
lala
პლანეტელი-
პოსტები
77 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lala
-
შინაგან საქმეთა მინისტრის მოწვევას ვცდილობთ!
-
პლანეტა.გეს სტუმარია მაია მიმინოშვილი!...
lala replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თუ შეიძლება გვითხარით, რა მიგაჩნიათ სასკოლო განათლების სისტემის ამ, შემაშფოთებელ დონემდე მიყვანის მიზეზებად? წინა წლების უკმაყოფილო აბიტურიენტთა განცხადებების ანალიზმა რა დასკვნამდე მიგიყვანათ? -
პლანეტა.გეს სტუმარია მაია მიმინოშვილი!...
lala replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ გაიმართა ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბის სხდომა. ალბათ, თქვენც მონაწილეობდით. რა საკითხებზე იმსჯელეთ და პირველ რიგში, რა სიახლეებს უნდა ველოდეთ, გნებავთ საორგანიზაციო კუთხით? -
პლანეტა.გეს სტუმარია მაია მიმინოშვილი!...
lala replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
როგორია სასკოლო განათლებაში მიმდინარე რეფორმების თქვენეული შეფასება ? სად იქნა შეცდომები დაშვებული? რა შეიძლება წარმატებულ ნაბიჯად ჩაითვალოს? -
პლანეტა.გეს სტუმარია მაია მიმინოშვილი!...
lala replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თქვენი აზრით, რა არის იმ ეროვნული გამოცდების ,,აქილევსის ქუსლი", რომელიც სრულიად სამართლიანად ითვლება განათლების რეფორმის და ზოგადად ,,ვარდების რევოლუციის“ ლამის ერთადერთ საყოველთაოდ აღიარებულ მონაპოვრად? -
პლანეტა.გეს სტუმარი იქნება გია ხუხაშვილი
lala replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თქვენმა ფრაზამ ,,ყველას ვერ დავსჯით”, საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა. ყველაში, მგონი ,,ტრაგედიის მთავარი გმირები” იგულისხმეთ: სააკაშვილის, მერაბიშვილის, უგულავას, ბოკერიას, ადეიშვილის... დასჯას არავინ აპირებს, ამიტომაც გვმოძღვრავს მკვლელი ბარამიძე ეკრანიდან და ხმას აკმენდინებს ,,ქართული ოცნების” ლიდერებს...ეს არის დაპირებული სამართალი?! -
პლანეტა.გეს სტუმარი იქნება გია ხუხაშვილი
lala replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონო გია! თქვენ ცეზარ ჩოჩელის წინააღმდეგ, ცრუ დასმენის გამო, პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებდით. როგორ არის ამ მხრივ საქმე? ხომ არ შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება ჩოჩელების ბიზნეს-ჯგუფის მიმართ? -
პლანეტა.გეს სტუმარი იქნება გია ხუხაშვილი
lala replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შეკითხვა ,,ფეისბუქიდან”: რატომ ჩაიფარცხა კეზერაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები,. ვის შეხვდით, ბატონო გია, კეზერაშვილთან დაკავშირებით და რა მოლაპარაკება გაიმართა? -
პლანეტა.გეს სტუმარი იქნება გია ხუხაშვილი
lala replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონი ივანიშვილი ძალიან გაქებთ და ყოველთვის დადებით კონტექსტში მოგიხსენიებთ (თქვენი მეუღლის განცდებზეც წუხს), თუმცა, ,,ბოროტი ხმები" ამბობენ, რომ თქვენ ,,აგენტი–007"–ი ხართ და პრემიერს ურჩევნია ახლოს ჰყავდეთ რომ ადვილად გაკონტოლოთ ბატონო გია, ახლა ახალ ამპლუაშიც გიხილეთ ,,იმედის" ეთერში. რაღაც დიდი დოზით ხომ არ გამოჩნდით ქართულ პოლიტიკაში?! ეს გადაცემა რაღად გინდოდათ? -
პლანეტა.გეს სტუმარი იქნება გია ხუხაშვილი
lala replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ახლახანს პრემიერ–მინისტრის კონსულტანტად დაინიშნეთ საგარეო–ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში. რა გეგმები გაქვთ, რას ურჩევდით ამ კუთხით პრემიერს, საით არის თქვენი ვექტორი მიმართული?! -
პლანეტა.გეს სტუმარი იქნება გია ხუხაშვილი
lala replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონო გია! თქვენი აზრი მაინტერესებს, რატომ შეჩერდა ის პროცესი, რომელსაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია და რისთვისაც ხალხმა მხარი დაუჭირა ,,ქართულ ოცნებას". დავიჯეროთ, ახალაიას მეტი დამნაშავე არ ჰყავს ,,ნაციონალურ მოძრაობას"? (რას ითხოვს ამერიკა, გასაგებია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის მოთხოვნა მგონია მე) -
პლანეტა.გეს სტუმარი იქნება გია ხუხაშვილი
lala replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მეგობრობის გარდა, რა გაკავშირებდათ ცხონებულ ბადრი პატარკაციშვილთან და რატომ ამბობენ, რომ თქვენმა რჩევებმა დაღუპა? -
პლანეტა ჯის სტუმარი იქნება დავით დარჩიაშვილი
lala replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონო დავით! გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის დაცვას აქვს მილიონ 200 ათასად შეფასებული მოსასმენი აპარატურა, რომელიც არ არის ასახული დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე და რომლითაც ერთდროულად 300 აბონენტს უკანონოდ დღესაც უსმენენ. რას გვეტყვით? -
პლანეტა ჯის სტუმარი იქნება დავით დარჩიაშვილი
lala replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონო დავით! ეყოლება თუ არა ნაციონალურ მოძრაობას საპრეზიდენტო კანდიდატი და ხომ ვერ გვეტყვით, ვისი კანდიდატურები განიხილება? თუ წინასწარ წაგებულ ბრძოლაში არ შეხვალთ? -
პლანეტა ჯის სტუმარი იქნება დავით დარჩიაშვილი
lala replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ფაქტია, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება აუცილებელია, რაც თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოახერხა. რატომ ცდილობთ ხელი შეუშალოთ ივანიშვილის გუნდს? სად და რაში ხედავთ საფრთხეს? -
პლანეტა ჯის სტუმარი იქნება დავით დარჩიაშვილი
lala replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის წერილს თქვენ არაკორექტული უწოდეთ და თარგმანის ადეკვატურობა დააყენეთ ეჭვქვეშ. ევროპის სახალხო პარტიის განცხადებების სისწორეში კი აპრიორი დარწმუნებული ბრძანდებოდით. ეს როგორ არის ბატონო დავით? -
პლანეტა ჯის სტუმარი იქნება დავით დარჩიაშვილი
lala replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით თქვენი და ,,ნაციონალური მოძრაობის” პოზიციები ცნობილია. ეს ახალ ხელისუფლებასთან კონფრონტაციის მორიგი მიზეზია თუ სხვა ახსნაც აქვს (,,ოცნება” სავსებით გასაგებ, საბიუჯეტო სახსრების ეკონომიაზე საუბრობს)