Jump to content
Planeta.Ge

verusi

პლანეტელი
  • პოსტები

    1.642
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი verusi

  1. არა მგონია ეგ ღმერთისგან იყოს. მიწისძვრები საჭირო ბუნებრივი და კანონზომიერი მოვლენაა/ ზოგჯერ მათ ეპიცენტრში შემტხვევითობის გამო მოყვება ვინმე. და თუ ღმერთის და სამყაროს მართველი გონებისგან არის ასე დაპროგრამებული, არა ადამიანების ხოცვის გამო, არამედ იმისთვის რომ დედამიწაზე სიცოცხლე იყოს.
  2. მე არაფერშDი შენ არ დაგთანხმებივარ. მე დავწერე ხო, შენსგან დაიწყებსთქო. შენ ამოიღე ჩემი ციტატიდან ხო მარტო. ის კი შენ გეხებოდა. ანუ - ხო, ღმერთი დასჯის, ოღონდ შენსგან დაიწყებს თქო)) ასე რომ ტყუილად გაგიხარდა))) ხო ეგრეა, მართალი იყავი შენ - თაღლითიაო))) მეც ვხედავ მაგას და რაც მეტს წერს აქ, მეტს ამყარებს ჩემს შეხედულებას მასზე და მის მოძღვრებაზე)
  3. სხვანაირად მე ვერც წარმომიდგენია და ვერც წარმოვიდგენ ალბათ ისე როგორც არის, რადგან იმდენად მიუწვდომელი იყოს უბრალო ადამიანის აზროვნებისტვის მისი სირთულის გამო. ისე როგორც ერთ დროს ადამიანი ვერ წარმოიდგენდა რომ დედამიწა ბრუნავს და მზის ირგვლივ. ამისთვის ხალხსაც წვავდენ კოცონზე. ასეა ჩვენთვისაც ჯერ ღმერთის სრული არსის გაგება ძნელი. ამისთვის მეტი ცოდნა და ცოდნის გაღრმავების სურვილია საჭირო და არა საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა.
  4. აპა აპა, გაყალბებას არ ჰქონდეს ადგილი. ხო შენ გეკუთვნოდა და არა მორფიუსს)) აი ხომ ვამბობ თაღლითები ხართ თქო)))
  5. მე მირჩევნია სულ დავივიწყო მაგის სახელი, მაგრამ არ გვეშვება და რა ვქნა?
  6. სიკეთის მოტანა ყველაფერს შეუძლია, რაც სიკეთის კეთებისთვის კეთდება და ამით არის ის სიკეთე და არა მიღებული დოგმა. ზოგჯერ ბოროტებასაც კი სიკეთე შეუძლია მოიტანოს და კეთილ საქმედ ჩაითვალოს, თუ კი ის სიკეთისთვის კეთდება და პირიქით, კეთილმა საქმემ სეიძლება დიდი ბოროტება დასთესოს. ამიტომ ყოველთვის ნებისმიერი საქმე გონებით უნდა ვაკეთოთ და შედეგზე ვიფიქროთ. ეს იგივეა რაც ჩვეულებრივ სამართალში ერთი და იგივე ქმედება ზოგჯერ დანაშაულია და ზოგჯერ დანასაულის აღკვეთა. თუნდაც მკვლელობა!
  7. იმაშიც დამეთანხმე რომ იეღოველები თაღლითებია უბრალოდ))
  8. რუსებმა ისევ დამბანეს) მოკლედ არ მახარებენ რა თავიანთ ფორუმებზე))) გიჟდებიან ამ გადარეულ ქართველს ამდენი მომხრე რაფერ ყავსო აქო))) რა ვქნა ნიყვარს ზოგიერთების უხერხულ პოზებში დაყენება, მიშა კი არ ვარ თვითონ დავდგე)))
  9. მე ღმერთი უზენაესი გონება მგონია, რომელსაც კანონზომიერ წესრიგში მოყავს სამყარო და მისი არსი უკიდეგანოა და ამ დროს შეიძლება ერთი პატარა წერტილიც იყოს სამყაროს ცენტრში, რომელიც სეიძლება ყველგან იყოს, ჩვენშიც კი... ეგაა რომ მხოლოდ რაღაცეები მგონია და არაფერი არ ვიცი სინამდვილეში რა და როგორაა.
  10. საკრამენტული შეიძლება ტიბეტელებისთვის იყოს. მაგრამ ბარბარიზმის მოყვარულ ჩვენ ლაწირაკ მმართველებს ნუ დავემსგავსებით სულ. თარგმანის მღერით კი იმ სიტყვების გაზიარება იქნება ჩემი აზრით და თუ მელოდიას ზუსტად ვერ გაიმეორებს სიტყვათა განსხვავებულობის გამო და ბგერების ჟღერადობის გამო, რაშიც არის არსი და სული ჩადებული და ჩემი თუ შენი ნამღერი ქართულად უფრო გასაგები იქნება ღმერთისთვის, ვიდრე ჩვენთვისაც გაუგებრად ნამღერი უცხო ენაზე. მე ასე ვფიქრობ და ეს უფრო მესმის და გასაგებია ჩემთვის: ჩვენ ვმედიტირებთ უზენაესი ღმერთის სულიერ დიდებაზე, რომელიც მიწის გულის შიგნითაა, ცის სიცოცხლის შიგნითაა და ზეცის სულის შიგნითაა. დაე გამოაღვიძოს და გაასხივოსნოს მან ჩვენი გონება.
  11. ეგ მიშას მომხრეებს უყვარს მისი მაგიდის ქვეს ჯდომა რაღაცისთვის, მიშას რომ ასიამოვნონ და მერე ნასიამოვნები მიშა თავის ამერიკელი ბატონების მაგიდის ქვეშ ცდილობს თავის გამოდებას)) ასე რომ როგორც რუსები იტყვიან каждый думает по мере своей испорченности))) ასე წერენ რომ არაო. ამერიკასაც აღარ აწყობს მიშაო და შემცვლელიც ნახული ყავთო. ასე წერენ ბოკერიას სახითო. ისე კი დრეს ჰილარის მოადგილე ალასანიას ხვდება. ალბათ ტყუილად არა...
  12. ისე ამ ბოლო ვიზიტის დროს ამერიკაში ამოსული სააკაშვილის მზე, ამერიკაშივე ჩაესვენაო. თვითონ რომ ჩამოვა და დააფჩენს პირს, რას მოიგონებს ეხლა ახალ ტყუილს? მოკლედ ამერიკელებმა დიქტატორულ რეჟიმებს მხარს აღარ დავუჭერთო, თუნდაც მეგობრულებსო. სააკაშვილი თავისი ერთადერთი კოზირის გამოყენებას ცდილობდაო, ავღანეთში კონტინგენტს გავზრდითო, მაგრამ არ უშველაო. ამერიკელებმა იარაღის დამატებით მოწოდებაზეც უარი სტკიცეს, მაგრამ დროებით ხელშეუხებლობის გარანტიებიც მიუციათო და მეტი არაფერიო... მე მგონი მაგისთვის იყო ჩაფრენილი და მეტიც არაფერი არ აინტერესებდა. მე კი ვიფიქრე მანამდე მ.ს.ო. ში რუსეთის გაწევიანების საკითხის განსახილველად იყო)) საინტერესოა აქ როგორ მოიქცევა? ვოვ ხვალე მიშიკომ რომ დაიძახოს ზდრასტი როსია, პროშაი ამერიკა))) თუმცა მაგ ზდრასტის რომ ვერ გადაეჩვია მაგიტო ამოადეს ამერიკელებმა მგონი პანღური. რუსებს კი ამერიკელების ნაჟიმი სააკაშვილი აღარ უნდათ, ვერაჩკა ხო არაა ქობალია ვარგოდეს ამისთვის კიდო? რამდენი დარცა ვითომ მიშას? გასტანს ბოლომდე საპრეზიდენტო დროს ახალ არჩევნებამდე?
  13. მე ვიყავი ეგრე ერთი პერიოდი საერთოდ არ მძინავდა და ნაცნობიც მყავდა, ვინც არ მაძინებდა)) დაღამებიდან დილამდე კი არა ზოგს მთელი დღე ძინავს გადაბმულად)) ძილი კი 8 საათი მაინც საჭიროა დღეში, თუმცა ინდივიდუალურად ეს დრო ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები შეძლება ჰქონდეს. მე პირადად 3-4 საათი სრულად მყოფნის დღე ღამეში. მეტს ვერც ვიძინებ. თან ერთი საათით დღე მიყვარს ძილი სადილის შემდეგ))
  14. რაც არ ვიცი ვერ შეგეკამათები - რა იციან და რა არა. მიშამ ყოველ შემთხვევაში ცხვირის მოხოცვის გარდა რომ არ იცის არაფერი უადგილო ადგილას, მეტი ვერაფერი დაგვანახვა))) ეგენი პახმელიაზე ნახმარებად უფო გამოიყურებიან ვიდრე კარგად ))
  15. ეგ ვთქვი ზუსტად, ოღონდ იმის დამატებით, რომ ამაში ის ”ოპოზიზიონერები” ეხმარებიან, ვინც ”სამეგობროდ” რუსეთში დარბის. რავი აბა მე საიდან ვინ იმართება. მაგათ საქმეში არ ვარ ჩახედული, გარედან კი კარგად გამოიყურებიან. ეგაა წარსული და ასლანის ქება დიდება ვახსენე თარგამაძის. ეგ არის მისი ის დიდი მინუსი, რაც არის მის ბიოგრაფიაში. სვხებს თორთლაძის თამადობით შუმლზე აწერიათ მიშას რომ ყავს ჯიბეში.
  16. დღეს ოპოზიციაში ასე ტუ ისე ნორმალურ, კონსტრუქციულ ძალად ქრისტიან დემოკრატებს ვხედავ, მაგრამ ტარგამაძის ასლანისტური წარსული ხელს მიშლის მის ნდობაში ბოლომდე.
  17. მართული ”ოპოზიცია” ვიცი ერთი ბურჯანაძე ნოღაიდელის ტანდემი. და ყველა ის ვინც ამათთან ერთად დგება საერთოდ ოპოზიციური აზროვნების დისკრედიტაციისათვის და ამით მიშას საქმეს აკეთებენ და შევარდნაძის ძველებურად. აქ კი რაღაც უცხო სახეები იყო და ძველი ”ოპოზიციონერები” არ სემინიშნავს. მათი მართვადობა გამოჩნდება იმათ გამოჩენასთან ერთად. საერთოდ დაკვირვებული ვარ, როგორც პიკს მიაღწევს უკმაყოფილება ხალხში და იწყება გამოსვლები, ოპოზიციონერებში ჩნდებიან ხელისუფლების დანიშნული ”ოპოზიციონერები” რომლებიც რუსეთში სირბილს იწყებენ და ამით თავშივე აძლევენ ხელისუფლებას იმის განცხადების საშუალებას, რომ რუსეთის მოწყობილი აქციებია. ჩვენთან კი სანამ რუსეთთან არ გადაწყდება აფხაზეთისა და ოსეთის საკითხი, ყველა მცდელობა რუსეთთან კავშირის თავშივე განწირულია ჩასავარდნად. ეს იცის კარგად ხელისუფლებამ და მათ სჭირდებათ ამ საკითხების მოუგვარებლობა, მუდმივად მტრის ხატის შექმნა და აპელირება რუსეთზე, როგორც კი რომელიმე ძალა გამოჩნდება და მათში ე/წ/ ოპოზიციონერების ჩანერგვა, მიერთება მოხდება. ვინც ამას ვერ ხვდება სულელია ან ვინც მათ გვერდში იყენებს ხელისუფლების თამაშს თამაშობს. ჩვენ კი არც სულელები გვჭირდება და არც ხელისუფლების მარიონეტები.მით უმეტეს ერის გამცემი მოღალატეები არ გვინდა თავში ახალი ორჯონიკეძეები და მახარაძეები. სადაა სხვა ასეთი ძალა დღეს საქარტველოს პოლიტიკას რომ წაიყვანს და არა რუსულს ან ამერიკულს?
  18. არ ყოფილა კარგი პარტნიორი ის, ან შენ არ ხარ მისთვის, თუ სახვეწნად გაქვთ საქმე რომელიმეს)) და ისევ გავიმეორებ ერთ რამეს! სექსი გრძნობის ერთერთი გამოხატვის საშუალებაა ვინმეს მიმართ და არა ერთადერთი.
  19. დღეს ვუსმინე ტელევიზორში, რაღაც ახალი გაერთიანება გამოსულა ” სამოქალაქო ფრონტი” ეგენი ვინღა არიან? მიზანი როგორც განაცხადეს - ხელისუფლების რევოლუციის გზით ჩამოშორებაა.
  20. სუში ძალიან საშიშია ჯამრთელობისთვის!!! არის ჰელმინტებით დაავადების საშიშროება და თან ძალიან საშიში ჰელმინტებით, რომლებიც თავის ტვინში, ფილტვებში იბუდებენ და ხრავენ. რადგან სუში მზადდება უმი თევზისგან და არ მუშავდება თერმულად. თევზები კი არიან ჰელმინტების გავრცელების წყარო და თითქმის ყველა თევზი მისი მატარებებლია გამრავლების ერთი სტადიიდან მეორეში გადასვლამდე.
  21. მე ძველქართულად რომ ბერდღუნობენ მღვდლები იმისაც არ მესმის და ეგ ხომ ბოდვაა საერთოდ ჩემთვის)) არ გეწყინოს, მაგრამ მე ვფიქრობ ადამიანი უნდა იმეორებდეს ან მღეროდეს იმას, რაც ესმის და არა უაზროდ ისროდეს ბგერებს. დარწმუნებული ვარ ეგ სიტყვები რაღაცას ნიშნავს იმ ენაზე, რომელზეც დაიწერა და თარგამანი დაგედო არ ჯობდა?
  22. აი აქ იბადება მთავარი კითხვა ??? ეს ღმერთი ვინაა და რა უნდა ჩვენსგან და რა შემთხვევაში ანადგურებს სულს და რა შემთხვევაში არა? ეს არის ძირეული საკითხი ყველა რელიგიაში რაც არსებობს და ამის მიხედვით თუ როგორ გაიგებ პასუხს, დამოკიდებულია შენი არჩეული აღმსარებლობა არა მემკვიდრეობით მიღებული, არამედ სინდისზე, გონებაზე დაშენებული და გამყარებული. ზოგი ბრმად იღებს რელიგიურ შეხედულებებს გადმოცემით( უმრავლესობა), ზოგი(უმცირესობა) კი თავად ეძებს გზას ღმერთისკენ ცოდნის დაგროვებით. ეგაა არის კი ასეთი ცოდნა სადმე ან ვინმესთან და რამდენად სანდოა ის? ანუ რას ნახავს ის ვინც ეძებს?
  23. მე იმ გაგებით არ დამიწერია რომ ომი რუსებს არ დაუწყიაო. მიშამ კი გააკეთა ის რაც უნდა გაკეტებულიყო ადრე, უფრო სწორად უნიჭო მცდელობა ქონდა ამის. გააქტიურება და სპეცოპერაცია უნდ მომხდარიყო, მაგრამ არა იმ ფორმით როგორც ჩაატარეს. მათ რომ დაეცვათ ყველა მიღებული ნორმრბი რაც დღეს მასოფლიოში არსებობს(თუმცა მსოფლიო რთპოლარული გახდა დღეს და ორმაგი სტანდარტებით უდგებიან საკითხებს. რაც ერთისთვის შეიძლება , არ შეიძლება მეორესთვის) ასეთი ამბავი არ ატყდებოდა და რუსეთიც ასე აშკარად ვერ ჩაერეოდა. მაგრამ პრინციპში ყველაფრისთვის კანონიერი სახის მიცემას სხვაც რომ ყოფილიყო სათავეში ვერ სეძლებდა, რადგან შევარდნაძეს ისეთი დოკუმენტები აქვს ხელმოწერილი, რომ ფაქტიურად რუსების იქ ყოფან დაკანონებული აქვს სამუდამოდ. თუმცა გამოსავალი უნდა ეძებნა და არა საკუთარი პიარკომპანია ეწარმოებინა. პიარი კი იყო მისთვის უპირველესი მიზანი და არა რეგიონის მოსახლეობის დაცვა და სამაჩაბლოს განთავისუფლება დამნაშავე რეჟიმისგან. მისი ბრალი ბევრია ძალიან და დიდი წილი აქვს იმ უბედურებაში რაც მოხდა, მაგრამ ამაში მთავარი დამნაშავე მაინც რუსეთია, რადგან მიშა რუსების საქმეს აკეთებს, აგრძელებს შევარდნაძის მემკვიდრეობას. და ვინმე თუ უნდა დაისაჯოს, ჯერ შევარდნაძით უნდა დაიწყონ, მერე კი მიშათი გააგრძელონ და მიყვენ ბოკერია, თარგამაძეს და მათ გუნდს.
  24. რათ უნდა მაგას მასალები? მაგის ნება იყოს და თავიდან არ მოიკრიფება? ის რომ მძიმე ტექნიკა გაიყვანეს, სკოლა გახსნეს და გამოყვანილი ხალხი თავიდან დააბრუნეს დაუცველ ქალაქში ვისი ბრალი იყო? მომატყუესო? სად წერია ეგ, ყველის გამყიდველი ხო არ იყო დახლთან მოეტყუებინა წონაში და 100 გრამი ყველი ეზარალა? ხალხი გაჟლიტეს ათიათასობით. ეგ ციფრები კიდო დამალულია ზუსტი რაოდენობა არავინ იცის. ვინც იცის მალავს, რადგან ეს დანაშაულია სახელმწიფოსი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ვერ იცავს. იმ დროს მოპბილიზაციაც კი არ გამოცხადებულა, მოხალისეებზე იყო დამოკიდებული ჯარის შევსება. და ომი მარტო სოხუმში იყო, სხვა საქართველოს არც ეტყობოდა, კონცერტები იმართებოდა და ტაშფანდური ქონდათ ბევრს გამართული ეხლა რომ ზემოდან მთავრობაში მოკალათებული გვ,ოძღვრავენ და იქ ნაომარ ხალხს ლანძღავენ.
×
×
  • შექმენი...