ავტორი:ანა დადიანი)
  10. ადვოკატ ლალი აფციაურის კომენტარი: ,,– პირველი შეცდომა: უგულავა 48 საათით მაინც უნდა დაეკავებინათ! მეორე შეცდომა– გირაოს ნაცვლად მისი დაპატიმრება უნდა მოეთხოვათ! მესამე შეცდომა – გორაოს სახით კონკრეტულად 1 მილიონი არ უნდა მოეთხოვათ! მეოთხე შეცდომა – უგულავასა და კეზერაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხი ერთად არ უნდა მოეთხოვათ! არ ვიცი, რამდენად ზუსტი ინფორმაციაა...მაგრამ ერთი მოსამართლის თანაშემწემ მომაწოდა ინფორმაცია, რომ სასამართლომდე ერთი დღით ადრე უგულავა თავად შეხვედრია სასამართლოს თავმჯდომარეს...როგორც მოსამართლის თანაშემწე ამბობს, ბევრი მოსამართლე ლაპარაკობდა, რომ უგულავას მიმართ გადაწყვეტილება პროცესამდე კარგა ხნით ადრე იყო დაწერილი და გამზადებული..." (,,ალია"N13(2767); ავტორი:დარეჯამ მეფარიშვილი)
  11. ძალიან მომეწონა...გულიც მომეწურა,მეტკინა...(კარგია, ე.ი. მაქვს...) <3
  12. ,,ნაციონალები" მინიმუმ 80 000 მომხრეს გამოიყვანენ 19 აპრილს იმ მოედანზე, სადაც მიშა, ვანო, გიგი, ბაჩო და ამ მანიაკთა ჯგუფი სისხლის გუბეებს აყენებდა წლების მანძილზე. კულუარული ინფორმაციით, სააკაშვილი, სავარაუდოდ, 19 აპრილს მთავრობას დაითხოვს, სქემა კი ასეთია: რუსთაველზე შეკრებილ ხალხს არ დაშლიან და თუ პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მათ დაუპირისპირებს ხალხს, მოწოდებებით, მოხდება სამოქალაქო დაპირისპირება, 8 თებერვალი კი ერთგვარი ტესტი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება 19 აპრილს მოვლენები განვითარდეს. თუმცა ამჯერად ფინალი უფრო მძიმე იქნება. შესაძლოა ხალხის შეტაკებას სისხლისღვრაც მოჰყვეს. მიზანი კი ერთია – საბოლოოდ არეულობა ივანიშვილს დაბრალდება, ამასობაში ივანიშვილი უკვე მოხსნილი პრემიერი იქნება და მას დაადანაშაულებენ კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობაში. აი, ესაა სქემა, რომელსაც ამბობენ, რომ სააკაშვილი ივანიშვილს შეუსრულებს....ჩვენი ინფორმაციით, ის არ შეეხება პარლამენტს, რომელზეც უნდა გავიდეს ახალი მთავრობის საკითხი. სააკაშვილისა და მისი ,,გებელსების" გეგმის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილების შემდეგ, სააკაშვილი დაელაპარაკება დავით უსუფაშვილს და ეტყვის,– გინდა ივანიშვილს მიგაყოლო?!. მაშინ ჭკვიანად მოიქეცი, არჩეული უმრავლესობა ხართ, მე არ დაგითხოვთ, იყავით 4 წელი. გაჩუმდება უსუფაშვილი? გაჩუმდება ალასანიაც! ამ უკანასკნელს შესთავაზებს პრეზიდენტობას, ეტყვის,– იყარე კენჭი და გაძლევ გარანტიას, რომ პრობლემა არ შეგექმნება. რეალურად, უმრავლესობაში მხოლოდ ორი თავია გასაჩერებელი, უსუფაშვილი და ალასანია, ბიძინა ივანიშვილისგან ისინი მეტ პრივილეგიას ვეღარ მიიღებენ, რაც მისაღები იყო, უკვე მიიღეს და დღეს, მათთვის ბიძინა ივანიშვილი უკვე საფრთხეა! ამიტომ, სააკაშვილი, სავარაუდოდ, მათ დაიყოლიებს. რაც შეეხება ხალხს, რეაქცია, რა თქმა უნდა, იქნება მძიმე და აგრესიული, მაგრამ ვის აინტერესებს ხალხის რეაქცია?!...დღეს, სააკაშვილის მთავარი ამოცანაა, მოგუდოს მთავარი მოწინააღმდეგე – ბიძინა ივანიშვილი, მისი ბოლო საპრეზიდენტო აკორდი ძალიან მძიმე იქნება, ,,ნაცშპანა" ცდება, როცა ივანიშვილს ,,პროვინციელ დიქტატორს" ეძახის, ივანიშვილი ის ,,ანაკონდაა", რომელიც მიშას კისერზე შემოეხვევა და საბოლოოდ დააღრჩობს! თუმცა ერთი რამ ფაქტია, ორი დაჯგუფება ნელ–ნელა უახლოვდება ერთმანეთს დიდი შეჯახებისთვის. გაზაფხულზე პოლიტიკური აფეთქება გარდაუვალია!" (,,კვირის ქრონიკა"N8(582); ავტორი: ნინო სამხარაძე)
  13. ,,თუ არც ერთ ,,ნაციონალს" არ დაიჭერენ, მაშინ მე დამიჭირონ მეორედ!" – ინტერვიუ კობა ნარჩემაშვილთან ,,– მე მაინც ვერ ვხვდები, რა პრობლემაა თუნდაც ამ ცვლილებების ჩაგდება? ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ სააკაშვილის რეიტინგი 6%–ია და თუ ამ ავანტიურაზე მიდის სააკაშვილი, დაითხოვოს მაშინ მთავრობა და დაშალოს პარლამენტი. წავიდეს ამ პოლიტიკურ ხარაკირზე! რა არის აქ სავაჭრო და განსახილველი, საერთოდ ვერ ვხვდები! ამ ცვლილებებს რას ეჭიდავებიან, ეს ჟესტია დასავლეთთან მიმართებაში? ამით რას ამბობენ, ,,კოჰაბიტაციურები ვართო"? მე ეს არ მომწონს! არ მომწონს, მკვლელები, სახელმწიფო ხაზინის ქურდები და ფინანსური ოლიგარქები დღეს საქართველოს მოსახლეობას ჭკუას ასწავლიან! ისეთი აზრი მრჩება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ნაციონალური მოძრაობა პიარ–ომს ისევ იგებს. მეტიც, ბოლო ერთი თვეა, სწორედ ნაციონალური მოძრაობა უკვეთავს პოლიტიკას, პოლიტიკურ თემებს ის აგდებს. თავიდანვე არასწორი იყო მათ მოედანზე შესვლა, რადგან იქ უკვე მათი წესებით უნდა ითამაშო – ,,ნაციონალებს" უკადრებლის კადრებაში არ უნდა შეეჯიბრო, ამაში ვერ აჯობებ! საერთოდ, პოლიტიკური ამნისტიის საკითხი არც უნდა დასმულიყო. დღეს კი უკვე ეს საკითხი დაისვა, ხვალ; ხალხი ამაზე ფიქრს დაიწყებს, ზეგ არც ისე მიუღებლად მოგვეჩვენება და ეგაა". (,,ვერსია"N20(776); ავტორი:ნინო კომახიძე)
  14. რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ ევროპასთან და ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის აქამდე არსებული მეთოდები და რა არის შესაცვლელი.
  15. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" 19 აპრილს მიტინგი დააანონსა ევროპისკენ მისწრაფების დასაფიქსირებლად, თუმცა გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი ,,პატრიოტების შეკრების" საფარქვეშ სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებას გეგმავენ. არის თუ არა ახალი ხელისუფლება მზად მსგავსი პროვოკაციების აღსაკვეთად?
  16. ჩვენ მოწმენი ვართ პრეზიდენტის და ,,ნაცელიტის" მავნეობის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებების ევროპულ სტრუქტურებში. ჩნდება ეჭვი, რომ ახალი ხელისუფლება ვერ მუშაობს. იქნებ გვითხრათ, რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებთ მსგავსი ,,უმსგავსობების" აღსაკვეთად.
  17. ბატონო ალექსი! საპარლამენტო უმცირესობა კონსტიტუციაში ითხოვს ქვეყნის საგარეო კურსის დაფიქსირებას. რეალურია თუ არა მათი შიში ვექტორის ჩრდილოეთით გადახრასთან დაკავშირებით და ზოგადად, რას ფიქრობთ ,,ნაციონალების" ამ ინიციატივაზე.
  18. ბატონო ალექსი, როგორ ფიქრობთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ნატოს კარებთან ლოდინის რეჟიმში?
  19. როგორ შეაფასებთ საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო ოპერაციებში. მაგალითად, ავღანეთის მისიაში, საიდანაც ჯარები თითქმის ყველა ქვეყანას გამოყავს, საქართველო კი კონტინგენტს ზრდის (არც 19 დაღუპული ქართველი ჯარისკაცი დავივიწყოთ)...
  20. სააკაშვილისა და მისი ,,ბანდის" მანგლისის სასტუმროში ,,გულაობის" სკანდალური ფაქტები ,,ცხინვალის მიდამოებში ჯერ ისევ იხრწნებიან ქართველი მებრძოლების ცხედრები, ცხინვალისა და ვლადიკავკაზის ციხეებში ჯერაც აწამებენ ქართველ ვაჟკაცებს, რუსის ჯარი ჯერაც ჩექმით თელავს შიდა ქართლსა და სამეგრელოს...ჰოდა, ამ დროს, ამ ვაიპრეზიდენტს ვნებების დაოკება მოუნდა და მანგლისს მიაშურა. მესტუმრეთუხუცესობა დათო ბეჟუაშვილმა ითავა, რაკიღა უფროსი ძმა, გელა უცხოეთში იმყოფებოდა მივლინებით. მხოლოდ ერთი დღე და ღამე გაძლო შერცხვენილმა მთავარსარდალმა თანმხლებ ქალბატონთან ერთად. მერე, ეტყობა, თავისი ,,ნაცშპანა" მოენატრა და ამორეკა თბილისიდან–დავით კეზერაშვილი, პალიკო და კოტე კუბლაშვილები, ვანო მერაბიშვილი, დათა და ბაჩანა ახალაიები, სოსო თოფურიძე, ამირან მესხელი, შალვა ჯანაშვილი, ნიკა გილაური, კობა ხაბაზი, გია ბარამიძე, ეკა ხერხეულიძე, ალანა გაგლოევა, კობა ნაყოფია, გიგი უგულავა, ლადო ვარძელაშვილი, ერეკლე კოდუა...ეს მცირე ჩამონათვალია იმ ,,ნაცებისა", რომელთაც საკუთარი სურვილითა და პრეზიდენტის ნებით, ჯერაც საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ორდღიანი ღრეობა მოაწყვეს მანგლისში. ხალხს რომ ეგონა, ესენი საქვეყნო საქმითა და ქვეყნიდან რუსეთის ჯარების გაყვანით იყვნენ დაკავებულნი, დიდი ,,ტანცი–მანცი" ჰქონდათ გამართული სასტუმროში, ღამით ილხენდნენ, დღე კი ზოგი ბილიარდს, ზოგი–ჩოგბურთს და ზოგიც ბოულინგს თამაშობდა ,,პახმელიაზე". აი, ასე იცავდა ,,ნაცელიტა" სამშობლოს. ვინც უცხოეთში გაასწრო, იმათ ხომ სულ ცალ ფეხზე ეკიდათ ხალხიცა და ქვეყანაც, ვინც აქ დარჩა– იმათ ორივე დაიკიდეს ფეხებზე!" (,,კვირის ქრონიკა"N7(581);ავტორი:ხათუნა ელბაქიძე)
  21. დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ივლიანე ხაინდრავამ ,,რესპუბლიკური" პარტია დატოვა, თავად პარტიაში კატეგორიულად უარყოფენ და იმაზე ფიქრობენ, რა გახდა მსგავსი ჭორის გავრცელების მიზეზი. როგორც ,,პლანეტა.გე"–ს ,,რესპუბლიკური" პარტიიდან აცნობეს, ბატონი ივლიანე ,,ამ წუთებშიც ოფისში იმყოფება და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს ხვდება" , ხოლო რატომ არ ჩანდა ივლიანე ხაინდრავა პოლიტიკურ ავანსცენაზე, ამ კითხვაზე პარტიაში აცხადებენ, რომ ,,ის სწორედ ახლა აპირებს პოლიტიკურად გააქტიურებას". თავად ბატონი ივლიანე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
  22. ,,კოაბიტაცია დასავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც შემდგარა. ეს გრძელდება რამდენიმე თვე, შეიძლება მაქსიმუმ ერთი ან ორი წელი.ანუ, ის მუდმივი მდგომარეობა არ არის. ეს გარდამავალი პერიოდია ქვეყნის დემოკრატიულ ცხოვრებაში. მეორე ფაქტორი, რაც მნიშვნელოვანია უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ურთიერთობას ეხება. ძალიან მარტივი პრინციპი გვაქვს, რომელიც შესაძლოა, ძნელია განსახორციელებლად – უმრავლესობამ არასოდეს არ უნდა დაჩაგროს უმცირესობა, მაგრამ ამავე დროს უმცირესობამ უმრავლესობას ქვეყნის მართვაში ხელი არ უნდა შეუშალოს. პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება. ორივე მხარემ უნდა იპოვოს კოაბიტაციისთვის საჭირო სისტემა". ( ინტერვიუ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი დრაგონთან: ,,პრაიმ–ტაიმი"N7(205);ავტორი: მედეა ხორავა)
  23. ვადაგასულია თუ ყავლგასული, სააკაშვილი შინ თუ გარეთ მავნეობს. აშკარად ჩანს, რომ ახალი მთავრობის დასუსტება უნდათ. პიარის თვალსაზრისით, როგორ მიგაჩნიათ, ვის მხარეს არის უპირატესობა
  24. სახელმწიფოს მოწყობის რომელ მოდელს ანიჭებთ უპირატესობას: საპარლამენტოს თუ საპრეზიდენტოს და რატომ (კონსტიტუციურ მონარქიაზე აქტიური საუბარი არ არის)
  25. ბატონო სოსო! კოაბიტაცია, როგორც ჩანს, ვერ შედგება, მაშინ როგორ შეიძლება განიმუხტოს სიტუაცია. გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ხომ არ იქნება?! როგორ თვლით, ხომ არ დააზარალა პოლიტიკური გარემო მხოლოდ ორი, პოლარიზებული ძალის არსებობამ. გამართლებულად თვლით ,,შუას გაკრეფას?"
×
×
  • შექმენი...