Jump to content
Planeta.Ge

Metalhead

wevri
  • პოსტები

    1.076
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

პოსტები დაპოსტილი Metalhead -ს მიერ

  1. გააჩნია ვინ გააძვირებს!

    მაშინ მარლბორომ გააძვიროს კიდევ, მაგრამ ხარისხიც გააუმჯობესოს.

    აქციზი თუ გაძვირდება ფულის გაკეთების მეტი არაფერი გამოვა ;(((

    თუ ცუდია ჯანმრთელობისთვის და უნდათ, რომ ხალხმა არ მოწიოს მაშინ აკრძალონ საერთოდ.

  2. 2013 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცნ ხადებით მომართა სს ’’წყალი მარგებლის” და შპს ’’ენგადის” წარმომადგენელმა როინ მიგრიაულმა და მოითხოვა სს ’’პოპულის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

    განმცხადებლის განმარტებით: მოვალეს არ გააჩნია უნარი, გადაიხადოს ვადამოსული დავალებები. მოვალის მთელი ქონება დატვირთულია იპოთეკით და გირავნობით და ქონების უფლებრივი შეზღუდვის გამო მოვალე ვერ შეძლებს დამატებითი ფულადი სახსრების მოზიდვას და ვალების გასტუმრებას. ქონების დაყადაღების გამო შეუძლებელი მისი ქონების რეალიზაცია, რათა მოხდეს არსებული და მიმდინარე დავალიანებების გასტუმრება. მოვალეს არ გააჩნია იმ ოდენობის საკუთარი ქონება, რომ შეძლოს საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში მათი უზრუნველყოფით ვალების გასტუმრებისათვის საკმარისი სესხების აღება. მოვალე შეყვანილია მოვალეთა რეესტრში, რაც აფერხებს მესამე პირებთან მოვალის სამართლებრივ თანამშრომლობას.

    სს „პოპულის” დავალიანება შპს ’’ენგადის” მიმართ შეადგენს 553371.35 ლარს, საიდანაც ძირითადი დავალიანება არის 399311 ლარი და პირგასამტეხლო 154060.35 ლარი.

    სს „პოპულის” დავალიანება სს ’’წყალი მარგებლის” მიმართ შეადგენს 105684 ლარს, საიდანაც ძირითადი დავალიანება არის 70687 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 34997 ლარი.

    სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები, მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნე ს წარმოებაში.

    სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე, და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

     

    დაადგინა:

    1. სს „წყალი მარგებლის” და შპს „ენგადის” განცხადება სს „პოპულის'' მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

    2. მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ აღსრულების ეროვნული ბიურო.

    3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.

    4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.

    5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების უფლება აქვთ აგრეთვე კრედიტორებს.

    6. შეჩერდეს სს „პოპულის” მიმართ იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და აიკრძალოს იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

    7. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავის (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

    8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.

    9. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნე ს 2013 წლის 26 ივნისს, 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №22 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6);

    10. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.

    11. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

  3. რამდენი აბიტურიენტი დარეგისტირდა 2013 წლის მისაღებ გამოცდებზე და რამდენი ადგილია ვაკანტური?

     

    ხომ არ ფიქრობთ, რომ ეროვნული გამოცდები ყოველ წელიწადს მარტივდება?

  4. შეიძლება დიხანიას გიგდებდეს, საჭმლის გემოს ვეღარ გრძნობდე, სიმაღლეში გაზრდას ხელს უშლიდეს, გულის დაავადებებს აჩენდეს, გულს აჩქარებდეს, მაგრამ მოკვლით არ მოგკლავს არაა :D
×
×
  • შექმენი...