Jump to content
Planeta.Ge

Metalhead

wevri
  • პოსტები

    1.076
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი Metalhead

  1. margarita თუმცა ამით ისიც იწევს წინა პლანზე, რომ კანონი ყველასთვის უზენაესია
  2. ასოცირების შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს: საკუთრების უფლებების, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ინოვაციებზე ორიენტირებული ინვესტიციების მოზიდვას, როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე მრეწველობაში.
  3. დეკრეტული შვებულების დღეების რაოდენობისა და ანაზღაურების გაზრდაზე კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას განიხილა, "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა. "შრომის კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები ძალაში პირველი იანვრიდან შედის. მანამდე კი ჯანდაცვის სამინისტრომ მოქმედი ნორმატიული აქტი ახლადმიღებულ კანონთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. განახლებული "შრომის კოდექსის" მიხედვით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 477-დან 730 კალენდარულ დღემდე იზრდება. აქედან, ანაზღაურებადი ხდება 183 კალენდარული დღე, ნაცვლად 126 დღისა, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე, ნაცვლად 140 დღისა. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, დასაქმებულს, რომელმაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო – ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით, ნაცვლად 365 დღისა. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადი ხდება 90 კალენდარული დღე, ნაცვლად 70 დღისა. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების მოცულობა 600-დან 1000 ლარამდე იზრდება. საკანონმდებლო ინიციატივისთვის 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 3 436 800 ლარის დამატებითი http://www.bpn.ge/ekonomika/1357-dekretuli-shvebulebis-gazrdili-vada-da-anazghaureba-kanonith-damtkicda.html?lang=ka-GE
  4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრთან ერთად, დღეს იუსტიციის საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მოსამართლეებისათვის სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის გარდა ასევე გადაწყდა, რომ გაიზრდება იუსტიციის საბჭოს როლი სასამართლო რეფორმის განხორციელებაში. "ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც არის დემოკრატიული გზით არჩეული, იკისრებს პასუხისმგებლობას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მას სურს, რომ მოსამართლეს ჰქონდეს ნდობა და პრესტიჟი, სასამართლო კი იყოს დამოუკიდებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების წევრები ვერ გაბედავენ სასამართლოს მუშაობაში ჩარევას, ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. თუმცა აუცილებელია თითოეული მოსამართლე გათავისუფლდეს წინა ხელისუფლების ვალდებულებისაგანაც. ეს ადამიანი არის ამის გარანტი, “ – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა. http://www.youtube.com/watch?v=PeUVpy_u9nc&feature=youtu.be
  5. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი
  6. http://planeta.ge/topic/72242-%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90/
  7. http://sphotos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash3/1234049_686780998016932_93792121_n.jpg სიკეთის განსახიერება
  8. https://www.facebook.com/Margvelashvili/app_195611817141370 გიორგი მარგველაშვილი "სპორტის სასახლეში" კოალიციის აქტივს შეხვდება და მხარდამჭერებს საპრეზიდენტო პროგრამას გააცნობს.
  9. კი, 51 მილიონი ვიღაცას რო შეტენეს ეხლა ჩვენც ხო გვინდა
  10. მთავრობა ვერტმფრენების გაყიდვას აპირებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ადასტურებს, რომ მთავრობა SUPER PUMA–ს ტიპის ვერტმფრენების გაყიდვას აპირებს. ეკონომიკის სამინისტრო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრო ბარნოვს "მთელი რიგი მცდარი ცნობების" გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ვერტმფრენების გაყიდვის აკრძალვის თაობაზე გამოცემული ბრძანებულების აქტი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. "2010 წელს საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ EUROCOPTER-თან ხელი მოაწერა 2 ერთეული არა სამხედრო დანიშნულების, არამედ სამოქალაქო დანიშნულების ვერტფრენის შესყიდვას, კერძოდ, საუბარია SUPER PUMA–ს ტიპის ვერტფრენებზე, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდა ა/წლის ზაფხულში. უნდა აღინიშნოს, რომ ვერტფრენები არ არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, არამედ მათ განკარგვაზე, როგორც სახელმწიფო ქონებაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელზე დაყრდნობითაც ის კრძალავს ვერტფრენების გასხვისებას, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული და მას არ ჰქონდა მსგავსი ტიპის სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლება. აქვე, განცხადებაში მოცემული ფაქტი, რომ თითქოს პრეზიდენტ სარკოზის ძალისხმევით გადმოეცა საქართველოს ოთხი ერთეული სამხედრო ვერტმფრენი, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან საქართველოს მთავრობის სახელით ხელშეკრულება გაფორმებული იყო მხოლოდ 2 სამოქალაქო დანიშნულების ვერტფრენზე, რომლის ღირებულება საერთო ჯამში აღწევს 55 მილიონ ევროს. თანხის დიდი ნაწილი კი, გადახდილია საგარეო ვალიდან მოზიდული რესურსით და აღნიშნული სესხის უკან დაბრუნების ვადა ჯერ არ დამდგარა. საქართველოს მთავრობას მართლაც აქვს გადაწყვეტილი, რომ მოხდეს ზემოაღნიშნული 2 SUPER PUMA–ს ტიპის ვერტფრენის გასხვისება, თუმცა მათში გადახდილი ფასი იმდენად მაღალია, რომ პოტენციური მყიდველის მოძიება გართულებულია და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ცნობილი დილერები უარს ამბობენ ამ ფასის ფარგლებში მათ შესყიდვაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ შესყიდული ერთ–ერთი ვერტმფრენი არის VIP კატეგორიის, რომლის სალონი საქართველოს პრეზიდენტის გემოვნების შესაბამისად, სპეციალური შეკვეთით არის მოწყობილი და თავიდანვე განკუთვნილი იყო მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება შეიცავს მთელ რიგ უზუსტობებს და მიზნად ისახავს საზოგადოების მიზნობრივად შეცდომაში შეყვანას, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული კანონიერ საფუძველს მოკლებული ბრძანება ემსახურება მხოლოდ ერთჯერად პიარკამპანიას,-" ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის საკუთრებაში არსებული ორი ფრანგული წარმოების ვერტმფრენის გასხვისების აკრძალვის ბრძანება გამოსცა. ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის პირველ პირს აღნიშნული ვერტმფრენების გასხვისებით სამხედრო ძალების დასუსტება დაუშვებლად მიაჩნია. როგორც ბარნოვმა აღნიშნა, საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და ამ ტიპის ტექნიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამაშველო ოპერაციების საწარმოებლად.
  11. https://www.facebook.com/photo.php?v=4645719880373 ის, რომ საქართველო დღე-დღეზე ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება 7 ნოემბრის დამსახურებაა, ნამდვილად.
  12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და საქართველოს მთავრობაში წარადგინა კანონპროექტი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე". კანონპროექტი ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულებისთვის დაწესებული სასჯელების არსებითად გადასინჯვას. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის "სისხლის სამართლის კოდექსის" ისეთ მუხლებში, როგორიც არის გაუპატიურება, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება, სქესობრივი კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან და გარყვნილი ქმედება. მაგალითად, მოქმედი კოდექსის მიხედვით, გაუპატიურებისთვის დადგენილი სასჯელის ოდენობა შეადგენს 4-დან 6 წელს, ხოლო შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით იქნება - 6-დან 8 წელი, ასევე გაუპატიურება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიკვდილი, დაისჯება ნაცვლად 15 წლისა 20 წლით, 16 წლამდე ასაკის პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის დადგენილი იქნება თავისუფლების აღკვეთა 5-დან 7- წლამდე, ნაცვლად 1-დან 3 წლამდე, ხოლო ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირთან გარყვნილი ქმედების ჩადენა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 - 7 წლამდე, ნაცვლად 2 წლისა. http://www.interpressnews.ge/ge/samartali/252197-shs-saministrom-sqesobrivi-danashaulisthvis-sasjelis-gamkacrebis-shesakheb-kanonproeqti-moamzada.html
  13. გურამ დონაძის ნიჭიერები ესენი არიან თავისუფლად მოაზროვნე და ობიექტურები?!
×
×
  • შექმენი...