Jump to content
Planeta.Ge

Metalhead

wevri
  • პოსტები

    1.076
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

პოსტები დაპოსტილი Metalhead -ს მიერ

  1. http://www.ambebi.ge/pictures/image2/10e6a41d32b39c6430405464e43c6850.jpg

     

    გიორგი მარგველაშვილი - ,, 27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია მთავრდება და ქვეყანას აღარ ეყოლება პრეზიდენტი, რომლის მიზანიც არის ქვეყნის დისკრედიტაცია, სასამართლო სისტემაში ჩარევა, აბსოლუტურად აბსურდული ვეტოები და რეალურად პროცესების საბოტირება. ეს მთავრდება 27 ოქტომბერს. თქვენთან ერთად და თქვენი მეშვეობით”

  2. http://www.interpressnews.ge/ge/politika/249518-shss-vakis-gamgeobis-shenoba-meriis-usafrthkhoebis-samsakhuris-thanamshromelma-gaqurda.html

     

     

     

    ვაკის გამგეობის შენობა მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა გაქურდა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, დადგენილია ქურდობაში ეჭვმიტანილი და ამოღებულია მოპარული ნივთები.

    ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით შსს დღეს ოფიციალურ განცხადებასაც გაავრცელებს.

    თბილისში, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის კაბინეტი რამდენიმე დღის წინ გაქურდეს. დილით მისულ თანამშრომლებს გამგეობის შენობის კარი გატეხილი დახვდათ.

  3. არჩევნებში,მონაწილეობას აპირებს?
    არა
    მიაწერენ მათშორის ყველაზე მნიშვნელოვანი, პატარა ბავშვის სიკვდილი სოფელ ქოლაგში
    აუცილებელია ამის გამოძიება აუცილებელია, ისე რაფალიანცის ბებიას თავის რძალზე აქვს ეჭვი ბავშვის მკვლელობაში
    დავითობაზე და 17 ში უმოქმედობა
    ამაზე გაგეცი პასუხი
    ისე, სიმართლე რო გითხრა, რო ვნახე, მკაცრი ხასიათის მქონე მეგონა
    :)
  4. 2013 წლის პირველ ექვს თვეში, საქართველოს ეკონომიკა მინიმუმ 1.8%-ით გაიზარდა.

    აღნიშნულ საკითხზე ერთობლივ განცხადებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გავნითარების და ფინანსთა სამინისტროები ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ივნისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელი საბოლოო არ არის და ის კიდევ ორჯერ უნდა დაზუსტდეს. ასევე ცნობილია, რომ შეფასების მაჩვენებელი არ შეიცავს სოფლის მეურნეობის მაჩვენებლებს. რისი დამატებაც, მხოლოდ ივნისში მშპ-ს დაახლოებით 1%-1.5%-იან ზრდას გამოიწვევს, რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ადასტურებს.

    განცხადებაში ასევე საუბარია 2013 წლის პირველ შვიდ თვეში, გადასახადების მობილიზების კუთხით ბიუჯეტში შესულ საგადასახადო შემოსავლებზე და აღნიშნულია, რომ ის 2012 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 32 მლნ ლარით აღემატება. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, ეს 3 მილიარდ 558 მლნ ლარია, რაც 28 მლნ ლარით არემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

    სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში საუბარი ეხება წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებს, რომლებიც მათი აზრით, მოსახლეობის კეთილდრეობაზე არანაირად არ აისახებოდა. უცვლელად გთავაზობთ ნაწყვეტს განცხადებიდან:

    "სწორედ არასაწარმოო ინფრასტრუქტურული პროექტები (პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში, ბათუმი თაუერი, ანბანის კოშკი და ა.შ.), ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება ტექნიკურ-ეკონომიკური სარგებლიანობის შესწავლის გარეშე დაიწყო (მაგალითად თბილისის შემოვლითი რკინიგზა) და რომლებზეც მილიარდზე მეტი დაიხარჯა, ქმნიდა ეკონომიკური ზრდის მხოლოდ მოკლევადიან, მყისიერ ეფექტს და არ ემსახურებოდა ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს.

    ეკონომიკური ზრდის ხელოვნური, არასწორი მეთოდებით პროვოცირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა იყო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების „მითითებით“ ბიზნესის მიერ განხორციელებული, არაპროფილური, ძვირადღირებული და ეკონომიკურად დაუსაბუთებელი პროექტები, რამაც ეს ბიზნესები ხშირ შემთხვევაში გაკოტრებამდე მიიყვანა. მოჩვენებითი ეკონომიკური წარმატების მისაღწევად „ნაციონალური“ მთავრობის „კრეატიული“ გადაწყვეტილებით იქმნებოდა საშუამავლო ფირმები (მაგალითად საშუამავლო ნავთობკომპანიები), რომლებიც ასრულებდნენ ბაზრის კონტროლის ფუნქციას, არ ქმნიდნენ რეალურ ღირებულებას და მხოლოდ ბერავდნენ ბრუნვებს. აღნიშნული საშუამავლო ფირმები დღეს აღარ არსებობენ და ბუნებრივია, მაჩვენებლებზე ესეც აისახა.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

    სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკონომიკა გამოდის „ნაციონალური შოკიდან“ და ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების შეუქცევადი, მდგრადი პროცესი დაწყებულია. "შემდეგი ეტაპი, ჯანსაღი, ბუნებრივი ზრდაა. ამ ეტაპზე უკვე გაუმჯობესებულია საგარეო სავაჭრო სალდო ექსპორტის ზრდის და იმპორტის შემცირების ხარჯზე." - აღნიშნულია განცხადებაში.http://news.ge/ge/news/story/60963-saministroebis-ertoblivi-gantskhadeba-ekonomika-minimum-1.8-it-gaizarda

  5. ვანო მერაბიშვილს მაღალტექნოლოგიური შემოწმება ჩაუტადა, თუმცა ის სრულიად ჯანმრთელია და არც ექიმის მეთვალყურეობა ესაჭიროება,

     

    მამუკა არეშიძე - არ გამოვრიცხავ მერაბიშვილის შემთხვევაში იულია ტიმოშენკოს სცენარი განმეორდეს

    ექსპერტი, ვანო მერაბიშვილის ავადმყოფობასა და უკრაინის ყოფილი პრემიერის ციხეში ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევას შორის პარალელს ავლებს. როგორც ,,newspress“ - თან საუბარში მამუკა არეშიძემ აღნიშნა, მერაბიშვილის ამბავი, ტიმოშენკოს ირგვლივ დადგმულ სცენარს ჰგავს.

     

    ,,შეიძლება მართლაც აწუხებდეს ვანო მერაბიშვილს გული და ავადმყოფობდეს, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს იმ სცენარს, რაც უკრაინაში იულია ტიმოშენკოსთან დაკავშირებით ხდებოდა.

     

    ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვამბობდი, რომ კარგი პიარის შემთხვევაში, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისეთი აჟიოტაჟის ატეხვა შეიძლება, რომ უკრაინაში მომხდარი ამბავი განმეორდეს. ანუ შეიქმნას ისეთივე დაძაბულობა, რასაც ევროკავშირის ზოგიერთ ფრაქციას, ზოგიერთ ევროპარლამენტარს და უკრაინის ხელისუფლებას შორის აქვს ადგილი“ - განაცხადა ,,newspress“ - თან საუბარში მამუკა არეშიძემ.

     

     

     

    ვანო მერაბიშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას არ საჭიროებს

    საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    ამის შესახებ "პირWელს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ განუცხადა.

    "მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩაუტარდა დიაგნოსტიკა, მაღალტექნოლოგიური აპარატურით და ის ჯანმრთელია", - განაცხადა კორძაიამ.

    მისივე თქმით, მერაბიშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას არ საჭიროებს.

    ამასთან, ყოფილი პრემიერის მონახულებას მომავალი კვირის დასაწყისში მისი ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილიც გეგმავს. როგორც ადვოკატი აცხადებს, ის მერაბიშვილის ჯანმრთელობით დეტალურად დაინტერესდება.

    http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=39077

  6. Metalhead ეს ლაიქი მარტო შენ რატომ გაქვს? :mad:

     

    რავიცი, რავიცი

     

    ერთხელ ძაან შემაშინა და იმის მერე ძაან შიშით გადავდივარ ხოლმე ლინკებზე

    ახლა კიდე ეს :(

×
×
  • შექმენი...