Jump to content
Planeta.Ge

urfinjus

პლანეტელი
  • პოსტები

    2.669
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    35

ყველა პოსტი urfinjus

  1. fashisti გერმანელები გადამძღარი ბურგერეად აქცია სოციალურმა პოლიტიკამ, 5 მილიონი მხოლოდ თურქი ცხოვრობს ზიგფრიდების სამშობლოში და ნახევარი მათგანი დონერ ქაბაბს ყიდის, მეორე ნახევარს. ეს ფული თურქეთში მიდის იანიჩარების სახლების მშენებლობაზე, ამ სახლებში დაამზადებენ კიდევ 5 მილიონ დონარ ქაბაბის გამყიდველსა და მყიდველს გერმანიისათვის და არა მარტო....ეს განცხადება ტოლერანტობის გამო კი არ გააკეთეს გერმანელებმა არამედ დონერ ქაბაბის მომხმარებლის დემონსტრაციების შიშით მოუვიდათ.....აქაოდა:" რათა ჩვენ პატივს ვცემთ მუჰამედსო"(არა ცემ პატივს და თურქები ხმას არ მოგცემენ გერმანიაში არჩევნებისას)...ამერიკელებს კი თავისი ტურისტი და ყოფილი ქუჩის აგიტატორი პრეზიდენტით იმდენი თავსატეხი გაუჩნდათ რომ ამ საქმისათვის არა ცხელათ... ნეტარ არიან ჰუსეინ ბარაკ ქამის ფანები და აფრიკული სამზარეულოს მოტრფიალენი...
  2. რა გნიასია ატეხილი..... დაიჭირეს არ ჩიჩიბაბა... საერთაშორისო ორგანიზაციები: ეგ რომელი: მწვანე მაიმუნის უფლებათა დამცველები თუ გეი სამბაიოს ფსიქიკური სტრესის სადარაჯოზე მდგარი სუფრაჯისტკები....პური და სანახაობა და ბიძინას კურატორების შეკვეთილი საშინელებათა ფილმები მთავარ როლებში ციხის ხარბი ზედამხედველები და მუხტის მაძიებელი ბურატინოები....ფაქტი და კინო ამ ფაქტზე ცუდია და დასასჯელები დაისჯებიან "სიმართლის მაძიებლების გარეშეც" მაგრამ ვინც იჭერს თევზებს თავისსავე ამღვრეულ გუბეში ხელისუფლების უსუსურობის გამო გამოჩნდა.....არ მოინდომეს ყველა ნერვასთენიკებმა და შიზოიდებმა ამ კრიმინალური ისტორიით ცხოვრების მოწყობა.... ეგ არაადამიანები დაისჯებიან რა თქმა უნდა ჩამდენიც და პროდიუსერიც მაგრამ ყრზოებს რომ მადა გაეხსნათ და მათთვის ყველა არასიმპათიური სიფათის დასჯა მოინდომეს ეს სახალისოა....ზოგს რა ტალანტი აქვს სხვისი უბედურებით თავისი "გენიის" წარმოჩინების....სიყალბის ქართულ გენიას გიორგი თარგამაძეს ტურისტ ბიძინას, ოფოფ ჟურნალისტებს და მოსეირნე ახალგაზრდობას სულ ფეხზე არ კიდიათ ეგ ნაცემი ხალხი..."გენერლები ყოველთვის ემზადებიან წარსული ომებისათვის"...
  3. urfinjus

    სახეობა 8472

    http://www.youtube.com/watch?v=t9wx9x4-BX0&feature=plcp
  4. "საზოგადეოება უხეში ხუმრობაა საერთოსი განსაკუთრებულზე"-ალბიონელი.- ამაზე უკეთესად ვერ ვიტყვი, საზოგადოება, ხალხი, რწმენა, ერთობა, მუშათა კლასი, სოციალური ფენები, კასტები, შეწუხებული პარტიები, ბომონდი, გეტო, ინტერესის მიხედვით შექმნილი კლუბები, ოქროს მილიარდი, შენგენის ზონა, არიელები, ნიგერები, ლათინები, ჩარლი, კული, ძმები მუსლიმები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, მასონები, მასონებთან მებრძოლები, თეისტები, ათეისტები, პარტიზანები, პროფკავშირები, წითელი ენოტის უფლებების დამცველები ესენი და სხვები მათ არსებობამდე და მომავალშიც....მათი სახელით ხდება და მოხდება თითქმის ყველა ძალადობა ინდივიდზე მის კისერზე, დაჩიავება, თავისუფლების ართმევა საზოგადოების საკეთილდღეოდ და ა.შ.....არავითარი ჩვენ(საზოგადოება) ბუნებაში არ არსებობს, შესაბამისად არ არსებობს საზოგადოებირივი ცნობიერება. სამყაროს ღერძი დღემდე იყო საშუალო ასაკის თეთრკანიანი მამაკაცი რომელსაც მთელი მსოფლიო კისერზე აზის საზოგადოების, ღმერთის, ჰუმანიზმის, გენდერული თანასწორობის ტოლერანტობის, სუსტზე ზრუნვის 'მოვალეობით და ა.შ.....როდესაც თეთრი მამაკაცი დაბერდება(თუ ამ საზოგადოებებს ცოცხალი გადაურჩა)...იგი ხდება ამ მოგონილი საზოგადოების მათხოვარი და ყველა ენაგადმოვარდნილი დემაგოგი მასზე ზრუნვის "ბრძოლით" ახერხებს თვითდამკვიდრებას....არ არსებობს არავითარი ჩვენ და რაც ადრე მიხვდება ამას ადამიანი მით უკეთესი მისთვის...."გააკეთე რაც გინდა, და ეს არი კანონი"-ოღონდ უნდა შეგეძლოს საქციელზე პასუხისგება საკუთარ თავთან ეს არი და ეს....ჰაო
  5. Giorgi Kiskeidze მთლად ეგრეც არაა უბრალოდ ნავთობის აღმოჩენამდე არაბებს ღრმად ჩამორჩენილი სახელმწიფოები ქონდათ და ეხლა როგორც პატიოსან ნახევრადფეოდალურ სახელმწიფოებს შეეფერებათ ნავთობდოლარები უმცირესობის ხელშია. ხოლო ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში ტირანები უფრო უყვართ(ის რამეს გამომიგდებს სუფრიდანო(ბიძინას და პუტინის მომხრეებისა არ იყოს) ვიდრე დემოკრატები და რეფორმატორები(ამ შემთხვევაში უკვე პირად ნიჭზეა და შრომისუნარიანობაზე დამოკიდებული და თავის ანაბარა ცხოვრება ტირანულ ქვეყნებში მოსახლეობას უჭირს ინიციატივის გამოჩენა). დაამატე ამას სიღარიბე, რადიკალი შფოთისთავი რელიგიური ლიდერები და იღებ რასაც უყურებ ტელევიზიით "აღშფოთებული მასების პროტესტს" რომელთა უმრავლესობას ეს ფილმი არ უნახია და რომც ენახა ვერ გაიგებდა(თუმცა ფილმი მართლა პროვოკაციულია, იმიტომ რომ დღეს პროვოკაცია ერთადერთი საქონელია რაც იყიდება).
  6. ჯინ როდენბერის ფილმში "Star Trek " არი ერთი სახეობა რომელიც თხევად კოსმოსში ცხოვრობს, ამ სახეობას პირობითად 8472-ს ეძახიან. ერთადერთი რაც განასხვავებს ამ უცხოპლანეტელებს სხვებისაგან ეს შეუწყნარებელი დესტრუქციული ქმედებებია სხვების მიმართ რომლის მიზანიცაა ყველას და ყველაფრის ტოტალური განადგურება. სწორედ ამ სახეობას მახსენებს საქართველოში ვერ და არშემდგარი ადამიანთა ჯგუფები რომლებიც თავს ოპოზიციას უწოდებენ......2007 და 2011წლების რუსული აჯანყების შემდეგ რომელიც ქართულმა საზოგადოებამ არ მიიღო, საქართველოში ჩამოვიდა რუსეთში გამდიდრებული ადამიანი რომელიც დიდი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ სათავეში ჩაუდგა სახეობა 8472-ს. რუსული გიგანტური ფულადი სახსრების ინექცია სახეობა 8472-ისათვის დაახლოებით გავს თალიბანისათვის ალქაიდასათვის და ჰესბოლასათვის ატომური იარაღის გადაცემას. ევროპელებთან პოზიორობას შეჩვეულმა საქართველოს ხელისუფლებამ ამ შეძლებული რუსი ოლიგარქის გამოჩენითანავე საჭიროდ არ ჩათვალა დაესვა ლეგიტიმური კითხვები ამ თანხების წარმომავლობის შესახებ იმ ქვეყნიდან სადაც არავითარი კანონი და სამართალი არ არსებობს ეს მომავალში აღმოჩნდა ერთერთი უსერიოზულესი შეცდომა რადგან ცნობილია რომ ვინც რუსეთში 100 000 მეტს აკეთებდა და არ თანამშრომლობდა რუსეთის ერთადერთ ორგანიზაციასთან ფეესბესთან(ეს ორგანიზაცია აკონტროლებს ხელისუფლებით დაწყებული და ბიზნესით დამთავრებული ყველაფერს რუსეთში) ან ციხეში აღმოჩნდა ან ემიგრაციაში გაიქცა. ამიტომ ჰიპოტეტურადაც კი იმის დაშვება შეუძლებელია რომ თანამშრომლობისა და გამორჩეული ლოიალობის გამოჩენის გარეშე ფეესბე უცხო ქვეყნის მოქალაქეს(მით უმეტეს კავკასიელს) უფლებას მიცემდა მილიარდები ეშოვა ბიზნესში(ამ შემთხვევაში ვაჭრობაში თორემ ეს ადამიანი არ იყო შემჩნეული მედიცინაში, ფიზიკაში ან სხვა რაიმე დისციპლინაში გამორჩეული ნიჭით). ჩამოსვლისას ამ ადამიანმა დაიწყო პატარ-პატა საჩუქრებით უსახსრებოდ დარჩენილი წითელი არისტოკრატიის შესყიდვა რასაც "ქველმოქმედებას" ეძახდნენ თავიდან მაგრამ პოლიტიკაში გამოჩენისთანავე ნათელი გახდა რატომ გაიცა ეს თანხები და ვისთვის. აქ იქუხა სიზარმაცესა და უნიჭობით დაძინებულმა სახეობა 8472-ის გენიამ და დაიწყო სახელმწიფოს განადგურების მოსამზადებელი სამუშაოები: ეხლახანს ციხის შიგნით მომხდარი ამბები რომელიც დიდი ხანია მზადდებოდა მხოლოდ დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს იმ შავი ფიარის უსაზღვრო ჯაჭვისა რასაც რუსული ფული მისი მატარებელი და სახეობა 8472 ამზადებს და ახორციელებს საქართველოში....."ჩქარა ვმოძრაობ, კიბეებზე სწრაფად ავდივარ, ზოგიერთ საფეხურს ვახტები კიდეც....არცერთი საფეხური ამას არ მაპატიებს". გერმანელი მისტიკოსის დღიურიდან......როდესაც არ კითხულობ საიდანაა ფული არ გაგიკვირდეს რომ ამ ფულით ნაჭამი სადილში(მნიშვნელობა არა აქვს შენ მიირთვი თუ შენმა მეზობელმა) გადასახდმა შეიძლება სულ სხვების კისერზე გადაიაროს და ვერ შეუსაბამო გადასახადი. ხოლო სიცარიელით და საკუთარი მნიშვნელობის მტკივნეული დაკნინების აღქმის გამო 21საუკუნეში მცხოვრები სახეობა 8472 აუცილებლად გაანადგურებს ყველაფერს თუ ვინმემ მათი ფინანსური ინექცია არ შეაჩერა და ეს მხოლოდ არჩევნებს არ ეხება.
  7. ერთ ინდოელ მისტიკოსს კითხეს "რატომაა ინდოეთი ასეთი სულიერი ქვეყანა? რატომ არიან ინდოეთში ამდენი წმინდანები და გასხივოსნებული ადამიანები?" ინდოელმა უპასუხა: "იმიტომ რომ ინდოეთი ღარიბი ქვეყანაა არაფრის ჩვენება არ შეუძლია(ევროპელებისაგან განსხვავებით), ხოლო სულიერება ისეთი რამაა რომ ჩვენებას არ მოითხოვს და მასზე უსაზღვროდ დიდხანს შესაძლებელია საუბარი"..... ზარმაცი და ღატაკი ადამიანები ყოველთვის ცდილობენ საკუთარი უნიჭობა, წარუმატებლობა სხვას გადააბრალონ: სხვა ერებს, სახელმწიფოებს, რელიგიებს და ა.შ. შემდეგ დაჯდეს "სულიერების" "სამართლიანობის" ექსპერტად და ყველას წილი თხოვოს საკუთარი გენიალურობისა და წარმატებული ადამიანების "უსინდისობის" გამო კომპენსაციისათვის....ამიტომაა რომ ამდენი "სასულიერო" პირები, "ადამიანის და დასაქოქი მაიმუნის უფლებების" დამცველები ეკოლოგისტები და სხვა მეზღაპრე-შიზოფრენიკები კისერზე შემოახტნენ 21 საუკუნის კანონმორჩილ ადამიანს და პარაზიტობენ კაცობრიობის სხეულზე...
  8. ქრისტეზე, ბუდაზე და სხვა ღმერთებზე უამრავი პაროდია და პორნოგრაფიაც კი არი გადაღებული და მგონი მხოლოდ ფრანგებმა კინოთეატრი გადაწვეს 70-იან წლებში როდესაც იქ "ქრისტეს უკანასკნელი ვნებანი" გადიოდა...."უმანკოება" უკვე ერთი თვეზე მეტი იდო იუთუბზე და კაციშვილი ხმას არ იღებდა შემდეგ ვიღაცას დაჭირდა ამაზე ამბის ატეხა და ატეხა კიდეც(როგორც კარიკატურების ისტორია: მუჰამედზე, ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ კარიკატურებზე რომ დაიწყეს გამოსვლები რადგან ვიღაცეებს დაჭირდა). ეს ძველი ისტორიაა აღმოსავლეთის მოსახლეობა ძალიან ღარიბია აგრეთვე მათთვის დემოკრატია უცნობი სიტყვაა და ცხოვრობენ ფეოდალური ტირანიის მსგავსი კანონებით....ამ ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობა თავის სიღატაკეში რა თქმა უნდა ევროპელებსა და ამერიკელებს ადანაშაულებს. არსებობს უამრავი მითები "ბოროტი" ევროპელებისა და ამერიკელების "შეთქმულების" შესახებ რომელთაც ისრაელი მართავს და "ჯვაროსნები" ცდილობენ წაართვან უდაბნოს ქვიშა, აქლემი და ცოლი...მსგავსი არაკებით სიღატაკე და სიზარმაცე ღირსება ხდება ურჯულო ევროპელებთან ბრძოლაში.... ზოგ ყრზოს გონია რომ პაკისტანიდან ემირატებამდე და ყატარიდან ფილიპინებამდე ღატაკ ფანატიკოს ისლამისტებს მხოლოდ ამერიკა ეზიზღებათ, ეს არაა მართალი მათ ეზიზღებათ და ასწავლიან ამ ზიზღს ევროპული ცივილიზაციასთან დაკავშირებული ყოველივე საგანი(მანქანების და ფუფუნების საგნების გარდა სასურველია ჰუმანიტარული დახმარების სახით) კანონი ცხოვრების წესი და ა.შ....ისე რომ მსგავსი ფილმები ყოველთვის არი საბაბი.....ეს ხალხი უფრო სწორედ ისინი ვინც მათ უბიძგებენ ამ საქციელზე ყოველთვის ასე მოიქცევა და უარესსაც გააკეთებს მომავალში.... არი ამ საქმეში პოზიტიური მომენტიც: ამერიკელებმა დაინახეს რომ მათ ქვეყანას ლიდერი არ ყავს და ობამას ბლუყუნი იმაზე რომ ისინი არ მიატოვებენ ლიბიის, ეგვიპტის ახალგაზრდა დემოკრატიებს უფრო გაეროს მებუფეტეს სიტყვა იყო ვიდრე აშშ-ს პრეზიდენტის..... როცა ბავშვს გაუვა და არ დაისჯება იგი უარესს იზავს....და ისლამი აქ არაფერ შუაშია საქმე გვაქვს ღატაკ ჩამორჩენილ ქვეყნებთან სადაც "სასულიერო" პირებს არავინ აკრიტიკებს და იმათაც გარეკეს ....p.s აშშ ეგვიპტეს ყოველწლიურად მილიარდ დოლარით ეხმარება საინტერესოა წელს მეტს გადაუხდის თუ იგივეს დატოვებს....მგონი ჰუსეინ ობამა 2-საც მიცემს რა ენაღვლება მისი ხომ არაა ამერიკელი ხალხისაა
  9. აქ კითხვებს გადავხედე და კითხვები ვერ ვნახე, მხოლოდ "კითხვა"-მტკიცებებს ვხედავ ადამიანებისა რომლებიც ეგზალტირებულია არიან ოსტანკინოს ფილიალი ტელევიზიების მიერ.... ამ კატეგორიას "სიმართლედ" მიაჩნია მხოლოდ ის ციფრები და მოვლენების ბიძინას(ყოფილი გაჩეჩილაძეების მრევლი) მაამებელი კონტექსტში ხედვა.... ეს შედეგია საქართველოში ოპოზიციის არ არსებობისა და აკადემიური კრიტიკის დეფიციტისა... პოლიტიკოსებად ჟურნალიტებად და ექსპერტებად წოდებულმა ადამიანებმა ათწლეულების მანძილზე საზოგადოებასთან მუშაობისას ყველაზე მარტივი და პოპულისტური გზა აირჩიეს, რამაც საბოლოოდ საქართველოში ინფორმაციის მომხმარებელი მასიურად ჩამოყალიბა უვიც ეგოცენტრიკებად რომლებიც საზრდოობენ ჭორებით, საგანზე ზედაპირული მსჯელობების თუთიყურშივით გამეორებით და გამოირჩევიან აბსოლუტური შეუწყნარებლობით ოპონენტებთან დისკუსიაში... ხელისუფლებამ რეფორმების ჩატარებისას საჭიროდ არ ჩათვალა თავის საქმიანობისას ყოველი დეტალის(სამხედრო და სხვა უსაფრთხოების საკითხებს არ ვგულისხმობ) ახსნა მოსახლეობისათვის და თავმომწონე პოზაში ჩადგა აქაოდა მე ვიცი რომ სწორედ ვიქცევიო, ამ საქციელმა ნეიტრალურ ადამიანებს უბიძგა გადასულიყვნენ აქუბარდიას, მაესტროს და სხვა სიკოფანტების ინფორმაციის მომხმარებელთა რიგებში....მოსახლეობის უმრავლეს ნაწილმა დაკარგა კრიტიკის უნარი(რომლის დახვეწის ხელისშემწყობი თავმდაბალი აკადემიური ინტელიგენცია უნდა ყოფილიყო, რევანშისტი რეტროგრადი წითელი ინწილიგენციის ნაცვლად) და საბოლოოდ არჩევნების წინ მივიღეთ "რომაელი კლიენტი მოქალაქეების" მსგავსი ელექტორატი რომელთანაც საუბარი მხოლოდ სოციალური დაპირებებითაა შესაძლებელი....საინტერესოა ამ თემაზე თქვენი მოსაზრება ბატონო იაგო. p.s. მგონი დამეთანხმებით რომ ამ გაღიზიანებული "კითხვა"-მტკიცების პათოსი და ზოგადად ზემოთ ჩამოთვლილის მიზეზები საქართველოს აკადემიური წრეების სიზარმაცეში, ეგოიზმში და ამპარტავნებაშია საკუთარი მოსახლეობის მიმართ და არა ამ ადამიანებში.
  10. რეფერენდუმს რომელზეც საქართველომ უმრავლესობით გამოთქვა ნება რომ სურს ჩრდილოატლანტიკური ბლოკში ყოფნა კონსტიტუციით გააჩნია კანონის ძალა, ისე რომ მის კრიტიკა ან შეცვლა(რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ შალიკომ, გუბაზამ კუკავამ და საშიშია მისი სახელის ხსენებაც კი: ბორია-ბიძინამ,) შეუძლებელია საკანონმდებლო აქტით სხვა რეფერენდუმის გარეშე. კოლლაბორაციონისტების და მეტრორუსეთუმეების "აზრი" მხოლოდ რუსეთს აინტერესებს. სხვა საკითხია როდის მოხდება გაწევრიანება....საქართველოს ორი გზა აქვს ან რუსეთის კოლონიად დაბრუნება ან ევროპული ცივილიზაციის ნაწილად გახდომა....საქართველო ერთხელ შეცდა რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით(რომლის ანულირება რუსეთმა 1801წლის საქართველოში მეფობის გაუქმებითა და ანექსიით მოახდინა), მეორედ აღარ შეცდება...
  11. ბატონო იაგო: ეს კითხვა თქვენ საქმიანობას არ ეხება მაგრამ თუ არსებობს საერთო სტატისტიკა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე რუსეთთან საბრძოლო მოქმედების დროს დაინვალიდებული ქართველი სამხედროთა და პოლიციელთა რაოდენობისა. თუ არსებობს ხომ არ დაგვაკვალიანებდით? წინასწარ გიხდით მადლობას. პატივისცემით ურფინჯუს-ი
  12. Valefor მსგავს დისკუსიებში აზრს არ ვხედავ რამეთუ რელიგიის საკითხები არ მაღელვებს მაგრამ საქართველოს მოსახლეობის მორწმუნე ნაწილზე(რომელთა შორის ჩემი ახლობლებიც არიან) მსგავსი განცხადება არც ღირსებას არ გმატებთ და არც თქვენ თეოლოგიურ დოქტრინას ხდის მიმზიდველს. უმრავლესი მორწმუნეთა შორის საკმაოდ შეგნებული და თავმდაბალი ხალხია(ეს საქართველოში მცხოვრებ ყველა კონფესიის წარმომადგენელს ეხება). თუ კონკრეტულ მღვდლებზეა საუბარი მაშინ ბრძანეთ(მაგ. იობა, ისაკაძე, ბასილა) და ეგებ დაგეთანხმოთ. ვფიქრობ ეს შემთხვევით მოგივიდათ და იმედი მაქვს მომავალში გაითვალისწინებთ.....ვიმეორებ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს თქვენ კაბალისტიკას ხართ ნაზიარები ძენ ბუდიზმს თუ სატანისტი ბრძანდებით თუ ტაქტის გრძნობა გაგაჩნიათ(რაშიც ეჭვი არ შემიტანია). თქვენი გაღიზიანებაც გასაგებია ამ ადამიანთა მიმართ მაგრამ ეგებ დიალოგი აკადემიურ თეოლოგიურ-ფილოსოფიურ ჭრილში აწარმოოთ და ხალხს რომელთაც არ აქვთ თქვენთან პირდაპირი შეხება და არც კუდიანები დაუწვიათ კოცონზე და არც მსგავსი ამგვარი ქმედებაში არ არიან შემჩნეული არ შევამკოთ ეპითეტებით. კეთილი სურვილებით ურფინჯუს-ი
  13. თან რა ომახიანად ჟღერს: "დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბისათვის ცნობილი გახდა" გულიანად ვიცინე....სახალხო მეურნეობაში ეგ ცრუდავითა და ვენახში იმუშაოს...გამოიქცა გვრიტი დიდ ქალაქში....სოფელი რატომ დაივიწყა....მაგ უსუფაშვილმა 50 ინკარნაციაც რომ გაიაროს მაინც ვერ გახდება ვერც რესპექტაბელური და ვერც პოლიტიკოსი.....
  14. http://s001.radikal.ru/i194/1209/06/68ff6b3ecb25.jpg=....კატა თაგვს ვერ დაიჭერს... უსუფაშვილის სიტყვას თუ ვინმე დაიჯერებს ძნელი წარმოსადგენია.....ხელისუფლება ქართველმა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა აკრიტიკონ და არა ამ სასაცილო ხელისბიჭმა
  15. ეგეთ "ფიცებს შურისძიებაზე" ფეესბეს კურსანტები წერენ ხოლმე "ცეცხლვანი მთიელთა" სახელით, საყურადღებო აქ ის ფაქტია რუსებს ჯერ კიდევ მიაჩნიათ რომ მათ გამომცხვარ ძველ ჩეკისტურ იგავებს ვინმე ყრზო დაიჯერებს...
×
×
  • შექმენი...