Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'კონსელეირო'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 1 result

  1. აბა, რომელს წაგიკითხავთ და გულგრილი დაუტოვებიხართ კანუდოსის ამბებს „სამოსელ პირველში“? ერთი მუჭა სერტანიდან აყრილი ვაკეიროები, ხუმრობა რომ თავის ადგილას იცოდნენ, მუშაობა თავის ადგილას და ბრძოლა - ბრძოლად, რომელს არ შეგიქიათ ჟინისა და თავისუფლებისკენ ლტოლვის გამო? რომელს არ გითქვამთ გულში ან ხმამაღლა გურამ დოჩანაშვილისთვის მადლობა იმის გამო, რომ არსებობს და ჩვენთვის წერს? შესაძლოა, ბევრმა იცის, ბევრმა კი - არა, მაგრამ მე მაინც მოვყვები ნამდვილი კანუდოსის მოკლე ისტორიას, რომელსაც სინამდვილეშიც კანუდოსი ერქვა და ბრაზილიაში მდებარეობს. კი, ახლაც მდებარეობს, მაგრამ ეს არ არის ის კანუდოსი, რომელიც „სამოსელ პირველში“ აღწერილის პარალელად გამოდგება. წინა, აწ უკვე იავარქმნილი კანუდოსი აღარ არის: ის ადგილი ახლა წყლითაა დაფარული. აჯანყების ჩახშობისა და კანუდოსის პირისაგან მიწისა აღგვის შემდეგ ბრაზილიის ხელისუფლებამ იმ ადგილას საგანგებოდ განათავსა წყალსაცავი. ზაფხულში, როცა წყლის დონე იკლებს, ამ ადგილას მაინც შესაძლებელია კანუდოსელების მიერ აშენებული ეკლესიის ნანგრევების დანახვა... აჯანყება ბრაზილიის პატარა ქალაქ კანუდოსში 1897 წელს, ანტონიო კონსელეიროს მეთაურობით დაიწყო. ისტორიულმა წყაროებმა შემოინახეს კონსელეიროს აღწერა: ის გარეგნობით მაღალი, თხელი, გრძელი შავი თმით და წვერით, ლურჯი ტუნიკით, დიდი ზომის ხის ჯვრით არის აღწერილი. ნათქვამია, რომ იყო მოძღვარი ღარიბთა და მინიშნებულია, რომ მისი გარეგნობის გამო მოსახლეობა კონსელეიროს იესოს ამსგავსებდა. კონსელეირომ თანამოაზრეები ძალიან სწრაფად შემოიკრიბა. ისინი არ სცნობდნენ ბრაზილიის რესპუბლიკურ ხელისუფლებას და არც ექვემდაბარებოდნენ. კონსელეირო მოგზაურობდა და ორატორული ნიჭის წყალობით მალე მიიზიდა ფერმერები, ყოფილი მონები და ადგილობრივი ტომები. ანტონიო კონსელეირო არამარტო ქადაგებდა ერთობას და თანასწორობას, არამედ კანუდოსში, რეალურად, ასეც ცხოვრობდნენ. ამაზე მინიშნება გურამ დოჩანაშვილის რომანშიცაა, როცა მარადახალი მდინარიდან ბადით ამოყვანილი თევზების გადათვლისა და იქ მყოფებთან შედარების შემდეგ მენდეს მასიელი რამდენიმე თევზს უკან, მდინარეში ყრის... კონსელეიროსა და მისი მომხრეების წინააღმდეგ ხელისუფლება, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეკლესიამ წააქეზა. ეკლესიის მხარდაჭერით გათამამებულმა და ფრთებშესხმულმა ხელისუფლებამ, იმის მომიზეზებით, რომ ფსიქიკურად დაავადებული კონსელეირო ხალხს თავგზას უბნევდა, კანუდოსელების წინააღმდეგ უსასტიკესი სადამსჯელო ოპერაცია წამოიწყო. კანუდოსელები მართლაც კარგად იბრძოდნენ: მათ სამი შეტევა მოიგერიეს, მაგრამ დამატებითი კონტიგენტის გამოგზავნის შემდეგ ბრაზილიის უზარმაზარ სამხედრო ძალასთან დამარცხდნენ. სამხედროები კანუდოსელებს სასტიკად გაუსწორდნენ: ქალაქი ცეცხლს მისცეს, კანუდოსელები კი, განურჩევლად იმისა, ეჭირათ თუ არა ხელში იარაღი, დახოცეს. არსებობს დოკუმენტური ფოტომასალა, როგორ სხედან ერთად ბრძოლის შემეგ დახოცვას შემთხვევით გადარჩენილი კანუდოსელები. ბოლო ბრძოლაში მოკლეს ანტონიო კონსელეიროც. მის ცხედარს თავი მოჰკვეთეს და გაგზავნეს სალვადორში. ექიმ-ექსპერტის შემოწმებისა და იდენტიფიკაციის შემდეგ კონსელეიროს თავი ბაჰიას მედიცინის სკოლის მუზეუმში ინახებოდა, სადაც 1905 წელს, ხანძრის შედეგად განადგურდა კიდეც. განადგურებული, წყლით დაფარული ქალაქის სიახლოვეს ახალი ქალაქი გააშენეს. მასაც კანუდოსი ჰქვია და იქ დაახლოებით 13.000 ადამიანი ცხოვრობს. კანუდოსელები დღემდე ატარებენ ეკლესიურ რიტუალებს ძველი კანუდოსელების სულების მოსახსენიებლად. 1997 წელს რეჟისორმა სერჯიო რეზენდემ გადაიღო ფილმი კანუდოსის შესახებ, რომელსაც Guerra de Canudos ("ბრძოლა კანუდოსისთვის")ჰქვია. http://www.youtube.com/watch?v=VnfJ-xyyDU4
×
×
  • შექმენი...