Jump to content
Planeta.Ge

giorgi qadagishvili

პლანეტელი
  • პოსტები

    107
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი giorgi qadagishvili

  1. მე შეცდომით არაფერი დამიწერია და დავწერე თეორია და არა თეორემა თეორია კი მეცნიერულ ვარაუდზე დამყარებული, არგუმენტებით განმტკიცებული ცნებაა.
  2. გონიერმა ადამიანმა ჯერ ასეთი თეორია უნდა ჩამოაყალიბო და ეცადო გაიგო ვინ არის ის უფრო გონიერი და თუ ვერ იპოვი ასეთი ყოფილა უფლის ნება აი დიდი აფეთქების თეორიაზე და აბიოგენეზზე მერე უნდა გადახვიდე იმედი რომ ამოგეწურება რაღაცნაირად გაამართლო სამყაროსა და სიცოცხლის შექმნა.
  3. ჰო და თუ ამ მცირედს, გონიერი ადამიანის ძალისხმევა და აზროვნების უნარი სჭირდება, წარმოგიდგენიათ მხოლოდ მზის სისტემის ორგანიზებულ ციკლის ორგანიზებასა და ზედმიწევნით ზუსტ განლაგებას პლანეტებისას რათა დედამიწაზე სიცოცხლე იყოს შესაძლებელი სხვა სისტემებსა და გალაქტიკებს, რომ თავი დავანებოთ რაოდენ ძლიერი და გონიერი პიროვნების უშუალო ჩარევა დასჭირდებოდა?
  4. მე მეცნიერი არ ვარ მაგრამ კარგად ვიცი რომ ეს ასოები თავისით ვერ დაიწერება თუ კლავიატურის შესაბამის ღილაკს თითი არ დავაჭირე, ისიც ვიცი რომ თუ მწყობრი თანმიმდევრობით არ ვწერე წინადადება ვერ შეიქმნება და ქაოსურ ალფავიტს მიიღებთ პასუხის ნაცვლად და კიდევ ვიცი რომ ამ ტექსტის ავტორი გონიერი პიროვნებაა ვინაიდან ჩემს ადგილზე რომ ცხენი, ცხვარი ან კატა იჯდეს პასუხს ვერ გაგცემდათ.
  5. ჰო და თუ თქვენ ეჭვის ქვეშ აყენებთ იმას რომ ყოველივე ცოცხალი, მკვდარი მატერია და მათი ურთიერთქმედების მკაცრად ორგანიზებული ციკლი ვინმე უფრო გონიერმა შეჰქმნა ვიდრე თავად ეს ორგანიზმები არიან, რაღატომ გსურთ რომ ადამიანებმა დაიჯერონ ის რომ ეს ყველაფერი თავისით შეიქმნა?
  6. მაგას ვამბობ ზუსტად ხედავ და მიუხედავად იმისა რომ ხედავ ვერ ამტკიცებ რომ მზეა, ამიტომ მილიონობით წლების წინ რაც მოხდა ხომ უფრო რთული დასამტკიცებელია ვიდრე ხილული მზის მზეობა?
  7. ეს იგივეა რომ ვთქვა პლანეტა ნეპტუნი არ არსებობს იმიტომ რომ ვერ ვხედავ, ან კიდევ თვალით უხილავი გალაქტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ მისი არსებობა კარგი იქნებოდა რომ არ დაგეყენებინათ მაგრამ რადგან მაინც ეჭვობთ ასეთი კითხვა მაქვს ოდესმე გიცდიათ ღმერთი შეგეცნოთ, გაგეგოთ ვინ არის? რა უნდა? რას მოიტხოვს ჩვენგან? გიცდიათ ასეთი რამ თუ ხელაღებით უარჰყავით რადგან ვერ ხედავთ.
  8. ჰო და მეცნიერულად თუ ხილული მზის, მზეობის დამტკიცება არ ძალგიძთ იმ მოსაზრებას აღარ უნდა ავრცელებდეთ, რომ დარვინმა რაღაც დაამტკიცა და ღმერთმა მას ხელი შეუშალა. დარვინამდეც არსებობდა ეს თეორია და ამ ციკლს ბევრი ადამიანი ამჩნევდა ღმერთს არ სურს რომ ადამიანი განუვითარებელი დარჩეს ემბრიონის სტადიაში ეს იმ ადამიანებს სურთ, რომელთაც მეცნიერება ხელს უშლის რელიგიური ზღაპრებით ფულის კეთებაში.
  9. მზე, რომ მზეა დამტკიცება არ ჭირდება მაგრამ, როდესაც დამტკიცება მოგთხოვე ეგვიპტური ზღაპრის მეტი ვერაფერი მომიყევი. სხვადასხვა, ძალიან ბევრ კითხვას, დამტკიცებულია და ასეთ ტერმინებს კონკრეტიკა სჭირდება. რა ახსენეთ ზემოთ? ან როგორ მტკიცდება თეორიები? რატომ გგონიათ რომ კაცმა რამე აღმოაჩინა რაც უკვე არ არსებობდა? ცოცხალი ორგანიზმი რომ ვითარდება ამას რად უნდა დიდი ფიცი მტკიცი და თან ღმერთის დადანაშაულება ამას როგორ გვიმალავდაო?
  10. ეს ყველაფერი ხდებოდა ხდება და მომავალში უარესიც მოხდება, მაგრამ თუ ვინმეს რელიგიური მრწამსი სიცრუეა ეს თქვენს მოსაზრებას არ ამართლებს, ზუსტად ანალოგიურად ჰგონია აქ ერთს, რომ რადგან მართლმადიდებლები ცდებიან ეს მას მართალს ხდის.
  11. ერთიც და მეორეც შეცდომაშია შეყვანილი რადგან ღმერთი ამბობს არავინ არის წმინდა არავინ ეძებს ღმერთს, ბევრი მინახავს ადამიანებისთვის წმინდა ღვთისთვის კი უწმინდური ასე რომ იმას კი არ უნდა ვუჯერებდეთ რას იტყვის მართლმადიდებელი ან კათოლიკე არამედ ღმერთს რადგან კაცი ცრუა ღმერთი კი მართალი
  12. წმინდა ეკლესია არავის სდევნის აქეთ იდევნება ბოროტის მიერ ხოლო ის კი ვინც სდევნიდა ბოროტისაგან იყო რა არის დამტკიცებული? თქვენ შეგიძლიათ დაამტკიცოთ მზე, რომ მზეა? აქსიომა არის თეორია რომელსაც მტკიცებულება არ სჭირდება და ის მათემატიკაშიც აქსიომაა და ბიოლოგიაშიც, მაგალითად სხეული რომ ბერდება და კვდება ეს აქსიომაა რადგან ზედმეტი მტკიცებულება და ფილოსოფია ამის შეცნობას არ სჭირდება.
  13. წმინდა ავგუსტინეს, ტიტული წმინდა, ადამიანმა მიაწერა და არა ღმერთმა ასე, რომ რასაც ის ქადაგებდა არის მარტივი მეძავობა რელიგიით, რაც შეეხება ეკლესიის მის მიერ მხარის აბმას აქვე უნდა დააკონკრეტო ხოლმე რომელმა ეკლესიამ აუბა მხარი, რადგან ღვთის წმინდა ეკლესია მონობას კი არა თავისუფლებას ქადაგებს. მეც სამეცნიერო წრეებში კი ასეა, მაგრამ სანამ თეორია ჰქვის ეს იმას ნიშნავს რომ დამტკიცება სჭირდება თორემ აქსიომა ერქმეოდა. რომელ კითხვებს და რა პასუხი? შეგიძლიათ დააკონკრეტოთ? ღმერთს დარვინის აღიარება არ სჭირდება, ეს დარვინს სჭირდებოდა უფლისაგან მიტევება.
  14. იმ ფონზე რაც საყოველთაოდ ხდება არ გამიკვირდება და მეტსაც გეტყვი და უფრო ზუსტსაც, შეიძლებასა და ვარაუდის გარეშე იმას რასაც თქვენ ეკლესია გგონიათ ბოროტი თავის ტახტად გარდაქმნის.
  15. უვიცი ნიშნავს უცოდინარს და როდესაც საკითხის უცოდინარს ვეუბნები რომ უცოდინარია როდიდან გახდა ეს შეურაცხყოფა? და შეურაცხყოფა ის არ არის, როდესაც სიმართლრს რომ ვეუბნევი მწარდება ბოროტდება და ასათიანის მისამართს მაძლევს? რაც მე მაგას მივწერე ყველაფერი სიმართლე მივწერე და დავასაბუთებ, უვიცია იმიტომ რომ კაბალის აზრზე არ არის და ირონიით ცდილობს თავი დაიძვრინოს იმ ჩიხიდან სადაც უფლის სიმართლე აქცევს, ბოროტია იმიტომ რომ ვითომ გაუცნობიერებლად როგორც პირველი გველი მოიქცა და როგორც ნასწავლი აქვს იქედნურად აპარებს სიცრუეს ადამიანებს, ამპარტავანია იმიტომ რომ ცრუ წიგნიერ ცოდნას ფლობს და ამით ამაყობს და საცოდავია იმიტომ რომ ქედმაღლობით სული დაიღუპა და ჯიუტი კიდევ იმიტომ რომ ნაცვლად იმისა რომ მოინანიოს და აღიაროს თავის მკრეხელური ცოდვები აქეთ კიდევ ცილს სწამებს უფლის სიტყვებს აი ეს არის ადამიანი რომელსაც ექომაგები და სულ რაღაც 5 წუთი დამჭირდა ამის გასარკვევად.
  16. აი ამ ბრძენმა სოლომონმა დაკარგა ზუსტად ღვთის მადლი და ეშმაკის მონად იქცა და თუ როგორ ეხლავე დავწერ რადგან მისი სიტყვები მოგყავს იესოს სიტყვების წინააღმდეგ და ის კი გავიწყდება, რომ იესო სოლომონზეც დიდი იყო და აბრაამზეც. სოლომონს ღვთისგან მიცემული ჰქონდა 2 ბეჭედი დიდი და მცირე, ბეჭედი ნიშნავს ღვთივსულიერი ძალაუფლების შემცველ სიმბოლოების კრებულს, რომლის ახსნაც მხოლოდ მთავარანგელოზებს შეეძლოთ, არსებობდა ასევე ანალოგიური ძალაუფლების მქონე ბეჭდები, რომლის ახსნაც არავის შეეძლო და რომელიც იესომ ახსნა მხოლოდ რათა ამ ბეჭდებით დაბეჭდილი წიგნი ანუ ღვთიური ცოდნა მომავლის წინასწარმეტყველების შესახებ ადამიანთათვისაც ცნობილი ყოფილიყო იოანეს გამოცხადებაში ეს პროცესი ჩაწერილია და მხოლდ იმიტომ კი არ უნდა იკითხოს ადამიანმა რომ უმეცარი თავით ცრუ დასკვნები გამოიტანოს, არამედ უფალს სთხოვოს მიჰმადლოს სიბრძნე დაფარული საიდუმლოს შესაცნობად. ეხლა კონკრეტულად სოლომონის ბეჭდებზე ამ სიმბოლოების უფლის მთავარანგელოზების მიერ ახსნით სოლომონმა დაიმორჩილა წყვდიადის სამეფო თავისი 4 მთავრით (რომელთაგან ერთ ერთი კონკრეტულად ბელზებელი შენთვის შეუცნობლად გიყენებს) და 8 თავადით. ღვთისგან მიმადლებული ძალაუფლებით მათზე, აღკვეთა მათი თავისუფლად თარეში, ებრაელი ერის დასაცავად ცოდვებისგან და კიდევ სხვა მრავალი საქმეც გააკეთებინა, რომელთა ჩამოთვლასაც არ დავიწყებ იმიტომ კი არა რომ არ ვიცი, იმიტომ რომ ამის გაგება ქრისტიანებისთვის არ არის საჭირო. ბოლოს კი რა ქნა ამ ბრძენმა სოლომონმა? ღმერთი დაივიწყა და მხოლოდ იმიტომ რომ ქალდეველ ლამაზმანთან ლოგინში ეკოტრიალა დემონ ბაალს, დემონ რაფის და დემონ მოლოქს სათითაოდ აუშენა ტაძრები მათივე მსახურების მოთხოვნით, აი მისი სიბრძნე რომლის მეოთხედის შეცნობასაც სანატრელს ხდი ჩემთვის, მაგრამ ინანა და გადარჩა როგორც ცეცხლისგან და თქვა: და მაშინ, როდესაც მე უმადურმა ადამიანმა შევცოდე უფალს და ღვთის სიტყვა განმეშორა, გავხდი მონა და დასაცინი მათი ვისაც თავადვე ვმონობდი, სული ჩემი შეჭირვდა და ჰქონდა უფლება ყველას ვისაც თავადვე ვმსახურობდი. აქვე ვიმეორებ სოლომონს ბრძენი იმიტომ არ ეწოდა რადგანაც მის შეგონებებს სიბრძნე სოლომონისა ჰქვია, არამედ იმიტომ რომ ზეციურ საიდუმლოთა წვდომის მადლი მიეცა უფლისაგან, მაგრამ იძლივა ბოროტისაგან მაინც იმიტომ რომ გაუამპარტავნდა უფალს და ბოროტმაც მისცა საცდურად ქალი. შენ კი რა გაქვს? არც სიბრძნე, არც მადლი, მხოლოდ წიგნიერი ამპარტავნება, რომელიც ხელს გიშლის მოინანიო და შენივე სიამაყე აქციე ბოროტის ხელში შენსავე დასაღუპ იარაღად, შენი ბატონიც ასე იქცევა თავად ხომ განწირულია სხვებსაც ითრევს მოსაკვდინებლად უფლის ცხვარი კი მის ხმას ისმენს იგია მწყემსი კეთილი ვერავინ წაართმევს და ვერც ძალით გამოსტაცებს მას თავის ფარას ვერც შენ და ვერც შენი ბატონი.
  17. ხეიბარი ადამიანი შესაბრალისია თავისი ფიზიკური ნაკლის გამო, მაგრამ ის ვინც ასეთებს საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემასა და კომპლექსებს უქმნის, ან ვისაც შეუძლია მათზე ზრუნვა და სამსახურებრივად თუ თანამდებობრივად ევალება კიდეც და არა თუ არ ზრუნავს სრულფასოვან პიროვნებებად არც კი მიიჩნევს ის ხალხი უფრო შესაბრალისია მახინჯი სულის გამო, ვინაიდან სხეული ოპერაციული ჩარევით განიკურნება და უფლის ნებით, მახინჯ სულს კი სინანულის გარდა სხვა წამალი ვერ შველის.
  18. იცის დიახ წინასწარ იცის რაც მოხდება და წინასწარმეტყველების სახით დაგიდო წინ იოანეს აპოკალიფსის სახით, შენმა ბატონმა და შენ თუ იცით ,რომ მალე ეს წინასწარმეტყველება ზუსტად ისე ახდება როგორც ღმერთმა იცის?
  19. აი ასეთი დამოკიდებულება, რომ გაქვს იესოსთან და ღმერთი ხან ებრაელი, რომ გგონია ხან მთავარანგელოზი მიქაელი, ხან ყველაზე სრულყოფილი ადამიანი დედამიწაზე და ხანაც იეჰოვას ქმნილება მაგიტომაც ადვილად დაგიმონა ეშმაკმა და მარიონეტივით თავის ნებაზე გაკეთებინებს რასაც თავად შთაგაგონებს.
  20. ბიბლიას ვერც გამოსცემ, ამახინჯებ ღვთის სიტყვას და ადამიანების შეცდენას ცდილობ როგორც შენი ბატონი აღგძრავს ჰო და როდესაც მართლმადიდებლების ცოდვას წევ წინა პლანზე ამით შენი ცოდვა კი არ იმალება უკეთესად ჩანს. ქრისტიანი ადამიანი ასე არ იქცევა როგორც შენ
  21. გგონია ვწუხვარ შენს დაცინვაზე ჩემს უფალსაც ასე დასცინოდნენ და მე რომ დამცინო რა გასაკვირია არ ვარ მისი სანდლის ტარების გირსიც და თუ მისი სიმართლის გულისთვის დაცინვას ვიტან ბედნიერი ვარ
  22. რასაც ვწერ ღვთის სიტყვებს ვწერ და მიტომაც გიწოდებ ეშმაკის მონას და ბელზებელს შენს ბატონს რომ მისი საქმეა სწორედ უფლის სიმართლეზე სიცილი, თუ არა და ერთი სიტყვა მომიყვანე რომელიც უფალს არ უთქვამს და მე ვთქვი?
  23. მართლმადიდებლების ცოდვას ღმერთი განიკითხავს, შენ კი შენივე სიტყვა გდებს მსჯავრს რადგან როდესაც იძახი მართლმადიდებლებმა უფლის სიტყვა დაამახინჯესო და თავადაც იგივეს მომქმედი ხარ საკუთარ თავს ასამართლებ ამით და თუ შენ სდებ შენს თავს მსჯავრს ღმერთი რამდენად დიდია შენზე?
  24. თავმდაბალი ვერ ვიქნები იმის წინაშე ვინც შენ აღგძრავს ღვთის სიტყვას შეეწინააღმდეგო მე მისი მსაჯული ვიქნები განკითხვის დღეს აქ კი მისთვის უფლის სიმართლით ცრუ პირის ამომკერავი შენი სიტყვიდან ჩანს როგორც დამცინი ჩუმად ვინც ღვთისგან არის ის არ დასცინის ადამიანს ან შეაგონებს სიყვარულით ან აფრთხილებს რომ ცოდვაშია და მონანიებისკენ მოუწოდებს ამის მეტს ვინც აკეთებს და კონკრეტულად ირონიულად დასცინებს იმას ვინც უფლის სიმართლეს იძახის თავად უფალს დასცინის ღვთის დაცინვა კიდევ დაუსჯელი არ რჩება
×
×
  • შექმენი...