1971 წელს ნიუორკის ციხე ატიკაში სასტიკი მოპყრობებისა და წამების გამო მოხდა აჯანყება....აჯანყებულებმა მძევლად აიყვანეს ზედამხედველები. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ შტატის გუბერნატორმა გასცა ბრძანება ცეცხლის გახსნის შესახებ: დაიღუპა 40 ტუსაღი და 10 მძევალი. დამნაშავეები დაისაჯნენ, დაზარალებულებმა მიიღეს კონპენსაცია. არავის არ დაუყენებია სენატის, კონგრესის ან პრეზიდენტის პასუხისმგებობის საკითხი იმიტომ რომ ეს იყო პენიტენციალური სისტემის შეცდომა. დემოკრატიული ქვეყნებშიც ხდება შეცდომები მაგრამ "სისტემას ახასიათებს არა შეცდომა არამედ რეაქცია ამ შეცდომებზე". აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებშიც კერძოდ იტალიასა და საფრანგეთის ციხეებში იყო მსგავსი მოვლენები მაგრამ სახელმწიფოებმა როდესაც ეს ამბავი ნათელი გახდა ჯეროვანი რეაგირება მოახდინეს.....აღარაფერს ვამბობ რუსეთის, თურქეთის და ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნების ციხეებზე. დემონიზირება ნებისმიერი კრიმინალური ისტორიის შეიძლება მაგრამ კარგი იქნება აღშფოთების გარდა პროტესტის მიზანის სწორი არჩევა, რათა სხვისი უბედურებით და კრიმინალური ისტორიის სათავისოდ გამოყენებით არ ისარგებლონ დაჯგუფებებმა რომლებსაც სულ სხვა მიზეზები აქვთ.