Jump to content
Planeta.Ge

verusi

პლანეტელი
  • პოსტები

    1.642
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი verusi

  1. მაგ ამერიკულ სადგურზე დოკუმენტური ფილმიც მაქვს ნაყურები. ეგ მარტო არა, სამ სხვადასხვა სადგურთან ერთად მუშაობს. ერთერთი სკანივიის კუძულებზეა, მეორე კიდო სადღაც, არ მახსოვს. რა თქმა უნდა მეცნიერები იმდენად გიჟებია რომ ასეთ სამუშაოებს ატარებენ, ზოგ შემთხვევაში დარწმუნებულიც კი არიან, რომ მათი წარმატების შემთხვევაში (ატომური კოლაიდერი) შეიძლება წარმოიქმნას შავი ხვრელი, რომელიც შთანთქავს დედამიწას. მაგრამ მუშაობენ. რუსებიც თავისთავად მუშაობენ, მაგრამ მათ რომ რაიმე ისეთი ძლიერი შეექმნათ, რაც თუნდაც ამინდს შეცვლიდა და ატმოსფერულ ცვლილებებს გამოიწვევდა სერიოზულს, არ დაჭირდებოდათ წითელი მოედნის თავზე თვითმფრინავებით ღრუბლების გაფანტვის მცდელობა, რომ პარადი უწვიმოდ ჩაატარონ/ დღეს კი ასე ებრძნიან უამინდობას))) ისე კი აკუსტიკური ზემოქმედება რომ იწვევს ღრუბლების გაფანტვას, ეგ ჯერ კიდო მე19 საუკუნის ბოლოს დაადგინეს და იყენებდენ რუსი მეცნიერები ასეთ მეთოლოგიას კახეთშიც მე20 საუკუნის დასაწყისში, ხმით სეტყვის ღრუბლების დაშლას. შემდეგ კი ალაზანის ტიპის რაკეტებს იყენებდნენ. ტექტონიკური ზემოქმედებისთვის კი ის რაც ამერიკაში სეიქმნა, სერბი მეცნიერის სამუშაოებს და კვლევებს ეფუძნება და მიჩნეულია რომ მას ჰქონდა წარმატება ამ საქმეში. შემდეგ მისივე მეთოლოგიით იქნა ის ზემოთ აღნიშნული სადგური აშენებული ამერიკაში და ორი სხვა კიდო. სამკუთხედს კრავენ. რამდენად სერიოზული წარმატებები აქვთ ამ დარგში, მხოლოდ თეორიების დონეზე არის მოსაზრებები. რუსების არ იყოს, ზოგჯერ უშვებენ ეგრეთ წოდებულ ”უტკას” რომ პოლიტიკურ არენაზე რაღაც პოზიციები გაიმაგრონ მატი უძლეველობის მითის შესაქმნელად. როგორც ადრე ყველას გვეგონა საბჭოთა კავშირში რომ რუსული იარაღი ყველაზე კარგია მსოფლიოში. რომ მიგები თავზარს ცემენ ამერიკელებს და არ ვიცოდით რომ ყველა ბრძოლა პირველმა რუსულმა ”მიგ”ებმა ამერიკულ ”სეიბრ”ებთან წააგეს კორეის თავზე. ჩვენ კი გვჯეროდა მათი უძლეველობის რამოდენიმე ძველი მოდელის ამერიკული თვითმფრინავი რომ ჩამოაგდეს)))
  2. არაფერია რთული, თუ საღი აზრი და მონდომება არის შემდეგ მისი განხორციელებისთვის. რთული ის უფრო მეტია მგონი რაც დღეს გვაქვს სახეზე.
  3. აი ეგ ძალიან კარგია ნიჭია, შეხედო სხვისი თვალით გვერდიდან ყველაფერს. მართლა ნიჭია, რაც ბევრს არ შეუძლია და ძალიან გიადვილებს ცხოვრებას, ურთიერთობაშიც გეხმარება სხვასთან, რაც პიროვნულად სასიამოვნო ადამიანად გხდის ურთიერთობისთვის. ცოდვაა ის, ვინც საკუთარი თავის იქეთ ვერ იხედება. ის ვერასდროს ნახავს გამოსავალს. მოკლედ თუ რამე პათოლოგიასთან არ გვაქ საქმ,ე როგორც ადრე გითხარი, სხვა ყველაფერი ადვილად დასავიწყებელია, მით უმეტეს თუ კარგი მეტია ურთიერთობაში ვიდრე უარყოფითი. კარგით იმასაც მოიცილებთ რაც ხელს გიშლით. მთავარია სურვილი იყოს ამის.
  4. არ მოგბეზრდა ცინიკოსობა? ვინ რით დაბოლდება მისი საქმეა. აი შენ ოპიუმს არა აქვს მოთხოვნა და გვაცალე მე და მორფიუსს ჩვენი ანაშით დაბოლება))) ანუ ეს დაახლოებით ისეთი რამე ყოფილა, სრულად ფიქრებისგან განთავისუფლება, რაც ადრე ვცადე სიკვდილის აღსათქმელად, თუ როგორია ის და მართალი გითხრა ვერაფერი კარგი ამაში ვერ ვნახე, გარდა იმისა რომ მაგრად შემაშინა, ცოცხლად გამყინა შუა გზაზე)))
  5. არ ვიცი, ალბათ მაგას ძალიან დიდი დრო და ვარჯიში სჭირდება და აუცილებლად რწმენა ამის. რწმენით კი ყოფილა მართლაც განკურნებულა ადამიანი, და არა აქვს მნიშვნელობა აქ რომელიმე მიმდინარეობას, უბრალოდ სჯეროდა და რაღაც ხდება ამ დროს. როგორც უბრალო გლუკოზის მიღების დროს სჯერა ადამიანს მისი უებრობის და ინკურნება ისეთი ნივთიერებით, რასაც არანაირი ზემოქმედება მის ორგანიზმზე ქიმიური შემადგენლობის მხრივ არა აქვს. უბრალოდ სჯეროდა ის, რომ მან წამალი დალია ) ხდება ხოლმე, გამოცდილი ექიმები ასე ცელქობენ ზოგიერთ პაციენტთან))) ალბათ ეგ მედიტაციებიც ასე მოქმედებენ. გჯერავს რომ გშველის და ისიც მართლა გშველის. აი ეგაა ოღონდ რომ დაჯერებაა ძნელი თავიდან)))
  6. მე მართალი გითხრათ ვთვლი რომ იმდენი მაჯორიტარული ოლქის თუ ადგილის ყოლა პარლამენტში, სადაც უმრავლესობა მაინც პარტიული სიით არის შეკოწიწებული, არ არის გამართლებული. ჯერ უნდა დაიყოს სამხარეო ადმინისტრაციებად ქვეყანა, დაიყოს ის რეგიონებად ისტორიული და კულტურილი ტვალსაზრისით, გაუქმდეს რაიონები, რადგან ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, ამდენი ბიუროკრატიულ ადმინისტრაცილული აპარატის შენახვა არამიზანშეწონილია. მოხდეს ხელისუფლების გადანაწილება რეგიონებში და ამ რეგიონებიდან მაჯორიტარული არჩევნების მეშვეობით შედგეს ის საკანონმდებლო თუ მაკონტროლებელი ორგანო(სენატის მაგვარი) რომელიც ცალკე იქნება გამოყოფილი პარტიული სიით გასული დეპუტატებისგან. გაიყოს პარლამენტსა და სენატს შორის უფლებამოსილებები. აქედან სენატს როგორც წარმომადგენლობითს რეგიონებიდან მიეცეს მეტი უფლებები და სტატუსი. რა თქმა უნდა კვოტებიც თანაბრად შეიძლება იყოს გადანაწილებული ერთ სულ მოსახლეზე რეგიონების დასხლებიდან გამომდინარე. მსხვლ ქალაქებს უნდა ჰქონდეთ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით თავისი კვოტები სენატში. მაგრამ რეგიონს როგორც ასეთს, ყავდეს ერთი მხოლოდ. მაგალითად გურიის, სამეგრელოს, აჭარის, ქართლის, კახეთის და ასე შემდეგ. და არა რაიონებიდან მაგალითად გურიაში 3 რაიონია,აჭარაში 5 რაც ყოვლად უაზრობაა და არა მიზანშეწონილი რომ ასე დარჩეს და ყველა რაიონიდან მაჯორიტარი იყოს. არცერთი რეგიონი არაა იმხელა საქართველოში, რომ ერთი მაჟორიტარი არ იყოს საკმარისი. ანუ მათი რაოდენობის შემცირებით, მათი უფლებების გაზრდა უფრო მიზანშეწონილად მიმაჩნია და არა საერთოდ მაჟორიტარებზე უარის თქმა. გარდა ამისა აღმასრულებელ ხელისუფლებასაც რეგიონებში თითო ცარმომადგენლობა უნდა ყავდეს და არა იმდენი რაიონების მიხედვით როგორც დღეს არის. რაც ნაკლები იქნება მოსახლეობას და ხელისუფლებას შორის სუამავალი, ნით უკეთესი იქნება ერთისთვისაც და მეორესთვისაც. გარდა ამისა უზარმაზარი თანხები გამონთავისუფლდება არაფრისმაქნისი მუქთამჭამელების შენახვიდან.
  7. მანტრის არაფერი არ მესმის, არც მისინჯავს და ვერც მოვსინჯავ ალბათ რაღაც სწავლის გარეშე და ამიტომ ვერც შეგეკამათები. ნარკოტიკი კი არ გთიშავს, ის პირიქით, ზოგჯერ სტიმულსაც გაძლევს (არა ისინი ეხლა რომ შემოდიან ხმარებაში) და სიამოვნების განცდასაც. მაგრამ ეგ თავიდან, მერე კი მხოლოდ ლომკის მოხსნაზე წვალობ. ეგ კიდო თუ მისი ბოროტად და ზედმეტად გამოყენება დაიწყე. მაგრამ თავში იმდენად კარგია, რომ თავის შეკავება მერე ძალიან ძნელია მისგან და არ იქცე დეგრადირებულ ცხოველად) მე სულ სხვა რამ მქონდა მხედველობაში. ალბათ ვერ გაიგე. ჩემი გამონათქვამის აზრი იყო იმაში, რომ მედიტაციის დროს ხარ მარტო, ასე ვთქვათ ნარკოტიკთანაც ხარ პირისპირ, და არა ვინმესთან ერთად. ანუ შენი კაიფი არ არის დამოკიდებული იმაზე, სხვა იქნება ტუ არა იგივე მდგომარეობაში. ხო ასეა? ანუ მათგან სიამოვნების მიღება მარტოსული ადამიანისთვისაა დამახასიატებელი, რომელმაც სხვა მიწიერი სიამოვნება ვერ ნახა სხვასთან ერთად. მაგალითად სიყვარულში და დაფრინავს სადღაც ღრუბლებში ამის მერე. აი ამის თქმა მინდოდა.
  8. ქრისტიანული დოგმების დამსხვრევა არ ნიშნავს ათეიზმის განვითარებას. აქ რომ ქვეყნებია მოყვანილი და მატ მოქალაქეებსი რომ არის გათავისებული და გაცნობიერებული ისეთი მცნებები, როგორიცაა არ იპარო, არა კაც კლა და ა/შ ისე ბევრ ქრისტიან თუ არაქრისტიანული ფუნდამენტალური რელიგიების მატარებლებს ქონდეთ. ისინი უბრალოდ სხვა ეტაპზე გადადიან, ინტელექტყუალური განვითარების წაყალობით, სადაც რელიგიის ადგილი იმ სახით აღრ არის მოთხოვნადი და საჭირო, როგორც უფრო დაბალი განვითარების საფეხურზე მდგომი ხალხებისთვის. ბოლო ბოლო ყველა რელიგია თავს მოხვეულია რომელიმე ერის მიერ და უბრალოდ უცხოსგან თავისუფლდებიან ასე. და რომელისგან უარის თქმა, არ ნიშნავს ღმერთისთვის ზურგის შექცევას. რადგან ვერავინ იტყვის დღეს იმას, ღმერთი ქრისტიანია, მუსულმანი თუ ბუდისტი ან იუდეველი
  9. დავაფიქსირე ქალი)) თუმცა ერთგულება რაა ამაზე უფრო ვრცლად შეიძლება საუბარი, მაგრამ ამჯერად მარტივად განვიხილოთ) რატომ ვფიქრობ ასე? უბრალოდ ქალებს კარგად ვიცნობ. ვინც ღირსია ეს სახელი ატაროს რა თქმა უნდა. არც ყველა ქალი ქალია და არც კაცია კაცი. უფრო ღრმად თუ ჩავუღრმავდებით და გავსანზღვრავთ ვინაა ქალი და ვინ კაცი? მაგრამ თუ უბრალოდ გავითვალისწინებთ ბუნებას, ეგ სხვა თემაში დამიწერია ცალკე, ქალი ბუნებით არის ერთგული, რადგან მასში არის ბუნებით ჩადობილი დედის ინსტიქტი!! მან შვილი უნდა გააჩინოს და მოუაროს, გაზარდოს, დაიცვას. ამას კი ერთგულების გარეშე ვერ გააკეთებს. ამიტომ მას ბუნებით აქვს ეს ნიჭი. კაცი კი მონადირეა ბუნებით, მან ქალი უნდა მოინადიროს, რადგან თავისი გენები გადასცეს მას და ამით გამრავლდეს. ქალმა კი უნდა აირჩიოს კაცი, რომლის გენსაც მიიღებდა, რადგან მისი გენის გამგრძელებელიც(გენი ორივესგან გადადის შვილში) იყოს ღირსეული, ძლიერი, ჯამრთელი და რაც მთავარია შეძლოს მისი დაცვა და მისი შვილის. ეგ ბუნებითაა და არა მარტო ადამიანებში. ქალიც იმიტომ უყვარს კაცს რომ ქალი ერთგულია და თუ მან ეს ერთგულება დაკარგა, ყოველთვის კაცის ბრალია გამონაკლისი შემთხვევების გარდა. ქალს კარგავ, მაშინ როდესაც მის ნდობას კარგავ. თუმცა ქალებს იმდენად ძლიერ აქვთ ეს გრძნობა განვუითარებული, რომ ისინი იტანენ ისეთ მამაკაცებსაც კი შემდეგ, როგორც ცხოვრებას მათ დაუკავშირებენ, რონლებიც ამის ღირსები არ არიან. მამაკაცები კი რაც არ უნდა ანგელოზი ცოლი ყავდეთ, მაინც სხვისკენ იმზირებიან)) ასე რომ აქ კითხვის დასმაც კი ქალისთვის შეურაცვყოფელია რომელი მეტად ერთგულია. მოღალატე ქალების ქმრებს კი ვურჩევდი წუწუნს თავი გაანებონ და თავიანთ თავში ეძებონ ნაკლი, რომელმაც ქალს ერთგულების გრძნობა დააკარგვინა და ღირსება ატაროს ქალის სახელი ამაყად. ამისთვის კაცი უნდა ვარგოდეს კაცად და არ აიძულოს ქალი, ქალიდან ცხოველად იქცეს უბრალოდ სხვა მამრის ძებნაში.
  10. გამოკითხვის შინაარსი ვე გავიგე, რა კითხვაა დასმული? რაღაც უაზრობაა, მაგრამ სხვაზე ვეცდები გიპასუხო. ჯერ მთავარია გაერკვე რაა სიყვარული. როცა ორი ადამიანის ურთიერთობაში ჩნდება ისეთი დიალოგები - თუ არ მომცემ არ მინდიხარ და ა.შ. ეგ სიყვარული აღარაა და გოგონებს ვეტყოდი რომ თავი შორს დაიჭირონ ასეთი ბიჭებისგან. რადგან ბოლოს შეგრჩებათ არასრულფასოვანი სექსი და დაკარგული შეყვარებული, რომელიც მეორე დღესვე იგივეს სხვას უმეორებს.)) სიყვარული პირველ რიგში არის ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის არჩევანის პატივისცემა, ერთმანეთის ცხოვრებისთვის რაღაცის კეთება, რაც სიხარულს და სიამოვნებას ანიჭებს ნებით და არა თავზე მოხვევით და ძალით. როდესაც სერთო მეტი გაქვთ და ერთმანეთის მოწონება არ გამოიხატება მხოლოდ მკერდის ზომით ფეხის ზომით. რაც შეეხება სექსს კონკრეტულად სიყვარულის დროს, რა თქმა უნდა კარგია, როგორც ყველაფერი სიყვარულის დროს საერთოდ და არა მარტო სქსი, ნებისმიერი გრძმობების გამოხატვის მცდელობა თავად მოდის სიტუაციის და მოთხოვნის შესაბამისად და აუცილებლად ერთდროულად და არა ცალ ცალკე. სექსიც ერთერთი საშუალებაა გრძნობების გამოხატვის და არა ერთადერთი. მთავარია გიყვარდეთ ერთმანეთი ნამდვილად და დამიჟერეთ, ყველაფერს მისი ადგილი ექნება ცხოვრებაში ისე, რომ ის კიდო მეტად ლამაზი და სასიამოვნო იყოს ორივესთვის ერთად და არა ცალკე რომელიმესთვის. ამ გრძნობის გარეშე კი სექსიც ერტი ჩვეულებრივი აქტია, რომლის სურვილიც ისე მალე ქრება აქტის მერე, როგორც უნებლიეთ აკტამდე წარმოიშვა რაღაც ინსტიქტების წყალობით.
  11. ცნობიერება თუ გათიშა, რაღას აღიქვამ რა არის სიამოვნება და რა არა? არა.. გათიშული კაიფის მოყვარული არ ვარ. მირჩევნია საღი აზრით ვგრძნობდე და განვიცდიდე სიამოვნებას როგორც მოვლენას, მისი მოცემის მიზეზს, საგანს და შემეძლოს ვიყო იმავდროულად მიზეზიც და საგანიც მისთვის ვინც ამას მაძლევს )) მარტო კაიფი კი კაიფი არაა, გინდა მედიტაციით, გინდა ნარკოტიკით გაითიშე)) ეგ მხოლოდ მოჩვენებაა კაიფის რომელიც ცხოვრებიდან გწყვეტს და მასში დაბრუნების სურვილს გიკლავს გამოსვლასთან ერთად. სხვა კაიფია ამით ცხოვრებაც რომ გიხარია, აი ეგ ნაღდია და არა ტუფტა. თუმცა გემოვნებაზე არ დავობენო და თავზე მოხვევას არ ვცდილობ. ყველა იმას ირჩევს რაც მას მოსწონს.
  12. ინგუშეთიდან რუსის ჯარის გაყვანაზე კი არა, იმაზე იფიქრეთ რაც დარჩენილი გვაქვს ისიც არ დავკარგოთ ))
  13. ვინც ეძებს პოულობს... გააჩნია უბრალოდ რა გვინდა და რას ვეზებთ და სწორად თუ ვეძებთ?... http://www.youtube.com/watch?v=merd7QyCjVw&feature=related http://www.youtube.com/watch?v=x6VyI3F14T8&feature=related
  14. ქალს უნდა უყვარდეს...მაშინ არის ის ლამაზი და მაშინ უყვართ ისიც... http://www.youtube.com/watch?v=_IpXvAsLF3c&feature=related
  15. ცოტაც დაისვენეთ... http://www.youtube.com/watch?v=yXik8X-zTIM&feature=related
  16. უფ/ ამ გვერდზე რომ მნახოს ჩემმა ყოფილმა ფილოსოფიის ლექტორმა, ინფარკტი დაემართება ალბათ ))) ვინ მეტყვის სიტყვა რაციონალური რას ნიშნავს სიტყვა სიტყვით?
  17. სამწუხაროდ არ მაქვს ყველაფერზე პასუხი, რაზეც მინდა რომ მქონდეს ყოველთვის. რაც შეეხება მესიჯების კითხვას, ამას მართალი გითხრა ჩემი საყვარელი ადამიანისგან არც კი მივიღებდი შეურაცყოფად. აინტერესებს და კითხულობს, რა მერე? არ მინდა რამე რომ ნახოს? და რის უნდა მეშინოდეს რომ ნახოს ისეთი, რაც მან არ იცის ჩემზე? ან თუ რამე კონკრეტული არ იცის, არ ნიშნავს რომ დავუმალე. უბრალოდ ალბათ იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ დროც არ იყო ნის მოსაყოლად. ვიცი ბევრს აღიზიანებს ანალოგიური შემთხვევები და ზოგჯერ მართლაც უნდობლობის გამოვლინებაა, თვალთვალის და არა მარტო მესიჯებზეა ეს, საერთოდ ცხოვრებაში მის გარეშეც და უნდობლიბის ასე გამოვლინება გარკვეულად შეგურაცყოფს და მესმის ერთი მხრიდან, მაგრამ მეორე მხრივ არა. არ მესმის რატომ უნდა მაღიზიანებდეს, როცა ჩემზე მეტი უნდა იცოდეს იმ ადამიანმა ვისთან ერთად ვცხოვრობ ან მიყვარს? მე ჩემი მესიჯების კითხვას ამას დავარქმევდი, და არც შეურაცყოფად მივიღებდი. რაც ხშირად მე თვითონ მინდა რომ ნახოს და მაგალითად ჩემი გვერდების თუ საიტების რაც კი მაქვს, ყველას ნახვა შეუძლია, რადგან ერთი პაროლით შევდივარ ყველგან და ის მან იცის, მე თვითონ მივეცი, რადგან არც დასამალი მაქვს არაფერი და არ მეშინია რაიმე შემთხვევითი წერილის. ის უფრო მეწყინებოდა ალბათ ჩემი რომ არაფერი აინტერესებდეს)) აქ მესიჯების კითხვაზე თუ არ კითხვაზე კი არაა საუბარი, უბრალოდ ნდობაზე. ერთია ადამიანი რისთვის იხედება შენს ტელეფონში და როგორ აღიქვამ შენ თვითონ ამას. შენ რა გინდა ნახოს იქ და რა არა და თვითონ რამდენად ენდობი მას? თუ კი ენდობი მას შენ და მხოლოდ მას არა აქვს ნდობა შენი და ამის მიზეზი არა აქვს შენი უნდობლობის გამო ან შენი საქციელიდან გამომდინარე, უბრალოდ ავადმყოფურად მოაზროვნე ყოფილა, პატოლოგიური ცნობიერებით და მგონი საკუთარ თავს უნდა დაუსვა კითხვა ამ დროს, რა ნახე მასთან საერთო? http://www.youtube.com/watch?v=al2RS7tEYTU&feature=related
  18. მგლის შიშით ფარა ვის გაუჟლეტიაო?... ყველაფერი შენს ხელშია ყოველთვის, ცუდიც შენსგან მოდის და კარგიც... შენი ნება კი არჩევანია. კარგია რომ მწარე გამოცდილების გარესე იყოს, მაგრამ თუა ასეთი გამოცდილება არის მაინც, იმისთვის, რომ დაგაზღვიოს შემდეგი შეცდომისგან და არა ცდისგან ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალო.
  19. ბედნიერი მაშინ ხარ, როცა საკუთარი საჭიროება იცი სხვისი ბედნიერებისთვის. ამით მას ხდი ბედნიერს, რომ ხარ, არსებობ და შენაც მისი ბედნიერებით შეგიძლია იცხოვრო ბედნიერმა. ზოგჯერ ძნელია გაიგო სად გადის საზღვარი ბედნიერებასა და უბედურებას შორისაც. ისიც კი გეჩვენება რომ შენი ბედნიერება ამავე დროს შენი წამება და უბედურებაა. მაგრამ ამას მოერევი თუ იცი რომ მას მხოლოდ შენი არსებობაც ყოფნის, რომ იყოს თავად ბენიერი და უნდა რომ შენ გხედავდეს ბედნიერს, თუნდაც მის გარეშე, მაგრამ მაინც მასთან ერთად და მის ფიქრებში. ეხ ზოგჯერ რა მაზოხისტები ვართ ადამიანები... არა და სულ ერთი ნაბიჯი იყოს შეიძლება სრულ სიმშვიდემდე და ჰარმონიამდე...
  20. შენი ბედი ყოველთვის შენს ხელშია და არა სხვისაში. თუმცა ცხოვრება ხშირად საპირისპიროს გვიმტკიცებს. მაგრამ გვაჯერებს იმას, რისი დაჯერებაც გვინდა და დაჯერებული გვაქვს უკვე და არა იმას, რისი მიღწავაც შეგვიძლია თუ არ დავუჯერებთ მას. ჯიუტად უნდა გინდოდეს იყო ბედნიერი, პატივს სცემდე საკუთარ თავს და ღირსეულად ეცადო იცხოვრო. მაშინ ამას სხვაც დაინახავს და პატივს ცემს შენს არჩევანს და არა იმ შემთხვევაში, თუ თავად იტყვი უერს საკუთარ თავზე. ადრე ვთქვი და ვიმეორებ. თუ თავად არ გინდა იყო ბედნიერი, სხვა ვერ გაგხდის ბედნიერს და თუ არ დააფასე საკუთარი, არც სხვა დაგიფასებს მას. იმით თავის მართლება რომ შენი უბედურების ხარჟზე ვიღაცის ბედნიერებაზე ზრუნავ კიდო, მცდარია, რადგან უბედური ადამიანი ვერასდროს ასწავლის სხვას რაა ბედნიერება და ვერ გახდის ვერავის ბედნიერს ვერასდროს. შენ უნდა იყო ბედნიერი და გაუყო შენი ბედნიერება სხვას ასე და ამით უფრო მეტად ბედნიერი გახდები!!!
  21. შენ წარმოიდგინე ხორციელითაც შეიძლება სულიერი სიამოვნების მიღება, მაგრამ ეგ უკვე სხვა თემაა. შენი ახსნით კი გავიგე რომ სულიერ სიამოვნებაში რაღაც ტრანსში მდგომარეობას გულისხმობ, ყველაფრით რომ კმაყოფილი ხარ. ხომ ასეა? ამისთვის ამდენი წვალებაც არაა საჭირო, ნარკომანებიც ეგრე არიან. გაიჩხერენ და გაფრინდებიან... ეგ ასეთი მარტოსული ადამიანებისთვისაა, არც მათ აინტერესებთ მაგ დროს ძალიან რამე ხორციელი. მარა მე მათი ასეთი ბედნიერება არ მიზიდავს, არ მიყვარს მარტო ყოფნა)))
  22. რომანებს წერენ, ფილმებს იღებენ ისინი, ვისაც ასე უფიქრიათ ადრე თუ ფიქრობენ ასე... ან გაუგონიათ სხვისი, ამბები მოუყოლიათ სხვებს და შემდეგ გადაუტანიათ ფურცელზე, ფირზე... და რამდენი ასეთი ისტორიაა სხვისი თვალისგან დამალული? )) მე მგონი უბრალოდ ყველას ის აქვს, რასაც თვითონ ყველაზე მეტად ეზებდა და თუ ეს ენატრება, თავის დროზე არასწორი არჩევანი გაუკეთებია. თუმცა როგორც იტყვიან - არასდროს არ თქვა არა.. და არასდროს არ არის გვიან არაფერი, მთავარია კარგად იცოდე რა გსურს, სად და ვისთან ერთად ნახავ ამას. ჰოდა თუ ეგრე გსურს, არც გაგიკვირდეს თუ ერთ დღეს შენაც კოცნა გაგითენებს ახალ დღეს)))
×
×
  • შექმენი...