Jump to content
Planeta.Ge

giorgi qadagishvili

პლანეტელი
  • პოსტები

    107
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი giorgi qadagishvili

  1. როგორ უნდა ვანახო და შენს მიერ ნაქები სოლომონის ბეჭდის დახმარებით და თან ისე რომ ჰალუცინაცია კი არ ეგონოს ან მოლანდება ზუსტად გარკვევით ნახოს და ესაუბროს კიდეც, ერთ წამში რომ დაენგრევა ნაქები დარვინის ევოლუციის თეორია და სამყაროს შექმნის დიდი აფეთქების ვერსია მაშინ მაინც ხომ მიხვდება რომ ერთ დიდ შეცდომაშია შეყვანილი ბოროტის მიერ.
  2. კარგად რომ ვერკვევი დიგმატებში იმიტომაც ვწერ რომ ცდებიან, რაც შეეხება ზვარაკების შეწირვას მართალს ამბობ იმიტომ რომ ღმერთს კი არა ეშმაკს სწირავთ შესაწირავი ღმერთისა არის სუფთა სინდისი და მონანული გული, ჰო და ქრისტეს წმინდა სისხლს რომ ბღალავენ ცხოველთა სისხლით და ღვინით იძახიან მიაგებოს, ტაბლას რომ ითხოვს თქვენი მოძღვარი მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად ამას ვამბობ ზუსტად.
  3. მერე ღმერთი და დედის მიერ მონატრებული შვილი ერთია? ღმერთი რომ მოგენატრება კერპს კი არ უნდა დაუწყო მოფერება, სულიწმინდა უნდა სთხოვო და სხეული განწმინდო რომ დაივანოს შენში როგორც ღვთის ცოცხალ ტაძარში და მუდამ შენთან იქნება და აღარ დაგჭირდება მის გასახსენებლად ხელქმნილი კერპი. რადგან შენთან იქნება მუდამ და შენი გზის წარმმართველი და ის გასწავლის ყველაფერს და არავისი სწავლება აღარ დაგჭირდება.
  4. იმიტომ რომ შეგეცნო თუ როგორია წუთისოფელი როდესაც მას ლუციფერი მართვას. ჰიტლერი პაიკი იყო იმის ხელში ვინც მას მართავდა
  5. ღმერთს არ დაუხოცია და თუ გაინტერესებს ვინ დახოცა შემიძლია შენივე თვალით განახო, რატომ დაუშვა ჰიტლერი რატომ არ ახრჩობს სატანას და საერთოდ რატომ? თუ გაინტერესებს ღმერთი უნდა ეძიო და თავად გაგცემს პასუხს. მე ვერ მომატყუებენ იმიტომ რომ ადამიანების ნალაპარაკევს ნაკლებად ვიჯერებ
  6. ვიცნობ მაგასაც ღვთისგან მიმადლებული ნიჭი რომ დამღუპველ მჩხიბაობად გადააქცია და ბოროტს შეეკრა სოლომონივით პირადი გამორჩენის მიზნით.
  7. გმადლობ თუ გაგიხარდა, მაგრამ ერთი უნდა გაითვალისწინო, მე იმიტომ ,რომ ადამიანებს ვაამო უფლის სიტყვებს ვერ დავმალავ და ვერც გადავაკეთებ, იმიტომ რომ ეწინააღმდეგება ვინმე ღმერთს? ეშმაკისაგანაა!!! მორჩა და გათავდა, ამას გადამოწმება, ვარაუდი, განხილვა და დამტკიცება არ ჭირდება. ღვთის მოწინააღმდეგე ღვთისგან ვერ იქნება რადგან თავის წინააღმდეგ დაყოფილი განადგურდება.
  8. შენს დაწერილს კიდევ რომ ვკითხულობ ეშმაკისაგან ღრმად შეცდენილი და მოტყუებული ადამიანების ტექსტი მგონია, ვინ გითხრა რომ სასჯელის დადება ადამიანურია? კანონიც და სასჯელიც ღვთისაა ადამიანი მხოლოდ ბაძავს ღმერთს ვინაიდან მის მსგავსად არის შექმნილი, სადისტურს რას ეძახი მკვლელს რომ ციხეში ათავსებენ და მიწიერი ხელისუფლება მიწიერ სასჯელს ადებს ეს სადისტურია? გავაუქმოთ სასჯელი და ქაოსი ვამეფოთ? ჰო და თუ მიწიერ მეფეს შეუძლია სასჯელის დადება ღმერთი უფრო დიდი და უფლებამოსილია და თანაც სამართლიანი ვინაიდან ყოველივეს დამსახურებულად მიუზღავს რომ ამბობ რად სჯისო იმას რაღატომ აღარ იძახი რომ სიმართლის მკეთებელს რა ნეტარებასაც ჰპირდება? ან შენ რომ დასასჯელი გაიხადე თავი რატომ ცდილობ სასჯელისგან თავის დაძვრენას იაფფასიანი ფილოსოფიით?
  9. უფლის ხალხი პროცენტებით არ იზომება დაგისაცელებ ქრისტიანები, მათი ღვაწლი კი ღვთის ნების აღსრულებაა
  10. იმიტომ მგონია რომ იესოს მოკვდინების შემდეგ სოლომონის ტაძრის წმინდათა წმიდაის კრეტსაბმელი შუა გაიხა და იქ დასვენებული აღთქმის კიდობანიდან დატოვა სულიწმინდამ ტაძარი, მართლმადიდებლები კი ღვთის სულს უკან აბრუნებენ ხან წმიდაიში მალავენ ხან ხატებში ტენიან და თან ისე რომ ღმერთს არ ეკითხებიან არაფერს.
  11. იმიტომ მგონია კი არ და ვიცი რომ ღმერთი გეუბნება თაყვანი ეცი მხოლოდ შენს ღმერთს და მხოლოდ მას ემსახურე შენ და სხვა მართლმადიდებლები კიდევ ყოვლადდასაწველებს სანთლებსა და საკმელებს, მიქაელ მთავარანგელოზის იმიტირებულ გამოსახულებას, კაბადოკიელი ნინოს, მოწამე გიორგის, თამარ მეფისა და ილია ჭავჭავაძის ნახატების წინაშე აკმევთ რითაც ეთაყვანებით მათ და უფლის მცნებას არღვევთ, კიდევ იმიტომ რომ როდესაც უფალი ამბობს თქვენი მსხვერფლი საზიზღარია ჩემთვის განა ხარის სისხლს ვსვავ ან ვაცების ხორცს ვჭამ? თქვენი მოძღვარი ალავერდობას სიამოვნებით უტრუსავს მსხვერპლად მიყვანილ ვაცებს სანთლით შუბლს, იმიტომ ვიცი რომ როდესაც უფალი ამბობს, როგორ სახლს ამიგებთ ან რომელი ადგილია ჩემდა განსასვენებლად ცა ტახტია ჩემი და მიწა ჩემი ფეხთა სადგამი, თქვენი მოძღვარი ამბობს წმიდაიში ჩემს გარდა ნურავინ შევა ვინაიდან იქ ცხოვრობს ღვთის სული, ასე კიდევ ბევრის ჩამოთვლა შემიძლია, შენი პრობლემა რაში მდგომარეობს იცი? იმის შიშით რომ ცრუ მრევლიდან არ მოიკვეთო უფლის ნებაზე მაღლა ადამიანის სწავლებებს აყენებ და მათ ანიჭებ უპირატესობას, ეს ახალი არ არის პირველ ქრისტიანებსაც ასე კვეთავდნენ სინაგოგიდან და მათაც იგივე შიში ჰქონდათ.
  12. ეშმაკის მოციქული აქ ხარ ვინაიდან ეშმაკის მოციქული რომ იყო გეცოდინებოდა ვინ არის და რა სურს და მიზანმიმართულად შეეცინააღმდეგებოდი უფალს ხოლო როდესაც არ იცნობ ეშმაკს და მისი არსებობაც კი არ იცი მისგან მოტყუებული ხარ, შენი ცოდვა უფრო საპატიოა ვიდრე იმისი ვინც მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება ღმერთს, ღმერთი დემოკრატი არ არის, არც თავისუფლების ინსტიტუტის წევრი და არც მამათმავლების უფლებების დამცველთა დირექტორი, ის ლმობიერია მაგრამ სასჯელში და რისხვაში შეუვალი ამიტომ უნდა გვქონდეს მისი შიში და სიყვარული კიდევ იმიტომ რომ ჯერაც არ დაგვატეხა თავს ის რისხვა რასაც დიდი ხნის წინ იმსახურებდა კაცობრიობა.
  13. ვინ შესწირა ქრისტეს გულისთვის თავი ილია ჭავჭავაძემ? თამარ მეფემ?
  14. აბა რა არის? ადამიანის ხელთქმნილი რომ კერპია ეს არ იცი? ამიტომ გითხარი თუ ადამიანის ხელთქმნილს ხეს ქვას ლითონს თაყვანს სცემ მე ვარ თქო ღვთის ცოცხალი ხატი ვინაიდან თავის მსგავსად და ხატად შეჰქმნა უფალმა ადამიანი და გამოქანდაკებულ ხელთქმნილზე უკეთესი არ ვარ თაყვანი რომ მცე?
  15. არ მაღელვებს იმიტომ რომ მეტსაც გეტყვი ღმერთმა წარღვნის სახით გენოციდიც მოაწყო ეკოციდიც და ზოოციდიც და კიდევ მოაწყობს ოღონდ ახლა უკვე საბოლოვოდ
  16. არასწორედ გაგიგია. რაც უნდა გააკეთო გითხრა იესომ და მეც გითხარი გაიგე რა სურს ღმერთს და აღასრულე ვინაიდან მისი ნების აღმსრულებელი ცხონდება და არა რომელიმე რელიგიის წარმომადგენელი. მშვენიერ ლოგიკაში ჯდება იმათი რიცხვი ვინც ცდუნდა ზღვის ქვიშასავით ულევი და უთვალავია. სწორედ ასეა დანარჩენები ეშმაკის ხელშია და მის მონობაში.
  17. ხორციელად აღდგებიან სრულყოფილ ხორცში ისეთი როგორიც თავდაპირველად ქონდა ადამს და არა დაცემულ ხორცში, რომელის ხორვიელი ვნებებითაა შებყრობილი, ნაწილი ადამიანებისა კი სულიერ სხეულს მიიღებს და იესოსთან ერთად იმეფებს და იქნებიან როგორც ანგელოზები ცაში ხოლო ის ვინც ხორცში აღდგება მიწაზე იცხოვრებს სამოთხეში მაგრამ არა ამ წუთისოფელში არამედ იქნება ახალი ცა და ახალი მიწა როგორც აღუთქვა ღმერთმა თავის ხალხს.
  18. იმას ვგულისხმობ რომ ქრისტიანის სიკვდილი მის განადგურებას არ ნიშნავს და იესოს აღთქმის თანახმად აღდგება და მარადიულად იცოცხლებს, ახვა მკვდრებიც აღდგებიან მაგრამ არა სასიცოცხლოდ არამედ საბოლოვოდ გასანადგურებლად.
  19. ეგ მართალი თქვი რადგან სულგრძელობით არ გიკარგავს ნების თავისუფლებას
  20. ხელის გამოწოდებაზე უკეთესი ის იქნებოდა შენი მრწამსიც გადაამოწმო არც ეგ მრწამსია ჭეშმარიტი და ამიტომ გითხარი მართლმადიდებლის დაცინვა და აბუჩად აგდება შენს მრწამსს ჭეშმარიტებად ვერ აქცევს და არც კაცის რისხვა ქმნის ღვთის სიმართლეს.
  21. მე იმას გირჩევ რასაც იესო აღასრულე შენი ზეციერი მამის ნება, რადგან ის კი არ შევა ცათა სასუფეველში ვინც ეუბნება უფალო უფალოს არამედ ის ვინც შეასრულებს მისი ზეციერი მამის ნება სურვილს, ღვთის ნების აღსრულება ხდის ადამიანს ქრისტიანად და არა უფალო უფალოს ძახილი, გაიგე ღვთის ნება შეასრულე ქრისტიანი ხარ, უფლის ნება კი ასეთია თაყვანი ეცი მხოლოდ შენს ღმერთს და მხოლოდ მას ემსახურე იმ კერპებს კიდევ რასაც მართლმადიდებლები ხატებს ეძახიან სინამდვილეში ეშმაკის ძეგლებია ვინაიდან ღვთის ხატი კაცია და თუ თაყვანს სწემ ხატს მაშინ მე ვარ მისი ცოცხალი ხატი მცეემ თაყვანს?
  22. მე ის ვიცი რომ შენ მხოლოდ ჭეშმარიტების დამახინჯება გგვრის სიამოვნებას ასე რომ თავად ჭეშმარიტებას ვეღარ გამოსცემს ვერც შენი გული ვერც შენი ბაგე მართლმადიდებლები რომ შეცდომაში არიან შეყვანილები ეგ შენზე უკეთესად ვიცი მაგრამ მათ შენ კი არა თავისივე საქმეები ამხელენ შენ კი ამ საქციელით შენი მცდარი შეხედულობების გამართლებას ცდილობ და თუ მართლმადიდებელი ცდება ეს შენ მართალს ვერ გხდის.
  23. კი არ მგონია მცდარია ვინაიდან ღმერთი ამბობს თაყვანი ეცი მხოლოდ შენს ღმერთს და მხოლოდ მას ემსახურე, ხოლო მართლმადიდებლებმა მარიამით დაწყებული ანგელოზი არ დატოვეს რომ თაყვანი არ ეცათ გარდა ამისა დაივიწყეს რომ უფალი ხელთქმნილში არ სახლობს და ტაძარს ღვთის სახლს ეძახიან და უარესიც გამოაქანდაკეს კერპები უფლის ხატება უწოდეს და თაყვანს სცემენ, აი ამ ღვთისთვის საზიზღარი საქმეების ჩადენისთვის არიან შეცდომაში შეყვანილები სულ ახლახანს გაუქმებულ მსხვერპლთშეზირვაზე რომ აღარაფერი ვთქვა რითაც იესოს უდიდეს მსხვერპლს მის წმინდა სისხლს აკნინებდნენ, ღმერთმა გარკვევით დადო მცნება და მის მცნებას შესწორება შელამაზება და გადაკეთება არ სჭირდება ეს ეშმაკისაგანაა, რაც შეეხება ჩემს მრწამსს ქრისტიანი ვარ და ქრისტიანობა მიმაჩნია ღვთისთვის მოსაწონი.
  24. ბიბლია 1500 წლის წინ არ არის დაწერილი, ებრაულ ზღაპართა კრებულს კი რასაც დღეს ბიბლიას ეძახიან ღვთის ნებისა და სიტყვისგან ბევრად განსხვავდება ამიტომაც ეუბნება იესო ებრაელებს რჯული მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათო, ვისაც ჰგონია რომ ღმერთმა მოსეს სინაის მთაზე მხოლოდ 10 მცნება მისცა და მის დაწერას 40 დღე მოანდომა ძალიან ცდება, ხოლო რა ცოდნაც იქ მოსემ მიიღო იქიდან გამომდინარე შეადგინა შემდეგ კანონთა კრებული საზოგადოებრივი ურთიერთობების დასარეგულირებლად რაც ებრაელების იმჟამინდელი ყოფიდან გამომდინარე რეალობას მიუსადაგა. სიმართლის გარკვევას და თუ რა მოხდა და როგორ იყო პერგამენტზე დაწერილი მანუსკრიპტების კითხვა და შენდეგ ამით ამაყობა კი არ ჭირდება არამედ ღვთის შეცნობა და მისგან იმ შემეცნების მიღება რომელიც სამყაროსა და სიცოცხლის საწყისს დარვინზე და ნებისმიერ მეცნიერზე უკეთ ხსნის.
  25. ჩემი მსჯელობა ყველასათვის მისაღები ვერ იქნება რაც შეეხება ავგუსტინეს რელიგიით მანიპულირებდა და ასეთებს სულიერი მეძავები ეწოდებათ ღვთის მიერ, ვინაიდან ქრისტეს მიერ ახალი აღთქმით გაუქმებული ძველი რჯული პოლიტიკური პროცესების დასარეგულირებლად და ექსპლუატირუბული ადამიანის დასაკნინებლად და დასამოჩილებლად გამოიყენა მაშინ როდესაც იესო საპირისპიროს ქადაგებდა, ასეთივე მეძავია ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უფლის წერილს მატერიალური შემოსავლის წყაროდ აქცევს, ან ცრუ ტახტის განსამტკიცებლად გამოიყენებს და მას წმინდანს დაარქმევ თუ ანგელოზს ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, წმინდა და მართალი ღვთის გარდა არავინ არის. ადამიანი შეიძლება საქმით გამართლდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის მართალია ღვთის წინაშე არამედ სიმართლედ ჩაეთვლება მას ღვთისთვის მოსაწონი საქმე. რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს ადამიანს, რა სიმდიდრესაც ან ტიტულს არ უნდა ფლობდეს, როგორი მეცნიერიც არ უნდა იყოს ეს მას ვერ გაამართლებს ღვთის წინაშე, საქმის გარდა, ასეთები ადამიანების თვალში, არიან ავტორიტეტები ღვთის თვალში კი მკვდარნი.
×
×
  • შექმენი...