დღეს უნივერსიტეტში საბჭოთა კავშირზე საუბარს მოყვა ეს თემა და გადავწყვიტე აქ დამეპოსტა დარწმუნებული ვარ ყველას კარგად მოგეხსენებათ ეს ტრაგიკული ამბავი "საბჭოთა ახალგაზრდებზე", რომლებმაც ჩაკეტილი სივრცის გარღვევა გადაწყვიტეს, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის მცირე ინფორმაციას მოგაწვდით 1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან გაღწევა თვითმფრინავის გატაცებით და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ამას მოჰყვა მსხვერპლი, დაღუპულები თვითმფრინავის ეკიპაჟებსა და მგზავრებს შორისაც იყვნენ. დაიღუპნენ ასევე გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა ტერორიზმის ბრალდბით, რასაც შემდეგ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მოჰყვა. დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო. "ისინი არ ყოფილან გმირები და იმას, რაც მათ ჩაიდინეს ყველა ენაზე დანაშაული ჰქვია" უნდა დაესაჯათ, მაგრამ არა სიკვდილით! მაგრამ საბჭოთა კავშირში ხომ განსხვავებულ აზრს "ცოცხალს არ ტოვებდნენ" და არც ესენი გახდნენ გამონაკლისები. ამ ბიჭების ჩახოცვის მთავარი მიზეზიც იყო ის საფრთხე, რომელიც იგრძნეს საბჭოთა კავშირის მაღალ ეშელონებში. ეს საფრთხე იყო პიროვნული თავისუფლების ზრდა, ინდივიდუალიზმის გამოკვეთა, რისი განადგურებაც იყო "საბჭოთა ადამიანების" უმთავრესი მიზანი. ეს ფაქტი მაგალითი უნდა გამხდარიყო "საბჭოთა ადამიანისთვის" და ისევე მონურად უნდა ეცხოვრა, როგორც ადრე ცხოვრობდა. სასაყვედურო რა ჰქონდათ, 38 მანეთად მიფრინავდნენ და მოფრინავდნენ რუსეთში და სულიერ მოთხოვნილებებს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებში ცვლიდნენ.... ეეჰ ”-რატომ არ გაფრინდი, არ გინდოდათ? -გაფრენა ყოველთვის მინდოდა,ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც,ოღონდ არა თვითმფრინავით. … -რომ ვერ გაფრინდეთ? -მაშინ ზღვას გადავცურავ. -რას? -ზღვას. -როგორ? -სიმღერით. -ხუმრობთ? -არ ვხუმრობ. -დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ? -კი, ბატონო. -მაინც როგორ ჩავწეროთ? -სიტყვასიტყვით. -მაინც როგორ? -მე გადავცურავ ზღვას…”