
lala
პლანეტელი-
პოსტები
77 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lala
-
პლანეტა ჯის სტუმარი იქნება დავით დარჩიაშვილი
lala replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონო დათო! თქვენ, როგორც მახსოვს, ,,რესპუბლიკელი” იყავით. რატომ უღალატეთ ლამის 30-წლიან პოლიტიკურ ძალას და ხომ არ აპირებთ იგივე მდინარეში მეორედ შესვლას, ,,ნაციონალების” შემდეგ (ადრე თუ გვიან, ყველაფერი მთავრდება)... -
პლანეტა ჯის სტუმარი იქნება დავით დარჩიაშვილი
lala replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონო დავით! რატომ ეწინააღმდეგება თქვენი პოლიტიკური ძალა ყოველგვარ გამოძიებას, მაშინ როცა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა დარჩენილი. 2008 წლის ომის მოვლენები, ლაფანყურის ოპერაცია...(ხომ ნახეთ ხალხის შეკითხვებზე იგნორირების შედეგები პირველ ოქტომბერს)... -
პლანეტა ჯის სტუმარი იქნება დავით დარჩიაშვილი
lala replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
19 აპრილი დასავლეთზე გათვლილი ,,საჩვენებელი გამოსვლაა””?! ვთქვათ, გამოვიდა ქუჩაში 80-ათასი ადამიანი, მერე რა? რუსთაველის გამზირს ახსოვს 300-ათასიანი არაერთი უშედეგო საპროტესტო აქცია... -
პლანეტა ჯის სტუმარი იქნება დავით დარჩიაშვილი
lala replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონო დავით! თქვენ ბრძანდებოდით თურქეთში პრეზიდენტთან ერთად. შეიძლება თქვენ არ იყავით შემთხვევის ადგილას, მაგრამ სად იყო პრეზიდენტის დაცვა და ვის დაეკისრა პასუხისმგებლობა ქვეყნის პირველი პირის, უმაღლესი მთავარსარდლის უსაფრთხოების საფრთხეში ჩაგდების გამო? -
ინტერვიუ მოძრაობა ,,ეროვნულების' ლიდერ სანდრო ბრეგაძესთან ,,არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში ,,ნაციონალებმა" გახსნეს თავიანთი ოფისი. სწორედ ამ ოფისში მიდის მოლაპარაკებები, ფულის გადარიცხვა-გადმორიცხვები და იწერება სცენარები. იქ ძალიან ხშირად ჩადიან ადეიშვილი, უდესიანი, დათა ახალაია და ის ადამიანები, რომლებსაც მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. ამ შეკრებების დროს ასევე დუბაიში ჩადის სააკაშვილი და ერთად აწყობენ გეგმებს. მე ახალი მთავრობისა მიკვირს, თუ ყველაფერი იციან და არაფერს აკეთებენ, ეს დანაშაულია, თუ არ იციან, მაშინ მე დამიძახონ და დეტალურად ვეტყვი ყველაფერს....მაგალითად, ზურაბ ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდება, ძალიან ძვირადღირებული მანქანებით დაბრძანდება და საკმაოდ დიდი ფული ტრიალებს ამ ბანდის ხელში. წესით, ქართულმა სპეცსამსახურებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ. კი, ბატონო, თუ არაფერს არ გააკეთებენ, სიტუაცია ამყრალდება და მერე გვიანი იქნება". (,,ალია"N28(2782); ავტორი: გელა ზედელაშვილი)
-
შსს–ში 60–კაციანი დაჯგუფება ,,ჰიდრა" ,,ნაციონალების" სასარგებლოდ მუშაობს...
lala posted a blog entry in Redaqtori's ბლოგი
ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან "შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ უწყებაში ისევ ის ადამიანები სხედან თანამდებობებზე, რომლებიც წლების განმავლობაში იქ მუშაობდნენ, რომლებიც შემჩნეული არიან განსაკუთრებულ დანაშაულებში. ეს არის 60-კაციანი ჯგუფი, რომელიც მართავდა ქვეყანაში ტერორის პოლიტიკას. აი, ამ ჯგუფის წევრები დღეს ისევ არიან ამ თანამდებობებზე. ჩემთვის მიუღებელია ასეთი ტიპის ფრაზა, რომ სჯობია ესენი კვლავ თანამდებობებზე იყვნენ, ვიდრე ქუჩაში. ამ ფრაზას არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ, მე ვიცი დღეს რა რთულ მდგომარეობაშია ირაკლი ღარიბაშვილი, აქ კოაბიტაციაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ღარიბაშვილს პირადად, ტოტალურად ატყუებენ, გააზრებულად და მიზანმიმართულად. ამას სჩადიან ის ადამიანები, ვინც დღემდე ინარჩუნებენ სამინისტროში თანამდებობებს. ისინი დღევანდელ მინისტრს აჩვენებენ, რომ არიან კომპეტენტურები და მათი გამოყენება არის საჭირო. მე ვლაპარაკობ მხოლოდ იმ 60-კაციან ბირთვზე. ეს 60-კაციანი ბირთვი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნან საშანტაჟო ფორმატი....მე არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ მათგანს აქვს გარკვეული მასალები ხელისუფლებაში მყოფ პიროვნებებზე და ცდილობენ, ამ მასალის მეშვეობით აშანტაჟონ დღევანდელი ხელისუფლება. კომპრომატები მათ არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე აქვთ, არამედ ჟურნალისტებზე, მეწარმეებზე, საზოგადოების წარმომადგენლებზე, სხვადასხვა ტიპის კომპრომატებია, შეიძლება ეს იყოს დელიკატური ტიპის მასალებიც, მათ პირად ცხოვრებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეს კომპრომატი იყოს მასალები მეწარმეების ბიზნესსაქმიანობაზე. სქემა იყო ასეთი - თვითონ უბიძგებდნენ გადაცდომისკენ და შემდგომ კომპრომატად დებდნენ მას. მთავარი არის ის, რომ ესენი არიან ინფორმაციის მატარებელნი და არა ის, რომ მათ საქმე იციან და ინახავენ სამინისტროში იმ 60-კაციან დაჯგუფებას...წარმოიდგინეთ, ამ კომპრომატების გამო ერთმანეთი რა დღეში ჰყავთ, ამიტომ არის, რომ "ჰიდრა" უნდა გაისრისოს. ანუ ის 60 ადამიანი თავისი კომპრომატებით უნდა გაისრისოს და თუ ამ კომპრომატების დემონსტრირებას მოახდენენ, როგორც ისინი იმუქრებიან, სხვათა შორის, ვიდეოკომპრომატებიც აქვთ, მათ შორის რამდენიმე დეპუტატზე, აი, იმ კომპრომატებს უნდა შეეწირონ, ზუსტად. რაც შეეხება ვანოს სიურპრიზს, ვიცი, ძალიან აქტიურად მუშაობენ. წინა კვირას ვიყავი კახეთში და ჩემი თვალით ვნახე, როგორ მუშაობენ "ნაციონალების" აქტივისტები, თუ რამდენ ფულს ჰპირდებიან, 400-დან 1500 ლარამდეა საუბარი. ორიენტირებული არიან, მოხდეს ნებისმიერი ექსცესი ქვეყანაში. ამ ხალხს აგროვებენ არა მარტო ფულით, არამედ კომპრომატებით. 80 ათასი კაცი უნდა გამოიყვანონ რუსთაველზე, ეს არის კონკრეტული ციფრი, რომელიც მთლიანად რუსთაველს ავსებს. ვფიქრობ, ეს აქცია ორიენტირებულია სამოქალაქო დაპირისპირებაზე". (,,ალია"N28(2782); ავტორი:ნინო სამხარაძე) -
ბატონო მინისტრო! ლტოლვილთა და განსახლების სამონისტროში 17 წელი ვიმუშავე. ჩემი საქმიანობის მიმართ პრეტენზია არცერთ მინისტრს არ გამოუთქვამს. თქვენ მოხვედით თუ არა, თათბირი ჩაატარეთ და გვითხარით, რომ ვინც კეთილსინდისიერად მუშაობდა, პრობლემა არ შეექმნებოდა, თუმცა, მალე, რეორგანიზაციის საბაბით, ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე გაგვანთავისუფლეთ. იქნებ, ახლა მაინც აგვიხსნათ განთავისუფლების რეალური მიზეზები...
-
ბატონო დავით! თვითონ დევნილებიდან გავრცელდა კულუარული ინფორმაციები, რომლებიც, პრინციპში დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამბობენ, რომ დევნილები მათზე გადაფორმებულ ბინებს ყიდიან და რომ ზოგიერთმა ეს საქმიანობა ერთგვარ ბიზნესადაც აქცია. თუ არის თქვენთვის ცნობილი მსგავსი ფაქტების შესახებ და როგორ აპირებთ შეებრძოლოთ ასეთ კანონდარღვევებს
-
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან ,,მინდა ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავაჟღერო,- თქვენი აზრით, რატომ ჩამოვიდა საქართველოში შაშკინი? ამერიკის შეერთებული შტატებიდან ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღე იმის შესახებ, რატომ იმყოფება შაშკინი საქართველოში...საქმე ისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წყარო გვაწვდის ასეთ ინფორმაციას, რომ დიმიტრი შაშკინს რეალურად ამოეწურა ვიზა და მას ვიზა აღარ გაუგრძელეს, მეტიც, მას ევროპის ვიზაც აღარ ჰქონდა და არც ის მისცეს...იძულებული გახდა, საქართველოში დაბრუნებულიყო. ასე რომ, გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეც არის,არის ტყუილი. შაშკინი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა, ეს ინფორმაცია საკმაოდ სერიოზულმა წყარომ მომაწოდა და უფლება არ მქონდა, ეს თქვენი გაზეთის საშუალებით არ მეთქვა”. (,,ალია”№21(2775); ავტორი:ნინო სამხარაძე)
-
სერგეენკო სასწრაფოს გაფიცულ ექიმებს წიგნის კითხვას ურჩევს
lala posted a blog entry in Redaqtori's ბლოგი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სასწრაფო- სამედიცინო დახმარების გაფიცულ ექიმებს წიგნების კითხვას და პროფესიული დონის ამაღლებას ურჩევს და არა პროტესტს, რომელსაც, მინისტრის თქმით, შესაბამისი უწყება დაარეგულირებს.სერგეენკომ ,,პლანეტა.გე”-სთან ექიმთა კვალიფიკაციის პრობლემებზე ისაუბრა. -
თქვენ ახლახანს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებები მოინახულეთ. რა ვითარება დაგხვდათ. საერთო, პირველი რიგის პრობლემებიდან რომელს გამოყოფდით? პრემიერ-მინისტრმა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ,,მოთამაშის” შემოსვლის შესახებ განაცხადა. თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ რა კომპანიაა და საერთოდაც მონოპოლიების თემის გადაფარვა ხომ არ ხდება? ბატონო დავით! თქვენი ოპონენტები ეჭვქვეშ აყენებენ სადაზღვევო ფონდის ჩამოყალიბებას, რადგან თვლიან, რომ ახალ სადაზღვევო პროგრამაში გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემების საკითხები არ არსებობს. როგორი იქნება თქვენი შეფასება?
-
ბატონო მინისტრო! ჩვენ ვნახეთ ერთკვირიანი ისტერია ,,ერისიონის” მოსკოვურ გასტროლთან დაკავშირებით. თქვენ როგორ აფასებთ მსგავს კულტურულ ღონიძიებებს... პრობლემურია ქართული სახელმძღვანელოები უცხოეთში, ქართული ენის შესწავლა უცხოეთში დაბადებული ქართველებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, ალბათ, ადექვატური უნდა იყოს. თქვენ რას ფიქრობთ?
-
ემიგრანტებს უამრავი პრობლემები აქვთ, მაგრამ არის პრობლემა, რომლის გადაჭრა საჩქაროა. სამწუხაროდ, ზოგჯერ ვერ ხერხდება უცხოეთში გარდაცლილი ქართველების სამშობლოში გადმოსვენება და მიცალებულები წლობით მაცივრებში ყავთ შენახული. კონკრეტულ შემთხვევას გეტყვით: 5 წელზე მეტია გერმანიიდან ვერ გადმოასვენეს ზესტაფონელი თინა ბუსკივაძის ცხედარი. შეგიძლიათ მოაგვაროთ მსგავსი მძიმე პრობლემები?
-
როგორია მიგრაციის სტატისტიკა, კლების ტენდენცია შეიმჩნევა თუ მატების? ბატონო კოტე! როგორც გავიგეთ, თქვენს სამინისტროში მხოლოდ მინისტრი და მოადგილეები შეიცვალა, დანარჩენი თანამშრომლები ძველი ხელისუფლების კადრებია. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამ ხალხთან ერთად ,,ჩვენი ოცნებების” განხორციელებას?! თქვენი წინამორბედების დროს სამინისტროსთან არსებობდა ე.წ. მრჩეველთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფილის მეცნიერებით და საქმიანობის დიდი ეფექტურობით არ გამოირჩეოდა. არსებობს თუ არა დღეს ეს საბჭო და თუ არსებობს, აპირებთ თუ არა მისი შემადგენლობის გადახედვას...