Jump to content
Planeta.Ge

urfinjus

პლანეტელი
  • პოსტები

    2.669
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    35

ყველა პოსტი urfinjus

  1. ეგ არაკი მე ვთქვი საიდანაცაა შემოგდებული და მაგ თემაზე დისკუსიას აზრი არა აქვს.....ესე თანაბარი ზიზღი ოკუპანტსა და მოკავშირის მიმართ რუსეთის საუკეთესო ოცნებაა....გამოდის რომ ხორვატია, პოლონეთი ბალტია, და ის 3 ათეულამდე ქვეყანა ნატოს წევრი რომაა ოკუპირებული ყოფილან და არ ცოდნიათ. მეც ეჭვი მქონდა რომ ამერიკელი მასონები და გერმანელი ბურგერები პოლონეთის შლიახტებთან ერთად ბორჯომისა და ჭიათურის ნახშირის ხელში ჩაგდებას ამ გზით აპირებდნენ... ალბანეთი კი რაც ნატოში შევიდა დაკარგა თავისი სალი კლდეები ეხლა იანკებმა, ბრიტანელებმა, გულაგები, სოლოვკები და სხვა კონცეტრაციული ბანაკები ააშენეს "დაპყრობილი" გმირი ალბანელების საწამებლად....უნდა შევეხმიანო ნატოში შემავალ სახელმწიფოებს რომ ოკუპირებული ხართ და თავს უშველეთ თქო. რომ მეტყვიან საიდან იციო ვეტყვი იმ ქვეყნიდან ვარ რომელიც რუსეთმა დაიპყრო და ეპისკოპოს იობას გულაშვილის დახმარებით პუტინარქმა კირილამ ხილვა მოუვლინა სადაც ქართველებმა შევიტყვეთ რომ ამერიკელებთან ევროპელებთან მეგობრობა ოკუპაციის ტოლფასი ყოფილაო. ისინიც იტყვიან აგაშენათ ღმერთმა თუ მაგას იობა და გუბასა ამბობენ მართალი იქნებაო და დატოვებენ ნატოს. ასე ვიხსნით სამყაროს ოკუპაციისაგან და რუსეთსაც გაეხარდება შეიძლება ერთი ორი ყუთი ბორჯომის გაყიდვის უფლება მისცეს კუკავას უსტ კამენოგორში ...იბერიაც გაბრწყინდება უეჭველად..
  2. ისე მგონი დიდი სხვაობა უნდა იყოს მოკავშირესა და ოკუპანტს შორის რომელიც 200 წლის მანძილზე ერს ანადგურებს და ასილიმილაციას უწევს. იმ ქვეყანას შორის რომელიც თავისუფალი ხალხითაა დასახლებული აგრეთვე დემოკრატიის ფლაგმანია და ქვეყანა რომელიც ავტოკრატიულია, დასახლებული შურით დაბოღმილი პარანოიკებით.... არაკი ამერიკასთან არ ვიმეგობროთ და რუსეთი მეგობარი იქნება გებისტური არაკია. შეხედეთ რუსეთის "მეგობრებს" ან სატელიტები ან დიქტატორები არიან და აშშ-ს და ევროპის მეგობრებს... საქართველო 2-ჯერ დარჩა რუსეთთან პირისპირ "ნეიტრალური" და ორჯერვე ჩაყლაპა რუსეთმა ისე რომ კაცი შვილს ხმა არ ამოუღია 1801წ და 1921 წლებში..... ძლიერი მოკავშირეს ყოფნა ჯერ არავისთვის ყოფილა საზიანო ამასთან თანამედროვე სამყაროში უმეკავშირეო ქვეყანა ...1989 წლამდე ალბანეთი იყო და რა თავისუფალი იყო იგი ენვერ ხოჯას და რამის ალიას დროს ეს შეგიძლიათ იხილოთ. ეს რუსული ბოღმით და შურით შემოგდებული თეზისია "კი ბატონო ჩვენ(რუსეთი) არ გინდათ და მაშინ იყავით მართლა თავისუფალი და მოკავშირეები ჩემი(რუსეთის) გემოვნებით შეარჩიეთ.... არ იყო ამერიკა და ევროპა და რას აკეთებდა რუსეთი გასული საუკუნის მანძილზე საქართველოში? 1989, 1993, .... ვიდრე ეს ავადმყოფი სახელმწიფო არ გახდება დემოკრატიული მათი საფრთხე რეალურია და მარტო დარჩენილი საქართველო ერთი ლუკმაა მისთვის...ისე რომ ჩვენ რომ შვეიცარიელებივით დალაგებული მეზობლები გვყოლოდა ეს თემა არ წამოიჭრებოდა მაგრამ უმოკავშირეოდ რუსეთთან მარტო დარჩენა(გუბაზას გებისტური არაკი "არავინ არ გვჭირდება") კატასტროფა იქნებოდა...ესეთი მოკავშირეები ციდან არ ცვივა და დამსახურებაა საჭირო....."დიდია სხვაობა ჰოსა არას შორის ასევე დიდია სხვაობა ტყუილსა და მართალს შორის" ლაო. ნატოში შესვლა გამოსვლა თავისუფალია საფრანგეთი ორჯერ გამოვიდა ნატოდან აბა ვარშავის ხელშეკრულებიდან მოეთხოვა გამოსვლა ვინმეს? უნგრეთი 1956 და პრაღა 1968 არი სხვაობა მოკავშირესა და ოკუპანტს შორის? ძალიან დიდი.
  3. Shaten ერთი ალბიონელი ამბობდა: "ორჭოფობა-მოქმედების მუხრუჭია, ზუსტად ისე როგორც რწმენა-მისი ბორკილი. საუკეთესონი პაპთაგან ათეისტები იყვნენ. უდიდესი მათგანი ალბათ ამბობდნენ: Ouantum nobis prodest haes fabula Christi!( რამდენი ხეირი მოაქვს ამ არაკს ქრისტეზე)".
  4. newstudio თუ თქვენთვის ცნობილია ინდოელი გურუები ოშო(ბჰაგავან შრი რაჯნიში) რამანა მახარიში, მეჰერ ბაბა, მაჰარაჯ ჯი თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს... ეს ფილმი არაა ეს გურუს ლექციებია: რა არი მე, თავისუფლება, მედიტაცია, ფიქრი და ა.შ. ეს არი ხედვა ამ ადამიანისა. მეგობრული რჩევა თუ მაინც უყურებთ და გამოცდილება არა გაქვთ ამ სახის ადამიანების საუბრების მოსმენისა: იგი ზოგიერთ ეპიზოდში შეიცავს ჰიპნოზის ელემენტებს და ცოტა კრიტიკულად უყურეთ მით უმეტეს რომ თქვენ მგონი კუროს ზოდიაქო გაქვთ და ბევრ რამეს პირდაპირი კონტექსტით იღებთ. ისე ბევრი რამეა საინტერესო და ამასთან ბევრი დემაგოგია და მანიპულაციები რასაც ჩვენ ქრისტიანულ ქვეყნებში არ იცნობენ ეგზომ ღრმად....პატივისცემით ურფინჯუსი.
  5. Shaten კი ბიზანტიიდან ისე ეს სქიზმა განხეთქილება ცოტა სასაცილოდ გამოიყურებოდა: რომაელებმა თავის ქალაქებში დაკეტეს ბიზანტიელების ეკლესიები ხოლო ბიზანტიის პატრიარქმა რომაული დაკეტა კონსტანტინოპოლში...ბოლოს ერთმანეთი ანათემას გადაცეს(ჩვენებურად დაწყევლეს) მოკლედ ტემპერამენტიანმა რომაელმა ხუთი ბორცვის ბერიკაცმა (ასე ეძახდნენ რომის პაპებს ხუმრობით. რადგან ვატიკანი ხუთ ბორცვზე იდგა)ლევმა და ყოჩაღმა ბაბუა მიხეილმა(ისიც მიშა იყო)პატრიარქმა სამწყოების შემოსავლების პირველ რიგში და უმნიშვნელო თეოლოგიური სხვაობების გამო მეორე რიგში, ბოლო ბაზრის ქალებივით მოიქცნენ: დაწყევლეს ერთურთი და გაიბუტნენ.... ხოლო წმინდა პეტრე(კათოლიკეების ბოსი) და წმ გიორგი(ბიზანტიელების ბოსი) ამის შესახებ რას ფიქრობდნენ ამაზე ისტორია დუმს...
  6. მსოფლიო საეკლესიო კრებებმა მრავალი დოქტრინა შეცვალეს თეოლოგიაში(კანონიკურ არაკანონიკურ წერილების მიმართ მიდგომა, ხატების საკითხი, წმინდანების საკითხი და ა.შ.) ვიდრე მეთერთმეტე საუკუნეში არ მოხდა დიდი სქიზმა(განხეთქილება) ეკლესიებს შორის და 1054წელს ოფიციალურად გაიყო მსოფლიო ეკლესია მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებად(სხვათა შორის კათოლიკეების ნაწილი მართლმადიდებლებს დღესაც სქიზმატიკოსებს(ანუ განხეთქილების შემომტან ეძახიან)). ეს ისე თუ ვინმეს აინტერესებს
  7. Shaten იმპერატორის აბსოლუტური ძალაუფლების განსამტკიცებლად. 313 წელს დომინუსმა გამოსცა მილანის ედიქტი(ცნობილი აგრეთვე როგორც რჯულთშემწყნარებლობის ედიქტი) რომლითაც ქრისტიანობამ მიიღო იგივე უფლებები რაც სხვა რელიგიებმა.....მანამდე ქრისტიანები იყვნენ ჩვეულებრივი დევნილი სექტანტები.....ისე რომ ანალოგია დღევანდელ სექტანტებთან(რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს) სავსებით დასაშვებია...
  8. საქმე იმაშია რომ დღესაც სჯიან იმას ვინც ჩავარდა და არა ყველა დამნაშავეს....შეიძლება თქვენ ცხოვრობთ 21 საუკუნეში იმ ებრაელის აქეთ მაგრამ კალენდარს არაფერი მნიშვნელობა არა აქვს ადამიანის არსი არ შეცვლილა და არც შეიცვლება, შეიძლება ადამიანმა ისწავლოს სწორი სიტყვების სწორად თქმა კბილების ხეხვა და სკამის დათმობა მოხუცისათვის როდესაც კარგ გუნებაზეა მაგრამ არსი ცხოველისა უმრავლესობაში იგივე დარჩა...სპარტა ძვ.წ. მეცხრე საუკუნეში არ არსებობდა როგორც პოლისი. ზემოთ ხსენებული კანონები(ლიკურგეს კანონები ძვ.წ. მეხუთე საუკუნიდან მოქმედებდა მაკედონელების ექსპანსიამდე, ეს ისე უბრალოდ ცნობისათვის ოდეს ჩემთვის საინტერესოა ანტიკური სამყარო).
  9. mercia merlani დამაფიქრა იმან რომ ერთგან ძალიან მძაფრად გამოჩნდა ცენზორის ფარული ჩრდილი ეს არ მომეწონა მაგრამ გავიარე არაფერი ვთქვი. რაც შეეხება რა კანონებია იტალიაში მკრეხელობაზე არ ვიცი მაგრამ მე არ ვარ იტალიაში არც სომალიში არც კამბოჯაში....საერთოდ ვინ რას აკრძალავს ან ნებას დართავს ეს ჩემთვის სულ ერთია. მე მომწონს 3 კანონი: 1. სპარტანული: სპარტიატებს სჯიდნენ არა იმიტომ რა დააშავა, არამედ იმიტომ რატომ ჩავარდა(რატომ იყო ისეთი მოუხერხებელი რომ დაიჭირეს). 2. გააკეთე რაც გინდა და ეს არი ერთადერთი კანონი(ოღონდ უნდა შეგეძლოს პასუხისგება საკუთარ თავთან ჩადენილისათვის). 3. ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ ვიდრე შენ მასში არსებობ(დანარჩენი გემოვნების საქმეა. სამოთხე, ჯოჯოხეთი, ინკარნაცია....). არავითარი მორალი ა სამართალი არ არსებობს. არსებობს ბუნება და ათვლის წერტილი ადამიანია,,,,მე არ მომწონს ძალადობა განსაკუთრებით "საზოგადოებრივი ძალადობა" ცენზურა და ა. შ. ერთია თქვენ არ გჯერათ მე მჯერა რუსი ღორები საქართველოდან გაეთრევიან და კიდევ მრავალი წელი ზღავენ 200 წლის ოკუპაციის სისხლის საზღაურს....ამ თემაზე მე დავასრულე დისკუსია. შეიძლება სერგო ორჯონიკიძეც დიდი მწერალი ყოფილიყო მაგრამ არ წავიკითხავდი. მე მახატვრულ ლიტერატურას უკვე დიდი ხანია აღარ ვკითხულობ საკმარისი იყო... ვკითხულობ წიგნებს კონკრეტული სპეციალობის დისციპლინებზე, რელიგია, მისტიკა, ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციალოგია, ფსიქიკური თავდაცვისა და თავდასხმის ტექნიკა, ანტიკური წყარობი, სუფიზმი, ....ნაირა გელაშვილი დაიცდის....
  10. mercia merlani პრინციპში მე ჩემო სათქმელი მოგახსენეთ, ვხედავ არი შემთხვევები სადაც სიტყვებს სხვადასხვა მნიშვნელობას ვანიჭებთ.....გელაშვილის ლიტერატურულ საქმიანობას არ ვიცნობ და არც მომოვალში ვაპირებ გაცნობას ამასთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს რას იზავს იგი ლიტერატურაში... მე ვთქვი რომ პოლიტიკური განცხადებები და წერილები პოლიტიკაზე პრორუსულია და დამოუკიდებლობას 30 წელზე მეტია ძირს უთხრის. მომავალშიც პათეტიკურ, ზეემოციურ ზედაპირულ ქალებს -,მოპოეტო ქალებს დავუძახებ და იგივე კაცებს მოთამოდოებს....ეს ჩემი ნებაა და ვერაფერს გავაწყობ იმასთან როგორ გაიგებენ...პატივისცემით ურფინჯუსი.
  11. მე მხოლოდ ფანტასტიკას და ვესთერნებს ვუყურებ
  12. სხვათა შორის 1000 დეისაძეს და მის მოძულე "მორალისტს" არც დასიზმრებია ისეთი მკრეხელური ტექსტები რაც წამიკითხია და მითარგმნია(მკრეხელური არ მხოლოდ რელიგიური არამედ ზოგად ყოველმხრივი) დიდი ხნის წინათ.mercia merlani http://www.youtube.com/watch?v=kQEOcC9wBiQ&list=UUvI6ZagLCMhZ66CL8vlSdcw&index=1&feature=plcp
  13. mercia merlani ერთხელაც ვცდი რაღაც ავხსნა მე ყველანიარად შევეცადე მეთქვა რომ ნაირა გელაშვილის პროზაზე და პოეზიაზე არაფერი არ მითქვამს მე მის პოლტმოღვაწეობაზე ვსაუბრობდი და თუ ეს ვიმეს არ სიამოვნებს რა გაეწყობა.... ერეკლე დეისაძე ასაკით ჩემზე ერთი 18 წლით უმცროსია და ვეჭვობ მისი მკითხველის ან კრიტიკოსის მზგავს ახალგაზრდულ ენთუზიაზმსა თუ ნიჰილზმში ვიყო. საერთოდ მსგავს რაღაცეებს არ ვკითხულობ და არც არავითარი პრობლემა არა მაქვს არც ვინ რას იტყვის ლიტერატურაში და არც იმაზე ვინ რასაც დაწერს.... ვის გაგონებთ ეს ალბათ საინტერესოა მაგრამ თავს შევიკავებ აღტაცებისაგან.... მე დიდი ხანია აღარ მაინტერესებს "საზოგადოებად" წოდებული ჯგუფები მათი მორალი რელიგია, არისტოკრატები და პლებეები, მე ერთ რამეს მინდა შევესწრო დეოკუპაციას და სათისფაქციას რუსეთთან, მხოლოდ ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა ყველაფერი მოვიტოვე უკან.... ისე რომ ოდნავ მაინც რომ გაცნობოდით ჩემ პოსტებს და წერილებს ბლოგებში ვეჭვობ ეპითეტების მიწებების სურვილი გაგჩენოდათ თუნდაც სულ არ მეთანხმებოდეთ. აქ ამ საიტზე ვინც ვულგარულია სპერომოტოქსიკოზით მოწამლული ჯეელია, ოსტროკიზმის თვითნასწავი შკოლიარი, რუსეთუმე, პარანოიკი ფანატიკოსი მორწმუნე ან თვითამკვიდრებისათვის მებრძოლი ყბედი უბრალოდ დაბლოკილი მყავს და შუაზე რომ გადაიფხრიწონ ჩემთან მათი პოსტები არ ჩნდება. ვინც კორექტულია მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა მათ კითხვებს ყოველთვის ვცდილობ შესაძლებლობების ფარგლებში ვუპასუხო. თქვენი 3 პოსტი მომეწონა ამიტომ ვუპასუხე, ერთმა დამაფიქრა....ვნახოთ მომავალში. კეთილი სურვილებით ურფინჯუსი.
  14. მე მოპოეტო ქალები ტერმინი არ მომიგონია ეს სახელი ცნობილია აკაკი ბაქრაძისაგან ეროვნული მოძრაობის დასაწყისში...მაშინ ესეთები იყვნენ ლუიზა შაკიაშვილი, ადა მარშანია..... ეხლა ზემოთ ხსენებული ადამიანი, ნესტან კირთაძე, ნინო ჯანგირაშვილი, ნაწილობრივ ბოსელია და საქათმის სხვა ბინადარნი... იგულისხმება ცარიელი ემოციური პათოსით უსაგნოდ მიკერძოებულად არაკომპეტენტურად მხოლოდ ფერადი ზედსართავი სახელებითა და დამახინჯებული კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით მომკივანი სირინოზები...mercia merlani
  15. mercia merlani მე მის შემოქმედებაზე არაფერი მითქვამს, მე მის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე მოგახსენეთ ჩემი აზრი.
  16. მე ეგ საუბრები აღარ მაინტერესებს: პირველსავე პრესკონფერენციაზე ბიძინემ რაც ჩაარაკრაკა ეს საკმარისი იყო რომ კოლლაბორაციონისტის ტიტული მიეღო. მაგ დღიდან იგი ჩემთვის მტერია და არავითარი სხვაობა არაა ოკუპანტებსა და ბიძინეს შორის.... მე იმის ფუფუნების უფლებას ვერ მივცემ თავს ვუსმინო რა კორექტულ ორაზროვან კითხვას დაუსვამენ შეფარვით მაგ ამპარტავნებით და სისულელით გატენილ ფულის ტომარას.... აზრთა გიგანტია ვერა მარა ყრზოთა დამბოლებელი ფულის ტომარა კია ეგ 53%-ის გადამგდები კანცლერი.
  17. არ ვიცი რა ხდება? მე ტელევიზორს არ ვუყურებ.... თუ ჩანაწერს მიმითითებ შევეცდები დავდო...ისე მაგათი ჭიდაობა რატომ გადარდებს ან გიკვირს... უფრო კარგი იქნება მაგათივე(ბიძინეს და მისითანამხარჯველების) მომხრეების გულგატეხილი კომენტარები და პროტესტები დაიდოს მე ესე ვფიქრობ...Giorgi Kiskeidze
  18. ერთხელ ბავშვობაში მოვისმინე: "ფილმები არი კარგი, ცუდი და ინდური". პატარა აქსიომა: " თუ ფილმის დასაწყისში(ინდურ ფილმზე საუბარი) აჩვენეს კედელზე ჩამოკიდებული თოფი, დარწმუნებული იყავით: ფილმის ბოლოს ეს თოფი ცეკვათამაშსა და სიმღერას აუცილებლად დაიწყებს". :siriko:
  19. p.s. მორჩა ვაჭარის ბალაგანი(ერთი ორი თვის მანძილზე რამოდენიმე განკითხვის ვაცს დაიჭერენ, მეცრე არხის მაესტროს და აქუს ბუტკები "სისხლიანი რეჟიმის დანაშაულებებზე ისაუბრებენ საახალწლოდ რამე ბუბლიკებს გადმოუყრიან მაისურით დაღდასმულ გულუბრყვილო "სიმართლი მაძიებლებს" და დამთავრდა შაბაში) კორიდის და სხვა სეირის მაყურებლებს სახლში წასვლა და რეალობასთან თვალის გასწორება მოუწევთ.....რეალობა კი ისაა რომ ვაჭარი(გნებავთ ბიზნესმენი) ფულს მხოლოდ მოგების გამო დებს და თქვენ რა გეგონათ? "დიადმა განმანთავისუფლებელმა მხოლოდ თავისუფალთა დამონება შეძლო"....ეხლა კალაძე, გუბასა, ღარიბა და ვაჭრის გილდიის სხვა წევრები ნიჩბებით დაიწყებენ ფულის ხვეტას რის შესახებაც თქვენ ვერასოდეს ვერ გაიგებთ ოდეს ომბუცმენიც, პროკურორიც ჟურნალიტიც(90%) მათი თანამხარჯველები და კლიენტები არიან.... ისევ ისე როგორც ძველ კეთილ დროს "Обманутая и покинутая грузинсая оппозиция"..... ეს ყველაფერი დასრულდება მაშინ როდესაც საქართველოში იქნება აკადემიური პოლიტიკური ოპოზიცია...მანამდე კი როგორც ოკუპანები ამბობენ:"Любишь медок-люби и холодок".... ეს პოსტი ეკუთვნის ჩაზნექილი სკამებს მონატრებულებს...მომინდომეს აქ იოსებ გრიშაშვილი და რუსი პროპორშჩიკის ცოლები უზმოზზე..
  20. http://www.youtube.com/watch?v=S4yn1z-Bejk&feature=plcp ეს დედაკაცი არასოდეს ყოფილა ჩემთვის ავტორიტეტი არც მაშინ როდესაც "თურქი მესხების" ჩამოყვანას მოითხოვდა არც მაშინ როდესაც რეზო ჩხეიძესთან და ჯაბასთან ერთად გამსახურდიას ებრძოდა არც ფილარმონიაში ბიძინეს აპოლოგიას რომ ეწეოდა არც ეხლა მხიბლავს ჰესებთან მებრძოლი ყველაფერზე მაღლა მდგომი ეს მოპოეტო ქალი მაგრამ ეტყობა ან ფილარმონიაში ბიძინეს აპოლოგიაში აღებული ჰონორარი შემოელია(და როგორც მიხვდა მეტს აღარ გადმუგდებენ) ან რაღაც გამოფხიზლება დაემართა რამოდენიმე წამით....ასეა თუ ისე: ბიძინეს აპოლოგეტებმა ჯერ ფრთხილად მოწიწებით მაგრამ მაინც ფიქრი დაიწყეს ეს არაა პატარა ამბავი....შეიძლება მეტროს შესასვლელეთან რეაიმინირებულ ბაზრობების სუნმა, შეიძლება ზიცრეტროგრადების სიუხვემ ბიძინეს კომანდაში, შეიძლება რესპექტაბელურად ფულის აღებამ ტუგრიკების ტომარისაგან აიძულა თავი მართლა რეპექტაბელურ სიმართლის მთქმელად ჩაეთვალა და პროტესტი გამოეთქვა(ის არ იცის რომ ბიძინეს კრიტიკა მკრეხელობა და მიშისტობაა თორემ რას გაბედავდა) ჩვენ ისედაც ვიცოდით რომ კალაძეს მხოლოდ კაპიტალი ადარდებს თვით თავის სისხლზე და ხორცზე მეტად. კალაძე რომ ელექტრიკი არ გამოვა ეს დიდი პოეტების ლექსების საზეპიროების მცოდნე ბიძინემაც კი იცოდა, მაგრამ დანიშნა ესაა პროტექციონიზმი, ღარიბაშვილი ნეპოტიზმი და მიმინოშვილი....სოზარი მამიდა....და კიდევ ბევრი ბევრი სასაცილო კარიკატურები....კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიძინეს შაპიტოში....
  21. Shaten ეს მხოლოდ ესსეა რომელიც ახალგაზრდობაში ვთარგმნე.... მგონი მთლად ურიგო ესსე არ გამოუვიდა მაგსა და თავის ეპოქის ყველაზე გარყვნილ ადამიანს(როგორც მას პურიტანელი თანამედროვეები უწოდებდნენ) ალისთერ კროულის(ძმა პერდურაბო მისი ორდენული სახელია).
  22. ვერცერთი კანონი ვერ მოერევა რელიგიას....წინააღმდეგობა უფრო აძლიერებს სექტებს მაგალითად ბასილამ ერთ დროს საქართველოში იეჰოვას მოწმეთა რიცხვი გაათმაგა(კაცმა რომ თქვას თვითონაც სექტანტი აღმოჩნდა ბოლოს) ....მე ერთ რამეში დარწმუნებული ვარ რომ "საფუძვლებში შეთანხმების გარეშე დავას აზრი არა აქვს"(ლათ.). საერთოდ წარმართული პანთეონის ღმერთები გაქრნენ მაშინ როდესაც მათი თაყვანისცემა შეწყვიტეს ადამიანებმა.... მოგვწონს არ მოგვწონს ეს ხალხი არსებობს და უნდა შევეჩვიოთ მათთან ურთიერთობას....
×
×
  • შექმენი...