Jump to content
Planeta.Ge

lala

პლანეტელი
  • პოსტები

    77
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი lala

  1. ბატონო გია, საინტერესოა თქვენი მოსაზრება, უნდა თამაშობდეს თუ არა სახელმწიფო დაფინანსების მქონე გუნდი ეროვნულ ჩემპიონატზე?
  2. ბატონო გია, საქართველოს ჩემპიონატს როგორ შეაფასებთ? და ქუთაისის "ტორპედოში" დაფიქსირებული შედეგით რამდენად კმაყოფილი ხართ? რას იტყვით საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა?
  3. დღემდე ხართ ერთადერთი მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც თბილისის "დინამომ" უეფას თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მიაღწია. დღეს როგორ თვლით რის ხარჯზე მოახერხეთ ამ შედეგის მიღწევა?
  4. შინაგან საქმეთა მინისტრის მოწვევას ვცდილობთ!
  5. პარასკევს დიდი ზეიმი იყო ,,დინამო არენაზე”,- კახა კალაძე ღირსეულად გააცილეს ფეხბურთიდან...თქვენი აზრით, არიან სათანადოდ დაფასებული ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთელები, თუნდაც მწვრთნელები...(ადრე გვახსოვს სპორტსმენებს პრივილეგიები ჰქონდათ და მოტივაციაც მეტი იყო)
  6. ფეხბურთის ფედერაციაზე რას იტყვით? გამართლებულია მისი არსებობა იმ სახით, როგორიც დღეს გვაქვს?
  7. მწვრთნელებზე მინდა გკითხოთ. აუცილებელი ხომ არ არის,. მწვრთნელი ყოფილი ფეხბურთელი იყოს, რა ხდება ამ მხრივ?
  8. ,,დაიბადა ინგლისში, გაიზარდა ბრაზილიაში და...გარდაიცვალა საქართველოში”?! - ბატონო გია, თქვენი აზრით, რა არის ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა?
  9. ბატონო გია, თქვენი მწვრთნელობის პერიოდში ზესტაფონის საფეხბურთო გუნდმა დიდ წარმატებებს მიაღწია და შეუძლებელია დაინტერესებული არ იყოთ ამ გუნდის პრობლემებით. თქვენი აზრით, რა მოხდა ზესტაფონის ,,ზესტაფონში”?
  10. თუ შეიძლება გვითხარით, რა მიგაჩნიათ სასკოლო განათლების სისტემის ამ, შემაშფოთებელ დონემდე მიყვანის მიზეზებად? წინა წლების უკმაყოფილო აბიტურიენტთა განცხადებების ანალიზმა რა დასკვნამდე მიგიყვანათ?
  11. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ გაიმართა ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბის სხდომა. ალბათ, თქვენც მონაწილეობდით. რა საკითხებზე იმსჯელეთ და პირველ რიგში, რა სიახლეებს უნდა ველოდეთ, გნებავთ საორგანიზაციო კუთხით?
  12. როგორია სასკოლო განათლებაში მიმდინარე რეფორმების თქვენეული შეფასება ? სად იქნა შეცდომები დაშვებული? რა შეიძლება წარმატებულ ნაბიჯად ჩაითვალოს?
  13. თქვენი აზრით, რა არის იმ ეროვნული გამოცდების ,,აქილევსის ქუსლი", რომელიც სრულიად სამართლიანად ითვლება განათლების რეფორმის და ზოგადად ,,ვარდების რევოლუციის“ ლამის ერთადერთ საყოველთაოდ აღიარებულ მონაპოვრად?
  14. თქვენმა ფრაზამ ,,ყველას ვერ დავსჯით”, საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა. ყველაში, მგონი ,,ტრაგედიის მთავარი გმირები” იგულისხმეთ: სააკაშვილის, მერაბიშვილის, უგულავას, ბოკერიას, ადეიშვილის... დასჯას არავინ აპირებს, ამიტომაც გვმოძღვრავს მკვლელი ბარამიძე ეკრანიდან და ხმას აკმენდინებს ,,ქართული ოცნების” ლიდერებს...ეს არის დაპირებული სამართალი?!
  15. ბატონო გია! თქვენ ცეზარ ჩოჩელის წინააღმდეგ, ცრუ დასმენის გამო, პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებდით. როგორ არის ამ მხრივ საქმე? ხომ არ შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება ჩოჩელების ბიზნეს-ჯგუფის მიმართ?
  16. შეკითხვა ,,ფეისბუქიდან”: რატომ ჩაიფარცხა კეზერაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები,. ვის შეხვდით, ბატონო გია, კეზერაშვილთან დაკავშირებით და რა მოლაპარაკება გაიმართა?
  17. ბატონი ივანიშვილი ძალიან გაქებთ და ყოველთვის დადებით კონტექსტში მოგიხსენიებთ (თქვენი მეუღლის განცდებზეც წუხს), თუმცა, ,,ბოროტი ხმები" ამბობენ, რომ თქვენ ,,აგენტი–007"–ი ხართ და პრემიერს ურჩევნია ახლოს ჰყავდეთ რომ ადვილად გაკონტოლოთ ბატონო გია, ახლა ახალ ამპლუაშიც გიხილეთ ,,იმედის" ეთერში. რაღაც დიდი დოზით ხომ არ გამოჩნდით ქართულ პოლიტიკაში?! ეს გადაცემა რაღად გინდოდათ?
  18. ახლახანს პრემიერ–მინისტრის კონსულტანტად დაინიშნეთ საგარეო–ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში. რა გეგმები გაქვთ, რას ურჩევდით ამ კუთხით პრემიერს, საით არის თქვენი ვექტორი მიმართული?!
  19. ბატონო გია! თქვენი აზრი მაინტერესებს, რატომ შეჩერდა ის პროცესი, რომელსაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია და რისთვისაც ხალხმა მხარი დაუჭირა ,,ქართულ ოცნებას". დავიჯეროთ, ახალაიას მეტი დამნაშავე არ ჰყავს ,,ნაციონალურ მოძრაობას"? (რას ითხოვს ამერიკა, გასაგებია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის მოთხოვნა მგონია მე)
  20. მეგობრობის გარდა, რა გაკავშირებდათ ცხონებულ ბადრი პატარკაციშვილთან და რატომ ამბობენ, რომ თქვენმა რჩევებმა დაღუპა?
  21. ბატონო დავით! გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის დაცვას აქვს მილიონ 200 ათასად შეფასებული მოსასმენი აპარატურა, რომელიც არ არის ასახული დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე და რომლითაც ერთდროულად 300 აბონენტს უკანონოდ დღესაც უსმენენ. რას გვეტყვით?
  22. ბატონო დავით! ეყოლება თუ არა ნაციონალურ მოძრაობას საპრეზიდენტო კანდიდატი და ხომ ვერ გვეტყვით, ვისი კანდიდატურები განიხილება? თუ წინასწარ წაგებულ ბრძოლაში არ შეხვალთ?
  23. ფაქტია, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება აუცილებელია, რაც თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოახერხა. რატომ ცდილობთ ხელი შეუშალოთ ივანიშვილის გუნდს? სად და რაში ხედავთ საფრთხეს?
  24. შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის წერილს თქვენ არაკორექტული უწოდეთ და თარგმანის ადეკვატურობა დააყენეთ ეჭვქვეშ. ევროპის სახალხო პარტიის განცხადებების სისწორეში კი აპრიორი დარწმუნებული ბრძანდებოდით. ეს როგორ არის ბატონო დავით?
  25. 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით თქვენი და ,,ნაციონალური მოძრაობის” პოზიციები ცნობილია. ეს ახალ ხელისუფლებასთან კონფრონტაციის მორიგი მიზეზია თუ სხვა ახსნაც აქვს (,,ოცნება” სავსებით გასაგებ, საბიუჯეტო სახსრების ეკონომიაზე საუბრობს)
×
×
  • შექმენი...