გასული საუკუნის დასაწყისის მოკლე შეფასებას ნაწილობრივ ვეთანხმები, არ ვეთანხმები იმაში რომ ეროვნული საწყისი მხოლოდ თავადაზნაურთა ინტერესს წარმოადგენდა: სპირიდონ კედია, მიხაკო წერეთელი(რომელმაც მოახერხა იმ დროის ანარქისტული იდეებში ეროვნული საკითხების პირველ პლანზე წამოწევა) დათა ვაჩნაძე, რეზო გაბაშვილი, ალექსანდრე ასათიანი, ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, კონსტანტინე აბხაზი და სხვები მუშაობდნენ ამ საკითხებზე საკმაოდ აქტიურად.....დამოუკიდებლობა მოგეხსენებათ სოც დეკებმა გერმანიისა და ინგლისის ზეგავლენის ქვეშ გამოაცხადეს ამას გარდა საქართველოს მოსახლეობა მენტალურად გადაჩვეული იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებას არ ქონდა ამის პასუხისმგებლობის გამოცდილება, ამასთან საქართველომ საგარეო პოლიტიკაში ვერ შეძლო უსაფრთხოების მყარი გარანტიების(როგორიც ბალტიის ქვეყნებმა) მიღება და რუსეთთან დათმობების(ნეიტრალიტეტის) გამოცხადებით გზა გაუხსნა ხელმეორე ოკუპაციას.