Jump to content
Planeta.Ge

zanneti

პლანეტელი
  • პოსტები

    61
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი zanneti

  1. Nukriko შენ რომ არსებობს ეს უკვე ღმერთის არსებობაზე მეტყველებს და თან მის უდიდეს წყალობაზე აგრეთვე
  2. daviti2 შეგიძლია მიპასუხო? კითხვაზე? წყარო შეიძლება ოქროპირის ნათქვამზე გავიგო?
  3. nika3012 მე არ გამაჩნია სიმართლე ჩემი, ჩემი სიმართლე უფალი იესო ქრისტეა, ხოლო ჭეშმარიტება კი ის არის რასაც ბიბლია ამბობს და არა რასაც ადამიანი იგონებს, მე არ ვამბობ რომ ვინემს არ ჩაეთვლება საქმეები თუ მას უფალზე არ სმენია რა საკვირველია მაგრამ, აი მაგალითად თქვენ ახლა გესმით ქრისტეზე მაგრამ ნებით არ მიყვებით მას ასეა ხომ? და თქვენ რატომ უნდა განიკითხოთ საქმეებით როდესაც შეგიძლიათ გამართლდეთ რწმენით? თქვენ საკუთარი ნებით უარყოფთ მადლს და თელავთ უფლის მსხვერპლს ეს ასეა, მაგრამ ხომ არის გამოსავალი მიიღეთ ქრისტე ირწმუნეთ იგი, რწმენა ყველა ადამიანშია უბრალოდ ვის რისი წამს ამაშია განსხვავება ხოლო უფლის რწმენა იცით საიდან მოდის? ბიბლიიდან, ანუ რწმენა მოსმენისაგან ხოლო მოსმენა ქრისტეს სიტყვიდან, რა გიშლით ხელს რომ მოინანიოთ? მიზეზი? და ერთი რამ. ამ წუთისოფელში თქვენ ვერ იპოვით ადამიანს ვინც ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს, თუ რამე გაინტერესებთ არის უფალი რომელიც პასუხობს ადამიანს ლოცვებზე და მას შეუძლია გაგიხსნათ ის რაც ჯერ არავინ იცის,
  4. nika3012 ახლობლებზე ზრუნვა უნდა ხდებოდეს აქ ამიტომაა რომ დრო მოიხვეჭო უნდა და არ უნდა ეძიო რაღაც უგუნურებები და კინოთეატრები როცა იცი რომ შენი ახლობელი ჯოჯოხეთში ამოყობს თავს, მერე უკვე მას არაფერი შველის, მაგრამ აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის რომ:უფალი ამბობ გადარჩები შენც და შენი ოჯახის, ამიტომ დრო არ უნდა დაიკარგოს არამედ უნდა ვიშუამდგომლოთ მათ სულებზე, არა როდესაც მოკვდებიან არამედ ახლა წუთისოფელში, მერე უკვე არ იქნება წუხილი და ურვა, ხოლო ახლა კი რა არის მარადიულობაში შევეცდები გითხრა.უფალი ამბობ რომ იმდენი ზრახვები აქვს ადამიანზე რამდენიც ქვიშაა მსოფლიოში, ამის წარმოდგენა გავქს? ანუ ამას გონებით ვერ ჩაწვდები ასე რომ სამოთხეში ა რარის რაღაც უქმე მდგომარეობა და კუნძივით არ იჯდები არა იქაც არის ცხოვრება ოღონდ არა ისეთი როგორიც აქ, იქ ტკივილი არ არის და წუხილი, ხოლო ანგელოზები რომლებიც მილიონობით წელია მას ადიდებენ სევ და ისევ განაგრძობენ ძახილს წმიდაა უფალი ცაბაოთი ანუ ეს არის სასიამოვნო და არა უბრალოდ ავტომატური რამ, ღმერთტან ვერ მოიწყენ. რა და როგორ არის თუ გინდა ნახო წაიკითხე გამოცხადების წიგნი იქ არის აღწერილი თუმცა სრულად არ არის, მაგრამ რაღაცას ნახავ მაინც. დიახ ახლა ბუნდოვნად ვხედავთ მაგრამ დადგება დორ რომ ვიხილავთ რა არის სამოთხეში, საქმე რა არის იცი ადამიანი ვერ გაიგებს მუდმივობას. ასე წერია რომ გულშია მოთავსებული მარადისობა და აზროვნებით მას ვერ გაიგებ. ანუ მე მაქ სიხარული როცა ვფიქრობ მარადიულად რომ სამოთხეში ვიქნები ღმერთთან ერთად, დავიჯერო საყვარელ ადამიანთან სამუდამოდ არ იცხოვრებდი? მე ვიცხოვრებდი და ვიცოხვრებ კიდევ გონებით და ლოგიკით ვერ გაიგებ ამას გული ჭირდება უფლის სიყვარულით სავსე.ბევრს წინააღმდეგობას წააწყდდები. ხოლო ცუდი აქ გვაქ განცდილი და ვარჩევთ რ აარის კარგი ამიტომ ამაშI პრობლემა არ გვექნება რა არის სიკეთე? ჯერ აქდან უნდა დავიწყოთ,ამიტომ ვამბობ ყველას თავისი სიკეთეები აქვს და ყველას თავისი სიმართლეები აქვს მაგრამ არის კი ის ღმერთის? ხოლო იმის თქმა რომ ადამიანს ღმერთის გარეშე სიყვარული შეუძლია უანგარო და მომთმენი იყოს ეს დასამტკიცებელი . მანახე ერთი მაგალითი ასეთი? მე არ ვამბობ რომ სიკეთის კეთება შეუძლია, ერჯერადად კი ბატონო და თვეში ერთხელ მაგრამ ეს ხომ ასე არ იზომება ეს არის გუნება და არა მოქმედება მხოლოდ.და მე არ ვამბობ რომ ბუდისტი ან კიდევ სხვა არ ცხონდება არა, აკეთებს კარგია რომ აკეთებს მიეზღვება თავისი საქმეების მიხედვით მე არავის არ ვამართლებ ან კიდევ ვამტყუნებ, ხოლო აი აქ ჩანს რომ შენ საკუთარი სიმართლე გაქვს და ასე ფიქრობ, ანუ შენს წესებს ადგენ, საქმეებით ვერ გამართლდები, რწმენით არის გამართლება. კარგი საქმეებით გინდა ხომ გადარჩენა ახლა მე მოგიყვან სტატისტიკას. ადამიანი მინიმუმ სამჯერ ცოდავს დღეში (ისიც ანგელოზია თუ მარტო სამჯერ) ახლა კი დათვალე სიცოცხლის ბოლოს რამდენი იქნება ცოდვა? თუ იცხოვრა 50 წელი 50000 ცოდვაა, და ამ ცოდვებით რომ მიხვიდე მოსამართლესთან რას მიიღებ მისგან? თავისუფლებას? ღმერთი იმისთვის მოკვდა რომ ჩვენ არ შეგვეძლო ჩვენით ცხონება და ჩვენი საქმეებით, ერთი ცოდვა კი მთელს კეთილ საქმეებს აფუჭებს. ასეა ღმერთის სტანდარტი. იმიტომ რომ ცოდვის საზღაური სიკვდილიაო ანუ ერთი ცოდვაც კი სიკვდილია თუ ის მონანიებული არ იქნა, ადამიანს ათასი სიკეთე რომ გაუკეთო და ერთხელ მოკლა გგონია ეს სიკეთე მას გამოადგება რამეში? ასეა ჩვენ ჩვენი სიმართლე გვაქ და ბუნტში ვართ ღმერთთან მაგრამ არის გამოსავალი და არის შანსი გადარჩენის და ეს იესო ქრისტეა რომელიც მოკვდა ჩვენთვის და დღესაც მისი ხელები გაშლილია რომ მიიღოს ნებისმიერი ვინც მოუხმობს მის სახელს.
  5. daviti2 ამაზე უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ვერ მომაწვდი საიდან მოიტანე ეს? ანუ წყარო მიმითითე თუ შეიძლება?
  6. nika3012 ხო პრინციპში მე ერთერთი მიზეზები მოვიყვანე, და ასევე ის მიზეზები რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ ანუ უცოდინრობა ბიბლიისა კი გეთანხმებით არა არც ქალებშია საქმე არც კაცებში ანუ ამაში არ არის ბედნიერება, ადამიანს აქვს თავისი ბედნიერება წარმოსახული მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს მართლაც ბედნიერებაა, ბევრი სექსი ადამიანს ბედნიერეს ვერ ხდის და საერთოდ სექსში არ არის ბედნიერება, სოლომონს 1000 ქალი ყავდა აასე ვთქვათ და მან თქვა რომ ამაოებაა ყველაფერი ანუ სამოთხეში იქნება ის რომ ჩვენ უფალთან ახლოს ვიქნები და ეს მოგვცემს სრულ ნეტარებას, არ ვიცი თუ განგიცდიათ მისი თანდასწრება როდესაც ის მოდის თავისი სიყვარულით მაგრამ ეს არის ენით აუღწერელი,ამას როცა განიცდი მერე მიხვდები თუ რა ფასი აქვს სამოთხეში ყოფნას და რატომ უნდა ვისწრაფოთ მისკენ, ანუ ეს არ არის ჯოჯოხეთის შიშის გულისთვი არამედ მასთან ახლოს ყოფნის სურვილის გულისთვის, საქმე რაშია იცით ადამიანი ვერ მოიქცევა კარგად ანუ ის უანგაროდ ვერ შეიყვარებს ან კიდევ თავის მტერს ან თუნდაც იმას ვინც მას შეურაცყოფას მიაყენებს ამას ღმერთის უმისოდ ვერ გააკეთებს, კეთილისათვის შეიძლება ვინმე მოკვდესო მაგრამ მართლისთვის ძნელად თუ მოკვდება ვინმე ანუ ეს რას ნიშნავს: კეთილს ვინც გაგიკეთებს მას შეიძლება გაუკეთო კეთილი მაგრამ მართალ კაცს რომელიც მართალია მისთვის ძნელად თუ გაიღებს ვინმე რამეს რადგანაც ყველა მოგებას ეძებს ადამიანისგან ანუ ეგოისტურია მისი სიყვარულიც კი, ეს ღმერთით არის შესაძლებელი, ხოლო თუ მას ქრისტეზე არ სმენია ეს სხვა მდგომარეობაა ამაზე არ მაქ ლაპარაკი. არავინ ამბობს რომ ასეთი ადამიანები უეჭველი ჯოჯოხეთში მიდიან ანუ მათ აქვთ შანსი ხსნის, ღმერთი უმოწყალო არ არის და არც უსამართლო დასაჯოს ისეთი ვისაც მასზე საერთოდ არც სმენია. ხოლო ყველას თავისი სიმართლე აქვს ანუ ვიღაცას შეიძლება მოპარო მდიდარს და ღარიბს მიცეს კარგი გონია მაგრამ ასე არ არის, ამიტომაა თვითსიმართლე არის ბევრში მაგრამ სიმართლე არის ღმერთი და მის სიყვაში ვიპოვით ამ სიმართლეს, დიახ გეთანხმებით, მარხვა არ არის საჭმელ სასმელი არამც და არამც. რა არის მარხვა? მარხვა არის ღმერთის ძიება, ბიბლიაში არის მარხვები ნაჩვენები ანუ ეს ხდებოდა ასე: ან საერთოდ არ ჭამდნენ ან კიდევ მწნილზე იყვნენ ხოლო ყველაფერი რაც თქვენ ჩამოთვალეთ არის სრული არაბიბლიური და ამას ღმერთთან კავშირი არ აქვს, ეს არ არის მარხვა ეს არის რელიგიურობა და ადამიანური დადგენილება ანუ სულიერი დაიყვანეს მიწიერის დონეზე და ღმერთის მცენები აქციეს თავის მნებებად ეს არის არასწორი, რა არის მარხვა კარგად არის ნაჩვენები ესაიას 58 თავში იქ ამბობს უფალი რა არის მარხვა და როგორი მარხვა სურს მას და მოდი დავაციტირებ 4. აჰა, მარხულობთ, რომ იდავოთ და იშუღლოთ, და ბოროტად ურტყათ მუშტები, არ მარხულობთ როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა. 5. განა ასეთი მარხვაა სასურველი ჩემთვის, როცა კაცი თავს იტანჯავს და ლერწამივით ხრის თავს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი აქვს დაგებული? განა ამას ჰქვია მარხვა და უფლის სათნო დღე? 6. განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაწყვიტო უღლის აპეურები, თავისუფლად გაუშვა დათრგუნვილნი და დალეწო ყველა უღელი? 7. რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო? 8. მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და დაჩქარდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წაგიძღვება წინ და უფლის დიდება უკან გამოგყვება. მარხვის დროს ხალხი ეძებდა ღმერთს ანუ ამბობ უარს მიწიერზე და ლოცვაში და ბიბლიის კითხვაში ატარებ დროს აი ესაა მარხვა და არა ის რა ჭამო ახლა და რომელ სერიალს უყურო, მარხვაზე არიან და ისე იგინებიან ან კიდევ მრუშობენ ან კიდევ რავი რას ჩადიან ან კიდევ ჩხუბობენ ესაა მარხვა? არამც და არამც მარხვა არის ღმერთის ძიება ხოლო თავისუფალი ნება ადამიანს აქვს დიახ მაგრამ მან სწორად უნდა გამოიყენოს ეს თავისუფალი ნება, რა თქმა უნდა მასზე ზეწოლა არავინ უნდა იქონიოს არამედ უნდა იყოს ეს ბიბლიის მიხედვით გაკეთებული სიყვარულით სიმშვიდით და არა მიტინგებით და პიკეთებით ამაში გეთანხმებით, უბრალოდ როცა უფალს შეიცნობ შენ თავად ტოვებ ყველაფერს იმას რა არ მოწონს უფალს, ეს არის სიყვარული მისდამი ანუ ორმაგი სიყვარულია რომელიც არ არის ეგოისტური და ყველა თავის სურვილზე არ ფიქრობს არამედ იმაზე როგორ ასიამოვნონ ერთმანეთს. მაგრამ პიკეტებით გაკეთებული საქმე მე არ მინახავს ამაში მართალი ხარ ამიტომ ვამბობ რომ ბერვი რაღაც არის რომ არასოწრია ანუ ფაქტიურად ჯვაროსნებს არ ჩამოუვარდებიან ზოგჯერ და ისეთ რაღაცეებს აკეთებენ ინკიზიტორებს შეშურდებოდათ, ამას ვიძახი მორწმუნეებზე ,ნუ ვითომ მორწმუნეებზე თორემ ასეთს ძნელად თუ დაარქმევ მორწმუნეს, ან არიან ახალი მორწმუნეები მაგალითად როგროც პეტრემ ყური მოათალა მალქოლმს ნუ ასეც ხდება ხომე მაგრამ მოდის შემეცნება და ამას ქრისტიანი არასოდეს აკეთებს შემდეგ
  7. verusi მე გეტყვით რა უნდა მას თქვენგან ბიბლიის კუთხით: მოინანიოთ და მას მიყვეთ, რას ნიშნავს ეს? თქვენ უნდა მოექცეთ ყოველი იმ საქმისაგან რაც ცოდვაა,მაგრამ ამას მის უმისოდ ვერ გააკეტებთ ამიტომ უნდა მოინანიოთ და თხოვოთ მას შემოვიდე თქვენს ცხოვრებაში და დაგეხმაროთ. მას უნდა რომ ბიბლია რასაც ამბობ იმ ვაკეთოთ ანუ გიყვარდეს უფალი მთელი შენი არსებით და მოყვასი ისე როგროც საკუთარი თავი, ამის შემსრულებელი ასრულებს მთელს რჯულს. მე დაახლოებით სამი წელია ვცხოვრობ ქრისტიანულად მივყვები ქრისიტეს,მაგრამ მაქ შეცდომები და ცოდვები მაგრამ მისი სისხლი მწენდს ყოველ ჯერზე როდესაც ვინანიებ და რა თქმა უნდა იმ ცოდვას ჩადენას თავ ვარიდებ, უფალს თქვენ უყვარხართ და იმას არ ელოდება როდის შესცოდავთ რომ დაგსაჯოთ არა, ასე არ არის პირიქით ის ელოდება რომ მიხვიდეთ მოინანიოთ და თხოვოთ მადლი რომ გაუმკლავედეთ ამ ცოდვას, ანუ მას\ე მინდობილი უნდა რომ იყოთ და მისით იცოცხლოთ. მას თქვენთან უნდა ურთიერთობა ყოველდღიური როგორც საყვარელ შვილთან და არა როგროც რელიგიურ ფანატთან, ანუ გულიდან ლოცვით არა დაზეპირებული სიტყვებით არამედ აი როგორ ორი საყვარელი ადამიანი დაჯდება და გულს გადაუშლიან ერთი მეორეს აი ასე, ეს აახლოებს ორ პიროვნებას ყოველთვის, ეს სურს უფალს თქვენგან, ეს მშვენიერია ყოვლისშემძლე ღმერთს რომელმაც შექმნა ყველაფერი თავისი სიტყვით სურს თქვენთან ურთიერთობა, ის სიცოცხლეს ანუ სამოთხის გასაღებს გჩუქნით თქვენ ოღონდ გაიწოდეთ ეს ხელი მისკენ და გამოართვით, ის მოოკვდა თქვენთვის იყო დამარხული და მესამე დღეს აღსდგა, მერე შეიძლება თქვათ მე რა ამით? აღსდგა და აღსდგა მე რა, მაგრამ ის თქვენთვის მოკვდა რადგან თქვენ თქვენით ვერ დაიმსახურბდით ვერასოდეს სასუფეველს რომ არა მისი მსხვერპლი , ამიტომ არის იესო ქრისტე ერთადერთი გზა, სიცოცხლე ეს უნდა ირწმუნოთ და მიიღოთ თქვენს ცხოვრებაში. და შემდეგ უკვე ნაყოფებსაც გამოიღებთ მისთვის, ამაზე მერე მეორე კითხვა. ჩვენ დიდ რომლს ვთამაშობთ მან ჩვენ შეგვქმნა საკუთარ ხატად და მსგავსად და ვიყავვით ედემის ბაღში სრულ ნეტარებაში ანუ ბედნიერებაში და გვქონდა ყველაფერი, მან ეს ყველაფერი იმისთვის გააკეთა რომ სურდა ეხარა და ესიამოვნა თავისი ქმნიელბით და რომ ქმნილებაც ყოფილიყო გახარებული რაც იყო კიდევაც აი ეს არის ჩვენი როლი, რომ ვიყავოთ მასთან ერთად როგორც საყვარელი შვილები, ხოლო აქ მიწაზე მის შვილები ანუ ეკლესია დიდ როლს ასრულებს ის ქადაგებს სახარებას ის ემსახურება ხალხს და ღმერთს და აკეთებენ კეთილ საქმეებს მესამე კითხვა, დიახ მოგვეთხოვება მისი სიტყვის დაცვა ანუ ის მოგვეთხოვება მხოლოდ რომ "არ შევცოდოთ" დანარჩენი ყველაფერი აკეთე რაც გინდა, ხოლო თუ ირწმუნებთ უფალს უფლის სამსჯავროზე სადაც ის განნიკითხავს კაცობრიობას არ წახვალთ ანუ პირდაპირ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადადიხართ, უფალმა თქვა: ჩემი მორწმუნე რომც მოკვდებს იცოცხლებს. ეს მოკლედ თქვენ კითხვებზე პასუხი. ხოლო ჩემი მხრივ გეტყვით რომ ადვილია და ამავ დროს პასუხისმგებლობაა ქრისტიანული ცხოვრება, ეს არის სიამოვნება როდესაც შეიცნობ რა ტკბილია უფალი და რა კარგია მასთან ერთად სიარული, პრობლემა მოდის მაგრამ ყოველთვის არის გამოსავალი, ის გვიცავს და გვაძლევს გამოსავალს ყველა სიტუაციაში. მოკლედ კარგია ნამდვილად, მშვენიერია ხოლო დიახ ბევრი ადამიანი მისგან ეძებს სარგებელს და როცა ვერ იღებს იმას რაც უნდა მერე ამბობს რომ არ არსებობსმაგრამ რატომ ვერ მიიღო იმას არ კითხულობს , ანუ ადამიანი ეგოისტია ყოველთვის ის საკუთარს ეძებს და არა სხვისას ანუ მე მე მე და მხოლოდ მე ამიტომაა რომ განაწყენებულები არიან ღმერთზე როდესაც არ პასუხობს მის ლოცვაზე, ანუ წუწუნი დრტვინვა და არცერთი მადლიერება მის მიმართ ეს ძულს უფალს, მაგრამ როდესაც შენ მადლიერი ხარ და მადლიერებით ხარ მის მიმართ განწყობილი თუნდაც არ შეგისრულოს მან ის რაც ითხოვე (ისიც სასიკეთოთ იქნება) არ იქნები განაწყენებული რადგანაც იცი რომ შენი მამა კეთილია და ის ყოვლისმცოდნეა და მან უკეთ იცის რა გამოგადგება შენ, თქვენ შეიძლება ბავშვი გყავთ და განა მიცემთ მას ცხელს უთოს ხელში? როდესაც მისი მოხმარება არ იცის? არ მიცემთ მაგრამ მოვა დრო და ის თავად აიღებს ამ უთოს და გამოიყენებს მას სწორად, დაახლოებით ასეა უფალმა იცის რა და როდის მოგვცეს,. დამიჯერეთ ის იმისთვის არ მომკვდარა რომ ვიღაცას დამალვოდა და არავის გაეგო მასზე, არა პირიქით სახარება იქადაგება მაგრამ და ეს მისი ძახილია ეს მისი სიტყვაა და ის მოუხმობს ხალხს, ანუ ღმერთი თავად არ ჩამოდის მიწაზე არა, ის იყენებს ადამიანებს რომ მიუტანონ კეთილი უწყება ხალხს მაგრამ ხალხი ირჩევს მიიღოს ეს სიტყვა თუ არა, მას სურს მაგრამ თქვენ გსურთ, თქვენ თუ არ გსურთ ღმერთი უძლურია ის პატივს ცცმს თქვენს თავისუფალ ნებას. მე ვიცი რატომ ხდებიან ათეისტები, ნუ ნაწილობრივ: ეს არის მორწმუნეების უმგავსო საქციელი, ისინი ვერ ხედავენ ღმერთს ხალხში, დადგება ადამიანე ღმერთზე უქადაგებს და თვითონ უმგავსობას ჩადის, იმ სიტყვას რა საკვირველია ფასი ეკარგება,თუმცა როდესაც როდესაც შეიცნობთ უფლას ეს პრობლემა არ იქნება იმიტომ რომ უკვე ხალხში კი არ ეძებ მხოლოდ უფალს არამედ ბიბლიაში ლოცვაში და თუნდაც ვინმემ რამე უმსგავსობა დაიწყოს ღმერთს კი არ მიატოვებ არამედ დადგები და ილოცებ მასზე რომ სწორ გზაზე დადგეს. ანუ ადამიანებზე არ იქნება დამოკიდებული ღმერთის რწმენა, უკვე საკუთარი რწმენით დადიხართ.... არის კიდევ დაძალება ლოცვის, მსახურების ეს ადამიანს შინაგანად უნდა ქონდეს და არა დაძალებით სხვის მიერ უფალმა გაკურთხოთ თქვენ
  8. Morfius ცოტა რამ მინდა ვთქვა თქვენს კომენტარებზე, პირველი ის რომ: თქვენ რომ მისამართი იცით ორმოცდაათიანული ეკლესიის ეს დიდს არაფერს ნიშნავს ხოლო თქვენი მოყვანილი მაგალითები რომ არ არის ობიექტური ესეც ფაქტია, ის რომ ყოველ კვირა ერთი და იგივე კაცი ინკურნება ამას არავინ გიჭამს, ან ძაან სულელები გგონია ხალხი იქ ან კიდევ რაღაცა არასოწორია თქვენი ნათვქმიდან. სული წმიდის ნიჭებზე კი ვიტყვი, ნუთუ თქვენ ისე კარგად იცნობთ ღმერთს რომ იცით ვის რას აძლევს?ან როდი აძლევს ან როგორ მოქმედებს ღმერთი? ხოლო ენებზე ლოცვაზე ვიტყვი რომ არის ეს ნიჭი დღესაც და ამაში არაფერია გასაკვირი, დიახ ეს არ არის სხვების ასაშენებლად მაგრამ ეს აშენებს მორწმუნეს ანუ ვინც ლოცულობს მას რადგანაც საიდუმლოებას გადაცემს უფალს. რავი მგონია რომ ბიბლია იცით და გაქვთ წაკითხული და ამიტომ ციტირებას არ დავიწყებ ბიბლიისა მაგრამ თუ საჭირო იქნება დავაციტირებ.
  9. verusi ყველა პასუხისთვის არსებობს ბიბლია რომელიც ღვთის სიტყვაა და იქ ჩვენ ვხედავთ ღმერთის ხასიათს და იქ ვხედავთ მის სიყვარულსაც და მის სამართლიანობასაც, ხოლო ღმერთი არ უნდა შევაფასოთ კონფესიების მიხედვით არამედ სიტყვის მიხედვით და იმ ხალხის მიხედვით ვინც ამ სიტყვას ასრულებენ, ვინც მრუშია იმან როგორ უნდა გასწავლოს არ იმრუშო? ამიტომ თუ ვინმე ასწავლის არ იმრუშოს ის თვითონ არ უნდა იყოს მრუში, ამას ვგულისხმობდი სიტყვის შესრულებაში, ხოლო ღმერთის არსებობის დამტკიცება ყველაფერით შეიძლება, თუნდაც ავიღოთ ის წინასწარმეტყველები რომელიც თითქმის 333 და აღსრულდა, რა თქმა უნდა ეს ზედაპირულად ცოტა ისე ჩანს მაგრამ თუ დაუკვირდები და დაუფიქრდები მაშინ უფრო და უფრო გაგაკვირვებს ეს, მე როცა დავიწყე ბიბლიის კითხვა გაოცებული ვრჩებოდი. მცირედზე კიდევ გამახვილებულია ყურადღება რავი ვერ ვხსნი სიტყვებით ისეთი რამ არის ეს. ხოლო ღმერთი რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაშიც გამომიცდია, მაგალითად ლოცვაზე პასუხით, ან კიდევ მისი თანდასწრებით, მაგრამ ამის გაგება არ ხდება თუ არ მოინანიე და არ აღიარე უფალი თუ არ ირწმუნე მისი, როცა ირწმუნებ შენ არ ეშმაკის მონობაში ხარ და არც მის ძალაუფლება და მერე უკვე ბიბლიასაც იგებ. ღმერთი გვთავაზობს სიცოცხლეს უანგაროდ და საჩუქრად, მან გადაიხადა ჩვენი ცოდვის საფასური ჩვენი უბრალოდ უნდა მივიღოთ ეს საჩუქარი მისგან, თუ უარს იტყვის ვინმე მის მადლზე ანუ საჩუქარზე მაშინ ღმერთი უძლურია,ის ძალით ვერ მოგცემს სიცოცხლეს რაგდანაც ის მოძალადე არ არის და პატივს ჩემს შენს თავისუფალ ნებას, ღმერთმა ყველა გამოისყიდა მაგრამ ყველა როდი გადარჩება რადგანაც ვიღაცამ უარი თქვა საჩუქარზე
  10. Morfius და აქიდან რომელ დავუჯეროთ ან საერთოდ ვის გავყვეთ მაშინ? ცხვარი უმწყემსოდ აიბნევა და მაშ მწყემსი სად არის, არ ვამბობ მწყემსმთავარზე რომელიც ქრისტეა არამედ მწყემსზე რომელზეც პეტრე ამბობს, რომ მწყემსეთო თქვენი სამწყსო, ვის დავუჯეროთ ვის გავყვეთ რა ვქნათ? გვეშველება რამე?
×
×
  • შექმენი...