Jump to content
Planeta.Ge

urfinjus

პლანეტელი
  • პოსტები

    2.669
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    35

ყველა პოსტი urfinjus

  1. პოლარული ვარსკვლავი:" სიყვარული მხოლოდ კეთილმყოფელია, რამეთუ სიხარული სიყვარულისა-მხოლოდ სიყვარულშია და ტკივილი აგრეთვე. სიყვარული არ კითხულობს: რა გაგვაჩნია და რა არ გაგვაჩნია. სიყვარული მოძრაობა აღმაფრენის ერთი სიმაღლიდან მორიგისაკენ, არასოდეს არ ამტყუნებს მოლოდინს. სიყვარულის ფრთები არ ეშვებიან ჟამთა სვლით და არ სუსტდებიან სიცოცხლით ან სიკვდილით. სიყვარული ანადგურებს ადამიანის "მე"-ს და ამ ნანგრევებს აკავშირებს მასთან, რაც არი "არა მე". ამიტომ სიყვარული-ყველაფერია და არაფერი ერთდრულად. ნუთუ ასე არაა? თუ არა, მაშინ არ ჩაძირულხარ სიყვარულში და ნუ ილაპარაკებ ამის შესახებ..... სიყვარული -ანგელოსია და სიყვარული-ჯოჯოხეთია... შეიძლება ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რათა წარმომეთქვა შენი სახელი." ძმა პერდურაბო 1915
  2. Giorgi Kiskeidze მე მიმაჩნია რომ სირცხვილი უზარმაზრ იმპერიასთან ბრძოლაში 600 კაციდან 26 ცოცხალი რომ გადარჩება და უკან დაიხევ ის კი არაა, არამედ ისაა რომ საქართველოში რუსეთის შემოჭრას რამოდენიმე ათეული უწვერულვაშო იუნკერი აღუდგა წინ ცხონებული მარო მაყაშვილთან ერთად, სირცხვილი ისაა რომ 9 აპრილს თავისუფლებისათვის რუსული სამხედრო მანქანას უპირატესად ქალბატონები შეეწირნენ და მთელმა საქართველომ "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები"-ს ბღავილის გარდა მეტი ვერაფერი მოიფიქრა, სირცხვილი ისაა რომ ცვედან შევარდნაძეს თბილისელებმა მუხლი დაუჩოქეს არ გადადგეო, სირცხვილი იყო რომ 16-17 წლის ბიჭები შრომაში და ეშერაში კაზაკების ტყვიებით იღუპებოდნენ და ამ დროს უფროსები აფხაზების სახლებიდან ტელევიზორებს იპარავდნენ, სირცხვილია როცა კარის მეზობელი მოგადგება გამსახურდიას გაქცევის დღეს და გეტყვის "ყველა ზვიადისტი ვიცი უბანში"-ო და მივხედოთო(აქაოდა შენ გამსახურდიას რადგან ხმა არ მიეცი კიტოვანის მოკავშირე იქნებიო). სირცხვილია როდესაც რუსეთი თავს დაგვესხა და ნახევარი თბილისი ან გარბოდა ან ემზადებოდა ხოლო მხედარმთავარი იფიცება იარაღით ქართულ მიწას არ დავიბრუნებთო, სირცხვილია როდესაც მისი ოპონენტები ამბობენ "ომი ჩვენ დავიწყეთო და მძინარე ცხინვალი დავბომბეთო" სირცხვილია როდესაც გმირებზე ათჯერ ხშირად პროსტიტუტკების ნიფხავებზე და ჭორიკანა კაცუნების გამონათქვამებზე საუბრობს დაპყრობილი ქვეყანა.....თორემ ქაქუცობა არაა სირცხვილი....ერთადერთი პატივი ჩემ ცხოვრებაში ისაა რომ ქაქუცას სამშობლოში ვცხოვრობ და მის მშობლიურ მიწაზე დავდივარ რომელიც ღორი ოკუპანტებისაგან ნაწილობრივ მაინცაა თავისუფალი....
  3. იქნებ წაგეკითხათ რაც ზემოთ დავდე თქვენთვის სადაც აღმოაჩენდით რომ "ნოეს არ გაყოლია" და ბოლომდე იბრძოლა. შეიძლება დამნაშავე იმაში იყო რომ სამშობლო უყვარადა....ნეტავ ეგეთი დამნაშავეები როგორც ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, ვალიკო ჯუღელი, კოსტა აფხაზი, გენერალი კვინიტაძე, სპირიდონ კედია, ექვთიმე თაყაიშვილი ნიკალო მიწიშვილი, ერეკლე ტატიშვილი, მუსიკოსი მიქაბერიძე(სახელი აღა მახსოვს ბერიამ დაახვრეტინა)... მერაბ კოსტავა...გიორგი ანწუხელიძე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის გმირები ბევრი ყავდეს საქართველოს და ჩემზე ბედნიერ ადამიანი არ იქნება გალაქტიკაში...
  4. Giorgi Kiskeidze ქაქუცა გმირი იყო ის ოკუპანტებს ებრძოდა და ერთადერთი ვისი სურათიც 1988-89 წლებში დამოუკიდებლობის ბრძოლის დასაწყისში სტუდენტობას გამოქონდა ილიას სურათის გვერდით ეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათი იყო
  5. დამოუკიდებელი საქართველოს სამსახურში 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და შევიდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩოლოყაშვილი საქართველოს არმიის პოლკოვნიკი გახდა და მონაწილეობდა ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში. 1919 წელს გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. სომხეთ-საქართველოს ომის და რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმძღვანელობდა ქართულ კავალერიას. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის აღების შემდეგ საქართველოს მთავრობასთან და არმიასთან ერთად დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი. პარტიზანულ მოძრაობაში [რედაქტირება] შეფიცულთა რაზმი 1921 წლის 17 მარტს ბათუმის ნავსადგურიდან თითქმის მთელმა მთავრობამ დატოვა საქართველო, მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილი მათ არ გაჰყოლია. იგი იმ დროს იმყოფებოდა სამეგრელოში, სადაც ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე იყო მივლენილი ცხენოსანი არმიის ჩამოსაყალიბებლად. 1922 წლის 12 მარტს ჩოლოყაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. ხევსურეთში რაზმის წევრებმა ერთმანეთს საზეიმოდ შეჰფიცეს, რომ მედგრად იბრძოლებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. ამ ფიცის გამო მათ შეფიცულთა რაზმი ეწოდათ. 1922 წლის მაისის დამდეგს შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტი (დამკომი) - ხუთი ანტიბოლშევიკური პარტიის გაერთიანება. ამ ორგანოს დაექვემდებარა „სამხედრო ცენტრი“, რომლის მთავარი ძალა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული ძმები გახდნენ. დამკომმა დაადგინა, რომ ერთადერთი გამოსავალი აჯანყება იყო. შეფიცულთა რაზმმა აჯანყება იმავე წლის ივნისში დაიწყო. პირველი შეტაკება სიღნაღთან მოხდა. ამას მოჰყვა გლეხთა აჯაყება ხევსურეთში. თავდაპირველად დუშეთში ჩოლოყაშვილის რაზმმა გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ მეორე ძლიერი შეტევა ვეღარ მოიგერია, იძულებული გახდა, ალყა გაერღვია და თავი კახეთისთვის შეეფარებინა. საბჭოთა ხელისუფლებამ ხევსურეთს წითელი არმია შეუსია და ააოხრა. პირველი პარტიზანული კამპანიის წარუმატებლობის შემდეგ ჩოლოყაშვილი ჩეჩნეთში გაიქცა. ჩოლოყაშვილს სურდა, ჩეჩნებთან გაერთიანებულიყო და ერთად ეომათ რუსების წინააღმდეგ. მიუხედავად ზოგიერთი წარმატებისა, ერთიანი ძალებით შეტევა მაინც ვერ მოხერხდა ამის შემდეგ ქაქუცა დაბრუნდა საქართველოში და ბრძოლები განაახლა. ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა მისი ძმა, სიმონ ჩოლოყაშვილი. საბჭოთა ხელისუფლება განაგრძობდა ქაქუცას დევნას. მისი ოჯახის წევრები დააპატიმრეს. დააპატიმრეს ასევე "დამკომის" წევრები და მათ დახვრეტა მიუსაჯეს. აგვისტოს აჯანყება [რედაქტირება] ქაქუცა ჩოლოყაშვილი აგვისტოს აჯანყებისას მთავარი სტატია : აგვისტოს აჯანყება. 1923 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი რამდენჯერმე დაესხა თავს წითელ არმიას. ამასობაში "დამკომმა" გადაწყვიტა 1924 წლის თებერვალში აჯანყება დაწყებულიყო, მოგვიანებით თარიღმა აგვისტოთვის გადაიწია. ქაქუცა აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების მომზადებაში. მან თითქმის 600-მდე კაცი მოაგროვა. აჯანყება 1924 წლის 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ჭიათურაში აჯანყება 28 აგვისტოს დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად არია შეთქმულთა გეგმები და ხელისუფლებას გაუადვილა მისი ჩახშობა. მიუხედავა ამისა, 29 აგვისტოს, ჩოლოყაშვილის მცირერიცხოვანმა რაზმმა აიღო მანგლისი, მაგრამ მისი შეტევა იქ განლაგებულ სამხედრო ყაზარმებზე უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ ქაქუცა გადავიდა აღმოსაველთ საქართველოს მთიანეთში და დალაშქრა დუშეთი, რომელიც მალე დატოვა, რადგან დახმარება ვერ მიიღო. ამის შემდეგ, 3 სექტემბერს, მან სვიმონიანთ ხევთან დაამარცხა წითელი არმია. 4 სექტემბერს შიომღვიმის ტყეში დააპატიმეს დამკომის წევრები: კოტე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი. მათ აჯანყების დამარცხება ოფიციალურად აცნობეს ქართველ ხალხს. ამის მიუხედავად ჩოლოყაშვილი აგრძელებდა ბრძოლას და 6 სექტემბერს, ხევ-გძელასთან,კახეთში კიდევ დაამარცხა წითელი არმია. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა რამდენიმე დღე თბილისს უტრიალა, მაგრამ დარწმუდა ბრძოლის გაგრძელების ამაოებაში. ოქტომბრის ბოლოს 26 თანამებრძოლთან ერთად თურქეთის გავლით საფრანგეთში გადაიხვეწა. საქართველოში დარჩენილი მისი სიმამრი ილია მეღვინეთუხუცესი დახვრიტეს, მეუღლე ნინოს ასევე დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ ქალიშვილებთან, 7 წლის თამართან და 3 წლის ქეთევანთან ერთად, გადაასახლეს.
  6. ყმაწვილური მაქსიმალიზმია....არაფერი არ დაინგრევა, პათოსი გასაგებია. ამონხოტეპ მეოთხე(ეხნატონი)-ს ისტორია წაგეკითხათ ურიგო არ იქნებოდა(ძვ. ეგვიპტის ისტორიიდან)....ბევრ ანალოგიას დაინახავდით ობიექტურად წაკითხვის შემთხვევაში. პოსტი წმინდა რეპლიკაა რომ წაშალოთ არ დავზარალდები....ყველა ყველა ხიდმა რა დაუშავა ხალხს...
  7. Giorgi Kiskeidze მე სხვა წყაროებით ვიცი რომ სტალინმა დაგეგმა ორჯონიკიძესთან და ფილმახთან ერთად საქართველოს ოკუპაცია, მეცხრე და მეთერთმეტე არმიების გამოყენებით თუმცა პირადად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია(ე.ი. მაუზერით არ დარბოდა ტაბახმელასთან) და შულავერის კომიტეტსაც უშუალოდ ხელმძღვანელობდა მოსკოვიდან.....ეს ორი მიზეზით იყო განპირობებული: ერთი ლენინი დაჭრის შემდეგ სიფილისის მეოთხე სტადიაში იყო და ქვეყანას ვეღარ ხელმძღვანელობდა სტალინი კი მიუხედევად იმისა რომ ლენინის ცხოვრებას პირადად აკონტროლებდა მისი მდომარეობა საეჭვო იყო რადგან მისი სამშობლო არ შედიოდა საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში. მეორე კასპიის ნავთობი და კონტროლი კავკასიაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო რუსეთის მომავლისათვის.....აღარაფერს ვამბობ 1924 წლის ქართველ აჯანყებულებთან სისხლიან გასწორებას და 30-იან 50-იან წლების რეპრესიებზე აგრეთვე რუსეთ-გერმანიის ომში საზარბაზნე ხორცად გარეკილ 300 000 ქართველზე. დიდმა პოლიტიკოსმა სტალინმა 35 მილიონი რუსი დააწვინა გერმანიასთან ომში დამპყრობელმა და განადგურებულმა გერმანიამ კი მთელ მეორე მსოფლო ომში სულ 6 მილონი დაკარგა მოკლულთა სახით....გორელებისა და ზოგიერთი რუსის არაკია "სტალინი დიდი პოლიტიკოსი იყო"...სტალინი ერთი უწიგნური დაკომპლექსებული მშიშარა პარანოიკი იყო რომელმაც თავისნაირივე ჩამორჩენილ ქვეყანაში(რუსეთში) ინტრიგებით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და ისე მოექცა რუსებს როგორც მათ უყვართ.....
  8. Giorgi Kiskeidze თუ ძმა ხარ სტალინი ვისი გმირია? რუსი დიქტატორი იყო და სერიოჟა ორჯონიკიძესთან ერთად საქართველო დაიპყრეს რუსეთისათვის....
  9. ადამიანის საქციელის ჰეროიზაცია ეს იმ ეპოქის და იმ რელიგიის საქმეა რისთვისაც ეს პირი ეწამა. აბოს ვგონებ არაბებისათვის არ უღალატია მან ქრისტიანობა არჩია ისლამს რის გამოც მოკლეს....აბოს მკვლელობაც და მისი შემდგომი წმინდანად შერაცხვა ეს ორივე მხრიდან პრეცენდენტის წმინდა პოლიტიკური მიზნით გამოყენების აქტია....საქართველოს ჭირდებოდა ესეთი მაგალითები ხალხის გასამხნევებლად რადგან რელიგია იმ ხანაში თვითიდენტიფიკაციის განსაზღვრის ფაქტორი იყო მცირერიცხოვანი ერებისათვის(აქ საუბარი არაა ზოგადად რა არი კარგი ან ცუდი რწმენაში) ხოლო მუსლიმებს ამ პრეცენდენტის სასტიკად დასჯა რომ მიმდევრები არ გამოჩენილიყვნენ. ადამიანმა ერთადერთი დათმო რაც ქონდა თავისი რწმენისათვის(სწორია თუ არა ეს რწმენა ამჯერად მნიშვნელობა არა აქვს) და მოღალატე ან არამყარი რწმენის მქონე უწოდო ალბათ რაიმე სხვა უნდა იცოდე, რაზედც დუმს ისტორია.... ისლამი ფანატიზმითაა ცნობილი და არა ფილოსოფიური დოქტრინით ან მრევლის დისციპლინით(ცნობისათვის ისლამი ისეთივე მრავალსახოვანია როგორც ქრისტიანობა და ბუდიზმი, კერძოდ ორი ძირითადი შტო შიიზმი და სუნიზმი(ან სუნიტიზმი) ცალცალკე 72 მცირე და მსხვილ განშტოებას ითვლის. ამასთან რელიგიური ასაკით შუა საუკუნეების ქრისტიანობის ტოლია-აქედან ფანატიზმი). ჩემი აზრით თავისი შეხედულებისათვის ადამიანის თავგანწირვა მის პიროვნულ სიმამაცეზე მეტყველებს და ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება ან პიროვნების ინდივიდუალური ნება ასეთი საქციელი პატივისცემას იმსახურებს მნიშვნელობა არა აქვს დღევანდელი გადმოსახედიდან რა არი ქრისტიანობა ან ისლამი(თქვენს მონა მორჩილს რელიგიის საკითხები არ აღელვებს). აბო მოკვდა როგორ ადამიანს ეკადრება ღირსებით და თავის თავთან მართალი ამიტომ ვინ წმინდანს დაარქმევს ვინ მოღალატეს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს არც აბოსათვის არც მისი ქმედებისათვის...."ჭეშმარიტებს უფრო მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი საუბარი ჭეშმარიტებაზე"....
  10. http://s54.radikal.ru/i143/1210/64/bc8f8cce72fb.jpg არ იხსნებოდა ზემოთ. ალბათ ამ ფოტოს გულისხმობდნენ..
  11. ჩვენ საშველი არაფერი გვჭირს, უბრალოდ ესენი(ბიძინეს თანამხარჯველები) ქვეყანას ერთი 30 წლით უკან დაწევენ, შემდეგ(როდესაც ქართველები მოიხდიან რეტროგრადული ამნეზიის სინდრომს) ხალხი შეცვლის ამ რეტროგრადულ ფულის ტომარას და ისევ წინ წავა...
  12. Giorgi Kiskeidze ეს ათვლის წერტილია თუ როგორ რა ხერხებით მოვიდა რუსი ოლიგარქი საქართველოს ხელისუფლებაში როგორ მოიყვანა რეტროგრადული ძალები რომლებსაც ფულის ტომრების გარეშე არჩევნებში 5% პროცენტიც არასოდეს დაუგროვებია, როგორ ამოყვინთეს წარსულისაკენ წაყალწაღებულმა ჩარეცხილებმა ისევ და ამ "მოზეიმე" ხალხს კისერზე შემოასკუპდნენ. წარმავალი ხელისუფლება არანაკლებ დამნაშავეა რომ დაუშვა ვინ იცის რა გზით ნაშოვნი რუსული კაპიტალის შემოდინება საქართველოში და 3 პრორუსული ტელევიზიების მაუწყებლობა...
  13. Giorgi Kiskeidze ეგ ციხის კინოები რომ ბიძინეს პროდიუსერობით გადაიღეს ნათელია, ყრზოების გადასარევად სუფთა ჩეკისტური ხელწერაა. ეხლა საქართველო თავის ტყავზე გადაიტანს ასეთ უამრავ ჩეკისტურ-რუსულ პიარებით შემოზედმეტებულ "ჭეშმარიტებებს" რომ შემდეგ ბევრი სისხლი და დრო დაჭირდება მათი "ოცნების" დანგრეულის გამოსწორებას, ეგ რუსი ტურისტი მხოლოდ მაგ წესებით ცხოვრობს ამასთან დავალებულია პირადად პუწინისაგან და ლუბიანკაზეც იციან რომ ნელნელა(როგორც იქნა ისწავლეს სიფრთხილე და პირდაპირ აღარ ულოცავენ როგორც იანუკოვიჩსა და სხვა სატილიტებს) შეუყვანენ საქართველოს რუსულ დიშლას..
  14. ის ერთადერთი შემთხვევაა როდესაც ოპოს ზიზღს ვიზიარებ....ეს ადამიანები განსაკუთრებით თარგამაძე და ის სათვალიანი ტელეღიპუცი სიყალბისა და მომრგებლობის ახალი გენერაციის ნიმუშები იყვნენ(ძველები ბიძინესთან არიან მათ აქვთ გამოცდილება და ფულის ყნოსვა სადაც საჭიროა იქ შედზედმეტებისა)....მე მგონი ყალბი ადამიანის მოსმენა სავალდებულო არავისთვის არაა. გიო თარგამაძე როდესაც ასლანის კლიენტი იყო პარლამენტში ტანზე სამოსს იხევდა რუსული ჯარის გაყვანის წინააღმდეგი იყო მერე არკადის დემოკრატიას ღაღადებდა ბოლოს გაუღწეველი ქრისტიანი გახდა თითქოს ამ რელიგიას ფარისევლები აკლდა.....ვუსურვებდი გიორგი თარგამაძის კოჰორტას წარმატებებს სახალხო მეურნეობაში...
  15. Giorgi Kiskeidze მასონების შეთქმულებაზე არაკების მთხრობელები ფსიქიატრიული საავდმყოფოს ყველაზე უიმედო პაციენტები გახლავთ რომლებიც როგორც იეჰოვას მორწმუნეები გონებაშეზღუდულობის გამო კრისტალიზირებულნი არიან ერთ მარტივ ზღაპარში(მასონებზე მოსაუბრეები რუსული შავრაზმული პრიმიტიული პროპოგანდით, იეჰოვას მოწმეები კი ერთი უსაქმურის სეპტუაგინტას ინტერპრეტაციით) ვერ უშველი, მხოლოდ უთანაუგრძნე ხოლმე კოპლებიან კვერცხებს...რუსული პროპაგანდის საყვარელი თემაა ყველაფერი სხვას დააბრალონ: რატომ არ უვარგადთ მანქანები, რატომ ვერ თამაშობენ ფეხბურთს, რატომ გარბიან მათი ქალები უცხოელზე გასათხოვებლად რატომ არიან ზღაპრული ენერგორესურსების პირობებში აუტანელ სიღატაკეში, რატომ ვერ ააშენეს 10 საუკუნეში სახელმწიფო, ეს ყველაფერი მასონების და ევროპა-ამერიკის ხრიკების "ბრალია".... ჰოდა ვისაც შრომა არ უყვარს(არც ფიზიკური არც გონებრივი) საქართველოში ისიც ეზიარა ამ რუსულ არაკს, ერთობ მოსახერხებელია....
  16. დიდება ბუნებას კახა მიქაიას და გუბაზნატორის სიტყვებს თუ ვინმე ამ გალაქტიკაში სერიოზულად აღიქვამდა ძნელი წარმოსადგენი იყო. როგორც იტყვიან "ეკლესიაში მღვდელი მომკვდარიყო და მოძღვრად ყვავი აირჩიესო". კახა მიქაიას ციტირება და გუბაზის "პროგნოზები"..... არ ვიცი ვინმემ მესროლეთ თორემ სიცილით გავიგუდები....კალენდარი იყიდეთ ან მართლა მოუსმინეთ რა ბგერებს გამოცემენ ეგ ყარაჩის ბაზრის კრაზანები მეცხრამეტე საუკუნიდან.....წმინდაო კეაცელკოატლე შენ გადააფარე პონჩო ამ გაჭირვებულ ქვეყანას ბოროტო ოსსა ერთი დღე აცხოვრე ეს ადამიანები შენი ჭორების გარეშე, დაცინვის ღვთაებავ მომო თავი დაანებე ამ გაჭირვებულ ადამიანებს, თანატოს წამიყვანე ოდეს ამდენი სიცილი ტანჯვაა ოლიმპიური....
  17. ამათ ნაფტალინის სახელმწიფო მარაგები არ ეყოფად უმრავლესობა ისეთი ღრმა მკვდარი წარსულიდანაა გადმოთრეული...
  18. ზახარასათვის მაინც "ნახტომია" რა ვქნა უბრალო კოლლაბორაციონისტი რომ იყოს კიდევ აიტანდა კაცი მაგრამ ატავია და რესპექტაბელურობას უტიფრად იბრალებს ეს ზიზღნარევ ღიმილს იწვევს..Shaten
×
×
  • შექმენი...